Batumelebi | ფლამენკო ბათუმში, ანბანის კოშკთან – ანონსი ფლამენკო ბათუმში, ანბანის კოშკთან – ანონსი – Batumelebi
RU | GE  

ფლამენკო ბათუმში, ანბანის კოშკთან – ანონსი

 

4 სექტემბერს ბათუმში, ანბანის კოშკის ტერიტორიაზე, ტერასა Gravity Chill Out-ი და კაფე-ბარი Gravity გაიხსნება.

 

 4, 5 და 6 სექტემბერს, 21:00 საათიდან საოცრებათა მოედანზე ესპანეთიდან მოწვეული ჯგუფი “Color Moreno” დადგამს ფლამენკოს ცეკვების შოუს. ჯგუფს ცნობილი ანდალუზიელი ფლამენკოს მოცეკვავე და ქორეოგრაფი ხოსე კანდელა ხელმძღვანელობს.

 

საღამოებზე ასევე გაიმართება ქართული ბენდების კონცერტები. გახსნის ღონისძიება 4 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. 

დასწრება თავისუფალია.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანონსი