შუახევში, სოფელ ჟანივრის სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეგროვების აქცია იწყება.
ჟანივრის საჯარო სკოლა მიმდინარე წლის 3 თებერვალს მთლიანად დაიწვა. სასკოლო ინვენტართან ერთად განადგურდა სკოლის ბიბლიოთეკაც.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო აქცია „ერთი წიგნი დაზარალებულ სკოლას”. 9 თებერვლიდან -13 თებერვლის ჩათვლით ნებისმიერ მსურველს შეუძლია აქციაში ჩაერთოს და ერთი წიგნი აჩუქოს სკოლას.
აქციაში ჩართვის მსურველებს წიგნები შეუძლიათ აჭარის განათლების სამინისტროში ან აჭარის მთავრობის აპარატში მიიტანონ.