ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია ”ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში II” გაიხსნა


კონფერენციაზე  ცხრა სექცია იმუშავებს,  რომელშიც 300-მდე ქართველი და უცხოელი მომხსენებელი, მათ შორის 80 დოქტორანტი მიიღებს მონაწილეობას.


კონფერენცია მიზნად ისახავს სამეცნიერო დისკუსიებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგში, კვლევის ახალი მიმართულებების, მეთოდიკის გაცნობასა და გამოცდილების გაზიარებას.

 
კონფერენციას აჭარის განათლების სამინისტრო, „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში აფინანსებს.
 
კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია კონფერენციის მასალების სამ ტომად გამოქვეყნება.
 
კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია, განრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ბათუმი – ქალაქი, რომელიც გენგეგმის გარეშე შენდება

 

ბათუმი
ბათუმი

„გენგეგმის არ არსებობა იყო შეგნებული პოლიტიკა, რადგან დოკუმენტი ითვალისწინებს რეგულაციებს, რაც დაინტერესებულ ჯგუფებს პირადი ინტერესების განხოციელებაში უშლის ხელს. ბიზნესმენებს, ვინც თავის თავს დეველოპერს უწოდებს, გააჩნიათ ლეგიტიმური ინტერესი, ააშენონ მეტი და გაყიდონ ძვირად. მათ უნდათ მინიმალურ ფართობზე მიიღონ მაქსიმალური მოგება. ისინი ცდილობენ მათ მიერ აშენებულ ობიექტზე არ გავრცელდეს რეგულაცია“, – ამბობს ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორი გია რამიშვილი, რომელიც ახლა ბათუმის მერის მრჩეველია.

 

დოკუმენტის მომზადებას თვითმმართველ ორგანოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ 2005 წლიდან, ამ კანონის ხელმოწერის დღიდან ავალდებლებს.

 

წინა ორი მოწვევის ბათუმის საკრებულოს წევრი და ამ მოწვევის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე  ამტკიცებს, რომ ბათუმს გენგეგმა აქვს: „მე არ ვიცი, ვინ უთხრა გიორგი ერმაკოვს, რომ გენგეგმა არ გვაქვს, დოკუმენტი შპს გეოგრაფიკმა მოამზადა და საკრებულომ დაამტკიცა 2009 წელს“.

 

ბათუმის მერიის ვებგვერდზე შპს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი მართლაც იძებნება, თუმცა დოკუმენტი დასათაურებულია როგორც „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“, რაც არქიტექტორ გია რამიშვილის განმარტებით „გენგეგმის შემცვლელი ვერ იქნება.“

 

მიუხედავად იმისა, რომ „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული „მიწათსარგებლობის გენგეგმის“ პირველივე თავი „ბათუმის პერსპექტიული განვითარების ხედვის“ შესახებ ინფორმაციას მოიცავს, მოსაზრებას, რომ ის გენგეგმას ვერ ჩაანაცვლებს, ბათუმის მერიის არქიტექტირის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ახალაძეც იზიარებს:

 

„მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც საკრებულომ 2009 წელს დაამტკიცა, განსაზღვრავდა ქალაქმშენებლობის განვითარების ზოგად პრინციპებს. 2009 წლიდან ბათუმს ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებიდან ტერიტორიები შემოუერთდა, ამიტომ დეტალებში გაწერილი კონცეფციები უკვე აღარ იყო საკმარისი. ამის გამო დღის წესრიგში გენერალური გეგმის დამუშავება დადგა“.

 

დოკუმენტებით ირკვევა ასევე, რომ ბათუმის საკრებულომ „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული „მიწათსარგებლობის გეგმა“ 2009 წლის 27 თებერვალს დაამტკიცა. 2011 წელს კი მასში ცლილებები და დამატებები შეიტანა. გია რამიშვილის თქმით, ამ ცვლილებით ქალაქის განაშენიანების პროცესი უმეტესწილად ისევ რეგულაციების მიღმა აღმოჩნდა.

 

„გენგეგმა არის სერიოზული ხელის შემშლელი მარტივად მოაზროვნე ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ გარკვეული ბიზნესგეგმები. ვინც ფიქრობს, რომ რეგულაციის არ არსებობა ხვალ მასაც ხელ-ფეხს გაუხსნის“, – განმარტავს გია რამიშვილი.

 

რა არის გენგეგმა და რით უშლის ის ხელს დეველოპერს ან ნებართვის გამცემს? – ამ კითხვაზე ბათუმის ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა უპასუხა:

 

ბათუმი
ბათუმი

„ნორმალური რეგულაცია მშენებლობას არ ებრძვის, უყენებს პირობებს. ისე უნდა აშენდეს, რომ არ გააუარესოს ქალაქმშენებლობითი სიტუაცია, დღევანდელი მენაშენე არაფრით არ ჯობია ხვალინდელ მენაშენეს. ის, რომ შენ დღეს აშენებ, არ ნიშნავს, რომ მეზობელს, რომელსაც საშუალება არა აქვს დღეს, ხვალ შეეზღუდოს უფლება,  ან გაუუარესდეს პირობები. ეს არის გარკვეული თამაშის წესები. გენგეგმის მომზადების აუცილებლობა მგონი არავისთვის სადავო არ არის, სულ ცოტა შუა საუკუნეებიდან, როდესაც გაჩნდა ქალაქმშენებლობა, როგორც თემა, ურბანისტიკის ჩანასახიდან, როდესაც დაიწყეს იდეალური ქალაქების პროექტირება, ცხადი გახდა, რომ საჭიროა ერთიანი ხედვა არამარტო ინფრასტრუქტურის, არამედ, ზოგადად, მთელი სურათის ერთიანად დანახვა. გენგეგმის ძირითადი დანიშნულება სწორედ ქალაქის განვითარებაზე ზრუნვაა“.

 

ქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბათუმის მერიაში ახალი მთავარი არქიტექტორის, გიორგი რამიშვილის დანიშვნის შემდეგ გაჩნდა.

 

ახალი რეგულაციებით, ბათუმის ცენტრალურ ნაწილში დასაშვები იყო 6-7- სართულიანი მშენებლობები, მაღლივი შენობების აშენება კი მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოშორებით და შემოერთებულ ტერიტორიებზე იყო შესაძლებელი. ამ რეგულაციების მოწინააღმდეგეები თავიდანვე გამოჩდნენ, გაჩნდა მოსაზრებები, რომ შეზღუდვა დეველოპერებს შეაშინებდა, შესაბამისად, ქალაქში ინვესტიციების შემოსვლა შემცირდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიას, არაოფიციალურად, პირად საუბრებში აჭარის მთავრობის წევრებიც გამოთქვამდნენ და რეგულაციებს უწოდებდნენ „რამიშვილის რეგულაციებს, რომელიც სიმაღლეებზე ჭედავს“.

 

შედგება თუ არა კონსესუსი ქალაქის განაშენიანების ერთიანი ხედვის შემუშავებაზე ბათუმის ახალარჩეულ თვითმმართველობასა და საზოგადოებას შორის, აქვთ თუ არა მათ ამის სურვილი, ეს მომავალში გამოჩნდება. ირაკლი ახალაძის თქმით, რომელსაც გიორგი რამიშვილის მთავარი არქიტექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ბათუმის არქიტექტურა აბარია, გენგეგმა უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას. მანამდე კი შეიქმნება მუშა ჯგუფები, რომლებიც ამ კუთხით წინა მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებენ. ირაკლი ახალაძე არ აკონკრეტებს, ეს უახლესი მომავალი სავარაუდოდ რომელ წელში იქნება.

 

გენგეგმასა და რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე „ბათუმელებმა“ გიორგი ერმაკოვის მოსაზრებების მიღებაც სცადა. თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა. „კომენტარი უკვე გააკეთა არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანემა, ჩათვალეთ რომ ეს მერთან შეჯერებული, ერთობლივი მოსაზრებაა“, – განმარტეს მერის პრესსამსახურში.

 

წყლის შეუფერხებელი მიწოდება ბონი-გოროდოკსა და ბენზეში სამი წლის შემდეგ მოხდება

 

 შპს „ბათუმის წყალში” ამბობენ, რომ იძულებულნი არიან წყლის მიწოდება ძლიერი წვიმის დროს შეწყვიტონ, რადგან  ეს უბნები ჩაქვის და ჩაისუბნის სათვე ნაგებობიდან მარაგდება წყლით, წვიმის დროს კი მდინარე იმღვრევა და მოსახლეობას რომ დაბინძურებული წყალი არ მიეწოდოს, დროებით წყვეტენ წყლის მიწოდებას.  

 

„ბათუმის წყალში“ და ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ წყლის შეუფერხებელი მიწოდება ამ უბნებში ქალაქში წყლისა და კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება. ამ სამუშაობის პირველი და მეორე ეტაპი დასრულებულია და დარჩენილია მესამე ეტაპი.

 

„მესამე ეტაპის საპროექტო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. გამოვლენილია უკვე გამარჯვებულები და მათთან მიმდინარეობს  მოლაპარაკება. ამ უბნებში წყლის სარეაბილიტაცია სამუშაოები დაიწყება  ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში და გაგრძელდება დაახლოებით სამ წელს“ – განმატავს  ჯაბა ტუღუში, მერის მრჩეველი იმფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში.

 

ჯამში, წყლის სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის სამუშაოებისთვის 45 მლნ ევრო დაიხარჯება, რომლითაც თამარის, ბონი-გოროდოკის, ანგისის და აეროპორტის დასახლებების წყლის სისტემების რეაბილიტაცია და მშენებლობა არის გათვალისწინებული. 

ბათუმში 600 ათას ერთწლიან მცენარეს რგავენ

 

დღეს, სასტუმრო რედისონის მიმდებარედ არსებული სკვერის გამწვანებაში ბათუმის ვიცე-მერმა, ბაგრატ მანველიძემ მიიღო მონაწილეობა.

დღის ბოლომდე ვიოლები და მიხაკები თამარ მეფის გამზირის გზაგამყოფ სკვერებში დაირგვება. ამ ეტაპზე, ქალაქის ტერიტორიაზე მთლიანობაში 600 ათასი ძირი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მოყვავილე ერთწლიანი მცენარე დაირგვება – ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერიის ვებგვერდი ავრცელებს.  მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით მცენარეების დარგვისათვის ბიუჯეტიდან 230 ათასი ლარია გათვალისწინებული.  

შს სამინისტრო: ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს

 

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამაინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 75 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“ და აბის ნატეხები ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით 0,7243 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს). 

 

21 ავტომანქანას სოფლის ექიმებისათვის ყიდულობენ

 

პროგრამის მიმდინარეობისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და UNFPA-ს წარმომადგენელმა თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ზაფიდ ჰაქიმ, გუშინ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. 

 

ჩვენი ერთობლივი პროექტი სოფლის ექიმების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. დღის განმავლობაში ექიმს პაციენტთან მისასვლელად, ფეხით 20–30 კილომეტრის გავლა უხდება, ამ პერიოდში კი მას შესაძლოა სხვა პაციენტი ელოდებოდეს. როცა მათ ავტომანქანებს  გადავცემთ გადაადგილებისათვის საჭირო დრო მაქსიმალურად შემცირდება და დღის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება ყველა პაციენტს მიეწოდება. 

ავტომანქანების მოვლისა და საწვავის ხარჯებს მუნიციპალიტეტების გამგეობები დაფარავს. ჩვენ, 2014 წელს მთაში დასაქმებულ სოფლის ექიმებს ხელფასის დანამატი 300 ლარით, ბარში დასაქმებულებს კი 150 ლარით გავუზარდეთ, ეს პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება“. – აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ.

შეხვედრაზე მინისტრმა გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელს ავტომანქანების შეძენისათვის თანამონაწილეობა მომავალ წელსაც შესთავაზა. ზაფიდ ჰაქის განმარტებით, თუ UNFPA ვერ შეძლებს თანდაფინანსებას, მოხდება დონორი ორგანიზაციის მოძიება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში 2015 წელს მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენა ქობულეთისა და ხელვაჩაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის იგეგმება.

„ჰილტონ ბათუმი“ გარემოს დაცვის აქციაში

 

 

 

 

 

„ბათუმში პლაჟის დანაგვიანება ისედაც პრობლემას წარმოადგენს, ამას ემატება შტორმის შედეგად გამოწვეული დანაგვიანება, ამიტომ  გადავწყვიტეთ გარემოზე ზრუნვა პლაჟის დასუფთავებით დაგვეწყო“- აცხადებენ „ჰილტონში“. 

 

აქციის შედეგად, ზღვისპირა ზოლი პოლიეთილენის, პლასმასის და სხვა პირადი მოხმარების ნივთებისაგან გაიწმინდა.

უმაღლესი საბჭო მანქანას ყიდულობს- შესყიდვის ღირებულება 46375 ლარია

აჭარის უმაღლესი საბჭო სატენდერო კომისიის წევრის,  პლატონ მანჯგალაძის განმარტებით  46375 ლარი ავტომანქანის ყიდვას და ერთი წლის განმავლობაში საწვავსა და   სარემონტო სამუშაოებს მოხმარდება.  

როგორც მან “ბათუმელებს” განუმარტა, ავტომანქანის ღირებულება ოცი ათასი დოლარი, ანუ 35 ათასი ლარის ფარგლებშია. 

 

სატენდერო კომისიის წევრის განმარტებით ეს იქნება უმაღლესი საბჭოს მორიგე მანქანა და მას კონკრეტულად რომელიმე დეპუტატი ან აპარატის თანამშრომელი არ გამოიყენებს. 

 

 

 

აქცია უკრაინის მხარდასაჭერად

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ აღმასრულებელი დირექტორის ციალა ქათამიძის თქმით „საქართველოს პლატფორმის“ ორგანიზებით, დღეს 5 საათზე უკრაინის მხარდასაჭერი აქცია პარალელურად საქართველოს რამდენიმე ქალაქში იმართება.

აქციაში მონაწილეობას ღებულობენ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა მიზანია ქართველი ხალხის მხარდაჭერა იყოს ღია და საჯარო უკრაინელი ხალხის მიმართ.

„ჩვენი სურვილია დავგმოთ რუსეთის აგრესია. ვფიქრობთ, თუ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება და მსგავს დინამიკაში გაგრძელდება, აქციები პერმანენტული უნდა გახდეს,”- განაცხადა ციალა ქათამიძემ.

ხუთი წიგნი მშობლებისათვის

 

არსებობს წიგნები, რომლებიც მშობლებისთვის, გარკვეულწილად, სახელმძღვანელოებად შეიძლება იქცეს. ეს არ არის სამეცნიერო და ფსიქოლოგიური ლიტერატურა. ეს, უბრალოდ, მხატვრული ნაწარმოებებია მშობლებისა და შვილების პრობლემებზე, ურთიერთობებზე, სირთულეებზე, მჭიდრო დამოკიდებულებების მშვენიერებაზე… ეს წიგნები, შეიძლება, სულაც არ იყოს იდეალურ დედებსა და მამებზე ან უნაკლო ახალგაზრდებზე, ეს უბრალოდ, ნამდვილი, ყოველგვარ სიყალბეს მოკლებული ისტორიებია, რომლებიც ორივე მხარეს დაეხმარება ერთმანეთთან მეტად დაახლოვებაში.

 

ჩვენ ამოვარჩიეთ მშობლების საკითხავი, მსოფლიო ლიტერატურის შედევრები, რომელთაგან ბევრი ალბათ წაკითხული გექნებათ, მაგრამ შესაძლოა, ახლა სხვა კუთხით შეხედოთ.

 

კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“ – სელინჯერის უპოპულარესი წიგნი მხოლოდ თინეიჯერების ბიბლია კი არ არის. ეს არის ერთგვარი განმარტებითი ლექსიკონი მშობლებისთვის, რა უნდათ მათ მოზარდ შვილებს, რატომ დაკარგეს ყველაფრის ინტერესი, რატომ გაუცხოვდნენ, რატომ აუჯანყდნენ ოჯახურ ტრადიციებს. როგორ გგონიათ, რა აწუხებს ჰოლდენს ყველაზე მეტად? ჩვენ გვგონია, რომ საუბრის ნაკლებობა. მისი მხოლოდ პატარა ფიბის ესმის და მხოლოდ ის ესაუბრება დიდაქტიკის, საყვედურების გარეშე. ფიბის არანაირი მოლოდინი არა აქვს ჰოლდენისგან. პაწია გოგო სულაც არ ოცნებობს, მისი ძმა წარმატებული ამერიკელი გახდეს. ეს მშობლებს ახასიათებთ, თავიანთ შვილებზე თავიანთი ოცნებებისა და მოლოდინების თავსმოხვევა. ამ დროს კი ჰოლდენს მხოლოდ ის უნდა, კლდის პირას, ჭვავის ყანაში მოთამაშე ბავშვებს უყუროს და თუ ბავშვი უფსკრულის პირას მივა, ხელი შეაშველოს და არ მისცეს გადაჩეხვის საშუალება. იქნებ დააცადონ  მშობლებმა ჰოლდენს, აკეთოს ის, რაც უნდა? იქნებ დამჭერის საქმიანობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პრესტიჟული კოლეჯის დიპლომი?!

 

 

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ – ატიკუს ფინჩი არამარტო უძლიერესი იურისტია, არამედ იდეალური მამაც. ატიკუსი ყველაზე უბრალო მაგალითია იმისა, რომ ბავშვს მოსამართლე კი არა, მეგობარი და მსმენელი ჭირდება. ადამიანი, ვინც აუხსნის, ცუდი რატომ არის ცუდი და მამა, რომელიც ახსნის გარეშე არ დასჯის. ატიკუს ფინჩს არა აქვს დიდი კუნთები, არც ყველაზე მეტი ფული. არც სწრაფად სირბილი შეუძლია, მაგრამ ამინც ჩემპიონია. განა იმიტომ, რომ შეუძლია, ერთი გასროლით მოკლას ცოფიანი ძაღლი? იმიტომ, რომ ყველაზე მაგარი მსროლელია? ეს ყველაზე საყვარელი ეპიზოდია ამ არაჩვეულებრივი, ჰუმანური წიგნიდან: ატიკუსს არ უნდა, მისმა შვილებმა გაიგონ, რომ მათი მამა პროფესიონალურად ისვრის, მთელ ქალაქში ყველაზე მაგრად. იმიტომ, რომ ურჩევნია, შვილებმა გმირად მისი ადამიანური თვისებების გამო მიიჩნიონ და მათ აზრზე მისმა ფიზიკურმა სუპერშესაძლებლობებმა გავლენა არ მოახდინოს. ძალიან ადვილია, მაგარი ბიჭი გეგონოს სპორტსმენი, მილიონერი, ულამაზესი მამა. ატიკუსს კი უნდა, ჯემს და ჭყიტას მისი სამართლიანობის, კაცთმოყვარეობის გამო ეგონოთ მაგარი ბიჭი. და ჰგონიათ კიდეც. მოდი და ასეთი მამა ნუ გეგონება.

 

 

„ედრიან მოულის საიდუმლო დღიური“ – სიუ ტაუნდსენის არაჩვეულებრივად გულახდილი, 13 წლის ბიჭის დღიური. ედრიანი ყველაფერზე წერს: დედ-მამას შორის არსებულ კრიზისზე, სიყვარულზე, პრეტენზიებზე, მუწუკებზე, გარდატეხის ასაკის პრობლემებზე. ამ წიგნში ძალიან ნათლად ჩანს, როგორ შეიძლება, მშობლების ცუდმა ურთიერთობამ ბავშვს გული გაუტეხოს და ყველაფერზე ხელი ჩააქნევინოს.

 

 

პორტუგალიის იმპერატორი“- სელმა ლაგერლოფის ნაკლებად ცნობილი, ძალიან ფაქიზი წიგნი მამა-შვილის ურთიერთობაზე.  ლამაზი, სკანდინავიური ლეგენდებით სავსე, მარტივი, უბრალო და ამაღელვებელი წიგნი სკლორიკელ გლეხზე, რომლის ცხოვრება მთლიანად შეცვალა ქალიშვილის დაბადებამ. საოცარი მეგობრობა და უპირობო მამობრივი სიყვარულია ამ წიგნში. მთავარია, გზააბნეულმა შვილმა ყოველთვის იცოდეს, რომ ის არ უყვართ კარგი გოგოობისა და ბიჭობის გამო. ის მაშინაც ეყვარებათ, როდესაც სიბნელეში ბოლომდე დაებნევა გზა.

 

 

ზეპელინ“ – თურმუდ ჰაუგენის პატარა, ძალიან პოეტური წიგნი პატარა გოგონა, თეკლას და მისი იდუმალი მეგობრის, მოზარდი ბიჭის შესახებ, რომელიც სახლიდან გამოიქცა მშობლებთან გაუგებრობის გამო. სინამდვილეში, თეკლასაც და ბიჭსაც გადასარევი მშობლები ჰყავთ, უბრალოდ მეტისმეტად დიდები არიან და ავიწყდებათ, რომ არსებობს ჯადოსნური სიტყვები, მაგალითად, „ზეპელინ~, რომელიც გამოქვაბულს ანათებს და გაყინულ გულებს ათბობს.

გადასახლებული 7 წლის ასაკში

GE DIGITAL CAMERA

ნაზი ნაკაშიძე და ჰაიდარ ხინკილაძე

ჰაიდარ ხინკილაძე გადასახლების დროს შვიდი წლის იყო, თუმცა მძიმე ბავშვობა კარგად ახსოვს.

„მამაჩემი მოხელე კაცი იყო, ავეჯს ამზადებდა და საკმაოდ შეძლებულად ვცხოვრობდით. სოფელში ყველაფერი დაგვატოვებინეს. ეშელონებში, გეცოდინებათ ალბათ რაც ხდებოდა – ქალები, ბავშვები, მოხუცები ყველანი საშინელ პირობებში იყვნენ. წყალი გვენატრებოდა დასალევად. მამაჩემი ყინულებს ჩამოატეხდა ვაგონს და იმას ვჭამდით, რომ წყურვილი მოგვეკლა. ვუყურებდი, როგორ იტანჯებოდნენ, კვდებოდნენ ადამიანები. პაქსაძის ახალგაზრდა, 30 წლის ქალი გარდაიცვალა და 12 წლის შვილი დარჩა ვაგონში. გაჩერებაზე ყინულში დამარხვა ძლივს მოასწრეს და ადგილობრივებს, სადაც მატარებელი გაჩერდა, ვაგონში შეკრებილი ფული მისცეს, რომ თოვლის დადნობის შემდეგ ცხედარი დაეკრძალათ“.

ხანგრძლივი მგზავრობისა და მძიმე დღეების შემდეგ, გადასახლებული ოჯახები სოფლის ფერმაში შეყარეს: „აქ გავატარეთ რამდენიმე დღე და ღამე, შემდეგ კი სხვადასხვა ადგილას გადაგვანაწილეს. იქ ჩასვლის შემდეგ ახალი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ჩემს რძალს ჩვილი ბავშვი გარდაეცვალა და ძალიან განვიცადეთ. ფიცარიც კი არ იშოვებოდა, რომ ბავშვისთვის კუბო შეგვეკერა“.

გადასახლებულ ადამიანებს ადგილობრივ კლიმატთან შეგუება და ყოველდღიური ლუკმა-პურისთვის ბრძოლა უწევდათ: „ვმუშაობდით ყველა, პატარებიც და დიდებიც. ბრიგადირი მოვიდოდა და წაგვიყვანდა სამუშაოდ, რა გზა გვქონდა, ისე არავინ მოგვცემდა ლუკმას“.

რეპრესიებს ვერც ჰაიდარ ხინკილაძის მეუღლე, ნაზი ნაკაშიძე ასცდა. მეუღლის მსგავსად, ისიც მცირეწლოვანი იყო მაშინ. მშობლები ქედაში, სოფელ მერისში ცხოვრობდნენ. „მამა მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად, უფროსი ძმა კი – სოფლის  კანტორაში. შეძლებული ოჯახი გვქონდა, კარაქით, ყველითა და ბოსტნეულით სავსე გვქონდა სახლი. ორსართულიანი სახლი გვედგა. გადასახლების წინ ახალი ავეჯი ვიყიდეთ. ეს ყველაფერი დაგვატოვებინეს. გზაში მამიდაჩემი კივილ-კივილით მოგვსდევდა, მაგრამ მოახლოების უფლება არ მისცეს. არც დამშვიდობება, არც კოცნა“, – იხსენებს ის.

ერთ ვაგონში 42 ადამიანი იყო, სიცივე და უჰაერობა: „კიდეებზე თაროები ჰქონდა და იქ ვიძინებდით. გადასახლებაში შვიდი  და-ძმა ვიყავით, მშობლები, და, ახალი სიძე და რძალი. ერთ საღამოს, მატარებელი რომ დაიძრა, ჩემი ხუთი წლის და ვაგონის თაროდან ჩამოვარდა და თავით დაეცა. ექიმი სჭირდებოდა, მაგრამ ვინ მოგვაქცევდა ყურადღებას, 17 დღის შემდეგ გარდაიცვალა“.

ტაშკენტში ჩაყვანის შემდეგ, რეპრესირებული ოჯახები სხვადასხვა პროვინციაში გადაანაწილეს. „გვიწევდა აუტანელ პირობებში ცხოვრება. არც საჭმელს კითხულობდა არავინ ჩვენსას და არც სასმელს. თვეების შემდეგ მამაჩემმა პატარა ეზო შეიძინა, იქ ბოსტნეული მოვიყვანეთ და გაჭირვება ამით დავძლიეთ. შიმშილს რომ თავი დავანებოთ, მორალურ და ფსიქოლოგიურ სტრესში ვიყავით. უცხო გარემო, ცუდი კლიმატი და შორს ახლობელ-ნათესავებისგან.“

ყაზახეთიდან წერილი წერილზე იგზავნებოდა სტალინის სახელზე, ყველა თავის უდანაშაულობასა და სამშობლოში დაბრუნების სურვილზე წერდა. „პასუხის მოლოდინში სტალინიც გარდაიცვალა. ხალხს დაუძახეს, მოდით, იტირეთო. ბაბუაჩემი არ წავიდა, მაგას რა მატირებდაო. მამაჩემი კი თვალებს ძალით ისრესდა, რომ დაწითლებოდა, თითქოს ნამტირალევი იყო.“

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ნაზისა და ჰაიდარის ოჯახები სამშობლოში დაბრუნდნენ. „ცარიელი კედლების მეტი არაფერი დაგვხვდა“, – ამბობს ნაზი ნაკაშიძე. „ჩვენი ოჯახიც ასეთ დღეში იყო. ყველაფერი წაეღოთ, მიჭედებულ ლურსმანსაც ვერ ნახავდი სადმე“, – გვეუბნება ჰაიდარი. ორივე ოჯახმა ცხოვრება თავიდან დაიწყო.

