ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ფულის გამოძალვის მიზნით, ღამის საათებში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ყირგიზეთის რესპუბლიკის ოთხ მოქალაქეს – სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს. ბრალდებულებმა მძღოლები სასტუმროს სარდაფსა და ოთახში ჩაკეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ერთ-ერთ მათგანს კი ყირგიზეთიდან საბანკო ანგარიშზე 500 დოლარი ჩაარიცხინეს და დამატებით გარკვეულ თანხას ითხოვდნენ. გამთენიისას, ერთ-ერთმა მძღოლმა 112-თან დაკავშირება შეძლო. შემთხვევის ადგილზე მისულმა გონიოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს ოთხივე მძღოლი. სამართდალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთივე წევრი დააკავეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან მუქარით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით).
აჭარული დერბი ფრედ 0:0 დამთავრდა. გუნდებმა თითო ქულა მიითვალეს. ბათუმის „დინამო“ კი უმაღლეს ლიგაში მესამე ადგილზე დაწინაურდა. ამ შეხვედრით ორივე კლუბმა დაამთავრა უმაღლეს ლიგის 2014-2015 წლის სეზონის პირველი წრის თამაშები.
„შუქურას“ მეკარის თემურ კაკალაძის შეფასებით ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო:
„ძალიან დაძაბული თამაში იყო, ვიცოდით, რომ ბათუმიც და ჩვენც ჩაკეტილ ფეხბურთს ვითამაშებდით. და ასეც მოხდა. გვქონდა რამდენიმე მომენტები ჩვენც და ბათუმის „დინამოსაც“. ვფიქრობ რეალური და კანონზომიერი ფრე დაფიქსირდა“ – განუცხადა „ბათუმელებს“ კაკალაძემ.
ბათუმის „დინამომ“ პირველი წრის ბოლოს 24 ქულა დააგროვა. შუქურამ – 18.
15 თამაშიდან „დინამოს“ 7 მოგება, 5 წაგება და 3 ფრე აქვს, ხოლო „შუქურამ“ 4 შეხვედრა მოიგო, 5 – წააგო და 6-ჯერ ფრე ჩაატარა.
15 თამაშში საერთო ჯამში დინამომ 17 გოლი გაიტანა. 9 გოლი გაუტანეს საკუთარ კარში.
„შუქურას“ ანგარიშზე 14 გოლია. და 15 გოლი გაუშვა საკუთარ კარში.
დღეს საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის კიდევ ექვსი შეხვედრა გაიმართება, რითაც პირველი წრე დასრულდება.
ბიძინა ივანიშვილი 16:40 წუთზე მახინჯაურის სადგურიდან გასული ბათუმი-თბილისის ღამის მატარებლში მეუღლისა და დაცვის თანხლებით იმყოფება და საერთო ვაგონით მგზავრობს. ბიძინა ივანიშვილი მატარებელში ურეკის სადგურზე ავიდა.
გიორგი ერმაკოვი, ბათუმის მერი: „ბავშობიდან მახსოვს, რომ ეს ობიექტი აქ იყო და ძალიან ლამაზია… პირველ რიგში უნდა შევისწავლოთ ამის რესტავრაცია და აღდგენა არის თუ არა შესაძლებელი… ვერავინ ვერაფრის დემონტაჟს ვერ გაკეთებს ამ ქალაქში ისე, თუ მერია თანახმა არ იქნება. პოზიცია არის ერთიანი, ჩემი და მთავრობის თავმჯდომარისა: მიუხედავად იმისა, რომ ამ შენობას არ აქვს ძეგლის სტატუსი, ის ასოცირდება ბათუმთან… საექსპერტო დასკვნაა საჭირო, იდეაფიქსი შენობის დანგრევა არაა, მაგრამ თუ მისი კონსტრუქციულად შენარჩუნება არ შეიძლება, რა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში?“
ალეკო ჩიტიშვილი – უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: „მოვედი აქციაზე, რადგან ეს არის ჩემი ახალგაზრდობის მოგონებები. ვფიქრობ, რომ თუ მოხერხდება და მისი აღდგენა მოხდება ძალიან კარგია, ეს შენობა ბათუმიდან არ უნდა გაქრეს“.
კაკო ძნელაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: „მე იმიტომ ვარ აქ, რომ რვაფეხა იდგეს აქ. ყველაზე კარგი ვერსია არის ჰილტონის მესვეურებმა გამონახონ პროექტი და რვაფეხა პროექტთან ერთად განავითარონ.“
შენობის ახლანდელი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მასზე ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა, გამოყენებული უხარისხო მასალების და არაპროფესიონალიზმის გამოსაგრძნობლად დააზიანა მისი სტრუქტურა. შპს „ტურინვესტმა“ საკუთარი სახსრებით განახორციელა შენობის დეტალურიტექნიკური დათვალიერება ქალაქ ბათუმისთვის მისი შენარჩუნების მიზნით. შპს „ტურინვესტის“ ხარჯებით, ინჟინრებმა გაწიეს კონსულტაციები ინსტალაციის შენარჩუნების და მისი აღდგენის შესაძლებლობების შესასწავლად. შპს „ტურინვესტი“ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და ცდილობს იპოვოს ყველასთვის მისაღები გამოსავალი.
უნდა აღინიშნოს, რომ შპს „ტურინვესტმა“ განახორციელა უზარმაზარი ინვესტიცია ქალაქ ბათუმში. ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოებზე მუშაობს 700-ზე მეტი ადამიანი. სასტუმროს და კაზინოს გახსნის შემდეგ დასაქმდება 500 ადამიანი. ასევე ბათუმის განვითარების სამომავლო პერსპექტივები შპს „ტურინვესტს“ახალი ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელსაყრელ პირობებს უქმნის.
ბათუმი ცდილობს ადგილის დამკვიდრებას ძალიან დიდი კონკურენციის მქონე ბაზარზე. იმისთვის, რომ ქალაქი გახდეს მიმზიდველი ტურისტებისთვის, საჭიროა განვითარდეს ახალი ინფრასტრუქტურული კერები. ბათუმის განვითარება ყველა ჩვენგანის ინტერესებში შედის.
აქვე გვინდა ბათუმის მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ ჰილტონ ბათუმის მიერ სანაპიროს დასუფთავებას, რომელიც განხორციელდა მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.დასუფთავების მომდევნო აქციას, რომელიც 13 დეკემბერს 11 საათზე გაიმართება, მთავრობამ 300 დამხმარე ადამიანის მობილიზებით უპასუხა.
გთხოვთ, შემოგვიერთდეთ ბათუმის ულამაზესი სანაპიროს დასუფთავების აქციაში, რაც ქალაქის მხარდასაჭერად გამართული ერთობლივი, მაღალი სოციალური პასუხიმგებლობის დამადასტურებელი ღონისძიებაა.
ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც გვექნება მსგავსი ორმხრივად მომგებიანი საქმიანი ურთიერთობები.
კონსტანტინე რუხაძე ითხოვს, რომ მისი სახელი და გვარი გამოვაქვეყნოთ. ის ჩანაცვლების პროგრამით უკვე რვა თვეა სარგებლობს. ამტკიცებს, რომ სახელმწიფო არ იცავს ადამიანის პირად ინფორმაციას და ამის გამო ჩივილსაც აპირებს. კონსტანტინეს თქმით, რამდენიმე კვირის წინ მის მეგობარს დაკავებისას პოლიცია ქუჩაში არაადამიანურად მოექცა, ამის შესახებ თვითმხილველმა კონსტანტინემ ჯერ გენერალურ ინსპექციას აცნობა, მოგვიანებით კი მოსამართლეს მოუყვა. პროკურორმა, რომელიც სასამართლოში სახელმწიფოს სახელით გამოდიოდა, მოწმის ჩვენების ადეკვატურობა ეჭვეშ დააყენა, არგუმენტად კი ის დაასახელა, რომ ადრე ნასამართლევი კონსტანტინე ახლა ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობს.
„საიდან უნდა იცოდეს პროკურორმა, რომ ჩანაცვლების პროგრამით ვსარგებლობ, ან საიდან იცოდა, რომ ადრე ნასამართლევი ვიყავი, როცა ნასამართლეობა გაქარწყლებული მაქვს. გავარკვიე, რომ ჩემს სოციალურ მუშაკს არ ჰქონდა მიწოდებული პროკურატურისთვის ჩემს შესახებ ინფორმაცია, რადგან ოფიციალურად ის არავის გამოუთხოვია. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ე.წ. ოდეერები მუშაობენ იქ, სადაც ადამიანები ჩანაცვლების თერაპიით სარგებლობენ. ეს სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკაა“, – ამბობს კონსტანტინე “ბათუმელებთან“. „ჩვენთვის უცნობია რა კანონიერი გზით მოიპოვა პროკურორმა მაკა გაგიევმა ეს ინფორმაცია, პროკურორის ქმედება იყო დისკრიმინაციული, სამართალდამცავმა, რომელსაც მაღალი თანამდებობა აქვს, დაარღვია ანტიდისკრიმინაციული კანონი”, _ უთხრა „ბათუმელებს” კონსტანტინეს ადვოკატმა ლექსო ამირხანაშვილმა.
მაკა გაგიევი, რომელსაც დისკრიმინაციაში ადანაშაულებს კონსტანტინე, ამბობს, რომ კომენტარს პრესსამსახურის გზით გააკეთებს: “მე ვერ გავაკეთებ ამ ბრალდებაზე კომენტარს. გთხოვთ, ჩემი პასუხი გამოითხოვოთ პრესსამსახურიდან~. მთავარი პროკურატურის პრესსამსახური კი, როგორც წესი, არც წერილობით მოთხოვნილ ინფორმაციას და არც სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. “ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის~ გამგეობის თავმჯდომარის, კოკა ლაბარტყავას ინფორმაციით, „სამართალდამცავებს აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა პროგრამის საქმიანობასა და ხელმძღვანელობაზე“. მისი შეფასებით მეტადონის პროგრამა დღეს ფუნქციონირებს „პოლიციური მიდგომებით. პროგრამაში ჩართული ადამიანების პირად ინფორმაციაზე სამართალდამცავებს ხელი მიუწვდებათ. მათი მხრიდან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ოფიციალურ გზას წარმოადგენს მიმართვა პროგრამის ხელმძღვანელობისადამი კონკრეტული ადამიანების შესახებ. თუმცა სამართალდამცავები შეუზღუდავად ფლობენ ინფორმაციას პროგრამის ყველა პაციენტზე”.
კოკა ლაბარტყავას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მიდგომა წამალდამოკიდებული პირების მიმართ რეპრესიულია, ამის მაგალითად მოჰყავს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული სასჯელის ზომები. მაგალითად, ნარკოტიკის მცირე დოზის შენახვისთვის 7-დან 14-წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, ხოლო უფრო ნაკლები სასჯელი ელოდება გაუპატიურებაში ბრალდებულს.
სტატისტიკა და ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნები
შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით კოკა ლაბარტყავამ ადმინისტრაციული წესითა და სისხლისამართლებრივად დასჯილ პირთა სტატისტიკა მოგვაწოდა: 2013 წლის 10 თვის მონაცემებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით სახდელდადებულ პირთა რაოდენობა 5581-ია. 2011 წელს – 7714 პირს დაეკისრა ჯარიმა. 2013 წლის 10 თვის მონაცემებით, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 3234 პირის მიმართ (273-ე მუხლი: პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება), 2011 წლის მონაცემებით სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა 1620 პირის ხოლო, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით 1628 პირის მიმართ. (მუხლი 260: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).
„ბათუმელებმა“ დაახლოებით ერთი თვის წინ გამოითხოვა შს სამინისტროსგან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება 2014 წელს და რამდენი აღმოჩნდა თრობის ქვეშ… სამინისტრომ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა. ამის მიუხედავად კონსტანტინე რუხაძეს იმედი აქვს, რომ მიდგომები შეიცვალება, რადგან ვიზა ლიბერალიზაციის ერთ-ერთი პუნქტი საქართველოში ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციას ეხება: “45 ათასი ადამიანია ქვეყანაში წამალდამოკიდებული, მაგრამ სარეაბილიტაციო ცენტრები არ არსებობს, ადამიანს არ შეუძლია ვინმეს მიმართოს დახმარებისთვის, აი ესაა პრობლემის კვანძი, ფუნდამენტური პრობლემა. როცა აქტიურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მე მჭირდებოდა შველა, მაგრამ არავინ იყო…
გვრჩება ჩანაცვლების თერაპია, სადაც საზოგადოებას ჰგონია, რომ ადამიანები ლეგალურად მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ჩანაცვლების თერაპიის პროგრამაში ჩართვა ადამიანს ფსიქოლოგიურად ეხმარება, ეს პროგრამა მიმართულია ადამიანის სოციალურ რეაბილიტაციაზე, რესოციალიზაციაზე, მის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ გამოჯანსაღებას უწყობს ხელს. დილა რომ თენდებოდა მეზიზღებოდა მანამ, ვიდრე დოზას არ მივიღებდი. დოზა რომ მიიღო, უნდა იჩალიჩო, ფული უნდა იშოვო. პრობლემაა ისიც, რომ ჩანაცვლების პროგრამაში ჩართული ადამიანები დროთა განმავლობაში ეჩვევიან პრეპარატს, ამიტომ ალტერნატიულ გზას ეძებენ, რომ დაამატონ ფსიქოტროპული წამლები, რასაც მოაქვს ნეგატიური შედეგი, როგორც მისი ჯანმრთელობისთვის, ისე უბიძგებს მას ჩაიდინოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი პროგრამის სწორი და ეფექტიანი წარმართვა, სამედიცინო და სოციალური მომსახურების კომპლექსურად მიწოდება, რათა ადამიანისათვის სწორედ იქნეს შერჩეული მისი კუთვნილი დოზა. ყოველივე ამის ნაცვლად კი ჩვენს პროგრამაში პოლიციური და რეპრესიული მიდგომებია ამოქმედებული. ჩანაცვლების პროგრამამ ბევრ ოჯახს მოუტანა სიმშვიდე. ადამიანები გახდნენ შრომის უნარიანები. აღარ აქვთ სარისკო ქცევა, ინფექციების რისკიც ძალიან დაბალია“.
