მისივე ინფორმაციით მდინარის კალაპოტი მოშლილია და სახლებთან ახლოს არის მისული.
ადგილობრივები მდინარის კალაპოტის მოწესრიგებაში დახმარებას მთავრობას სთხოვენ.
ბათუმელები
მისივე ინფორმაციით მდინარის კალაპოტი მოშლილია და სახლებთან ახლოს არის მისული.
ადგილობრივები მდინარის კალაპოტის მოწესრიგებაში დახმარებას მთავრობას სთხოვენ.

როგორც ბესკ ბაუჩაძემ”ბათუმელებს” უთხრა, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, თოვლში ჩარჩენილი ავტომანქანები გოდერძის უღელტეხილიდან გამოყვანილია.
მისივე ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე ათ სანტიმენტრამდე თოვლია.
გამგებელი ამბობს, რომ მუნციპალიტეტში სოფლებთან მისასვლელი გზებზე მოძრაობა არ შეზღუდულა. მისივე ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით არც მეწყრული კერები არ გაჩენილა.

მერი ქაჯაია – რეპრესირებული
„იმ დროს სოფელ ორცვაში ვცხოვრობდით. მამაჩემი, მუსა ქაჯაია კოლმეურნეობაში ბუღალტრად მუშაობდა. 1937 წელს თავის ბიძაშვილებთან ერთად დაიჭირეს. ზუსტად არ ვიცით სასჯელს სად იხდიდა, მაგრამ როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ციმბირში გაუსახლებიათ.
ჟანდარმები მუსა ქაჯაიას სახლში შუაღამით შევიდნენ. „ყველაფერი ააყირავეს და რაც მამას ეკუთვნოდა, წაიღეს. ასე დარჩა დედა მარტო. არც ჩვენ გვქონია ბავშვობა, ჩვენი „სათამაშო“ ბარი, ცელი და თოხი იყო. პატარები ვიყავით, მაგრამ ფიზიკურად ვმუშაობდით. თამბაქო, ვენახი, საქონელი და ბოსტანი – ყველაფერი დედის მხრებზე იდგა. ჩვენც ვცდილობდით საქმე შეგვემსუბუქებინა მისთვის. მამის დაჭერაზე თითქმის არ ვსაუბრობდი, მაგრამ როცა ძალიან დავიღლებოდი, ტყიდან შეშის ზიდვით ან რაიმე მძიმე საქმით, მაშინ ვლანძღავდი ხოლმე მათ ვინც მამა წაგვართვა“.
იმ დღის შემდეგ მერი ქაჯაიას ოჯახს მამისგან არანაირი შეტყობინება არ მიუღია.
„თბილისში რომ გავგზავნე განცხადება, იქედან მომწერეს, ციმბირის ჰავას ვერ გაუძლო და იქ გარდაიცვალაო. სახლში არც მასთან ერთად დაკავებული ბიძაშვილები დაბრუნებულან. ისინიც, როგორც გვითხრეს, ციმბირში გარდაიცვალნენ.
წლების წინ, როცა ჩემი რძალი საავადმყოფოში მუშაობდა, იქ შეხვედრია ერთ კაცს, რომელიც ციმბირში ათი წელი იხდიდა სასჯელს და მას უთქვამს, რომ მამაჩემს იცნობდა. ჩემი ძმის გაცნობაც მოუსურვებია, მაინტერესებს, ისიც მამასავით კარგი კაცია თუ არაო. მაშინ ჩემი ძმა ქალაქის რაიკომის მდივანი იყო. სამწუხაროდ, ეს კაცი ჩემს ძმასთან შეხვედრამდე გარდაიცვალა და ეს ბოლო შესაძლებლობაც დავკარგეთ“, – ამბობს მერი.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. მერი ქაჯაიას ოჯახი მეორედ გახდა რეპრესიების მსხვერპლი: „ამჯერად ჩემი ბიძაშვილი და მისი ოჯახი, პატარა ბავშვებით გადაასახლეს ყაზახეთში, მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდნენ. მიზეზი არც ახლა იყო ნათელი, ამბობდნენ, რომ თურქეთში გადადიოდნენ და ამის გამო. ჩემი ბიძაშვილი უსუფ ქაჯაია კარგი მომღერალი იყო და იმ დღეებში მოსკოვშიც აპირებდნენ მიწვევას, მაგრამ ასე მოხდა“.
მერი ქაჯაია ამბობს, რომ ადამიანების უსამართლოდ დასჯა ყველაზე დიდი ბოროტებაა: „განა შეიძლება ადამიანები მტკიცებულებებისა და ბრალის გარეშე დაიჭირო? ვინ რას მოიგებს ამით? მხოლოდ ძალადობა და სიძულვილი შეიძლება გააძლიერო. არც საბჭოთა ხელისუფლებას მოუგია რამე… ყველა ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს ნორმალურ ოჯახურ გარემოში, მშობლების მზრუნველობისა და სიყვარულის ქვეშ, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ წამართვა მე ეს უფლება, მამას კი სიცოცხლე მოუსპო“.



ჩაიხერგა მუნიციპალურ ცენტრთან დამაკავშირებელი გზა ზესოფელში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე სოფელ ზვარესთან მეწყერი აქტიურდება.
ქედის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით შემთხევევის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდა-გასუფთავება ჩამოსული მასისგან.
ქედის მაღალი ზონის სოფლებში ამ დროისთვის თოვს.
ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც სამაშველო სამსახური უკვე მეორე დღეა ეძებს, საქონლის მოსაძებნად იყო წასული. მამაკაცს ახლდა ძაღლი, რომელიც ადიდებულ მდინარეში გადახტა.

ფოტოს ავტორია როინ გუნდაძე.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით ქობულეთში, სოფელ აჭყვაში ზვავი ჩამოწვა, გარდა ამისა წვიმის დროს დაიბორა ერთი სახლი. ადგილზე უკვე მუშაობა დაასრულეს სახანძროს სამსხაურის თნამშრომლებმა, საგანგებო სამსახურის ცნობით მათ წყალი ამოტუმბეს.
სამაშველოს ინფორმაციით მეწყერია ჩამოწოწლილი ქედის მუნციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, მათ შორის ზვარეში ერთ-ერთ სახლთან ახლოს.
ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც სამაშველო სამსახური უკვე ორი საათია ეძებს, საქონლის მოსაძებნად იყო წასული. მამაკაცს ახლდა ძაღლი, რომელიც ადიდებულ მდინარეში გადახტა.
ადიდებულ მდინარეში ინსტიქტურად გადაეშვა მამაკაციც. გამგებელი ამბობს, რომ მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ მდინარის მიერ გატაცებულ მამაკაცს.
სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ძლიერი ქარმა ქალაქ ქობულეთში მოგლიჯა ხე.
გამგებელი ამბობს, რომ ამ დროისთვის ქობულეთში, თბილისის ქუჩაზე უკვე მორჩნენ ხისგან გადაკეტილი ქუჩის გაწმენდას და მოძრაობა აღდგენილია.
ქობულეთის გამგებლის ინფორმაციით, სტიქიამ ჩაქვის დასახლებაში სახურავი ახადა ერთ სახლსაც.