„დედაჩემის საკერავი მანქანა მახუნცეთის ატელიეში ვიპოვეთ, ავეჯსაც მივაგენით და გამოვისყიდეთ“, – გვეუბნება ნაზი.

მეუღლეები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ სახელმწიფომ რეპრესიების სიმძიმე სათანადოდ არ შეაფასა და ოჯახები სათანადო კომპენსაციის გარეშე დატოვა: „მოსაყოლად ადვილია, მაგრამ გადასატანად ძალიან ძნელი. შეუძლებელია წარსულის დავიწყება“.

“მწვავე ბრონქიტის დროს ანტიბიოტიკების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის“

  • ქალბატონო თეონა, როგორ ვლინდება მწვავე ბრონქიტი?

მწვავე ბრონქიტი ბრონქების მწვავე ანთებაა, რაც ძირითადად ბრონქების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით, შეშუპებით, ჰიპერემიით და სეკრეციის მომატებით ხასიათდება. როგორც წესი, მწვავე ბრონქიტის განვითარებას წინ უსწრებს გარკვეული სიმპტომები –  სურდო, ყელის, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, მისი მთავარი სიმპტომი კი ხველაა. თავდაპირველად ხველა მშრალია, ხოლო 3-4 დღის შემდეგ იწყება მოყვითლო-მოყავისფრო ნახველის გამოყოფა. ნახველში სისხლის შემჩნევის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ხველა შეიძლება სპაზმურ ხასიათსაც ატარებდეს, რაც ანთებითი ბრონქის ლორწოვანი გარსის ჰიპერრეაქტიულობით არის გამოწვეული, რომლის დროსაც ბრონქების მგრძნობელობა საგრძნობლად იმატებს ნებისმიერ გამღიზიანებელ ფაქტორზე (ცივი ჰაერი, მძაფრი სუნი, მტვრის ნაწილაკები). ზოგჯერ ადგილი აქვს ტემპერატურულ რეაქციასაც _ 37-38 გრადუს ცელსიუსამდე. დაავადების ხანგრძლივობა საშუალოდ 7-10 დღეა, მაგრამ ხველა შეიძლება 4-5 კვირამდეც გაგრძელდეს.

  • ვინ არიან მწვავე ბრონქიტით დაავადების რისკ-ჯგუფში და ახასიათებს თუ არა ბრონქიტს სეზონურობა?

მწვავე ბრონქიტით ყველაზე მეტად ბავშვები, მოხუცები, მწეველები და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები ავადდებიან, რაც მათ სუსტ იმუნურ რეაქციას უკავშირდება.

შემთხვევების 80-85% შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვითარდება, რაც დაკავშირებულია როგორც კლიმატური პირობების გაუარესებასთან (სხეულის გადაცივება, ცივი, ნესტიანი ჰაერის შესუნთქვა ხშირად იწვევს ბრონქების მგრძნობელობის მომატებას, რაც თავის მხრივ, ბრონქიტის განვითარების საწინდარია), ასევე რესპირაციული ვირუსული ინფექციების გავრცელებასთან.

  • რა არის მწვავე ბრონქიტის გამომწვევი მიზეზები?

მწვავე ბრონქიტის განვითარების წამყვან მექანიზმად გვევლინება ვირუსული ხასიათის ინფექცია, მაგალითად გრიპი, პარაგრიპი, რინოვირუსი, ადენოვირუსი. მას იშვიათად ბაქტერიული ხასიათიც აქვს და მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს პნევმოკოკი, სტაფილოკოკი, მიკოპლაზმა და სხვა ბაქტერიები. არაინფექციური ფაქტორებიდან აღსანიშნავია მტვერი, ნესტი, ცივი და ცხელი ჰაერის მონაცვლეობა, ასევე ჰაერში შეწოვილი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები. მწვავე ბრონქიტის განვითარების ხშირ მიზეზებად გვევლინება ასევე მძიმე სამუშაო და საცხოვრებელი პირობები, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, ცხვირიდან სუნთქვის დარღვევა და იმუნოდეფიციტით მიმდინარე სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები.

  •  როგორ მკურნალობენ მწვავე ბრონქიტს და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს დაავადებისადმი უყურადღებობას?

მწვავე ბრონქიტის ძირითადი გამომწვევია ვირუსი, ამიტომ ამ დროს არ არის მიზანშეწონილი აბტიბიოტიკების გამოყენება. მწვავე ბრონქიტის მკურნალობა, როგორც წესი, სიმპტომატურია, ჭარბი რაოდენობით სითხე, სიგარეტის მოწევისგან თავის შეკავება, მშრალი, შემაწუხებელი ხველისას ხველის დამთრგუნველების მიღება, პროდუქტიული ხველისას კი მუკოლიზური საშუალებები. ტემპერატურული რეაქციისას სიცხის დამწევები და ა.შ.

პროგნოზი პაციენტთა უმრავლესობაში კეთილსაიმედოა და სტატისტიკურად დაავადების ლეტალობის მაჩვენებელი 0,1%, თუმცა არასწორი მკურნალობის ან უყურადღებობის შემთხვევაში, დაავადება შეიძლება გართულდეს და პაციენტს პნევმონია (ფილტვების ანთება), ბრონქოსპასტიური სინდრომი, სუნთქვის უკმარისობა ან/და ქრონიკული ბრონქიტი განუვითარდეს.

  • როგორია ამ დაავადების პროფილაქტიკა?

პროფილაქტიკური ღონისძიებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ბრონქიტის გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება, რაც სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას (თამბაქოსა და ალკოჰოლისგან თავის შეკავება, ფიზიკური ვარჯიში) და ქრონიკული დაავადებების დროულ მკურნალობას გულისხმობს. გარდა ამისა, მწვავე ბრონქიტის განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს პროფილაქტიკური ანტივირუსული და ანტიბაქტერიული ვაქცინაციის ჩატარება.

დღეს ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

 

აქცია ერთდროულად გაიმართება საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.  ეროვნული პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, გამოხატავს სრულ მხარდაჭერას თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხის ევროპული არჩევანის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

აქციის მონაწილეებს დაურიგდებათ ჰიმნის ტექსტი და შესრულდება უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი.  

„იდუმალი სტუმარი“ აჭარაში მდებარე კაფე-რესტორნების მომსახურების ხარისხზე

 

აჭარაში მდებარე 32 კვების ობიექტის სერვისს წელს, ივლის-აგვისტოში, იდუმალი სტუმარი აკვირდებოდა – ასე შეეცადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, შეემოწმებინა მომსახურების ხარისხი და დაედგინა იმ ტრენინგებისა და გადამზადების კურსების ეფექტურობა, რასაც დეპარტამენტი სამი წლის მანძილზე პერიოდულად უტარებს აჭარაში მდებარე რესტორნებისა და კაფეების მენეჯმენტსა და მოსამსახურე პერსონალს.

 

რას ფიქრობენ „იდუმალი სტუმრები“ სერვისის შესახებ? – კვლევის პირველი შედეგები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა დღეს გამოაქვეყნა.

 

კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ დატვირთულ ტურისტულ სეზონზე, ყველაზე მნიშვნელოვანი მომსახურების სისწრაფეა და ობიექტებს ამ კუთხით საკმაოდ დაბალი შეფასებები ეძლევა. „ადგილი ჰქონდა, როგორც შეკვეთის დაგვიანებით მირთმევის შემთხვევებს, ასევე, ხურდის დაგვიანებით დაბრუნებასაც.“ – აღნიშნულია კვლევაში.

 

კვლევის თანახმად, პრობლემებია მიმტანებთან კომუნიკაციის დროსაც.  „მომხმარებლები თვლიან, რომ მიმტანების გარკვეული ნაწილი ვერ მეტყველებს გამართულად – უჭირთ კერძის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, რიგ შემთხვევებში არ იციან კონკრეტული კერძით გამასპინძლების საშუალება აქვს თუ არა დაწესებულებას… მაღალი პროცენტით სახელდება მომსახურე პერსონალის „ფუჭად გაწეული“ მომსახურების გამო, გაღიზიანების შემთხვევები“ – ვკითხულობთ კვლევაში.

 

 

„იდუმალ სტუმრებს“ თითქმის არ ჰქონიათ შენიშვნები კერძების ხარისხის მიმართ. მათი დაკვირვებით, ასევე, ნაკლებად თვალშისაცემია ობიექტების სისუფთავის ნორმების დარღვევა.

 

„ძირითად დადებითად ხასიათდება სტუმრის მიღების/მისალმების ნაწილი. თუმცა, განსხვავებული სურათია დამშვიდობების ნაწილში. დაკვირვების მესამედ ნაწილზე მეტ ობიექტში, მომხმარებლებს არ მიუღიათ ღიმილიანი დამშვიდობება და არც ხელახალი მიპატიჟება. ამასთან, კვების ობიექტების მხოლოდ 30%-ში ჰქონდათ მიმტანებს სამკერდე ნიშნები“ – აღნიშნულია კვლევაში.

 

 

რაც შეეხება რეკომენდაციებს, „იდუმალი სტუმრის“ რეკომენდაციები ასეთია:

 

მნიშვნელოვანია, კვების ობიექტებზე დაკვირვების გზით, განისაზღვროს მომსახურე პერსონალის, სამზარეულოში აღჭურვილობის და მზარეულთა რაოდენობის დამატების საჭიროება.

 

სასურველია, მომსახურე პერსონალმა მიიღოს ინფორმაცია, გამოუვალ სიტუაციაში, როდესაც ვერ ხორციელდება დროის ეფექტურ მონაკვეთში მომსახურების მიღება,  მომხმარებელთან სათანადო კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ – აუხსნას მიზეზი, შეატყობინოს კერძის მიღების სავარაუდო დრო, შესთავაზოს სხვა პროდუქტით გამასპინძლება და ა.შ.  

 

მნიშვნელოვანია, მომსახურე პერსონალს ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია მენიუში შემავალი კერძების შემადგენლობის შესახებ. გარდა ამისა, გამოიჩინოს ინიციატივა და დაეხმაროს მომხმარებელს კერძის შერჩევაში, მომხმარებლის გემოვნებას/რაციონს შეუსაბამოს კვების ობიექტის მენიუში არსებული რომელიმე კერძი.

 

განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს მომსახურების სისწრაფეზე. მნიშვნელოვანია, მომსახურე პერსონალმა მისალმებისთანავე მოიპოვოს მომხმარებლის კეთილგანწყობა და შეძლოს მისი შენარჩუნება სწრაფი და გულისხმიერი მომსახურებით.

 

აჭარის ტურისმისა და კურორტების დეპარტამენტის კვლევის მიზანია კვების ობიექტებში მომსახურების (სერვისის) ხარისხის პრობლემატიკის დადგენა, ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩატარებული გადამზადების კურსების ეფექტურობის განსაზღვრა და ანალიზის საფუძველზე 2014-2015 წლების გადამზადების კურსების დაგეგმვა.

 

 

ბათუმის საკრებულოს წევრის ჩინეთში ვიზიტის შესახებ

 

ჯაბა ბერიძე
ჯაბა ბერიძე

ბატონო ჯაბა, რას უკავშირდებოდა თქვენი ჩინეთში ვიზიტი?

 

საკრებულოში მოვიდა მოწვევა ჩინეთში, ქალაქ ურუმჩიში აბრეშუმის გზის მერებისა და ქვეყნების ეკონომიკური ქამრის ქალაქების თანამშრომლობა-განვითარების ფორუმზე დასწრებასთან დაკავშირებით. როცა გავიგე ამის შესახებ, ცოტა ინფორმაცია მქონდა აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით და გამოვთქვი სურვილი, კი ბატონოო მითხრეს. იქ იყო ფორუმი, რომელსაც ესწრებოდნენ აბრეშუმის გზის მონაწილე ყველა ქვეყნიდან წარმომადგენლები, იყვნენ მერები, საკრებულოს წევრები და სხვა ოფიციალური პირები, რომლებთანაც კონტაქტები გავცვალე. მთავარი იყო ის, რომ ეს ყველაფერი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით კეთდება. ქვეყნები, რომლებიც აწარმოებენ ექსპორტს, ცდილობენ თანამშრომლობა ისევ აღდგეს.

 

რაიმე კონკრეტული პრობლემა ან პროექტი განიხილეს შეხვედრაზე?

 

არა, ეს უფრო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა იყო. მივლინებამდე მივედი ტურიზმის დეპარტამენტში, რაღაც ინფორმაცია მეც მქონდა. მოვამზადე 10-წუთიანი მოხსენება რუსულ ენაზე. მოხსენებაში ვისაუბრე ჩვენს ქალაქზე, მის მნიშვნელობაზე დაარსებიდან დღემდე. შევთავაზე როგორც ტურისტული ქალაქი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქალაქისთვის. ჩემი მივლინება ექვსას ლარამდე დაჯდა და ვიდეორგოლი ჩვენს ქალაქზე ნახა ძალიან ბევრმა ადამიანმა. ვიზიტი ნაწილობრივ იყო ღონისძიების ორგანიზატორის მიერ დაფინანსებული _ მათ დააფინანსეს სამგზავრო ბილეთი და სასტუმრო.

