სიახლეები

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აუდიტმა მუშაობა დაასრულა

10.02.2015 • 1211
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აუდიტმა მუშაობა დაასრულა

აღნიშნული აუდიტი მოიცავდა საზღვაო სფეროს ყველა სტრუქტურის შემოწმებას, იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა IMO – ს წევრი სახელმწიფო მის მიერვე რატიფიცირებული კონვენციების მოთხოვნებს.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საქართველოს მთავრობისგან დაეკისრა აღნიშნული აუდიტის კოორდინირება მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აუდიტი უტარდება არა მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს, საზღვაო კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად.

ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) აუდიტორები  3 თებერვალს ჩამოვიდნენ და მუშაობა 9 თებერვალს დაასრულეს.

გადაბეჭდვის წესი