დავით სალაძე
ბატონო დავით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დამფუძნებლები და 50/50- პროცენტიანი წილის მფლობელები რუსეთის მოქალაქეები – სერგეი დავიდოვი და მელიტონ ტორჩინავა არიან. ვინ არიან კომპანიის მფლობელები და რატომ გადაწყვიტეს აჭარაში სამშენებლო ბიზნესში კაპიტალდაბანდება?
„დიეს გრუფის” დამფუძნებელი არის სერგეი დავიდოვი. მელონ ტორჩინავაზე ძალიან მოკლედ შემიძლიათ გითხრათ, მალე სერგეი დავიდოვი იქნება ასპროცენტიანი წილის მფლობელი. დაფუძნებამდე გვქონდა რამდენიმე კომპანია, მათ შორის სავაჭრო ცენტრი „მოსკოვი” (ძველი უნივერსამის შენობა). „უნივერსამის” ერთ-ერთი დამფუძნებელი არის სიმონ დავიდოვი, სერგეის ბიძა და მეორე – მარინა დავიდოვა, სერგეი დავიდოვის შვილი. სერგეი დავიდოვი დაბადებულია ბათუმში, 14 წლამდე იზრდებოდა აქ, შემდეგ მშობლები გადავიდნენ რუსეთში, მოსკოვში. სერგეი 2008 წელს ჩამოვიდა რუსეთიდან საქართველოში და სამწუხაროდ დაემთხვა ომი. მაგრამ ამას არ შეუშინდა, რადგან ძალიან დიდი ცვლილებები ნახა ბათუმში და გადაწყვიტა, აქ ბიზნესი დაეწყო.
რა ბიზნესითაა დაკავებული რუსეთში?
ბატონი სერგეის ოჯახი რუსეთში ფლობს კომპანია „ჟიგულის” 50-პროცენტიან წილს, საოჯახო ბიზნესი აქვთ. ძირითადად მუშაობენ ნავთობზე, ბენზინგასამართი სადგურები აქვთ თავისი ინფრასტრუქტურით, რაც ახლავს ბენიზგასამართ სადგურებს – სამრეცხაო, საბურავების მონტაჟი-დემონტაჟი და ასე შემდეგ. პლუს ამას აქვს ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ეს უკვე პირადად მისი ბიზნესია.
აჭარაში არაერთი სამშენებლო კომპანიაა ბაზარზე, მათ შორის კომპანიები, რომელთაც აქვთ მუშაობის უკვე მრავალწლიანი გამოცდილება, კონკურენცია სამშენებლო ბაზარზე არის. რატომ გადაწყვიტეთ აქ კაპიტალდაბანდება?
ბატონი სერგეი მეგობრული სიტუაციიდან გამომდინარე მე დამეყრდნო, ეს ჩემი იდეა იყო. ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ და ამიტომაც დავიწყეთ ეს საქმე. ყველა ბიზნესში, გინდათ მშენებლობა იყოს ეს ან სხვა რამ, ძირითადი პრინციპი უნდა იყოს გულახდილობა და თანადგომა. უშეცდომო არავინ არ არის.
რა არის თქვენი კომპანიის უპირატესობა, რატომ უნდა მოვიდეს მომხმარებელი თქვენთან?
საწყის ეტაპზე მინდოდა გაგვეკეთებინა წინადადება ახალგაზარდა ოჯახებისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია ნაქირავებში თანხის გადახდა. გათვლა გვქონდა სწორედ ასეთ ოჯახებზე და მოვამზადეთ წინადადება – სამწლიანი უპროცენტო განვადება, წინასწარი შენატანის გარეშე, რომ საშუალო ხელფასის მქონე ადამიანებს შეძლებოდათ ბინის ყიდვა. ამ გათვლით დავიწყეთ და 500 ბინა ჩვენ მოკლე ხანში აღარ გვქონდა. მომხმარებელიც ხედავს იმ უპირატესობას, რაც ჩვენს კომპანიას აქვს. არავინ არ მინდა შევურაცხვყო, მაგრამ არის ბევრი მშენებლობა, რომელიც მუშაობს ასე – გაყიდა ბინა 30-პროცენტიანი ან 100-პროცენტიანი შენატანით, გარკვეული სამუშაოები ჩაატარა და გაჩერდა, რადგან ელოდება ბინების გაყიდვას. როცა ადამიანი მოდის და ხედავს, რომ მშენებლობა სწრაფად მიდის, ნდობის მომენტი მეტია. წელს, 20 ივნისს, გვქონდა მშენებლობის გახსნა, მხოლოდ შენობის საძირკველი იყო და დღეს დაისხა მეშვიდე სართულზე იატაკი. ჩვენ ვიმუშავეთ ხალხზე და არა იმაზე, რომ ერთი ბინიდან ზემოგება მიგვეღო.
რა ღირს ერთი კვადრატული მეტრი თქვენს აშენებულ სახლებში?
პირველ ეტაპზე 380 დოლარად გავყიდეთ კვადრატული მეტრი, უპროცენტო განვადებით და შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ 99 პროცენტი გაიყიდა 400 დოლარად სამწლიანი განვადებით, პირველადი შენატანის გარეშე.
სამომავლოდ ფასი შენარჩუნდება თუ გაიზრდება?
იმავე ფასებს შევინარჩუნებთ. აჭარის გზატკეცილზე, ტბელ-აბუსერიძის ქუჩაზე, სადაც ჩვენი 46-სართულიანი კორპუსი შენდება, მის გვერდით არის შენობა, რომელიც კატასტროფულ მდომარეობაშია. ამ სახლის დემონტაჟს ვაპირებთ, დროებით საცხოვრებლად გადაგვყავს ხალხი გვერდით შენობაში და ამ ადგილას 50 ათას კვადრატულ მეტრზე დავიწყებთ მშენებლობას, სადაც იმავე პრინციპით გაიყიდება ბინების ნაწილი. სავარაუდოდ, ახალი წლიდან დაიწყება აქ მშენებლობა, პროექტი უკვე გამზადებულია.
როგორც ვიცით, ყოფილი უნივერსამის ტერიტორიაზე აპირებთ მშენებლობის დაწყებას. აქ რა აშენდება?
ეს იქნება დაახლოებით 16-17-სართულიანი შენობა, ჯერ ზუსტად არ ვიცით. გვინდა, რომ პირველ-მეორე სართულზე იყოს დიდი სავაჭრო ცენტრი და ზემოთ, დამოუკიდებელი შესასვლელით იქნება საცხოვრებელი კორპუსი.
სავაჭრო ცენტრში დასაქმებული ადამიანების გადაყვანას სად გეგმავთ?
სავაჭრო ცენტრში ოთხი წელი ვმუშაობდი, დირექტორი ვიყავი და ვიცი რა პრობლემებია აქ, ძალიან ძველი შენობაა, რამდენჯერმე გვინდოდა დემონტაჟი დაგვეწყო, მაგრამ მოვაჭრეების მოთხოვნას ვითვალისწინებდით, ამ ხალხი გამოყვანა ვერ მოვახერხეთ, რადგან ბევრს ბანკის ვალი აქვს, აქ მუშაობით არჩენენ ოჯახს, ამიტომ მათ შევთავაზეთ უფრო კომფორტულ, დაცულ გარემოში იმუშაონ და მოხდება შენობის დემონტაჟი, სავაჭრო ცენტრი კი გადავა ახალ შენობაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც 6 000 კვადრატული მეტრი კეთილმოწყობილი ფართობი იქნება, ექსკავატორებით, ისე, როგორც პლაზაშია.
ხშირად ყიდულობენ თქვენს აგებულ სახლებში ბინას უცხოელები?
თავიდანვე ჩვენ გათვლა გვქონდა არა ტურისტებზე, არამედ ადგილობრივ მოსახლეობაზე და ასეც მოხდა. სამი პროცენტი თუ იქნება უცხოეთის მოქალაქეების. მყიდველების დაახლოებით ათი პროცენტი თბილისელია, დანარჩენი – სენაკი, ოზურგეთი, ქუთაისი და უმეტესობა ბათუმელები, 50 პროცენტზე მეტი. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, სადაც დასრულებული სახლია, მყიდველების 20 პროცენტია ბათუმელი, დანარჩენი უცხოელია. ეს ხდება ფასიდან გამოდინარე, რადგან ცენტრში უფრო ძვირი ღირს ბინები. მიწის ნაკვეთიდან იწყება ფასის კალკულაცია და ცენტრში მიწის ფასი უფრო მაღალია, თან სამშენებლო რეგულაციები არ მაძლევს საშუალებას, ავაშენო მაღალსართულიანი სახლი, თორემ ბინების განლაგება და სამშენებლო მასალები ყველაგან ერთი და იგივეა.
უცხოელებიდან რომელი ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ ბინებს ყველაზე ხშირად?
ჩვენთან ძირითადად რუსეთის მოქალაქეები ჭარბობენ.
როგორ აფასებთ საქართველოში, აჭარაში, ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობას? რა მიმართულებებით არის პრობლემები და რა არის საჭირო ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად?
ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, ბიზნესი სხვა სფეროა, ეს ისეთი კითხვაა, რომელიც ცოტა პოლიტიკურში გადადის, ნამდვილად არ მინდა ვინმე ვაძაგო და ვინმე ვაქო. ეს კითხვა დავტოვოთ ღიად.
თქვენი აზრით, რატომ უჭირთ ბიზნესმენებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? განვითარებულ ქვეყნებში არაერთი ბიზნესმენი ღიად გამოხატავს თავის პოლიტიკურ სიმპათიებს…
ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ირეოდეს ჩვენისთანა ქვეყანაში. სადაც სტაბილურად მიდის ყველაფერი, იქ შეიძლება ადამიანმა რაღაც არჩევანი გააკეთოს, მაგრამ მე ერთს ვიტყვი, ბიზნესისთვის მთვარია არა პოლიტიკური ცვლილება, არამედ მშვიდობა, რომ არ იყოს ომი და კრიმინალი, რომ ბიზნესი განვითარდეს. სხვა მხრივ პოლიტიკურ გარემოს რაღაც მხრიდან ყოველთვის მოევლება.
მსხვილ კომპანიებს ხშირად აქვთ სხვადასხვა სოციალური პროექტი, რაც ხაზს უსვამს მათ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას. “დიეს გრუფს” თუ აქვს მსგავსი პროექტები ან თუ გეგმავთ სამომავლოდ მუშაობას ამ მიმართულებით?
დაგვიფინანსებია სხვადასხვა პროექტი, მაგრამ ეს სერგეის ჯიბის თანხით ხდებოდა. მას არ უნდა ისე გამოვიდეს, რომ თითქოს, აი, რაღაცას საჩვენებლად აკეთებს. ეკლესიის აშენება უნდოდა საჩუქრად ქალაქისთვის, მიწა მიგვითითეთ და მიწასაც ჩვენ ვიყიდოთო. ძალიან მორწმუნეა. მონაწილეობდა სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებულ პროექტებში, სათნოების სახლთან და ასე შემდეგ. ბევრ რამეს აკეთებს, რასაც არ ახმოვანებს.
სამომავლოდ ხომ არ გეგმავს „დიეს გრუფი” სხვა მიმართულებითაც განვითარებას?
გვაქვს გლობალური პროექტები, რომლის შესახებაც ინფორმაციის გახმაურება ჯერჯერობით არ მინდა. ამ პროექტების განხორციელება ბათუმშია დაგეგმილი. გვინდა პროექტი სიურპრიზის სახით, თავისი სარეკლამო რგოლით გამოვიდეს, ეს მოულოდნელი იქნება არამარტო ბათუმისთვის, არამედ საქართველოსთვის. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ქალაქის მიყრუებული ადგილი აყვავდება.
გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული მეორადი სამშენებლო მასალების გადაზიდვა-დასაწყობება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული დროებითი ღია სასაწყობო მეურნეობებიდან ბათუმის მერიის საწყობში.
“ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ დასაწყოებულ ქონებას ქალაქის თვითმართველობა უსასყიდლოდ გასცემენ.
მაგალითად, ბათუმის საკრებულოს განკარგულებებით საქართველოს საპატრიარქოს გასულ წელს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა 175 ათასი ლარის მეორადი სამშენებლო და სხვა დამხმარე მასალები:
კრამიტი (მეორადი) 15 356 ცალი (ღირებულებით 7 678 ლარი); კრამიტი (ახალი) 35 004 ცალი, ღირებულებით 67 898 ლარი; ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილები (სხვადასხვა სახეობის) 20 911 ცალი (10 414 ლარის); ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილა (ექვსკუთხედი) 390 კვ/მ (5 460 ლარის);
ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილა (ფოთლის ფორმის) 800 კვ/მ (11 200 ლარის); დეკორატიული სანათი 140 ცალი (53 200 ლარის); გარე განათების სანათი 16 ცალი (2 720 ლარის); გარე განათების ბოძი (ორ რქიანი) 8 ცალი (2 160 ლარის); ბუნებრივი გრანიტის ფილა 18 კვ/მ (1 366 ლარი); საბაღე სკამი 56 ცალი (7 844 ლარის); საყვავილე 10 ცალი (1 450 ლარის); ტროტუარის ბორდიური 335 ცალი (3 350 ლარის); სანაგვე ურნა 5 ცალი (300 ლარის).
როგორც ბათუმის საკრებულოს განკარგულებებიდან ირკვევა, აღნიშნულ მასალებს ბათუმში მშენებარე ეკლესიებისთვის წერილებითა და განცხადებებით ითხოვდნენ შემდეგი სასულიერო პირები და დაწესებულებები: საქართველოს საპატრიარქო; წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა მარკოზი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანი, მღვდელი იოანე ბარამიძე; წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა სერგი; ამავე ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი პეტრე აბჟანდაძე; თამარ მეფის სახელობის ტაძარი; ბათუმის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა; აჭარაში წამებულთა სახელობის ტაძრის მღვდელი იოანე; მირქმის სახელობის ტაძრის მღვდელი დავითი;
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით შარშან მეორადი მასალები უსასყიდლოდ გადაეცა ასევე ბათუმის საზღვაო აკადემიას (ღირებულებით 9 262 ლარი) და თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტმენტის აჭრის რეგიონალურ სამმართველოს (1 200 ლარის ფილა).

წინათ ნამდვილად შეიძლებოდა ჩვენს კოპწია, მშობლიური ქალაქისთვის ბულვარი გეწოდებინა, მართლაც ბაღნარს ჰგავდა: უნიკალური ჯიშის ხეები, ეგზოტიკური ბუჩქები და ნარგავები, ყვავილნარში ჩაფლული ქუჩები, კოხტა, ლამაზი სახლები, წვიმის დროსაც სუფთა, ქათქათა ქუჩები…
ბოლო ათეულ წლებში გაჩაღებულმა და დღესაც რომ ბოლო არ უჩანს, უგეგმო და უხარისხო მშენებლობებმა მთლიანად შეცვალა ქალაქის იერსახე, გაქრა ევროპული ტანდემი, არც თანამედროვე-ძველებური, არც აზია-ევროპა, რაღაც გაურკვევლი ბაროკო-მაროკოს სტილი, მხოლოდ პირადი ახირებით და “გემოვნებით”. დაირღვა ერთობლიობა, არქიტექტურულად დახვეწილ სახლებს შორის უსახური მაღლივი საცხოვრებლი კორპუსებია მიყრილ-მოყრილი, დაუნდობლად, ძირფესვიანად ჭრიან ასწლოვან ხეებს, იკაფება ნარგავები, ყვავილოვანი გაზონები ფილებით იფარება, ჰაერში ცემენტისა და გაჯის ბუღი დგას, მოსახლეობასთან ერთად ბუნებასაც არ ინდობენ. სად დაიბადნენ, სად გაიზარდნენ ასეთი სულის ადამიანები? ბუმერანგის ბზრიალიც გაიხსენონ, ყველა ქმედებას უკუქმედება მოჰყვება.
მსოფლიოს ყველა ქალაქის ცენტრი სანახაობრივ მუზეუმადაა ქცეული. კატეგორიულად იკრძალება სახლების ნგრევა და შენება, მხოლოდ კარგად გათვლილი რესტავრაცია, შენობების მოვლა-პატრონობა. მაღლივი კორპუსები გარეუბნებში შენდება.
ბათუმი არ იყო მხოლოდ გასართობი და საკურორტო ქალაქი, მაღალ დონეზე განვითარებულ სამრეწველო პოტენციალთან ერთად, კულტურის ცენტრი გახლდათ დასავლეთ საქართველოში. ასიათასობით ადამიანი იყო დასაქმებული. გაუქმდა ორგანიზაციები, დაინგრა შენობები, ჯერი კულტურულ კერებზეც მიდგა, ხალხი დღესაც გაოგნებულია. მრავალი წელი კინოთეატრიც არ არსებობდა, ერთი ახლა ძლივს აღადგინეს.
ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს კინოთეატრებში, კულტურის სახლებში, რომლებიც მრავლად იყო ქალაქში, პრემიერები ეწყობოდა, სულ ანშლაგი იყო…
კოხტად მორთულ-მოკაზმული ბათუმელები სამსახურის შემდეგ, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად, დადიოდნენ კინოში, სეირნობდნენ ბულვარში, ქალაქი სავსე იყო უიაფესი კაფეებით, ქუჩები სავსე იყო მხიარული ხალხით.
ახლა ქუჩებში კანტი-კუნტი გამვლელია, სამაგიეროდ მომრავლებული ავტომობილები სეირნობენ ქუჩებსა და ტროტუარებზე.
ბათუმელები ცოტანი დავრჩით, მიმოიფანტნენ, ზოგი სად და ზოგი სად, ერთმანეთი უკვე ნათესავები გვგონია, შეხვედრა და ნახვა გვიხარია.
მინდა ყველამ ვისეირნოთ ჩვენ ქალაქ-ბულვარში მიუხედავად დროისა და სეზონისა, ისევ ჩვენ უნდა მივხედოთ და მოვუაროთ, შევინარჩუნოთ ის მაინც, რაც დაგვიტოვეს ჩვენი ქალაქიდან.

მისაწოდებელი ავტომობილი უნდა იყოს ახალი, 2013-2014 წლებში გამოშვებული, ექსპლუატაციში
არ მყოფი, განბაჟებული, ფერი შეთანხმებით.
მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში და კონდიციონერი უნდა ჰქონდეს. მოთხოვნების ჩამონათვალშია უსაფრთხოების ბალიშები, 120 ცხენის ძალა და მოცურების საწინააღმდეგო სისტემა.
აჭარის უმაღლესი საბჭო სატენდერო კომისიის წევრის, პლატონ მანჯგალაძის განმარტებით, 46 375 ლარი ავტომანქანის ყიდვას და ერთი წლის განმავლობაში საწვავსა და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდება.
როგორც მან “ბათუმელებს” განუმარტა, ავტომანქანის ღირებულება ოცი ათასი დოლარი, ანუ 35 ათასი ლარის ფარგლებშია. სატენდერო კომისიის წევრის განმარტებით, ეს იქნება უმაღლესი საბჭოს მორიგე მანქანა და მას კონკრეტულად რომელიმე დეპუტატი ან აპარატის თანამშრომელი არ გამოიყენებს.
სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი კოდექსში ზუსტად ასეა განმარტებული: “თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.”
გოგონას მშობლები და ძმა გუშინ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდნენ, რომ გარდაცვლილს ოჯახური პრობლემები ჰქონდა, მათი მტკიცებით, მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო და ამის შესახებ პოლიციასაც აცნობეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა პოლიციას 2008 წელს მიმართეს. სამინისტროში განმარტავენ, რომ გოგონა მაშინ დაკითხეს და ის ძალადობაზე არ საუბრობდა. დაკითხვის ოქმებში საუბარია ოჯახურ კონფლიქტზე.
შს სამინისტროს ცნობით, ოჯახები მაშინ მორიგდნენ და მას შემდეგ პოლიციისთვის აღარ მიუმართავთ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გუშინ 23 წლის ქალი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.

თეოლოგის მაგისტრი და ფემინისტური მისიოლოგიის სპეციალისტი თინა მეგრელიძე, პოსტ-საბჭოთა სივრცესა და მართლმადიდებულურ თეოლოგიაში ქალთა საკითხებზე მუშაობს.
დღევანდელი ლექცია ქრისტიანობაში ქალისა და კაცის თანასწორობას ეხებოდა. ლექციაზე თანასწორობის იდეა წარმოჩენილი იყო მართლმადიდებლური თეოლოგიის მიხედვით და განხილული იყო მაგალითები, რომლებიდანაც გამომდინარეობს პრაქტიკაში არსებული არათანასწორი დამოკიდებულება ქალებისადმი.
“ლექცია ამტკიცებს, რომ სწორედ იესო ქრისტე იყო პირველი, ვინც პატრიარქალური დამოკიდებულებები შეცვალა ქალების მიმართ, რაც არაერთხელ არის ხაზგასმული სახარებაში, შემდგომში კი ასახულია მართლმადიდებლურ დოგმატიკასა და სწავლებაში” – ამბობს თინა მეგრელიძე.



ბათუმში ყინულის სასახლე 2007 წლიდან ფუნქციონირებს. ყინულის მოედანი ლადო ასათიანის #27-ში მდებარეობს. თავდაპირველად მოედანი გოგებაშვილის ქუჩაზე იყო განთავსებული, მეორე მოედანი კი – ბულვარის ტერიტორიაზე. სამი წლის წინ ორივე დიდი და პატარა მოედანი ასათიანის ქუჩაზე გადაიტანეს და გააერთიანეს ბათუმის სპორტულ ახალგაზრდულ ცენტრში. პატარა მოედანი სხვა სპორტული სახეობებისთვის გადააკეთეს. იქ მოციგურავეები ფიზიკურ მომზადებას გადიან. შვიდი წლის მანძილზე ფიგურული სრიალი სამოყვარულო დონიდან სპორტულ სახეობამდე განვითარდა და დღეს 16 სხვადასხვა ჯგუფია ჩამოყალიბებული, როგორც სამოყვარულო, ასევე სპორტული.
სეზონი ორი თვის წინ დაიწყო. როგორც ცენტრის ადმინისტრაციაში ამბობენ, წელს ფიგურულ ციგურაობაზე 200-ზე მეტი ბავშვი მივიდა. შვიდი წლის მანძილზე ფიგურულ ციგურაობაში პირველი თაობა აღიზარდა: მარი გოგელიძე, ანა შაქარიშვილი, თემურ დავითაძე, ნიკა გაბაიძე, ზალინა გორგილაძე, თამუნა ლომაძე. ისინი ახლა 14-15 წლისანი არიან.
„მათ ჰქონდათ გარკვეული წარმატება,იყვნენ აჭარისა და საქართველოს პრიზიორები. შეეძლოთ უფრო დიდი წარმატებისთვისაც მიეღწიათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გავიყვანეთ ეს ბავშვები საზღვარგარეთ – არ იყო მაგის საშუალება. ამის გამო ეს თაობა დავკარგეთ. ისინი ახლა უნივერსიტეტში სასწავლებლად ემზადებიან. თუმცა მწვრთნელობაზე ოცნებობენ და სამომავლოდ ფიგურული ციგურაობის განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანია“,- გვეუბნება ტრენერი და აჭარის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლია ნაკაიძე.
ლია ნაკაიძე ამბობს, რომ სამოყვარულო დონე სამწლიანია, რის შემდეგაც მოსწავლეები გამოცდებს აბარებენ და მონაცემების მიხედვით ძლიერ ჯგუფებში ნაწილდებიან. ამიტომ გარდა სამოყვარულო ჯგუფებისა ჩამოყალიბებულია სინქრონული გუნდი (11 მოციგურავე), საკონცერტო დასი (14 მოციგურავე), პატარების მოსამზადებელი ჯგუფები (10 მოციგურავე).
სინქრონული გუნდი ფიგურულ ციგურაობაში ახალი სახეობაა, რომელიც განვითარების 20 წელს ითვლის. ლია ნაკაიძე ამბობს, რომ სტანდარტული ყინული ბევრი მიმართულბით მუშაობის საშუალებას იძლევა. სწორედ მან ჩამოაყალიბა ბათუმში პირველად სინქრონული ცეკვის გუნდი. გუნდი ერთნაირ ილეთებს აკეთებს სინქრონულად და სანახაობრივად მიმზიდველია. სინქრონული გუნდი გამოდის როგორცმოკლე, სამწუთიანი, ასევე თავისუფალი პროგრამით.
ლია ნაკაიძის გარდა ფიგურულ ციგურაობას კიდევ ოთხი ტრენერი ასწავლის – ინგა ბუთიკაშვილი, ლელა ჩოფიკაშვილი, ნუგზარ ჯანჯალაშვილი და სესილი ბერძენიშვილი.
„ლამაზი სპორტია. ჯანმრთელობისთვის უნიკალურია. თავიდანაც ფიგურული ციგურაობის მიზანი ბრონქული დაავადების მქონე ბავშვების დახმარება იყო. ამიტომაც თავდაპირველად, როცა ყალიბდებოდა ეს იყო გასართობი ცენტრი, მერე წამოვიდა მოთხოვნა და დღესდღეობით განვითარების ეტაპზე ვართ. მე თვითონ ხუთი წლიდან დავიწყე ფიგურული სრიალი თბილისში. მერე მოგვიწვიეს მე და ნუგზარ ჯანჯალაშვილი. ორნი ვიყავით, მაგრამ ბოლო სამ წელიწადში ბავშვების დიდი ნაკადის გამო ორი ტრენერი ვეღარ ვწვდებოდით და სამი ტრენერი დაგვემატა. ყოფილი მოციგურავეები ვართ“, – გვითხრა ლია ნაკაიძემ.
ბათუმის მერიის მხარდაჭერით ფედერაციამ შეიძინა ციგურები, წელს პირველად დაამონტაჟეს გასახდელები. ლია ნაკაიძე ამბობს, რომ აქამდე ბავშვები ტრიბუნებზე ფარდის წინ იცვლიდნენ ტანსაცმელს. ფედერაციას სპორტული სამსახურების მხარდაჭერის იმედი აქვს.
ლია ნაკაიძე: „თებერვალში ვენაში, იანვარში ესტონეთის ქალაქ ტარტუში და 23-26 აპრილს პარიზში არის ისუს (ISU – International Skating Union) სასწავლო-საწვრთნო ტრენინგები. გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ მონაწილეობა. შარშან პირველად ჩავატარეთ აჭარის თასი, სპორტსმენები მოწვეული გვყავდა ქუთაისიდან, თბილისიდან, სომხეთიდან. ხარჯები მთლიანად აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა გაიღო. დეპარტამენტი გვეხმარება და გაგვიზარდა დაფინანსება. წელს პირველად გავიყვანეთ ბავშვები ზაფხულის შეკრებაზე ბორჯომის სოფელ ცემში, სადაც მოწვეული გვყავდა უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები. 22 ნოემბერს დაგეგმილი გვაქვს აჭარის თასის გათამაშება. ვინც ამ ღონისძიებებზე წარმატებით გამოვა, ის თავის მასწავლებელთან ერთად აგვისტოში გაემგზავრება გერმანიაში ისოს საერთაშორისო ტრენინგზე.“

ფიგურული ციგურაობის სწავლების საფასური 20 ლარია თვეში. ბათუმის საკრებულოს თავჯდომარის ბრძანებით მოქმედებს სოციალური პაკეტები, ანუ ფიგურული ციგურაობის სწავლება უფასოა სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრისთვის; დედ-მამით ობოლი ახალგაზრდებისთვის; მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისთვის (18 წლამდე); მარტოხელა დედების ბავშვებისთვის (18 წლამდე); საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახის ბავშვებისთვის; ბრონქიალური ასთმით დაავადებული ახალგაზრდებისთვის; მარჩენალდაკარგული ოჯახის ბავშვებისთვის (18 წლამდე). ასევე თანამშრომლობის საფუძველზე სპორტულ ახალგაზრდული ცენტრი უფასოდ და ფასდაკლებით ასარგებლებს მოედანს სპორტული ფედერაციებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ამჟამად ცენტრი ფიგურულ ციგურაობაში ახალ თაობას ზრდის. ისინი შვიდნი არიან – ანადეა გულბიანი-შმიდტი, ილია გოგიტიძე, ინგა ფუტკარაძე, ნატალია ლომინეიშვილი, ნუცა მახაჭაძე, ეკატერინე იაზადჯი, ლიზი პაქსაძე. მათგან ყველაზე უმცროსი შვიდი წლის ეკატერინე იაზადჯია.
„უკვე წამოვიდა ახალი თაობა. შარშან ისინი ბუდაპეშტში გვყავდა. ახლაც ფედერაცია და სპორტულ ახალგაზრდული ცენტრი გეგმავს, ბავშვები გავუშვათ საერთაშორისო ტურნირებზე, მწვრთნელები კი – ტრენინგებზე. ეს აუცილებელი პირობაა, როგორც სპორტსემენების სწავლებისთვის, ასევე ადგილობრივი ტრენერების განვითარებისთვის,“ – ამბობს ლია ნაკაიძე.
ფიგურული სრიალი ბიჭებს ნაკლებად აინტერესებთ. თუმცა ლია ნაკაიძე ამბობს, რომ წელს მათი რიცხვი გაიზარდა და 200 ბავშვიდან 80 ბიჭი დადის. მათი უფრო მეტი დაინტერესებისთვის აპირებენ ჰოკეის გუნდის ჩამოყალიბებას, თუმცა იმის გამო, რომ ჰოკეის ინვენტარი ძვირია, ეს დღემდე ვერ შეძლეს.
10 შვილიანი ოჯახის ყველაზე პატარა წევრი 5 თვისაა.
მრავალშვილიანი ოჯახისთვის პროდუქტები საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ შეიძინა.
პირველი ტური, 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარდება შემდეგ საგნებში:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა – VII; VIII; IX; X; XI-XII კლასები;
ბ) ინგლისური ენა – VII; VIII; IX; X; XI-XII კლასები;;
გ) მათემატიკა – VII; VIII; IX; X; XI-XII კლასები;
დ) ფიზიკა – IX; X; XI-XII კლასები;
ე) ქიმია – X; XI-XII კლასები;;
ვ) ბიოლოგია – IX; X; XI და XII კლასები;
რუსული სექტორის მოსწავლეებისთვის ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ოლიმპიადა ჩატარდება რუსულ ენაზე.
2014 წელს საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის სულ დარეგისტრირდა 13937 მოსწავლე. მათ შორის: ქართულ ენასა და ლიტერატურაში 4255 მოსწავლე, მათემატიკაში – 2991, ინგლისურ ენაში – 3100, ფიზიკაში -1048, ქიმიაში – 825 და ბიოლოგიაში -1718.