 

კითხვები თუ დაგისვეს და რას ეხებოდა ეს კითხვები?

 

არა, კითხვა-პასუხის ფორმატი არ იყო. ფაქტობრივად, ეს იყო უფრო გაცნობითი შეხვედრა. სინქრონული თარგმნა იყო მოხსენებებისა, მაგრამ ენობრივი ბარიერი ხელს უშლიდა უშუალო ურთიერთობას. მე თვითონ კომუნიკაბელური ადამიანი ვარ და სადაც შევძელი გასაუბრება, იყო შემოთავაზებები ქალაქების დამეგობრებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ასეთი შემოთავაზება იყო, მაგალითად, კიშინიოვიდან.

 

ფიქრობთ, რომ ვიზიტი ქალაქისთვის რაიმე სახის შედეგს მოიტანს?

 

რა თქმა უნდა. მივლინებებზე ხდება ინფორმაციის გაცვლა. ვსაუბრობდით თვითმმართველობაზე, კორუფციაზე. როცა ჩვენთან ხელფასების ოდენობაზე ვეუბნებოდი, რომ ჩვენთან არ არის კორუფცია, ცოტა  არ იყოს უკვირდათ.  გრაფიკი იყო ძალიან დატვირთული, წუთებიც გათვლილი იყო. ამის გამო ცოტათი შეზღუდულები ვიყავით სანახაობითი თვალსაზრისით. ეს ფორუმი სადაც ტარდებოდა, იქ ვნახე ქართული კუთხეც. შევხვდი ასევე ბიზნესმენს, რომელიც ქართული ლიმონათის, ჩურჩხელის და ღვინის ექსპორტს ახორციელებს ჩინეთში.

 

მივლინების შესახებ დოკუმენტში იყო ნათქვამი, რომ თანხა გამოიყო საჩუქრისთვის, რა იყო ეს საჩუქარი და ვის ჩაუტანეთ?

 

საჩუქრად წავიღე ღვინის ქვევრი, რომელიც ქალაქ ურუმჩის მერს ვაჩუქე და მეორე – საქართველოს კუთხეები თავიანთი ორნამენტებით, რომელიც ვაჩუქე ღონისძიების ორგანიზატორს.

 

 

 

ბათუმში ლექციები ებოლასა და ყირიმ-კონგოს ცხელების შესახებ გრძელდება

 

ებოლა
ებოლა

ლექციაზე ყურადღება გაამახვილეს ინფექციის გადაცემის გზების, მკურნალობის, პრევენციის და კონტროლის საკითხებზე, პერსონალური დამცავი საშუალებებისა და ხელსაწყოების (PPE) სწორად გამოყენების ჩათვლით.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს პრესსამსახურის განცხადებით მსგავსი ლექციის ჩატარება იგეგმება სასწრაფო დახმარების სადგურის ექიმებისათვის, 29 ოქტომბერს კი ბათუმში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს ელოდებიან და მათთან გაიმართება შეხვედრა, რომელსაც მედიცინის სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ექიმთა ჯგუფმა ან სხვა დანტერესებულმა პირებმა, რომელთაც სურთ ამ თემაზე ლექციის მოსმენა, აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს უნდა მიმართონ. „ცენტრი მზადაა მათთვის ჩაატაროს დამატებითი ლექცები“ – განმარტავენ სამინისტროში. 

 

ლექციების ელექტრონულ ვერსია შეგიძლიათ ნახოთ  დაავადებათ კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვედზე და ცენტრის ფეისბუქგვერდზე.   

მიწის აღიარების კომისია მოქალაქეებს ხარვეზების გასწორებას სთხოვს

 

მიწის აღიარების კომისია
მიწის აღიარების კომისია

ბათუმის საკრებულოში 800 განცხადებაზე მეტია შესული. როგორც მიწის აღირების კომისიის წევრების შეხვედრაზე ითქვა, განცხადებათა დიდ ნაწილს აქვს ტექნიკური პრობლემები დოკუმენტაციის მოწოდების საკითხში. ამიტომ, კომისია რეკომენდაციით მიმართავს მოქალაქეებს და  ხარვეზების გამოასწორებას სთხოვს. 

 მიწის აღიარების კომისიის წევრები ადგილზე გასვლას და საკითხის ინდივიდუალურ შესწავლას იწყებენ.

 

კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი მიქელაძემ აღნიშნა, რომ მიწის აღიარების კომისია მუშაობას ნოემბრის ბოლოს   დაასრულებს: „ჩვენ ორი კვირის  განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავებთ და ყველა მოქალაქის მოთხოვნას ადგილზე შევისწავლით.მომდევნო თვის ბოლომდე კი  დავასრულებთ მიწის რეგისტრაციის პროცესს.  ყველა განაცხადის ადგილზე შესწავლის შემდეგ ჩატარდება მიწის აღიარების კომისიის სხდომა“  – აღნიშნულია ბათუმის საკრებულოს ვებგვერდზე.

მიწის აღიარების კომისია, ახალი შემადგენლობით, ბათუმის საკრებულომ 16 ოქტომბერს  დაამტკიცა. კომისიის თავმჯდომარედ საკრებულოს დეპუტატი ლევან კინწურაშვილი აირჩიეს. კომისიის შემადგენლობაში საკრებულოს კიდევ ორი დეპუტატი, ირაკლი მიქელაძე ფრაქციიდან „ქართული ოცნება“ და ნოდარ დუმბაძე ფრაქციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამტკიცეს. ქალაქის მერიიდან კომისიის წევრები არიან მამუკა რამიშვილი არქიტექტურის სამსახურიდან, რეზო ხახვა ქონების მმართვის სამსახურიდან და გიორგი რუხაძე ზედამხევდელობის სამსახურიდან. კომისიის შემადგენლობაში შედიან აგრეთვე, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოდან ანზორ თაფლაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან – ზურაბ ჭურკვეიძე.

დეპუტატი დაკვირვების ორწლიან რეჟიმში

 

აკაკი ძნელაძე
აკაკი ძნელაძე

ბატონო აკაკი, ორი წელი გავიდა, რაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ხართ. შეგიძლიათ დაგვისახელოთ თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც ამ ხნის განმავლობაში დააყენეთ?

 

ჩემი ინიციატივები არ ყოფილა კანონში ინიცირება, ჯერჯერობით. იმიტომ, რომ ეს ორი წელი იყო დაკვირვება, თუ რა გავიდოდა პარლამენტში. ჯერჯერობით ჩვენი არც ერთი ინიციატივა არ გასულა საქართველოს პარლამენტში.

 

ეს იყო თქვენთვის შემაფერხებელი ფაქტორი, რომ ინიციატივებზე აღარ გეფიქრათ?

 

არა,  ეს, უბრალოდ, ჩემთვის არის, დაკვირვების მომენტი, კონკრეტულად რა კანონზე შეიძლება ინიცირება, რომ ინიციატივა ქმედითი გახდეს. ამისთვის უნდა გქონდეს შინაგანი რწმენა და გარანტია, რომ ეს ინიციატივა დაკანონდება. 

 

რა დასკვნები გამოიტანეთ ამ ორწლიანი დაკვირვებიდან?

 

ყველაზე დიდი პრობლემა, რაც რეგიონს აქვს, ეს არის ეკომიგრანტების პრობლემა. ჩვენ გვსურდა მათ სტატუსზე მუშაობა, მაგრამ უკვე მუშაობს ამაზე საქართველოს პარლამენტი და ვნახოთ რა შედეგები დაიდება. თითიდან გამოწოვილი ინიციატივები კი არ არის ჩემთვის საინტერესო. 

 

სხვა აქტივობებიდან, რაც, თქვენი თქმით, არ უკავშირდება კანონმდებლობას, რას გამოყოფთ?

 

ჩემი, როგორც მაჟორიტარის მოვალეობები დაკავშირებულია ამომრჩეველთან. იყო უამრავი პრობლემა და პირველი რაც მე გავაკეთე, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელების მოწვევა და პრობლემების განხილვა იყო, რაც მოსახლეობას ძალიან აწუხებდა. ეს იყო გაზრდილი გადასახადები, რაზეც მიიღეს მათ სერიოზული გაფრთხილება და ამან შედეგიც გამოიღო. იყო იპოთეკარების პრობლემაც, სადაც მე 61 ოჯახის გულისტკივილი მივიტანე აჭარის მთავრობასთან, უმაღლეს საბჭოსთან.

 

გულისტკივილი იპოთეკარებსაც მიაქვთ ხელისუფლებასთან, თითქმის ყოველდღე მართავენ აქციას, პრობლემის მოსაგვარებლად თუ  გაკეთდა რამე?  

 

ვფიქრობ, სიტუაცია უფრო დარეგულირდა. ახლახან გამოვიდა ფინანსთა მინისტრი და რაღაც მოგვარდა. მეც რაღაც წვლილი მაქვს იმაში, რომ პრობლემა არ მიფუჩეჩებულიყო.

 

როგორც ვიცით, თქვენ საფრანგეთში იყავით იმ მიზნით, რომ 2014 წელს პარიზში ბათუმის დღეები გამართულიყო. მიაღწიეთ შეთანხმებას?

 

პარიზში მუშაობს სხვადასხვა ჯგუფი და აქეთკენ მუშაობა მიდის. წლის ბოლოს არის კიდევ დაგეგმილი ჯგუფის წასვლა პარიზში, სადაც იქნებიან აჭარის მთავრობის, მერიის წარმომადგენლებიც და მეც ვიქნები. მიზანი არის ის, რომ ჩვენი კულტურა უნდა გაიყიდოს და თანაც მაღალ დონეზე. ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე არის აჭარის წარმომადგენელი კულტურის დარგში საფრანგეთში და ფონდი „ლირა“ მუშაობს მუსიკაში (ფორტეპიანო) წარჩინებულ ბავშვებზე, რომლებიც საფრანგეთში წავლენ. 

 

თქვენ გქონდათ პრეტენზიები მთავრობის მისამართით, რომ ვერ პოულობდით საერთო ენას კულტურულ პოლიტიკაში. კონკრეტულად რა დეტალები გქონდათ მხედველობაში?

 

ემოციებით საუბარი შეიძლება იყოს საარჩევნოდ და მიტინგებზე, მაგრამ, როცა ხელისუფლებაში ხარ, ხედავ რომ სხვადასხვა რგოლი შეიძლება შეთანხმებულად ვერ მუშაობდეს, პროტესტს იწვევს. იყო ნიუანსები, რაც ჩემში იწვევდა პროტესტს. მაგალითად, ის დანაპირები, რომ ბულვარში შესასვლელი უნდა გამოსწორებულიყო და ა.შ. თუმცა, ეს პროცესები უკვე დაიწყო. ეს ორი წელი იყო დალაგების, გათვლის, დათვლის და ამ პოლიტიკას ჰქვია იჩქარე ნელა.

 

იჩქარე ნელასპრინციპით გავიდა ორი წელი. ორ წელიწადში ამოიწურება თქვენი უფლებამოსილების ვადა და ხომ არ შეგრჩებათ მხოლოდ დაკვირვებები?

 

არა, ახლა დალაგდა უკვე სტრუქტურა და მთავრობა ვეღარ იტყვის „ეს მიშლის ხელს“. ჩვენ შეგვიძლია ამ დალაგებულიდან ვაჩვენოთ მოქალაქეებს რა შეგვიძლია.

 

აჭარის მთავრობასა და ფრაქცია „ქართული ოცნებას“ დაპირისპირების შემდეგ, იმ ბრალდებებიდან გამომდინარე, რომელიც უმაღლეს საბჭოს ჰქონდა მთავრობის მიმართ, სპეციალურ ჯგუფს უნდა შეესწავლა ბრალდების დეტალები. რა შეისწავლა ამ ჯგუფმა და ვინ არიან ეს ადამიანები?

 

ეს ჯგუფი, როგორც ვიცი, მუშაობს, მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებლად. ვინ მუშაობს ჯგუფში, ინფორმაცია არ გვაქვს და ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ეს სახელმწიფო უშიშროებასაც ეხება. ამის დრო მოვა და გაიგებთ.

 

მთავრობასთან ურთიერთობა გააუმჯობესეთ?

 

მე, ერთ კონკრეტულ ადამიანს, არ მიჭირს საერთო ენის გამონახვა მთავრობასთან, და საუბარი, თუნდაც ფამილარული. 

 

თუ მართლაც არ გიჭირთ საერთო ენის გამონახვა, რაღატომ გაათავისუფლეს ნუგზარ კეკელიძე მთავრობიდან, რომელმაც წამოსვლის შემდეგ კორუფციაში დასდო არჩილ ხაბაძეს ბრალი

 

ჩვენ სამივე დეპუტატს გამოგვიცხადეს პარტიული საყვედური. ამის გამო [ხაბაძის კრიტიკის გამო] ასეთი საყვედური შეიძლება გამოვუცხადოთ ნუგზარ კეკელიძესაც. ამიტომ ავიყვანეთ ახალი კადრებიც ერთი თვით.

