


ბათუმელები



ქალაქ ბათუმში, ხიმშიაშვილის (ყოფილი ნინოშვილის) ქუჩაზე, მერვე სართულზე იყიდება ოროთახიანი, საშუალოდ გარემონტებული ბინა.
ფასი: 50 ათასი დოლარი
მობ: 579 12 08 41 გოგიტა
„მაშინ მოქმედი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მას [საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს – ირაკლი ჩავლეიშვილს] როგორც აუქციონის გამოცხადების, ისე ნებისმიერ ეტაპზე მისი შეწყვეტის უფლება ჰქონდა“, – განუმარტეს „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში.
ამ სამსახურის ხელმძღვანელის, გოგა ლომაძის განმარტებით, „15-კაციანი კომისია საკრებულოს თავმჯდომარეს ეხმარებოდა აუქციონის გამოცხადების ორგანიზებაში: „მისი [კომისიის] ფუნქცია აუქციონის ორგანიზება და ჩატარებაა და არა აუქციონის გამოცხადება ან შეწყვეტა. კომისია მხოლოდ აუქციონის ჩატარებას უწევს ორგანიზებას“.

გოგა ლომაძის განმარტებით, „მაშინ [2013 წლის აპრილში] მოქმედი კანონის თანახმად, ირაკლი ჩავლეიშვილს იმ შემთხვევაშიც კი შეეძლო აუქციონის გაუქმება, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ხელმოწერილი განცხადება რომ არ ჰქონოდა. „საკრებულოს თავმჯდომარეს საფუძვლის გარეშე შეეძლო გაეუქმებინა აუქციონი ნებისმიერ ეტაპზე“, – განმარტა გოგა ლომაძემ.
გოგა ლომაძისგან განსხვავებით ირაკლი ჩავლეიშვილის ქმედებას, თავის მხრივ, კანონდარღვევად აფასებს ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე. „აქციონის გამოცხადებას მერიაში ხელს აწერდა 15 კაცი, მის გაუქმებას კი ხელი მოაწერა მხოლოდ ჩავლეიშვილმა და მერის მოვალეობის შემსრულებელმა, რაც ცალსახად იყო დარღვევა“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
საქართველოს აუდიტის სამსახურმა 30 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმმართველ ქალაქ ბათუმში 2012-2013 წლებში განხორციელებული ქონების მართვისა და განკარგვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის შედეგად გამოავლინა დარღვევები. აუდიტის სამსახურის მიერ ერთ-ერთ დარღვევად მიჩნეულია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, რომლითაც 2013 წლის 24 აპრილს ჩანიშნული აუქციონი გაუქმდა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის ამ გადაწყვეტილებით ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობები 1 მილიონზე მეტი ლარით შემცირდა.
მიწა, რომელზეც აუქციონი იყო გამოცხადებული, ბათუმის მერიას ამ დრომდე არ აქვს გასხვისებული.
მინისტრის განცხადებით, რადგან მიწა ბათუმის მერიის საკუთრება იყო, ეკონომიკის სამინისტრო მის გასხვისებას ვერ მოახდენდა.
„ამიტომ, მოვითხოვეთ ამ მიწის გადმოცემა აჭარის მთავრობისთვის, რადგან იმ პერიოდში აჭარის მთავრობა მოლაპარაკებებს მართავდა რამდენიმე ინვესტორთან. ჩვენ ვითხოვდით მიწის გასხვისებას ერთ ლოტად, პირობებიანი ელექტრონული აუქციონის წესით, რადგან ეს უფრო ეფექტური იქნებოდა“- განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის განცხადებას, მინისტრის თქმით, გიორგი კირთაძემ კონკრეტული დირექტივები აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარისგან ლევან ვარშალომიძისგან მიიღო, რომელსაც ის შვიდ თებერვალს თურქეთის ქალაქ ტრაპზონში, პარტიის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა.


ბათუმის “დინამო” დღეს ავსტრიულ “პარნდორფს” შეხვდა და გიორგი ქავთარაძის გოლით 1:0 დაამარცხა.
ბათუმური კლუბი ბელეკში 30 იანვარს გაემგზავრა. დღევანდელი თამაშის ჩათვლით 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, აქედან ორი ფრედ, ორი მოიგო და ერთი წააგო. “დინამომ” პირველი შეხვედრა 2 თებერვალს რუსეთის პრემიერლიგის პერმის “ამკართან” გამართა და ანგარიში ფრედ 2:2 დაასრულა.
5 თებერვალს “დინამომ” უნგრული ნირედიჰაზას “სპარტაკუსი” 2:1 დაამარცხა. “სპარტაკუსის” შემადგენლობაში ორი ქართველი ზურაბ არზიანი და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილი თავდამსხმელ დავით დარციმელიაც თამაშობდა. 7 თებერვალს, მესამე ამხანაგურ შეხვედრაში დინამოელები ყაზახურ კლუბ პავლოდარის “ირტიშსთან” 1:0 დამარცხდნენ. თურქეთის ამხანაგურ შეხვედრაში “დინამომ” მეორე ფრე 8 თებერვალს რუმინეთის “ოცელულთან” ჩაატარა და ანგარიში მეორე მატჩში გიორგი ბერიაშვილის გოლოთ 1:1 გაათანაბრა.
დინამოელები ხვალ საწვრთნო შეკრების ბოლო მატჩს სერბულ „ვოივოდინასთან“ გამართავს.
ბათუმის “დინამო” თურქეთში საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებზე შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:
მეკარეები>>> მიხეილ ალავიძე, შოთა მამინაშვილი, ლევან შოვნაძე;
მცველები>>> ბორის მახარაძე, ბადრი ტეტუნაშვილი, ანზორ სუხიაშვილი, ნიკა მგელაძე, ზურაბ ქათამაძე, ვაჟა ქორიძე, მირზა ფარტენაძე, კარენ მაკარიანი, გიორგი სეფიაშვილი;
ნახევარმცველები>>> თემურ შონია, ამირან მუჯირი, ირაკლი ჩირიკაშვილი, ბექა ჭკუასელი, გიორგი ქავთარაძე, ვაკო თევდორაძე, ნიკა დიასამიძე, ბექა ვარშანიძე, გიორგი კაშია;
თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი ბერიაშვილი, ტატო აბუსელიძე, თამაზ მაქაცარია.
როგორც დინამოს ოფიციალური საიტი იუწყება ტრავმების გამო შეკრებაზე არ იმყოფებიან გელა გოგოტიძე, მიხეილ კაკალაძე და ნიკოლოზ აშბა.
30 იანვარი
გამგზავრება

2 თებერვალი
ბათუმის დინამო 2-2 ამკარი (რუსეთი)
გოლები:
1 – 0 მგელაძე 38 წთ.
1 – 1 იაკუბკო 43 წთ,
2 – 1 ტეტუნაშვილი 55 წთ.
2 – 2 პრუდნიკოვი 81 წთ.



5 თებერვალი
ბათუმის დინამო 2-1 სპარტაკუსი (უნგრეთი)
გოლები:
1 – 0 ჩირიკაშვილი 16 წთ;
1 – 1 სეიდი 29 წთ;
2 – 1 აბუსელიძე 53 წთ.


7 თებერვალი
ბათუმის დინამო 0:1 ირტიში (ყაზახეთი)
გოლი: სიბაია (45-წთ)

8 თებერვალი
ბათუმის დინამო 1-1 ოცელული (რუმინეთი)
გოლები:
0 – 1 პოპა 12 წთ.
1 – 1 ბერიაშვილი 76 წთ.
9 თებერვალი
დილის ვარჯიში

10 თებერვალი
ბათუმის დინამო 1:0 პარნოდორფი (ავსტრია)
გოლი: 1 – 0 ქავთარაძე 55 წთ.
ფოტომასალა აღებულია ბათუმის “დინამოს” facebook-ის ოფიციალური გვერდიდან
„ტელეარხი 25”- ის ჟურნალისტს ჯაბა ანანიძეს წერილი პოლიციის ბათუმის სამმართველოს მეორე განყოფილებიდან გაუგზავნეს. რვა თვის წინ საგამოძიები სტუდია “რეკის” რეპორტიორმა ჯაბა ანანიძემ პოლიციას განცხადებით იმიტომ მიმართა, რომ მისი თქმით, მას პროფესიულ საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდნენ და ღირსების შემლახავ ინფორმაციებს სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ.
ჯაბა ამბობს, რომ მოქმედ ხელისუფლებას, წინამორბედის მსგავსად, იმ ფაქტების გამოძიება არ სურს, რაც ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას ეხება.
ჯაბა ანანიძე სოციალურ ქსელში ღირსების შემლახავი მასალის განთავსებას უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის დაპირისპირების გაგრძელებად მიიჩნევს.
„პროექტის იდეა ამ წერილების გარშემო შექმნილი პროექტის განვითარებაა, იქნება ეს ადამიანური ისტორიები, პიროვნებები თუ თავად ფაქტი, რომელმაც უნიკალური კვალი დაგვიტოვა და შესაძლოა ყველაზე ზუსტად ასახავდეს ქვეყნის, რეგიონის იმდროინდელ მდგომარეობას, ადამიანურ სურვილებსა და სწრაფვებს,“ – ნათქვამია „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე batumiartspace@gmail.com ან ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე. პროექტში მონაწილეობისათვის მსურველმა უნდა წარადგინოს ნამუშევრების პორტფოლიო, ბიოგრაფია და პროექტ „დედაბრულის“ ფარგლებში განსახორციელებელი იდეის მოკლე მონახაზი.
შეირჩევა მაქსიმუმ 10 ხელოვანი, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ ახალი ნამუშევრების შექმნაზე. შერჩეულ მონაწილეებს ექნებათ იდეების დახვეწის საშუალება და ნამუშევრის შესრულებისათვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერა. შესრულებული ნამუშევრები გამოიფინება ბათუმის თანამედროვე სივრცეში.
დღეისათვის „დედაბრული ხელით“ შესრულებული წერილები დაცულია აჭარის ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობისა და ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში.


ირაკლი ჩავლეიშვილი
აღნიშნული დასკვნა აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა დღეს, 10 თებერვალს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბათუმის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი ჩავლეიშვილის ბრძანებით გაუქმდა აუქციონი, რომელიც ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე იყო გამოცხადებული.
„აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 24 აპრილი, აუქციონის დღეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შეწყვეტილ იქნა აუქციონი. ამ მომენტისთვის, მიწის შეძენაზე შემოტანილი იყო განაცხადი და ბეს სახით გადახდილი თანხა შეადგენდა 315 ათას ლარს“.


გიორგი კირთაძე
„ნაციონალური მოძრაობისა“ და ბათუმის საკრებულოს წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ირაკლი ჩავლეიშვილმა კანონდარღვევით გააუქმა აუქციონი, რის გამოც, შესაძლებელია მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს:
„აქციონის გამოცხადებას მერიაში ხელს აწერდა 15 კაცი, მის გაუქმებას კი ხელი მოაწერა მხოლოდ ჩავლეიშვილმა და მერის მოვალეობის შემსრულებელმა, რაც ცალსახად იყო დარღვევა. ჩვენი აზრით, ეს დასკვნა შეიძლება უკავშირდებოდეს ირაკლი ჩავლეიშვილის მოსალოდნელ დაკავებას, რის შესახებაც არაოფიციალური ინფორმაციები უკვე ვრცელდება“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
აუქციონის გაუქმების მიზეზი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის განცხადება იყო.
„ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ მომწერა ოფიციალური წერილი იმის თაობაზე, რომ იყო ინვესტორი და ეკონომიკის სამინისტრო აპირებდა ამ მიწის ერთ ლოტად გასხვისებას და ეს იყო რამდენიმე მილიონიანი ინცესტიცია, სადაც დასაქმდებოდა ასეულობით ადამიანი. ამის გამო გაუქმდა აუქციონი“, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაანონსებული ინვესტორი არ გამოჩნდა. „რაღაც მიზეზების გამო ამ ინვესტიციის განხორციელება არ მოხერხდა, ამის პასუხი ალბათ დავით ბალაძეს ექნება. რაც შეეხება მიწას, ის ადგილზეა“, – ამბობს ჩავლეიშვილი.
ირაკლი ჩავლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას მმართველი პარტიის მხრიდან „რესპუბლიკელების“ ზეწოლაზე უარყოფს. მისი თქმით, აუდიტის განცხადება „ნაციონალების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ უკავშირდება.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, „ბათუმელები“ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის კომენტარს ელოდება. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მინისტრი რამდენიმე წუთში ბრიფინგს გამართავს.

დავით ბალაძე


მარინა ცხოიძის ბინის ავარიული კედელი
ავარიული სახლი ბათუმში, ლერმონტოვის ქ. 102-ში მდებარეობს. სახლში ექვსი სადარბაზოა და სულ 75 ოჯახი ცხოვრობს. კორპუსი 1971 წელსაა აშენებული. მიშენებები არ აქვს, თუმცა ბოლო რამდენი თვეა სახლის საძირკველმა დაწევა დაიწყო. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მეექვსე სადარბაზოშია. კიბეები კედელს რამდენიმე სანტიმეტრით არის დაშორებული.
„რამდენიმე დღის წინ გასვენება იყო და კიბეები რკინის ბოძებით გავამაგრეთ, რომ არ ჩამონგრეულიყო. სამ-ოთხ ადამიანზე მეტის ასვლა კიბეზე სახიფათოა. კედლებიდან ბათქაში ცვივა და ფანჯრებს ვეღარ ვხურავთ. ბოლო მიწისძვრის დროს კედლები ძალიან დაზიანდა, კიდევ ერთ მიწისძვრას ალბათ ვეღარ გაუძლებს“, – გვეუბნება ამხანაგობის თავმჯდომარე ნაზი ზოიძე.
ამხანაგობის თავმჯდომარის თქმით, სახლს ექსპერტიზა ჩაუტარეს და მონაცემები ქალაქის მერიას გადაეგზავნა: „წინა ხელისუფლების დროს მოვიდნენ და დაათვალიერეს სახლი, მერე ერმაკოვთანაც [ბათუმის მერი] ვიყავით და გვითხრა, თუ ნაქირავებში გადახვალთ, საძირკველს გავამაგრებთო, მაგრამ ივარგებს კი გამაგრებული სახლი?! ნაქირავებში რომც გადავიდეთ, ქირის გადახდა იქნება პრობლემა და ამიტომ არ თანხმდება მოსახლეობა გადასვლაზე“.
ცენტრალური კედელი გახეთქილია ანჟელა ხალვაშის ბინაშიც: „მთელი ღამე ისმის კედლების ჭრიალი. ადრე წვრილი ხაზები ჰქონდა კედლებს, ახლა რამდენიმე სანტიმეტრით გაზრდილია. ექსპერტი ამბობს, რომ სახლს ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს, მერიას სახლის გამაგრება უნდა, მაგრამ თუ სახლი საცხოვრებლად აღარ ვარგა, არ ვიცი რამდენად სანდო იქნება გამაგრება“.
„ბათუმის კორპუსის“ ხელმძღვანელის, ზურაბ ნაკაშიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ავარიული სახლების გამაგრებისთვის 600 ათასი ლარია გათვალისწინებული: „რამდენი სახლი შეკეთდება ამ თანხით, ზუსტად არ ვიცი, ეს დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული. ამ სახლის მცხოვრებლებთან მერიის კეთილმოწყობის სამსახური ორი წელია მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა ვერ შეთანხმდნენ. მერია მათ უქირავებს ბინებს, სახლს გავარემონტებთ და დავაბრუნებთ.“
ზურაბ ნაკაშიძის ამბობს, რომ მოსახლეობის წინააღმდეგობის მიზეზი უნდობლობაა: „შეიძლება ეჭვობენ, რომ მერია ბინის ქირას არ გადაიხდის, მაგრამ სახელმწიფო უწყებაა და უნდა ენდო“.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ სახლის მდგომარეობისა და მოსახლეობასთან წარმოებული მოლაპარაკებების თაობაზე მერიის აპარატის იურიდიული განყოფილება უნდა ყოფილიყო ინფორმირებული. განყოფილების უფროსი ვახტანგ გედენიძე „ბათუმელებთან“. ამბობს, რომ მას ლერმონტივის 102-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებლებთან არანაირი მოლაპარაკება არ უწარმოებია: „გოგებაშვილის 32-ში მდებარე სახლის მცხოვრებლებთან მქონდა საუბარი, მაგრამ ლერმონტოვის 102-ის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. იქნებ რამაზ მამულაძე იყოს საქმის კურსში, მას დაუკავშირდით“.
„ბათუმელებმა“ იურიდიული განყოფილების ყოფილ უფროსთან, რამაზ მამულაძესთანაც სცადა დაკავშირება. ის შვებულებაში აღმოჩნდა.
ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ ლერმონტოვის 102-ში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემის თაობაზე ინფორმირებულია: „შემოვიდა ჩვენთან განცხადება და ხელმეორედ შევისწავლით ამ საკითხს. ექსპერტიზის მიხედვით სახლი ექვემდებარება რეაბილიტაციას, ამიტომ სახლის მცხოვრებლებს ვთავაზობთ ქირით გადასვლას. არასერიოზულია, როცა ამბობენ, რომ შეიძლება მერიამ აღარ გადაიხადოს ქირის თანხა. თუ სახელმწიფო ვალდებულებას აიღებს, გადაიხდის. ეს შეთანხმება დადასტურდება ხელშეკრულებით და ამის საფუძველზე მოხდება თანხის გადარიცხვაც“- აღნიშნა ქალაქის მერმა „ბათუმელებთან“.


ლერმონტოვის ქუჩის 102-ში მდებარე კორპუსი
,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, 2015 წლის 9 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
კერძოდ,
ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) – Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 58,34 (+ 0,17) დოლარი/ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 52,86 (+ 0, 79) დოლარი/ბარელზე.
,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 0,01 ევროთი გაიზარდა და შეადგენს საშუალოდ 1,17 ევროს. A-95 მარკის ბენზინი ყველაზე გავრცელებული საწვავის სახეობაა ევროპაში და ყველა ავტოგასამართ სადგურზე გვხვდება.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირია საწვავი ნორვეგიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 20-25%-ით აღემატება ევროპის საშუალო ფასებს. კერძოდ, ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,77 ევროს (დაახლოებით 4,08 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,68 ევროს (დაახლოებით 3,87 ლარი), დიზელის საწვავი – 1,57 ევროს (დაახლოებით 3,62 ლარი); იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,68 ევროს (დაახლოებით 3,87 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,59 ევროს (დაახლოებით 3,66 ლარი), დიზელის საწვავი – 1,51 ევროს (დაახლოებით 3,48 ლარი); ხოლო ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,64 ევროს (დაახლოებით 3,78 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,58 ევროს (დაახლოებით 3,64 ლარი), დიზელის საწვავი – 1,29 ევროს (დაახლოებით 2,97 ლარი).
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,52 ევრო (დაახლოებით 1,20 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,47 ევრო (დაახლოებით 1,08 ლარი), დიზელის საწვავი – 0,45 ევროს (დაახლოებით 1,04 ლარი).
რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი – 1,82-1,84 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,74-1,81 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი – 1,59-1,66 ლარი; დიზელი ლ-62 – 1,61-1,65 ლარი; ევრო დიზელი – 1,74-1,81 ლარი. არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავის ფასი უფრო დაბალია.
,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” მონაცემებით საქართველოში არსებული საწვავის საცალო ფასები მნიშვნელოვნად იაფია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით; ასევე ყოფილი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ნავთობპროდუქტების იმპორტზე არიან დამოკიდებულნი _ სომხეთი, უკრაინა, მოლდავეთი.
საქართველოში არსებულ ფასზე მაღალია ასევე აზერბაიჯანში პრემიუმი და სუპერი ტიპის ბენზინის საწვავი, რომელიც ამ ქვეყანაში არ იწარმოება და იმპორტირებულია. ასევე უფრო მაღალია აზერბაიჯანში ადგილობრივი წარმოებული A-92 რეგულარი ტიპის ბენზინისა და L-62 დიზელის საწვავის ფასი ჩვენს ქსელში არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე არსებულ ფასებთან შედარებით.

„ჰესების მშენებლობისთვის სოფელში მაღალი გამავლობის მძიმეწონიანი ავტომანქანები გადაადგილდება, რის გამოც ადგილობრივი მნიშვნელობის გზები სერიოზულად დაზიანდა. სოფლის გზა ორჯერ გადავკეტეთ, გამგეობაც და კომპანიის წარმომადგენლებიც დაგვპირდნენ, რომ გზების რეაბილიტაციას დაიწყებდნენ, მაგრამ ორივეჯერ მოგვატყუეს“ _ ამბობს „ბათუმელებთან“ სოფლის მცხოვრები მალვინა ზოიძე.
მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში გადაადგილება ტალახისა და წყლის გუბეების გამო შეუძლებელია, „ბავშვები სკოლამდე მისვლას ძლივს ახერხებენ “.
ახალდაბის მცხოვრებთა თქმით, თუ სოფელში გზების რეაბილიტაცია არ მოხდება, ისინი გზას მანამდე არ გახსნიან, სანამ ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს: „სატვირთო მანქანებს აღარ მივცემთ გადაადგილების შესაძლებლობას“ – ამბობს მოსახლეობა.


აღნიშნული აუდიტი მოიცავდა საზღვაო სფეროს ყველა სტრუქტურის შემოწმებას, იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა IMO – ს წევრი სახელმწიფო მის მიერვე რატიფიცირებული კონვენციების მოთხოვნებს.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საქართველოს მთავრობისგან დაეკისრა აღნიშნული აუდიტის კოორდინირება მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აუდიტი უტარდება არა მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს, საზღვაო კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად.
ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) აუდიტორები 3 თებერვალს ჩამოვიდნენ და მუშაობა 9 თებერვალს დაასრულეს.


უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია: “დადგენილია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა განიზრახა აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მოსახლეობისათვის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხის მოტყუებით დაუფლება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს თემის ყოფილი და მოქმედი რწმუნებულების დახმარებით დაამზადა მიწის ფლობის ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რის საფუძველზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოტყუებით მიიღო დიდი ოდენობით თანხა. “
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 341-ე 342-ე და 362-ე მუხლებით, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიური მოვლენებისგან მიყენებულმა საერთო ზარალმა 3 500 000 ლარი შეადგინა. აქედან 261 800 ლარი გამოიყო ბათუმის დატბორვის შედეგად დაზარალებული 402 ოჯახის საკომპენსაციოდ. როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ტერიტორიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახა შაშიკაძე აცხადებს, დაზარალებულ ოჯახებს კომპენსაცია სოციალური ქულების მიხედვით მისცეს.
„700 ლარი გაიცა საკომპენსაციოდ იმ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 ათასამდე იყო. გარდა ამისა, მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციოდ და მიმდინარეობს ამ ობიექტების აღდგენა“.
2015 წლის 5 თებერვლის საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 3 223 014 ლარი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.
აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი სახლებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენითი სამუშაოების განსახორციელებლად.
ერთი მილიონ 333 ათასი ლარი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას აჭარაში, ერთი მილიონი ლარი ბათუმის ინფრასტრუქტურას, 424, 3 – ქობულეთის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის არის გათვალისწინებული, 465,7 ლარი კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის.
„სტიქიის შედეგად დაზარალდა ხიდები და გზების მონაკვეთები, აღნიშნული თანხა ამ ობიექტების რეაბილიტაციას მოხმარდება“- აცხადებს კახა შაშიკაძე.
ფაქტი ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომზე მოხდა. დილით მისულ მძღოლებს მანქანები გაქურდული დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის.
ძველ ბათუმში იყიდება ორსართულიანი კორპუსი, შენობა-ნაგებობა აშენებულია 750-კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
ფასი: 2 მილიონი დოლარი.
მობ: 579 12 08 41 გოგიტა
ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში, მეოთხე სართულზე იყიდება ოროთახიანი საშუალოდ გარემონტებული ბინა.
ფასი: 30 ათასი დოლარი.
მობ: 579 12 08 41 გოგიტა
„მე ვერ დავეთანხმები ამ განცხადებას. შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით დათვლილი არის 2014 წლის საინვესტიციო მოცულობა, რომელიც 265 მილიონ დოლარს შეადგენს. ვფიქრობ, ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. 2013 წელთან შედარებით 36%-იანი ზრდაა. თუ შევადარებთ 2012 წელს, არის 74 %-იანი ზრდა. ამას ასევე ნათელყოფს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაცია ცხრა თვის შესახებ, სადაც ნაჩვენებია ბიზნესაქტივობის, დასაქმებისა და გამოშვებული პროდუქციის ზრდა,“ – განაცხადა დავით ბალაძემ.
დავით ბალაძემ მედეა ვასაძის იმ ბრალდებასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც „საკადრო პოლიტიკაზე და ბიზნესინტერესებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ მოიპოვა გავლენა და კონტროლი“.
„ჩვენთან არც ერთი კონკრეტული ინვესტორი ამ მიმართულებით არ მოსულა, რომელსაც რომელიმე სპეცსამსახურის თანამშრომლები ავიწროებდნენ ან რაღაც მსგავს საკითხთან ჰქონოდათ საქმე,“ – განაცხადა დავით ბალაძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მედეა ვასაძემ „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზებზე განცხადება დღეს გაავრცელა.

ანაკლიელი მეთევზეები
„ანაკლიაში სამუშაო არაა. ვთევზაობ რომ შემოსავალი მქონდეს. ერთ შესვლაზე 10 კილო თევზი თუ დაიჭირე კარგია. სანაპირო დაცვა უსამართლოდ გვაჯარიმებს. მაგალითად, ჯერ გვითხრეს რაცია 2016 წლამდე არაა საჭიროო, მერე ამაზე ჯარიმა დაგვიწერეს. თან არც გაფრთხილებას გვაძლევენ, არც არაფერი. პირდაპირ 300 ლარიან ჯარიმას წერენ. საიდან უნდა გადავიხადოთ ეს თანხა, ამას არავინ კითხულობს,“ – ამბობს გიგლა გაბელია.
კიდევ ერთი ანაკლიელი მეთევზე ტარიელ მელუა, სათევზაო არეალის დაუდგენელ საზღვრებზე აკეთებს აქცენტს და ერთ შემთხვევას იხსენებს:
„ანაკლიაში ძალიან მცირე ტერიტორია გვაქვს სათევზაოდ. იქით აფხაზეთი გვესაზღვრება, აქეთ კოლხეთის ნაკრძალი. მთავარი პრობლემა ის არის რომ საზღვარი არ არის მონიშნული. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ამ საზღვარს. სად არის საზღვარი, ვერ ვხვდებით. მოდიან, გვაჯარიმებენ და გვეუბნებიან ირიბად გადის ეს საზღვარიო. ნიშნულები არაა ზღვაში, მაქსიმალურად ცდილობენ რომ დაგვაჯარიმონ. რამდენიმე დღის წინ დამაჯარიმეს ნაკრძალში შეხვედი 200 მეტრითო. გარემოს დაცვა გამოიძახეს, რომელიც ადგენს გარემოსთვის მიყენებულ ზარალს. 365 ლარი დაადგინეს ზარალი. 16 კილოგრამი ზღვის კატა მყავდა დაჭერილი. რომელსაც კილოს 2 ლარადაც ვერ გაყიდი რომ მოინდომო,“.