ზურაბ გორგილაძის ქუჩა:

რუსთაველის ქუჩა:

გაკვეთილები 16 კალენდარული დღის განმავლობაში ჩატარდება და თითოეული პედაგოგი დღიურად არანაკლებ 8 საათს იმუშავებს.
პროექტის მიზანია აჭარის მასშტაბით საორკესტრო მიმართულების განვითარება და პოპულარიზაცია, ასევე, – შესაბამისი პროფესიონალი კადრების მომზადება სახელოვნებო დაწესებულებებისთვის.
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ პროფესიონალ პედაგოგების დახმარებით დაეუფლონ საორკესტრო ინსტრუმენტებს, რაც მოგვიანებით, ბავშვთა ორკესტრის ჩამოყალიბებასა და ზოგადად, საორკესტრო მიმართულების განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
პროექტის ფარგლებში, ასევე, შეძენილ იქნება საჭირო მუსიკალური ინსტრუმენტები: ვიოლინო, ჩელო, ფლეიტა და კლარნეტი – საშუალოდ 18 ცალი.
პროექტში მონაწილეობენ ბათუმის ზ. ფალიაშვილის, რ. ლაღიძის, მ. მალანჩივაძისა და ქედის სამუსიკო სკოლების 48 მოსწავლე. მოსწავლეები პედაგოგებმა იმ მუსიკალური მონაცემების მიხედვით შეარჩიეს, რაც პროგრამის მოთხოვნებსა და მიზნებს შეესაბამებოდა.

ბოლო მონაცემებით, საფრთხის შემცველი ოთხი ქვეყნიდან საქართველოში 86 ადამიანია შემოსული, რომელთაგან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 73 ადამიანი უკვე მოიხსნა დაკვირვებიდან და მათ ებოლას ვირუსი არ დაუდგინდა, 13 მათგანს კი ისევ აკვირდებიან. „აქედან უმეტესობა ნიგერიელი სტუდენტი იყო, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლობენ. ერთი კი – ლიბერიაში საქმიან ვიზიტზე მყოფი საქართველოს მოქალაქე”, – ამბობს ის.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მარო ჩხაიძის თქმით, აჭარაში მხოლოდ ერთ ადამიანს აკვირდებოდნენ, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ ნიგერიიდან შემოვიდა. თუმცა, მისივე თქმით, ნიგერიის მოქალაქე ჯანმრთელია და მას უკვე აღარ აკვირდებიან, რადგან 20 ოქტომბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალური განცხადებით, ნიგერია ებოლასგან თავისუფალ ქვეყანად გამოცხადდა. “ნიგერიაში ორი საინკუბაციო პერიოდის (ექვსი კვირის) განმავლობაში დაკვირვების შედეგად ქვეყანაში ახალი შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა”, – ამბობს მარო ჩხაიძე.
ებოლას ვირუსის მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი 21 დღეა, ამიტომაც რისკჯგუფს მიკუთვნებულ ადამიანებზე დაკვირვება სწორედ ამდენ ხანს გრძელდება. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას რისკჯგუფს მიკუთვნებული ადამიანები რეგისტრაციას გადიან და მათ შესაბამისი სამახსოვროები ურიგდებათ, რომელშიც აღწერილია ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (მაღალი ტემპერატურა, გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, სისხლჩაქცევა და სხვა) და დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კოორდინატები, რომელსაც უნდა მიმართოს ადამიანმა ამ სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში.

მარო ჩხაიძის თქმით, ებოლას გადადების გზების გათვალისწინებით, არ არსებობს არანაირი რისკი იმისა, რომ ვირუსი საზღვაო ან საჰაერო გზით შემოსულ ტვირთსა და ამანათს შემოჰყვეს საქართველოში. მისივე თქმით, ეს არ არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსი. „ებოლათი დაავადება მხოლოდ ინფიცირებულთან უშუალო კონტაქტით, მისი სისხლის, ნერწყვისა და სხვა ბიოლოგიური სითხეების ორგანიზმში მოხვედრით არის შესაძლებელი, ამიტომ ტვირთის მეშვეობით ამ ვირუსის საქართველოში შემოსვლის საშიშროება ნამდვილად არ არსებობს”, – განმარტავს მარო ჩხაიძე.
ამ ეტაპზე სასაზღვრო პუნქტებში დეზინფექცია მხოლოდ მეორადი მოხმარების საქონელს (ავეჯი, ტანსაცმელი) უტარდება (თუ ასეთი ტვირთი დიდი წონისაა, ტვირთის მეპატრონემ დეზინფექციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტიც უნდა იქონიოს). იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში დასენიანებული ან/და დასენიანების რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოდის სატრანსპორტო საშუალებები, “საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და კონტროლის ზონებში სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის” მე-3 მუხლის მიხედვით, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს ევალება “შეამოწმოს დასენიანებული რეგიონებიდან შემოსული ბარგი და ხელბარგი, ტვირთი, კონტეინერები, სატრანსპორტო საშუალებები, საქონელი, საფოსტო გზავნილები და ადამიანის გვამი, ინფექციისა და კონტამინაციის წყაროების (გადამტანებისა და რეზერვუარების ჩათვლით) არარსებობაში დარწმუნების მიზნით”, – ნათქვამია დოკუმენტში.
შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, საქართველოს არც ერთ იმ ქვეყანასთან არ აქვს სახმელეთო, საჰაერო ან/და საზღვაო მიმოსვლა, სადაც ებოლას ვირუსი მძვინვარებს: „ჩვენთან არც ტვირთი ჩამოდის ამ ქვეყნებიდან, ამიტომ ამბობენ ექსპერტები, რომ ჩვენთან ამ ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალურია.”
ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, საზღვარზე ფიტოსანიტარული და, ზოგადად, დაავადებათა კონტროლი, მათი ძირითადი სამოქმედო დადგენილების გარდა მთავრობის ახალი #1807 დადგენილებითაც რეგულირდება: “ებოლასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ გამოსცა დამატებით განკარგულება, სადაც დამატებითი მითითებებია გაწერილი კონკრეტულად ამ ვირუსთან დაკავშრებული საფრთხეების მინიმიზირებისთვის, ეს ყველაფერი იმპლიმენტირებულია საბაჟოებზე”.
ეს დოკუმენტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით შეიქმნა. “ებოლასგან თავისუფალი ქვეყნები, რომლებიც ასევე საფრთხეში არიან, სრულ მზადყოფნაში უნდა იყვნენ ქვეყანაში ებოლათი დაინფიცირების დაფიქსირების შემთხვევისთვის, რისთვისაც სპეციალური გეგმა უნდა არსებობდეს, რომელიც ინფექციის პროფილაქტიკის კონტროლს, სიტუაციაზე დაკვირვებას, ლაბორატორიულ პოტენციალის უზრუნველყოფას, საზოგადოების ინფორმირებას და სპეციალური რეგულაციების არსებობას მოიცავს”, – ნათქვამია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში. ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა საქართველომ 1-ელ ოქტომბერს შეიმუშავა, რომელშიც ამირან გამყრელიძის თქმით, კონკრეტულადაა გაწერილი თუ რა პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლების თითოეულ შტოს იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდება საქართველოში, ან პრევენციის რა ზომები უნდა გატარდეს.
სამოქმედო გეგმის მიხედვით, შემოსავლების სამსახური, გარდა გამშვები პუნქტების კონტროლისა და საინფორმაციო ბროშურების დარიგებისა, საჭიროების შემთხვევაში “უზრუნველყოფს იმ მგზავრთა მართვას (მათ შორის, ტრანზიტული), რომლებიც მოემგზავრებიან ებოლათი დასენიანებული ქვეყნებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და მსხვილი გამშვები პუნქტების გავლით და აღენიშნებათ დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება”, – ვკითხულობთ დადგენილებაში.
სამოქმედო დოკუმენტის მიხედვით, ყველა რეგიონში გამოიყო პრიორიტეტული მიმღები დაწესებულებები, აჭარის შემთხვევაში ეს ბათუმის რეფერალური საავადმყოფო იქნება. მარო ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპზე ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები ტარდება სხვადასხვა კლინიკის მედპერსონალთან. მათ აცნობენ ამ ინფექციის გადაცემის გზებს, მკურნალობის, პრევენციისა და კონტროლის საკითხებს და ასევე პერსონალური დამცავი საშუალებებისა და ხელსაწყოების სწორად გამოყენებას.
“ბიბლუსის” პიარმენეჯერი მარიამ წამალაშვილი ამბობს, რომ ქსელი მუყაოს პარკების კამპანიას 2013 წლიდან აწარმოებს, თუმცა მომხმარებელი მაინც პოლიეთილენის პარკებს ამჯობინებს -“ქართველი მომხმარებელი არ არის მზად იმისთვის, რომ მთლიანად ამოვიღოთ მოხმარებიდან პოლიეთილენის პარკები”, – ამბობს ის. “ბიბლუსის” ქსელის 45 ფილიალიდან თითოეულში ყოველდღიურად 150-მდე მომხმარებელი შედის და მარიამ წამალაშვილის თქმით, მათგან მხოლოდ 40% თუ სარგებლობს მუყაოს პარკით.
წიგნის მაღაზიათა ქსელი “ბიბლუსი”, გამომცემლობა “პალიტრა L-ის” მაკულიტერატურის პროექტშია ჩართული, შესაბამისად, მუყაოს პარკის ფურცელი, რომელიც ბიბლუსის ქსელში გამოიყენება, სწორედ მათ მიერ შეგროვებული მაკულატურისგან მზადდება. “რადგან გარემოს დაცვა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაცაა, პოლიეთილენის პარკების პარალელურად, შემოვიღეთ მუყაოს პარკები, რომლებიც მეორადი გადამუშავების ფურცლისგან მზადდება”,- ამბობს მარიამი.
კიდევ ერთი ქართული კომპანია, რომელიც დაარსების დღიდან მხოლოდ ქაღალდის პარკით ყიდის თავის პროდუქციას, სააფთიაქო ქსელი “ფარმადეპოა”. „თითქმის ხუთი წელია ანუ დაარსების დღიდან “ფარმადეპო” ეკოპოლიტიკას ატარებს. “ეს არ ყოფილა რომელიმე ორგანიზაციის ან რაიმე კონკრეტულ კვლევაზე დაფუძნებული ინიციატივა, უბრალოდ, ჩვენ თავიდანვე გვჯეროდა, რომ არ შეიძლება დააბინძურო და დააზიანო გარემო, რომელშიც ცხოვრობ”, – ამბობს “ფარმადეპოს” მარკეტინგის მენეჯერი ჯაბა დალაქიშვილი. მისივე თქმით, მაკულატურის მოგროვების მიზნით მათთან პერიოდულად მიმდინარეობს აქცია, რომლის ფარგლებშიც “ფარმადეპოს” ხუთი პარკის სანაცვლოდ მათი მომხმარებელი მედიკამენტზე 20%-იან ფასდაკლებას იღებს.
კრაფტის ქაღალდი, რომლისგანაც “ფარმადეპოს” პარკებია დამზადებული, ეკოპროდუქტია, იგი სრულად ბიოდეგრადირებადია, ბოლომდე ბუნებრივად იშლება/იხრწნება, თუმცა ქაღალდისა და მუყაოს ეკოლოგიური შეფუთვების კანადური საბჭოს ერთ–ერთი კვლევის (PPEC – Understanding Recycled Content) თანახმად, ხშირად კრაფტის ფურცლის დასამზადებლად პირველადი მასალა – ახლად მოჭრილი ხე, ხის ნაფოტი ან ხის ბურბუშელა/ნახერხი გამოიყენება.
“მწვანე ალტერნატივას” პოლიტიკის ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე “ნეტგაზეთთან” ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ქაღალდის პარკის წარმოებაზე დახარჯული რესურსით გამოწვეულ ზიანს (იქნება ეს მოჭრილი ხე თუ გადამუშავებაზე დახარჯული ელექტროენერგია), პოლიეთილენით გამოწვეული ზიანი ყოველთვის არ აღემატება. “გააჩნია, ეს ქაღალდის პარკი როგორ არის წარმოებული, თუ ეს არის გადამუშავებული ქაღალდისგან ნაწარმოები, მაშინ შეიძლება, მაგრამ თუ ამისთვის ხელუხლებელი ტყეები უნდა მოიჭრას, ეს უკვე მიუღებელია” – ამბობს ის.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის კვლევის მიხედვით, საქართველოში ერთი მოსახლე საშუალოდ 525 ერთჯერად პოლიეთილენის პარკს მოიხმარს წელიწადში, მაშინ როცა ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 200 პარკია ერთ ადამიანზე. სწორედ ამიტომ კანონპროექტში – “ნარჩენების მართვის კოდექსი”, რომელიც მთავრობამ 23 ოქტომბერს დაამტკიცა და რომელიც სულ მალე პარლამენტმა უნდა მიიღოს, შესულია რეგულაციები, რომლითაც სახელმწიფო გარკვეული სუფსიდიების დაწესებისა თუ სხვადასხვა მექანიზმის სახით შეეცდება შეამციროს პოლიეთილენის პარკების ჭარბი გამოყენება ქვეყანაში და ხელი შეუწყოს იმ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რომლებითაც შესაძლებელი იქნება პოლიეთილენი ჩანაცვლდეს, არა მარტო გადამუშავებული მაკულატურისგან დამზადებული ქაღალდის პარკებით, არამედ სხვა, მრავალჯერადი გამოყენების პარკებით, რომლებიც ასევე ბიოდეგრადირებადი, მცენარეული წარმოშობის მასალისგან მზადდება. „საამისოდ უნდა შეიქმნას შეგროვების სისტემები და დაინერგოს რეციკლირების სისტემა (ანუ გადამუშავება და მისგან ხელახალი პროდუქციის წარმოება)”, – ამბობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი. მისივე თქმით, ნარჩენების სეპარირება, ქუჩებში სხვადასხვა ფერის ურნების დადგმასაც გულისხმობს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ნარჩენებისთვის იქნება განკუთვნილი. ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, ამ სისტემების დანერგვა გარკვეულ ფინანსებზე, მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებსა და დიდწილად მოსახლეობის ცნობიერებაზეცაა დამოკიდებული.
ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების საკითხის მოგვარებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც მწარმოებელ კომპანიას, რომლის პროდუქტის მოხმარების შედეგადაც წარმოიშვება ნარჩენები, ავალდებულებს სეპარირებულად შეაგროვოს ეს ნარჩენები და გადაამუშაოს ისინი. “მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება/პასუხისმგებლობა ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია დანერგილი. მაგალითად, რომელიმე სასმელის, პლასტიკის ბოთლებში ჩამომსხმელი კომპანია, რომელიც ათეულობით მილიონ ბოთლს აწარმოებს და რომლის პროდუქტის გამოყენების შედეგად წარმოიშობა მუნიციპალური ნარჩენი, ვალდებული იქნება თვითონვე იზრუნოს ამ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავებაზე. ეს ეხება როგორც ქართულ კომპანიებს, ისე იმპორტიორ კომპანიებსაც – ამას შეფუთვის ნარჩენები ჰქვია”, – ამბობს ალვერდ ჩანქსელიანი.
ევროპული გამოცდილებით ასეთი კომპანიები ერთიანდებიან, ქმნიან ასოციაციებს, დებენ ხელშეკრულებებს მუნიციპალიტეტებთან. ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, ეს პროცესი კანონპროექტის მიღებისთანავე ვერ დაინერგება და იგი შესაძლოა ეტაპობრივად განხორციელდეს: “სერიოზული მომზადებაა საჭირო იმისთვის, რომ კომპანიებს ესმოდეთ ამ მოთხოვნების შინაარსი. გარდა გარემოს დაცვისა, ეს ეკონომიკურადაც საინტერესო იქნება ქვეყნისთვის, რადგანაც იქმნება ნარჩენების გადამუშავების მთელი ინდუსტრია, რაც საგრძნობლად შეამცირებს დასაქმების პრობლემას”.
“უკვე მივეცით გაფთხილება გეგმა-გრაფიკის დარღვევასთან დაკავშირებით და მივიღეთ პირობა, რომ გამოასწორებენ”, – უთხრა “ბათუმელებს” მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ბახტაძემ.
შპს “ჰიდროს” დირექტორის მოადგილის ტიტე დუმბაძის ინფორმაციით, სამუშაოებს ხელი უამინდობამ შეუშალა: “თქვენც იცით როგორი წვიმები იყო, თუმცა დიდი გადაცდომა არ გვაქვს. სამუშაოები მიმდინარეობს და პრობლემები არ იქნება”.
რეკომენდაციას ჟილინის არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაგეგმვისას ამინდის ფაქტორის გათვალისწინებაზე ხელშეკრულებაც ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც გარკვეული სამუშაოები წელიწადის იმ დროს უნდა ჩაეტარებინათ, როცა ბათუმში ნალექიანობა იკლებს.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ განსხვავებით ბათუმის შიგა სანიაღვრე ქსელებისგან, ჟილინის არხის წყალგამტარში წყალი მუდმივად გაედინება როგორც წლის მაქსიმალური, ასევე მინიმალური ნალექის პერიოდში. განსხვავება მხოლოდ არხში გამდინარე წყლის რაოდენობაშია.
ნალექების მაქსიმალური პერიოდისათვის არხში გამდინარე წყლის რაოდენობამ, ზღვაში მიერთების წინ, შეიძლება მიაღწიოს 10 000 ლ/წმ. ხოლო მინიმალური ნალექების დროს (გვალვის პერიოდში) 50ლ/წმ-დე მცირდება:
“ჟილინის არხზე საამშენებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს წლის მინიმალური ნალექის დროს, როდესაც საჭირო წყალქცევითი სამუშაოები შედარებით ადვილი შესასრულებელი იქნება. არხზე საამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს (ქანობის მიმართულებიდან გამომდინარე) ქვემოდან ზემოთ. რადგან ზღვის სანაპირო ზოლთან არსებული ახლად აშენებული წყალგამტარი ნაგებობა აკმაყოფილებს პროექტით მოთხოვნილ პირობებს, იგი უცვლელადაა ჩართული ახალ საპროექტო სისტემაში. არხის მშენებლობა განხორციელდება მხოლოდ ამ ნაგებობიდან ზემოთ”, – ნათქვამია ხელშეკრულებაში.
ამ შემთხვევაში სანიაღვრე კანალიზაციის გამყვანი სისტემა რკინა-ბეტონის დახურული და ღია არხები ხშირ შემთხვევაში დასილულია. მას არ გააჩნია საკმარისი ქანობი, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს მოსული წვიმის წყლის გატარებას.
ჟილინის არხად წოდებული სანიაღვრე კანალიზაციის სისტემა იწყება მთისძირის ქუჩიდან. იგი დასაწყისში მცირე ზომის მიწის არხია. შესაბამისად, არხის კვეთის ფართობი თანდათან იზრდება და ზღვასთან მიერთების წინ, არხის სიგანე 6-8 მეტრს აღწევს. არხის საერთო სიგრძე 3 320 მეტრია. მუშა პროექტით დაზუსტებული ანგარიშებით ჟილინის არხზე ნიაღვრის წყლების მოდინების საანგარიშო ჯამური ფართობი 285.7ჰა-ს შეადგენს.
არხის განივი კვეთის ფორმები არაერთგვაროვანია, ხშირად არხის კვეთები შეზღუდულია მოსახლეობის მიერ აგებული კედლებით, ბოგირებით, ფარდულებით, ბეტონის ფილებით და სხვადასხვა ხელოვნური ნაგებობით, რაც იწვევს არხის გამტარუნარიანობის შემცირებას და ინტენსიური წვიმის დროს მიმდებარე ტერიტორიების დატბორვას.
შექმნილ არასასურველ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს არხში მოხვედრილი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგავი, რომლითაც ჩახერგილია არხის ფერდობები, შექმნილია მიმდებარე დასახლებაში ანტისანიტარული გარემო და დაბინძურებულია ზღვასთან მიერთების ადგილი.
არხს მთელ სიგრძეზე უერთდება კანალიზაციის წყალი კერძო სახლებიდან და დასახლებული უბნებიდან. ჟილინის არხის უდიდესი ნაწილი მიწის ღია ნაგებობაა. გამონაკლისია მხოლოდ არხის მცირე უბანი, ბაგრატიონის ქუჩის გადაკვეთიდან ინასარიძის ქუჩამდე. ამ უბანზე ჩაწყობილია ბეტონის მილები. რომლის ქანობი იმდენად მცირეა, რომ ვერ უზრუნველყოფს მაქსიმალური საანგარიშო ხარჯის გატარებას და თავისთავად იწვევს მილდენების წინა უბანში ტერიტორიების პერიოდულ დატბორვას.
იმის გამო, რომ ჟილინის არხის ღია სისტემა ხშირად მიმდებარე ტერიტორიებისთვის ანტისანიტარული გარემოს შექმნის ძირითადი კერაა, მერიაში ღია არხის დახურული სისტემით შეცვლა გადაწყვიტეს.
შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლს მერიის ზედამხედველობის სამსახურის გარდა, ასევე, მერიის დაკვეთით, შპს “გზამშენპროექტი” ახორციელებს.
ხელშეკრულებაში ნათქვამია ისიც, რომ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ტექნიკურ ზედამხედველსა და მიმწოდებელს შორის შესაძლებელია დაზუსტდეს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი, თუმცა ამ ცვლილებებმა სამუშაოების დასრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა არ უნდა გადაწიოს.
მიმწოდებელი ასევე ვალდებულია თითოეულ ეტაპზე ანგარიშსწორებამდე საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მომზადება შესარულებული სამუშაოს პროექტთან შესაბამისობაზე.
ჟილინის არხის რეკოსტრუქციის პროექტზე, რაც ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ხელშეკრულება ავანსს არ ითვალისწინებს და მერია კომპანიას თანხას ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ურიცხავს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საგარანტიოდ კომპანიამ მერიის ანგარიშზე ამ თანხის 5 %, ანუ 250 000 ლარი ჩარიცხა.

ახლო წარსული რომ გავიხსენო – არ მახსენდება ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში არც ერთი ხალხმრავალი თუ ოდნავ ხმაურიანი პროტესტიც კი, რომ მას პირდაპირ ან გადაკვრით “ოკუპანტის, მტრის და სახელმწიფოს საწინააღმდეგო წისქვილზე არ დაესხას წყალი”. მნიშვნელობა არ ჰქონდა პოლიტიკური ძალა გამოხატავდა პროტესტს, მედია, არასამთავრობო ორგანიზაცია, ვეტერანი, პენსიონერი თუ მასწავლებელი.
არ მესმის, რას ნიშნავს პროტესტის გამოხატვისთვის შესაფერისი დრო და ვითარება. ვერ ვხვდები, როგორ უნდა მოვმართო ემოცია ისე, რომ მათ (ხელისუფალთ) თუ არ სურთ ჩემი ყვირილის გაგონება, შევიკავო, თუმცა გამუდმებით ითხოვდნენ, გვიმტკიცებდნენ, რომ ახლა ამის დრო არ იყო, მტერი კარს იყო მომდგარი, ხალხი დაძაბული, დაღლილი იყო, ინვესტორები დაფრთხებოდნენ და ა.შ.
ერთხელ პრემიერმა ღარიბაშვილმა შეწუხებულმა იმით, რომ ძალიან აქტიურობდნენ რაღაც საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, საყვედურნარევი ტონით განაცხადა: რომ არა ბატონი ბიძინა, დღეს მთელი საქართველო “ცოცხებგაკეთებული” ივლიდითო (ნუ, რა თქმა უნდა, არ ვციტირებ, მაგრამ დედააზრი ეს იყო), აქამდე ხმას რატომ ვერ იღებდით, თქვენ ამ ყველაფრით `ნაცმოძრაობის წისქვილზე ასხამთ წყალსო”.
რა გამოდის: წისქვილი კონსტანტაა, არ ცვდება და არ ძველდება, უბრალოდ, ხელისუფლების ცვლასთან ერთად მხოლოდ მეპატრონეს იცვლის. ე.ი. ქობულეთელმა რომ მისი საკრებულოს ის გადაწყვეტილება გააპროტესტოს, რომლითაც პრემიებს წელიწადში ნაცვლად ოთხისა შვიდჯერ მიიღებენ, ხულოელმა რომ თავისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვერათვისება და უკან მიბრუნება, იმ დროს, როცა სოფლების უმრავლესობაში ისეთი გზაა ურემითაც ვერ შეხვალ, ბათუმელმა რომ მისი ახლად არჩეული საკრებულოს წევრების 500 ლარით ხელფასის ზრდა, მაშინ როცა ერთი თეთრის საქმე არ გაუკეთებიათ ჯერ, რელიგიურმა უმცირესობებმა რომ რწმენის უფლების არ ქონა, როცა ქვეყანაში წამყვან რელიგიურ ინსტიტუტს რამდენიმე ათეული მილიონი ერიცხება ქვეყნის ბიუჯეტიდან, სტუდენტებმა განათლების ხარისხი, ადამიანის უფლებათა დამცველი კომიტეტისა თუ კომისიის თავმჯდომარის ჰომოფობიური განცხადებებითა და ძალადობის პირდაპირი მოწოდებებით საზოგადოება აღშფოთდეს, არასამთავრობო სექტორმა და მედიამ რომ არანორმალურ პრემიებზე, ნეპოტიზმზე, კორუფციულ ტენდერებზე ილაპარაკოს – ამ ყველაფერს თურმე ყველა ხელისუფლების ენაზე მხოლოდ ვიღაცის “წისქვილზე წყლის დასხმა” ჰქვია.
ზოგადად, როგორი ცუდი მდგომარეობაც უნდა იყოს, მგონია, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს მოცემულ მომენტში: სამყარო კანონზომიერია, ესაა რაც დავიმსახურეთ ამ დროისთვის, მაგრამ არც არასდროს მიფიქრია, რომ მეტი არ შეიძლება, უკეთესად არ გამოვა ხვალ, თუ დღეს არ გამოვიდა. ამიტომ, ხშირად დავცინი ცინიკურად წარსულს და აწმყოს, დავცინი იმ მილიონობით ადამიანს, ვისაც სჯეროდა და სჯერა, რომ “ის წისქვილი” მართლა არსებობს. იმათ, ვისაც ჰგონიათ, რომ ჯერ მიშასგან დაიწყო საქართველო და მერე ბიძინამ გააგრძელა, იმათ, ვინც ამ მთავრობის დროს გამოწერილ “სახელფასო დანამატებს” იმ მთავრობის დროს არსებული ასევე კოლოსალური პრემიებით “აპრავებს”, ვისთვისაც ცოლის ნათესავი ნათესავი არაა, ვისთვისაც ჩვეულებრივი ამბავია, აიფონი და ნოუთბუქი რომ ბიუჯეტის ხარჯზე უნდა იყიდოს მინისტრმა ან საკრებულოს წევრმა, რუსეთი რომ ჩვენი მართლმადიდებელი ძმაა და გიჟდებიან ქართველებზე, მიშას დროს რომ ჩაწყობები არ იყო ან დუმბაძის ნეპოტიზმს რომ ხაბაძისა ჯობია, მუსლიმანი რომ არ შეიძლება იყოს ქართველი, მამაოს კურთხევის გარეშე რომ მარხვაში სექსი არ შეიძლება, აიდი ბარათში რომ ეშმაკია ჩაყოლებული, სააკაშვილის დროს საგარეო ვიზიტებზე დახარჯული მილიონები რომ უფრო მეტად ანგრევდა ქვეყანას, ვიდრე ღარიბაშვილის დროს… გძელდება ასე დაუსრულებლად…
რომ გითხრათ, ამდენ ცინიზმს დიდი შედეგი მოაქვს ან რამეს შეცვლის-მეთქი, მოგატყუებთ. უფრო მრავალმილიონიანი, საქვეყნო ტრენინგი გვჭირდება თემაზე: `ეს ქვეყანა ყველასია თანაბრად, მიუხედავად ჩვენ შორის განსხვავებებისა, ანუ როგორ ვისწავლოთ სახელმწიფოს წისქვილზე წყლის დასხმა”. ერშიც და ბერშიც რამდენიმე ადამიანი მეგულებოდა, ვისაც ამის ორგანიზების თეორიული შანსი მაინც ჰქონდა, თუმცა დღემდე, მთელი ქვეყანა მხოლოდ იმაში გაწვრთნეს, რომ მათ წისქვილს არ მიაკლდეს წყალი. აი, საერთოზე როდის გადავალთ, ღმერთმაც კი არ იცის.

აჭარის მთავრობის პროექტის – „სოციალური და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის” ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლი შენდება.
ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შენობა საცხოვრებელ ბინებად გადატიხრეს, მესამე სართული დააშენეს და ყოფილი საავადმყოფოს 12-ბინიან საცხოვრებელ კორპუსად აწყობენ. სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შპს „შანსი 2010″ აწარმოებს.
დაბა ქედაში, თამარ მეფის ქ. #9-ში, ყოფილი საავადმყოფოს ორსართულიანი შენობის საცხოვრებელ ბინებად მოწყობისთვის ელექტრონული ტენდერი სამინისტრომ 20 მაისს 521 400 ლარზე გამოაცხადა, ხელშეკრულება „შანსი 2010~-თან 27 ივნისს 413 809 27 ლარზე გაფორმდა. კომპანიამ, სატენდერო პირობების მიხედვით, დასრულებული ობიექტი წლის ბოლომდე უნდა ჩააბაროს.
სამუშაოების საქმის მწარმოებელი ზაზა ვერძაძე: „ოთახები გადაიტიხრა, მესამე სართული დაშენდა, სახურავი გადაიხურა, ფაქტობრივად, შავი სამუშაოები დავასრულეთ, კოსმეტიკური რემონტი დავიწყეთ. სატენდერო პირობების მიხედვით ჭაღებსა და გამათბობლებს დავაყენებთ, სამზარეულოში კი ონკანი გაკეთდება, ობიექტს დროულად ჩავაბარებთ”.
ვის შეხვდება ბინა ხელისუფლებისგან სიმბოლურ ფასად, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას აჭარის მთავრობის სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისია მიიღებს. სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე აჭარის ჯანდაცვის მინისტრია, კომისიის შემადგენლობაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან ერთად სხვადასხვა უწყების მინისტრები და მუნიციპალიტეტების გამგებლებიც არიან.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სამთავრობო კომისიის წევრი რამაზ ჯინჭარაძე აცხადებს, რომ ბინის გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას სამთავრობო კომისია მას შემდეგ მიიღებს, როცა კომისია მონიტორინგს აწარმოებს და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას შეისწავლის. მისი თქმით, აქცენტი იმ ოჯახზე გაკეთდება, რომლებიც პირველ ეტაპზე საჭიროებენ საცხოვრებელი ფართობებით დახმარებას.
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას იმ ოჯახების შესახებ სრული ინფორმაცია აქვს, ვისაც პირველ ეტაპზე სჭირდება დახმარება და ვისი სახლებიც სტიქიამ დააზარალა. ჩვენ ყველა ასეთ ოჯახს გადავამოწმებთ, მონიტორინგს ვაწარმოებთ. თუ ვინ მიიღებს საცხოვრებელ ბინას, ამ საკითხზე სამთავრობო კომისია იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია ერთობლივად მიიღებს. კომისიის გადაწყვეტილებით შეასახლებენ ოჯახებს. ბინას, ვფიქრობ, I-II კატეგორიის დაზარალებული ოჯახები, ანუ ისინი მიიღებენ, ვინც პირველ რიგში საჭიროებს დახმარებას”, – აცხადებს რამაზ ჯინჭარაძე.
ქედის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის დავით თედორაძის თქმით, ამ დროის მონაცემებით I კატეგორიას მიკუთვნებული ოჯახები მუნიციპალიტეტს არ ჰყავს (გარემო, სადაც ცხოვრება სიცოცხლისთვის საჭიროა და დაუყოვნებლივ გასახლებას საჭიროებს), მე-2 კატეგორიას კი 14 ოჯახი მიეკუთვნება, აქედან 12 სოფელ ჯალაბაშვილებში ცხოვრობს. მესამე კატეგორიაში -238, მეოთხეში კი 290 ოჯახი ირიცხება. „ჩვენ ვსწავლობთ ოჯახებს და მონაცემებს სამთავრობო კომისიას ვაწვდით”,- ამბობს დავით თედორაძე.
54-ბინიანი სოციალური სახლი ქედაში პირველად 2012 წელს ყოფილი საავადმყოფოს ოთხსართულიან შენობაში გაიხსნა. შენობის რეკონსტრუქციისთვის მაშინ 690 000 ლარი დაიხარჯა. მაშინაც ოჯახების შესახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიამ მიიღო.
კომისიის გადაწყვეტილებით 2012 წელს ბინა სოციალურ სახლში 52-მა ქედელმა ოჯახმა მიიღო. სოციალურ სახლში ორი ბინა ამ დრომდე თავისუფალია. დავით თედორაძის თქმით, თავისუფალი ბინა სარეზერვო ფონდში ირიცხება და საჭიროების შემთხვევაში გამგეობა ოჯახს ბინით დაკმაყოფილებისთვის სამთავრობო კომისიასთან უშუამდგომლებს.
კითხვაზე, სოციალური სახლის მოწყობით მოგვარდება თუ არა ეკომიგრანტების პრობლემა ქედაში წელს, რამაზ ჯინჭარაძე ასე პასუხობს: „ეკომიგრანტების პრობლემაზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ვერ გათვლი, სტიქია განვითარდება თუ არა, ან რა სახის ზიანს მოიტანს. თუ საჭიროება იქნება, შესაბამისად, ახალ პროექტებზე ვიფიქრებთ, ამ ბინით კი დღეს არსებული I-II კატეგორიაში მცხოვრები ოჯახების პრობლემა ქედაში სრულად მოგვარდება”.

ქობულეთის ”შუქურა” ვარჯიშისას / 30.10.2014
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის რიგით 26-ე ჩემპიონატის მე-10 ტურში ქობულეთის “შუქურასა” და გორის “დილას” გამართული შეხვედრა გულშემატკივარის სტადიონზე შეჭრის გამო ჩაიშალა. მეორე მატჩის დასაწყისში გორის „დილას“ ქომაგი მოედანზე შეიჭრა და მსაჯს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც მსაჯებმა მატჩის გაგრძელებაზე უაირი განაცხადეს. “დილას” გულშემატკივარის საქციელის გამო „შუქურას“ შეხვედრა მოგებად ჩაეთვალა და სამი ქულა მიიწერა.
გორის „დილას“, კი საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 5000 ლარის ჯარიმა და საკუთარ მოედანზე სამი შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარება მიუსაჯა.
მომდევნო თამაშს „შუქურა“ 2 ნოემბერს ჩაატარებს და გასვლით შეხვედრაში „სამტრედიას“ დაუპირისპირდება. მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე მარტვილში გაიმართება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით „2011 წლის 15 დეკემბერს, შპს „ლ ენდ კ ჰოლდინგი“-ს დირექტორმა, იაშარ მუსტაფა გუვენმა, წერილით მიმართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და წარადგინა შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესახებ, „დანი აუდიტის“ დირექტორის, ჯემალ ძნელაძის მიერ შედგენილი, ყალბი აუდიტორული დასკვნა.
ყალბი დასკვნის მიხედვით, კომპანიის მიერ შესრულებულმა ინვესტიციამ თითქოსდა შეადგინა 5 075 148 ლარი, რეალურად კი განხორციელებული იყო 2 643 845 ლარის ინვესტიცია. დასკვნის წარდგენის პერიოდში, სამინისტროს მხრიდან ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, ლევან მჟავანაძეს კანონით ევალებოდა შესრულებული ვალდებულების შემოწმება და კონტროლი, თუმცა ის გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და არ მოახდინა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მონაცემთა გადამოწმება“.
„კომპანიამ მოიტანა დოკუმენტაცია რომ განხორციელებული ჰქონდა 3 მილიონის ინვესტიცია. პროკურატურა ამბობს რომ ინვესტიცია არის 2 მილიონ 700 ათასამდეო. ე.ი. უნდა გადაგემოწმებინა რომ ეს დასკვნა სწორი იყო თუ არაო. აუდიტში რაც წერია იმის მიხედვით ყველაფერი სწორად მაქვს გაკეთებული, მაგრამ თვითონ აუდიტის დასკვნა არაა სწორიო. აუდიტსაც აღუძრეს საქმე.
ასეთი დასკვნები შემოდის ძალიან ბევრი და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა მისი გადამოწმების. ვალდებულება არ მქონდა გადამოწმების. ექსპერტი იმიტომაა რომ ენდო უნდა მის დასკვნას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ლევან მჟავანაძე.
მისივე თქმით ჯერ სასამართლო არ გამართულა, შესაბამისად არ იცის გამოძიების დასრულებამდე დარჩება თუ არა დაკავებულ თანამდებობაზე.
გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
„საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქონების მოტყუებით დაზიანების, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მისცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საწარმოთა მართვის და სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ლევან მჟავანაძე, შპს „დანი აუდიტის“ დირექტორი ჯემალ ძნელაძე, ხოლო შპს „ლ ენდ კ ჰოლდინგი“-ს დირექტორი იაშარ მუსტაფა გუვენი დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს „ლ ენდ კ ჰოლდინგ“-მა 2008 წლის 25 აგვისტოს გამართულ აუქციონზე, 800 720 ლარად შეიძინა ქ. ბათუმში, 20 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. აუქციონის პირობის მიხედვით, 36 თვის ვადაში უნდა განხორციელებულიყო არანაკლებ 3 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია და დასაქმებულიყო საქართველოს 100 მოქალაქე.
2011 წლის 15 დეკემბერს, შპს „ლ ენდ კ ჰოლდინგი“-ს დირექტორმა, იაშარ მუსტაფა გუვენმა, წერილით მიმართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და წარადგინა შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესახებ, „დანი აუდიტის“ დირექტორის, ჯემალ ძნელაძის მიერ შედგენილი, ყალბი აუდიტორული დასკვნა.
ყალბი დასკვნის მიხედვით, კომპანიის მიერ შესრულებულმა ინვესტიციამ თითქოსდა შეადგინა 5 075 148 ლარი, რეალურად კი განხორციელებული იყო 2 643 845 ლარის ინვესტიცია. დასკვნის წარდგენის პერიოდში, სამინისტროს მხრიდან ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, ლევან მჟავანაძეს კანონით ევალებოდა შესრულებული ვალდებულების შემოწმება და კონტროლი, თუმცა ის გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და არ მოახდინა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მონაცემთა გადამოწმება.
აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად, სახელმწიფოს 2 301 000 ლარის ზიანი მიადგა.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 342-ე და 362-ე მუხლებით.
დღეს ამ საკითხზე საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კირთაძემ ბრიფინგი გამართა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედების წინასაარჩევნოდ გამოყენებაში დაადანაშაულა.
„ეს ნიშნავს იმას რომ ბათუმის ბიუჯეტი მინიმუმ ორჯერ იქნება შესამცირებელი წინა წლებთნ შედარებით. იმ ვალდებულებების შესასრულებლად რომელიც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა 19 წლის განმავლობაში, მომავალ წელს თვითმართველობას მოუწევს რამდენიმე მილიონი ლარის დახარჯვა. ბიძინა ივანიშვილმა ეს ქველმომედება გამოიყენა არჩევნებისთვის. როგორც კი ჩაატარა არჩევნები მაშინვე გაააუქმა ხელშეკრულება და შეწყვიტა ბათუმის თვითმართველობაში არსებული ორგანიზაციების დაფინანსება,“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
კირთაძის ბრალდებებს ბათუმის მერის მოადგილე ზურაბ ბერიძე გამოეხმაურა, რომელმაც ბრალდებები უარყო. მერის მოადგილის თქმით „მენეჯმენტ სერვისმა“ 2013 წლიდან დღემდე 4 მილიონ ლარზე მეტი ინვენსტიცია განახორციელა დელფინარიუმში.
„ბათუმის მერიის მიერ შექმნილი ორგანიზაციები უნდა ფინანსდებოდეს ბათუმის ბიუჯეტიდან. იმის გამო რომ დელფინარიუმი გადმოეცა ბათუმის მერიას, ამით არცერთ პროექტს დაფინანსება არ მოაკლდება. ეს არის პოლიტიკური რაკურსით დასმული საკითხი რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია,“ -განაცხადა ზურაბ ბერიძემ.
ხელშეკრულება, რომლის გაუქმების თხოვნითაც „მენეჯმენტ სერვისმა“ ბათუმის მერიას მიმართა და რომელიც უკვე გაუქმდა, 2013 წლის 11 იანვარსაა დადებული. კომპანიას „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ 2032 წლამდე უნდა ემართა.