 

ერთი თვით თანამშრომლად აყვანა პარტიული კონტროლის მეთოდია?

 

 ზუსტად იმ შემთხვევისთვის, თუ ეს სიტუაცია კიდევ გაგრძელდა. ეს არის ერთგვარი ფორა ამ ადამიანებისთვის, თუ რას იზამენ. 

 

ფრაქციიდან გაშვებული პირების დასაქმებაზე თქვენ იზრუნეთ?

 

არა, ისინი გაშვებამდე უკვე მუშაობდნენ სხვა სამსახურებში. თამაზ გოგიტიძე მუშაობს მერიაში, მამუკა მიქელაძე დასაქმდა ქობულეთის საკრებულოში და ასე შემდეგ. მე არ ჩავრეულვარ მათ დასაქმებაში. ამჟამად ყველა ახალი კადრი მუნიციპალიტეტებიდან დავასაქმეთ.

 

მინდა გკითხოთ ბიძინა ივანიშვილზეც, ისევ ხვდებით ხოლმე, თუ პოლიტიკად წასვლის შემდეგ აღარ გინახავთ?

 

სადღაც ოცი დღის წინ შევხვდი ბოლოს და ვაჩუქე წიგნი „აჭარის მხატვრობა“. მხოლოდ მხატვრობაზე გვქონდა საუბარი. ბათუმის დრამატული თეატრის რემონტიც ახსენა, რომელიც ორი წლის უკან მე ვთხოვე და გაჩერებული იყო ეს პროცესი, მაგრამ, როგორც მითხრა, მომავალი წლიდან ფონდი „ქართუ“ ამისთვის დაფინანსებას გამოყოფს.

 

ორწლიანი დაკვირვების შემდეგ, რა იქნება თქვენი მთავარი სამიზნე, რაც თქვენს უმაღლეს საბჭოში არსებობას გაამართლებს?

 

ვფიქრობ, ბათუმში ისტორიული უბნების შენარჩუნების პროცესი უნდა გაგრძელდეს.  ძალიან არ მომწონს მემედ აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ადრე წიგნების მაღაზია იყო და ახლა ლიტ-კაფეს აკეთებენ, სტრუქტურის შეცვლა. შენობას გარეთაც გაუკეთეს გამწოვი მილი, რომელიც ისტორიული სახლის არქიტექტურას მთლიანად ანადგურებს. იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემას მოაგვარებენ.

  

ქედის საკრებულომ „კარგი მმართველობის დეკლარაციას“ მოაწერა ხელი

 

პრეზენტაციის დაწყებამდე ქედის საკრებულოს წევრებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის თანახმადაც საკრებულო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა, ჩამოაყალიბოს მოსახლეობის მომსახურების ეფექტური სისტემა, ხელი შეუწყოს თვითმმართველობის პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის დონის ამაღლებას, ხელი შეუწყოს ბიუჯეტის ფორმირების, დამტკიცების, განკარგვის პროცესების მაქსიმალურ გამჭვირვალობას და მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას.

 

 

ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ამბობს, რომ დეკლარაციაში ჩამოთვლილ პუნქტებს მოქმედი საკრებულო ასრულებს.

 

 

„დეკლარაციაში არსებული პუნქტები ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს საკრებულო ქედაში ნამდვილად ასრულებს და შეასრულებს კიდეც ამ მოთხოვნებს“ – აცხადებს ამირან ცინცაძე.

 

 

„დეკლარაციაში არის ჩამოყალიბებული ის ძირითადი პრინციპები, რომლის დაცვა და შესრულება ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს თვითმართველობის, როგორც სისტემის განვითარება. რაც შეეხება პრინციპების შესრულებას, წინა მოწვევის საკრებულოში იყო მთელი რიგი საკითხები, რომელიც მიღწეული ვერ იქნა. განსაკუთრებით ისეთი საკითხები, რომლებიც თვითმართველობის პროცესში მოსახლეობის ჩართულობას ეხებოდა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან თვითმართველობის, როგორც სისტემის და ხალხის ხელისუფლების განვითარება შეუძლებელია მოქალაქეების ჩართულობის გარეშე. ამ პროექტის ფარგლებში მაქსიმალურად შევეცდებით გავაღრმავოთ კომუნიკაცია მოსახლეობასა და საკრებულოს წევრებს შორის, იმისთვის, რომ მოსახლეობის აზრი იქნეს მოტანილი საკრებულომდე და მოსახლეობა იყოს ინფორმირებული, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო და რატომ. მხოლოდ ასეა შესაძლებელი მოსახლეობის ჩართულობის მიღწევა თვითმართველობის პროცესებში“ – ამბობს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის თავმჯდომარე ლევან გობაძე.

 

 

 „კარგი მმართველობის დეკლარაცია“ შემუშავებულია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის „ინტელექტის“ მიერ, პროექტის – „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აჭარის რეგიონის ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების თემების მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას თვითმმართველობის არსის, თვითმმართველობის ორგანოების არჩევის წესისა და ფუნქციონირების საკითხებთან დაკავშირებით, ასევე თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალური და მართვის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა.

 

აივაზოვსკის ტილო ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში

 

მათ შორის არის XIX საუკუნის პეიზაჟისტ-მარინისტის, აივაზოვსკის ფერწერულ ტილო ”ზღვის პეიზაჟი”(1895წ),  ერნესტ ფრიდრიხ ვონ ლიპჰარტის ტილო ,,კუპიდონი და ფსიქეა’”(1873წ) და უცნობი ავტორის ტილო – ”მოსეს გამოხსნა“.

 

 

ტილოები ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ექსპონატებია.

 

გამოფენა დაათვალიერა  აჭარის   განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, უმაღლესი საბჭოს, თვითმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს, ქალაქ ბათუმის მერიისას და მუზეუმების წარმომადგენლებმა,   მხატვრებმა…  

 

 

ტილოები 20 წელი ინახებოდა საცავში და აჭარს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს რესტავრაციის განყოფილების უფროსის, გუბაზ ვარშალომიძის  თქმით, ამ დროის განმავლობაში ისინი ძალიან დაზიანდა. სააგენტოს თანამშრომლებმა გამოიკვლიეს   ნამუშევრების მდგომარეობა და გადაწყდა მათი რეესტავრირება. რესტავრაცია დაახლოებით სამ თვეს გაგრძელდა: ”რესტავრაციისას, დაზიანების ეტაპებიდან გამომდინარე   ძალიან რთული და საშუალოდ რთული მდგომარეობის გამო დაგვჭირდა ნაწილობრივი და სრული დუბლირება, ასევე ლაკის საფარის მოშორება” – განმარტა გუბაზ ვარშალომიძემ. 

 

 

 

გუბაზ ვარშალომიძის თქმით, ექსპონატებს შორის ყველაზე უნიკალური აივაზოვსკის ფერწერული ტილოა: „ეს ბათუმისთვის უნიკალური აღმოჩენაა, თუ ვინმეს ეჭვი გაუჩნდება, შეგვიძლია ექსპერტიზაც ჩავატაროთ, მაგრამ ხელოვნებათმცოდნეების და პროფესიონალი მხატვრების დასკვნით ეს ნამდვილად აივაზოვსკია, გვაქვს მისი ხელწერა და თარიღიც” – ამბობს ის.

 

 

მეორე რესტავრირებული ტილო, ცნობილი ფერმწერის ლიპგარდის ნამუშევარია, რომლის საქართველოში მოხვედრის ისტორია უცნობია.

 

„მესამე ტილო არის მე-18 საუკუნის, ფრანგული ფერწერა – ”მოსეს გამოხსნა” – ”სამწუხაროდ, ავტორის ვნაობა ჩვენთვის უცნობია. სტილისტურად და მისი სიძველისგან გამომდინარე მე-18 საუკუნის ფრანგული ფერწერული ტილო საკმაოდ ძვირფასი ნამუშევარია” – ამბობს გუბაზ ვარშალომიძე.

 

„არ ქონას ეს არ ჯობია?“ – უსარგებლო პანდუსი

 

პანდუსი შენობაზე ქედის მუნიციპალიტეტის დაკვეთით შპს „საბა -555“ – მა დაამონტაჟა.  კომპანიის დირექტორი ვაჟა ანანიძე ამბობს, რომ პანდუსი სატენდერო პირობებითა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად გააკეთა და დასძენს, რომ პანდუსებს მალე მოაჯირები გაუკეთდება.

 

„ხარჯთაღრიცხვაში რაც იყო ის გავაკეთე, გამგეობამ პანდუსზე მოაჯირების გასაკეთებლად ტენდერი გამოაცხადა, მონაწილეობა მივიღე, ხელშეკრულება დღეს გავაფორმე, ზუსტი ციფრი არ მახსოვს, 2000 ლარამდეა, მოაჯირები არამარტო კულტურის ცენტრის შენობაზე, არამედ იმ სკოლებშიც უნდა გაკეთდეს, სადაც პანდუსები არის“ – აცხადებს ვაჯა ანანიძე.

 

მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. გამგებლის მოადგილე გურამ ბერიძე ამბობს, რომ პანდუსზე ასვლას  შშმ პირი დახმარებით შეძლებს.

 

„სხვა არც ერთი ალტერნატივა არ იყო საკონცერტო დარბაზში მოხვედრის. სხვა გამოსავალი არ იყო და ამიტომ გაკეთდა ასე. არ ქონას ეს არ ჯობია?“ – აცხადებს გურამ ბერიძე.

 

ქედის კულტურის ცენტრის დირექტორი შორენა კარანაძე ამბობს, რომ არ იცის სტანდარტის შესაბამისი არის თუ არა შენობაზე მოწყობილი პანდუსი, თუმცა აღნიშნავს პანდუსის საჭიროება ნამდვილად არის: „როცა ჩვენ ღონისძიებებს პარკში ვმართავთ, არაერთი ეტლით მოსარგებლე ადამიანი მინახავს ღონისძიებაზე“ – აცხადებს შორენა კარანაძე.

 

საკონცერტო დარბაზი კულტურის  სახლის მეორე სართულზეა.  მიუხედავად იმისა, რომ პანდუსი აქ ორ თვეზე მეტი ხანია გაკეთდა, პანდუსით მოსარგებლე აქ დღემდე არავის უნახავს.

 

„ამას არც ერთი სტანდარტის მიხედვით არ ქვია პანდუსი“ – ამბობს „ბათუმელებთან“ რატი იონათამიშვილი, კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ წევრი, „ეს შეიძლება ბარგის ასატანად იყოს მხოლოდ, მაგრამ სტანდარტი არც ამ შემთხვევაში არაა დაცული“.   

 

„ასეთი “პანდუსების” დამზადება არის საქართველოში მოქმედი კანონის სრული დარღვევა, ვსაუბრობ პრემიერის მიერ 2014 წლის 6 იანვარს გამოცემულ 41-ე დადგენილებაზე, რომელიც სამშენებლო ნორმალების რეგლამენტს წარმოადგენს შშმ პირებისათვის და უნივერსალური დიზაინის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არის დაწერილი. ე.წ. “რელსები” საერთოდ არ შეიძლება ადაპტირების კონტექსტში განვიხილოთ.  ეტლი, როგორც ფეხსაცმელი,  არსებობს სხვადასხვა ზომის და ასეთი ტიპის მოწყობილობით სარგებლობა პირდაპირ კავშირშია შშმ პირის უშიშროებისა და კომფორტის ყველა სტანდარტის დარღვევასთან და უგულებელყოფასთან. მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ფასადური ადაპტირების. ასეთ პრეცედენტებს ძალაინ ხშირად ვაწყდებოდით წინა ხელისოფლების დროს და არ გვმართებს ამ შეცდომების გამეორება“  – ამბობს რატი იონათამიშვილი.    

 

სკანდალური სპეცოპერაცია და შეწყვეტილი გამოძიება

ფოტო გადაღებული სპეცოპერაციის დროს ნავთლუღის ტერიტორიაზე. 2006 წელი

 

სამი ახალგაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) თანამშრომლებმა თბილისში სპეცოპერაციის დროს მოკლეს. თითოეულ მათგანს რვა და მეტი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. პოლიციელების მიერ დამნაშავეთა შეპყრობისთვის აუცილებელი ზომების გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე ძიება თბილისის პროკურატურამ დაიწყო. 
2007 წლის 25 ივნისს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ჯ. მაჭარაშვილმა ძიება შეწყვიტა. დაღუპულების ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის – “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წევრმა, ადვოკატმა ლაშა ჭინჭარაულმა ძიების შეწყვეტა საქართველოში მოქმედ სამივე ინსტაციის სასამართლოში გაასაჩივრა. პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლოებმა ძალაში დატოვეს. ადვოკატმა საქმეზე ძიების შეწყვეტა სტრასბურგში გაასაჩივრა. 

 

თბილისის პროკურატურის ოფიციალური დადგენილება

საქმის მასალებით, რომელსაც ხელს აწერს თბილისის პროკურატურის პროკურორი ჯ. მაჭარაშვილი, წინასწარი გამოძიება შეწყდა. 

აი, რა დაადგინა მაჭარაშვილმა: 2006 წლის 12 იანვარს, კუდ-ში შემოვიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილი, რომლის მიხედვითაც ქ. რუსთავის #1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გია გორგაძის ძმა მურად გორგაძე პატიმართა მასობრივი გაქცევის ორგანიზების მიზნით, ჯგუფთან ერთად გეგმავდა ამ დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას. 
ამ პირების დადგენა-დაკავება კუდ-ის აქტიურ ღონისძიებათა სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს დაევალათ. ოპერატიული ინფორმაციით, ამ ჯგუფის წევრების შეხვედრა უნდა შემდგარიყო ქ. თბილისში “ნავთლუღის” ავტოსადგურის ტერიტორიაზე, 2006 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 20-21 საათისთვის. 

 

სპეცრაზმი დაახლოებით 19 საათზე მივიდა “ნავთლუღის” ტერიტორიაზე. ვიზუალური კონტროლის დროს დაფიქსირდა სამი საეჭვო პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც გია გორგაძის ძმა – მურად გორგაძე.
სპეცრაზმმა ისინი ალყაში მოაქცია და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. თანხმობის მიღების შემდეგ სპეცრაზმის წევრი, რომელსაც მომარჯვებული ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სწრაფად გაემართა ჯგუფისკენ. როდესაც იგი დამნაშავეებს დაახლოებით ერთ მეტრში მიუახლოვდა, მოულოდნელად მათი მხრიდან გაისმა იარაღის გადატენვის ხმა, რასაც მოჰყვა გასროლა.

 

სამართალდამცავები იძულებული გახდნენ გაეხსნათ საპასუხო ცეცხლი. ლიკვიდირებულნი იქნენ მურად გორგაძე და მისი თანმხლები პირები: რომან სურმანიძე და მარად ართმელაძე. 
მათ აღმოაჩნდათ სამი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებითა და ვაზნებით. 

 

ადვოკატი
ლაშა ჭინჭარაული მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის ინტერესებს იცავს. მისი თქმით, საქმეში ძალიან ბევრი უზუსტობაა, მაგალითად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იარაღიდან გასროლა არ მომხდარა. ბრალდების მიხედვით, დაღუპულები, რომლებსაც ჟილეტები ეცვათ, ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი: “ჟილეტის შიგნით ავტომატი როგორ მოთავსდა ან სამი ავტომატიანი პიროვნება როგორ დასეირნობდა ხალხმრავალ ადგილას, გაუგებარია. სპეცრაზმის წევრები გამოძიებამ მას შემდეგ დაკითხა, რაც დაიდო ექსპერტიზის დასკვნა – დააკვალიანეს რა როგორ უნდა ეთქვათ, და წელიწად-ნახევრის მერე მიაცემინეს ჩვენება.
ერთ-ერთ მათგანს ახლო მანძილიდან, ორს კი – პირდაპირ თავში ესროლეს. ახლო მანძილიდან სროლა დახვრეტას ნიშნავს. ისინი დაცხრილულნი იყვნენ – 7-8 ტყვიაზე მეტი ჰქონდათ მოხვედრილი. არსებობს ორი მოწმე – დავით ნაზარაშვილი და ზაზა მჭედლიშვილი. ისინი ამბობენ, რომ გაიგონეს, პოლიციელები როგორ სთხოვდნენ ეჭვმიტანილებს იარაღის დაყრას. ერთ-ერთი მოწმე ნასამართლევია. 

 

სასამართლო გადაწყვეტილება
საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება რომან სურმანიძისა და მარად ართმელაძის ადვოკატმა სახელმწიფოში მოქმედ სამივე ინსტაციის სასამართლოში გაასაჩივრა. პროკურატურის დადგენილება ყველა სასამართლომ ძალაში დატოვა. 
ბოლოს კი სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის უფროსმა, დავით კურტანიძემ ადვოკატს აცნობა: განუხილველად დატოვების საფუძველი ისაა, რომ საჩივრის შეტანის დროს თქვენ, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების თანხმობა არ გაქვთო. “ეს დადგენილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება”. 

ოჯახის გამოძიება
სამივე ლიკვიდირებული ახალგაზრდა აჭარიდანაა -ორი ხულოს, ერთი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან. “ბათუმელები” ქობულეთში მცხოვრებ რომან სურმანიძის მშობლებს ესაუბრა. 
გარდაცვლილის მამამ -ოთარ სურმანიძემ ამ საქმეზე ერთგვარი გამოძიებაც ჩაატარა: “თვითმხილველებმა მითხრეს, რომ სამივე მოკლული მუხლებზე დაჩოქილი და თავზე ხელებშემოდებული ეხვეწებოდა პოლიციელებს არ გვესროლოთო. ეს მოწმეები ჩვენების მიცემას ერიდებიან- უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ, რასაც მე ვერ მივცემ. მუხლში ნასროლი ტყვია ფეხის გულში ჰქონდა გასული. ეს იმის დასტურია, რომ დაჩოქილი იყვნენ.
ჩემი შვილი ტერორისტად გამოაცხადეს. თუ ეს ასეა, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება – სახლი ხომ მაინც უნდა გაეჩხრიკათ, იქნებ მეც საზოგადოებისთვის საშიში ვარ. 

გორგაძის ძმის ციხეში ყოფნა დამთხვევაა. ვიღაცამ ტელევიზიით რომ ილაპარაკა, შოთა გორგაძის ძმა, გია გორგაძე ვარო, ტყუილია: სხვა პიროვნება ალაპარაკეს საზოგადოების დასანახად. დანამდვილებით ვიცი, ტელევიზიით განცხადება სხვამ გააკეთა. და თუ რუსთავის ციხეზე გეგმავდნენ თავდასხმას, სამგორში რა უნდოდათ, ისინი წალკიდან მიდიოდნენ. ეგეც არ იყოს, სამივე ჩემთან ერთად, მაისიდან დეკემბრამდე, თურქეთში მუშაობდა. მე სხვა ვერსია არ მაქვს, ამ ბიჭების მოკვლა ახალაიებს დასჭირდათ”.

 

სურმანიძის მშობლების თქმით, რომანი და მარად ართმელაძე თანაკურსელები იყვნენ- ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდნენ, პარალელურად კი თურქეთში მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდნენ. თურქეთში მათთან ერთად მუშაობდა შოთა (მურად) გორგაძეც. რომანი მეგობრებთან და მამასთან ერთად საქართველოში საახალწლოდ, დეკემბრის ბოლოს დაბრუნდა. 15 იანვრისთვის კი ისევ თურქეთში უნდა წასულიყვნენ. 
მშობლების ინფორმაციით, 20 წლის რომანი თბილისში პირველად წავიდა.

მარია ჩე-ს ფოტოგრაფია

მარია ჩე
მარია ჩე

„ბავშვობიდან ვიყავი მიზანდასახული, უფრო რევოლუციონერი. არასოდეს მომწონდა ის კანონები, რასაც საზოგადოება მთავაზობდა. თან ჩე გევარა ჩემთვის ფავორიტია, როდესაც ექიმმა ამდენ რაღაცას მიაღწია თავისი მიზანდასახულობით, მიმახვედრა, რომ მთავარია რაღაცის დიდი სურვილი გქონდეს. ყოველთვის მჯეროდა, რომ შევძლებდი ქობულეთიდან წასვლას და საზღვარგარეთ სწავლას. „ჩე” შემომრჩა როგორც სიმბოლო.

თინეიჯერობაში შეპყრობილი ვიყავი მისით, მისი ტანსაცმლით დავდიოდი, ყველა ქვეყანაში, სადაც ვყოფილვარ სიმბოლურად ჩე გევარას გამოსახულებით ნივთებს ვყიდულობდი. ერთი ასეთი მოგზაურობის დროს აეროპორტში ქართველები შემხვდნენ, მეძახდნენ: მარია, მარია, მე არ მივიხედე, მერე დამიძახეს – ჩე, მეც შემოვტრიალდი, ამის მერე გავხდი მარია ჩე” – ამბობს მარია.

 

მარია ჩე
მარია ჩე

დღეს აღარ დადის ჩე გევარას მაისურებით, თუმცა რჩება რევოლუციონერად. მარია ამბობს, რომ მზადაა რაღაცა შეცვალოს მსოფლიოში, ამისთვის კი ფოტოგრაფიას გამოიყენებს: „მთელი ჩემი ცხოვრება – ეს არის ფოტოგრაფია. მე შემიძლია დროის გაჩერება, თითქოს ჯადოქრობაა, წამს ვაჩერებ, რომელიც მეხსიერებაზე ძლიერია. ფოტოს ისტორიის შეცვლა შეუძლია. თავიდან ცოტა რთულია, ძალიან დიდი შრომა სჭირდება, არ ვნებდები, ვიცი, რომ აუცილებლად გამოვა. ვცდილობ ხოლმე უფრო ლამაზად ავსახო სამყარო ფოტოებზე, ეს უფრო რთულია, სილამაზის გადაღებას უფრო მეტი გარჯა სჭირდება, ტრაგედიის გადაღებას უბრალოდ მიტრიალება სჭირდება, ის ხომ ჩვენ ირგვლივ ყველგან არის. მე ვცდილობ პოზიტივი მოვიტანო, ადამიანებს მაშინ ვიღებ, როცა იღიმიან და მანამდე ვიღებ, სანამ მათ ლამაზ მხარეს არ ვაჩვენებ” – ამბობს მარია.


მარია 20 წლის ასაკში გერმანიაში წავიდა სასწავლებლად, სწორედ იქ აღმოუჩინეს ფოტოგრაფიის ნიჭი: „ოჯახმა, რომელშიც ვცხოვრობდი, მიმიწვია შვეიცარიაში ოლიმპიადაზე, ოლიმპიადა გადავიღე ძალიან უბრალო აპარატით, ფოტოები ნახა გერმანელმა ფოტოგრაფმა, რომელიც იყო ამ ოჯახის მეგობარი, მაშინ მან თქვა, ამ გოგონას აქვს ხედვა, უთხარით, რომ ისწავლოს ფოტოგრაფიაო. ეს იყო წახალისება, მერე მის სახლშიც მიმიწვია, ის იყო ექიმი, რომელმაც 50 წლის ასაკში ისწავლა ფოტოგრაფია, რათა გადაეღო მისი შვილის დაბადება” – ამბობს მარია.

გერმანიაში ყოფნისას მარიამ მთელი ევროპა ნახა, ეს იყო მისი ოცნების ერთი ნაწილი, ახლა აზიის ნახვაზე ოცნებობს: “ბოლო გროშებამდე დავრბოდი სამოგზაუროდ მთელ ევროპაში, მოგზაური ეძებს საკუთარ თავს, მეც ვეძებდი ჩემს ქალაქს, რომელიც იტალიაში ვიპოვე, მაგრამ უფრო მინდა ვთქვა, რომ იტალიაში ჩემი ქალაქები ვიპოვე, იტალია დამეხმარა საკუთარი თავის პოვნაში, მე უკვე ვიცოდი რა მინდოდა, თითქოს გავიზარდე, თან ის კომპლექსები მომეხსნა, რაც მქონდა 90-იან წლებგამოვლილს.

 

გამიმართლა, რომ მოვხვდი ძალიან კარგ ოჯახში, ისინი იყვნენ ცნობილი სპორტსმენები, მაძლევდნენ მოგზაურობის საშუალებას, მათ მასწავლეს როგორ უნდა მემოგზაურა სტუდენტური ფასდაკლებებით. ხეტიალი ძალიან მომეწონა” – ამბობს მარია.

გერმანიის შემდეგ მარია საბერძნეთში, ბიძასთან გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაიწყო ფოტოგრაფიის სწავლა: `თავიდან მოკლე კურსებს გავდიოდი ფოტოგრაფიის, მერე კი მოვხვდი Akto Art-ში, ეს არის აკადემია, რომელიც ინგლისში მდებარე სასწავლებლის ფილიალია საბერძნეთში. იმდენად უნიკალური ადამიანები მასწავლიდნენ, რომ ზღაპრული იყო სწავლის პერიოდი, ცნობილი ფოტოგრაფები იყვნენ, მათი რჩევები ყოველთვის სასარგებლოა.

 

საბერძნეთში ვმუშაობდი მოდის ინდუსტრიაში, სწავლის პარალელურად დავიწყე მუშაობა, პროფესიონალ მოდელებთან და დიზაინერებთან. საბერძნეთში ახლაც სტუდენტის სტატუსით ვმუშაობ, არ შეიძლება იქ თავს ფოტოგრაფი უწოდო, თუ არ გაქვს დიდი გამოცდილება ამ სფეროში, საქართველოში ცოტა სხვანაირად ესმით ეს. სწავლის გაგრძელებას ისევ საბერძნეთში ვაპირებ, მასტერის ხარისხიც მინდა მოვიპოვო” – ამბობს მარია.

მარიას ფოტოები იბეჭდება საბერძნეთის ცნობილ გამომცემლობებში, ჟურნალ „Hello“-ში, „Cao”-ში და “Ok”-ში. ასევე მისი ნამუშევარი მოხვდა საუკეთესო სტუდენტურ ნამუშევრებს შორის საბერძნეთში.