სახელმწიფო პროგრამა
სახელმწიფო წამალდამოკიდებულს სთავაზობს მკურნალობას, რომელიც მოიცავს ორ კომპონენტს: სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია, ჩანაცვლებითი თერაპია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამის მიზანია ნარკომანიით დაავადებულთა უზრუნველყოფა მკურნალობით, რეაბილიტაციით, ჩანაცვლებითი თერაპიითა და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით. ჩანაცვლებითი თერაპიისა და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების კომპონენტის ფარგლებში მომსახურების ვაუჩერი 215 ლარია. ამასთან, პაციენტმა თანაგადახდის პრინციით თვეში 110 ლარი უნდა გადაიხადოს. თანაგადახდა არ ეხება აივ ინფიცირებულებს და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებულ იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს. კონსტანტინე ამბობს, რომ პროგრამა ბევრმა იძულებით დატოვა:
“ვერ იხდიან 110 ლარს. ეს ისეთია, კიბეებზე ნელა რომ ადიხარ, უცებ ხელს გკრავენ და დაგაგორებენ, ასეთ დროს შეიძლება შიშისგან გაგისკდეს გული, ან ცუდად გახდე, ან წაიქცე და დაშავდე. მიატოვო მეტადონის პროგრამა – ეს ადამიანს ანგრევს, ქუჩაში რჩება. წინა ხელისუფლების დროს წამალდამოკიდებულ პირებს გვყავდა ხილული მტერი, რომელიც ახდენდა ჩვენს რეპრესიას, დისკრიმინაციას, დაჯარიმებას, ეს ხელისუფლება არაფერს ცვლის, ჩანაცვლების თერაპიაში ოდეერები დანიშნეს. ეს წარმოუდგენელია. გრძელდება ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ. თვალსაჩინოა სახელმწიფოს ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკა – მაშინ როდესაც საქართელოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო მხარს უჭერს ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანებისათვის სამედიცინო და სოციალური პროგრამების მიწოდებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დევნის, სჯის და ჩაგრავს ამ ადამიანებს“.
კონსტანტინე რუხაძისთვის პრობლემაა ისიც, რომ ადმინისტრაცია მათ პაციენტებად არ აღიქვამს: `ისევე არ გვექცევიან, როგორც მაგალითად დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს. ჩვენ გვიყურებენ როგორც კრიმინალებს“. კონსტანტინე კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, ჩანაცვლების პროგრამაში ჩართული ქალების მიმართ არსებულ სტიგმაზე. „ნარკოტიკების მომხმარებელ ქალებს უწევთ ცხოვრება ორმაგი სტიგმატიზაციის პირობებში, რაც გამოისახება, როგორც საზოგადოების, ისე მამაკაცი მომხმარებლების მხრიდან მათი დისკრიმინაციით. მამაკაცი მომხმარებლები არატოლერანტები არიან ქალების მიმართ: „რიგში, სადაც ყველა ერთად ველოდებით კუთვნილ პრეპარატს, დამინახია კუთხეში ატუზული ქალი, შერცხვენილი, თავჩახრილი… პრობლემა ერთია, ავადობაც ერთი, ერთია მოთხოვნაც, მაგრამ არატოლერანტია კაცი ქალის მიმართ“. კონსტანტინეს აზრით, პროგრამით მოსარგებლე ქალები და მამაკაცები სხვადასხვა შესასვლელით უნდა სარგებლობდნენ. “ხოლო საქართველოში არც ერთი ჩანაცველბითი თერაპიის პროგრამა არ არის მორგებული ქალების საჭიროებებსა და სპეციფიკაზე“.
ბათუმის ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორი, ლია ჯინჭარაძე კონსტანტინეს სტიგმის ნაწილში ეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ ქალებისთვის ცალკე შესასვლელის გაკეთებით სტიგმას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ლია ამბობს, რომ სტიგმისა და სტერეოტიპის გამო ქალებს ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვა ძალიან უჭირთ. ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ქალი იყო პროგრამაში და ოჯახის წევრებმა აიძულეს მისი დატოვება არსებული სტერეოტიპების გამო. ლია ამბობს, რომ კონსულტაციაზე მისული ქალი პაციენტები პროგრამაში ჩართვაზე უარს ერთი მიზეზით ამბობენ: „ყველა დამინახავს“.
ახლა ბათუმის ნარკოლოგიურ ცენტრში 88 პაციენტი სარგებლობს მეტადონის პროგრამით, აქედან ქალი მხოლოდ ერთია. პროგრამა სულ 100 პაციენტზეა გათვლილი. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში გლდანის დაწესებულებაში ათავსებენ იმ პირებს, ვინც ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობს და თავისუფლების აღკვეთა მიესჯება. პაციენტებს პრეპარატი ციხეებშიც მიეწოდებათ, ოღონდ კლებადი დოზით.
ჩანაცვლების თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტები საქართველოში უცხოეთიდან შემოაქვთ. დილიდან 15 საათამდე პაციენტი ნარკოლოგიურ ცენტრში უნდა მივიდეს, რათა პრეპარატი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღოს. ბათუმის ნარკოლოგიურ ცენტრში პროგრამით მოსარგებლე პირებს თანადაფინანსების გადახდა არ უწევთ – პროექტს საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია “შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი აფინანსებს. 2007-2014 წლებში პროგრამით 786-მა პაციენტმა ისარგებლა, მათ შორის 8 იყო ქალი.
და ბოლოს, ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013 წელს 222 300 ლარი დაიხარჯა; 2014 წელს 568 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო 2015 წელს სახელშეცვლილი პროგრამის ბიუჯეტი – 300 000 ლარი იქნება.
დიალოგი გიორგი ვეკუასა და ყოფილ პატიმარს შორის სასამართლოში:
შენობით ნუ მელაპარაკებით, მე თქვენობით მოგმართავთ!
ციხის დერეფნებში რომ გვცემდი, მაშინ რატომ არ გველაპარაკებოდი თქვენობით?
რომ ამბობთ მცემდიო, თუ გყავართ ნანახი საერთოდ?
როგორ უნდა მენახე, თავი რომ ამეწია, ხომ მომკლავდი. თავდახრილებს გვცემდით!
ყოფილი პატიმრების ჩვენება სასამართლოს:
ყოფილი პატიმარი ლ. ქ: “2009 წლის ივლისში შემასახლეს მესამე დაწესებულებაში. ზაზა ჯიქიამ მიმიღო, უსასტიკესად და არაადამიანურად მეპყრობოდა. დღეში ოთხჯერ, ხუთჯერ გვცემდა, თან ამბობდა, რომ კარატისტი ვარო. ამის დამკვეთი გიორგი ვეკუა იყო. თავს გვახრევინებდნენ იატაკზე და გვირტყამდნენ წიხლებს, ხელკეტებს. გრძელი კორიდორი იყო, გვირტყამდნენ ყველგან, თავში, წელის არეში… ისეთი სიტყვებით მოგვმართავდნენ… (მოსამართლემ გააფთხილა არ გაემეორებინა უშვერი სიტყვები დაზარალებულს, თორემ დააჯარიმებდა -ავტ.). შიშით გვაცხოვრებდნენ.
წერილი დავწერე მაშინდელი კუდის უფროსის სახელზე, წერილში ვიწერებოდი, რომ დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებმა მცემეს. მეთვალყურეს ეს წერილი რომ გადავეცი, ცოტა ხანში მოვიდა ჯიქია და წერილი შემაჭამა. ექიმს ვერ დაუძახებდი, წამალს ვერ მოითხოვდი, იყენებდნენ ელექტროდენსაც.
მე სამი თვის განმავლობაში ტყვედ ვიყავი სოხუმში. ტყვედ ყოფნის დროს არ ვუწამებივარ ისე, როგორც აქ მაწამებდნენ… ხალხი დაავადდა, დაშავდა. როცა გვეძინა, ღამის სამ საათზე შემოვარდებოდნენ და გვცემდნენ, როცა ვბანაობდით, წყალს გვითიშავდნენ და გასაპნულებს გვტოვებდნენ…
მე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, თავის მოკვლა ვცადე რამდენჯერმე, სიკვდილი იქ ყოფნის დროს საუკეთესო გამოსავალი იყო.
ესენი მწამებლები არიან. ბატონო მოსამართლე, მე მაინტერესებს, რატომ არ არიან ესენი პატიმრობაში? გთხოვთ თქვენ დააკავოთ ესენი. მე ვითხოვ მათ უმკაცრესად დასჯას”.
ყოფილი პატიმარი ო.ო: “2009 წელს, როცა შეიცვალა ციხის ხელმძღვანელობა, დაიწყო ცემა, დილას-საღამოს. მამისა და ბაბუის ტოლა ხალხს არ ინდობდნენ. მე კარცერში გამომკეტეს, მთელი დღე კარს არავინ შემოგიღებდა… მე საკნიდან ამათ არ გამოვუყვანივარ და არ ვუცემივარ. როცა სასეირნოდ გავყავდით, მაშინ გვცემდნენ, ხან მოგიწევდა ხელკეტი, ხან არა… ესენი ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიდნენ… დაჩოქილებს გვცემდნენ… მე კარგი მცემ, იქნება ვარ საცემი, მაგრამ ბაბუას ტოლა კაცი, რომელიც შეშის ქურდობის გამო იხდის სასჯელს, ის რატომ უნდა სცემო, შეშის ქურდობაში ბრალდებული საკანში იყო გამოკეტილი და ესენი აწამებდნენ, ახლა კი ქუჩაში თავისუფლად დადიან…
საკანში სულ ცოტა 13 პატიმარი ვიყავით, ყველაზე მეტი 29-33 ვყოფილვართ ერთ საკანში… საწოლი სამი იყო. მეც და ყველა ვინც აწამეს, ვითხოვთ ამათ დასჯას, წავიდნენ საკანში და ნახონ, როგორია იქ ყოფნა”…
“ყოველდღიურად გვცემდნენ. 2010 წლის აღდგომის წინა დღეს იყო მასობრივი წამება, მთელი ციხე გააშიშვლეს, ისე გვირტყეს, სისხლი გვდიოდა… ამ პროცესში 70-80 თანამშრომელი იყო ჩართული”, – გააგრძელა დაზარალებულმა, რომელიც პროკურორმა მოწმის სტატუსით დაკითხა. მოწმე ლ.ქ-ს. განცხადებაზე გიორგი ვეკუამ გაიღიმა. “ეს დამამცირებელია, თავი შეიკავეთ, თორემ გაგაძევებთ დარბაზიდან”, – უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს.
ბრალდებულის ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ მოწმეებს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მაგალითად ასეთი შინაარსის: “რამდენჯერ ხართ ნასამართლევი”, “ხართ თუ არა ნარკოტიკის მომხმარებელი”, “რატომ უნდა დავუჯეროთ თქვენს მონაყოლს”, “რა დამოკიდებულება გაქვს ქურდულ სამყაროსთან”.
ადვოკატის კითხვების უმრავლესობა პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ გააპროტესტა. პროკურორმა განმარტა, რომ ადვოკატის კითხვები წამების საქმეს არ ეხებოდა. მოსამართლემ რამდენჯერმე დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და კითხვები მოწმეებს განარიდა.
ხელშეკრულების მიხედვით, სარაგბო კომპლექსის მშენებლობის ღირებულება 7 128 744 ლარია. აქედან 3 596 177 ლარი შემსყიდველმა (ბათუმის მერიამ) უნდა გადაუხადოს შემსრულებელ კომპანიას. დარჩენილ სამი მილიონ ოთხასი ათას ლარზე მეტი შემსრულებელი ყოფილი პრემიერის კომპანია „ატუს“ ინვესტიციით განხორციელდება. მერია კი თანხას სახელმწიფოსგან, კონკრეტულად კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან ტრანსფერის სახით მიიღებს.
აღნიშნული კომპლექსის მშენებლობისთვის მერიას ელექტრონული ტენდერი არ გამოუცხადებია. მხარეებმა ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 აგვისტოს #1083 განკარგულებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დადეს. საქართველოს მთავრობის ამ განკარგულების თანახმად სარაგბო სტადიონის მშენებლობის დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბათუმს გამოუყო 3 600 000 ლარი. ამ განკარგულების შესასრულებლად კი ბათუმის მერიას გამარტივებული შესყიდვა დაევალა.
რატომ აირჩია მერიამ ამ პროექტის განხორციელებისთვის გამარტივებული შესყიდვა, ფორმა, რომლითაც პირდაპირ ირჩევს შემსყიდველი მისთივს მისაღებ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს? და რატომ აირჩია ამ პროექტის განხორცილებისთვის ასოციაცია „ატუ“?
ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, არჩილ ვანაძის განმარტებით, „მერიას შეეძლო, ვისაც თვლიდა საჭიროდ მასთან გაეფორმებინა ხელშეკრულება. ხოლო თუ რატომ „ატუ“, პასუხი ნათელია – გამომდინარე იქიდან, რომ „ატუ“ დამატებით თავის ინვესტიციას დებს ამ პროექტის განსახორციელებლად“.
მისივე განმარტებით, ტრანსფერის სახით დღემდე მერიაში სარაგბო სტადიონის მშენებლობისთვის ფინანსთა სამინისტროს ნახევარ მილიონზე მეტი ლარი აქვს გამოყოფილი. დანარჩენ ნაწილს კი შესრულებული სამუშაოების მიხედვით გადმორიცხავს.
„ტრანსფერის მიღება ყველა ვარიანტში მოხდება. მშენებლობას არ შეექმნება პრობლემა არც დაფინანსების და არც განხორციელების ნაწილში“, – ამბობს არჩილ ვანაძე.
სარაგბო კომპლექსის სამუშაოების მწარმოებელ სოსო ბოლქვაძის თქმით, სამუშაოების განხორციელებას წვიმიანი ამინდი აბრკოლებს. ტერიტორიაზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, წყლის საქაჩი სისტემაა დამაგრებული, თუმცა ტერიტორია მაინც იტბორება. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოებს უამინდობა აბრკოლებს, სოსო ბოლქვაძე იმედოვნებს, რომ სამუშაოების დასრულების ვადები არ დაირღვევა.
ხელშეკრულების მიხედვით, სარაგბო სტადიონის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით სარაგბო კომპლექსი სამსართულიანი იქნება.
„2013 წლის ციტრუსის სეზონთნ დაკავშირებით მთავრობამ 6 მილიონი სუფსიდია გამოჰყო, მაგრამ სუბსიდიები იმდენ ბიოკრატიულ პრობლემასტან და ხარვეზთან იყო დაკავშირებული, რომ ფერმერთა უმეტესობამ ამ სუბსიდიების მიღბა ვერ მოახერხა. შესაბამისად 6 მილიონი ლარიდან მხოლოდ 3 მილიონ ნახევარი ლარის ათვისება მოხდა,“- ამბობს მალხაზ ცეცხლაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის აგვისტოში, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მათმა ფრაქციამ ამ თანხის უკან გამოთხოვნაზე წერილიც შეიტანა – „ ჩვენ მაშინ გავაპროტესტეთ ის, რომ ეს თანხები მუნიციპალურ ბალანსზე დარჩენილიყო, რათა იგივე სუფსიდირების თემით გლეხებს დავხმარებოდით, მაგრამ მთვრობამ რატომღაც გადაწყვიტა წელს არ დაეხმაროს გლეხებს სუფსიდიებით“.
ნათია აფხაზავა: “ჩვენი მოთხოვნაა “რვაფეხას” რესტავრაცია და შენარჩუნება იმ ადგილზე, სადაც ის არის. მეორე მოთხოვნაა ის, რომ პროცესი აუცილებლად იყოს გამჭვირვალე და ამ პროცესში ჩართული იყოს ჩვენი წარმომადგენელი, რათა ვნახოთ თუ რა მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. მესამე – რაზეც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას არის ის, რომ შენობას უნდა მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რადგანაც მას აქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ ის იყოს ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. გარდა ამისა, იმის დასადგენად, ექვემდებარება თუ არა “რვაფეხა” რესტავრაციას, მნიშვნელოვანია შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, სხვა და სხვა წევრების მონაწილეობით, რომელიც შეაფასებს რვაფეხის რესტავრაციის შესაძლებლობას”.
სოფო ჟღენტი: „გუშინ გაჟღერდა რვაფეხას გადატანასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რაც მიუღებელია, იმიტომ, რომ თავად მთავრობის წარმომადგენლები წინააღმდეგობაში მოდიან თავის განცხადებებთან – თუ ადრე ამბობდნენ, რომ ნაგებობა 90%-ით დაზიანებულია და მისი რესტავრაციაც კი შეუძლებელია, გადატანა როგორღა მოხდება მაშინ ისე, რომ იგი არ განადგურდეს? თან ეს არ არის ჩვეულებრივი ძეგლი, რომელსაც გადავიტანთ, ეს არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც კონკრეტულ სივრცეშია დადგმული. მოვუწოდებ მთავრობას, რომ იგი იყოს უფრო ღია თავის გადაწყვეტილებებში და გაითვალსწინოს საზოგადოების მოთხოვნა, იმიტომ რომ ეს არ არის 10 მოქალაქის მოთხოვნა, ეს ძალიან ბევრი ადამიანის გადაწყვეტილება და სურვილია, რაც მათი აქტიურობიდანაც ჩანს”.
ირაკლი ბაკურიძე: “ხვალ, 2 საათზე, რვაფეხას მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება აქცია, სადაც ვიკრიბებით ადამიანები, რომლებსაც აღელვებთ “რვაფეხას” და ბათუმის ბედი. მოვუწოდებ ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის, რომ მოვიდეს, შემოგვიერთდეს და ერთად დავიცვათ “რვაფეხა””.
საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ “ბათუმელებთან” ერთ-ერთ ინტერვიუში ირაკლი ჩავლეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება “რვაფეხას” შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რომელიც მან 2014 წელს, ჯერ კიდევ საკრებულოს თავმჯდომარეობისას გააკეთა, არ შეესაბამება სიმართლეს – „ის ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროს იმ პირობით გადასცა ბათუმის საკრებულომ მიწა, რომ მოხდებოდა ტერიტორიის განკარგვა ისე რომ “რვაფეხა” შენარჩუნდებოდა, რადგან საზოგადოებრივი ინტერესი ამ ნაგებობის მიმართ არის ძალიან მაღალი. თუმცა, მე მინდა საზოგადოებას ვაჩვენო N83 განკარგულება, სადაც არ არის საუბარი იმაზე, რომ რვაფეხა უნდა შენარჩუნდეს. ამ განკარგულებაში ეს ნაგებობა საერთოდ არ არის ნახსენები” – ამბობს სოფო ჟღენტი.
ბათუმის მერიის სახანძრო დაცვისა და საგნგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის თქმით, ამ წუთებში ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც დამწვრობებით ბათუმის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შეშის ღუმელმა გამოიწვია. ხანძრის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
„გუშინწინ იყვნენ ამოსულები. გვითხრეს, თბილისიდან, ენერგეტიკის სამინისტროდან ვართო. შეამოწმეს კიდევ ერთხელ სახლები. დასკვნა უნდა დავწეროთ ერთ კვირაშიო, გვითხრეს. დასკვნას ველოდებით. ვნახავთ რას დაწერენ და მერე ვიმოქმედებთ. ამ წუთშიც მიდის აფეთქებები. ღამით ძლიერი აფეთქებებია. მთვრალიც რომ იყო, მაინც გეღვიძება. დღისით ასეთი მძლავრი ბიძგები არაა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ჩანჩხალოს მკვიდრი ემზარ დუმბაძე. მისივე თქმით, თუ გეოფიზიკური დასკვნა რეალობის ამსახველი არ იქნება, სოფელი საპროტესტო აქციებს გააგრძელებს.
„სოფელი ჩანჩხალო წარმოადგენს აჭარის რეგიონში ერთ-ერთ მაღალი რისკის დასახლებულ ტერიტორიას, სადაც მეწყრული პროცესების აქტივაცია პერიოდული ხასიათის მატარებელია, რაც დასტურდება წლების განმავლობაში ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა-დაკვირვებით.
კომისიის მუშაობის პროცესში სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ მათ საცხოვრებელ სახლებზე გაჩენილი ბზარებისა და ნაპრალების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, ასევე გაჩენილია ახალი ნაპრალები გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირბით ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების დაწყების შემდეგ. შუახევის მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობიდან გამომდინარე სოფელ ჩანჩხალოში გამოწვეული გეოლოგიური პროცესების შესწავლის მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია ჩატარდეს გეოფიზიკური კვლევები, რაც ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად უწყობს ხელს ტერიტორიაზე მიმდინარე გეოლოგიური პროცესების პროვოცირებას გვირაბის მშენებლობისას განხორციელებული ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები“, – ეს არის ამონარიდი იმ სამთავრობო კომისიის დასკვნიდან, რომელიც ჩანჩხალოში არსებულ ვითარებას სწავლობდა.
სამთავრობო კომისიამ მუშაობა ჩანჩხალოში ოქტომბერში დაასრულა. სულ 127 სახლი და მათ მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთები იქნა შესწავლილი. დასკვნაში, რომელსაც ხელს გეოლოგები აწერენ, მოსახლეობისთვის ახალი არაფერი წერია.
„წესით გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები უნდა შეესწავლათ. ჩაერთვნენ გეოლოგები, რომლებმაც სრულყოფილი დასკვნა ვერ დადეს. თქვეს, რომ სოფელი ჩანჩხალო მდებარეობს მაღალი აქტივობის მეწყერსაშიშ ზონაში. ეს ისედაც ვიცოდით. სრულყოფილი დასკვნისთვის გეოფიზიკური დასკვნაა საჭირო. რომ დოკუმენტურად დამტკიცდეს, რა კავშირშია ის აფეთქებები ამ ბზარებთან, რომელიც ჩვენს საცხოვრებელ სახლებს უჩნდება“, – ამბობს ბადრი მახარაძე, სოფელ ჩანჩხალოს მკვიდრი.
ბადრი მახარაძე იმ სპეციალისტების მუშაობითაც უკმაყოფილოა, ვინც გეოფიზიკური დასკვნა უნდა მოამზადოს.
ჩანჩხალო
„ჩვენ ვიცით, რაც ხდება აქ, საპირისპიროს დამტკიცება მოუწევს კომპანიას საბუთებით, მაგრამ ამას ვერ დაამტკიცებენ, რადგან კვლევა არ ჩაუტარებიათ. სამთავრობო უწყებებიდან მოვიდნენ, მაგრამ რა გააკეთეს, ვერ გავიგეთ. ვიზუალურად დააკვირდნენ და გადაიღეს. რაღაც აპარატურა ხომ უნდა იყოს. გინდ სეისმოლოგიური, გინდ გეოფიზიკური. რაღაცით ხომ უნდა ამოწმებდნენ?“ – კითხულობს ბადრი მახარაძე.
მისივე თქმით, მოსახლეობა კიდევ ერთი კვირა აპირებს ლოდინს. მას შემდეგ, როცა დასკვნას გაეცნობიან, იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„ჩანჩხალოს მოსახლეობა იქნება დაცული. ჰესის მიმდინარე მშენებლობა რაიმე ზიანს თუკი გამოიწვევს, ისინი მიიღებენ კომპენსაციას. კომპანიის გასაგონადაც ვიძახი, რომ ისინი ვერ დაარღვევევნ იმ ნებართვას, რომელიც მათ მშენებლობისათვის მიიღეს“, – ეს პირობა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალურ სივრცეში“ სტუმრობისას დადო.
თავად კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლები აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ სოფელი ჩანჩხალო ისტორიულად მეწყრული ზონაა და იქ სახლები გვირაბის სამუშაოების დაწყებამდე იყო დაბზარული.
„ჩვენ მზად ვართ კომპენსაცია გადავიხადოთ იმისთვის, რომ თუ რამეს დავაზიანებთ მშენებლობის შედეგად და არა იმ სახლებისთვის, რომლებიც დაზიანებული იყო მანამდე,“ – ასეთია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ პოზიცია.
ჩანჩხალოში, წესით, გეოფიზიკური დასკვნის საფუძველზე, მომავალი კვირიდან უნდა გაიგონ, რატომ ინგრევა და იბზარება მათი სახლები.
აჭარის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ეკა ზოიძე ამბობს, რომ უმეტესად საქართველოში ექიმს მაშინ მიმართავენ, როცა დაავადება მძიმე ფორმებშია გადასული, ამ მხრივ გამონაკლისი არც ფსიქიატრიაა. მას, ვისაც არ სურს ერთი, მოკლე სტრესული მდგომარეობის გამო ფსიქიატრიულ საავდმყოფოში აღრიცხვაზე იმყოფებოდეს და ამის გამო თავს არიდებს სპეციალისტთან კონსულტაციას, შეუძლია ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს კრიზისული ინტერვენციის სამსახურით (კის) ისარგებლოს. აქ მისული პაციენტი გადის რეგისტრაციას, მაგრამ აღრიცხვაზე არ აჰყავთ.
კის-ი ორი წლის წინ ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოებში პაციენტის ჰოსპიტალიზაციის თავიდან არიდების მიზნით ჩამოყალიბდა.
“ფსიქიატრიულში აღრიცხვიანობა მაინც სხვა თემაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია პაციენტის შესახებ სრულად კონფიდენციალურია და მას კანონიც იცავს, კვალი მაინც რჩება, პაციენტი აღრიცხვაზეა ფსიქიატრიულში და მას ეს არ სურს. პაციენტებს, რომლებსაც კრიზისული პერიოდი აქვთ, შეუძლიათ ექვსი თვის განმავლობაში იარონ ცენტრში კონსულტაციებზე, შეხვდნენ სოცმუშაკს, ფსიქოთერაპევტს, მიიღონ უფასო მედიკამენტები და მხოლოდ მაშინ, თუ ეს არ აღმოჩნდება მათთვის საკმარისი და მდგომარეობა მაინც დამძიმდება, ჩვენ მათ ვთავაზობთ სტაციონარში გადასვლას”, – ამბობს ეკა ზოიძე.
დღეისთვის აჭარის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში აღრიცხვაზე 9000-მდე ადამიანია, სტაციონარში კი 145-მდე პაციენტი მკურნალობს. აჭარის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს სტაციონარი, ხონის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შემდეგ სიდიდით მეორეა დასავლეთ საქართველოში, ამიტომ აქ აჭარის გარდა სხვა რეგიონების (ფოთი, სენაკი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი და სხვა) მცხოვრებლებიც მკურნალობენ. საავადმყოფო 155 საწოლზეა გათვლილი, თუმცა აქ ყოველთვის დგას სარეზერვო საწოლები, რადგან საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, არის შემთხვევები, როცა სტაციონარი გადატვირთულია და გეგმაზე მეტი პაციენტის მიღებაც უწევთ: “ყოფილა მომენტი, როცა 160 პაციენტიც გვყოლია, გადატვირთული ვიყავით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უარის თქმის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი არ გვაქვს ფიზიკურად და ყველა რესურსი ამოწურულია, მაშინ პაციენტს უახლოეს კლინიკაში ან ფსიქიატრიულში ვაგზავნით”.
ფსიქიატრიული მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა, თუმცა, როცა პაციენტი უარს ამბობს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საავადმყოფოს მიერ მიცემულ უფასო მედიკამენტებზე და უფრო მაღალი ხარისხის მედიკამენტებით მკურნალობას არჩევს, ამას სახელმწიფო აღარ აფინანსებს. ეკა ზოიძე ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის სტაციონარში 41 დასახელების უფასო მედიკამენტია, რომელთაგან ზოგი ევროპული ხარისხისაა, ზოგიც ინდური – “ვერ ვიტყვი, რომ ინდური მედიკამენტი არ ვარგა. უბრალოდ, ფაქტია, რომ მედიკამენტი, რომლის თითო აბიც სამი ლარი ღირს – ბევრად უკეთესია”.
ადამიანის უფლებათა ცენტრის გასული წლის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო პროგრამებში შეძენილი მედიკამენტების ხარისხი ნაკლებად ეფექტურია. “ტენდერში იმარჯვებს ის კომპანია, რომელსაც პროდუქცია ყველაზე დაბალ ფასში აქვს. იაფფასიან წამლებში აქტიური ნივთიერების რაოდენობა ბევრად ნაკლებია. შესაბამისად, წამალი პაციენტისთვის ნაკლებად ეფექტურია და ხშირ შემთხვევაში, უფრო მძიმე გვერდით ეფექტებს იწვევს. ასეთი „სატენდერო სისტემის“ ფარგლებში ექიმებს არა აქვთ უფლება განსაზღვრონ, რა წამლის შეძენა სჯობია არსებული პრაქტიკიდან და ცოდნიდან გამომდინარე. ყველაფერს საზღვრავს მხოლოდ ეკონომიკური კრიტერიუმი, რაც სამედიცინო მომსახურების სფეროში დაუშვებელია”, – ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაწერილ ადამიანებს დასაქმებასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში დაეხმარება. ეკა ზოიძის თქმით, სტაციონარგარეშე სერვისების არსებობა არასამთავრობო ორგანიზაციების პასიურობის ბრალიცაა: “ამბულატორიის იქეთ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავშესაფარი, ევროპის მსგავსად აქაც უნდა არსებობდეს დღის ცენტრები. ამ მხრივ აჭარაში არასამთავრობო ორგანიზაციები არ აქტიურობენ და ეს ძალიან სამწუხაროა. მათი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია და პატარა სერვისების შექმნასაც დიდი მნიშვნელობა ექნება, თუნდაც მათთვის უფასო იურიდიული მომსახურების მხრივ”.
ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები საზოგადოების ერთ–ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან და განსაკუთრებით საჭიროებენ მათი უფლებების დაცვას. ადამიანთა უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ეს ადამიანები ადვილად ხდებიან ძალადობისა და თაღლითობის მსხვერპლი: “კარგავენ საკუთრების უფლებას, ქონებას. ხშირია შემთხვევები, როცა ნათესავებს არ უნდათ ფსიქიკურად დაავადებულ ახლობელთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება და მეურვეობის გაფორმებითა და ავადმყოფობის გამწვავების პროვოცირებით ცდილობენ მათ ხანგრძლივ ან სამუდამო გამოკეტვას ფსიქიატრიულ დაწესებულებებში”.
ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს არტ-თრაპევტის, მედეა ბერიძის თქმით, სტაციონარის პაციენტებისთვის მეტად აქტუალურია არტ-თერაპიის კურსი, რომლის ფარგლებშიც პაციენტები ხატავენ, ძერწავენ, ქსოვენ და სხვადასხვა ნაკეთობას ქმნიან. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, ნებისმიერ სტაციონარგარეშე ურთიერთობას ამ პაციენტებზე ძალიან დიდი ეფექტი აქვს: “მე მიკვირს სკოლების, უნივერსიტეტებისაც, რატომ არ არიან აქტიურები. ყველამ რომ მოინდომოს, თუნდაც შაბათობები მოაწყონ, გამოყონ რაღაც დღეები ფსიქიატრიულში სტუმრობისთვის, ეს პრობლემა მხოლოდ ჭიშკარს შიგნით არ დარჩებოდა”.
მედეა ბერიძის თქმით, ზოგიერთი მათი პაციენტი უკვე 12-13 წელია ფსიქიატრიულში ცხოვრობს და მათ არავინ აკითხავს, ამიტომ ასეთ პაციენტებს ნებისმიერი ყურადღება უხარიათ. პერსონალის თქმით, ტანსაცმელს ასეთი პაციენტებისთვის ხშირად სამეგობროში აგროვებენ.
დისკუსიის მომხსენებლები იქნებიან: ილია ელოშვილი – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი; ტარიელ ტუსკია – აჭარის არ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის უფროსი; პარმენ ჯალაღონია – აჭარის არ მთავრობის წარმომადგენელი; შპს „აჭარისწყალ ჯორჯიას“ წარმომადგენელი; ანა ბერძენიშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
ასევე მოწვეულნი არიან სოფელ ჩანჩხალოს მოსახლეობა, აჭარის ა/რ მთავრობის წევრები, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ჩანჩხალო
დაბა შუახევის სოფელ ჩანჩხალოს მოსახლეობა სოფლიდან განსახლებას ითხოვს. სოფელში სულ 126 კომლი ცხოვრობს. სახლების დიდი ნაწილი დაბზარულია, სპეციალისტთა ერთი ნაწილის დასკვნით 40-მდე სახლში ცხოვრება სახიფათოა. მოსახლეობა სახლებზე და საკარმიდამო ნაკვეთებზე ბზარების მომატებას „შუახევის ჰესისის“ ფარგლებში გვირაბის მშენებლობას უკავშირებს. ხოლო კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ დასკვნით ჩატარებული კვლევის მიხედვით, შენობების დაზიანების მიზეზები საინჟინრო წესების დარღვევა და მეწყრული პროცესია. ჩვენი დისკუსიის მიზანია გაირკვეს ვისი პასუხისმგებლობაა მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება თუ ის სამართლიანია, რა სამართლებრივი ბერკეტი არსებობს მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. დისკუსიის ფარგლებში ყველა მხარე – კომპანია და სახელმწიფო სოფელ ჩანჩხალოში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩატარებულ კვლევების პრეზენტაციას წარმოადგენენ.
ქეთი, ნინო და ნათია აჭარის ნაკრებთან ერთად მწვერვალ კაჭკარზე თურქეთში
– საიდან დაიწყო მთამსვლეობის გზა თქვენთვის?
ნინო დევაძე: მე თვითონ სპორტსმენი ვარ, მშვილდოსანი. სპორტით პატარაობიდან ვარ დაინტერესებული, მქონდა შესაძლებლობა და გადავწყვიტე გამომეყენებინა. პირველად მერიის პროგრამით მოვხვდი ამ სფეროში, რომელიც ახალგაზრდებისთვის ერთკვირიან სამთო ბანაკების მოწყობას ითვალისწინებდა. ყაზბეგში ვიყავით წასული. რახან პირველად ვიყავით ბანაკში, ვერ გავბედეთ ასვლა მწვერვალზე. შარშან, მეგობრებთან ერთად რაჭაში წავედით, დოლომისზე ბოლომდე ვერ ავედით, ნისლმა შეგვიშალა ხელი. წელს ისევ ყაზბეგში ვიყავით, მწვერვალ შინოზე, 4100 მეტრზე. ასევე აჭარის ნაკრები თურქეთში ვიყავით მწვერვალ კაჭკარზე, 4000 მეტრზე.
– რა სირთულეები ახლავს მთამსვლელობას?
ნათია ლაბაძე: ბანაკში ინსტრუქორი წინასწარ გვამზადებდა ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც, თუ როგორ უნდა გავართვათ თავი სიძნელეს და ავიდეთ მწვერვალზე. ყოფილა შემთხვევები, როცა სიმაღლისგან მთამსვლელს თავბრუსხვევა დაწყებია, ჰალუცინაციები. მინერვიულია, ვაითუ მეც შემეშინდეს-მეთქი, მაგრამ ვვარჯიშობდი 30 მეტრიან კლდეზე ასვლა-ჩამოსვლაში და ეს შიში გადავლახე.
გიორგი მასწავლებელი ამბობს, მთაში რომ მიდიხარ ხეობით, ორ მთას შორის ძალიან ვიწრო არეალია და ვერ ხედავ ღრუბელი საიდან როგორ მოდის. უცებ, ერთ საათში ისე შეიძლება გადაიფაროს ღრუბელი და ნისლიც მოვიდეს, ვერსად წახვიდეო. დოლომისზე რომ ვიყავი წასული, მთელი ღამე ვარსკვლავებით იყო ცა მოჭედილი, 6 საათზე უნდა წავსულიყავით, მაგრამ გაწვიმდა. გული დაგვწყდა, აქ ამოსულები მწვერვალზე ნუთუ ვერ უნდა ავიდეთო. ვაცალეთ ორი საათი, გამოიდარა და ისე გავაგრძელეთ გზა.
– რით არის განსაკუთრებული მთამსვლელობა?
ნათია ლაბაძე: ყაზბებში ორი დღე ვიარეთ და ავედით მწვერვალზე. აგვისტო იყო, მაგრამ მწვერვალზე თოვლი იდო და ციოდა. დედაჩემს მწვერვალიდან დავურეკე აგვისტოში თოვლია და ვგუნდაობ-მეთქი. შინა იყო კლდოვანი და ნაშალი, დოლომისი კი ბალახოვანი, სადაც ჩემზე მაღალი ბალახი იყო. ბუნება იყო არაჩვეულებრივი. ისეთი ყვავილები ჯერ არ მინახია ცხოვრებაში და ვერც ნახავს ადამიანი იქ თუ არ ააღწია. დიდი ადრენალინია, ერთზე რომ ახვალ, უკვე გინდა მეორე, მესამე, მეოთხე… ფეხებიც არ ჩერდება. დაღლას მაშინ გრძნობ, როცა მწვერვალზე ახვალ. ღრუბლებზე მაღლა რომ ხარ, ეს არის ყველაზე ძლიერი ემოცია. მთაში ვხვდებით, რომ ნაგავი არ უნდა გადავყაროთ ისეთ ადგილას, სადაც არ არის ნაგვის ურნა. მწვერვალზე როცა მიდიხარ, რაც არ უნდა ჭამო, ყველაფერს ჯიბეში აგროვებ.
ქეთი ლორთქიფანიძე: მეც თავიდან მეგონა, რომ ავალ და მეტი არაფერი იქნება. მაგრამ ის დაღლა მწვერვალზე ასვლის მომენტი… ყველაფერი რომ ჩანს, თავი თავისუფალი გგონია, სიტყვებით ვერ გადმოსცემ იმ გრძნობას, რაც მწვერვალზე ასვლის დროს გიჩნდება. გარდა ამისა, მთამსვლელობით ეჩვევი დამოუკიდებელ ცხოვრებას.
– მცოცავი ქვების დროს, როცა მეტია წინააღმდეგობა, როგორ იქცევით?
ქეთი ლორთქიფანიძე: პირველი ყოველთვის მიდის ინსტრუქტორი. ბატონი გიორგი და თვითონ გვეუბნება, სადაც მე დავადგამ ფეხს, იქ დაადგით თქვენცო და ჩვენც მივყვებით უკან. ვიღაცამ ფეხი არასწორად რომ დაადგას, შეიძლება ქვა ჩამოვარდეს, ქვევით კი ხალხი მიდის. ამიტომ ძალიან ფრთხილად მივდივართ. ზოგადად, მთაზე როცა მიდიხარ, სიარულის დროს ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან ლაპარაკი გღლის. ამიტომ მივდივართ ჩუმად. მთავარია, გუნდს არ ჩამორჩე, თორემ ძალიან რთულია მერე. იქ ყველაფერი გათვლილია, 50 წუთს დავდივართ, 10 წუთი ვისვენებთ.
– რას ფიქრობთ, რამდენად თანაბარია ასეთ პირობებში მამაკაცისა და ქალის ძალა?
ნინო დევაძე: თანაბარია ძალები. თუმცა ბიჭებს უფრო მეტი ტვირთი დააქვთ, კარვები ბიჭებს მოაქვთ. სხვა დანარჩენ ტვირთს თანაბრად ვინაწილებთ. მთაში ყველანი თანასწორი ვართ.
– გასულ წელს აჭარის ჩემპიონატში მონაწილეობდით, იყავით ხულოში ერთ-ერთ მთაზე. წელს ზამთარში გექნებათ ვარჯიშები?
ქეთი ლორთქიფანიძე: ხშირად ვვარჯიშობთ კლდეზე ცოცვაში, შაბათ-კვირაობით კვარიათში. ზაფხული უფრო მეტად დატვირთულია ვარჯიშით, ვიდრე ზამთარი. რადგან ბათუმში ხშირად წვიმს. წელსაც იგეგმება ხულოში ასვლა.
– აღჭურვილობას თქვენ თვითონ იძენთ?
ქეთი ლორთქიფანიძე: ბატონი გიორგი გვაწვდის. კარვები, საძილე ტომრები, ჩანთები, წერაყინები, თოკები – ეს ყველაფერი გუნდისაა. ქურთუკებს, ფეხსაცმელს ჩვენ თვითონ ვიძენთ.
ნათია ლაბაძე: ძვირი ღირს სპეციალური ტანსაცმემლი. სამთო ფეხსაცმელი, სპეციალური ქურთუკი, რომელიც წვიმას და ქარს არ ატარებს. ბათუმში ჯერ არ მინახავს მაღაზია, სადაც შევძლებთ აღჭურვილობის შეძენას.
– მთამსვლელობას როგორ ხვდება ოჯახი?
ნინო დევაძე: მიჩვეულები არიან, რომ მე სახლიდან გავდივარ, ხან სადა ვარ, ხან სად. რა თქმა უნდა, საშიშია მწვერვალზე ასვლა, კლდეზე ცოცვა, მაგრამ არ უთქვამთ, რომ საშიშია. იციან მაინც ავალ მწვერვალზე და იქიდან დავურეკავ.
– რა უნდა გაკეთდეს ისეთი, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად დაინტერესდნენ მთამსვლელობით?
ქეთი ლორთქიფანიძე: ჩემს მეგობრებს ვუყვები ხშირად ჩვენს მთამსვლელ გუნდზე. ვცდილობ დავაინტერესო, ვუხსნი რა პირობებია და რა დატვირთვა გვაქვს, რომ 12 საათი დავდივართ, მათ უკვირთ, 12 საათი? შენ, გოგომ? ჰო, გოგო, რაა მერე. თავიდან ეხალისებათ, მაგრამ ბოლოს ამბობენ, ეს არ არის ჩემი საქმე. ვფიქრობ, პირველ რიგში, სახელმწიფოსგან უნდა წამოვიდეს ამ სფეროსადმი დიდი დაინტერესება. ბევრმა არც კი იცის, რომ არის მთამსვლელთა კლუბი აჭარაში, ან სამთო ბანაკი, რომელში მოსახვედრადაც შეუძლია გაიაროს გასაუბრება. თბილისში უფრო განვითარებულია მთამსვლელობა, ვიდრე ბათუმში. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მთაზე გასვლას აწყობენ. კარგი იქნება, თუ ჩვენც წელიწადში მხოლოდ ერთხელ არ წავალთ მთაზე და წავალთ რამდენჯერმე.
სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ბათუმის #3 დაწესებულების ბრალდებულმა შ.დ–მ, განაცხადა, რომ 2014 წლის 11 ნოემბერს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში ყოფნისას დაწესებულების თანამშრომელმა ექიმთან შეხვედრის უფლება არ მისცა. ბრალდებულის სიტყვიერი პროტესტის პასუხად ის ძალის გამოყენებით წაიყვანეს გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში, სადაც ხელებზე ბორკილდადებულს ფეხებით ცემდნენ გულმკერდის მიდამოებში. შემდეგ ბრალდებული მოათავსეს სამარტოო საკანში, საბნისა და გათბობის გარეშე.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პროტესტის ნიშნად შ.დ.–მ თვითდაზიანება მიიყენა, რის შემდეგაც თხუთმეტამდე თანამშრომელმა მას ხელებზე ბორკილი დაადეს, იატაკზე დააწვინეს და უმოწყალოდ ცემეს. შემდეგ ისევ გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში წაიყვანეს და ხელ-ფეხ შეკრული დილის ოთხ საათამდე იატაკზე დატოვეს. არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე რეაგირების მიზნით შ.დ.-მ 15 ნოემბერს შიმშილობა გამოაცხადა.
ბრალდებულის განცხადებით, 20 ნოემბერს დაწესებულების თანამშრომლებმა მას განმეორებით მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც შ.დ-მ გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში ელექტრო ნათურის მინით სხეულზე მიიყენა მრავლობითი თვითდაზიანებები.
„მოგეხსენებათ, კაცობრიობის ისტორია არის მოგზაურობის ისტორია. არის ორი ძირითადი ამბავი მოგზაურობისა, რომელიც ადამიანებს გადახდენია თავს. პირველი მოგზაურობა გულისხმობს წასვლას და უკან დაბრუნების სურვილს, მეორე მოგზაურობა გულისხობს, წასვლას და ერთგვარად არ დაბრუნებას.