ბათუმის დელფინარიუმი
ბათუმის მერიამ სოციალურად დაუცველი და სხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობისთვის, რომლებიც უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ მკურნალობის დაფინანსებას, თანადაფინანსების პროგრამა აამოქმედა. პროგრამის პრეზენტაცია დღეს მერიაში გაიმართა.
ახალი პროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციართა ოპერაციული და ქიმიოთერაპიით მკურნალობის დაფინანსება, ასევე მატერიალური დახმარება მედიკამენტების შეძენისათვის.
ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამით ისარგებლებენ ბათუმში 2014 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც ასევე რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 200 000 ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
სარგებლობა შეეძლებათ შშმ პირებს, ომის ვეტერანებს, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილეებს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეებს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს, მარტოხელა დედებს და მათი შვილებს.
პროგრამით ასევე ისარგებლებენ ის მოქალაქეები, რომელთა დახმარების საჭიროება დასტურდება ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.
პროგრამის ბიუჯეტი 280 000 ლარს შეადგენს.
მემორანდუმის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო და კერძო სკოლებსა და ქ. ბათუმში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განხორციელდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ხელშეწყობა, საინფორმაციო შეხვედრა-სემინარები, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით რეკომენდაციების მიწოდება გადამდებ დაავადებათა პრევენციის მიზნით.
მომორანდუმს ხელი მოაწერეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ბათუმის ბაღების გაერთიანების, ბათუმის რესურსცენტრის წარმომადგენლები და საჯარო სკოლის დირექტორები.
ჩირუხი, სარიჩაირი, თხილვანა, შუამთა, ბეშუმი – ეს აჭარის მაღალმთიანეთში მდებარე იაილების სახელწოდებებია. იაილები ზაფხულის საძოვრებია. ყოველი წლის მაისში, ზემო აჭარაში მცხოვრებნი, ძირითადად ასაკოვანი ქალები, საკუთარ სახლებს ტოვებენ და საქონელი სამი თვით იაილებში მიჰყავთ. მათ მემთეურებსაც უწოდებენ. მოგზაურობა აჭარის იაილებში ჩირუხიდან დავიწყეთ. შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე საძოვრებამდე სამარშრუტო ტაქსით მივედით. ჩირუხიდან ბეშუმამდე გზა, 36 კილომეტრი კი, ფეხით დავფარეთ.
ჩირუხში ასვლა ჩვეულებრივი, ხაზის მიკროავტობუსითაა შესაძლებელი. მარშრუტს სოფელ შუბნამდე მიჰყავხარ, შუბნიდან კი ტრანსპორტის გამოცვლა მოგიწევს. ზაფხულობით სამარშრუტო ტაქსი იაილებში დღეში ორჯერ მიდის. აკლიმატიზაციას თუ ძნელად გადიხარ, რეკომენდებულია პირველ დღეს ჩირუხში დაბანაკდე. პატარა გორაზე კარგი საკემპინგე ადგილია, სადაც კოცონის დანთება და კარვის გაშლაა შესაძლებელი.

ჩირუხი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი 25/08/2014
ჩირუხიდან გზა სარიჩაირის იაილებისკენ მიდის. იმისათვის, რომ სარიჩაირის იაილებში გადახვიდე, მაღალი მთა უნდა გადაიარო. ორი კილომეტრის სიგრძის ციცაბო ფერდობის ავლას, საშუალოდ, ერთი საათი სჭირდება. მთის გადავლის შემდეგ ორიოდე კილომეტრში სარიჩაირის იაილები იწყება. სარიჩაირის იაილა რამდენიმე კილომეტრზეა გაშლილი. საიჩაირიდან გზა სოფელ ბაკი-ბაკოში გადადის.

ჩვენი ტურისტული მარშრუტი სოფელში გავლას არ ითვალისწინებდა, ხიხანის ციხის ძირში ორკილომეტრიანი მოკლე გზით უნდა გადავსულიყავით. ეს გზა ტყეზე გადის. თუმცა ადგილობრივებთან შეხვედრამ გეგმები შეგვიცვალა. როგორც გვითხრეს, მოკლე გზა, მომრავლებული მგლების გამო, არც თუ ისე უსაფრთხო იყო. გვირჩიეს სოფელ ბაკოში ჩასვლა და იქიდან ხიხანის ციხეზე გადასვლა.

მარშრუტი დაგრძელდა. სოფელში ჩასულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ღამდებოდა, წვიმა იწყებოდა და ციხემდე მისასვლელად კიდევ ხუთი კილომეტრი გვქონდა დარჩენილი. ამიტომ მანქანა დავიქირავეთ. იმისათვის, რომ ხიხანის ციხეზე მოხვდე, სასაზღვრო პოლიციაში კონტროლი უნდა გაიარო. ციხე თურქეთ-საქართველოს საზღვართან ახლოსაა. ციხიდან 1800 მეტრში ქართული საგუშაგოა. თუ ტურისტს პირადობის მოწმობა არ აქვს, ეს გარკვეულ დაბრკოლებას შეუქმნის და შესაძლოა ხიხანის ციხეზე ვერ შევიდეს. ჩვენი საბუთები შეამოწმეს და უპრობლემოდ გაგვიშვეს. ღამე ხიხანის ციხის ძირას, საკემპინგე ადგილას გავათიეთ. წვიმა და სეტყვა ერთდროულად წამოვიდა. ვერც კარვის გაშლა მოვასწარით, ვერც კოცონის დანთება. დილას ხიხანის ციხე დავლაშქრეთ და გეზი შუამთისკენ ავიღეთ.

შუამთამდე მისვლამდე თხილვანის იაილები უნდა გაიარო. ულამაზესი გზა მთებში გადის. გზად ერთი ტბა შეგვხვდა, გველებით სავსე. ისე გავერთეთ იმის ცქერით, როგორ ცურავდნენ გველები ტბაში, რომ ფოტოების გადაღება გვიან მოვიფიქრეთ. შუამთაში ორი ულამაზესი ტბა დაგვხვდა და ძალიან კარგი მასპინძლები. სახლში შეგვიპატიჟეს, ტელეფონები დავმუხტეთ, მაწვნით გაგვიმასპინძლდენენ და თეთრობის უღელტეხილს შევუყევით.
ზღვის დონიდან 2 330 მეტრზე ასვლას 40 წუთზე ნაკლები დრო მოვანდომეთ. მთაზე ასვლის შემდეგ კი დავიწყეთ დაშვება ბეშუმისკენ. ციცაბო აღმართს ციცაბო დაღმართი მოჰყვა. დაახლოებით სამი კილომეტრი გზა ფერდობზე ეშვება და ბოლოს ბეშუმში ჩადიხარ.

ხედი თეთრობიდან
თუ დრო გაქვს, მარშრუტი ოთხდღიანია, მაგრამ ვინაიდან დრო არ გვქონდა, რამდენიმე მთაზე ასვლა გამოვტოვეთ, ასევე ვერ ვნახეთ მწვანე ტბა, რომელიც ბეშუმთან ახლოსაა. გზა არ არის რთული. ჯგუფში, რომელიც ოთხი ადამიანისგან შედგებოდა, გამოცდილ მოლაშქრეებთან ერთად დამწყებიც იყო, რომელმაც გამოცდილებზე უკეთ იარა.
„ამ ლაშქრობაში გამოვცადე ჩემი თავი, თან ვტკბებოდი იმით, რასაც ვნახულობდი, რასაც ვხედავდი. ყველას ვურჩევ იმოგზაუროს, სიამოვნებისთვის, თუნდაც უნდა იმოგზაურონ იმისათვის, რომ ნახონ სად ცხოვრობენ. ეს ლაშქრობა საუკეთესო იყო ექსტრემისთვის, საკუთარი შესაძლებლობის გამოცდისთვის,“ – ამბობს ქეთი კაკალაძე, რომელიც პირველად იყო ლაშქრობაში.
მარშრუტი ჩირუხი-სარიჩაირი-ხიხანის ციხე-შუამთა-თეთრობი-ბეშუმი მხატვარმა ბექა ბოლქვაძემ შეიმუშავა. მოლაშქრე ამბობს, რომ ეს საუკეთესო გზაა მაღალმთიანი აჭარის გასაცნობად.
„ორი წლის წინ ერთი გერმანელი ტურისტი მყავდა, რომელმაც მითხრა ზემო აჭარა უნდა მომატაროო. არ ვიცოდი როგორ უნდა მეჩვენებინა. დავიწყე რუკით ძებნა, რომელ მარშრუტზე დავმდგარიყავი, ალპურში მევლო თუ ტყით მევლო, თავისთავად ტყით გამიძნელდებოდა და დავიწყე ალპურში მარშრუტების ძებნა. მერე დავხაზე ეს გზა და უკვე რამდენჯერმე გავიარე სხვადასხვა ჯგუფთან ერთად. იმდენად კარგი ტურისტული გზა არის, თუკი მარკირება მოხდება, სამომავლოდ ზემო აჭარისთვის იქნება კარგი,“ – ამბობს ბექა.
ლაშქრობას სამი დღე დასჭირდა. ჯამში 36 კილომეტრი ვიარეთ ფეხით. იმ შემთხვევაში, თუ ამ გზის გავლას გადაწყვეტთ, გირჩევთ გამოცდილი მოლაშქრე გაიყოლოთ თან. სხვა შემთხვევაში, არამარკირებული გზების გამო, მოგზაურობა გაგირთულდებათ.


გიორგი ჩუბინიძე
„მე ორი გოგონას მამა ვარ და არც კი მინდა იმის გაფიქრება, რომ ჩემს შვილებზე შეიძლება ვინმემ იძალადოს“, – ამბობს რაგბისტი გიორგი ჩუბინიძე. მისი აზრით, ქალთა მკვლელობების გამართლება ტრადიციების სახელით გაუმართლებელია: „ხშირად მესმის, რომ კაცის სიძლიერე ქალის მორჩილებაშია, ეს ჩემთვის მიუღებელია. ძალადობა არ არის ქართული ტრადიცია, ეს არის უწიგნურობის, გაუნათლებლობის შედეგი. საქართველოში ცხოვრობს თაობა, რომელიც ბაღის, სკოლისა და ყველანაირი განვითარების გარეშე გაიზარდა. ქუჩის მენტალიტეტზე იყვნენ ადამიანები ჩამოკიდებული. ეს ადამიანები დღეს ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე არიან და არ ვიცი, ეს პრობლემი როგორ უნდა მოგვარდეს“, – ამბობს ის.
გიორგის აზრით, სტერეოტიპების ნგრევას ხშირად ქალები უშლიან ხელს: „ყველაზე მეტად ქალების დამოკიდებულება მაოცებს, გამოკითხვების დროს სწორედ ისინი ამართლებენ ქალზე ძალადობას. ეს იმიტომ არის პრობლემა, რომ საქართველოში შვილებს ძირითადად დედები ზრდიან, ამიტომ მათი მენტალობა შვილებზეც გადადის. კაცი უნდა იყოს ოჯახში უფროსი, მაგრამ არა მჩაგვრელი და ტერორისტი“.
სტერეოტიპული აზროვნება აზიანებს როგორც ქალებს, ასევე კაცებს – მიიჩნევს გიორგი. მისი აზრით, ცვლილებები ორივე მხარემ უნდა დაიწყოს: „ადრე გოგოს გაათხოვებდნენ, მზითს გაატანდნენ და დამთავრდა. ჩემთვის ასეთი აზროვნება მიუღებელია. მეც მყავს გათხოვილი და, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის „პატრონს ჩავაბარე“ და ოჯახისგან არაფერი სჭირდება. ვფიქრობ, კაცები ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდნენ. თუ ავტობუსში ქალს ადგილს უთმობ პატივისცემის ნიშნად, სახლში მისული კი ცოლს ცემ, ეს არ არის ქალის პატივისცემა. რა მნიშვნელობა აქვს სად დაიჩაგრება ქალი, სახლში თუ სხვაგან. გამოსავალი, ჩემი აზრით, მაინც განათლება, თვითშეგნების გაზრდაა. ვიცი, რომ განათლება ყოველთვის იმარჯვებს ძალაზე“.

ლადო ბაზიაშვილი
ექიმი, ნეიროქირურგი ლადო ბაზიაშვილი მიიჩნევს, რომ კაცის მხრიდან ძალადობის მიზეზები კომპლექსურად უნდა ვეძებოთ: „მიზეზი შეიძლება იყოს როგორც სოციალური მდგომარეობა, ასევე აღზრდა, უკულტურობა. ნათქვამია – „კაცი რომ გაღარიბდება, ცოლს დაუწყებს ჯავრობასო“. აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ მასობრივი უმუშევრობაცაა. კაცი ზის სახლში და ოჯახისთვის, შვილისთვის ელემენტარულ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს. როცა ეს სიტუაცია პერმანენტულად გრძელდება, ჯანსაღი ფსიქიკის კაციც კი კრიზისს ვეღარ უძლებს, იწყებს ლოთობას ან ნარკოდამოკიდებული ხდება. სტრესი და უარყოფითი ემოცია შემდეგ სხვადასხვა ფორმით ვლინდება, რასაც სავალალო შედეგებამდე მივყავართ“.
ექიმის აზრით, ქალთა მიმართ აგრესია თანამედროვე ქართულ ოჯახში კაცის დომინანტური როლის შესუსტებამ გაამძაფრა: „როცა კაცი ფიქრობს, რომ ის ოჯახის თავია, მაშინ ის „თავის“ კრიტერიუმებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. „წადი მამაშენს უთხარი“, „მამაშენი თუ იტყვის…“ და ა.შ. ქართველი კაცი ამ სიტუაციასაა მიჩვეული. კაცი, ცალკე აღებული ვერ იქნება პრობლემა, რადგან ქართველი კაცები ქართული ოჯახიდან მოდიან. შესაბამისად, ისე იქცევიან, როგორც აღზარდეს. „უფროსი შენ უნდა იყო შვილო, ქალის ჭკუაზე არ უნდა იარო“, – ეს ესმის მთელი ცხოვრება. როცა ქალი გახდა დომინანტი ფინანსურად, კაცმა ჩათვალა, რომ ამით მისი გავლენა ოჯახში შემცირდა. ამას დაემატა მეზობლების, მეგობრების ან ნათესავის მიერ რაღაც არასწორად ნათქვამი და კაციც მენტალურ წნეხში მოექცა. ვფიქრობ, ოქროს შუალედი მაინც კაცებმა უნდა გამონახონ“.
ოქროს შუალედის საპოვნელად, როგორც ლადო ბაზიაშვილი ამბობს, აუცილებელია შინაგანი პროტესტი: „თუ კაცი ნაკლებად რეალიზებულია, ვიდრე ქალი, თვითონ უნდა ჰკითხოს თავის თავს – რატომ? იფიქროს კრიზისიდან გამოსვლის გზებზე და მეტად მომთხოვნი გახდეს საკუთარი თავის მიმართ“.
ამ კრიზისების დაძლევაში ექიმი არ გამორიცხავს სახელმწიფოს როლსაც: „სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს სად იმალება პათოლოგენეზი. დარწმუნებული ვარ, ეს მექანიზმი მარტო კაცში არ იქნება ჩადებული. ვფიქრობ, პათოლოგიური მარცვალი უფრო დიდ არეალში – ქვეყანაში და მის მენტალიტეტში დევს. ცემა, მკვლელობა კრიმინალია და ამის წინააღმდეგ საზოგადოების ყველა სეგმენტი უნდა ჩაერთოს. გულგრილობის შემთხვევაში, დანაშაულის თანამონაწილე იქნება ყველა“.
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი სტუდენტია. მას მიაჩნია, რომ „ნამდვილი მამაკაცი“ ქალს არ სცემს, რადგან ქალის ცემა გონებრივი სისუსტეა. „ბავშვობაში ქართველი კაცი ჩოხა-ახალუხიანი, ყანწიანი და მოქეიფე წარმომედგინა. შემდეგ მესმოდა: „მამა მოვა და დაგსჯის“. ქართულ ოჯახში მამა გახდა პოტენციური მოძალადე, დამსჯელი. ოჯახიდან მოდის ის, რომ გოგოს არ შეუძლია გვიან მოვიდეს სახლში, ბიჭს კი საერთოდაც რომ არ მოვიდეს, ეპატიება. აღზრდის ბრალია ის, რომ კაცები ცოლებს საკუთრებად მიიჩნევენ, ქალები კი ეგუებიან იმ აზრს, რომ „კაცია და ქალებში უნდა გაიაროს“. ქორწინება ერთგულებას ავალდებულებს ცოლსაც და ქმარსაც. თუ მორწმუნეები ვართ, მაშინ მით უმეტეს. საქართველოში შვილების 90 პროცენტს მხოლოდ დედები ზრდიან, ამიტომ არის „ყველაფერი დედის ბრალი“, ეს მიდგომაც შესაცვლელია“.
გიორგი ბაგრატიონის აზრით, მენტალური ცვლილებები განათლების სისტემაში უნდა დაიწყოს: „გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, მასწავლებლების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით სოფლებში, იტყვის, რომ ქალის ადგილი „კუხნაშია“. უნივერსიტეტში არაერთი ლექტორისგან მომისმენია, – „რატომ სწავლობთ გოგონებო, წადით „კუხნაში“. ასეთი სწავლებისა და აღზრდის შედეგია ის, რაც ჩემი თანატოლი გოგონებისგან მესმის, რომ ქალის ისტორიული ვალდებულებაა ქმარს პერანგი დაუუთოვოს“.
გიორგის აზრით, არასწორი აზროვნების შედეგია ქალების ნაწილის ფემინიზმთან მტრობაც: „გასულ ზამთარში ქალებს თოვლიანი ქუჩები გააწმენდინეს. მართლაც მძიმე სამუშაო იყო. ქალები ამბობდნენ, რომ ამ საქმეს აიძულებდნენ. ბევრი გოგო ამბობდა, რომ ეს იყო ფემინიზმის შედეგი, რადგან ქალისა და კაცის შრომა გაათანაბრეს. ცხადია, ეს არასწორი შეფასებაა. ზოგი ქალი ფიქრობს, რომ თუ ფემინიზმი დამკვიდრდება, მას აღარ დაუთმობენ ადგილს ავტობუსში და ის ნაკლებად პატივსაცემი გახდება. ამ აზროვნების შეცვლაში სწორედ კაცებმა უნდა ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი“.
დავით ეცადეიშვილი
რატომ ვერ ანგრევს სტერეოტიპებს განათლების თანამედროვე სისტემა და რაში არსებობს გამოსავალი? ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი, დათო ეცადეიშვილი მიიჩნევს, რომ ძალადობის მასშტაბებიდან გამომდინარე, კითხვებზე პასუხების მისაღებად აუცილებელია ფსიქოლოგიური კვლევა:
„აღზრდა და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ განათლება არ არის საკმარისი. ყველამ იცის, რომ მკვლელობა, ნარკოტიკის მოხმარება და ა.შ. დანაშაულია, მაგრამ მაინც ხომ აკეთებენ. ცოლ-ქმრის პრობლემას ვერც მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობა მოაგვარებს. ვფიქრობ, ძალადობა კომპლექსური პრობლემაა საქართველოში და მოგვარებაც კომპლექსურად უნდა მოხდეს“.
პედაგოგის აზრით, საზოგადოების პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, რომ ის არ გახდეს ძალადობის მიმართ გულგრილი:
„დიდია ოჯახის ფაქტორიც, რა უნდა მოსთხოვო მეზობელს, როცა მშობლები ხედავენ, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლია და ისინი მაინც წინააღმდეგნი არიან მიატოვოს ქმარი. შვილის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი? და თუ საზოგადოებრივ აზრს ამხელა ძალა აქვს, მაშინ საზოგადოებას უნდა მოეთხოვოს პასუხი, როცა განქორწინებული ქალის მიმართ მენტალურად ძალადობს. რამდენმა ადამიანმა იცოდა, რომ ყოფილი ქმარი ქალს უთვალთვალებდა, მაგრამ არავინ არაფერი გააკეთა. საზოგადოება დღეს ყველაფრის მიმართ გულგრილია. რამდენი ადამიანი ერევა, როცა ორი კაცი ჩხუბობს ქუჩაში? „შარია“ – ამბობენ და მიდიან. პატრულსაც კი არ ურეკავენ და ეს შეიძლება სისტემის ნაკლიც იყოს, რადგან შემდეგ ამ ადამიანს ათასჯერ მაინც უწევს დაკითხვაზე მისვლა“.
დათო ეცადეიშვილი ძალადობის ზრდაში გავლენიანი ინსტიტუტების როლსაც ხედავს: „მენტალიტეტის ბრალია, რომ ქართულ ოჯახში კაცი მიიჩნევა დომინანტად, ამას დაემატა პატრიაქრის განცხადებაც, რომ ქალი უნდა მორჩილებდეს კაცს, რომ კაცის გადასაწყვეტია ქალის ბედი, რომ განქორწინების უფლება კაცს აქვს და ქალს არა, თუნდაც თავისუფალი ცხოვრების უფლება და ა.შ. ვერც სკოლა აწვდის სწორ ფასეულობებს, რადგან ხშირად მასწავლებლებიც ისეთი სტერეოტიპებით აზროვნებენ, როგორც დანარჩენი საზოგადოება“.
პედაგოგის აზრით, ყველა ამ დეტალს თან ერთვის თვითრეალიზაციის პრობლემაც: „როცა ქალი სახლში ზის და ქმრის მოსვლას ელოდება, ის ნაკლებად ფიქრობს თავის უფლებებზე, რეალიზებული ქალის თვალსაწიერი კი ფართოა. სახლში დამჯდარი კაციც ვერ ეგუება იმას, რომ ქალი მასზე ძლიერი გახდა. ვინც შეგნებით შეხედა ამ ამბავს, მშვიდობიანად დაშორდა, ვინც ვერა, დადგა ტრაგიკული დასასრული. ამიტომ, სიტუაციის შეცვლას მხოლოდ სახელმწიფო ვერ შეძლებს, ამაზე პასუხისმგებლობა ყველა სეგმენტმა უნდა აიღოს“.

აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილის, გიორგი შერვაშიძე თქმით, საშაურმესა და „საზანდარში“ დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი, კერძოდ, მოუწესრიგებელი იყო გამწოვები. კვების ამ ობიქეტებს გარკვეული პერიოდით შეუჩერდათ საქმიანობა.
„რაც შეეხება კაფე-ბარ „ოცნებას“, მას ჰქონდა დაახლოებით ერთი თვე პრობლემის აღმოსაფხვრელად, მაგრამ წინა ინსპექტირების დროს გაცემული 9 რეკომენდაციიდამ, მათ 8 არ შეასრულეს და კაფე-ბარი დაჯარიმდა 400 ლარით“ – განაცხადა გიორგი შერვაშიძემ.
გიორგი შერვაშიძის თქმით, სურსათის უვნებლობის სააგენტოს კვების ობიექტებმა პრობლემის აღმოფხვრის შემდგომ განცხადებით უნდა მიმართონ, „ჩატარდება ინსპექტირება და თუ აღმოფხვრილი იქნება პრობლემა, ისინი გააგრძელებენ ჩვეულებრივად საქმიანობას“.
მისივე განმარტებით, წელს აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახურმა გეგმიური ინსპექტირება 151, არაგეგმიური ინსპექტირება კი 47 კვების ობიექტში ჩაატარა. დაჯარიმებულია 87 კვების ობიექტი სხვადასხვა ოდენობის თანხით.