Batumelebi | ”ნაციონალური მოძრაობა”: შპს სტადიონის შექმნა ზრდის კორუფციის რისკს [ვიდეო] ”ნაციონალური მოძრაობა”: შპს სტადიონის შექმნა ზრდის კორუფციის რისკს [ვიდეო] – Batumelebi
RU | GE  

”ნაციონალური მოძრაობა”: შპს სტადიონის შექმნა ზრდის კორუფციის რისკს [ვიდეო]

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს, 4  საათზე,  ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ, მათ შორის ბათუმში სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობისათვის გამოყოფილი თანხის ახალშექმნილ  შპს „სტადიონის“ კაპიტალში გადატანაზე.  

თემას დღეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოეხმაურნენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“  პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ შპს „სტადიონის“ შექმნა ზრდის კორუფციის რისკს და გააჭიანურებს სტადიონისა და საავადმყოფოს აშენების პროცესს.   

„მე მოვუწოდებ უმაღლესი საბჭოს წევრებს,  არ მიიღონ მონაწილეობა ამ ფარსში. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დღეს დაკანონდება კორუფციული გარიგების შემთხვევა აჭარაში,“ – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ. 


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"