შვიდწლიანი მოგზაურობის შემდეგ მარია საქართველოში წელიწად-ნახევრის წინ დაბრუნდა: „სამწუხაროდ დედის გარდაცვალების შემდეგ დავბრუნდი, მალევე მამაც გარდამეცვალა, ამიტომ ახლა უცებ წასვლა არ შემიძლია, ჩემს ოჯახს ვჭირდები. თუ ისეთი კონტრაქტი გავაფორმე, რომ რამდენიმეთვიანი სამუშაო მქონდეს იქ, აქ ყოფნასაც შევძლებ.

საქართველო ძალიან შეცვლილი დამხვდა, თანდათან ვეგუები სიახლეებს. ახლა ერთ-ერთ პროექტზე ვმუშაობ, არქიტექტურას ვიღებ, ძალიან ახლოსაა შენობები ერთმანეთთან, განცალკევება მიჭირს, ევროპაში ასეთი მაღალი შენობები განცალკევებით დგას. სარეკლამო გადაღებებიც მქონდა.”


ცხოველების სიყვარულის გამო რამდენიმე წლის წინ ვეგეტარიანელი გახდა, ამბობს, რომ ეს სულაც არ არის რთული: „ბავშვობაშიც უარს ვამბობდი ხორცზე, მაგრამ მშობლები მაძალებდნენ, მერე დამოუკიდებელი როცა გავხდი, ვეგეტარიანელობა დავიწყე. ჩემ ირგვლივმყოფების ცხოვრების სტილიც შევცვალე, მაგალითად, ჩემს ოჯახში შეამცირეს ხორცის მოხმარება. როცა ვხედავ, რომ შემიძლია ცხოველს დავეხმარო, ამას აუცილებლად ვაკეთებ, საქართველოში მაინცადამაინც არ უყვართ ცხოველები, მათი უფლებები ყოველ წუთს ირღვევა, მინდა, რომ ეს შევცვალო. სახლში მყავს ორი სიამის კატა და ორი ძაღლი, ვაპირებ კიდევ ერთი ძაღლის მოყვანას” – ამბობს მარია.

„ჩემი საყვარელი ფოტოგრაფია სტივ მაისერი, რომელმაც გლობალური პრობლემები მოდელების საშუალებით გამოსახა. მეც მოდელებით მინდა ეს გამოვსახო, თუმცა ჯერ აფრიკაში მინდა მოგზაურობა, მთელი ცხოვრება ერთ ჟანრს ვერ გადავიღებ, ერთფეროვნება მბეზრდება. საერთოდ, ქაოსურად ვცხოვრობ, მრავალფეროვნების ძიებაში ვარ, შეიძლება ხვალ ჩავალაგო ჩანთა და წავიდე, არასოდეს იციან, ჩემგან რას უნდა ელოდნენ.”

 

12 ლაზური კერძის ახალი სიცოცხლე კულტურათა დიალოგის ფესტივალის ფარგლებში

პროექტზე მუშაობისას
პროექტზე მუშაობისას

პროექტს  – „კულტურათა დიალოგის ფესტივალი“ –  ხელვაჩაურის კულტურის ცენტრი ახორციელებს აჭარის განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ფესტივალის წლევანდელი თემა ლაზური გასტრონომიაა.  როგორც ფესტივალის ორგანიზატორი რუსიკო კარანაძე ამბობს, პროექტის ფარგლებში 12 მივიწყებული ლაზური კერძის რეცეპტი მოიძიეს, გაკეთდა ვიდეორგოლებიც, თუ  როგორ მზადება  ეს კერძები და გამოიცემა 2015 წლის კალენდარი, სადაც თითო გვერდზე თითო კერძის ფოტო და რეცეპტი იქნება განთავსებული.

ლაზური სამზარეულო
ლაზური სამზარეულო

ქაფშიეტაღანე  ძველი ლაზური კერძია. რუსუდან კარანაძე განმატავს, რომ  ეს არის წვრილად დაჭრილია ქაფშია, რომელიც მწვანილებში მზადდება და კატლეტივით იწვება. პრეზენტაცია-დეგუსტაციაზე ქაფშიეტაღანეს  გარდა ბურეღის – ლაზური ტკბილ-მწარე ნამცხვრის და სხვა ტრადიციული ლაზური კერძების დაგემოვნება იქნება შესაძლებელი.  

ლაზური სამზარეულო
ლაზური სამზარეულო

„ძველ ტრადიციულ ოჯახებში ჯერ კიდევ ამზადებენ ამ კერძებს, მაგრამ იყო იმის საშიშროება, რომ მივიწყებას მიცემოდა მათი მომზადება, ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეძებნა რეცეპტები, აღგვედგინა და წარმოგვეჩინა ლაზური სამზარეულო.  ერთი თვე დაგვჭირდა რეცეპტების მოსაძიებლად. შემდეგ მოვიწვიეთ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთაც გააკეთეს ვიდეორგოლები“ – ამბობს რუსიკო კარანაძე.

პროექტში მონაწილეობენ ხელვაჩაურში მოქმედი კვების ობიექტებიც. ისინი პრეზენტაციაზე წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას. მათი ფესტივალში ჩართვის მიზანია ახლოს გაეცნონ ლაზურ კულინარიას და სამომავლოდ თავიანთ წარმოებაში დანერგონ.  

მდინარის ახალი კალაპოტი ბოსტანში – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

 

მდინარე აჭარისწყალმა დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე მეტრით მოშორებით ახალი კალაპოტი რამდენიმე კვირის წინ გაჭრა. იქ სადაც მოსახლეობას ბოსტნეული მოჰყავდა ახლა მდინარის კალაპოტია  და წვიმის დროს ადიდებული მდინარის ნაწილი ამ კალაპოტში ინაცვლებს.  მოსახლეობა შიშობს, რომ თუ დროულად არ გაკეთდება დამცავი ჯებირი, საცხოვრებელ სახლებს საშიშროება შეექმნება.  

 

„აქ ოთხი ოჯახი ვცხოვრობთ. წყალდიდობისას საკარმიდამოები იტბორება. წელს პირველად გადმოვიდა მდინარე და ბოსტნები დატბორა, ჩამოიტანა ქვა-ღორღი. იქ სადაც ახლა მდინარე მიედინება, ბოსტნეული მოგვყავდა.  წელს მოსავლის აღებაც კი ვერ მოვასწარით, მდინარე გადმოვიდა და ყველაფერი წაიღო, ხელისუფლებას დახმარებას ვთხოვთ, აუცილებელია დამცავი ჯებირის გაკეთება, თუ დროულად არ გაკეთდა, მდინარე უფრო მეტ ნაკვეთს წაიღებს და საცხოვრებელ სახლებსაც საშიშროება შეექმნება“ – ამბობს ენვერ საფარიძე. 

 

წელს ციხეებიდან საავადმყოფოში 3400 პატიმარი გადაიყვანეს

 

სამინისტროდან გამოგზავნილ წერილში ასევე წერია: “მიმდინარე წლის განმავლობაში სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით, ქალაქის საერთო პროფილის საავადმყოფოებში გაყვანილი იქნა 2 299 პატიმარი”. წერილში, რომელსაც ხელს აწერს ნანა ბრარაშვილი – სასჯელაღსრულების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, ასევე წერია, რომ პატიმრები ციხიდან საავადმყოფოებში სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით გადაიყვანეს.

 

ბათუმის მესამე საპყრობილე მაისში გაიხსნა. რატომ გახდა საჭირო ხუთი თვის განმავლობაში 2 299 პატიმრის გადაყვანა გამოკვლევებზე? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბათუმის #3 დაწესებულებაში შესახლებული ყველა პატიმარი გადაჰყავთ სამედიცინო გამოკვლევაზე? – ამ კითხვების პასუხად “ბათუმელებს” სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურმა სიტყვიერად განუმარტა, რომ წერილობით მოწოდებული მონაცემები არასწორია და 2014 წლის იანვრიდან 17 ოქტომბრამდე ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 3400-მდე პატიმარი გადაიყვანეს.

 

რამ გამოიწვია ასეთი ცდომილება? – ამ კითხვის პასუხად სამინისტროში განმარტეს, რომ ქვეყნის საავადმყოფოებში გადაყვანილი პატიმრების რიცხვი “ბათუმელების” მიერ გაგზავნილ წერილზე რეაგირების – პასუხის მომზადების პერიოდში შეიცვალა (ინფორმაციის მოთხოვნით `ბათუმელებმა~ სასჯელაღსრულების სამინისტროს 6 ოქტომბერს მიმართა, პასუხი კი 16 ოქტომბერს, ანუ კანონით დადგენილ ზუსტ ვადაში მიიღო). ამ განმარტების თანახმად 2014 წლიდან 6 ოქტომბრამდე პერიოდში საავადმყოფოებში 2 299 პატიმარი გადაუყვანია სამინისტროს, ხოლო 6 ოქტომრიდან 16 ოქტომბრის პერიოდში, ანუ მხოლოდ 10 დღეში – 1101 პატიმარი.

 

ასევე სამინისტროს პრესსამსახურის მონაცემებით, ამ ეტაპზე საპატიმრო დაწესებულებებში 10 500-მდე პატიმარია შესახლებული.

 

გარდა ამისა, საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში 2014 წლის პირველი იანვრიდან 16 ოქტომბრამდე სამარტოო საკანში განთავსებული იყო 773 პატიმარი. სამინისტროს განმარტებით, პატიმრები სამარტოო საკანში ძირითადად მაშინ გადაჰყავთ, როცა ისინი რეჟიმის წესებს არღვევენ.

მინებჩამტვრეული სასწრაფო დახმარების მანქანა ქობულეთში

 

მინებჩამტვრეული სასწრაფო დახმარების მანქანა

ფოტოს ავტორმა, ლელა ვერულიძემ “ბათუმელებს”განუმარტა, რომ ფოტო გუშინ 20 ოქტომბერსაა გადაღებული ქობულეთის მუნციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში. 

 

ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარების მანქანა გუშინ გამოიძახეს.

საერთაშორისო ტურნირის მონაწილეები ბათუმის მერს შეხვდნენ

 

 

 

 

გერმანული ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა, ტოსტენ ზელმანმა საქართველოში ჩამოსვლის მიზნებზე ისაუბრა. „ეს არის ტრადიციის დამყარება და ურთიერთობების აგება გერმანულ და აჭარის ფეხბურთის გუნდებს შორის. უკვე ერთი თამაში გაიმართა და შედეგს დადებითად ვაფასებ.  სასურველია ყოველ წელს მოხდეს ახალგაზრდა ფეხბურთელების გაცვალა“- განაცხადა მწვრთმელმა.   

 

 

„როგორც შეხვედრიდან გაირკვა,  ახალგაზრდები ძალიან კმაყოფილი არიან.  მართალია  გერმანელებმა მოგვიგეს ფეხბურთში, მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ ყოველივე ეს ალბათ ემსახურება უფრო არა მხოლოდ ქალაქების, არა მხოლოდ ახალგაზრდების, ქვეყნების დაახლოებასაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენმა გერმანელებმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ ნახეს როგორია ბათუმი.  არის თუ არა უსაფრთხო ქალაქი და შესაძლებელია თუ არა აქ დასვენება”- თქვა გიორგი ერმაკოვმა.

 

 

მერის თქმით, მსგავსი შეხვედრები ქალაქის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.  

 

 

„რაც უფრო მეტი სტუმარი ეყოლება ბათუმს, მით უფრო განვითარდება ქალაქი“- აცხადებს მერი.   

 

 

შეხვედრის დასასრულს, გიორგი ერმაკოვს გერმანელმა სტუმრებმა საჩუქრად თავიანთი კლუბის მაისური და ბურთი გადასცეს. სტუმრებმა კი მერიისგან საჩუქრად სპორტული ქუდები მიიღეს. 

 

 

სასწრაფოდ იყიდება ბინა ავტოსადგურთან

 

ქალაქ ბათუმში, ავტოსადგურთან სასწრაფოდ იყიდება 110 კვ/მ ფართობის საშუალოდ გარემონტებული ბინა. ფასი 55 ათასი აშშ დოლარი.

 

მობ.:  577 252585

         597 019963

გირავდება ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა

 

 

ქალაქ ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გირავდება ევრორემონტითა და ავეჯით უზრუნველყოფილი სამოთახიანი ბინა. ფასი : 25 ათასი დოლარი.

მობ.: 577 252585

         597 019963

ბათუმში უკრაინამ საკონსულო დახურა

 

 

 

 

ალექსანდრე აკიმოვმა საკონსულოს დახურვის მიზეზად უკრაინაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა. 
კონსულმა აღნიშნა, რომ უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლობა ბათუმში სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში გაიხსნება. 

 

 

 

„მინდა მადლობა გადავუხადო კონსულს მუშაობისთვის. ძალიან რთული იქნება ალბათ მის გარეშე უკრაინასთან ურთიერთობა. მისი დახმარებით უკრაინის რეგიონებთან სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობდით. გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის მთავრობამ, კიდევ 20-მდე საკონსულო გაუქმდა და ჩვენი ინფორმაციით ეს უკავშირდება ფინანსურ საკითხებს. შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა და სამომავლოდ როცა გამოსწორდება სიტუაცია უკრაინაში, იმედი გვაქვს განახლდება ურთიერთობა”, – განაცხადა  არჩილ ხაბაძემ.

 

 

არჩილ ხაბაძის განცხადებით, საკონსულოს გაუქმება სირთულეებს შექმნის როგორც ტურისტულ, ასევე ბიზნეს ურთიერთობებში ბათუმსა და უკრაინის ცალკეულ რეგიონებს შორის, რის გამოც სამომავლოდ აუცილებელი გახდება საკონსულოს გახსნა.

 

 

 

ძალადობის მსხვერპლი ქალები „საკუთარ სუფრაზე“

საკუთარი სუფრა. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi
საკუთარი სუფრა. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi

გამოფენა „საკუთარი სუფრა“ – თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 18 ოქტომბერს გაიხსნა. გამოფენის მიზანია შეიქმნას სივრცეში ვირჯინია ვულფისეული „საკუთარი ოთახი“, სადაც იმ ქალების ხმა ისმის, რომლებიც პირადად გახდნენ გენდერული ძალადობის მსხვერპლი.

„ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პოლონელი ანთროპოლოგი, აგნეშკა დუდრაკი ჩამოვიდა საქართველოში და კვლევის ფარგლებში ჩაიწერა ბევრი ინტერვიუ ძალადობის მსხვერპლ ქალებთან. იგი მიხვდა, რომ ინტერვიუები, რომლებიც კვლევისთვის იწერება, რაღაც მომენტში იკარგება, მაშინ როცა საქართველოში  ამ თემაზე დისკუსიის ნაკლებობაა. აგნეშკა დამიკავშირდა და შემომთავაზა, გაგვეკეთებინა რაღაც, რაც ამ თემაზე ლაპარაკის საშუალებას მოგვცემდა. რა თქმა უნდა, ძალიან დამაინტერესა თემამ, რომელიც ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს მხატვარი თამარ ჭაბაშვილი.

თამარ ჭაბაშვილი, მხატვარი. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi
თამარ ჭაბაშვილი, მხატვარი. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi

თამარ ჭაბაშვილი და აგნეშკა დუდრაკი ერთი წლის მანძილზე მუშაობდნენ ერთად,  ამ ხნის მანძილზე სხვადასხვა ასაკისა და სტატუსის ბევრი ქალი ჩაწერეს. ზოგიერთი მათგანი ქმართან ერთად ცხოვრობდა, ზოგიერთიც – თავშესაფარში, თუმცა ყველა მათგანს აერთიანებდა ის, რომ ისინი ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. გამოფენისთვის 20 ქალის ინტერვიუ შეირჩა.

„ეს იყო საკმაოდ რთული, დაძაბული და ძალიან საინტერესო პროცესი“, – იხსენებს თამარი.  „ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, პირველი შემთხვევა იყო, როცა „მასალა“ იყო ადამიანი, რომელსაც აქვს ყოველდღიური და დიდი, დროში გაწელილი პრობლემები. მე მათგან უნდა ამეღო ინფორმაცია და მეთარგმნა ნამუშევარში. აგნეშკასთანაც საინტერესო იყო მუშაობა, რადგან იგი არ არის მხატვარი, მეცნიერული ხედვა აქვს. შევთანხმდით, რომ აგვეღო სუფრის ფორმა. სუფრა, როგორც ფიზიკური, საზიარო სივრცე, სადაც ჩვენ ყველანი ვყოფილვართ და ზოგს წყენა ახსოვს, ზოგს სიხარული… სუფრა ადგილია, სადაც ყველა საკუთარ თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს და ამავე დროს არის თემები, რომლებიც სუფრის ქვეშ რჩება, უხილავია.

მუშაობის პროცესში მივხვდით, რომ ჩვენ, სუფრა, როგორც ფიზიკური აქტი კი არ გვაინტერესებს, არამედ როგორც იდეა, კონცეპტი. ისე ხდება, რომ მსხვერპლი ქალების ნაცვლად თითქმის ყოველთვის სხვა ლაპარაკობს, ჩვენთვის მთავარი იყო, რომ მათ ელაპარაკათ ამაზე, ამიტომ ავიღეთ ამონარიდები ინტერვიუებიდან და ეს ყველაფერი გადავიტანეთ სუფრაზე. სიტყვები, წინადადებები, რომელიც გამოვიყენეთ, ყველასთვის ნაცნობია. მეც კი მუშაობის პროცესში გამიჩნდა ეს განცდა – ეს ხომ ყველამ ვიცით! მაგრამ ჩვენ გვქონდა სწორედ იმის გააზრების მცდელობა, რაც ვიცით. ამოვქარგეთ ვარდისფერ სუფრაზე – „მე არ მინდოდა გათხოვება, მე დიდ სიყვარულზე ვოცნებოდი“. ერთი მხრივ, ეს მილიონჯერ გაგვიგია, მაგრამ ამ წინადადების იქეთ ისმის, რომ ადამიანს მთელი ცხოვრება ამოუტრიალდა. ჩვენ არ გვინდოდა, რაღაც მყვირალა –  ვიღაც მოკვდა და ა.შ. გვინდოდა ყოველდღიურობის ჩვენება, რომელიც სავსეა ძალადობით“.

გამოფენის მოსამზადებლად ორგანიზატორებმა 20 ქალის ინტერვიუ და 24 სუფრა გამოიყენეს და სუფრების საშუალებით ოთახები შექნეს. „ბევრ ქალს გააჩნია ფიზიკური თავშესაფარი, ან მშობლებთან არიან, ან ქმართან, ან თავშეფარაში, მაგრამ მივხვდით, რომ ამ სივრცეში ისინი ხშირად გრძნობენ თავს ცუდად, ამიტომ გადავწყვიტეთ სუფრებით შეგვექმნა ბინა, რომელიც დავყავით ოთახებად; არა ისე, სამზარეულო, მისაღები და ასე შემდეგ, არამედ ქალის განვლილი ცხოვრების ოთახები. მაგალითად, არის „ოთახი“ გათხოვება. ამ ოთახში არის ამონარიდები სხვადასხვა ინტერვიუდან, როგორ მოხდა ეს ამბავი სხვადასხვა ქალის ცხოვრებაში… არის ბავშვობის ოთახი, სადაც სუფრაზე წერია თეთრით თეთრზე, თან ჩანს და თან არ ჩანს“.

„ახლა სადაც ვართ, ეს არის ოთახი, სადაც ქალებმა შეძლეს, გაერღვიათ წრე  და გამოთქვეს თავიანთი სატკივარი“, –  მიხსნის თამარი გამოფენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილას განთავსებულ სუფრასთან, რომელზეც ყველაზე მეტი წარწერაა დატანილი: „ამ ოთახში ხდება მათი გულისტკივილის ამოხეთქვა, მაგრამ რა არის ამის შემდეგ?! კი, გამოთქვი სატკივარი და ახლა გჭირდება დახმარება, სახელმწიფოდან, ორგანიზაციებიდან, დახმარება რომელიც რეალურად არ არის და ყველაფერი ისევ ტრიალებს ერთ წრეზე, ლაბირინთში“. 

საკუთარი სუფრა. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi
საკუთარი სუფრა. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi

სუფრებისგან შექმნილი ბინა-ლაბირინთის ერთ კუთხეში აგნეშკა დუდრაკის ვიდეოინსტალაციაა. დიდ ეკრანზე მხოლოდ ტუჩები ჩანს – 12 ქალი საკუთარი თავის შესახებ ყვება, მათი სახეები არ ჩანს, დამთვალიერებელი მხოლოდ ტუჩებს ხედავს და ესმის ქალის ხმა, რომელსაც დროდადრო ქალაქური სიმღერები ენაცვლება: „მითხარ რად ხარ მოწყენილი“, „კარზე მოდგა შემოდგომა“… „აგნეშკამ გადაწყვიტა გაეკეთებინა მოკლე ვიდეო, სადაც ქალები ისაუბრებდნენ. გამოვიყენეთ ასეთი ხერხი და თან დავესესხეთ სემუელ ბეკეტს, რომელსაც აქვს ასეთი ვიდეო , სადაც ქალი ლაპარაკობს თავის პრობლემებზე და მთელ აქცენტი არის ტუჩებზე. აგნეშკამ  ვიდეოს დაურთო ქალაქური სიმღერები, ამონარიდები სიმღერებიდან, ამის ფონზე ისმის ქალების ხმა, ისინი ყვებიან თავის ისტორიებს“, –  ამბობს თამარი.

გამოფენა „საკუთარი სუფრა“, ბათუმამდე თბილისში, გალერეა „ნექტარში“ გამოფინეს. პარალელურად თბილისში, გალერეაში სხვადასხვა ფილმის ჩვენება და ლექციები იმართებოდა, რასაც ხშირად სტუმრობდნენ ქალები, რომელთა ინეტერვიუებიცაა გამოყენებული გამოფენის მომზადებისას. „მათთვის უცხო იყო ხელოვნებასთან შეხება. ძალიან კრიტიკულები იყვნენ, მათ აწუხებთ კონკრეტული პრობლემები და რა თქმა უნდა, ხელოვნება არ არის ის ფორმა, რომელსაც შეუძლა ეს ყველაფერი ამოხსნას პირდაპირ, მაგრამ ხელოვნებას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და ამაში თავადაც დარწმუნდნენ. ეს ქალები ყველა ღონისძიებაში ერთვებოდნენ, კითხვებს სვამდნენ, მათ რეალურად იგრძნეს, რომ გააჩნიათ ცოდნა, რომელიც მხოლოდ მათ გააჩნიათ და ამიტომაც არიან ძლიერები. ეს არის უშუალოდ მათი გამოცდილებით მიღებული ცოდნა, რაზეც შეიძლება ბევრმა  ექსპერტმა ილაპარაკოს, მაგრამ ეს ყოველთვის იქნება ნათარგმნი, ამიტომაც სჯობს, რომ მათ თავად აიმაღლო ხმა და გაგვიზიარონ ის, რაც მხოლოდ მათ იციან“, – ამბობს თამარი.

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi
ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi

გამოფენა „საკუთარი სუფრა“ მონდრიანის ფონდისა (ნიდერლანდები) და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ-რეგიონალური ბიუროს (საქართველო) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ბათუმის შემდეგ „საკუთარი სუფრა“ თელავში გამოიფინება.    

არჩილ ხაბაძის კომენტარი გამოსახლებულ ეკომიგრანტებზე

 

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

 

 

„აჭარის ბიუჯეტი წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლების შესაძენად თანხას ვერ გამოჰყოფს. ეს აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციებში შედის და ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით.

 

 

 2014 წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 30-მდე სახლის შეძენა უნდა მოხდეს. როგორც ვიცი ღორჯომელაძეების ოჯახი წალკაში 2000 წლიდან ცხოვრობდა და ჩაწერილები არიან იქ, მახარაძეების ოჯახი კი ქობულეთშია ჩაწერილი და წალკაში თვითნებურად წავიდნენ. შესაბამისად, მინისტრის მოადგილე ჩავიდა წალკაში, გაეცნო სიტუაციას და ჩვენ ოპერატიულად გადავწყვეტთ, თუ რა სამუშაოები და რა მიმართულება უნდა იყოს შერჩეული“-აცხადებს ხაბაძე.

 

 

წალკის მუნიციპალიტეტიდან გუშინ ღამით, ორი, ღორჯომელაძის და მახარაძის ოჯახები გამოასახლეს. ისინი ადგილობრივი ბერძნების კუთვნილ სახლებში ცხოვრობდნენ. ხელისუფლება ეკომიგრანტებს სახლების შეძენას რამდენიმე წელია ჰპირდება. 

 

 

გამოსახლების საფრთხის წინაშე, წალკაში ათეულობით ოჯახი დგას.  

სტუდენტები დაშინების პოლიტიკის წინააღმდეგ

 

 

„ალტერნატივას“ საპროტესტო აქცია

 

 

სტუდენტები   აცხადებენ, რომ ისინი აპროტესტებენ  სტუდენტებზე ზეწოლას და სახელმწიფოს მხრიდან კერძო ინტერესების დაცვას, სტუდენტების ინტერესების  ხარჯზე. 

 

 

„გვინდა თსუ-ს სტუდენტებს გამოვუცხადოთ სოლიდარობა გაზგასამართი სადგურის მშენებლობის გამო, რომელიც მათი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შენდება. ეს პროექტი ხელს უშლის საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებას.  მოვითხოვთ, რომ სახელმწიფომ პრიორიტეტად მიიჩნიოს განათლება   და არა კერძო ინტერესები.  ამის გამო, თსუ-ს ერთ-ერთ სტუდენტზეც განხორციელდა ზეწოლაც, მას უთხრეს რომ თუ ამ მშენებლობას კიდევ გააპროტესტებდა, საქმე ცუდად წაუვიდოდა. ჩვენ მოვითხოვთ საქმის ობიექტურად გამოძიებას და სტუდენტების მისამართით დაშინების პოლიტიკის შეწყვეტას“-აცხადებს „ალტერნატივას“ წარმომადგენელი, დიანა ბაუჟაძე.

 

 

სტუდენტების განცხადებით, სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი ნებისმიერი მოქალაქის, ნებისმიერი სტუდენტის უსაფრთხოების:

 

 

„ძალოვანი სამსახურების მხრიდან უნდა შეწყდეს ზეწოლა და სტუდენტური აზრის გამოხატვის შეზღუდვა. ამას ვაპროტესტებთ და და ვუერთდებით თსუ-ს სტუდენტების პროტესტს“-ამბობს  სტუდენტი,  ზურა მელიქაძე. 

Exit mobile version