პირველი მოგზაურობის თემა იწყება ბიბლიიდან, როდესაც ადამიანი გამოაძევეს სამოთხიდან. მაგრამ ადამიანის გამოძევება ნიშნავდა იმას, რომ მას დარჩა დაბრუნების სურვილი.
ეს ხაზი გრძელდება მთელს მსოფლიო ლიტერატურაში და მანამდე ანტიკურ ლიტერატურაში. ოდისევსის მოგზაურობა გულისხმობს სწორედ ამგვარ სვლას. წასვლას და უკან აუცილებლად დაბრუნებას. და ეს არის პირველი დღიურები, რომელიც ანტიკურ ეპოქაში შეიქმნა. გზაზე ძალიან ბევრი ტექსტი დაიწერა, დონ კიხოტი, მაგალითად, ასევე გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მიდის და აუცილებლად უბრუნდება თავის საწყისს.
ჩემი წიგნი – გურული დღიურები არის მცდელობა ერთგვარი სინთეზისა, რომ გავიდე საკუთარი თავიდან და შორიდან დავაკვირდე ჩემს თავს და ვიმოგზაურო შემდეგ ჩემს თავში. ეს, ბუნებრივია, არის რთული პროცესი. ეს, ბუნებრივია, არის პროცესი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში გარანტირებულად არ გულისხმობს გამარჯვებას.
ტექსტი შეიქმნა სიყვარულით, და ეს სიყვარული გულისხმობდა იმ მხარის სიყვარულს, სადაც მე, როგორც ადამიანი ჩამოვყალიბდი.
სიყვარული ცოტა რთული ცნებაა და მაინცდამაინც არ გულისხმობს უპირობო პოზიტიურ მოცემულობას. ეს გულისმხობს მათ შორის ტკივილსაც და მათ შორის ძალიან რთულ და მწარე გამოცდილებებსაც, რომელიც, ბუნებრივია, ბათუმმაც გაიარა. ეს წიგნი არის 90-იანი წლების საქართველოზე და 90-იანი წლების გურიაზე, მაგრამ, ბუნებრივია, ზოგადდება როგორც ფაქტი, ამ შემთხვევაში. ის, რომ გარეკანზე არის შევარდნაძე დატანილი, სწორედ ამის ერთგვარი სიმბოლური ნიშანია, რაც გულისხმობს იმას, რომ წიგნში მიმდინარე მოვლენები, გულისხმობს 90-იან წლებში მომხდარ ამბებს. ამბებს, რომელსაც მე, პირადად, ვაკვირდებოდი ბავშვობიდან. ჩემი დაკვირვებები იყო ცოტა უფრო სხვა, ვიდრე ამას უფროსი ასაკის ადამიანები აწარმოებდნენ.
ბავშვობა არის ინფანტილური პერიოდი, ტყვიები, რომელსაც მაშინ ისროდნენ ჩემს ქალაქში, ის ტყვიები კი არ იყო, რომელიც ვიღაცას ხვდებოდა, ან ვიღაცის სახლს, არამედ ის ტყვიები, რომლის ცარიელ ვაზნებსაც ბავშვები ვაგროვებდით და ვთამაშობდით. ჩვენი აღქმა და აღქმის რაკურსი იყო განხვავებული. თუმცა წლების შემდეგ ადამიანში ილექება ეს ყველაფერი, რაღაც თვალსაზრისით დრამატული ხდება. სწორედ ეს დრამატიზმი იყო ერთ-ერთი პირველი იმპულსი იმისა, რომ მე დამეწერა წიგნი, რომელიც იქნებოდა ჩემს ბავშვობაზე, ანუ 90-იანი წლების გურიაზე,“ – თქვა გიორგი კეკელიძემ „გურული დდღიურების“ პრეზენტაციისას.
„გურული დღიურები“ გამომცემლობა „სიესტამ“ გამოსცა და 6 ლარი ღირს. მისი შეძენა მსურველს წიგნის მაღაზიებში შეუძლია.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #306/ნ ბრძანების მიხედვით, ჩამოსასხმელი სასმელი წყლის გაწმენდა-დეზინფექცია უნდა მოხდეს ფილტრაციით (ულტრაფილტრაცია, სორბციული და მემბრანული), ასევე ოზონით, ულტრაიისფერი სხივებით და ვერცხლის იონებით (დაუშვებელია წყლის დეზინფექცია ქლორირებადი მეთოდით. ტოქსიკური ქლოროქსიდანტების წარმოქმნის, მიკრობების შესაძლო რეაქტივაციის, ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების გაუარესებისა და წყლის დენატურაციის გამო). აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ცენტრალიზებული სასმელი წყლის სისტემებზე გამოყენებულ იქნას წყლის გაწმენდა-დეზინფექციის ქლორის ალტერნატიული, მათ შორის ფილტრაციული, ასევე ოზონის, ულტრაბგერის, ულტრაიისფერი დასხივების, ვერცხლისა და სპილენძის იონებით დამუშავების თანამედროვე მეთოდები;
მალხაზ ქათამაძე
სიახლე, რომელსაც მე ვთავაზობ საზოგადოებას, გაცილებით ეფექტური და იაფია, ვიდრე ქლორილება.
წყლის გაწმენდა-დეზინფექციის ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია წყლის ფილტრაცია (მიკროფილტრაცია, ულტრაფილტრაცია, ჰიპერფილტრაცია, ანუ უკუოსმოსი, ნანოფილტრაცია, სორბცია და სხვა). ქლორირებისგან განსხვავებით, ის სხვა მეთოდებთან კომბინაციაში ზრდის წყლიდან პათოლოგიური მიკრობების, ვირუსების და სხვა მავნე ნივთიერებების მოცილების ეფექტს. წყლის ფილტრაცია ხდება დანადგარებში, რომელშიც ჩასმულია პოლიამიდური მემბრანები, მათი ფოროვნება მერყეობს 0,002-0,1 მკმ-მდე. დანადგარებს წყალი მიეწოდება მაღალი (6 ატმ) წნევით და მცირე ფოროვნების გამო საშუალებას იძლევა თითქმის მთლიანად გავათავისუფლოთ ის შეწონილი ნაწილაკების, კოლოიდების, მიკრობებისა და ვირუსებისაგან, რაც ამცირებს შემდგომ გამოსაყენებელ სადეზინფექციო რეაგენტების ხარჯს.
სასმელი წყლის მექანიკური გაწმენდის ანუ ფილტრაციებს შორის ყველაზე ოპტიმალური მეთოდია წყლის ულტრაფილტრაცია. მისი დანერგვა თითქმის მთლიანად გამორიცხავს კოაგულანტებისა და ფილტრაციაზე გასაწევ ხარჯებს. ულტრაფილტრაციული დანადგარების დამონტაჟება შეიძლება სათავე ნაგებობაზე სალექარების შემდეგ. ფილტრაციულ მეთოდს ასევე მიეკუთვნება წყლის სორბციული დამუშავება. მათ რიცხვს განეკუთვნება წყლის გაწმენდა აქტივირებული ნახშირით. მისი გამოყენება აუცილებელია, რადგან რეაგენტებით დამუშავების შემდეგ წყალში წარმოიქმნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები.
წყლის დამუშავების შემდგომი ეტაპია დეზინფექცია. წყლის დეზინფექციას განეკუთვნება რეაგენტული (ქლორით. ოზონით, ვერცხლის და სპილენძის იონებით და სხვ.) და ურეგენტო (ულტრაიისფერი დასხივება და ულტრაბგერითი დამუშავება და სხვ.) მეთოდები.
იმის გარდა, რომ ქლორით და მისი შემცველი სხვა სადეზინფექციო რეაგენტებით წყლის დეზინფექცია ვერ აღწევს სასურველ შედეგს, ისინი ტოქსიური და საკმაოდ ძვირადღირებულია. მათი ხარჯი ყოველი 1 000 მ3 სასმელი წყლის დასამუშავებლად „წყაროს სახეობისა და წყლის ხარისხის“ მიხედვით, საშუალოდ, 50 ლარს აღწევს.
საზოგადოებას ვთავაზობ სასმელი წყლის გაუსნებოვნების ქლორირების ალტერნატიულ, თანამედროვე მეთოდს. ის ითვალისწინებს სასმელი წყლის ოზონით, ულტრაბგერით, ულტრაიისფერი სხივებით, ვერცხლისა და სპილენძის იონებით დამუშავებას. მეთოდს გააჩნია პატენტები – P 6044 და U 1187, დანერგილია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, გავლილი აქვს გამოცდები სხვადასხვა აკრედიტებულ ლაბორატორიაში, ასევე სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის კველევით ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულებით. გააჩნია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია.
ამ მეთოდებით გაუსნებოვნებული წყალი, ქლორსა და სხვა რეაგენტებთან შედარებით, თითქმის 5-ჯერ იაფია და ეკოლოგიურად სუფთაა, ვიდრე სხვა ჩვენს პრაქტიკაში არსებული მეთოდები. წყალი იონების არსებობის გამო ინახება დიდი ხნის განმავლობაში. დანადგარები მზადდება უჟანგი ლითონებით, რაც უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ ექსპლუატაციას.
ჩვენი კომპანია 2013 წლის 11 ივნისს აღნიშნული მეთოდის დანერგვის მიზნით მოხსენებით წარსდგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე. დეპუტატებმა რეკომენდაცია გაგვიწიეს აჭარის მთავრობასთან. 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი თანხა ქედის (დაბის) მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის გაწმენდა-დეზინფექციაზე მიზნობრივად ჩვენ მიერ წარდგენილი მეთოდის დასანერგად (ველოდებით ტენდერის გამოცხადებას).
მიუხედავად ქლორირებისა, დაბა ქედის სასმელი წყალი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია, ხშირ შემთხვევაში სასმელ წყალში ითესება ფეკალური სტრეპტოკოკებიც კი.
ანალოგიური მდგომარეობაა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებშიც. ამის გამო არაერთხელ მივმართეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. თუ მთავრობაც მოინდომებს, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშავოთ ზემო აჭარის მუნიციპალიტეტების სასმელი წყლის სრულ გაწმენდა-დეზინფექციაზე და მოსახლეობას მივაწოდოთ კეთილხარისხოვანი სასმელი წყალი.
კანდიდატს მოეთხოვება: იყოს დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული და კომუნიკაბელური, იყოს მოტივირებული, ინიციატივის მქონე და შეეძლოს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად მუშაობა, კარგად ფლობდეს საბაზისო კომპიუტერულ პროგრამებს ((Microsoft Word, Excel) და ბეჭდვით უნარებს, შეეძლოს ქართულ ენაზე სტილისტური, გრამატიკული და სხვა სახის შეცდომების გარეშე წერა, კარგად ესმოდეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მისია და მანდატი.
ინგლისური ენის ცოდნა სასურველია, ხოლო სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის.
უპირატესობა მიენიჭება სამართლმცოდნეობის ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტებს და ახლად კურსდამთავრებულებს.
„აღნიშნული სტაჟირება აქტიური და საქმის ერთგული ახალგაზრდებისთვისაა, რომელთაც არ გააჩნიათ რაიმე მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება. წარმატებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა მიეცემათ, უშუალოდ გაეცნონ საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობას და მენეჯმენტს, მიიღონ გამოცდილება და გაზარდონ მომავალში მათი დასაქმების შანსები,“ – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში.
სტაჟირება დაიწყება 2015 წლის იანვრის თვეში და გაგრძელდება 3 თვე. სტაჟირების ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი. სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 19 დეკემბერია. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
ბექა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არქიტექტურას სწავლობს. ამბობს, რომ ინტერესი ამ პროფესიის მიმართ ყოველთვის გააჩნდა, რადგან ხაზვა კარგად ეხერხებოდა. “ფოტოგრაფია არის ჩემი ჰობი, არ მიფიქრია მასზე როგორც პროფესიაზე, ამიტომაც ავირჩიე არქიტექტურა. ახლა ვფიქრობ, რომ ფოტოგრაფია არის ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი, არქიტექტურა გახდა მეორეხარისხოვანი. შორს იშვიათად ვიხედები, ვცდილობ ის გავაკეთო, რაც მიმაჩნია იმ მომენტში სწორად. რა იქნება 10 წლის შემდეგ, ამაზე ფიქრით თავს არ ვიკლავ, აწმყოში ვარ მობილიზებული, ვმოქმედებ ისე, როგორც არის უკეთესი მოცემულ მომენტში” – ამბობს ბექა.
ბექას პირველი ფოტოაპარატი, რომელიც 13 წლის ასაკში ჰქონდა, ახლა ფოტოსტუდიაში საპატიო ადგილს იკავებს. მას შემდეგ რვა ფოტოაპარატი გამოიცვალა. ბექა ამბობს, რომ განვითარებისთვის საკუთარ თავთან ბევრს მუშაობს:
“გამომივა თუ არა?! – მხოლოდ ეს მაინტერესებდა, ყოველთვის ასე ვარ, როცა რაიმეს გაკეთებას ვიწყებ. ვეკითხები ჩემს თავს: “შეძლებ შენ ბექა ამას?” მაშინ ხან გამომდიოდა, ხან – არა, ხან ვგრძნობდი, რომ რაღაც მცირე აკლდა, ასე დაიწყო და დაიწყო. ახლა ვეღარ წარმომიდგენია თავი ამ საქმის გარეშე. ჩემი ერთადერთი მასწავლებელი ინტერნეტია” – ამბობს ბექა.
ბექასთვის არ არსებობს ნაკლებად მნიშვნელოვანი ფოტო. როგორც ამბობს, ყველაფერს იღებს, რაც მას აინტერესებს, განსაკუთრებით მოსწონს პორტრეტების გადაღება: “ყველაფრის გადაღებისას ვიღებ სიამოვნებას, ჩემებურად ვუდგები ამ საკითხს, აპარატი სულ თან დამაქვს, დიდი აპარატის წაღებას თუ ვერ ვახერხებ, პატარა მაინც მიდევს ჯიბეში, რომ უცებ რამე გადავიღო. განსაკუთრებულად მომწონს სილამაზის გადაღება, როცა რაღაც იმაზე კარგი გამოდის, ვიდრე იყო, ვცდილობ იდეალური გავხადო ზეიდიალური” – ამბობს ბექა.
ბექა ბათუმში სამტრედიიდან გადმოვიდა. ბათუმში გადმოსვლისთანავე გაუჩნდა სტუდიის გახსნის იდეა, ამისთვის დანაზოგს დიდი ხანი აგროვებდა. მშობლების დახმარებით ფართობი დაიგირავა და საკუთარი გემოვნებით მოაწყო სტუდია: “ვნახოთ, რა გამოვა. ბათუმელი არ ვარ, ამიტომ კარგად არ ვიცნობ სხვა ფოტოგრაფებს, სტუდიაში მხოლოდ მე და ჩემი ძმა ვმუშაობთ. ის საზღვაო აკადემიის სტუდენტია, მე დავაინტერესე ფოტოგრაფიით, მასთან სულ ამ საკითხებზე ვსაუბრობდი და თითონაც მოუნდა ძალების მოსინჯვა, მასტერკლასებს საკუთარ თავს ვუტარებთ ხოლმე.”
ბათუმში ბევრი რამ მოსწონს, ბევრი – არა. ამბობს, რომ ამ ქალაქის მიმართ უფრო დიდი მოლოდინი ჰქონდა: “ბათუმში იმიტომ წამოვედი, რომ მინდოდა რამე ახალი აღმომეჩინა. ქუთაისი ისე ახლოსაა სამტრედიასთან, ჩათვალეთ, რომ ქუთაისში ვცხოვრობდი. ბათუმი მომწონს, მაგრამ ერთი წელი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ამ ქალაქს შევგუებოდი, ვერ გავუგე რაღაცნაირად ვერც ქალაქს და ვერც ხალხს, სხვანაირი შეხედულებები დამხვდა, რატომღაც შებოჭილია ახალგაზრდობა. ვითარდება და იცვლება ქალაქი, ვიმედოვნებ, ესეც შეიცვლება” – ამბობს ბექა.
გეგმებზე წინასწარ არასოდეს საუბრობს, ამიტომაც არ ამბობს, თუ რა პროექტებზე მუშაობს, მხოლოდ იმ პროექტზე გვიყვება, რომელიც უკვე დასრულების პირასაა: “ვიღებ შიშველ ნატურას. რადიკალურად განსხვავებულია ჩემი ნამუშევრები იმისგან, რაც აქამდე გადაუღიათ. მთლიანი სხეული არ ჩანს კადრში, მხოლოდ ნაწილებია, ჩემ მიერ გადაღებული ნატურა არის ძალიან იდუმალი, შეიძლება უყურო და ვერ მიხვდე რა არის. მოდელების დათანხმება არ მიჭირს, მოსწონთ ეს პროცესი. ცოტა შებოჭილ გარემოში ვმუშაობ, მაინც საქართველოა, პორნოგრაფიისგან უჭირთ ხელოვნების გამორჩევა. ამ პროექტით იმის თქმა მინდა, რომ ფოტოგრაფია მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც რაღაცას გადმოსცემ, შინაარს უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ტექნიკას, მაგრამ ფოტოგრაფმა ტექნიკურადაც უნდა გამართო ნამუშევარი და შინაარსიც უნდა იყოს საინტერესო” – ამბობს ბექა.
„კაფე “ფანტაზია”, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში „რვაფეხას“ იგივე „ურჩხულის“ სახელით იყო ჩაბეჭდილი, უნდა წაიშალოს და მხოლოდ მოგონებად დარჩეს ჩვენს მეხსიერებასა და აღბეჭდილ ფოტოებზე. ვისაც გვაქვს რაიმე მოგონება, ფოტო ან ვიდეო მასალა ამ შენობასთან დაკავშირებით, რომელიც წლების განმავლობაში ბათუმის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენდა, დადეთ ფეისბუქზე პროტესტის ნიშნად. ნუ წავაშლევინებთ ფერადი სიზმარივით მეხსიერებიდან თითო ოროლად დარჩენილი ქალაქის ღირშესანიშნაობებს,“ – წერს ბათუმელები ფოტოგრაფი სერა ძნელაძე ფეისბუქში.
„გადავარჩინოთ “რვაფეხა” დანგრევას“ – წერს ფეიბუქში პაატა დობორჯგინიძე, ადამიანი რომელიც უშუალო მონაწილეობას იღებდა მის მშენებლობაში.
პაატადობორჯგინიძე:
„რვაფეხას“ აშენებაში უშუალო მონაწილეობა მაქვს მიღებული. მისი აშენების ისტორია მინდა გიამბოთ. 1975 წელს დავამთავრე ინსტიტუტი. გავხდი საგზაო ინჟინერი. იმავე წელს დავინიშნე საქართველოს საგზაო სამინისტროს №30 საექსპლოატაციო უბნის სამუშაოთა მწარმოებლად. ჩამაბარეს ბათუმი-სარფის გზის მოვლა პატრონობა. იმხანად უკვე დამთავრებული იყო ახალი გზის მშენებლობა და ცენტრალური მთავრობის დავალებით სარფის საბაჟოს მოწყობაც. ჯერ კიდევ მაშინ იგეგმებოდა საზღვრის გახსნა თურქეთთან. მაგრამ გზის გახსნამ 14 წლით დაიგვიანა. საბაჟოს ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის გადაწყვიტეს ტერიტორიაზე დაედგათ „ფუნქციური სკულპტურა“. ეს იყო „რვაფეხას“ მსგავსი პატარა „ოთხფეხა“. პროექტის ავტორი იყო შემოქმედებითი ჯგუფი: ხელმძღვანელი- ისტორიული ძეგლის, ყოფილი საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს შენობის ავტორი, გამოჩენილი ქართველი არქიტექტორი გიორგი ჩახავა, არქიტექტორი ზურა ჯალაღონია, სამხატვრო აკადემიის პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი- ზურაბ კაპანაძე და ჟურნალ „ნიანგის“ მთავარი მხატვარი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი ნოდარ მალაზონია. მე წილად მხდვა ბედნიერება მემუშავა ამ უდიდესი ხალხის გვერდით სამუშაოთა მწარმოებლად. ნაგებობის დასრულების შემდეგ სარფში სანახავად მოვიდა ბათუმის ხელმძღვანელობა. „ოთხფეხა“ ძალიან მოეწონა მაშინდელი ქალაქკომის პირველ მდივანს დამირ მანჯგალაძეს და ბატონ გიორგის სთხოვა მსგავსი ნაგებობა დაედგათ ქალაქ ბათუმში.
გიორგი ჩახავამ დაპირება შეასრულა და შემოქედებითმა ჯგუფმა შექმნა „რვაფეხას“ პროექტი. შენობის ასაგებად გამოიყო ადგილი, ახლანდელი უნუვერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბათუმის პანსიონატის პირდაპირ. მშენებლობა გაგრძელდა რვა თვე.
მინდა მოგიყვეთ თუ რა ტექნოლოგიით არის აშენებული „რვაფეხა“. თავდაპირველად არმატურით გაკეთებულია კარკასი. ეს ძალიან ძნელი სამუშაოა. ადგილზე ხელით იღუნებოდა არმატურა, ღებულობდა რთულ ფორმებს და შემდეგ შედუღდებოდა. კარკასის დამთავრების შემდეგ მას გადაეკრა ლითონის ბადე. კედლები გარედან და შიგნიდან შეილესა. ცალკე მინდა გითხრათ მოპირკეთების შესახებ. ჯგუფმა შეიმუშავა თხევადი მინისაგან დამზადებული მოსაპირკეთებელი ფილების ახალი ტექნოლოგია, რომელშიც პატენტიც აქვთ აღებული. ფილები დაამზადეს პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადის ) ექსპერიმენტულ ქარხანაში და იქედან ჩამოიტანეს. საქართველოში მსგავსი ქარხანა არ იყო. მას სმალტას უწოდებდნენ. ალბათ მხატვრები დამეთანხმებიან თუ რა უნიკალური ფილებითაა მოპირკეთებული „რვაფეხა“. მშენებლობის ყველა პროცესს ადგილზე უშუალოდ ესწრებოდა შემოქმედებითი ჯგუფის ყველა წევრი. ადგილზე მიმდინარეობდა ფორმების ძიება და კამათი. ბატონი გიორგი ჩახავა თავისი ხელით აძლევდა ფორმებს არმატურის მასალას. შედეგათ ბათუმში გაჩნდა ულამაზესი ნაგებობა. შიგნით ამოქმედდა კაფე „ფანტაზია“
„რვაფეხა“ მალე გადაიქცა ბათუმელების საყვარელ თავშეყრის ადგილად. ის შეტანილი იყო ტურისტების ადგილობრივი ღირშესანიშნაობების დათვალიერების მარშრუტში. ჩვენი ქალაქის ბევრი სტუმარი მოხიბლულა მისი სილამაზით.
ვინც არ იცის მინდა გითხრათ თუ ვინ იყო გოგი ჩახავა. მან დააპროექტა საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტროს შენობა არქიტექტორ ზურა ჯალაღონიასა და კონსტრუქტორ თემო თხილავას მონაწილეობით. მშენებლობა 1975 წელს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დამთავრებიდან სულ 2 წელიწადში პოპულარულმა არქიტექტურულმა ჟურნალ Domus-მა მას სპეციალური სტატია მიუძღვნა (N577). 1981 წელს კი, ნიუ იორკის ხელოვნების მუზეუმმა გამოსცა ნაშრომი Transformation in Modern Architecture, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების შედევრების გვერდით ჩახავას შენობაც არის შეტანილი. უზარმაზარი საბჭოთა კავშირიდან ეს პატივი მაშინ მხოლოდ ამ შენობას ერგო. ყოფილი გზების სამინისტროს შენობა შეტანილია ბევრ წიგნში, სამეცნიერო ნაშრომში, კატალოგსა თუ პოპულარულ გამოცემებში. უახლესი სტატია გამოქვეყნებულია გარდიანში, (7 თებერვალი 2011).
ჩახავას შენობამ თავისი დიზაინით დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი არქიტექტორების შემოქმედებაზე. კონკრეტულად, ამ გავლენის უახლესი მაგალითებია გამოჩენილი არქიტექტორის რემ კოლჰაასის 2009 წლის ორი პროექტი სინგაპურსა და სპარსეთის ყურეში, რაც მხოლოდ გავლენა კი არა, პრინციპში, ჩახავას დიზაინის გამეორებაა.
1983 წელს ის გახდა სსრკ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1991 წელს აირჩიეს აღმოსავლეთ ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრად. ის იყო 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე- მფრინავი და მიღებული ჰქონდა მედალი მამაცობისათვის.
მას ბევრი პროექტი დარჩა განუხორციელებელი. საიკვდილამდე ცოტა ხნიდ ადრე სახლში მსტუმრობდა და მაჩვენა ფანტასტიკური პროექტების ესკიზები. იმედია როდისმე აშენდება მისი პროექტებით შენობები. ვისაც აინტერესებს განუხორციელებელი პროექტები შეგიძლიათ ნახოთ მის საიტზე https://www.chakhava.ge
სამწუხაროდ სარფის „ოთხფეხა“ საბაჟოს გაფართოების მიზნით დაანგრიეს 1989 წელს.
ბათუმის „რვაფეხას“ კი დანგრევა ემუქრება. ვთხოვ ყველა ბათუმელს და არა ბათუმელს, ვისაც უყვარს ბათუმი და აფასებს მის წარსულს და სილამაზეს, წინ აღვუდგეთ ამ გადაწყვეტილებას. ხელისუფლებას ვთხოვოთ კი არ დაანგრიონ არამედ რესტავრაცია გაუკეთონ ბათუმის ულამაზეს ნაგებობას. აღადგინონ დაზინებული ნაწილები საიდანაც წლების განმავლობაში აძრობდნენ უნიკალურ ფილებს, დაუბრუნონ მას პირვანდელი პეწი და სილამაზე“.
ფოტო წიგნიდან აჭარა, შემდგენელი შ. დავითაძე, რედაქტორი ტ. ტკაჩენკო. გამომცემლობა პლანეტა, 1986
ოჩიკონცელიძე:
„შარშან ჩემი ახლობლები ჩამოვიდნენ სტამბოლიდან და ბულვარში სეირონობისას ერთ-ერთმა მითხრა – რა მაგარიაო, როცა სანაპიროზე ყველა მოქალაქეს შეუძლია სეირნობაო, სტამბოლში საუკეთესო სანაპიროები პრივატიზირებულიაო, სადაც ვილები და საუკეთესო სასტუმროებია განთავსებულიო.
ბათუმის შერატონს შუა ბულვარში დიდი ტერიტორია აქვს შემოსაზღვრული, სადაც საკუთარი დამსვენებლებისთვის აუზი აქვს გაკეთებული.
ჰილტონიც იმავეს იზამს.
მერე მოგვიწევს წრეების რტყმა და შესაძლოა ზღვაც ვერ დავლანდოთ“.
მოლიბლუმი, ბლოგერი:
“ქადაგად დავარდნა და რჩევების დარიგება საშინლად არ მიყვარს, არც იმაზე ლაპარაკი მეხალისება, რაშიც არაფერი გამეგება. არქიტექტორი, ურბანული დაგეგმარების სპეციალისტი და მცირე ბიზნესის კონსულტანტი მე არ ვარ, ამიტომ ერთი რიგითი მოქალაქისა და ექს-ბათუმელის აზრს გაგიზიარებთ.
ჩემი ბავშვობის ბათუმის ერთგვარი სავიზიტო ბარათი, ბულვართან, კინო “თბილისთან” და პიონერთა პარკთან ერთად, ის უცნაური, უცხო, ლამაზი და ფერადი კაფეც იყო, ახლა რომ რვაფეხად მოიხსენიებენ, ჩვენ, რატომღაც, “ნეპტუნს” ვეძახდით და ისე კაფე “ფანტაზია” ერქვა.
მართლა უცხო და ლამაზი იყო. ზღვისპირა ქალაქს უხდებოდა ძალიან და არც მნახველის სიმცირეს უჩიოდა. ბათუმს სანაყინეები ნამდვილად არ აკლდა და პლომბირს, როგორმე, სხვაგანაც ჩავსუსნიდით, მაგრამ იქაურობა სხვანაირად მოგვწონდა და ჩემი თბილისელი დეიდაშვილებიც, ჩამოსულები არ იყვნენ, “ნეპტუნში” წაგვიყვანეთო, ითხოვდნენ.
მერე რაღაცები შეიცვალა, ბათუმი შეიცვალა, რაღაცები დაინგრა, რაღაცები აშენდა, რვაფეხა არავის გახსენებია. გაოხრდა, გაპარტახდა და ახლა თურმე დემონტაჟს უპირებენ: სასტუმროს უშლის ხელსო.
სპეციალისტი არ ვარ-მეთქი, კი ვთქვი, მაგრამ, რატომღაც, მგონია, მონდომება იყოს და ისე გემრიელად მოეწყობა, ისე კოხტად, ხელის შეშლა კი არა, ბათუმს გამოადგება კიდეც.
მე ძალიან მიყვარს რვაფეხა, ჩემი ძველი “ნეპტუნი”, ბავშვობის ფერადი მოგონება და დარჩეს ქალაქის ახალ სიმბოლოებთან ერთად, ვის რას უშავებს? ჩვენც მივიყვანთ შვილებს, ვაჭმევთ ნაყინს თუნუქის ძველი და საყვარელი ფიალებით, ძველ ამბებს მოვუყვებით, იმათაც შეუყვარდებათ, მათი ბავშვობის ფერადი იმპრესიაც გახდება… დანგრევა იოლია, დანგრევას დიდი ტვინი არ სჭირდება, მერე არ გაგვიხდეს სანანებლად, თორემ გვიან იქნება და ვერც ვერაფერს შევცვლით”.
სასტუმრო „ჰილტონის“ წინმდებარეკაფე „ფანტაზია“, რომელიცწლებისმანძილზებათუმისერთ–ერთსავიზიტობარათადმიიჩნეოდა, შესაძლოა „ჰილტონის“ ინტერესებსშეეწიროს. აჭარისფინანსთადაეკონომიკისსამინისტროსინფორმაციით, კომპანიასამინისტროსამადგილას 9 მილიონიევროსინვესტიციისგანხორციელებას, ორისაცურაოაუზისმოწყობასადამცენარეებითგამწვანებულიხიდისმშენებლობასსთავაზობს. კაფე „ფანტაზიას“, რომელიცცნობილიქართველიარქიტექტორის, გიორგიჩახავასდამხატვარზურაბკაპანაძისნამუშევარია, ჯერჯერობითკულტურულიმემკვიდრეობისძეგლისსტატუსიარააქვს.
„ბათუმელები“ აგრძელებსმოგონებებისშეგორვებას „რვაფეხას“ შესახებ. გაგვიზიარეთთქვენიისტორია, თქვენიმოგონებაკაფე „ფანტაზიაზე“.
მთავარი ფოტო: კაფე ფანტაზია, ბათუმი, 1983. ფოტო: ვ. პანოვი
„2 145 000 ლარში არაფინანსური აქტივი იყო ტრანსპორტის შესაძენად. შარშან შევიძინე. წელს არ მჭირდება და თავისთავად გამოაკლდა ტექნიკის ფული,“ – განმარტავს ეთერ მაჭუტაძე, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი.
ბათუმის მწვანე საფარი 6 მილიონი კვადრატული მეტრისგან შედგება. მისი გაზრდა სამომავლოდ კიდევ 2 მილიონი კვადრატული მეტრით იგეგმება. მწვანე საფარში იგულისხმება როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი ნარგავები. 2014 წელს ერთწლიანი მცენარეებისთვის დარგვა-მოვლისათვის 400 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო მრავალწლიანებისათვის – 200 ათასი ლარი. მომდევნო წლის ბიუჯეტში ეს თანხა ასე გადანაწილდება. ერთწლიანი მცენარეებისთვის დარგვა-მოვლისათვის 400 ათასი ლარი, ხოლო მრავალწლიანებისათვის – 100 ათასი ლარი.
მიუხედავად ამისა, ეთერ მაჭუტაძე ამტკიცებს, რომ მისი სამსახურის ბიუჯეტი არ შემცირებულა.
„არც ერთი თეთრით ბიუჯეტი 2014 წელთან შედარებით არ არის შემცირებული. პირიქით, 10 ერთეული მუშა არის დამატებული და 25 ათასი ლარი დაემატა ამისთვის. მრავალწლიანი ნარგავებისთვის ნამდვილად 100 ათასი ლარია. სკვერების მოსაწყობად წინასწარ ესკიზები დგება. ჩვენმა სამსახურმა ამ თანხაზე წარადგინა ესკიზები და ზუსტად 100 ათასი მომცეს. მე რომ ახლა 200 ათასი ჩავდო, ადგილიც არ მაქვს დასარგველი. ეტაპობრივად გაკეთდება ყველაფერი,“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ქალაქის გარეუბნებში და განსაკუთრებით შემოერთებულ ტერიტორიებზე გამწვანების ნაკლებობაა. გარდა ამისა, არ არსებობს გამწვანების ერთიანი გეგმა.
„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ასევე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების მოთხოვნა იყო, რომ პირველ რიგში ჩაიდოს თანხა და შემუშავდეს გამწვანების სტრატეგია. გამწვანების პოლიტიკა არ არსებობს, თუ რა უნდა ჰქონდეს თვითმმართველ ქალაქს. უცნობია რა პრობლემებია გარეუბნებში, ახალშემოერთებულ ტერიტორიებზე. რამდენად არის მწვანე საფარი და მწვანე ზოლი. ხუთ კვადრატს ვერ ვცილდებით. სანამ გამწვანების სამსახურს არ ექნება სტრატეგია, არ ეყოლება მებაღეების ინსტიტუტი, ანუ სტრუქტურა არ იქნება აწყობილი გამწვანების პოლიტიკის გაძლიერების კუთხით, მანამდე ის მილიონ რვაასი ათასიც არამიზნობრივ ხარჯვად შეიძლება იქნას შეფასებული“, – ამბობს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი ნათია აფხაზავა.
ნათია აფხაზავას თქმით, თითოეულ პარკს, სკვერს, ქუჩას, განვითარების გეგმა სჭირდება, რაც ამ ეტაზე ქალაქს არ აქვს.
„გამწვანების სამსახურს აქვს სტრატეგია, მაგრამ ეს არის კონკრეტული სამსახურის ხედვა, როგორი უნდა იყოს ქალაქი. კვლევაზე არ არის დაფუძნებული, ვთქვათ რა მდგომარეობა გვაქვს. რამდენი პარკი გვაქვს, რამდენი სკვერი, ინვენტარიზაცია უნდა მომხდარიყო და ამის საფუძველზე დადებულიყო სტრატეგია, განვითარების მინიმუმ სამწლიანი გეგმა. თუ არ გვეცოდინება რომელ უბანში რას ვაკეთებთ, თუ ეს არ იქნება სტრატეგიაში გაწერილი, მანამდე ეს მაინც არაგეგმიური ხარჯვაა“, – ამბობს ნათია აფხაზავა.
ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი კი ირწმუნება, რომ გარეუბნებსაც და შემოერთებულ ტერიტორიებსაც თანმიმდევრულად ამწვანებს.
ეთერ მაჭუტაძე: „მე ჩამოგიწერთ რამდენი უბანია გარეუბანში გამწვანებული _ ბაგრატიონი, ჯავახიშვილი, ტაბიძე. ჭაობში არ შევსულვარ მხოლოდ. წელს უკვე დამთავრდება მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები. ქალაქის მერს აქვს მონახაზი, რამდენი სკვერი უნდა გაკეთდეს და იმის მიხედვით გაკეთდება. სანამ არ დამთავრდება მიწისქვეშა კომუნიკაციების გაკეთება, მანამდე ვერ შევალ. არც ერთი უბანი არ დარჩება გამწვანების გარეშე და არც შემოერთებული ტერიტორიები არ დარჩება უყურადღებოდ.
100 ათასი ძირი ნერგის დარგვაა იმისათვის საჭირო, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა სუფთა გარემოში იცხოვრონ. მომავალში აუცილებლად გვექნება სანერგე, საიდანაც ორ-სამ წელიწადში ნერგებს მივიღებთ და ამ ნერგებს ეზოებში დავრგავთ“.
საგადასახადო ბიზნეს ომბუდსმენის წარმომადგენელმა, ოთარ რიკაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ზოგად პრობლემებზე იყო საუბარი, „მაგალითად, სავიზო რეჟიმთან დაკავშრებულ პრობლემებზე,“- განაცხადა ოთარ რიკაძემ.
ბათუმში თურქეთის კონსულის, იასინ თემიზქანის თქმით, რომელიც ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრას ესწრებოდა, მათი მიზანია საქართველოს ეკონომიკა იყოს ძლიერი და თურქმა ბიზნესმენებმა მათი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, რადგან, მისი თქმით, ძლიერი საქართველო უფრო სასურველი მეგობარი იქნება თურქეთისათვის.
„არსებობს ტექნიკური პრობლემები, რაზეც მე დღეს არ გავამახვილებ ყურადებას, პრობლემები ეხება ძრითადად ცენტრალურ ხელისუფლებას. რადგან ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთნ პირდაპირ ურთიერთობები არ გვაქვს, გადავწყვიტეთ ასეთი ტიპის შეხვედრებით მივაწვდინოთ მათ იმ მცირე ტექნიკურ პრობლემებთან ანდა ინვესტიციებთან დაკავშირებული ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადებები,“ – განაცხადა თურქეთის კონსულმა ჟურნალისტებთან.
„ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღეს ამ ადამიანებს მიეცეთ მათი შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარის წარმოჩენის საშუალება. დღეს, ხელოვნების უნივერსიტეტში გამოფენილი მათ მიერ შესრულებული ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ამის დასტურია და ვფიქრობ, საზოგადოება უნდა ხედავს მათ შესაძლებლობებს,“ – აღნიშნა ორგანიზაციის – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, თომა კაკაბაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებაზე, რომელიც მთავრობამ 2014 წლის 20 იანვარს მიიღო. „თუ სახელმწფო იხელმძღვანელებს ამ სამოქმედო გეგმის მიხედვით და ღონისძიებებიც დაიგეგმება ამ გეგმის მიხედვით, რომელიც მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ეს ძალიან მნიშვნელოვნად წაადგება შშმ პირებს,“ – აღნიშნა თომა კაკაბაძემ.
დღესვე, პრესკაფეში ორგანიზაციამ მინი საინფორმაციო ტიპის შეხვედრა/პერფორმანსი გამართა, სახელწოდებით – “სამკუთხედი”.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის მიზანს წარმოადგენს შშმ პირთა უფლებების დაცვისაკენ მორიგი ნაბიჯების გადადგმა: საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რომ სხვადასხვა ტიპის სოციალური ჯგუფი მას კი არ ამძიმებს, არამედ – მეტად მრავალფეროვანს ხდის; სახელმწიფოს მიმართ კონკრეტული და აქცენტირებული გზავნილების გაჟღერება, რათა მათ უკეთ შეასრულონ დაკისრებული ვალდებულება.
სასტუმრო „ჰილტონის“ წინ მდებარე კაფე „ფანტაზია“, რომელიც წლების მანძილზე ბათუმის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა, შესაძლოა „ჰილტონის“ ინტერესებს შეეწიროს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია სამინისტროს ამ ადგილას 9 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელებას, ორი საცურაო აუზის მოწყობასა და მცენარეებით გამწვანებული ხიდის მშენებლობას სთავაზობს. კაფე „ფანტაზიას“, რომელიც ცნობილი ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ნამუშევარია, ჯერჯერობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არა აქვს.
ქართველი არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, საზოგადოება „ბათომი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დამცველები ხელისუფლებას კაფე „ფანტაზიას“, როგორც უნიკალური და ბათუმისათვის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას და შენარჩუნებას სთხოვენ.
სტუდენტები შეკითხვები შეეხებოდა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურულ პრობლემებსაც, ლიტერატურის ნაკლებობასა და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას უნივერსიტეტში.
მთავრობის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტის წინადადებები მიიღოს და ფინანსურად დაეხმაროს მას, იმის მიუხედავად, რომ მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე არაერთხელ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტს გააჩნია ავტონომია და ის თავად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, თუ რომელი მიმართულებით წარმართოს სახსრები.
„ბევრი საკითხი ისევ ისეთი აქტუალური და პრობლემურია, როგორც ჩემი სტუდენტობის დროს. ბევრი საკითხი, რაც სტუდენტებმა წამოჭრეს აქ, ჩავინიშნეთ, ბევრიც უკვე გაკეთდა. ვფიქრობ, ეს საკითხები უნდა მოგვარდეს სტუდენტებთან ერთად, შეიძლება ადმინისტრაციასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მათთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ თურმე სტუდენტებს სხვა პრობლემებიც აქვთ, რაც მოსაგვარებელია. ჩავინიშნეთ, ვიმუშავებთ, მინდა შეხვედრები იყოს პერმანენტული, შემდეგში ანგარიშით მოვალ სტუდენტებთან, იმაზე, თუ რა მოვაგვარეთ. მე ვიყავი ის სტუდენტი, რომელიც ბევრს ითხოვდა, ყოველთვის მქონდა პრეტენზიები, ამიტომაც მესმის სტუდენტების. რაც მთავარია დიალოგი შედგა“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
თავმჯდომარეს ასევე მიმართეს კითხვით, თუ რატომ შემცირდა რესპუბლიკის ბიუჯეტიდან უნივერსიტეტის დაფინანსება, რაზეც უნივერსიტეტის რექტორმა გააკეთა განმარტება: „ადრე გვაძლევდა აჭარის ბიუჯეტი ორ მილიონახევარ ლარს, ახლა გვაძლევს მილიონ 600 ათასს, ამის გარდა ახლა ფინანსდება მიზნობრივი პროგრამები, აჭარის ბიუჯეტიდან ჩვენი უნივერსიტეტის დაფინანსება ეს არის კეთილი ნება“ – განაცხადა ალიოშა ბაკურიძე.
ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის განცხადებით, ის უნივერსიტეტისგან წინადადებებს სიამოვნებით მიიღებს და საჭიროების შემთხვევაში სახსრებს გამოყოფს.
„ზოგად თემებზე იყო საუბარი. მე ვფიქრობ დრო არ იყო საკმარისი, ძალიან ბევრმა სტუდენტმა კითხვის დასმა ვერ მოახერხა, სულ ათამდე კითხვა დაისვა, კითხვები ძირითადად ეხებოდა საუნივერსიტეტო ცხოვრებას. ვფიქრობ, პასუხისას ის რაღაც საკითხებს თავს არიდებდა, ყველაფერზე ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ, ზოგადი პასუხებით შემოიფარგლებოდა, ეს იმ შეკითხვებს ეხება, რომლებიც ეხებოდა დარგობრივ განვითარებას და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას“ – ამბობს გიორგი ბაგრატიონი, მესამე კურსის სტუდენტი.
შეხვედრის ინიციატორი თავად არჩილ ხაბაძე იყო. მან, როგორც ამავე ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, სტუდენტებს თავის სტუდენტურ ცხოვრების შესახებაც უამბო.
ბათუმის საახალწლოდ მორთვა დაიწყო. ქალაქის საახალწლო-საშობაოდ მორთვისათვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 200 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ბათუმის მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აჭარგანათება“ შეასრულებს. „სახელშეკრულებო თანხა შეადგენს დაახლოებით 200 ათას ლარს. ამაში შედის ევროპის მოედანზე ნაძვის ხის მონტაჟი და მიმდებარე ტერიტორიების გაფორმება, წელს შესყიდული იქნება ორი ათასი ახალი ფერადი გირლიანდა და 1500 ცალი ნაძვის ხის გირჩა. გათვალისწინებულია აგრეთვე ქალაქის ცენტრალური ქუჩების გაფორმება: განათდება რუსთაველი, ხიმშიაშვილი, ბარათაშვილი, გოგებაშვილი, კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების ნაწილი, დიმიტრი თავდადებულის და გორგილაძის ქუჩების ნაწილი, ასევე, შენობების ფასადები ქალაქის ცენტრში“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მალხაზ დარჩიამ, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა.
