სიახლეები

ფასები ნავთობპროდუქტებზე – საწვავი ყველაზე იაფი რუსეთშია

10.02.2015
ფასები ნავთობპროდუქტებზე –  საწვავი ყველაზე იაფი რუსეთშია

,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, 2015 წლის 9 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

კერძოდ,

ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) – Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 58,34 (+ 0,17) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 52,86 (+ 0, 79) დოლარი/ბარელზე.

 

,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 0,01 ევროთი გაიზარდა და შეადგენს საშუალოდ 1,17 ევროს. A-95 მარკის ბენზინი ყველაზე გავრცელებული საწვავის სახეობაა ევროპაში და ყველა ავტოგასამართ სადგურზე გვხვდება.

 

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირია საწვავი ნორვეგიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 20-25%-ით აღემატება ევროპის საშუალო ფასებს.  კერძოდ, ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,77 ევროს (დაახლოებით 4,08  ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,68 ევროს (დაახლოებით 3,87  ლარი), დიზელის საწვავი – 1,57 ევროს (დაახლოებით 3,62  ლარი); იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,68 ევროს (დაახლოებით 3,87  ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,59 ევროს (დაახლოებით 3,66  ლარი), დიზელის საწვავი – 1,51 ევროს (დაახლოებით 3,48  ლარი); ხოლო ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,64 ევროს (დაახლოებით 3,78  ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,58 ევროს (დაახლოებით 3,64  ლარი), დიზელის საწვავი – 1,29 ევროს (დაახლოებით 2,97  ლარი).

 

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,52 ევრო (დაახლოებით 1,20  ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,47 ევრო (დაახლოებით 1,08  ლარი), დიზელის საწვავი – 0,45 ევროს (დაახლოებით 1,04  ლარი).

 

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი – 1,82-1,84 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,74-1,81 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი – 1,59-1,66 ლარი; დიზელი ლ-62 – 1,61-1,65 ლარი; ევრო დიზელი – 1,74-1,81 ლარი. არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავის ფასი უფრო დაბალია.

 

,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” მონაცემებით  საქართველოში არსებული საწვავის საცალო ფასები მნიშვნელოვნად იაფია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით; ასევე ყოფილი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ნავთობპროდუქტების იმპორტზე არიან დამოკიდებულნი _ სომხეთი, უკრაინა, მოლდავეთი.

 

საქართველოში არსებულ ფასზე მაღალია ასევე აზერბაიჯანში პრემიუმი და სუპერი ტიპის ბენზინის საწვავი, რომელიც ამ ქვეყანაში არ იწარმოება და იმპორტირებულია. ასევე უფრო მაღალია აზერბაიჯანში ადგილობრივი წარმოებული A-92 რეგულარი ტიპის ბენზინისა და L-62 დიზელის საწვავის ფასი ჩვენს ქსელში არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე არსებულ ფასებთან შედარებით. 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: