სარფში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

წარმატებული სასტუმროები ბათუმში

წარმატებულ სასტუმროებად დასახელდა:

სასტუმრო „ჰილტონ ბათუმი“

სასტუმრო „შერატონ ბათუმი“

სასტუმრო „რედისონ ბლუ“

სასტუმრო „ინტურისტ პალასი“

სასტუმრო „დივან სუითს ბათუმი“

სასტუმრო „ჩაო“

სასტუმრო „გოლდენ პალასი“

სასტუმრო „ადმირალი“

აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის, თამაზ შავაძის თქმით, დაჯილდოვების ცერემონიის მთავარი მიზანი ბიზნესის წახალისება, წარმატებული ბიზნესმენების წარმოჩენა , ხელისუფლებასა და ბიზნესსამყაროს შორის ურთიერთობის ხელშეწყობაა.

ბიზნესში წარმატებული ქალები აჭარიდან

ნომინაციაში, 2014 წლის წარმატებული ქალი ბიზნესმენები აჭარაში, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა ცხრა ქალი დააჯილდოვა. 

2014  წლის წარმატებული ბიზნესმენი ქალები არიან:

მაყვალა კვირიკაძე – შპს „მაკო“

გულნარა დიასამიძე – „დენტალუქსი“, სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი

ნანა ჯანელიძე – „ლუდი ბათუმური“, ლუდსახარში ქარხანა

მარინა ცივაძე – საგანმანათლებლო ცენტრი „ევრო 2000“

შორენა ვერძაძე – საბავშვო ბაგა-ბაღი „ათინათი“

ნონა ყურშუბაძე – სუპერმარკეტი „ვილმარტი“

ია გაბაიძე – შპს „რეზი-2014“

ეთერ ბერიძე-მელიქიშვილი – საფინანასო კომპანია „ბერმელი“

სოფო დიასამიძე – საკალმახე მეურნეობა „აკავრეთა 2007“

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს წევრები.

„ინტელექტმა“ ხულოსა და ხელვაჩაურში საკრებულოს საუკეთესო წევრები გამოავლინა

 

საუკეთესო წევრები გამოვლინდნენ ქედისა და შუახევის საკრებულოებშიც. საუკეთესოს სტატუსი ქედაში ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ვაჟა ბლქვაძეს, შუახევში კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ფატი ჭაღალიძეს ერგო. „ინტელექტმა“  საკრებულოს საუკეთესო წევრები მათი საქმიანობის მონიტორინგის საფუძველზე გამოავლინა. არასამთავრობო ორგანიზაციამ გამარჯვებულ დეპუტატებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცა. 

აჭარის ფინანსთა მინისტრი: ეს არის იმ დეპუტატების რეალური სახე, რომლებმაც სხდომა ჩააგდეს

 

“ეს არის იმ დეპუტატების რეალური სახე, რომლებმაც სხდომა ჩააგდეს და არ მოვიდნენ.  მათი მიზანია შექმნან რეგიონში პრობლემები და გამოიწვიონ ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ მე მათ მინდა ვუთხრა, რომ ეს არ მოხდება. რეალურად ბიუჯეტის ციფრები კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობა გვაქვს რეგიონში, ჩვენ გვაქვს გაზრდილი ბიუჯეტი, შესაბამისად მომდევნო წლის   ბიუჯეტი უფრო გაზრდილი იქნება და  2016 წელს გაცილებით მეტს დავგეგმავთ, ვიდრე 2015 წლის ბიუჯეტი იყო. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იზრდება ბიუჯეტი. ამის მიზეზი ისაა, რომ ბიზნესი თავისუფალია. იმ დეპუტატებს, რომლებიც დღეს სხდომაზე არ მოვიდნენ, არ უნდოდათ ამის მოსმენა, რადგან ეს მათთვის გამაღიზიანებელია“ – განაცხადა დავით ბალაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მედეა ვასაძე: ვიცოდი, რომ კვორუმი არ იყო, იმიტომ არ მივედი სხდომაზე დასასწრებად

მედეა ვასაძე
მედეა ვასაძე

არჩილ ხაბაძე: მაღალმთიან აჭარაში პაციენტები სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდებიან

 

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

„მთავრობამ იმსჯელა და ყველა პაციენტი, რომელიც დანახარჯს გასწევს ხულოში ან ზემომთიანეთის შემთხვევაში, ჩვენ მიერ იქნება ანაზღაურებული. როგორც ვიცი, ეს პერიოდი მოკლე იქნება, ჩაენაცვლება სხვა კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ამ ყველაფერს და ხელახლა გაფორმდება ხელშეკრულება. თუმცა ჩვენ თადარიგი მალე დავიჭირეთ, მალე მოვახერხეთ აღმოფხვრა ამ პრობლემის და მოსახლეობას ვთავაზობთ და ვეუბნებით, პანიკის დრო არ არის, მათ შეუძლიათ ჩვეულებრივ მიბრძანდნენ და მიიღონ ის სამედიცინო მომსახურება, რასაც იღებდნენ მანამდე. ის პროგრამები, რაც იყო, განხორციელდება და ჩვენ მიერ სარეზერვო ფონდიდან იქნება დაფინანსებული იმ პერიოდამდე, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება. ამ საკითხს, ვფიქრობ, რომ არ სჭირდება აჟიტირება და პოლიტიკური თუ სხვა შეფასებების გაკეთება“  – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ქედაში, ხულოსა და შუახევში სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ კლინიკები მოსახლეობას სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით აღარ ემსახურებიან. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ლევან გორგილაძის განმარტებით, „ევექსი“ სამივე მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამებიდან დროებით გამოვიდა და ამ ეტაპზე კლინიკები ქედაში, შუახევსა და ხულოში მხოლოდ ამბოლატორიული პრინციპით და სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების დროს იმუშავებს.  ადგილობრივი მოსახლეობა „ევექსის“ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. 

 

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა

 

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მსუბუქი დაზიანება მიიღო სამარშრუტო ტაქსში მჯდომმა ერთმა მგზავრმა, დაშავდა ასევე  მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი 14 წლის მოზარდი, რომელსაც ხელის მოტეხილობა აქვს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. 

უმაღლეს საბჭოში დაგეგმილი სხდომა ჩაიშალა

 

ზუსტად იმ დროს, როცა სხდომის დაწყება იყო დაგეგმილი, რეგისტრაცია ცხრა დეპუტატმა გაიარა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა, თუმცა ამ დროის გასვლის შემდეგაც დეპუტატების რაოდენობა უცვლელი დარჩა. 

 

მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი საბჭოს შენობაში იმყოფებოდნენ, სხდომათა დარბაში არ შევიდნენ მედეა ვასაძე და თემურ კახიძე.

 

 
რიგგარეშე სხდომაზე კანონმდებლებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი უნდა განეხილათ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე უნდა წარმდგარიყო, თანამომხსენებლები კი იქნებოდნენ აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავა და უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჯაში.

 

სხდომაზე დასასწრებად საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრთან ერთად მოვიდნენ  აჭარის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და განათლების მინისტრები.

კანონმდებლებს ასევე მეორე და მესამე მოსმენით უნდა ემსჯელათ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატან ცვლილებაზე.  

 

ეკონომიკის მინისტრისა და დეპუტატების შეფასებას “ბათუმელები” რამდენიმე წუთში გამოაქვეყნებს.

 

დეპუტატი: ეს რეგულაცია არღვევს ბიზნესმენების უფლებებს

 

 ერთ-ერთი მათგანის, კობა ჩხეიძის, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, არგუმენტი ასეთია: „ორი თვის წინ საკრებულოში შემოვიდა ინიციატივა, სადაც ასნომრიანი სასტუმროს მშენებლობისთვის გაწეული 30-მილიონიანი ინვესტიციის შემთხვევაში ბიზნესმენი თავისუფლდებოდა კოეფიციენტის მოსაკრებლისგან.  ახლა გაჩნდა ჩანაწერი, რომ  შესაძლოა ეს იყოს მულტიფუნქციური შენობა. მულტიფუნქციური შენობა არის აგრეთვე სასტუმროს ტიპის ბინები, როგორიცაა ჰილტონი, სადაც არის სასტუმროც და საცხოვრებელი ბინებიც.  ახლა უფრო შორს წავიდა ამ იდეის ინიციატორი {არა მგონია ეს მერიის პროექტი იყოს, ეს უფრო მთავრობის  მოაზრებას ჰგავს} და ამბობს, რომ თუკი ინვესტორთან დაიდო ხელშეკრულება და  წერია, რომ 30 მილიონს დებს,  შეიძლება ინვესტორს  ხვალ [ასე წერია დადგენილებაში] იქვე, გვერდზე მდებარე ტერიტორიაზე {რომელიც ჯერ სხვისი საკუთრებაა}  გაუჩნდეს მიზნები და ორივე ტერიტორიაზე  დახარჯული 30 მილიონი ჩაითვალის გათავისუფლების საფუძვლად. ეს გადაწყვეტილება მძიმე ტვირთია იმ ადამიანებისთვის, ვინც, მაგალითად, 20-ნომრიან სასტუმროს აშენებს. რეგულაცია დაუხვეწავია და არათანაბარ პირობებში აყენებს ბიზნესმენებს. 

ბათუმის არქიტექტორი მაღალი კლასის სასტუმროების უპირატესობაზე

ბატონო ირაკლი, თქვენი ინიციატივა დაამტკიცა საკრებულომ, თუმცა უმცირესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბიზნესმენები ამ გადაწყვეტილებით  არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან…

ჩვენი მოთხოვნაა, რომ ბათუმში მაღალი კლასის სასტუმროები  და მრავალფუნქციური შენობები აშენდეს, შესაბამისად ეს არის ციფრი, რომელიც ამ ცენტრალურ ნაწილში საშუალო ან საშუალოზე დაბალი სასტუმროების მშენებლობას  თავისთავად შეზღუდავს. თუ ვინმეს აქვს სურვილი, შესაბამისად  გადაიხდის K2-ის გადასახადს. აქ საუბარია იმაზე, რომ K2-სგან გათავისუფლდნენ ის დეველოპერები, რომლებიც მაღალი  კლასის სასტუმროების მშენებლობას განიზრახავენ და 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებენ.

ამ გადაწყვეტილებით არ იჩაგრება ის ბიზნესმენი, რომელიც მაგალითად, 25-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს?

შედარება შეიძლება ყოველთვის მოხდეს, ბათუმი არის განვითარებადი ქალაქი, რომელიც უკვე მაღალ სტანდარტებს ითვალისწინებს, შესაბამისად ეს არის ცენტრალური ნაწილი. ინვესტორს, რომელსაც უნდა ხუთი მილიონის ჩადება და ამ კონკრეტულ ტერიტორიას გაცდება – ახალ ბულვარში ან პერიფერიაში დაიწყებს მშენებლობას, თავისთავად K2-ის გადასახადი არ უწევს, თუ შემოდის ცენტრალურ ნაწილში, მას უნდა ინვესტიციის განხორციელება და თან 30 მილიონზე ნაკლების, მაშინ ეს მისი არჩევანია. 

შეიძლება არის ბიზნესმენი, რომელსაც საცხოვრებელი სახლი აქვს იმ ადგილას, სადაც ვრცელდება K2-ის გადასახადი, მან თუ გადაწყვიტა ამ ადგილას 20-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა,  5 -მილიონიანი ინვესტიციის განმხორციელებელს მოუწევს გადასახადის გადახდა…

კი, მაგრამ ერთი კერძო სახლის ადგილას ხუთმილიონიანი ინვესტიციას ვერ განახორციელებს. 

ანუ ამ გადაწყვეტილებით ხელს უწყობთ მხოლოდ მსხვილ ინვესტორებს?

დიახ, ამ გადაწყვეტილებით ხელს ვუწყობთ მსხვილ ბიზნესს და არა მცირე, საოჯახო სასტიმროების მშენებლობას.

K2-ის გადასახადი რამდენია ერთ კვადრატულ მეტრზე?

ზონების მიხედვით 100-დან 115 ლარამდე მერყეობს.

 

ხულოში, ქედასა და შუახევში ევექსის კლინიკები სახელმწიფო პროგრამაში აღარ მონაწილეობენ

 

 

”მათი გეგმის მიხედვით, 25 მაისისთვის „ევექსი“ ისევ შევა სახელმწიფო პროგრამაში, ხულოში უფრო გაძლიერებული საავადმყოფოთი, საოპერაციოებით, პერსონალით… ამ ეტაპზე სირთულე შეიქმნა იმ თვალსაზრისით, რომ გეგმიურ ოპერაციებში შედის მშობიარობა და რახან ისინი გამოვიდნენ ამ პროგრამებიდან, მათ აღარ აქვთ უფლება მოითხოვონ სახელმწიფო დაფინანსება მშობიარობაზე. ამიტომ არის ორი ვარიანტი: ან პაციენტმა უნდა გადაიხადოს შესაბანმისი თანხა იმისთვის, რომ იქ იმშობიაროს, ან უნდა წამოვიდეს ბათუმში არსებულ რომელიმე კლინიკაში” – განმარტავს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე. 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ჯანდაცვის სამინისტროსა და ”ევექსს” შორის, რათა მათ მიიღონ ის პაციენტები, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ სურთ ან არ შეუძლიათ ბათუმში მშობიარობა – მათი მკურნალობის ხარჯებს კი ისევ სახელმწიფო აიღებს საკუთარ თავზე. 


”დღეს მინისტრის მოადგილე სამივე რაიონს მოივლის, შეხვდება იქაურ მოსახლეობას,  საავადმყოფოების თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ მათ, ვინც ვერ მოახერხებს ბათუმში ჩამოსვლას თუნდაც იმიტომ, რომ არის სასწრაფო შემთხვევა, ან რაიმე სხვა გარემოება,  ფინანსური დანახარჯები არ ექნებათ.  ისინი წარმოგვიდგენენ ანგარიშფაქტურას და ჩვენ მოვუნახავთ  ანაზღაურების ფორმას” – ამბობს ლევან გორგილაძე „ბათუმელებთან“. 

 

”ევექსმა” განცხადება ხულოში, ქედასა და შუახევში არსებული კლინიკების სახელმწიფო პროგრამებიდან გამოსვლის შესახებ ორი თვის წინ სოციალური მომსახურების სააგენტოში შეიტანა, რაც 2007 წელს მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. 


”იურიდიულად ეს ფორმა მოწესრიგებულია. იმ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო არ დაეთანხმება. სამწუხაროდ, თავის დროზე არ გაითვალისწინეს ის მომენტი, რომ არის რეგიონები, სადაც მხოლოდ ერთი მომწოდებელია და ორი თვე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ალტერნატივა ვიპოვოთ. როცა რომელიმე რეგიონში ვიღაცას მონოპოლია აქვს, იქ ყოველთვის რთულდება საკითხი. არავინ ელოდა ასეთ ნაბიჯს. ეს, რა თქმა უნდა, დროებითია, მათ აქვთ თავიანთი მიმართულება და 25 მაისიდან ხულოში ისევ ჩაერთვებიან სახელმწიფო პროგრამაში, მაგრამ სირთულე აღმოჩნდა ის, რომ „ევექსი“ ერთადერთი კომპანიაა ამ რეგონებში. ეს არ გაუკეთებიათ მათ მხოლოდ აჭარაში, ასევე მოხდა იმერეთში და ზუგდიდშიც” – ამბობს ლევან გორგილაძე. 


ხულოში ”ევექსის” საავადმყოფოს მენეჯერმა რუსლან აბულაძემ „ბათუმელების“ კორესპონდენტთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ საავადმყოფოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს და აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი. ”ევექსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სატელეფონო ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობს. კომპანიასთან დაკავშირებისთანავე „ბათუმელები“ მკითხველს აღნიშნულ თემაზე „ევექსის“ განმარტებას მიაწვდის. 


აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო მომავალში აუცილებლად შეეცდება, რომ არ დარჩეს რომელიმე მუნიციპალიტეტი ალტერნატიული სამედიცინო მომსახურების მომწოდებლის გარეშე. ამ ეტაპზე ხულოს, ქედისა და შუახევის გარდა აჭარაში ასეთი მუნიციპალიტეტი არ არის. 

შეღავათები ინვესტორებს ბათუმის საკრებულოსგან

 

საკრებულოს სხდომას ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი არ ესწრება, რაც „ერთიანი ნაციოალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ გააპროტესტა. კირთაძემ განაცხადა, რომ მართალია, ერმაკოვი ახლა მივლინებაშია, თუმცა მან საკრებულოს უმრავლესობის წევრებს სთხოვა, საკრებულოს სხდომა, რომელზეც გასული წლის ანგარიშის მოსმენა იყო დაგეგმილი, მერისთვის შეეთანხმებინათ: „გასულ წელს ქალაქის მერიამ 34 მილიონი ლარი ვერ დახარჯა, საფინანსო სამსახურის უფროსთან ჩვენ ამ თემაზე გვისმჯელია, დღეს საინტერესო იყო პოლიტიკური პასუხები ჩვენს კითხვებზე, ჩემი თხოვნის მიუხედავად, ქალაქის მერი სხდომას არ ესწრება“.

 

საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერის არმისვლას, მათ შორის ბიუჯეტის წარდგენის  ან ბიუჯეტის ანგარიშის მოსმენისას,  წინა მოწვევის საკრებულოშიც აპროტესტებდა ოპოზიცია. თუმცა საკრებულოს წევრების ეს მოთხოვნა ბათუმის მაშინდელ მერს რობერტ ჩხაიძეს არ გაუთვალისწინებია.   

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა ნოდარ დუმბაძემ კი ის გააპროტესტა, რომ ქალაქის მერი ისე უმეგობრდება სხვა ქვეყნის ქალაქებს, რომ ამის შესახებ საკრებულოს არც უმრავლესობისა და არც უმცირესობის წევრები ინფორმაციას არ ფლობენ:“მე ტელევიზიით უნდა ვგებულობდე ბათუმი რომელ ქვეყანას დაუმეგობრდა?“- იკითხა გიორგი კირთაძემ.

 

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა კობა ჩხეიძემ კი „არამწიფე და გაუაზრებელი“უწოდა დღის წესრიგში  შეტანილ იმ საკითხს, რომლის თანახმაც გადასახადებიდან გათავისუფლდება ის ბიზნესმენი, რომელიც ბათუმში 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს:“ეს არღვევს ბიზნესმენთა უფლებებს“.

კამათისას, იმსჯელებდნენ თუ არა საკრებულოს წევრები ამ საკითხის განხილვაზე, საკრებულოს თავმჯდომარეს კობა ჩხეიძემ ბალანსის დაცვისა და თვითცენზურისკენ მოუწოდა, არგუმენტით:“თქვენ თავმჯდომარე ხართ“.

 

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ჯაბა ბერიძემ კი ბიუროსა და კომისიის  სხდომების ვიდეოჩანაწერების გაკეთება ითხოვა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა,  რომ ამის ვალდებულება არ აქვს  და ოპოზიციას რეგლამენტის დაცვისკენ   მოუწოდა: „თქვენ აჯობეთ ნაციონალურ მოძრაობას და ეს ამბავი მაკვირვებს“ – უთხრა „თავისუფალ დემოკრატებს“ ირაკლი ჭეიშვილმა.

ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ გადასახადებისგან გათავისუფლდება ის ინვესტორი, რომელიც 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამ საკითხზე მსჯელობისას ცვლილებებს ითხოვდა გიორგი კირთაძე და გადასახადებიდან ყველა იმ ინვესტორის გათავისუფლებას  ითხოვდა, ვინც ასნომრიან სასტუმროს ააშენებს. ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა სხდომაზე მყოფმა რვა დეპუტატმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებმა.


   

როგორ მოვხვდეთ ამერიკის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში

სამედიცინო სასწავლებელი საქართველოში, რომლის კურსდამთავრებულებიც პროცენტულად ყველაზე ხშირად აკმაყოფილებენ ამ სტანდარტს, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტია. უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე, 100-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა უკვე წარმატებით ჩააბარა ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდები და მათი უმრავლესობა ამერიკის სხვადასხვა კლინიკებში მუშაობს.


აშშში სწავლის უპირატესობები

ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლა სხვადასხვა პროფესიისა და სპეციალობის ადამიანებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიღებას და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტენდენციების დაუფლებას ნიშნავს. სწორედ ამ მიზეზების გამო, საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა.

საკმაოდ მაღალია იმ საერთაშორისო სტუდენტთა რიცხვიც, რომლებსაც ამერიკაში უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღება უნდათ. უცხოელ სამედიცინო კურსდამთავრებულთა საგანმანათლებლო კომისიის კვლევის თანახმად, 2013 წელს, რეზიდენტურის შესაბამისი პროგრამის შერჩევის პროცესში ჩართულთა 22 პროცენტს სწორედ საერთაშორისო აპლიკანტები შეადგენდნენ.

ამერიკული სამედიცინო განათლების უპირატესობებზე, კერძოდ განათლების მაღალ სტანდარტზე და თანამედროვე ტენდენციებისა და მიღწევების ხელმისაწვდომობაზე ის ქართველი ექიმებიც საუბრობენ, რომლებმაც განათლება აშშ-ი მიიღეს და დღეს ამერიკის სხვადასხვა კლინიკებში მუშაობენ.

თეონა მაღლაკელიძე, რომელიც წლებია, თერაპევტის საექიმო საქმიანობას ამერიკაში, მიჩიგანის შტატში, ქალაქ მიდლენდში ეწევა, ამბობს, რომ მედიცინის სწავლების თვალსაზრისით, ამერიკა მსოფლიოში ლიდერია. მისი თქმით, სტუდენტებსაც და მოქმედ ექიმებსაც  ყველა თანამედროვე მიღწევასა თუ ტექნოლოგიაზე მიუწვდებათ ხელი და ამ ყველაფერს პრაქტიკაში აქტიურად იყენებენ.

“ჯერ ერთი, თავიდანვე ახალს გასწავლიან და მერე, რაც კი მსოფლიოში ახალი გაიდლაინია, ახალი მიღწევაა მედიცინაში, პრაქტიკულად ყველაფერზე მიგიწვდება ხელი, ამ ყველაფერს იყენებ პრაქტიკაში და ამ სიახლეების გამოყენებით მკურნალობ პაციენტს. მაგალითად ავიღოთ მაღალი წნევის მკურნალობა, არის გაიდლაინი და მას უნდა მიყვე. და არა – ვიღაც ექიმს მოუვიდა თავში, რომ ეს წამალი დანიშნოს – რაც არასწორია”, – ამბობს მაღლაკელიძე.

ამერიკის უმაღლეს სამედიცინო სკოლებში მოხვედრა და რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელება სხვა ქვეყნის კურსდამთავრებულისთვის ადვილი არ არის. საერთაშორისო სტუდენტებმა ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდები (USMLE) ისევე უნდა ჩააბარონ, როგორც ამერიკელმა კურსდამთავრებულებმა.

რა არის ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდები (USMLE)?

USMLE-ი რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი სამედიცინო პროფესიული გამოცდაა, რომლის გარეშეც აშშ-ში სარეზიდენტო პროგრამის გავლის და ექიმად მუშაობის უფლება არცერთ კურსდამთავრებულს არ აქვს.

USMLE-ის გამოცდები ათი წლის წინ წარმატებით ჩააბარა თეონა მაღლაკელიძემ და დავით მრელაშვილმაც, რომელიც სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის კლინიკის კათედრაზე ნევროლოგად მუშაობს. ორივე მათგანმა ამ გამოცდების ჩაბარებისთვის აუცილებელი საბაზისო სამედიცინო განათლება საქართველოში, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში (უმაღლეს სამედიცინო სკოლა “აიეტში” ) მიიღო.

მათ მსგავსად, USMLE-ის გამოცდები უკვე წარმატებით აქვს ჩაბარებული დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის 100-ზე მეტ კურსდამთავრებულს, რომელთა დიდი ნაწილი ამერიკის სხვადასხვა წამყვან კლინიკებშია დასაქმებული. სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში, ყოველწლიურად, “აიეტის” 5-6 კურსდამთავრებული მიდის.


დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი
დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი

ასეთ მაღალ შედეგზე გასვლას ტვილდიანის უნივერსიტეტი აშშ-ს ექიმთა სალიცენზიო საგამოცდო ცენტრის მოთხოვნების მიხედვით შედგენილი საგანმანათლებლო პროგრამით ახერხებს. პროგრამა ისეა შედგენილი, რომ “აიეტის” სტუდენტს საშუალება აქვს, თანმიმდევრულად მოემზადოს USMLE-ის გამოცდებისთვის და, სურვილის შემთხვევაში, გამოცდები ეტაპობრივად ჩააბაროს კიდეც.

წარმატებული კურსდამთავრებულებიაიეტისშესახებ

ათი წლის წინ, ეტაპობრივად ჩააბარა USMLE-ის გამოცდები დავით მრელაშვილმა. იგი ამბობს, რომ უნივერსიტეტის როლი გადამწყვეტი იყო მისი მომავლისთვის.

“აიეტში არის ის ატმოსფერო, აურა, ინფორმაცია, სტრუქტურა, ადამიანური რესურსები, რომლებიც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ აიეტმა გამხადა ის კლინიკოსი ექიმი რაც ახლა ვარ, რადგან, ჩემი აზრით, ეს საქართველოს პირობებში შეუძლებელია, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც მომცა, არის ცოდნა USMLE გამოცდების ჩასაბარებლად. “აიეტმა”, მისი კურიკულუმიდან გამომდინარე, მიმაჩვია დაუღალავ შრომას, რაც აუცილებელია მომავალ კარიერაში შემდგომ საფეხურებზე ასასვლელად”, – ამბობს მრელაშვილი, რომელიც დღეს სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის კლინიკის კათედრაზე მუშაობს.

თავის კარიერულ წინსვლასა და მიღწევებში და განსაკუთრებით USMLE-ის გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში ტვილდიანის უნივერსიტეტის განსაკუთრებულ როლზე თეონა მაღლაკელიძეც საუბრობს. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან “აიეტში” სწავლის დროს შეიძინა, არის “ძალიან კარგი საბაზისო ცოდნა”.

“USMLE-ის პირველი ეტაპი სწორედ საბაზისო ტესტია, რომელიც, ფაქტობრივად, 2 წელიწადში ჩავაბარე, ანუ, 19-20 წლისას ეს პირველი ეტაპი უკვე ჩაბარებული მქონდა. პროგრამა იყო ძალიან კარგად დაგეგმილი – თუ მოწადინებული იყავი და მიყვებოდი ამ პროგრამას, ის გარანტირებულად გაგიყვანდა ბოლომდე, რომ ჩაგებარებინა ეს გამოცდები”, – ამბობს მაღლაკელიძე.

USMLE-ის გამოცდების ჩაბარება ფასიანია და თითოეული საფეხური 1000-1200 აშშ დოლარი ღირს. იმ სტუდენტებს, რომლებიც “აიეტის” შიდა სასელექციო გამოცდას წარმატებით აბარებენ (რაც, პრაქტიკულად, იმის გარანტიაა, რომ ისინი USMLE-ის გამოცდებსაც დაძლევენ), ტვილდიანის უნივერსიტეტი ამ გამოცდების ჩაბარების საფასურს უხდის.

საგამოცდო თანხის გადახდის საკითხში უნივერსიტეტის მხარდაჭერას თეონა მაღლაკელიძე დღესაც იხსენებს.

“არ იყო ადვილი გადაგეხადა 1000 დოლარი. “აიეტმა” ამაშიც შეგვიწყო ხელი ყველას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც წარჩინებულები ვიყავით და ვისაც გვინდოდა ამერიკაში წამოსვლა –  ეს თანხა სრულად გადაგვიხადეს, რომ ჩვენ გამოცდები ჩაგვებარებინა”.

მაღლაკელიძე, გარდა იმისა, რომ პრაქტიკოსი თერაპევტია და მიჩიგანის შტატის ქალაქ მიდლენდში ბევრ პაციენტს უწევს დახმარებას, არის ასევე ასოცირებული პროფესორი და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიდლენდის კამპუსში სტუდენტებს ასწავლის. ამიტომ, დავით ტვილდიანის უნივერსიტეტში ჩაბარებას მომავალ ექიმებს ის არამხოლოდ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, არამედ ლექტორის პოზიციიდანაც ურჩევს.

“ტვილდიანის უნივერსიტეტი გაძლევს მიმართულებას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სწავლობენ იმ ლიტერატურით, რა ლიტერატურითაც სწავლობენ სამედიცინო სკოლის სტუდენტები ამერიკაში, ანუ, თანამედროვე ლიტერატურას თავიდანვე ეცნობიან. გარდა ამისა, ისინი ამავდროულად სწავლობენ სამედიცინო ინგლისურს, რითაც ფაქტობრივად გზა ეხსნებათ.  უფრო მეტს გეტყვით, მყავს ორი ბიჭი და მომავალში თუ ჩემი შვილები გადაწყვეტენ სამედიცინოზე სწავლას, ამერიკაში ეს იმდენად ძვირია, ვფიქრობ, შეიძლება “აიეტში” გავუშვა სასწავლებლად”, – ამბობს მაღლაკელიძე.

ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში ქართველებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც სწავლობენ. გარდა იმისა, რომ კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდებს, მათზე საქართველოშიც დიდი მოთხოვნაა და არცერთი მათგანი დაუსაქმებელი არ რჩება.


დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი
დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი

ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი:

  • შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამედიცინო ცნობარში (WHO AVICENNA Directory for medicine)
  • უნივერსიტეტი სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (Word Federation for Medical Education – WFME), ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (Association for Medical Education in Europe – AMEE), ევროპის უმაღლესი სამედიცინო სკოლების ასოციაციის (Association of Medical Schools in Europe – AMSE) და  ევროპულ სისტემაში ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ორგანიზაციის (ORPHEUS – Organization for PhD Education in Biomedicine and Health Sciences in the European System) წევრია.

ოლიმპიადის გამარჯვებული სოფლის მილევადი სკოლიდან

 

ლუკა გოგმაჩაძე პედაგოგთან ერთად
ლუკა გოგმაჩაძე პედაგოგთან ერთად

„ერთ დღეს ისტორიის მასწავლებელთან ერთად ქობულეთის მუზეუმში გამოფენაზე ვიყავი. ჩემი ყურადღება დედაბრულმა ხელნაწერებმა მიიქცია. მის შესახებ მანამდე არაფერი მქონდა გაგონილი და ძალიან დამაინტერესა. გადავწყვიტე ამ თემაზე მემუშავა“, – გვეუბნება ლუკა.
ლუკას თქმით, დედაბრული ხელნაწერები არა მარტო თავისი წერილობითი სტილით, იმითაც არის საინტერესო, რომ ქობულეთშია აღმოჩენილი და დაცული: „მეგრელიძეების ოჯახში აღმოაჩინეს ეს ხელნაწერი და როგორც გავიგე, ეს არის შელოცვებისა და ლოცვების წიგნი, სადაც წმინდა გიორგიც არის ნახსენები“.

 

ლუკასთვის ეს პირველი გამარჯვებაა. ამბობს, რომ კვლევების მიმართ მას დიდი ინტერესი აქვს. უნდა, რომ შემდეგი თემა საკუთარი სოფლის ისტორიის შესახებ მოამზადოს: „ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ჩემს სოფელში დიდი სეტყვა მოსულა და ყველაფერი დაუზიანებია. მაშინ სეტყვას სოფელში კოხს ეძახდნენ და ძლიერი სეტყვის, ანუ „კოხის“ გამო დაარქვეს სოფელს ეს სახელი. მანამდე რა ერქვა არ ვიცი. მინდა შემდეგი თემა ამაზე დავწერო“.

 

ლუკას ძალიან უყვარს ისტორია, განსაკუთრებით საქართველოსი. „მეფეებისა და გმირების შესახებ ყველაფერი მაინტერესებს. ვცდილობ, რაიმე ახალი გავიგო“, – ამბობს ლუკა.

 

წიგნის მოყვარული ლუკა ყველაზე მეტად იმაზე წუხს, რომ მისი სოფლის სკოლას ბიბლიოთეკა არ აქვს. სასურველი წიგნების მოსაძიებლად ათი კილომეტრის გავლა, ანუ ქობულეთში უწევს ჩასვლა. „ძალიან კარგი იქნება, სკოლაში რომ გვქონდეს წიგნები და ახალი თემების მოძიების შესაძლებლობა. წიგნის გარეშე ძალიან ძნელია რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთო. მართალია, კომპიუტერი გვაქვს და ინტერნეტწყაროებსაც ვიყენებთ, მაგრამ წიგნებიც აუცილებელია“.

 

ლუკა ამბობს, რომ გარდა ბიბლიოთეკის უქონლობისა, სკოლაში არც იმის შესაძლებლობა აქვს, რომ საბუნებისმეტყველო საგნებში ცდები გააკეთოს. სკოლას სჭირდება რემონტიც.

 

„სკოლა ცხრაკლასიანია და 50 მოსწავლე სწავლობს. ბევრს მეზობელ სოფლებში დაჰყავს ბავშვები და ამის გამო სკოლა მილევადია, დროთა განმავლობაში დაიხურება ალბათ. მომავალში მეც რომელიმე მეზობელ სკოლაში მომიწევს გადასვლა. ვაპირებ, ინგლისურ ენაში მოვემზადო, მინდა იურისტი გამოვიდე“, – ამბობს ლუკა.

 

ლუკას თქმით, სოფლის ბავშვების გასართობი ადგილიც სკოლაა, რადგან სპორტული მოედანი მხოლოდ სკოლას აქვს: „ჩოგბურთის მაგიდებიც არის და ამით ვერთობით ძირითადად. პატარა სკოლა და სოფელი გვაქვს. ვცდილობ, რაიმეთი წარმოვაჩინო.“

 

საუბარი უნივერსიტეტზე ღია ცის ქვეშ

 

დისკუსია ღია ცის ქვეშ

 

ანა პატარაია, სტუდენტი, დისკუსიის მომხსენებელი: სიმართლე გითხრათ, თავიდან არ ვაპირებდი ბათუმის უნივერსიტეტში ჩაბარებას, რადგან ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც უნივერსიტეტიდან მხოლოდ დიპლომი მოაქვთ, მათი ცოდნა შემოიფარგლება მხოლოდ ფურცელზე აღნიშნული სწავლის დაწყებისა და დამთავრების თარიღით და მეც არ მინდოდა ასეთი საზოგადოების წევრი ვყოფილიყავი. შემდეგ მაინც გადავწყვიტე ფსიქოლოგიურზე ჩამებარებინა, მაგრამ მოვხდი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც პირველივე კვირას იმ დონეზე გამიცრუვდა იმედი, რომ სახლშიც კი განვაცხადე, არ მინდა უნივერსიტეტში წასვლა-მეთქი. მიზეზი ამ განწყობის იყო ის, რომ პირველკურსელები “ბატებივით” (მათ შორის მეც) დადიოდნენ და არ იცოდნენ სად წასულიყვნენ, რადგან არ იყო სრულყოფილად დაწერილი ცხრილი, არ იყო ყურადღება დეკანატის ადმინისტრაციისგან, იგივე ლექტორებისგან. ერთი სიტყვით, პირველი სემესტრი იყო სრული ქაოსი. დამიჯერეთ, ასეთ ქაოსში არც კი გაგიჩნდება სურვილი რაიმე ისწავლო.

 

უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მიზეზი იყო გიორგი მასალკინის ლექციები, რომელმაც გადამაწყვეტინა ამერჩია ფილოსოფია, რის შედეგადაც მივხვდი, რომ არც ისეთი საშინელება ყოფილა უნივერსიტეტი, როგორიც მეგონა და როგორსაც სხვები აღწერდნენ.
თუმცა, მიუხედავად ამისა, მე ვერ შევძლებ თვალი დავხუჭო უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე. ჩემი აზრით, პირველი პრობლემა არის ლექტორების არაპროფესიონალიზმი (რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ყველა ლექტორი) და საქმის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. არიან ლექტორები, რომლებიც ხშირად აცდენენ ლექციებს და ეს მოქმედებს სტუდენტის განვითარებაზე. ასევე არ შემიძლია არ გამოვყო სტუდენტები, რომლებსაც იგივე დამოკიდებულება აქვთ უნივერსიტეტთან, როგორიც ზემოაღნიშნულ ლექტორებს.

ეს შეურაცხყოფს ჩვენს უნივერსიტეტს. ჩემთვის დღემდე გაურკვეველია, თუ რატომ არ ატარებს უნივერსიტეტი ისეთ რეფორმებს, რის შედეგადაც ასეთი ლექტორები და სტუდენტები უნივერსიტეტში არ იქნებოდნენ.
კიდევ ერთი პრობლემა, ეს არის თვითმმართველობა, _ ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყვნენ თვითმმართველობაში ის სტუდენტები, რომლებსაც არ უნდათ არაფრის კეთება. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი იძლევა ისეთი პროექტების განხორციელების საშუალებას, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტების აქტიურობას და მათ განვითარებას, ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს მათთვის არ არის პრიორიტეტი. ვიმედოვნებ, ამ პრობლემებზე უნივერსიტეტში მოხდება სათანადო რეაგირება და უახლოეს მომავალში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეძლებენ იამაყონ უნივერსიტეტით.

 

მერაბ ხალვაში, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი: ანას ვეთანხმები, უნივერსიტეტში არის რეალურად ის პრობლემები, რაც ანამ დასვა, თუმცა ანაც ხედავს, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ უარყოფითი მხარით არ უნდა განვიხილოთ. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს სუსტი მხარეებიც და ძლიერი მხარეებიც.

მე მინდა ვისაუბრო, ზოგადად, უნივერსიტეტის იდეაზე. უნივერსიტეტები ასეთი გაგებით დაახლოებით შუა საუკუნეებიდან მოდის და, ზოგადად, უნივერსიტეტების იდეაზე არაერთი ფილოსოფოსი თუ მეცნიერი საუბრობდა. სწორედ აქედან მოყოლებული უნივერსიტეტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი. უფრო მეტიც _ უნივერსიტეტის ირგვლივ იქმნებოდა ქალაქები, ხოლო მეოცე საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის მიჯნაზე ამ უნივერსიტეტის ლექტორები შეიკრიბნენ ბოლონიაში და მიიღეს უნივერსიტეტის დიდი ქარტია, სადაც ლაკონურად ჩამოაყალიბეს უნივერსიტეტის იდეა, თუ რა როლი აქვს მას საზოგადოებაში. 

კაცობრიობის მომავალი მეტწილად დამოკიდებულია სწორედ იმ სოციალურ, კულტურული, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც უნივერსიტეტის კულტურულ სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებში ხდება. ვფიქრობ, უნივერსიტეტის ძირითადი იდეა არის ცოდნის ახალ თაობებში გაცვლა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში განათლების მუდმივი ინვესტირება და ასევე მნიშვნელოვანია კითხვა: რა არის ყველაზე მთავარი უნივერსიტეტში _ მოვამზადოთ პროფესიონალი სპეციალისტი, თუ მოვამზადო მოქალაქე, რომელიც გარკვეულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე არის ორიენტირებული და რომელსაც შეუძლია ამ ღირებულებებისა და ფასეულობების საზოგადოებაში დამკვიდრება?! ამ ყველაფრის შეჯერების შემდგომ ჩამოყალიბებულია ძირითადი პრინციპები. პირველი, ეს არის უნივერსიტეტის ავტონომიურობა, მეორე, ეს არის სამეცნიერო და სასწავლო კვლევები, თავისუფლება ამ კვლევების და ასე შემდეგ.

 

რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს უნივერსიტეტს, თქვენთვის ცნობილია, რომ უნივერსიტეტს უსრულდება 80 წელი. რა თქმა უნდა, ამ უნივერსიტეტს თავისი მისია აქვს შესრულებული და კონკრეტული მისია აქვს მომავალშიც. წლები მიდის, თაობები იცვლება და უნივერსიტეტშიც სხვა გამოწვევებია, სხვა მოთხოვნებია და, ბუნებრივია, დღევანდელი უნივერსიტეტის მისია განსხვავებულია. მესმის თქვენიც, თითოეული თქვენგანის და საზოგადოების მოთხოვნა უნივერსიტეტის წინაშე განსხვავებულია.
ჩვენი უნივერსიტეტის პირველი გამოწვევა არის მაღალი კონკურენცია. როგორ უნდა გავუწიოთ კონკურენცია სხვა უნივერსიტეტებს? მე ვფიქრობ, მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამებით, რომელიც ადაპტირებული იქნება შრომის ბაზართან და რომელიც იქნება მოთხოვნადი. ასე მაგალითად, როგორც საზღვარგარეთის უნივერსიტეტებშია, როცა ამა თუ იმ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პარალელურად პირდაპირი გაგებით ნიშნავს იმას, რომ მას აქვს დასაქმების დიდი გარანტი. თუკი ჩვენ ამას მივაღწევთ უმოკლეს ვადაში, უნივერსიტეტისთვის ეს იქნება დიდი მიღწევა. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ იქნება ორიენტირებული უნივერსიტეტი თავიდან ბოლომდე სტუდენტებზე, რათა სტუდენტს შეექმნას კომფორტი.


სხვა პრობლემები რაც უნივერსიტეტშია, უკავშირდება მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რა მხრივაც ჩვენი უნივერსიტეტი ძალიან მოისუსტებს. ამ მიმართულებით წელს გადაიდგმება სერიოზული ნაბიჯები და თქვენ სექტემბრისათვის რამდენიმე კორპუსი დაგხვდებათ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით განახლებული. სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარდება სამუშაოები ხუთსართულიანი კორპუსის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე, ვიმუშავებთ ახალ პროგრამებზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ახალი პროგრამები ორიენტირებული უნდა იყოს შრომის ბაზარზე, უნდა განისაზღვროს სწავლის მეთოდები, ფორმები, შეფასება… ჩვენ უკვე ჩამოვაყალიბეთ რა გვჭირდება.

 

წლების მანძილზე მე ხარისხის სამსახურს წარმოვადგენდი და ჩვენ ვატარებდით სტუდენტთა გამოკითხვებს ყოველ სემესტრში. ხშირად წერდნენ სტუდენტები, რომ აღარ გვინდა ასეთი გამოკითხვები, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ვწერთ, მაინც არაფერი იცვლებაო. ამით რა მინდა ვთქვა – პრობლემები, რაც უნივერსიტეტის წინაშეა, ჩემთვის ნაცნობია და ახლა ვიწყებ მუშაობას ამ პრობლემების მოგვარებისათვის.

 

გიორგი ბაგრატიონი, III კურსის სტუდენტი: ბატონო მერაბ, რომელი კორპუსების გარემონტებას ვაპირებთ მომავალი წლისთვის?
მერაბ ხალვაში: ყოფილი საერთო საცხოვრებლის მესამე და მეოთხე სართული კაპიტალურად შეკეთდება, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ტექნოლოგიური ფაკულტეტი თავიდან ბოლომდე გარემონტდება, შეიცვლება ინფრასტრუქტურა და ჩვენი სახსრებით მეოთხე და მეხუთე სართული შეკეთდება. ასევე, უნივერსიტეტის თუნუქის სახურავი გამოიცვლება.

 

არჩილ ართმელაძე, სტუდენტი: მე მინდა ვისაუბრო ლიტერატურის არარსებობაზე. წიგნის პრობლემა ბიბლიოთეკაში არ არის, მაგრამ ლიტერატურა არის რუსულ ენაზე და გადმოთარგმნას დიდი დრო სჭირდება. ასევე პრობლემაა პრაქტიკასთან დაკავშირებით. როგორც ვხედავ, პრაქტიკა მხოლოდ მშენებლობის მიმართულებითაა. მარკეტინგის მართვა დავამთავრე, ბაკალავრიატი და პრაქტიკა არ გამივლია, კვირაში ერთხელ ჩავსხდებოდით ავტომობილში და გავისეირნებდით.