ვინ იმღერებს საახალწლო კონცერტზე? – ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციის, ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ჯონი საბაშვილი ამბობს, რომ საახალწლო პროგრამა ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია და ამჟამად განიხილავენ, თუ ვინ უნდა იმღეროს 31 დეკემბერს, მთავარ საახალწლო კონცერტზე, რომელიც ტრადიციულად, ერას მოედანზე გაიმართება: „გრანდიოზული კონცერტი იქნება, მაგრამ ძირითადად ქართველი შემსრულებლები იქნებიან და იქნება ძალიან მაგარი კონცერტი“ – ამბობს ჯონი საბაშვილი. მისი თქმით, საახალწლო მზადება წელს დაგვიანდა, რაც ბათუმის მერიაში მიმდინარე კონკურსებს უკავშირდება.
„ცოტა გვიან დაიწყო მზადება, გვიან დაინიშნა ხალხი, ახალმოსულები უნდა გაეცნონ სიტუაციას და ამიტომ ახლა ვმუშაობთ პროგრამაზე. 2 იანვრიდან 7 იანვრამდე იქნება აქტივობები ქალაქში, საზეიმო მსვლელობები, ბავშვთა კონცერტები, კულტურის ცენტრის კონცერტები, იქნება რამდენიმე ვარსკვლავი ქართული შიუ-ბიზნესიდან… პროგრამა ახლა მუშავდება“ – განმარტავს ჯონი საბაშვილი. მისი თქმით, საახალწლო ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული თანხა დაახლოებით ასი ათასი ლარია, „ასევე, არის დანაზოგები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ, თუ არ დაგვჭირდება, რა თქმა უნდა არ გამოვიყენებთ“ – დასძენს ჯონი საბაშვილი.
საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიც. დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწის, სოფო გუჯაბიძის თქმით, აჭარაში ზამთრის ტურიზმის სტიმულირებისათვის დეპარტამენტს მოლაპარაკებები აქვს კერძო სექტორთან, სასტუმროებთან: „25 დეკემბრიდან ვთავაზობთ ფასდაკლებების სეზონს აჭარაში, როგორც უცხოელ, ისე ქართველ ტურისტებს. ეს იქნება 30-50-პროცენტიანი ფასდაკლება ქალაქის სასტუმროებში. დაახლოებით 30-მდე სასტუმროა ამ პროექტში ჩართული და რამდენიმე ტურისტული ობიექტი, მათ შორის ბათუმის დელფინარიუმი, მუზეუმები და ა.შ.
ასევე, გვაქვს მოლაპარაკება სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებთან“, რომ ორი სერიის რამდენიმე ეპიზოდი გადაიღონ ბათუმში. გვინდა ბათუმი ზამთარშიც ასოცირებული იყოს ტურიზმთან. ფასდაკლებების სეზონი არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც შიდა ტურიზმზეა გათვლილი, რომ ჩამოყალიბდეს ერთგვარი მოლოდინი, რომ ზამთარში აჭარაში არის ფასდაკლებების სეზონი“ – ამბობს სოფო გუჯაბიძე. მისი თქმით, დეპარტამენტი გეგმავს წლის ბოლოს მედიატურებს ქართველი ჟურნალისტებისთვის, ასევე რადიო და ინტერნეტრეკლამას. ამ ღონისძიებებისთვის დეპარტამენტს ბიუჯეტში დაახლოებით 59 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.
სოფო გუჯაბიძე საახალწლო ღონისძიებების მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევს საშობაო ბაზრობას, რომელიც ბათუმში მეორედ გაიმართება:
„საშობაო ბაზრობა შარშანაც იყო ბათუმში და წელს კიდევ უფრო დაიხვეწება. ეს არის საახალწლო ჯიხურები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ნაწარმი. ერას მოედანზე გაიმართება გამოფენა -გაყიდვა და იქვე აღმართულ სცენაზე იქნება უფასო კონცერტები. ეს იქნება როგორც დღის მანძილზე გათვილილი საბავშვო სეგმენტისთვის, ოჯახებისთვის, ასევე, უფასო კონცერტები იქნება საღამოობით, რომელშიც ჩართული იქნებიან ცნობილი ქართული ჯგუფები.“
სოფო გუჯაბიძის თქმით, დეპარტამენტის სურვილია, ბათუმში გამართული საშობაო ბაზრობა საუკეთესო იყოს საქართველოში და ერთგვარ ტურისტულ პროდუქტად იქცეს. „მაგალითად, საფრანგეთში, პარიზში იმართება საშობაო ბაზრობა, სხვა ქალაქებშიც, მაგრამ სტრასბურგია ამით გამორჩეული და იქნებ ჩვენც ვცადოთ ეს. შეიძლება ამას არ ჰქონდეს წელს დიდი შედეგი, მაგრამ თანდათან ამ კუთხით, უფრო და უფრო დავიხვეწებით და იქნებ დავიმკვიდროთ ადგილი“ – ამბობს სოფო გუჯაბიძე.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა კანდიდატის მიერ უნდა მოხდეს ელექტრონულად, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე- www. hr.gov.ge- განცხადების მიღების ბოლო ვადაა 12 დეკემბერი.
კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. კონკურსში მონაწილე მსურველებმა სხვა მოთხოვნები იხილეთ ბმულზე:www. hr.gov.ge
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაცხადა კონკურსი გამგებლის თანაშემწის ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელსაც, კონკურსის პირობების თანახმად, შეუძლია არ ჰქონდეს დიპლომი და ჰქონდეს მხოლოდ სკოლის ატესტატი. მინდა ვუთხრა სულხან ევგენიძეს, გამგებელს, რომელიც აირჩია ხალხმა, ეს არის რაიონის სირცხვილი! ჩვენ ვითხოვთ გაუქმდეს ეს საკონკურსო პირობები, რაც სამარცხვინო ფაქტია. მე იმედი მაქვს ქობულეთის საკრებულო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“ – განაცხადა რევაზ ხარაზმა.
„ქობულეთში მუნიციპალიტეტის გამგეობა საშუალო სკოლა დამთავრებულს სთხოვს სამართლებრივი აქტების ცოდნას – ეს არის საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი, ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი, ადგლობრივი თვითმართველობის შესახებ ევროპული ქარტია, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი და საქართველოს შრომის კოდექსი და, ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება. საშუალო სკოლა დამთავრებულმა როგორ უნდა შეძლოს ეს?!“ – განაცხადა ორგანიზაციის წევრმა, მერაბ ცინცაბაძემ.
ბათუმის მესამე დაწესებულება. ფოტო ბათუმელების არქივიდან
პატიმარმა თვითდაზიანებები მიიღო ხელებზე და მუცლის არეში – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ პატიმრის მეუღლემ მიაწოდა. ოჯახის წევრების ინფომაციით მას ოცამდე ნაკერი ადევს.
მოშიმშილე პატიმარი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში გიორგი ჩარკვიანმა. სახალხო დამცველის პრესსამსახურის ცნობით პატიმარი შიმშილს აგრძელებს და მოითხოვს სხვა დაწესებულებაში გადაყვანას.
პატიმარი ბათუმის მესამე დაწესებულებაში ერთი თვის წინ მიიყვანეს, მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია რა გახდა პატიმრის თბილისიდან ბათუმში გადაყვანის მიზეზი.
დღეისათვის, მოსახლეობაში ყველაზე გავრცელებული ხერხემლის დაავადებებია: სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი, მალთაშუა თიაქარი, პროტრუზია, რადიკულიტი, სპონდილოზი. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ მომავალში ქირურგიული ჩარევა, გაიგოთ ზუსტი დიაგნოზი და ეფექტურად იმკურნალოთ დროის დაუკარგავად, ბათუმში არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრ „ვიტას“ უნდა მიმართოთ.
სარეაბილიტაციო ცენტრი უკვე 3 წელია ემსახურება როგორც ბათუმის, ასევე მთელი რეგიონის მოსახლეობას. გარდა იმისა, რომ ცენტრი ჩართულია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში, ასევე აქ ხდება მკურნალობის კურსის ინდივიდუალურად დაგეგმვა. რაც ყველაზე მთავარია, მკურნალობა მიმდინარეობს ბუნებრივი, ვარჯიშების გზით და გამორიცხავს ქირურგიულ ჩარევას, რა თქმა უნდა, თუ პაციენტები დროულად, დაავადების აღმოჩენისთანავე მიმართავენ.
ცენტრი კიევში არსებული „ევმინოვის სარეაბილიტაციო ცენტრის“ ფილიალია. აქ ზუსტად იმ მეთოდებს იყენებენ, რასაც კიევში. პერიოდულად ცენტრის თანამშრომლები გადიან სხვადასხვა სახის ტრენინგს კიევიდან, ევმინოვის ცენტრიდან მოწვეული სპეციალისტების დახმარებით.
მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ხდება ზემოთ აღნიშნული დაავადებების მკურნალობა სარეაბილიტაციო ცენტრ „ვიტა“-ში, არის შემდეგი:
[checklist]
ვარჯიში პროფილაქტორზე ( პროფილაქტორი სპეციალური სავარჯიშო დაფაა, რომელზეც ხდება ხერხემლის თანდათანობითი დაჭიმვა სხვადასხვა ვარჯიშის საშუალებით );
ელექტროფორეზი;
სამკურნალო მასაჟი;
[/checklist]
მკურნალობასთან ერთად ცენტრში ტარდება ახალი, ფოტოგეომეტრიული გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც ადგენენ ხერხემლის გამრუდების ხარისხს. მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში: პაციენტს გადაუღებენ პირდაპირ და გვერდით ხედში ფოტოსურათს, რომელიც იგზავნება ევმინოვის ცენტრში (კიევში) ინტერნეტის საშუალებით, იქედან კი ბრუნდება უკვე სპეციალური პროგრამით დამუშავებული ფოტოსურათი თავისი რეკომენდაციებით.
ბავშვებში გავრცელებულ სხვადასხვა დაავადებას შორის განსაკუთრებით ხშირია სქოლიოზი ანუ ხერხემლის გამრუდება. სქოლიოზი საქართველოში მეტად გავრცელებული დაავადებაა და ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია მშობლებმა იცოდნენ, თუ როგორ ამოიცნონ ის რაც შეიძლება დროულად. სქოლიოზი არის სხეულის ძირითადი, სწორი ღერძიდან ხერხემლის სვეტის გვერდით გადახრა. სულ რაღაც 20 წლის წინ სქოლიოზით ძირითადად 10 წლის და შემდგომი ასაკის ბავშვები ავადდებოდნენ. ახლა ფაქტობრივად ამ ასაკმა ხუთი წლით დაიწია. არსებობს ხერხემლის ოთხი ხარისხის გამრუდება. დაავადებულთა 60%-ზემეტიმდედრობითი სქესიაა.
სქოლიოზისგანვითარების სხვადასხვა მიზეზიარსებობს: კუნთოვანი და ნერვული სისტემის დაავადება, რაქიტული დაზიანება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, ხერხემლის პათოლოგიები, კუნთოვანი კორსეტის და სწორმედეგობის მოშლა, ადამიანის გარკვეული ფიზიოლოგიური თავისებურებანი: სიელმე, ბრტყელტერფიანობა, კოჭლობა.
პროფესიული თავისებურებანი: არასწორი ჯდომა სამსახურში; არასაკმარისი და არასწორი კვებით გამოწვეული სუსტი ფიზიკური განვითარება; ტრავმული დაზიანება. სქოლიოზისმკურნალობამხოლოდკომპლექსურისისტემითააშესაძლებელი, რაცმოიცავს:
არსებობს ხერხემლის დაავადებების გამომწვევი შინაგანი (ენდოგენური) და გარეგანი (ეგზოგენური) მიზეზები. შინაგან მიზეზებს მიეკუთვნება ემბრიონის ხერხემლის განუვითარებლობა მუცლად ყოფნის პერიოდში, გენეტიკური მიდრეკილება და ხრტილოვანი ქსოვილის ასაკობრივი ცვლილებები.
გარეგანი მიზეზია ხერხემალზე დატვირთვის არასწორი, არათანაბარი განაწილება, რაც, დროთა განმავლობაში, ხრტილოვანი ქსოვილის ცვლილებას იწვევს.
ხერხემლის დაავადებების პროვოცირება შეუძლია ხერხემლის ტრავმას, ინფექციას, მოხრილ სიარულსა და ჯდომას, მძიმე ტვირთის აწევას და მოუხერხებელი პოზის ჩვევად ქცევას, მაგალითად, S-ის მსგავსად ჯდომას კომპიუტერთან, მაგიდასთან და სხვა. თუმცა ზემოთ აღნიშნული დაავადებები უვითარდებათ არა მარტო მათ, ვინც გონებრივად მუშაობს, არამედ კარგად ნავარჯიშევ ადამიანებსაც, მაგალითად, სპორტსმენებს, მტვირთავებს. არსებობს სხვა მიზეზებიც: ნივთიერებათა ცვლის მოშლა, მიკროელემენტების (უპირატესად – კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის, მანგანუმის), D ვიტამინის ნაკლებობა.
„არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფემინიზმმა აქტუალობა დაკარგა, რადგან თანასწორობა დღეს უკვე მიღწეულ მიზანს წარმოადგენს. რა შესაძლებლებები ეზღუდება თანამედროვე ქალს დღეს საქართველოში და რატომ გვჭირდება ფემინიზმი დღეს? – ლექციაზე ვისაუბრებთ თანამედროვე ფემინისტურ აქტივიზმზე საქართველოში…“ – აღნიშნულია პრესრელიზში.
ლექციას გენდერი კვლევების მაგისტრი და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი იდა ბახტურიძე წაიკითხავს.
საჯარო ლექციები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროექტის ფარგლებში, ლექციების ღია ციკლის – „ვის ეშინია ფემინიზმის?“ – ფარგლებში იმართება.
პროექტის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
„გურული დღიურების“ ავტორი გიორგი კეკელიძეა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, 2008 წლის „საბას“ პრემიის მფლობელი.
„გურული დღიურები“ გამომცემლობა „სიესტამ“ გამოსცა 2014 წლის ნოემბერში. გამომცემლობის ინფორმაციით, წიგნის გაყიდვებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და „სიესტა“ “გურული დღიურების” ახალ ტირაჟს ბეჭდავს.