Batumelebi | ხელვაჩაურში ქალი მოკლეს ხელვაჩაურში ქალი მოკლეს – Batumelebi
RU | GE  

ხელვაჩაურში ქალი მოკლეს

 

2 სექტემბერს ხელვაჩაურში, პოლიციის გადასახვევთან, მკვლელობა მოხდა.  მოკლულია 45 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც ხელვაჩაურში მდებარე მაღაზიაში მუშაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით მკვლელობას თვითმხილველიც ჰყავს, მამაკაცი, რომელმაც ქალის მიშველება სცადა, ასევე დაჭრილია. 

 

ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა, მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. გვამი პროზექტურაშია გადასვენებული. 

 

ამ წუთებში შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 


შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით [განზრახ მკვლელობა] მიმდინარეობს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"