სიახლეები

შპს „ტურინვესტის“ და ჰილტონ ბათუმის ერთობლივი განცხადება

06.12.2014
შპს „ტურინვესტის“ და ჰილტონ ბათუმის ერთობლივი განცხადება

 

შენობის ახლანდელი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მასზე ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა, გამოყენებული უხარისხო მასალების და არაპროფესიონალიზმის გამოსაგრძნობლად დააზიანა მისი სტრუქტურა. შპს „ტურინვესტმა“ საკუთარი სახსრებით განახორციელა შენობის დეტალურიტექნიკური დათვალიერება ქალაქ ბათუმისთვის მისი შენარჩუნების მიზნით. შპს „ტურინვესტის“ ხარჯებით, ინჟინრებმა გაწიეს კონსულტაციები ინსტალაციის შენარჩუნების და მისი აღდგენის შესაძლებლობების შესასწავლად. შპს „ტურინვესტი“ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და ცდილობს იპოვოს ყველასთვის მისაღები გამოსავალი.

 

უნდა აღინიშნოს, რომ შპს „ტურინვესტმა“ განახორციელა უზარმაზარი ინვესტიცია ქალაქ ბათუმში. ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოებზე მუშაობს 700-ზე მეტი ადამიანი. სასტუმროს და კაზინოს გახსნის შემდეგ დასაქმდება 500 ადამიანი. ასევე ბათუმის განვითარების სამომავლო პერსპექტივები შპს „ტურინვესტს“ახალი ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელსაყრელ პირობებს უქმნის.

 

ბათუმი ცდილობს ადგილის დამკვიდრებას ძალიან დიდი კონკურენციის მქონე ბაზარზე. იმისთვის, რომ ქალაქი გახდეს მიმზიდველი ტურისტებისთვის, საჭიროა განვითარდეს ახალი ინფრასტრუქტურული კერები. ბათუმის განვითარება ყველა ჩვენგანის ინტერესებში შედის.

 

აქვე გვინდა ბათუმის მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ ჰილტონ ბათუმის მიერ სანაპიროს დასუფთავებას, რომელიც განხორციელდა მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს,  დიდი გამოხმაურება მოჰყვა.დასუფთავების მომდევნო აქციას, რომელიც  13 დეკემბერს 11 საათზე გაიმართება, მთავრობამ  300 დამხმარე ადამიანის მობილიზებით უპასუხა.

გთხოვთ, შემოგვიერთდეთ ბათუმის ულამაზესი სანაპიროს დასუფთავების აქციაში, რაც ქალაქის მხარდასაჭერად გამართული ერთობლივი, მაღალი სოციალური პასუხიმგებლობის დამადასტურებელი ღონისძიებაა.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც გვექნება მსგავსი ორმხრივად მომგებიანი საქმიანი ურთიერთობები.

5 დეკემბერი, 2014

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.