 

მაგისტრატურას ისე ვამთავრებ, ერთხელ ვერ შევედით ტერმინალში და ვერ ვნახეთ ნავთობის გადაზიდვის პროცესი. დღეს წერილი მოგწერეთ, დეკანმა მიშუამდგომლა თქვენთან, რომ ტერმინალს მივწეროთ და შიგნით ექსკურსია გავაკეთოთ ზედაპირულად მაინც, რომ დავინახო ყველაფერი. ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის პრაქტიკა, რადგან მარტო თეორიული სწავლება არ კმარა.
მერაბ ხალვაში: ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით არის ასეთი პრობლემები. ჩვენ ახლა ვამზადებთ პროექტს, სადაც ერთ-ერთი საკითხი არის წიგნების თარგმნა, ეს ლიტერატურა ბიბლიოთეკაში დევს, მაგრამ ხელმიუწვდომელია. წინა ლექტორის დროს შეიქმნა პროგრამა, სადაც ლექტორი სტუდენტებს აწვდიდა ელექტრონულ ვერსიას. რაც შეეხება მეორე პრობლემას, პრაქტიკის დრო უნდა იყოს გაზრდილი რა თქმა უნდა და ახალი პროგრამების დროს ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ.

 

რამინ მაჭარაშვილი, სტუდენტი: ჩემს კურსზე არის ლიტერატურის ნაკლებობა. რაც არის, ესეც საბჭოური ლიტერატურაა. პრობლემაა ისიც, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში არ გვაქვს სამაგისტრო პროგრამა; მხოლოდ ბაკალავრატია. აქედან გამომდინარე სტუდენტებს უწევთ ან უარის თქმა, ან გადასვლა სხვა სპეციალობაზე. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?
მერაბ ხალვაში: დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თქვენს სილაბუსში მითითებული წიგნი აუცილებლად იქნება ბიბლიოთეკაში, სხვა შემთხვევაში აკრედიტაციას ვერ გაივლიდა, აკრედიტაციის საბჭოს ერთი ჯგუფი სწორედ ამას ამოწმებს. თქვენ ალბათ საუბარი გაქვთ წიგნების მცირე რაოდენობაზე, როცა კურსზე ერთი და ორი წიგნია, ეს ნამდვილად პრობლემაა. მაგისტრატურას რაც შეეხება, პროგრამა უნდა შექმნას აკადემიურმა პერსონალმა, სხვა პროგრამას ვერ გაუკეთებს. ასევე დგას აკადემიური პერსონალის რესურსის პრობლემა ამ მიმართულებით, ამიტომ აქამდე ვერ შევძელით ამ პროგრამის ამუშავება.
ნათია როყვა: დასაქმებულების სტატისტიკას თუ აწარმოებს უნივერსიტეტი?

 

მერაბ ხალვაში: სტატისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, შედეგი დგება სწორედ აქედან. ჩვენ გვაქვს 2011, 2012, 2013, 2014 წლების სტატისტიკა, საქმდებიან თუ არა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები პროფილის მიხედვით, აკრედიტაციის დროს სწორედ ამას მივაქცევთ ყურადღებას.

უნივერსიტეტში დიდი პრობლემაა სტუდენტების აქტიურობა, თუნდაც დღეს რამდენიმე სტუდენტია აქ მოსული. დარწმუნებული ვარ, ინფორმაციას მიაწვდიდით. სერიოზული მუშაობაა საჭირო ამ კუთხით.
არჩილ ართმელაძე, სტუდენტი: ერთ-ერთმა სტუდენტმა, როცა ამ დისკუსიაზე ვეპატიჟებოდი, მითხრა მოვიდე და რა აზრი აქვსო?
მერაბ ხალვაში: აქვს აზრი, რადგან ჩვენ ინფორმაცია ერთმანეთთან უნდა მივიტანოთ, რათა გავაუმჯობესოთ მდგომარეობა. მივესალმები ასეთ შეხვედრებს.

30 აპრილს ბათუმში საუკეთესო ბიზნესმენებს დააჯილდოებენ

 

 დაჯილდოვების ცერემონიის მთავარი მიზანია ბიზნესის წახალისება, სტიმულირების მიცემა, წარმატებული ბიზნესმენების წარმოჩენა და ხელისუფლებისა და ბიზნესსამყაროს პიარი.

 

ღონისძიებას დაესწრება 200-ზე მეტი კომპანია, აჭარის მთავრობა, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის საბჭოს წევრები და დიპლომატიური კორპუსი. 



“ორბი ბიჩ თაუერი” – ახალი პროექტი აჭარაში


სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება 39-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. ხუთვარსკვლავიანი „Orbi Beach Tower“-ის მშენებლობა კაჩინსკის ქუჩაზე იგეგმება. 


ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნაკვეთი, რომელზეც კომპანია სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, 2011 წლიდან “ორბი ჯგუფის” საკუთრებაშია, თუმცა კონკრეტულად როდის, ვის მიერ და რა ფასადაა გასხვისებული მიწის ნაკვეთი ბათუმის ცენტრში, ზღვასთან ახლოს, ამაზე ინფორმაცია მერიაში ვერ მივიღეთ. ამასთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა და მას მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

 

მერიაში „ბათუმელებს“ განუმარტეს ასევე, რომ „Orbi Beach Tower“-ის მშენებლობაზე ნებართვა ჯერ გაცემული არ არის.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია 850-ნომრიანი სასტუმრო და აპარტამენტები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, კაფეები, ღამის კლუბები, აუზი, ფიტნესცენტრი, დასასვენებელი ტერასები და კაზინო.
მშენებლობის პროცესში კომპანიამ 400 პირის დასაქმების, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდგომ 200 პირის დასაქმების ვალდებულება აიღო. შეთანხმების თანახმად მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ორბი ჯგუფიის“ 70% წილის მფლობელი შპს „ორბი 2005“-ია. კომპანიის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი კი – ირაკლი კვერღელიძე. კომპანია 2008 წელსაა დარეგისტრირებული.

 

კომპანია „ორბი 2005“ – 2006 წელს გიორგი ბიწაძემ, ზაზა ზოიძემ და მარინა ლომჯარიამ დააარსეს.

 

 

ქედაში ბინას 12 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს

სამუშაო ჯგუფს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ხელმძღვანელობს. ჯგუფის საქმიანობაში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგი“, ჯგუფი დაკომპლექტებულია 7 წევრით.

ქედის ყოფილი პოლიკლინიკის შენობის რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა, სამთავრობო კომისია შენობაში 12 ეკომიგრანტი ოჯახი შესახლების გადაწყვეტილებას სამუშაო ჯგუფის დასკვნის მომზადების შემდეგ მიიღებს.

მძღოლი სასამართლოში: ვინანიებ ჩემს საქციელს

 

პატრულის განცხადებით, 28 აპრილს, გვიან ღამით, ბათუმში, სულაბერიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე  სატვირთო ავტომანქანა იმ ადგილას იყო გაჩერებული, სადაც აკრძალულია სატვირთო მანქანების მოძრაობა, ამიტომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლს აჯარიმებდნენ, რა დროსაც იქვე მყოფმა სხვა მძღოლმა გინება დაიწყო, იმის გამო, რომ სატვირთო ავტომანქანებისთვის განკუთვნილი ქუჩა მოუწესრიგებელია და მოძრაობა ამის გამო უჭირთ.

 

მძღოლმა, რომელსაც პატრული სამართალდარღვევაში ადანაშაულებდა [საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ხმაური] სასამართლოში განაცხადა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში და ინანიებდა ჩადენილ საქციელს.

 

მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ასი ლარის გადახდა დააკისრა სატვირთო ავტომანქანის მძღოლს. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ მძღოლის მეგობარი სასამართლო დარბაზიდან რეპლიკის გამო გააძევა.    

 

 

 

ბათუმის დელფინარიუმი მაისში გაიხსნება

როგორც „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ დირექტორმა დავით ლეკვეიშვილმა გვითხრა, სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.

შპს „ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ ბათუმის მერიის ორგანიზაციაა, რომელსაც მერიამ მმართველობაში გადასცა ქალაქის ცენტრში მდებარე 6 მაისის პარკი, რომლეიც, თავის მხრივ, დელფინარიუმთან ერთად მოიცავს კიდევ რამდენიმე ობიექტს – ზოოკუთხეს, აკვარიუმს, საბავშვო ატრაქციონებს.

დელფინარიუმის შენობის რეაბილიტაციის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 240 040 ლარზე 2015 წლის 13 თებერვალს გამოაცხადა.

ტენდერში გაიმარჯვა შპს „ქართუ მშენმა“, რომელმაც დელფინარიუმის რეაბილიტაცია 187 000 ლარად უნდა შეასრულოს. შპს `ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა“ და შპს „ქართუ მშენს“ შორის 31 მარტს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ქართუ მშენს“ ევალება დამატებითი ტრიბუნების მოწყობა, დელფინების აუზის შეკეთება, დელფინარიუმის შენობის ბეტონისა და ქვის ზედაპირების შეღებვა, სავენტილაციო ჟალუზების მოწყობა, დელფინარიუმის სახურავისა და დამხმარე შენობების რეაბილიტაცია. ეს სამუშაოები კომპანიამ 20 მაისამდე უნდა დაასრულოს. ამასთანავე „ქართუ მშენის“ გაწეულ სამუშაოს 24-თვიანი საგარანტიო ვადა უნდა ჰქონდეს.

„შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის“ შესყიდვების მენეჯერის ლევან კვანტალიანის თქმით, 6 მაისის პარკში ამ ეტაპზე მხოლოდ დელფინარიუმის შენობაზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, თუმცა მსგავსი სამუშაოები კიდევ რამდენიმე ობიექტს – ზოოკუთხესა და აკვარიუმსაც ესაჭიროება, რომლებზეც სამომავლოდ, დაფინანსების არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაცია ტენდერს გამოაცხადებს.

6 მაისის პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, აკვარიუმი, ზოოკუთხე და ატრაქციონები ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

 


დელფინარიუმში ამჟამად 12 დელფინია.

ბათუმის დელფინარიუმი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტია. 

დიოდური გარეგანათება ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე

მერიის ვებგვერდის ცნობით, ამ ეტაპზე სამუშაოები მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, თბილისის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც უნდა დამონტაჟდეს 160 გარე განათების ბოძი, რომლებზეც დიოდური სანათები განთავსდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,აჭარგანათება“ ასრულებს, სამუშაოების ღირებულება 330 ათასი ლარია.

ბარცხანის დასახლებაში მინიმოედანი აშენდება

 

ბარცხანაში ასაშენებელი მინი-საფეხბურთო მოედნის პროექტი

 

 შემსყიდველმა სპორტული მინი-მოედნის მოწყობის სამუშაოები ბათუმის მერიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმვალობაში უნდა შეასრულოს.

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მშენებლობაში გამოყენებული ყველა მასალა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. სამუშაოების შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება, რათა შეძლებისდაგვარად აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები.

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მოედნის ხელოვნური საფარი შემდეგ მონაცემებს უნდა შეესაბამებოდეს:

 

  • · ბუსუსების სიმაღლე – მინ. 25 მმ;
  • · გაკერვა – 3/8;
  • · ყულფის რაოდენობა – 16 (10) სმ;
  • · ბუსუსების სიმკრივე – 17850 ყულფი/კვმ;
  • · ბუსუსების წონა – 1200 გრ/კვმ (+ – % 5);
  • · მთლიანი წონა – 2290 გრ/კვმ;
  • · საფუძველი – ბეტონი;
  • · რულონის სიგანე – 410 სმ (+ – % 2);
  • · გამძლე ძაფი – მონოფილამენტი;
  • · ბუსუსების გამძლეობა – % 8600-9500;
  • · ბუსუსების ჭრილი – 12 მმ, 100 მიკრონი.

 

რატომ შეირჩა ხელოვნური საფარისთვის კონკრეტულად ეს მონაცემები? ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ ეს მონაცემები უკეთესი ხარისხისაა და შეესაბამება „ფიფას“ სტანდარტებს.


ტენდერში მონაწილე კომპანიას უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2012, 2013, 2014) და 2015 წლის 1 მაისამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს სპორტული მოედნების მშენებლობის ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები – საერთო ღირებულებით არანაკლებ 150 000 ლარისა.

 

ტენდერში წინადადების წარდგენა 13 მაისს იწყება და 18 მაისს მთავრდება.

 

 

 

ბათუმის ბულვარში მეზღვაურთა ხეივანი გაიხსნა

 

ღონისძიებაზე რექტორის თაოსნობით სასწავლებლის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა კაპიტანმა მამუკა ახალაძემ და მეზღვაურებმა დარგეს ხეები აღნიშნულ ტერიტორიაზე.  


 

100-ლარიანი ჯარიმა დეპუტატისთვის კვერცხის სროლის გამო

„166 მუხლი მომცეს, 100-ლარიანი ჯარიმა. სასამართლო პროცესზე მხოლოდ მე ვიყავი“ – აღნიშნა გიორგი თუშმალიშვილმა „ბათუმელებთან“.

 

დეპუტატ პეტრე ზამბახიძეს კვერცხები 14 მარტს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ესროლეს. გიორგი თუშმალიშვილი და ინციდენტის მონაწილე გუჯა აგირბა, მათივე თქმით, “ქართული ოცნების” ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.


 

14 მარტი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ფოტო ბათუმელების არქივიდან
14 მარტი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ფოტო ბათუმელების არქივიდან


 

ყოფილი პატიმრების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

 

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის შუალედური შედეგები:

 

თეორიული ნაწილი (პრეზენტაცია): ბენეფიციართა პრობლემები, გაწეული დახმარება, შედეგები, სტატისტიკა;

 

ფოტოგამოფენა, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობებს და შედეგებს ასახავს;

 

პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ’’საოჯახო საწარმოების’’ ნაწარმის ნიმუშების გამოფენა (მაგალითად, პური, ბოსტნეული, თევზი, წიწილი, ქატო, რძის ნაწარმი, ფუნთუშები და ა.შ.);

 

პრეზენტაციაზე აუქციონის ფორმით მოეწყობა ყოფილი პატიმრების მიერ მომზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გასაყიდად გამოტანილი იქნება 150-მდე ნამუშევარი (ხატები, ქისები, სამაჯურები, ქამრები, თმისამაგრები და სხვადასხვა სუვენირი). ღირებულება: 3 ლარიდან – 500 ლარამდე.

 

 

 

“დაგვიბრუნეთ მიწა” – გონიოელების მორიგი აქცია მთავრობის სახლთან

 

„მერამდენე აქციაა და ვიბრძვით ჩვენი საკუთრების დასაბრუნებლად. ხელისუფლება ისეც არ გვაქცევს ყურადღებას. ერთხელ გამოვიდა არჩილ ხაბაძე გონიოში, მოიხადეს ვალი და წამოვიდნენ. ის რაც მაშინ ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, ჩვენთვის მიუღებელია“- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამირან მიქელაძე.

გინიოს მოსახლეობის საპროტესტო აქცია

მისი თქმით, გონიოს მოსახლეობა ინფრასტრუქტურის განვითარების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამბობენ, რომ მათთვის საარსებო წყარო უფრო მნიშვნელოვანია:

„ბოსელის დადგმას არც ჩვენ ვაპირებთ იმ მიწაზე. მიწა იმისთვის გვინდა, რომ მოსავალი მოვიყვანოთ და ოჯახი ვარჩინოთ. ზურგზე ტყავი გადამძვრა თურქეთში მუშაობით, მე მინდა აქ  მქონდეს შესაძლებლობა, რომ თავი ვირჩინო“.

მიწის უკან დაბრუნებას მოითხოვს გონიოელი  ჟუჟუნა სურმანიძეც.

„მქონდა მიწა გაფორმებული, წამართვეს და ახლა ვითხოვ დავრუნებას. არჩილ ხაბაძე შეგვხვდა, მაგრამ მისი შემოთავაზება არარეალურია. 500 მეტრო მიწა არ გვაწყობს, ისიც სადღაც მაღლობზე“.

ჟუჟუნა სურმანიძე ამბობს, რომ  მიწა, რომელსაც თვითონ ამუშავებდა გონიოს ციხესთან, რამდენიმე მეტრშია:

„იქ მოვკვდები და ჩემს მიწას არ დავთმობ. მე არ ვამბობ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან  მომცენ მიწა, მისგან შვიდი მეტრი უნდა იყოს დაშორება, როგორც ვიცი და ამ შვიდ მეტრს დავთმობთ“.

„ეგ მიწები ჩვენი იყო და იქნება“- ამბობს  ფატი  მიქელაძე.  თანასოფლელების მსგავსად მთავრობის წინადადება მისთვის მიუღებელია: „გზებს შემოვიყვანთ და განათებას გაგიკეთებთო, გვეუბნებიან, მაგრამ  არ გვინდა.  ეკალ-ბარდები მიწად ვაქციეთ და ახლა არ ვაპირებთ დავთმოთ. 2 500 მეტრი მიწა მქონდა  და მოვითხოვ დამიბრუნონ“. 

 

პრემიების პოლიტიკა აჭარაში

 

მალხაზ ჭკადუა
მალხაზ ჭკადუა

 გასულ კვირას საჯარო გახდა ინფორმაცია 2015 წლის პირველ კვარტალში აჭარის მუნიციპალიტეტებში, ბათუმის საკრებულოსა და მერიაში გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ. რა ტენდენცია იკვეთება გასულ წელთან შედარებით? პრემიების გაცემის პრაქტიკა უცვლელია, შემცირდა თუ პირიქით, გაიზარდა?

 

 პრემიების გაცემის პრაქტიკა უცვლელია, მაგრამ მაგალითად, ბათუმის საკრებულოს შემთხვევაში გასულ წელთან შედარებით გაცემული თანხის რაოდენობა შემცირებულია: 2012 წელს გაიცა დაახლოებით 380 ათასი ლარი პრემიის სახით, 2013 წელს – დაახლოებით 514 ათასი და 2014 წელს – 214 315 ლარი. თითქმის ორჯერ არის შემცირებული 2014 წელს გაცემული პრემიების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, რაც დადებითი ტენდენციაა. ჩვენი მთავარი შენიშვნა ბათუმის საკრებულოსთან არის ის, რომ პრემიები ისევ ყოველთვიურად გაიცემა. მეტიც, 2014 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით, ყველა თვეში საკრებულოს ყველა თანამდებობის პირს საშუალოდ 1000-1100 ლარი აქვს პრემიის სახით, დეკემბერში კი, ეს თანხა იყო სამმაგი ოდენობის. მაგალითად, ირაკლი ჭეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, თუ ნოემბერში აიღო 1375 ლარი პრემია, დეკემბერში ეს თანხა 4125 ლარი იყო. 1015 ლარის ოდენობის ყოველთვიური პრემია აიღო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩავლეიშვილმა, დეკემბერში მისი პრემია კი, 3075 ლარი იყო. თენგიზ აფხაზავამ, ლევან კინწურაშვილმა და ლაშა სირაბიძემ 675 ლარი აიღეს ყოველთვიური პრემია, დეკემბერში კი, თითოეულმა წინა თვეში აღებული თანხის 2025 ლარი აიღო. ამ ოდენობის პრემიის გაცემა ჩვენთვის ამ დრომდე გაუგებარია. 

 

საერთო ჯამში, ბათუმის საკრებულოში ტენდენცია მაინც კლებისკენაა, მაგრამ სხვა სიტუაციაა ბათუმის მერიაში. მაგალითად, 2012 წელს 2 მილიონ-ნახევარი იყო გაცემული ხელფასების, პრემიებისა და სახელფასო დანამატებისთვის, 2013 წელს – 2 მილიონ 800 ათასი ლარი, 2014 წელს – 3 მილიონ 75 ათასი ლარი. 2014 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით ბათუმის მერის, ვიცე-მერისა და მერის ორი მოადგილის მიერ ჯამში აღებული თანხა სახელფასო სარგოს, პრემიისა და დანამატის სახით, შეადგენს დაახლოებით 104 000 ლარს. 2015 წელს სიტუაცია შეიცვალა, მაგალითად, 2014 წელს ბათუმის მერმა 16 435 ლარი მიიღო პრემიის სახით, 2945 ლარი კი – დანამატის სახით. 2015 წელს მერს, იანვრიდან მარტის ჩათვლით, პრემია და დანამატი არ აუღია, რაც მისასალმებელია. თუმცა დანამატები მისმა მოადგილეებმა აიღეს.
ზოგადად, ხაზგასასმელია ბათუმის მუნიციპალიტეტში შრომითი ანაზღაურების ოდენობის კლება – 2013 წლის ბიუჯეტში ქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისთვის ამ მიზნით 8 221 500 ლარი იყო გამოყოფილი, 2014 წელს _ 8 700 000, წელს კი, საკრებულოსა და მერიაში გაწეული შრომის ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან 6 424 000 ლარია გამოყოფილი. მიუხედავად ამ კლებისა, საკრებულოს ამავე მიზნობრიობის ხარჯები წლიდან წლამდე იზრდება – 2013 წელს იყო 1 254 400 ლარი, 2014 წელს – 1 280 000, ხოლო წელს – 1 400 000 ლარი. ბიუჯეტში ბათუმის მუნიციპალიტეტის შრომის ანაზღაურების მოცულობის კლება მერიის ხარჯზე მოხდა –  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ 2013 წელს ამ მიმართულებით 6 967 100 ლარი დახარჯა, 2014 წელს – 7 420 000 ლარი, წელს კი, ჯამში, 5 024 000 ლარს დახარჯავს.

 

 კანონის თანახმად საჯარო დაწესებულებებში პრემია უნდა გაიცეს შესრულებული სამუშაოს შეფასების ან დასაბუთების საფუძველზე. რით არის დასაბუთებული პრემიების მიზანშეწონილობა ამ შემთხვევაში?

 

პრემიებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ხშირად გვესმის და გარკვეული ღონისძიებები ცენტრალურმა ხელისუფლებამ გაატარა კიდეც 2014 წელს, როცა დაადგინა, თუ რა სიხშირით და რაოდენობით შეიძლებოდა გაცემულიყო პრემია აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლში. ეს დოკუმენტი სავალდებულო ხასიათისაა აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისთვის, მაგრამ თვითმმართველობებისთვის სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. ზუსტი კრიტერიუმები, მაგალითად, რა მოცულობის სამუშაო იქნა გაწეული, რამდენი საათი დაჰყო საჯარო მოხელემ თუ თანამდებობის პირმა სამსახურში, რა კონკრეტული საქმე გააკეთა, კონკრეტული საქმე დროზე ადრე გააკეთა, ან მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი გამოიღო მის მიერ შესრულებულმა სამუშაომ, – აი, ეს არგუმენტაცია არ ჩანს არც ერთ დოკუმენტში. სასურველია, თუ სისტემა უფრო მეტად გამჭვირვალე იქნება და საჯარო სამსახურში ცოტათი მაინც დაინერგება ჯანსაღი კონკურენციის ელემენტები. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მეტი სამუშაოს გაწევისთვის მეტ ანაზღაურებას მიიღებენ, დანამატის ან პრემიის სახით, შეიძლება ასეთი მიდგომით შესრულებული სამუშაოს ხარისხმაც მოიმატოს.

 

სხვა საკითხია განსხვავება თანამდებობის პირებისა და დანარჩენი საჯარო მოხელეების პრემიებს შორის. 2015 წლის პირველ კვარტალში 12 თანამდებობის პირს საკრებულოში მეტი აქვს აღებული პრემიის სახით, დაახლოებით 36 ათასი ლარი, ვიდრე 38 ადამიანს ჯამში. გვესმის, რომ თანამდებობის პირებს მაღალი პასუხისმგებლობა აკისრიათ, მათ მიერ არასწორად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი გამოიწვიოს, მაგრამ თუ გვინდა განვითარებაზე, კარიერულ წინსვლასა და თანასწორუფლებიანობის პრინციპზე აგებული საჯარო სამსახური მივიღოთ, მიდგომები უნდა შევცვალოთ – ერთი პირისთვის 1000-ლარიანი პრემია და მეორესთვის – 200-ლარიანი, ეს თანასწორი დამოკიდებულების შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ასეთივე მდგომარეობაა აჭარის მთავრობაში, სადაც მინისტრების მოადგილეებს, მაღალი თანამდებობის პირებს ხელფასის 75-პროცენტიანი, სპეციალისტებს კი, 40-პროცენტიანი დანამატები აქვთ. ჩვენი აზრით ეს არასწორია.

 

თუმცა პრემიის გაცემისას გასათვალისწინებელია ხელფასის ოდენობაც, რადგან ხელფასთან შეფარდებით გაიცემა პრემია…

 

 ფინანსურ წახალისებაზე საუბრისას საინტერესოა ასეთი პრაქტიკის ხაზგასმაც: როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტროში არის შემდეგი მიდგომა: მინისტრის მოადგილეები იღებენ გაცილებით ნაკლები პროცენტის დანამატს ხელფასთან მიმართებაში, ვიდრე სხვა რანგის სახელმწიფო მოსამსახურეები ამავე სამინისტროში. თანამშრომლებისთვის არის სხვა რანჟირება და ისინი საკუთარი ხელფასის გაცილებით მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს იღებენ დანამატის სახით, ვიდრე მინისტრის მოადგილეები. თავად ადმინისტრაციული ორგანოს გადასაწყვეტია, მას როგორი პოლიტიკა ექნება ამ საკითხთან მიმართებაში.

 

ადამიანებს რომ სჭირდებათ მოტივაცია და შრომის ანაზღაურება, ეს გასაგებია. მაგრამ საკრებულოს თანამდებობის პირები ხანდახან ამბობენ, რომ ბიზნესსაქმიანობიდან უფრო მეტ შემოსავალს მიიღებდნენ, ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფო სამსახურიდან. მგონი, არავინ არ აიძულებს ამ ადამიანებს პოლიტიკურ საქმიანობას, თანამდებობის დაკავებას – ეს იყო მათი არჩევანი და არჩევნებში მონაწილეობამდე იცოდნენ, თუ რა მოცულობის შრომითი ანაზღაურების სანაცვლოდ მოუწევდათ მუშაობა.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” ბათუმის საკრებულოს წერილითაც მიმართა პრემიებთან დაკავშირებით. კონკრეტულად რას ითხოვთ საკრებულოსგან?

 

 საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც უკავშირდება პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის წესს, თვითმმართველობებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენიმე მუნიციპალიტეტმა მიიღო დადგენილება და პროცესი გარკვეულ ჩარჩოში მოაქცია. სასურველია, რომ ბათუმის საკრებულომ დაიწყოს დადგენილების პროექტის შემუშავებაზე ფიქრი. აუცილებელი არ არის ზუსტად ის პრინციპი გადმოიტანოს მუნიციპალიტეტში, რაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაუწესა საკუთარ თავს. შეიძლება სხვა მოდელი იქნას დამკვიდრებული – მთავარია, იფიქრონ იმაზე, რა სჯობს და რა იქნება მისაღები მათი ამომრჩევლისთვის. ეს თემა ვნებათაღელვას და გარკვეულ ბრალდებებსაც იწვევს სამოქალაქო სექტორის მისამართით, მაგრამ აქ ერთი რამ ცალსახაა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო~ არ არის წინააღმდეგი, გაიცეს პრემიები საჯარო დაწესებულებებში, უბრალოდ მიდგომაა შესაცვლელი. თითოეული ადამიანის დამსახურება და ის შრომა, რაც მან გასწია, ინდივიდუალურად უნდა იყოს შეფასებული, რომ საზოგადოებას, მედიას, ჰქონდეს წვდომა ამ ინფორმაციასთან. რაც ყველაზე მთავარია, ელექტორატი უნდა ხედავდეს საკუთარი არჩეული პირების მუშაობის შედეგებს. ვფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში გაცემული პრემიები საზოგადოებაში პროტესტს არ გამოიწვევს.

აწჰესში გარეგანათებას დაამონტაჟებენ

 

ქედის გამგეობის მიერ აწჰესის დასახლებაში გარეგანათების მოსაწყობად სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ იმ პრეტენდენტს შეუძლია, ვისაც 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 200 000 ლარის ღირებულების ანლოგიური ტიპის სამუშაოები აქვს შესრულებული.  

 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაბა მახუნცეთში გარეგანათების დამონტაჟება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა უზრუნველყოს. 

 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 84 527 ლარით განისაზღვრება. გარეგანათების მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი 13 მაისს, 13 საათსა და 30 წუთზე დასრულდება. 

ჩააბარე მაკულატურა – მიიღე წიგნი – პროექტის ბოლო დღე ბათუმში

 

1 კგ მაკულატურა = 1 ლარის ღირებულების წიგნს.  აქციაში მონაწილეს შეუძლია აირჩიოს  500-ზე მეტი დასახელების წიგნი.

 

პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩააბაროს მაკულატურა: ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები და ჟურნალ-გაზეთები.  არ ბარდება მუყაო, ცელოფნის ფაილი და ბაინდერი.  

პროექტს „მაკულიტერატურა“ „პალიტრა მედია“ ახორციელებს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. 

სოფელ პაპოშვილებში საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

 

 სატენდერო პირობების მიხედვით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ორსართულიანი სკოლის შენობა შპს „ARQ-პროექტის“  მიერ დამუშავებული პროექტით ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი თვის განმავლობაში უნდა ააშენოს.

 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 145 000 ლარით განისაზღვრება. სკოლის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი 19 მაისს დასრულდება, შესაბამისად, ამის შემდეგ  გახდება ცნობილი, ვინ ააშენებს სკოლას სოფელ პაპოშვილებში.

 

სახელმწიფო შესყიდვის ვებგვერდის მიხედვით საჯარო სკოლის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2012 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის პირველი აპრილის ჩათვლით შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მსგავსი სამშენებლო სამუშაოები, საერთო ღირებულებით  – არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში,  დამკვეთი (შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა) პრეტენდენტის განაცხადს არ განიხილავს.

 

იაპონური ბაღი ბულვარშიც გაშენდება

ბაღი უნივერსიტეტთან

„ბათუმის ბულვარის“ დირექტორი გიორგი ზირაქაშვილი ამბობს, რომ იაპონური ბაღის განაშენიანების გარდა ყვავილები და ხე მცენარეები ბულვარის მთელ ტერიტორიაზე განახლდება. „გამწვანების გარდა ახალ ბულვარში ბალახებისგან ქვაფენილი უნდა გაიწმინდოს. ქვაფენილი წელიწადში რამდენჯერმე იფარება ბალახით, ამიტომ ხშირად გვიწევს გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება.“

ბულვარში დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოების ჩატარებაც. დაზიანებულია და გამოსაცვლელია ხეების ქვეშ დამონტაჟებული განათებები. როგორც გიორგი ზირაქაშვილი ამბობს, უკვე შესყიდულია ახალი ნაწილები ბულვარში არსებული შადრევნისთვის, მის დაზიანებულ ნაწილებს შეცვლიან და ტურისტული სეზონის დაწყებამდე შადრევნებს აუცილებლად გამართავენ.

ტექნიკური სამუშაოებია ჩასატარებელი ახალ ბულვარში დამონტაჟებულ ამფითეატრზეც: „ამფითეატრზე წაქცეულია ე.წ. მემბრანული ქოლგები და მას აღვადგენთ. მისი აღდგენის ვალდებულება კომპანია „კრეატივ იმფრეშენ კავკასუს“ ჰქონდა, თუმცა მან ქოლგების აღდგენაზე უარი გვითხრა. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და ეს საქმე მოვიგეთ. საქმე აღსრულებაზეა გადაცემული და იმედი გვაქვს, რომ დაავალდებულებენ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას, ანუ ამფითეატრის საკითხიც მოგვარდება“, – ამბობს გიორგი ზირაქაშვილი.

ამფითეატრზე მემბრანული ქოლგების განახლება 360 ათასი ლარი დაჯდება.

რაც შეეხება ახალი ბულვარის გაგრძელებას, ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტი ერთ კვირაში იქნება მზად.

„პროექტზე შპს „ხობი 2005“ მუშაობს. გაკეთდება დაახლოებით 900 მეტრი მონაკვეთი. დამცავი ჯებირი უკვე გაკეთებულია და დამონტაჟდება განათებებიც. ტერიტორიაზე დაიგება კორდის საფარი, დაირგვება ნარგავები და ზღვაზე გადასასვლელი რამდენიმე ბილიკიც გაკეთდება“, – ამბობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თენგიზ პეტრიძე.

პროექტის ღირებულება ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის: „როცა პროექტი იქნება მზად, შემდეგ გვეცოდინება რა დაჯდება მისი განხორციელება და ამის მიხედვით გავაკეთებთ ტრანსფერზე განცხადებას. წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ამ მონაკვეთის განახლება, არა მგონია რაიმე პრობლემა შეიქმნას“.

დამონტაჟდება თუ არა ვიდეოთვალები ბულვარის აღნიშნულ მონაკვეთში, თენგიზ პეტრიძეს ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი საავტომობილო სასწორს შეისყიდის

 

 

RW – 17P – საავტომობილო ელექტრონული სასწორი

 

 

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ქობულეთის მუნიციპალიტეტი სასწორს საყოფაცხოვრებო ნარჩენების აღრიცხვის მიზნით იძენს.

 

ტენდერის შემსყიდველმა სასწორი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს ხელშეკრულების გაფომებიდან 30 დღის განმავლობაში, მას თან უნდა ახლდეს ორ წლიანი საგარანტიო ვადა.

 

საავტომობილო სასწორის შესყიდვაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 16 აპრილს გამოაცხადა. ამჟამად მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების ეტაპი და მონაწილედ დაფიქსირებულია შპს „სენტინელი ჯი ემ ჯი“, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტს სასწორის შესყიდვას, ტენდერის სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით 1889 ლარით ნაკლებით, 21 111ლარად სთავაზობს.

 

 

 

მოგონებები სახელწიფოზე, რომელიც აღარ არსებობს

 

თეა ჭანტურიშვილი
თეა ჭანტურიშვილი

სირიაში, სადაც ახლა ჯოჯოხეთია, 2006 წელს აღმოვჩნდი, ოცი  ქართველი დიპლომატისგან შემდგარი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად. იკითხავთ, თუ  რა გვინდოდა სირიაში?! კოლეგებთან ერთად ეგვიპტის დიპლომატიურ აკადემიაში ტრენინგზე  მივემგზავრებოდით,  რომლის პროგრამაში სირიის მონახულებაც შედიოდა. ამ ვიზიტმა   ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა, რადგან მაფიქრებინა, რომ ოდესმე ეს სახელმწიფო, დემოკრატული მმართველობის  პირობებში რელიგიათა დიალოგის კერა და დანარჩენი მსოფლიოსთვის მაგალითის მიმცემი ქვეყანაც  გახდებოდა. სირიიდან ასეთი განწყობის შექმნა უკავშირდება ჩვენს მიერ დამასკოს უძველეს უბანში მუსლიმების  გვერდიგვერდ ფეხმორთხმულ ლოცვას იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილ თავთან. მუსლიმებისთვის იაჰია (Yahya), მაცხოვრის მომნათვლელი უდიდესი წმინდანი, მსოფლიოში სიდიდით მეოთხე მეჩეთშია დასვენებული. მეჩეთამდე ამ ადგილას ულამაზესი ბიზანტიური ეკლესია მდგარა, ისტორიული წყაროებით კი 634 წელს, არაბებისგან დაპყრობის შემდეგ ამ ადგილას უდიდესი მეჩეთი აუგიათ. მეჩეთში დასვენებულია იონე ნათლისმცემლის თავის ნაწილები, რომელსაც  ერთნაირად სცემდნენ თაყვანს ქრისტიანებიც და მუსულმებიც. ისლამური რელიგიის მიმდევრების აზრით,  სწორედ ამ ადგილას მოხდება ისას (იესოს) გამოცხადება აღქმულ დღეს.

 

სირიაში ამ ამაღელვებელი პილიგრიმობისას, ასევე მოვინახულეთ  ორი ქრისტიანული  მონასტერი, რომელიც ბერძნებისგან შეუძენია მდიდარ სომეხ მეცენატს. ბერძნული მართლმადიდებელი მრევლი აღარ არსებობდა, სომხური დიასპორა კი  მრავალრიცხოვანი და მზარდი იყო. ერთ-ერთ  ასეთ სომხურ მონასტერში თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი უამრავი ბავშვი დაგვხდა. უჩვეულო სანახავი იყო – სირიის არაბული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უდაბნოში, მონასტერში, უამრავი ქრისტიანის და თანაც კავკასიელი ბავშვების ხილვა.  ძალიან გვინდოდა საკუთარი ყურით მოგვესმინა არამეული ენა, რადგან ვიცოდით, რომ სირიაში ჯერ კიდევ არსებობდა სოფლები, სადაც მაცხოვრის ენაზე საუბრობდა იქაური მოსახლეობა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, რადგან, როგორც მთავრობიდან მომაგრებულმა პირმა გვითხრა, ასეთი სოფლები დამასკოდან საკმაოდ შორს მდებარეობენ.

 

ვიხსენებ სირიაში ჩასვლისას მიღებულ ჩემს პირველს შთაბეჭდილებას – ლამაზი აეროპორტი განსაკუთრებით  მომხიბლავი ადამიანებით-მომსახურე პერსონალით (როგორც აღმოჩნდა, ტოტალიტარული რეჟიმების ჩვეულია ტრიუკია თვალში ნაცრის შეყრა პომპეზური აეროპორტებითა და სხვა სასიამოვნო ანტურჟით.) ამ სახელმწიფოში მართლაც ლამაზი ხალხი ცხოვრობს, ბევრ მათგანს ღია-მწვანე ან ლურჯი ფერის თვალები აქვს (აშკარად ხმელთაშუა ზღვისეული, ბერძნული სატელიტების გენეტიკური გადმონაშთები).

 

ჯერ კიდევ აეროპორტში ფეხის დადგმისას სულ სხვა სურნელი ვიგრძენი – ნამდვილი აღმოსავლეთის და აღფრთოვანებით ვუყურებდი მდიდრული ინტერიერის მორთულობისთვის გამოყენებულ უსასრულო არაბესკებს.  ერთმა ანგლოსაქსმა ახალგაზრდა კაცმა, ძალიან დაბალ ხმაზე, თითქმის ჩურჩულით მკითხა, ვლაპარაკობდი თუ არა ინგლისურად და სად იყო ინტერნეტი. შემდეგ ბევრჯერ გამხსენებია ამ დასავლელი სუბიექტის თვალებგაფართოვებული სახე, რომელიც ნამდვილ ფიზიოლოგიურ შიშს განიცდიდა მისთვის სრულიად უცხო  „მშვიდ“ გარემოში. ეს სიმშვიდე ხომ მოჩვენებითი იყო, ამ დაგუბებულ სტაგნაციას კი ჭკვიანი ადამიანები მაშინვე გრძნობდნენ. თუმცა ეს ვერ დაეხმარა მსოფლიოს თავიდან აეცილებინა ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ომი, რომელმაც  წარმოშვა მილიონობით ლტოლვილი, ასიათასობთ დაღუპული ადამიანი და  სრულიად განადგურებული ინფრასტრუქტურა.

 

ჩემი სირიაში მოგზაურობის შემდეგ უკვე მეტი ინტერესით ვადევნებდი თვალს იქ მიმდინარე მოვლენებს და ვიმედოვნებდი, რომ დემოკრატიული არჩევნების შედეგად მშვიდობიანად შეიცვლებოდა მმართველობა, რომელიც ჰაფეზ ალ-ასადმა თავის ვაჟიშვილს ბაშარ ასადს გადასცა. ცივი ომის დროს ისრაელის საპირწონედ ასადები მოსკოვის მოკავშირეები გახდნენ და ბოლო მომენტამდე ინარჩუნებენ  შესანიშნავ ურთიერთობებს კრემლთან.   მახსოვს, სულ პირველად, როდესაც დაიწყო სტუდენტების გამოსვლები და სირიის პირველმა ლედიმ ასმა ალ-ასადმა ინგლისში დაბადებულმა და გაზრდილმა ქალბატონმა ტვიტერში დაწერა, რომ ის უკვე მერამდენე კვირაა „შოპინგზე“ ვერ გადის ქალაქის ცენტრში. პირველი ლედის არაადეკვატურობამ ჩემში საშინელი ანტაგონიზმი გამოიწვია, რადგან გამახსენდა სიღარიბის დონეც, რომელიც მომხიბვლელი აეროპორტისა და სხვა საჩვენებელი ადგილების გარდა ყველგან გვხვდებოდა სირიაში. განსაკუთრებით გონებაში ჩამებეჭდა მშიერი ბავშვები და ქალები. შავი ფერის ჩადრებში, თავიდან ფეხებამდე შეფუთული, გზებზე გამოფენილი ქალები  ყიდდნენ  პროდუქტებს. ასმა ალ-ასადს კი ჟურნალმა „Vogue“ ,,უდაბნოს ვარდი“ უწოდა თავის დახვეწილი ჩაცმის სტილის და მანერების გამო. მსოფლიო პროტესტის შემდეგ „ვოგი“ იძულებული გახდა  ამოეღო  ამ სტატიის ინტერნეტ ვერსია,  რედაქტორმა კი სამსახური დაკარგა, რადგან მხილებულ იქნა სირიის ხელისუფლების მიერ დაქირავებული ლობისტურ კომპანიასთან – Brown Lloyd Jame-თან თანამშრომლობაში, რომლის ორგანიზებულიც იყო ეს  პუბლიკაცია. სამაგიეროდ, ბრიტანულმა გამოცემა “Newsweek”-მა ასმა ასადს ,,ჯოჯოხეთის პირველი ლედი“ უწოდა.

 

რა თქმა უნდა, აუტანელ სიღარიბეს, რომელიც იქ ვნახეთ, ენაცვლება დასავლური ლოსკით გაბრწყინებული რამდენიმე მდიდრული უბნის ბრწინვალებაც. მახსოვს, უგემრიელეს დამასკურ ტკბილეულს ვყიდულობდი, როდესაც გამყიდველს ვკითხე, თუ რამდენად იყო კმაყოფილი ცხოვრებით. პასუხი კლასიკური იყო – რომ ცხოვრება ჭირდა, რადგან დიდია უმუშევრობა. მართლაც, დაკვირვებული თვალი ადვილად შენიშნავდა ქუჩებში, მაღაზიებთან ახლო-მახლოდ გამოფენილ უამრავ ახალგაზრდა მამაკაცს, რომლებიც ტურისტებს ათვალიერებდნენ.  სწორედ ამ რამდენიმე უბნის სიმდიდრით შემოიფარგლებოდა ამ სახელმწიფოს პროგრესი. განსაკუთრებული სიღატაკე კი მაინც დედაქალს მიღმა იყო, სწორედ იქ, სადაც ახლა „ისლამური სახელმწიფოს“ გულია. 

 

ფაქტი ერთია – სირია ამ საუკუნის ყველაზე შემზარავი ომის სიმბოლოდ იქნებ აღქმული, საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული ქიმიური თუ  ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით, რომლის წარმომავლობაც დიდ კითხებს ბადებს. ჯერ კიდევ ღიად რჩება შეკითხვა, მაინც ვინ დგას ,,ისლამური სახელმწიფოს“ უკან, ვინ აფინანსებს მათ და საბოლოოდ რა მიზანს ემსახურება ამ მონსტრის ჩამოყალიბება.  

 

Exit mobile version