შეხვედრა ანაკლიაში მეთევზეებთან
გარდა ჯარიმებისა, მეთევზეებს სხვა პრობლემებიც აქვთ. მოქმედი კანონმდებლობით, ყველა მეთევზე ვალდებულია ნავი წელიწადში ერთხელ გააფორმოს. ამისთვის კი ანაკლიიდან ბათუმში უნდა ჩამოვიდნენ. თუ მეთევზე ხის ნავს ფლობს, შეუძლია ათი დღის ვადაში უფასოდ გაიფორმოს, ხოლო დაჩქარებული წესით გაფორმებისას, 80 ლარი უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, ნავმა ცალკე უნდა გაიაროს ტექდათვალიერება, რომლის ფასი 50-70 ლარის ფარგლებში მერყეობს.
ანაკლიის მსგავსი პრობლემები აქვთ გრიგოლეთელ და ქობულეთელ მეთევზეებსაც. მეთევზეები ამბობენ, რომ ხშირად არ აძლევენ ზღვაში შესვლის ნებას.
„ხშირად ხდება ისე რომ ზღვაში არ გვიშვებენ. მაგალითად გუშინ არ შემიშვეს ზღვაში, იმიტომ რომ ორი დღის შემდეგ ელოდებიან ქარს. ასე როგორ შეიძლება. დამრჩა ბადე ზღვაში. ის თევზი კი გაფუჭდა,“ – ამბობს ავთანდილ წიფურია.
მეთევზეებს ძირითადად სპეციალური აღჭურვილობის არ ქონის გამო აჯარიმებენ. საუბარია სამაშველო ჟილეტზე, სპეციალურ ღამის განათებაზე, სასტვენზე და რაციაზე. მეთევზეთა თქმით, რაცია მათთვის დამატებითი ტვირთია და ტელეფონით გაცილებით უკეთ ახერხებენ კომუნიკაციას. მეთევზეების პრობლემებს კარგად იცნობს ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ აღმასრულებელი დირექტორი რამაზ მიქელაძე. მისი ორგანიზაცია მეთევზეებს ადვოკატირებას უწევს და სამართლებრივად ეხმარება. სწორედ „ფლორა და ფაუნამ“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მოაწყო პრესტური, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, მეთევზეთა პრობლემებს გასცნობოდნენ.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამით ვაუმჯობესებთ სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობასაც. მეორეს მხრივ, ვმუშაობთ იმაზე რომ არსებული კანონმდებლობა რომელიც ტენდენციურია და ხშირ შემთხვევაში არაადეკვატური, გამოსწორდეს. ვაძლევთ რეკომენდაციებს და ვაწყობთ შეხვედრებს. საზღვაო ადმინისტრაცია ტრადიციული მეთევზეების ნაოსნობის რეგლამენტს მიუდგა როგორც სარეწაო გემების ნაოსნობისას. ანუ ანალოგიურ ფორმატში მოიყვანა, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. რა საჭიროა 6 მეტრიან ნავზე ორი ტიპის რაცია. ეს აბსურდია. არავინ ამის დამდგმელი არაა. შესრულებაც მისი სისულელეა,“ – ამბობს ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ აღმასრულებელი დირექტორი რამაზ მიქელაძე.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, რომელიც მარეგულირებელია და გამოსცემს ბრძანებებს, რომლის მიხედვითაც შემდგომ სანაპირო დაცვა მეთევზეებს აჯარიმებს, რეგულაციების აუცილებლობას ასე განმარტავენ.
„ყოველწლიური ტექნიკური დათვალიერება, არის აუცილებელი. რაც შეეხება მომსახურეობას, ჩვენ გავითვალისწინეთ მცირე თევზჭერით ვინ არის დაკავებული, მათი მდგომარეობა და შევიტანეთ ცვლილებები საფასურის წესში. ათდღიანი მომსახურება მათთვის გახდა უფასო. რაც შეეხება ხის ნავებს, არის მინიმალური მოთხოვნები უსაფრთხოებისთვის, რათა ავარიულ შემთხვევაში მოხდეს მათთან კომუნიკაცია. ე.წ. სამაშველო ჟილეტზე განათება საჭიროა იმისთვის რომ უბედური შემთხვევის დროს მარტივად მოხდეს მათი აღმოჩენა. მცირე ზომის ნავის აღჭურა რაციით – ეს არის რადიოკომუნიკაციის საშუალება, რომელიც ძალაში შედის 2016 წლის პირველი იანვრიდან.
მობილური ტელეფონი ნამდვილად არის კომუნიკაციის საშუალება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს ხალხი გადის 3000-4000 მეტრზე ზღვაში, რომელიც დიდი მანძილია. თვითონაც აღიარებენ რომ ბევრ ადგილზე იქ მობილური არ იჭერს. წვიმის ან ცუდი ამინდის შემთხვევაში თუ დასველდება სავსებით შესაძლებელია რომ არ იფუნქციონიროს მობილურმა. რაციის მეთექვსმეტე არხი არსებობს, რომელიც მოდის როგორც ჩვენთან სააგენტოში, ასევე პორტებში. უბრალოდ გამვლელ გემსაც შეუძლია ეს გაიგონოს. უფრო მასშტაბურია. აქედან უფრო დიდი შანსია, დახმარების საჭიროების შემთხვევაში დროულად აღმოვუჩინოთ დახმარება მათ,“ – განაცხადა რაფიელ ნინუამ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა.

<a href=”https://polldaddy.com/poll/8643644/”>რა თანხას ხარჯავთ თვეში კვებისთვის და აუცილებელი ნივთების შესაძენად?</a>
პროგრამების პრეზენტაციას სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმები, თემის რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების გამგეობების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრებიან. მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ მოქმედი პროგრამების, მოსარგებლეებისა და დაფინანსების წესის შესახებ. შეხვედრის მიზანია სამინისტროს პროგრამების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
2015 წელს სამინისტრო ჯანმრთელობის დაცვის 7 და სოციალური დაცვის 10 პროგრამას ახორციელებს,
ესენია: • გულის ქირურგია;
• მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინი დახმარება;
• სახსრების ენდოპროთეზირება; • ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა;
• სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება;
• სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობა;
• სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზრაურება;
• სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია;
• ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაცია;
• შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია;
• მიუსაფარ დედათა და ბავშვთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა;
• სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა;
• უსინათლო მოქალაქეების უზრუნველყოფა უსინათლოთა „თეთრი“ ხელჯოხებით;
• 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარება;
• ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება;
• 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთ აოჯახების დახმარება.
სამინისტრომ წელს პირველად დაიწყო ძვირადღირებული კარდიოვერტერდეფიბრილატორის იმპლანტაციის ოპერაციის და ონკოლოგიურ პაციენტთა ტარგენტული, იმუნოთერაპიული მკურნალობისათვი საჭირო მედიკამენტებისა და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსებასა. გაზარდა სახსრების ენდოპროთეზირების ოპერაციების დაფინასების პროცენტული მაჩვენებელი. ასევე, წელს პირველად მოხდება შშმ პირებისათვის უსინათლოთა ხელჯოხების შეძენა და ახალშობილებში სმენის თანდაყოლილი პათოლოგიების ადრეული გამოვლენის მიზნით სკრინინგის პროგრამის ამოქმედება. სამინისტრო 2015 წლის პროგრამების პრეზენტაციას სსიპ აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან და სსიპ აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოსთან ერთად გამართავს.


კონკრეტულად კი მისი მტკიცებით, მას ისევე როგორც სხვა პატიმრებს აკრძალული აქვთ ამანათების მიღების, პაემნით სარგებლობის უფლება, არ აქვთ მედიკამენტები [ტკივილგამაყუჩებელი] და ასევე საკნებში არის უჰაერობა.
ციხის დირექტორს კახაბერ გველესიანის მათ მიმართ ჩადენილ ქმედებას პატიმარი აფასებს, როგორც წამებას: „შემოვა საკანში და გვეტყვის აეთრიეთ ფეხზე თორემ აგათრევთო, გვაგინებს… პატიმრებს გვაიძულებს ვაღიაროთ ბრალდებები, მე თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ“.
ნუგზარ თაბაგარი ამბობს, რომ წელს 15 იანვარს ციხეში არსებულ პირობებზე გენერალურ ინსპქციას აცნობა. მისივე ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ის დაკითხეს, ხოლო 17 იანვარს ციხის ადმინისტრაციამ ის კარცერში მოათავსა.
პატიმრის ბრალდებებზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პასუხი ასეთია: “სასჯელააღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ არაერთხელ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულთა პროტესტის რეალური მიზეზი ხშირად განსხვავებულია მედიისთვის მიწოდებული საბაბისგან. ხშირად პატიმრების ქმედებები არაკანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ადამინისტრაციაზე გავლენის მოპოვებას ემსახურება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაცია ყურადღებით მოუსმენს მსჯავრდებულებს, ზრუნვა გაგრძელდება მათ ჯანმრთელობაზე, თუმცა ვერ იქნება დაკმაყოფილებული წამოყენებული უკანონო მოთხოვნები.
ამასთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება და ამ ფონზე სარეჟიმო პირობების დარღვევა შესაბამის სანქციებს გამოიწვევს. მსჯავრდებულის განცხადება, რომ თითქოს მას არასათანადოდ ეპყრობა დაწესებულების ადმინისტრაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. ესაა პატიმარი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით. ის სისტემატიურად არღვევს რეჟიმის წესებს, შეურაცხყოფს დაწესებულების ექიმებსა და სხვა თანამშრომლებს, რის გამოც მას ბოლო პერიოდში სხვადასხვა დროს სამჯერ შეეფარდა დისციპლინული ღონისძიება. მაჯავრდებული სარგებლობს კანონით მინიჭებული ყველა უფლებით. ამაჟამად სამინიტროს გენერალური ინსპექციის მიერ მიდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება მსჯავრდებულ ნ. თ.- ს ხუთი იდენტური შინაარსის მქონე განცხადება/საჩივარზე. აღნიშნული მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ და ჩატარებული აქვს არაერთი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევა.”
საახალწლო პრემიები აჭარის ხელისუფლებაში – საახალწლო პრემიებისთვის აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ყველაზე მაღალი პრემია – 4 ათას ლარზე მეტი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიიღო.
რუსეთის მიერ საქართველოსთვის გადასახდელი კომპენსაციის ბუნდოვანი პერსპექტივა – საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში მოგებული სარჩელის კომპენსაციაზე მხარეებს შორის მოლაპარაკება დღემდე არ დაწყებულა. რა ბედი ელის საქართველოს კომპენსაციას, თუ რუსეთი ევროსაბჭოს რიგებს დატოვებს?
აჭარის პირველი ლეიბორისტის ოჯახი პოლიტიკურ ემიგრაციაში – „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ოჯახი გერმანიაში დევნილის სტატუსის მიღებას ელოდება. ისინი საქართველოდან ცოტა ხნის წინ წავიდნენ. ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა დავით რობაქიძეც, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მან უცხოეთში ცხოვრება ვერ შეძლო. რატომ მიიღო დავით რობაქიძემ საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება და როგორ გეგმავს მომავალში პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას? – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ესაუბრა.
რა ხდება „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციაში – პარტია „ქართულ ოცნებაში“ ახალი აღმასრულებელი მდივნის მოსვლის შემდეგ დიდი რეორგანიზაცია დაანონსეს. როგორ აისახება ეს პროცესი რეგიონულ ორგანიზაციებზე და დაიწყო თუ არა მზადება არჩევნებისთვის? – „ბათუმელების“ კითხვებს „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბათუმის საკრებულოს წევრმა თამაზ თურმანიძემ უპასუხა.
პატიმრები ისევ წამებაზე და მონიტორინგი ბათუმის საპყრობილეში – ბათუმის ციხიდან ოთხი პატიმრის ხელმოწერით გამოგზავნილ მორიგ წერილებში იმაზე წერია, თუ როგორ მიიღეს წინა წლებში ადმინისტრაციისგან მიყენებული ცემა-ტყეპის შედეგად თავისა და ხერხემლის დაზიანებები, როგორ იტანჯებიან ახლაც ამ დაზიანებების გამო, მაგრამ არ აქვთ გამაყუჩებლის მიღების შესაძლებლობა. რა ხდება მესამე დაწესებულებაში?
რატომ არ აშენებს მერია „იაფ სახლს“– მეორე წელია ბათუმის მერიაში „იაფ სახლზე“ საუბრობენ, თუმცა სად და ვისთვის აშენდება იაფი სახლი, ჯერ ისევ გაურკვეველია. ამ თემაზე „ბათუმელებთან“ საკრებულოს წევრმა, კობა ჩხეიძეიმ ისაუბრა.
როგორ ასწავლიან მოქალაქეობას სკოლაში – რა შეცვალა ან რას შეცვლის მომავალი თაობის აზროვნებაში „სამოქალაქო განათლების“ საგნის სწავლება, რა უნარებს ივითარებენ ამ საგნის პედაგოგები გადამზადების პროცესში და რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე სკოლა?
ერთსართულიანი ბათუმი – ბოლო ათი წლის მანძილზე ქალაქის ისტორიულ ნაწილში ბელეტაჟების რაოდენობა შემცირდა – ბელეტაჟებს მაღალსართულიანი კორპუსები ანაცვლებს, ზოგიერთი სახლი კი თანამედროვე არქიტექტურის ჩრდილში ექცევა – ერთსართულიანი, ძველი ბათუმი თანდათან ქრება.
ეს და სხვა თემები წაიკითხეთ გაზეთ „ბათუმელების“ ახალ ნომერში.
გამოიწერეთ გაზეთი „ბათუმელები“ და ყოველ ორშაბათს გაზეთს მიიღებთ თქვენთვის სასურველ მისამართზე.
გამოწერის ფასი:
3 თვით – 15 ლარი
6 თვით – 25 ლარი
1 წლით – 50 ლარი
დარეკეთ: 27 99 12
“მოგმართავთ ამ საკითხით დაინტერესებულ კონკრეტულ ადამიანებს, პოლიტიკურ წრეებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს და აღვნიშნავ, რომ ჩემს მიერ, ფრაქციის დატოვებაზე, 2015 წლის 4 თებერვალს, გაკეთებული განცხადება გახლავთ ერთ-ერთი მძიმე გადაწყვეტილება. მძიმე, არა მხოლოდ იმის გამო, რაზედაც ქვემოთ უნდა მოგახსენოთ, არამედ იმის გამოც, რომ ეს გადაწყვეტილება, გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის იმ ადამიანებთან, რომელთა პიროვნული პატივისცემის შენარჩუნებას ვცდილობ ამ დრომდე.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე არ მიმიღია. იგი გახლავთ გარკვეული პერიოდის (2 წლისა და 4 თვის) ანალიზის შედეგი და გააჩნია ორი დანიშნულება – ამ გადაწყვეტილებით ვრჩები ჩემი ქვეყნის სამსახურში … (რომელსაც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვჭირდები!) და ვიცავ ჩემს ბიოგარაფიას … (ბოლო 25 წლის განმავლობაში, თითო აგურით, ოფლითა და სისხლით რომ მიშენებია!).
არ ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით, ჩემი გარემოცვა დავყავი „გაღმელებად და გამოღმელებად“, რადგან ამ გამჟღავნებული არჩევანისაგან დისტანცირებულ ადამიანებთან, წლების განმავლობაში, მაკავშირებდა საერთო პრინციპები – ქვეყნისა და საქმის სიყვარული, მისი ერთგულება და პატივისცემა და რაც მთავარია მრავალწლიანი, იმ შინაარსის ურთიერთობა, რომლის შესატყვის სიტყვას, ამ დროისათვის, სამწუხაროდ, ვერ მივაგენი, თუმც ვიტყვი, რომ ის იმაზე მეტი იყო, ვინემ მეგობრობა.
იმ უამრავი ფაქტორიდან, რომელიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილებას, მოგახსენებთ, მხოლოდ, ძირითადს:
– მმართველი პოლიტიკური ძალის – მ.პ.გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, ცენტრალური, საქალაქო და რაიონული სტრუქტურების უფუნქციო მდგომარეობა
– სახელისუფლებო შტოებს შორის აღმასრულებელი ხელისუფლების უპირატესობის დამკვიდრება და შესაბამისად, ამ შტოებს შორის ბალანსის კონსტიტუციური საფუძვლების მოშლის მცდელობა
– ქვეყნის პიროვნული ფაქტორით მართვაზე საზოგადოებრივი აზრის პროვოცირება და დამკვიდრება და ამით, კანონის უზენაესობის ხელყოფის მცდელობა
– საკადრო საკითხებში, განსაკუთრებით პოლიტიკურ თანამდებობებზე პირთა შერჩევის კრიტერიუმების უგულებელყოფა და უზნეობის პროპაგანდას დამსგავსებული საკადრო პოლიტიკა
– ინფანტილიზმის გამოვლენა – „ინსტიტუციური კინკლაობა“
– რეგიონის მშენებლობის ტემპის მკვეთრი ვარდნა და მთავრობის საქმიანობის არაეფექტურობა
– საკადრო პოლიტიკაზე და ბიზნეს ინტერესებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ანუ სპეცსამსახურების მიერ სერიოზული გავლენების მოპოვება და კონტროლის განხორციელება
– პენიტენციალურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამო სისტემური ხასიათის პრობლემების არსებობა
– სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად დასაქმებულთა მასობრივი შემცირება, შედეგად, სოციალური ფონის უკიდურესად დამძიმება და ამ მიმართებით, მდგომარეობის გამოსწორებაზე სტრატეგიის არარსებობა
– რეგიონალიზმის შიში და „პროვინციალიზმი“ მისდამი დამოკიდებულებაში
– სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისას ხელშეშლის მცდელობები და სხვა სერიოზული წინააღმდეგობები
– ავტონომიურ რესპუბლიკაში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი გამოუძიებელი საქმეები და ამ ფონზე მოქალაქეებისაგან, დაზარალებულებისაგან და ადვოკატებისაგან იზოლირებული რესპუბლიკის პროკურორი და შინაგან საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელობა
– რეგიონში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენების გააქტიურება, ამის შედეგად ჩადენილი არაერთი დანაშაული და ამ საკითხებზე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებისაგან დისტანცირებული სამართალდამცავი სტრუქტრურები
– კორუფციის ნიშნები აღმასრულებელ ხელისუფლებაში (საეჭვო შინაარსის ტენდერები და აუქციონები, ბიზნესსფეროში თანამდებობის პირთა „გააქტიურებული ახლობლები“ და სხვა)
– სრულიად უმოქმედო, უუნარო და ინტრიგებით დაკავებული მთავრობის თავმჯდომარე და შესაბამისი შედეგი – რეგიონში განვითარების სტრატეგიული მიზნებისა და გეგმების არარსებობა, შეჩერებული ინვესტიციები და პროექტები. სანაცვლოდ, „მუყაოს ქალაქი“ – უმძიმესი პრობლემებით, თამარის (ე.წ.ბენზეს) დასახლებაში, სანაპიროზე, მცირე ნავსადგურის მშენებლობით 14 ათასი ადგილობრივის იგნორირებული ინტერესი, მძიმე პრობლემები ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, პრობლემები მიწაზე საკუთრების უფლების მინიჭებისა და აღდგენის საკითხებში, ეკომიგრანტების გადაუწყვეტელი პრობლემები, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მოსახლეობასთან გაკეთებული არასწორი განცხადებების გამო, უკმაყოფილების გამოხატვაში, გააქტიურებული ზემომთიანი აჭარა
– ნეპოტიზმი, ე.წ. „გოროდოკელების“ (ანუ მეზობლების), საბანკო სექტორში დასაქმებული პირების და ნათესაური კლანების შესამჩნევი უპირატესობა მთავრობის თავმჯდომარის მიერ განხორციელებულ საკადრო გადაწყვეტილებებში
– მთელი 2 წლის მანძილზე, „შემოტევების მოგერიების“ რეჟიმში მყოფი უმაღლესი საბჭო და მის საქმიანობაზე ასახული ამით გამოწვეული პრობლემები
– რეგიონში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბირთვის (2012 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებში ერთერთი უმნიშვნელოვანესი ძალის) დისკრედიტაცია სხვადასხვა ბრალდებით და ამ მიზნით სპეცსამსახურების მიერ გარკვეული პროვოკაციული ძალების ორგანიზება, კოალიციაში შემავალი ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის ჩართულობა და იმ ჯგუფების კოორდინაცია, რომლებიც სოციალურ ქსელებზე იყვნენ მიმაგრებულნი
– პარტიიდან გარიცხული მურმან დუმბაძე და მთავრობის აპარატიდან, სამინისტროებიდან და საქვეუწყებო დაწესებულებებიდან დათხოვნილი ან დაბალ თანამდებობებზე გადაყვანილი (გამარჯვების მომტანი) ქართული ოცნების აქტივისტები
– სერიოზული მოსაზრებებითა და კონკრეტულ ფაქტებზე მინიშნებით არაერთგზის უშედეგო შეხვედრა ქვეყნის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, არაერთგზის შეპირება და მაინც „ნულოვანი ტოლერანტობა“ ჩვენს მიერ დასმული საკითხებისადმი
– ადგილობრივ არჩევნებში – სიებიდან ამოღებული ქართული ოცნების აქტივისტები, ამ საკითხებზე კოორდინაციისათვის ცენტრიდან მოვლინებული „კურატორი“ და რეალიზებული მისი პირადი ინტერესები
– პატივმოყვარეობით, სტუმართმოყვარეობით, ღირსებითა და სიყვარულით გაჯერებული აჭარის და კონკრეტულად ბათუმის ნირწამხდარი და ხელჩაქნეული საზოგადოება
– დიახ, წინამდებარე ჩემი განცხადება ჩემი ქვეყნის სამსახურში დარჩენის კიდევ ერთი თავგანწირული მცდელობა …!
კვლავ გიდასტურებთ პატივისცემას და გამოვხატავ მზადყოფნას ჩემს მიერ მოწოდებული ამ საკითხების ირგვლივ კონკრეტულ და არგუმენტირებულ პასუხებზე,” – წერს მედეა ვასაძე.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო აქცია „ერთი წიგნი დაზარალებულ სკოლას”. 9 თებერვლიდან -13 თებერვლის ჩათვლით ნებისმიერ მსურველს შეუძლია აქციაში ჩაერთოს და ერთი წიგნი აჩუქოს სკოლას.
აქციაში ჩართვის მსურველებს წიგნები შეუძლიათ აჭარის განათლების სამინისტროში ან აჭარის მთავრობის აპარატში მიიტანონ.

საქართველოს გუნდიდან გოლები ზურაბ ზვიადაურმა და დავით ლორთქიფანიძემ გაიტანეს.
მინი ფეხბრუთში საპარლამენტთაშორისო ჩემპიონი უნგრეთის პარლამენტის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში თურქეთის გუნდი 1:0 დაამარცხა. ტურნირში თურქეთის, საქართველოს, უნგრეთის და პოლონეთის საპარლამენტო გუნდები მონაწილეობდნენ. პირველი შეხვედრა საქართველოს პირველმა კანონმდებლებმა უნგრელ კოლეგებთან 7 თებერვალს გამართეს და 5:1 წააგეს.
მინი ფეხბურთის საპარლამენტთაშორისო ტურნირი ანტალიაში 7-8 თებერვალს გაიმართა. ტურნირი 2002 წლიდან ტარდება და მასში პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებელთა გუნდი მონაწილეობს. წლევანდელ შეჯიბრში თურქეთის მოწვევით ქართულმა მხარემ პირველად მიიღო მონაწილეობა. გუნდი 13 პარლამენტარით დაკომპლექტდა.
პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით პარლამენტის წევრები საქართველოში ხვალ, 9 თებერვალს დაბრუნდებიან.
მისამართი: ბათუმი, ლერმონტივის ქუჩა. #107დ [მერიასთან ახლოს];
ფასი შეთანხმებით: მობ.: 514000295; 577 455765
კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „2013 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახლახო დამცველის ანგარიშით 12 სახელმწიფო უწყებას მიეცათ რეკომენდაციები, რომლებიც 2014 წლის პირველი აგვისტოს დადგენილებით საქართველოს პარლამენტმაც გაიზიარა.
შესაბამისად, 12 სამინისტროს დაევალა რეკომენდაციების შესრულება. ვალდებულების მიხედვით მათ 2015 წლის 1 მარტამდე რეკომენდაციების შესრულების თაობაზე საკუთარი ანგარიშები უნდა წარმოადგინონ.
10 თებერვალს ანგარიშს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს წარუდგენს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე კახა კახიშვილი, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს 2015 წლის 1 მარტამდე რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშს წარუდგენს შემდეგი უწყებები:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
საქართველოს მთავარი პროკურატურა;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია:
ა) პატიმრის სასჯელაღსრულების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს პატიმრისათვის გადაყვანის საფუძვლისა და მიზეზის გაცნობა და შესაბამისი აქტის შედგენა, აგრეთვე პატიმრისათვის იმის განმარტება, რომ მას აქვს გადაყვანის შესახებ ბრძანების გასაჩივრების უფლება;
ბ) ყველა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოყოს შეხვედრების ოთახი, სადაც საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ნებისმიერ დროს შეხვდებიან პატიმარს ყოველგვარი მიყურადებისა და თვალთვალის გარეშე;
გ) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ პატიმრის სხეულზე დაზიანების კვალის ფოტოგადაღების მეშვეობით დაფიქსირების სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებით;
დ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმრებს შეუქმნას იმგვარი საცხოვრებელი პირობები, რომლებიც არ ლახავს მათ ღირსებას და უზრუნველყოფს მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებას;
ე) უზრუნველყოს არასრულწლოვანი პატიმრების სრული იზოლაცია სრულწლოვანი პატიმრებისაგან; ვ) სტამბოლის ოქმის შესაბამისად შეიმუშაოს და დანერგოს სხეულზე არსებული დაზიანების აღრიცხვის ახალი ფორმა, რომელშიც შესაძლებელი გახდება ასეთი დაზიანების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის შეტანა.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კი მიეცა რეკომენდაცია:
კანონით დადგენილი წესით პერიოდულად შეამოწმოს ის საწარმოები, რომლებიც სისტემატურად არღვევენ საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობას და საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
კომიტეტის სხდომა 10 თებერვალს თბილისში, საქართველოს პარლამენტის
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზშია დანიშნული.

(მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ქვემოთ ჩამოთვლილ ბანკთაგან ნებისმიერს, სადაც გახსნილი აქვს ანგარიში, ან გახსნის პირად ანგარიშს: ბანკი „რესპუბლიკა“; „პრივატბანკი“; „თიბისი ბანკი“; „საქართველოს ბანკი“; „ლიბერთი ბანკი“; „ბაზისბანკი“; „ქართუ ბანკი“; „კორსტანდარტ ბანკი“; „ბანკი კონსტანტა“; „ფინკა ბანკი საქართველო“. აღნიშნულ ბანკებში თქვენ დაგეხმარებიან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის დეკლარაციის შევსებაში). დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა 30 სექტემბერია.
თუ მოქალაქის მიერ 2014 წელს ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი 1800-დან 6000 ლარია, მოცემულ შემთხვევაში, უფლება ექნება დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ შემოსავალი 1800 ლარამდეა, მაშინ დაბრუნებას ექვემდებარება კონკრეტული თანხის 20 პროცენტი.
აჭარაში 2014 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაუბეგრავი მინიმუმის სახით დაბრუნებულმა თანხამ 8 823 300 ლარი შეადგინა, ყველაზე მეტი თანხა აპრილში გაიცა.
აჭარაში შარშან, სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით:
აპრილში გაიცა – 3 591 000 ლარი; მაისში – 2 080 400 ლარი; ივნისში – 2 717 300 ლარი; ივლისში – 321 400 ლარი; აგვისტოში – 44 400 ლარი; სექტემბერში – 22 800 ლარი; ოქტომბერში – 14 100 ლარი; ნოემბერში – 18 400 ლარი; დეკემბერში – 13 500 ლარი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 131 მილიონზე მეტი ლარია დაბრუნებული.
1-ელი აპრილიდან დაუბეგრავი მინიმუმის მოთხოვნით დეკლარაციის წარდგენის უფლება აქვთ იმათაც, რომლებსაც შარშან არ აუღიათ წინა (2013 წლის) ხელფასის მიხედვით დასაბრუნებელი დაუბეგრავი მინიმუმი.
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში, „დაქირავებულს უფლება აქვს, 2013 და 2014 კალენდარული წლების მიხედვით გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და სათანადო თანხის დაბრუნების მიზნით დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაცია) საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა“.
1921 წელს საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა. რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლები, აჭარაში იმავე წელს დაიწყო. თუმცა სუსტად, არაორგანიზებულად და წარუმატებლად. პირველი ქედელები აჯანყდნენ. აჯანყების მიზანი – მუსულმანური საღვთო რჯულის დაცვა და წითელარმიელების აჭარის ტერიტორიებიდან განდევნა იყო. 1921 წლის სექტემბერში ბრძოლა ქედელებსა და წითელი არმიის ჯარისკაცებს შორის ქედაში, სოფელ ძენწნართან გაიმართა. საარქივო მასალების მიხედვით, ბრძოლა ორ საათს მიმდინარეობდა, უმსხვერპლოდ დამთავრდა, აჯანყების მეთაურები დაისაჯნენ, ხოლო კომუნისტურმა რეჟიმმა რეგიონში თავისი ძალაუფლების განმტკიცება დაიწყო.
ძალაუფლების განსამტკიცებლად საბჭოთა ხელისუფლებას სჭირდებოდა ე.წ. „კულტურული რევოლუცია“. დაიწყო ბრძოლა ძველ ყოფა-ცხოვრებასთან, ტრადიციებთან და რა თქმა უნდა რელიგიასთან. საარქივო ჩანაწერებიც და უხუცესებიც, ვის მეხსიერებასაც 1929 წლის ამბები შემორჩა, აჯანყების დაწყების მიზეზად სწორედ რელიგიასთან ბრძოლას ასახელებენ.
1921-1929 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა ჯამეები, მედრესეები, მეჩეთებს ჩამოერთვათ მათ კუთვნილებაში არსებული ქონება და მიწები. მედრესეებში შეწყდა სწავლა-განათლება, გოგონებისთვის სწავლა ქართულ სკოლებში სავალდებულო გახდა და რაც მთავარია, ქალებს აეკრძალათ ჩადრის ტარება. სწორედ ეს აკრძალვა და ერთგვარი ვალდებულება გახდა საბაბი აჯანყების დაწყებისა.

1929 წლის აჯანყება აჭარაში ჭვანის ხეობიდან დაიწყო. ჭვანელი ვაჟა ჭაღალიძე იხსენებს, რომ პირველი საპროტესტო მუხტი ჭვანის ხეობის სოფელ ნაღვარევში გაჩნდა. აჭარლების აჯანყების შესახებ შოთა ცეცხლაძეს აქვს მოთხრობილი წიგნში „რას მოგვითხრობენ საარქივო ჩანაწერები“. წიგნი მთლიანად საარქივო მასალებს ეყრდნობა. აი, რას მოგვითხობს ავტორი:
1929 წლის 6-7 მარტს ხულოს მაზრის სოფლებში, ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტისადმი მიძღვნილი საზეიმო კრების ჩატარება დაგეგმილა. საზეიმო კრებაზე თითო სოფლიდან ბათუმში წასასვლელად ერთი ქალი უნდა აერჩიათ, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აჭარელ ქალთა მე-2 ყრილობას დაესწრებოდა.
6 მარტს მთავრობას ჭვანის თემსაბჭოს სოფლებში კრებების ჩასატარებლად თემსაბჭოს აქტივისტები გაუგზავნიათ. აქტივისტებს კრება ვერ ჩაუტარებიათ სოფელ ბრილში, სოფელ ცხემლისში, ახალდაბასა და წყაროთაში. სოფელ ნაღვარევში კრების ჩასატარებლად გაგზავნილი აქტივისტები სასტიკად უცემიათ და სოფლიდან გამოუგდიათ. 1929 წლის ადრიან გაზაფხულზე სოფელ ნაღვარევის მცხოვრებთა ერთმა ნაწილმა საბჭოთა მთავრობას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. ნაღვარეველებმა საბჭოთა ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილი თანასოფლელები სცემეს, მერე იარაღი აისხეს და აჯანყდნენ. აჯანყება ჭვანის ხეობის ყველა სოფელს მოედო. აჯანყებულ ნაღვარეველებს ხულოს მაზრაში, სოფელ ღორჯომში თავიანთი წარმომადგენლები გაუგზავნიათ და აჯანყების დაწყების შესახებ უცნობებიათ.
აჯანყების შესახებ მალევე შეიტყო საბჭოთა ხელისუფლების ადგილობრივმა წარმომადგენელმა. მაშინდელი ხულოს მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე რიზა ხოზრევანიძე, უშიშროების განყოფილების უფროსი ლადო ინასარიძე, შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, მურად მახარაძე ხუთი მილიციონერის თანხლებით იმავე დღესვე ჩასულან ჭვანის თემში.
მაშინდელი ჭვანის თემსაბჭოს ეზოში ხეობის მცხოვრებთ მოუყრიათ თავი. მდგომარეობა თურმე ყოველ წუთას იძაბებოდა. რიზა ხოზრევანიძე აჭარის მთავრობას ტელეფონით ატყობინებდა ხეობაში არსებული სიტუაციის შესახებ და ჭვანაში საჯარისო ნაწილების გაგზავნას სთხოვდა. ამის პარალელურად კი ჭვანელებს არწმუნებდა, რომ მათ ადათ-წესებსა და სარწმუნოებას არავინ შეეხებოდა.
აჯანყებულთა რიცხვი თანდათან იზრდებოდა, მათ ჯერ სატელეფონო ხაზი გადაჭრეს, მოგვიანებით კი იარაღი აისხეს და საბრძოლველად მოემზადნენ. შუაღამისას რიზა ხოზრევანიძეს ჭვანიდან წამოსვლა განუზრახავს. თანმხლებლებთან ერთად მას ჭვანის თემსაბჭოს 11 აქტივისტიც გაჰყოლია თან. ჭვანიდან წამოსულებს სოფელ ცივაძეებში ადგილობრივი მცხოვრები, აბდულ ტაკიძე შეხვედრია, რომელსაც მგზავრები საკუთარ სახლში შეუპატიჟებია. აბდულ ტაკიძის სახლში რიზას და მის თანმხლებლებს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დახვედრიან. აჯანყებულებს ეს ამბავი შეუტყვიათ. მარტის იმ ცივ და თოვლჭყაპიან ღამეს აბდულ ტაკიძის სახლის წინ ათეულობით აჯანყებულს მოუყრია თავი. აჯანყებულთა ერთი ნაწილი თურმე საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლების დახოცვას ითხოვდა.
ამ წინადადებისთვის ამხედრებულთა უმრავლესობას დაუჭერია მხარი. გადაწყვეტილება სისრულეში იქნებოდა მოყვანილი, რომ არა სოფელ ინწკირვეთის მცხოვრები იზეთ ჭაღალიძე. მისი ინიციატივით ჭვანის ხეობის ყველაზე გავლენიანი, ავტორიტეტული მამაკაცები შეკრებილან და აჯანყებულების გვერდით საიდუმლო თათბირი გაუმართავთ. თათბირის შედეგად გადამწყდარა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ჭვანის თემსაბჭოს წევრები, აქტივისტები, ხულოს მაზრისა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელები უვნებლად გაეყვანათ ხეობიდან.
აჯანყების დაწყებიდან მეორე დღეს აჯანყებულებმა აბდულ ტაკიძის სახლში მყოფი საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები დაატყვევეს და სოფელ ცივაძეებიდან ჭვანის თემსაბჭოსკენ ფეხით გაუყენეს გზას. გზაში აჯანყებულები ბობოქრობდნენ, ისევ ითხოვდნენ თურმე ხელისუფლების წარმომადგენელთა დახოცვას. მაშინ ერთ-ერთ ამაღლებულ ადგილას აბდულ ტაკიძე ასულა და აჯანყებულებისთვის მიუმართავს:
„- ხალხო, ნუ გეშინიათ! აჭარაში სახელმწიფო საზღვრების საგუშაგოები მოხსნილია, დიდი მერისი ჩვენთან არის, ჩვენ გავიმარჯვებთ“.

ეს ამბავი დღემდე ლეგენდადაა შემორჩენილი ადგილობრივთა მეხსიერებაში. ჭვანაში მცხოვრები ვაჟა ჭაღალიძის თქმით, მერისელებს დღემდე უყვართ თქმა, „ჩვენ გარეშე თქვენ ვერაფერს ვერ იზამდითო“. ცივაძეებში მცხოვრები ვალერიან ქარცივაძე კი მიიჩნევს, რომ ეს ფრაზა მაშინ აჯანყებულთა გასამხნევებლად და საბრძოლო მუხტის გასაღვივებლად ითქვა.
„სტიმული უნდოდათ აჯანყებულებს. მაშინდელი ხალხისგან ზოგი ნამყოფიც არ იყო მერისში. ჰოდა, ხალხი რომ გაემხნევებინათ, თქვეს: ბიჭებო წავიდეთ, ვიბრძოლოთ, დიდი მერისიც ჩვენკენ ყოფილაო. მერისი ერთი პატარა ხეობაა, რას გახდებოდნენ წითელარმიელებთან, მაგრამ მაშინ ამ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“, – იხსენებს ვალერიან ქარცივაძე.
ჭვანის თემსაბჭოში მიყვანის შემდეგ რამდენიმე ტყვე იქვე მდგარ მედრესეში, ერთ ოთახში გამოუკეტავთ. იქ ახლა, სადაც ჭვანას მეჩეთი დგას, გვერდით ყოფილა ჭვანის ხეობის ციხე, ერთგვარი დილეგი. თუკი ხეობაში რაიმე მოხდებოდა, დამნაშავეს დროებით ამ დილეგში ამწყვდევდნენ ხოლმე. დატყვევებულთა ერთი ნაწილი დილეგში მოუთავსებიათ.
აჯანყებულ ჭვანელებს სხვა სოფლებიდანაც შეერთებია ხალხი. სანამ ხეობაში დენთის სუნი ტრიალებდა, აჭარის საბჭოთა ხელისუფლება უმოქმედოდ არ ყოფილა. კბილებამდე შეიარაღებული ჯარი გაუგზავნია მთიან აჭარაში აჯანყების ჩასაქრობად. ხეობისკენ მიმავალ ჯარს პირველი ბრძოლა სოფელ დანდალოს მცხოვრებლებმა გაუმართეს. გადმოცემის თანახმად, დანდალოელებს ბრძოლისთვის საკმარისი იარაღი არ ჰქონიათ. ამიტომ ჯარს წალდებით, თოხებითა და სხვადასხვა სამეურნეო იარაღასხმულნი შებმიან. თუმცა კარგად გაწვრთნილ ჯართან ვერაფერს გამხდარან და დაფანტულან. წითელი არმია დაბა ხიჭაურთან დაბანაკებულა.
ამასობაში ჭვანაში აჯანყებულებს კიდევ ერთხელ გადაუწყვეტიათ დატყვევებული საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლების დახვრეტა. მაშინ აჯანყებულებს წინ ჭვანის ჯამეს ხოჯა ხუსეინ ფუტკარაძე გადაღობებია და განუცხადებია, ვისაც ღმერთი არ გწამთ, მე მესროლეთ, ხოჯას და მე მომკალითო.
ხოჯის ამ საქციელმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა დატყვევებულები სიკვდილს. ამასობაში ხიჭაურიდან სოფელში ჯარის შემოსვლის ამბავიც მისულა. აჯანყებულები დაბნეულან. მაშინ ისევ იზეთ ჭაღალიძეს გამოუჩენია ინიციატივა და თანახეობელებისთვის მიუმართავს:

„ჩემო ხალხო, მეზობლებო, ძალიან ცუდად მოვიქეცით, შეგვაცდინეს, რომ აჭარის, ხულოს მაზრის მთავრობის ხელმძღვანელები, ჭვანის თემსაბჭოს წევრები და აქტივისტები დავატყვევეთ. ღმერთს მადლობა, რომ ყველანი ცოცხლები არიან. მთავრობა ამ საქციელს გვაპატიებს და შეგვიწყალებს. ჩვენ ერთი მუჭა ხალხი, ერთი ჯიბის ტყვია-წამლით მთავრობის კბილებამდე შეიარაღებულ ჯარს ვერ შევებრძოლებით. ყველას დაგვხოცავენ, ცოცხალს არც ერთს არ დაგვტოვებენ, ჩვენი ცოლ-შვილი უპატრონოდ, ობლად დარჩება და იმათაც რუსეთში გადაასახლებენ. ჭვანის ხეობაში მამლის ყივილი აღარ იქნება. მე მომისმინეთ, ჭკუაზე მოდით. გავათავისუფლოთ დატყვევებულები და ხიჭაურში მთავრობის ჯარს ჩავაბაროთ. თუ ვინმე თოფის სროლას გაბედავს, იცოდეთ, ჩემთან ექნება საქმე“, – იზეთ ჭაღალიძის ეს მიმართვა შოთა ცეცხლაძეს აქვს მოთხრობილი თავის წიგნში – „რას მოგვითხრობენ საარქივო ჩანაწერები.“
აჯანყებულებს კამათი გაუმართავთ, თუმცა საბოლოოდ შეთანხმებულან, რომ ყველა ტყვე საბჭოთა ხელისუფლებისთვის უვნებლად ჩაებარებინათ. ამგვარად აჭარის, ხულოს მაზრის მთავრობის ხელმძღვანელები, ჭვანის თემსაბჭოს წევრები და აქტივისტები ცოცხლები იზეთ ჭაღალიძის დახმარებით გადარჩნენ.
იზეთ ჭაღალიძე ტყეში იყო ფირალად გავარდნილი. აჯანყებას გადარჩენილები თავიანთ მოგონებებში ჰყვებიან, რომ, რომ არა იზეთ ჭაღალიძე, არც ერთი ცოცხალი აღარ ვიქნებოდითო. აჯანყების დასრულების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებას იზეთისთვის შეუთვლია, დაანებე ყაჩაღობას თავი, შენს ოჯახს დაუბრუნდი და ხელს არ გახლებთო. თუმცა, იზეთს საბჭოთა ხელისუფლების ნდობა არ ჰქონია და ისევ ტყისთვის შეუფარებია თავი.
აჯანყება ჭვანის ხეობაში უსისხლოდ დამთავრდა. ხეობაში დღემდე ჰყვებიან, ჩვენს აჯანყებას იმხელა რეზონანსი ჰქონდა, თვით ლავრენტი ბერიაც კი ამოვიდაო.
ბერია 1929 წლის აჯანყების ჩაქრობაში ნამდვილად მონაწილეობდა, თუმცა არა ჭვანის ხეობაში. ეს სხვა სტატიის თემაა და მომდევნო ნომრებში მოგიყვებით.

საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხმა ჭვანელებს დიდი ვერაფერი მოუტანა, მაგრამ განუმტკიცა მეგობრობა მერისის ხეობასთან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ ორ ხეობას ერთმანეთთან „მისვლა-მოსვლა და მოყვრობა“ აქვს. ერთმანეთს კულტურულ დღესასწაულებზე ეპატიჟებიან და ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებენ.
გამოთქმა – „დიდი მერისი თქვენთან არის“, – დღემდე რჩება ერთგვარი იმედის, მხარდაჭერის, ზოგჯერ კი ირონიის სიმბოლოდ.

38 წლის ვიყავი, როცა დავფეხმძიმდი. ჩემ თავს ვადანაშაულებ, არ უნდა დამმართოდა ასე. ვიცოდი, რომ ჩემს ოჯახში ამას არ მიიღებდნენ. 17 წლის ვიყავი, როცა დედა გარდაიცვალა და დარჩა მამა და სამი ძმა, მე ვიყავი ერთადერთი ქალი ოჯახში და ჩემს ზურგზე იყო ყველაფერი, სახლი, საჭმელი, დალაგება. პირადი ცხოვრება არ მომიწყვია: სამსახური-სახლი – ეს იყო ჩემი ცხოვრება. მერე შევხვდი ერთ ადამიანს. როცა მივხვდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, უკვე გვიანი იყო სხვა რამეზე ფიქრი. დიდხანს ვმალავდი, მერე უფროს რძალს ვუთხარი, მასთან ძალიან ახლოს ვიყავი, ის იყო ჩემი დაც და გულშემატკივარიც. ცოტა ხნით ახლობელთან ვიყავი. მერე გაიგეს ჩემებმა, ჯერ თქვეს, მივიღებთო, ბავშვიო… თითქოს გათხოვდი, ასე ვთქვათო და მერე ბინას გიგირავებთო. გამიშვეს რუსთავში, თავშესაფარში, სადაც 7 თვის ფეხმძიმე ჩავედი. რუსთავში დაიბადა ჩემი გოგონა, მერე ის დაწესებულება დაიხურა და გადმოვედი თბილისში, სადაც ერთი წელი დავრჩი. მეტი იქ დარჩენის უფლება არ მქონდა. მერე თქვეს, ბათუმში ხსნიან თავშესაფარსო და გადმოვედი აქ.
ოჯახიდან ერთადერთხელ მოიკითხეს ჩემი ამბავი, სანამ საოპერაციოდ შემიყვანდნენ რუსთავში, უფროსს ურეკავდნენ, რას შვებაო, მერე დამთავრდა.
უმცროსი ძმა დაოჯახდა. უცნობი ძმისშვილები მყავს. ყველა ძმას მისი ბინა აქვს, უმცროსი მამასთან ცხოვრობს. მამაჩემმა გადამისვა ხაზი – ჩემთვის მკვდარიაო. შორიდან დამინახა ვიღაცამ, მიუტანა ენა – ხათუნა დავინახეთო და ტვინში სისხლი ჩაექცა, ისე ინერვიულაო. შუათანა ძმა ლამის გამოძვრა ტელეფონიდან, ვერ გადარჩები, მას რომ რამე მოუვიდესო. სამი წელია მამა არ მინახავს.
არც უნდათ, რომ დამინახონ. უფროს ძმაზე ვერაფერს ვიტყვი, რომ შეეძლოს, რამეს გააკეთებს, მაგრამ ჩემ გამო მამას და ძმებს ვერ დაკარგავს. არც მინდა ასე იყოს. სმს-ი მივწერე და რა ვქნაო – მომწერა.
ცოტა ხნის წინ ძველ თანამშრომელთან ვიყავი და იქ ოჯახში რომ რეაქცია ვნახე… მე დამადანაშაულა. ვიფიქრე, ნეტა არ მივსულიყავი-მეთქი. ერთმა თანამშრომელმა მიმიღო კარგად. მერე არც გამჩენია სურვილი ვინმეს შევეხმიანო. აქედან არ გავდივარ, ერთადერთი, ბავშვი თუ გავიყვანე პარკში, ისიც ვცდილობ, არ დამინახონ.
წელიწადზე მეტია აქ ვარ, დაგიმატებენ დროს, ნუ გეშინიაო, მაგრამ რამდენ ხანს უნდა გარჩინოს მთავრობამ?
გათხოვდიო – ამბობენ, ეს უმცროსი ძმების ულტიმატუმია. ადვილია გათხოვება?!
ორი შვილი მყავს, უფროსი მესამე კლასშია, უმცროსი ორი თვის იყო, აქ რომ მოვიყვანე. თითქმის ერთი წელია აქ ვართ. მანამდე ქირით ვიყავი შვილებთან ერთად, ვერ გადავიხადე. ავადმყოფი დედა მყავს, ოჯახს არანაირი შესაძლებლობა არა აქვს, რომ დამეხმაროს. ბავშების მამა არ მეხმარება, არც სამშობიაროში მოსულა, მაგას რა უნდა მოვკითხო. ბავშვი აქ გამიზარდეს. წასასვლელი რომ არ მაქვს, ამიტომ გაგვიგრძელეს ერთი წელი. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა თითქმის არ მაქვს, ერთხელ იყო დეიდა ამოსული. დედა მყავს, მაგრამ ფიზიკურად არ შეუძლია დახმარება, დედას რომ შეძლებოდა, აქ არ მოვიდოდი.
ერთი წელი რომ აგვითავდება, სად უნდა წავიდეთ?! სამსახური რომ გამოჩნდეს, ვიმუშავებ, ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ბინის ქირის და საჭმლის ფულზე საკმარისი იქნება იმ სამსახურის ხელფასი?! ჩემთვის მთავარია ჩემი შვილები იყვნენ ჩემ გევრდით და ღია ცის ქვეშ ნუ მეყოლება ბავშვები, მეტი არაფერი მინდა. მალე გავა ეს ერთი წელი და შეიძლება ისევ ქუჩაში დავრჩეთ, ამას მიწაში ჩავვარდე მირჩევნია. იმედია, დაგვეხმარებიან და ჩვენს საცხოვრებლებს მოგვცემენ.
„მოყევი, ბავშვი ორი თვის რომ იყო და საჭმელი არ გქონდა, შიმშილისგან რომ ტიროდა“, – ეუბნება ნინო. „ძვალზე გადაკრული ტყავი იყო ბავშვი“, – საუბარში ერთვება მაია, თავშესაფრის თანამშრომელი. „ყოველ საღამოს ვურეკავდით ერთმანეთს და ვეკითხებოდით: როგორაა ბავშვი, ხომ ცოცხალია?! ძალიან გამხდარი იყო“. „ნიკოლოზი სულ ტიროდა, შიმშილისგან, ცეცხლი გვეკიდებოდა დედებს, მისი ხმა რომ გვესმოდა“, – ამბობს ალა.
ნიკოლოზი ახლა წლის და ორი თვისაა, დედასთან ახლოს დგას, ბუთხუზა ლოყები აქვს და ცნობისმოყვარედ გვათვალიერებს.
2011 წელს დედის ანდერძით დატოვებული ბინა დავკარგე თაღლითების გამო. ნაცნობის გამო 12 600 დოლარად დავაგირავე ბინა, თანხა სხვამ წაიღო და ამით მორჩა ყველაფერი. დაიჭირეს ის ქალი და 25 წელი მიუსაჯეს. დავრჩი ბინის გარეშე. ორსულად ვიყავი, 28 მაისს დავწერე ბოლო საჩივარი, მიპასუხეს, რომ საქმე დაიხურა, კანონმა მე არ მეპატრონა. ჩემი შვილი 10 ოქტომბერს დაიბადა და 1 დეკემბერს გამომასახლეს. ორჯერ გადავატანინე გამოსახლების ვადა, რომ 40 დღის მაინც გამხდარიყო ბავშვი. მერე ჩემმა ადვოკატმა გაიგო ამ ცენტრის შესახებ და აქ შემომასახლეს, თორემ ქუჩაში დავრჩებოდი. ის ქალი კი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ამნისტიით გამოვიდა ციხიდან და თურქეთში წავიდა.
ბავშვის მამა დაქორწინებული არ ყოფილა, ჩვენ ორი წელი ვცხოვრობდით ერთად, მაგრამ მერე უკან დაიხია, არ უნდოდა ოჯახი. გადმომცეს, რომ უნდა ბავშვის ნახვა, მაგრამ მე არ მინდა, რომ ბავშვი ვაჩვენო, არ იმსახურებს ამას. ცხრა თვე მარტო ვიყავი და იმ შიშით ვიძინებდი, რომ მეორე დღეს ვეღარ გავიღვიძებდი. მთელი ორსულობა და ბავშის დაბადების მერე 40 დღე სულ მარტო ვიყავი, თვალი თვალზე არ დამიდია, ისე მყავს გაზრდილი. არ ვთვლი, შვილის გაჩენით რამე თუ დავაშავე. ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო ჩემს სიცოცხლეში.
დედა გარდაცვლილი მყავს, მამამ ცოლი მოიყვანა და არ მაქვს მასთან კონტაქტი, ძმაც მასთან ცხოვრობს. ჩემი და ნაქირავებშია.
აქ კომფორტია, მაგრამ იმაზეც იფიქროს ხელისუფლებამ, ეს ხალხი ვადის ამოწურვის შემდეგ, სად უნდა წავიდეს. ერთი წუთით წარმოიდგინონ თავი ჩვენს ადგილას. გვეკითხებიან -მოგწონს აქ? მე ველოდები შეკითხვას: რა მოხდება მას შემდეგ, რაც აქედან წახვალთ? – არავინ ინტერესდება ამით.
სანამ აქ რემონტი გაკეთდებოდა, მარტოხელა დედები ჩვენი ბუღალტერის სახლში ცხოვრობდნენ რემონტის დამთავრებამდე. სიცივესა და ყინვაში, ცრემლით შენარჩუნებულია ეს შენობა და ამას ნუ გააუქმებენ, ეს არის საჭირო და ვინც აქ ვართ და დრო გვითავდება, გვეპატრონოს სახელმწიფომ. აქედან რომ გავიდეთ, არაფრის გარეშე ვრჩებით. ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს, ყველას უთხარით, რომ მოგვხედოს სახელწიფომ. აქედან რომ გაგვიშვან, იძულებული ვიქნები ჩემი შვილი ოღონდ ქუჩაში სიცივით არ მომიკვდეს, ბავშვთა სახლს მივაბარო. ღმერთმა ნუ დამიყენოს ეს დღე, თავს მოვიკლავ, ალბათ.
ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა, თუნდაც ცარიელი კედლებია, ქუჩაში რომ არ ვიყოთ. სამსახურიც არ არის ისეთი, ბინის დაქირავების საშუალება რომ მოგვეცეს.
ალა პროხოროვა, 27 წლის

ალა
ერთი ბავშვი 2 წლისაა, მეორე – 10 თვის. აქ რომ მოვედი ფეხმძიმედ ვიყავი. უფროსი გოგო მინდობით აღზრდაზე მყადა ჯერ ქობულეთში, მერე გონიოში. არ მქონდა წასასვლელი. ძმამაც უარი მითხრა, შენ მოდი და ბავშვი არ მოიყვანოო.
გათხოვილი ვიყავი ოზურგეთში, სოფელ ბახვში. შვიდთვიანი დაიბადა მარი. საავადმყოფოდან რომ დავურეკე ქმარს, შენი და შენი ბავშვის დედაცო – ასე მითხრა. ჩემს გვარზე გამოვიყვანე ბავშვი საავადმყოფოდან.
ერთი პერიოდი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ვიცხოვრეთ. მერე იძულებული გავხდი ჩემი შვილი მინდობითში ჩამებარებინა. ყოველ დღე ჩავდიოდი და ვნახულობდი, ვერ ვძლებდი, როგორ უნდა გაძლოს დედამ ბავშვის გარეშე. გააშვილეო – მეუბნებოდნენ, ვერ ვიზამდი ამას, ჩემს შვილზე უარს ვერ ვიტყოდი. მადლობელი ვარ, რომ შვილები მშიერი არ მყავს, აქ ყველანაირად გვეხმარებიან.
ოჯახთან მაქვს კონტაქტი, ქობულეთიდან ვარ, მაგრამ არც მათ აქვთ საშუალება. ორი ქალიშვილი მყავს, ორივე ჩემს გვერდზეა, მაგრამ მუდმივად იმის შიში გვაქვს, რომ ქუჩაში დავრჩებით. ეს თავშესაფარი რომ არ იყოს, არ ვიცი რა იქნება… სამსახურს კი ვნახავ, მაგრამ იმ სამსახურით ქირას ვერ გადავიხდი. ჩვენს შვილებზე ვიზრუნებ და ვაჭმევ, მაგრამ თავშესაფარი?!
მარტოხელა დედების თავშესაფარი
მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი სათნოების ქუჩის პირველი ჩიხის #5-ში ფუნქციონირებს. 2013 წელს ხელისუფლებამ სამედიცინო ასოციაცია „თანას“ ათი წლის ვადით გადასცა შენობა, სადაც „თანამ“ მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი და რეაბილიტაციის ცენტრი გახსნა შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის. შენობის გარემონტებასა და კეთილმოწყობაში „თანას“ თურქეთის განვითარების სააგენტო „თიკა“ დაეხმარა.
ასოციაციისა და თავშესაფრის დამფუძნებელი ნანა საყვარელიძე ამბობს, რომ ისინი პროგრამას ახორციელებენ, რომლის მეშვეობითაც აჭარის მთავრობა მარტოხელა დედებს ეხმარება. „აქ დედები სოციალური ვაუჩერით მოდიან, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული კომისია გასცემს. კომისია მიმართვიანობის მიხედვით შეისწავლის სოციალური მუშაკების საშუალებით მარტოხელა დედის მდგომარეობას, კომისია განიხილავს რამდენად შესაბამისობაშია ეს ბენეციფიარი თავშესაფარში მოხვედრის პირობებთან და აძლევს სოციალურ ვაუჩერს, რომლითაც ბენეფიციარი მოდის ჩვენთან.“
კითხვაზე, რა დროს ანდომებს კომისია მარტოხელა დედის მდგომარეობის შესწავლას, ნანა საყვარელიძე ამბობს, რომ თუ მარტოხელა დედა გაუსაძლის პირობებშია და მისსა და ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, რამდენიმე დღით იღებენ თავშესაფარში.
„თავშესაფარში რომ მოხვდეს, დედა უნდა იყოს მარტოხელა, აჭარაში მცხოვრები და ბავშვი უნდა იყოს ათ წლამდე. ასევე უფლება აქვს მოვიდეს ჩვენთან ორსულს, ოღონდ შვიდი თვის ზემოთ. ჩვენ ვალდებული ვართ, მათ შევუქმნათ 24-საათიანი მომსახურება, კვება, ყველას აქვს ცალკე ოთახი, ტანსაცმელი, უზრუნველყოფილნი არიან ჰიგიენური საშუალებებით. გარდა ამისა, ვცდილობთ მშობლები გადავამზადოთ, რომ აქედან გასვლისას მათ ჰქონდეთ პროფესია და სამსახური. ოთხი ქალი დავასაქმეთ კიდეც. ამ დროს ბავშვებს ან ჩვენ ვუვლით, ან ბაღში არიან.
ვაუჩერი გაიცემა ექვსი თვით, მაგრამ თუ ამ პერიოდში არ გამოსწორდა ქალის მდგომარეობა, სამინისტროს კომისია მსჯელობს ვადის გაგრძელებაზე. ჩვენ მივმართეთ სამინისტროს თხოვნით, სანამ ბავშვი სამი წლის გახდება, თუ პირობები არ გაუმჯობესდა, გაგრძელდეს ეს ვაუჩერი, იმიტომ რომ სამ წლამდე არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულება და ბაგაში 170 ლარს მარტოხელა დედა ვერ გადაიხდის“ – ამბობს ნანა საყვარელიძე.
მარტოხელა დედები სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ იღებენ. სტატუსი – მარტოხელა დედა 2008 წელს გაუქმდა და მარტოხელა დედებს ფულადი დახმარებაც შეუწყდათ. ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი მარტოხელა დედა ცხოვრობს საქართველოში და მათგან რამდენია სოციალურად დაუცველი, არ არსებობს.
მე-12 ტურში, რომელიც 30 ინვარს გაიმართა, თბილისის „თიბიესი“ 43:3 დაამარცხა, ხოლო გუშინ, 6 თებერვალს რუსთავის „ხარებს“ ოთხი ქულით აჯობა და 14:10 მოუგო.
„ბათუმმა“ „ხარებსა“ და „თიბიესს“ პირველ წრეშიც სძლია.
მე-14 ტურის თამაშები 21-22 თებერვალს გაიმართება. „ბათუმი“ ამჯერად თბილისის „არმაზსს“ დაუპირისპირდება, რომელთანაც პირველ წრეში 22:23 დამარცხდა.


„ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, როდის დასრულდება, ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით. სავარაუდო ვადები არ გვაქვს. კარგი იქნება, თუ დასრულდება წლის ბოლოსთვის, რადგან ბულვარი არ არის მომგებიანი ორგანიზაცია და მას ბიუჯეტიდან სუბსიდირება სჭირდება.“ _ განუმარტა ბათუმის ვიცე-მერმა ზურაბ ბერიძემ
„ბათუმელებს“.
ვიცე-მერის განმარტებით, მისი პირადი პოზიციაა 2014 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული წარმოება არ დასრულდეს, რადგან მერიას ბულვარის მართვისთვის საჭირო სახსრების მოძიება გაუჭირდება.
„ მე არ მისაუბრია მასთან და არ ვიცი ახლა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს რა პოზიცია აქვს, მაგრამ კანონი ცალსახად ამბობს, რომ ადგილობრივი სკვერები და პარკები მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, თუ კანონმდებლობის შესაბამისად სხვა რაიმე არ არის გადაწყვეტილი. მე ტრაგედიას ვერც იმაში ვხედავ, თუ ბულვარი არ იქნება ბათუმის მერიის გამგებლობის ქვეშ. მთავარია შედეგი, ის, რომ ბულვარი იყოს მოვლილი მაღალ დონეზე, რა მნიშვნელობა აქვს, საიდან დაფინანსდება. უბრალოდ ამ საკითხს პოლიტიკურ ჭრილში სვამენ. დაქვემდებარებას თუ შეიცვლის ბულვარი, იქ ოქროს კოშკები ხომ არ აშენდება. იქ არავინ არაფერს ასხვისებს, პირიქით ფინანსთა სამინისტრო ხარჯავს ფულს ბულვარის ბილიკების რეაბილიტაციისთვის, თუ არ ვცდები, სამინისტრო ყოველწლიურად ბულვარის მოსავლელად ხუთიდან შვიდ მილიონამდე ლარს ხარჯავს.“ _ განაცხადა ზურაბ ბერიძემ „ბათუმელებთან.“


ბატონო აკაკი, განვითარებული მოვლენების შემდეგ, როგორც „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს თქვენი ფრაქციის წევრები უმოქმედობაში და საეჭვო სიჩუმეში დგებენ ბრალს, ამობენ, რომ რაღაცას ელოდებით…
არაფერს არ ველოდები, ჩუმად არავინ არ არის და ყველა ამბობს იმას, რაც შეუძლია და რისი სურვილიც აქვს. ჩუმად ყოფნა აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ ვიღაცა გადის პოლიტიკური ჩარჩოებიდან, ვიღაცა _ რჩება. ჩემთვის ყველაზე მთავარი არის სამშობლო, ერი და ჩემი რეგიონი. ამიტომ რაღაც უკმაყოფილება პიროვნებების მიმართ ჩემთვის არის მეორეხარისხოვანი. მთავარია, რა ხდება ქვეყანაში და საითკენ მივდივართ, როგორ მივდივართ. ასე რომ მერკანტილური აზროვნება ამ წუთას ამ სიტუაციაში ჩემთვის არის მეორეხარისხოვანი და ამიტომ მე არაფერს არ ვამბობ ღირსშესანიშნავს. ემოციებს არ ვყვები, ჩვენ შემდეგი კვირის დასაწყისში განვიხილავთ ფრაქციაში ამ სიტუაციას. არავინ ამბობს, რომ ვინმე ჩუმად იყო. ფრაქციის სხდომაზე ჩვენ ვმსჯელობდით მედეა ვასაძესთან ერთად. ასე რომ ეს პრობლემატური არ არის. ეს რეალობაა და რეალობა გაგრძელდება ხვალაც. არის რაღაც პრობლემები მთლიანად ქვეყანაში, ეკონომიური, დასაძლევი, საინვესტიციო, რომლებიც გამოსწორებადია და მე ამის იმედი მაქვს.
ამ დრომდე თქვენი ფრაქცია იყო გადაწყვეტილების მიმღები, მედეა ვასაძის ფრაქციიდან გასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტი ხმა ექნება გადაწყვეტილების მიღებისას, ვიდრე თქვენს ფრაქციას…
გასაგებია, მაგრამ თუ ვინმე ნაციონალურ მოძრაობასთან ითანამშრომლებს, ეს მათი საქმეა. ცალსახად ეს პრობლემა შეიძლება დაუდგეთ პიროვნებებს, რომლებიც აქამდე იყო სხვა პოზიციაზე და ამის შემდეგ შეიძლება დადგნენ ნაციონალური მოძრაობის აზრზე. ჩემთვის ეს მიუღებელია. ასე რომ ყველას თავისი გზა აქვს და ყველა თავის გზაზე ალბათ თავს იმართლებს მომავალში.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ სხვებმაც შეიძლება დატოვონ პარტია და ასევე ფრაქციაც?
დიახ ამ კუთხით პრობლემა არსებობს. მე ამას ყოველთვის ვამბობდი. არსებობს შეუთანხმებლობის პრობლემა პიროვნებებსა და მთავრობას შორის. თუმცა ეს პრობლემა ალბათ გამოსწორებადია, ასე რომ თუ ვინმე დააპირებს ნაბიჯს მარცხვნივ, ეგ არის მისი საქმე. ჯობია პრობლემა შენი მხრებით გაიტანო და მოაგვარო, ვიდრე სულ იძახო მომიგვარეთ, მომიგვარეთო, ამას წინ არაფერი უდგას. ყველას ერთად შეგვიძლია მოვაგვაროთ, უბრალოდ მთავარი იყო მოთმინება და არა ჩარჩოებიდან გამოსვლა. მე ამას პირობითად ვამბობ, თორემ ყველა თავისი სინდისის წინაშე მართალია.
დაპირისპირებისას თქვენ საქართველოში არ იყავით. ამბობენ, იმის დასტური, რომ თქვენ იყავით ერთიანი, ის ბრიფინგი იყო, რომელიც დაპირისპირების შემდეგ თქვენ მივლინებიდან დაბრუნებულმა ჩაატარეთ.
ჩვენ დავაფიქსირეთ პროცესი პროცედურამდე. მე ეგ ვთქვი ბრიფინგზე. რადგან ეს პროცედურა არ მოხდა, პროცესი გრძელდება. გამოსავალი ყოველთვის არის. არ არსებობს სიტუაცია, გამოსავალი რომ არ იყოს. ამიტომ მე მივმართავ ყველა პიროვნებას, ვინც უმაღლეს საბჭოში ან უმრავლესობაში იყო, თუ შენ ამ პოლიტიკაში ხარ, პოლიტიკური თამაში ბოლომდე უნდა გაიტანო, გაიტანო კბილებით, ზურგით ან შენი მორალით. რაც დაგვემართა ოცი წლის მანძილზე, ამ ჩვენს უახლეს ისტორიაში ეს იყო ემოციების აფეთქებით მომხდარი პოლიტიკური ნაბიჯები, რამაც დაანგრია საქართველო, დაკარგა აფხაზეთი. აუჯანყა ზვიად გამსახურდიას ნახევარი საქართველო, შექმნა ბანაკები და მოგვიყვანა დღემდე.
ეს პროცესები ჩვენი არამდგრადი ემოციურობის ბრალია, მე ღრმად მწამს და მჯერა, რომ ის გზა, რითაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, კონკრეტულად ვიტყვი ბიზნესმენ ივანიშვილის ხელშეწყობით და დახმარებით, ასე ვთქვათ, საქართველოს დაეხმარა, ერს და საზოგადოებას დაეხმარა. ეს გზა მიგვიყვანს ჩვენ იმ ნაბიჯებამდე და იმ კარის გაღებამდე და აღმავლობამდე. იმიტომ, რომ აღმავლობა არ არის ერთი მდგარადი სტატიკური წერტილი. ჩვენ ამ პროცესში აუცილებლად შევალთ.
გვაქვს ინფორმაცია, რომ ანზორ თხილაიშვილი შეიძლება შევიდეს „ქართულ ოცნებაში“ , ადასტურებთ?
დიახ, განვიხილეთ ეს საკითხი. ჩვენთან არის ანზორ თხილაიშვილის განცხადება შემოსული. ჩვენ ამაზე გვქონდა მსჯელობა ფრაქციაში და ეს საკითხი რამდენიმე დღით გადაიდო, ახლა უკვე აქტუალურია. იმ კვირაში განვიხილავთ და ალბათ დადებითადაც გადავწყვეტთ.

ბატონო ჯემალ, საუბარია, რომ ქართული ოცნების კიდევ რამდენიმე წევრი დატოვებს ფრაქციას. არის თუ არა ეს ასე?
ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ საუბარი, რომ იყო დაძაბული სიტუაცია აჭარის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის. მაშინ ამას მხარს უჭერდა უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყველა წევრი. ვიყავით ერთიანები ჩვენს პრინციპებში, შესაბამისად გაკეთდა ბრიფინგები. ეს დაიწო ბატონმა ალექსანდრე ჩიტიშვილმა, შემდეგ მედეა ვასაძემ და გახსოვთ, ალბათ, ფრაქციის თავმჯდომარის კაკო ძნელაძის ბრიფინგი – როდესაც ის დაბრუნდა მივლინებიდან თქვა, რომ ჩვენ ვიწყებდით პროცესს პროცედურის დაწყებამდე და იგულისხმებოდა, რომ უნდა შეგროვებულიყო ხელმოწერები, რაც მთავრობის იმპიჩმენტის გამოცხადების შედეგით დასრულებოდა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ მოხდა გათითოკაცება. ჯერ გამოაკლდა ერთი და როგორც თქვენ მეუბნებით, საზოგადოება ამბობს, რომ მედეა ვასაძის შემდეგ კიდევ ვიღაც გავა პარტიიდან. ასევე გვეუბნებოდნენ ჩვენ მაშინ, ცნობილი დაპირისპირების შემდეგ. მე, პირადად, მეუბნებოდნენ, იცოდეთ ექვსნი არ ხართო, ერთ პოზიციაზე არ ხართო. ვეუბნებოდი, როგორ არა ვართ- მეთქი, ამის შემდეგ ხუთნი არა ხართო.
ის პრინციპულობა, რითაც დავიწყეთ პარტიის წევრებმა, თანდათან შეარბილეს. დაეცა ტემპი. სხვათა შორის, მედეა ვასაძე იყო ერთ-ერთი, რომელსაც არ შეურბილებია არც ტონი, არც ფორმა.
როდესაც პოლიტსაბჭომ განიხილა ჩვენი საკითხი, მივიღეთ საყვედურები, რატომ ხმამაღლა თქვითო. ჩვენ პარტიის წევრები ვართ და ამის შემდეგ ცენტრალურ პოლიტიკურ კურსს დავექვემდებარეთ, რომ მათთან შეთანხმებით გვემსჯელა უფრო მწვავე საკითხებზე.
პარტიიდან გავიდა მედეა ვასაძე, სხვებმა შეარბილეს დამოკიდებულება. ალექსანდრე ჩიტიშვილი უკვე კმაყოფილია აჭარის მთავრობის მუშაობით ისე, რომ მე, ვფიქრობ, ასეთი კმაყოფილების გრძნობა მას არასოდეს ჰქონია. ალბათ ეს კმაყოფილება მან მიიღო რაღაცით, მაგრამ მე, მაგალითად, მაქვს ისეთივე განცდა, რომ არაფერი შეცვლილა, სამწუხაროდ.
ვინ იქნება შემდეგი, ამას მე დღეს ვერ გეტყვით, შეიძლება შემდეგი იყოს ალექსანდრე ჩიტიშვილი, რომელმაც პირველმა დაიწყო, შეიძლება გამოფხიზლდეს ბატონი ალეკო. ან შემდეგი იყოს ბატონი აკაკი ძნელაძე ან მე, ჯემალ ფუტკარაძე, მაგრამ, ჯერჯერობით, მინდა დაგიდასტუროთ, რომ ვარ პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი. ველოდები, ის რებრენდინგის პროცესი, რაც ცენტრში დაიწყო პარტიამ, რეგიონშიც იქნება და შეიცვლება ბევრი რამ.
ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია როგორია, მისი დამოკიდებულებაც შერბილებულია?
მე ვფიქრობ, ფრაქციის თავმჯდომარეს პოლიტიკა არასოდეს გაუტარებია, ასეთ დროს ფრაქციამ ბრიფინგები უნდა ჩაატაროს მოსახლეობისათვის. მოგეხსენებათ, ფრაქციას დიდი დატვირთვა აქვს, განსაკუთრებით მმართველი პარტიის ფრაქციას აჭარის უმაღლეს საბჭოში და რატომღაც ბატონი აკაკი… არ ვიცი, ის რაღაცისთვის ემზადება. წინათგრძნობა მაქვს, რომ ბატონი კაკო რაღაცისთვის ემზადება. ისეა გაჩუმებული… არც ერთ მხარეს აკეთებს მწვავე განცხადებას, ან ხომ შეიძლება ვინმეს შემოუძახოს, ან მიუთითოს, ან მკაცრად დასვას საკითხი. არ ვიცი, ეს ალბათ მისი პოლიტიკაა.
ბოლოს როცა გვქონდა ფრაქციის შეხვედრა, სხდომას ესწრებოდა ბატონი ანზორ თხილაიშვილი, ის კოალიციიდან გასულია, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრიც აღარ არის. ამავე დროს, ის არ არის არც ერთ კოალიციაში გაერთიანებული პარტიის წევრი. ვიკითხე, რატომ იყო ანზორ თხილაიშვილი ფრაქციის სხდომაზე. სამწუხაროდ, ისე ვითარდება მოვლენები, რომ ჩვენ ვერ შევძელით დავმსხდარიყავით და შეგვეფასებინა მედეა ვასაძის გასვლა პარტიიდან, ასევე ფრაქციიდან.
ანუ მედეა ვასაძის გასვლის შემდეგ ფრაქცია არ შეკრებილა და ამ საკითხზე არ გისაუბრიათ?
რა თქმა უნდა შეხვედრები გვაქვს, მაგრამ შეხვედრა საგანგებოდ ამ საკითხების დასმის მიზნით არ გვქონია. მოგეხსენებათ მედიცინის მუშაკი ვარ და როდესაც დაავადებასთან ან ავადმყოფთან გვაქვს საქმე, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ავადაა, დიაგნოზია დასასმელი. დიაგნოზის დასმას სჭირდება სპეციალისტები, რომ შემდეგ ამ ავადმყოფობას ებრძოლო. ჩვენს ფრაქციას ასეთი მსჯელობა არ ჰქონია.
ბატონო ჯემალ, თქვენი ნაამბობიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ანზორ თხილაიშვილი აპირებს პარტიაში და ფრაქციაშიც შემოსვლას. ასეა?
დიახ, ასეა. როდესაც მან დატოვა „თავისუფალი დემოკრატები“, დააფიქსირა, რომ მას აქვს სურვილი შემოვიდეს „ქართულ ოცნებაში“. მას თანვე უნდოდა „ქართული ოცნების“ ფრაქციაში შემოსვლა. მის ფრაქციაში გაწევრიანებაზე მე და ქალბატონმა მედეამ გამოვთქვით ჩვენი დამოკიდელბულება, რომ ის არ არის პარტიის წევრი და როგორ შეიძლება მისი ფრაქციაში გაწევრიანება. ჯერჯერობით ის პარტიის წევრი არ არის, თუმცა ვიცი, რომ მას ჰქონდა შეხვედრები თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში და აპირებს გაწევრიანდეს „ქართულ ოცნებაში“ და შემდეგ უკვე ფრაქციაში.
თუ ეს ასე მოხდება, „ქართული ოცნება“ უმაღლეს საბჭოში უმრავლესობის შენარჩუნებას შეძლებს?
შეიძლება რაღაც ეტაპზე შენარჩუნდეს, თუ კიდევ სხვები არ წავლენ. იმაზეა საუბარი რა იქნება. შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი დადგეს ჩემი პარტიისათვის. მე ძალიან გული შემტკივა ამ პარტიის გამო, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ძალიან ცუდი რეალობა და ჩვენ არ გვეძლევა ამის გამოხატვის საშუალება. გამოვხატავთ, მაგრამ არ გვისმენენ და ვერ აფასებენ ჩვენს დამოკიდებულებას. ასე გაგრძელებას მომავალი არ აქვს. ამას საზოგადოებაც არ გვაპატიებს.
როგორც ჩანს, თქვენც პარტიიდან წასვლა-არ წასვლის გადაწყვეტილების რეჟიმში ხართ…
მე ამ განწყობით ვარ და ვაკვირდები პროცესს იმ პერიოდიდან, როდესაც ჩვენ მურმან დუმბაძის გარიცხვის მოწმე გაგვხადეს. მაშინ ის აქლემი „ქართული ოცნების“ კართანაც ჩაიჩოქებს და შემდეგ უკვე ძალიან ძნელი იქნება მისი მობრუნება.
დღევანდელი რეალობით, ხმათა გადანაწილებისას რა შეიძლება მოხდეს?
არითმეტიკულად შეიძლება ნებისმიერი შედეგი დადგეს, საკითხის გადაწყვეტის დროს ვის როგორი ხედვა ექნება. ასეთი სიტუაცია პარლამენტში ხშირად ყოფილა. მე არ მაინტერესებს სხვების დამოკიდებულება, მე მაინტერესებს ის, რომ ჩვენ რაც 2012 წელს შევპირდით მოსახლეობას, შევასრულოთ, მოსახლეობამ ჩვენ მხარი დაგვიჭირა. სამწუხაროდ, დღეს ძალიან მწვავედ დგას საკითხი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ვერ უსრულებს ხალხს იმ ოცნებას, რასაც შევპირდით.
უკვე ითქვა, რომ ამჟამინდელი მოცემულობით შესაძლებელი გახდება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენება.
წარმოიდგინეთ, შეიძლება დადგეს რეალობა, როცა უმაღლეს საბჭოს შეიძლება ჰყავდეს თავმჯდომარედ არა ოცნების წევრი, ეს უკვე ძალიან ცუდის მანიშნებელი იქნება. შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს უმაღლესი საბჭო სახელისუფლებო პარტიის კანდიდატის გარეშე დარჩეს.
გამორიცხავთ, რომ დემოკრატიის პირობებში ეს ნორმალური პროცესია?
მე გიდასტურებთ, რომ დემოკრატიაა, მაგრამ იმ სოციალური სიდუხჭირის მქონე ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, დემოკრატიისა და სხვა მაღალ ფასეულობებზე საუბარი მიუხედავად იმისა, რომ ევროპისაკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ, მაინც არ გვაქვს და ვერ ვახორციელებთ. ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რომ როდესაც ქართული ოცნების წევრებმა გავაკეთეთ განცხადება მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებაზე და გვქონდა ჩვენი დამოკიდებულება, ამის გამო გაგვკიცხეს. მაშინ არავის უთქვამს, რომ ეს არის დემოკრატია.
.შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ორი კომპანია შავ სიაში ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენისთვის აღმოჩნდა: შპს „I GPS ოპერატორი“ და შპს „იუნაიტედ სეკურიტი“. ტენდერი 152 ერთეული GPS მოწყობილობისა და 20 ერთეულ ელტაბლოს მომსახურების შესყიდვაზე იყო გამოცხადებული, თანხით 63 048 ლარი. სატენდერო კომისიის ოქმში ვკითხულობთ, რომ პრეტენდენტმა კომპანიებმა ერთი და იგივე ტექსტისა და შინაარსის შემცველი სატენდერო დოკუმენტაცია ატვირთეს სისტემაში, რის გამოც ორთავე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია მოხდა.
ქ. ბათუმის მერიის მიერ №13 საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებაზე გამოცხადებულ ტენდერში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისთვის შავ სიაში მოხვდა შპს „ნიუ კონსტრაქშენი“. თავის დროზე სატენდერო თანხა 1 026 765 ლარი იყო, ტენდერში 5 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან კომისიამ სამის დისკვალიფიკაცია მოახდინა.
1 იანვრის შემდეგ შავ სიაში მოხვდა კომპანიები: შპს „ალგორითმი“,„დათა +“, „ლმ ფაბრიკა“, „ბ.ს.ბ. – კომპანია“, შპს „labmate“, „სტარტი – ბიზნეს გადაწყვეტილებები“, „სტარ სტუდიო“, „დაჩი“ და სხვ.
სულ “შავ სიაში” 150-ზე მეტი იურიდიული პირია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, შავი სია, ესაა შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი, რომელსაც ელექტრონულად აწარმოებს სააგენტო. შავ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებლებს ეკრძალებათ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღება 1 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე; ან თუკი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას; ან/და იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება განხილული იქნება მისი შავ სიაში დარეგისტრირების საკითხი.
სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას პირის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე, იმ შემთხვევაში თუ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პირის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პირის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია ასეთი პირის მიმართ არაუმეტეს ორჯერ გამოიყენოს გაფრთხილება [გასული წლის თებერვლიდან დღემდე 400-ზე მეტი იურიდიული პირია გაფრთხილებული]. გაფრთხილება მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში.
შავი სიიდან ამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
