უფასო იურიდიული დახმარება სტუდენტებისგან

სტუდენტები

იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს იურიდიული კონსულტაცია ან ადმინისტრაციული და სამოქალაქო წესით სარჩელის მომზადება სჭირდება, უნდა მიმართოს სტუდენტებს შაბათ-კვირის გარდა ყოველ დღე, 12 საათიდან 17 საათამდე. სტუდენტები მოქალაქეებს იღებენ რუთაველის უნივერსიტეტის 504-ე აუდიტორიაში [მეხუთე სართული]. იურიდიული კლინიკის 12 სტუდენტი პრაქტიკოსი იურისტის დახმარებით მუშაობს. 

სტუდენტები ამბობენ, რომ სტატისტიკურად მათთან ყველაზე ხშირად რეპრესირებული ადამიანების ოჯახის წვერები მიდიან, თუმცა ასევე განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების საქმეებიც ჰქონიათ. 

 

სტუდენტები მოქალაქეებს უფასოდ ემსახურებიან.

საპროტესტო აქცია სკვერის გაყიდვის წინააღმდეგ

 

 

აქციის შესახებ, ინფორმაცია დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა.  „მეგობრებო ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩის კუთხეში მიზან მიმართულად ხდება არსებული სკვერის განადგურება. ჩვენ თუ დავუშვებთ ამ ვანდალიზმს შევქმნით პრეცენდენტს, რომ ქალაქში არსებული სკვერები განადგურდეს.

ჩვენ გვჭირდება ქალაქში სუფთა ჰაერი! გვჭირდება სკვერი“- ნათქვამია განცხადებაში. 

 

აღნიშნული ქუჩების კვეთაში არსებული სკვერის გაყიდვის თაობაზე სტატია დღეს, გაზეთ „ბათუმელების“  22 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა. 

 

 

გაყიდული სკვერი

გვირაბის ახლოს გზის გახსნის საკითხს კომისია განიხილავს

 

ავტობანის მშენებლობა. ჩაქვი-სახალვაშო

 

„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და  საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ჩამოვლენ ხვალ ბათუმში, შეიკრიბება  ადგილობრივი მთავრობაც და გადაწყდება ეს საკითხი“- აცხადებს „ბათუმელებთან“ საუბარში, ზურაბ სიხარულიძე.

 

ზურაბ სიხარულიძის განცხადებით,  პროექტი გვირაბის ახლოს გზის გახსნას არ ითვალისწინებს, თუმცა მისი აზრით, მოსახლეობის ინტერესები  გასათვალისწინებელია.

 

 „პროექტით გათვალისწინებულია რომ ჩაიკეთოს გვირაბთან გზა, მაგრამ მოსახლეობას ჩაქვში უწევს ჩასვლა, იმისათვის რომ ბათუმში ჩამოვიდეს, ამიტომ  ალტერნატივა უნდა გამოინახოს“.  

 

სიხარულის განცხადებით, ეს იქნება დროებითი გზა, რადგან ავტობანის გაკეთების შემდეგ მოსახლეობას ბათუმში ჩამოსვლა შემოვლითი გზით აღარ მოუწევს.  

 

გვირაბის ახლოს გზის გახსნას, სოფელ სახალვაშოს მოსახლეობა ითხოვს. ადრე გზის ეს მონაკვეთი ცენტრალურ მაგისტრალს უერთდებოდა, თუმცა ავტობანის მშენებლობის გამო გზა ჩაიკეტა.

 

 

რატომ სჭირდება მასწავლებელს ფსიქოლოგის დახმარება

 

პედაგოგების ტრენინგები
პედაგოგების ტრენინგები

ბულინგი, სუიციდის პრობლემები, ემოციების მართვა და მოსწავლეებთან საურთიერთობო ლექსიკა, ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რის შესახებაც საჯარო სკოლის მასწავლებლებმა, უნარ-ჩვევები გაიუმჯობესეს ტრენინგზე – „საზოგადოებრივი ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“. „მე, როგორც პედაგოგს, რომელსაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს მოზარდებთან, ძალიან მეხმარება მსგავს საკითხებში პროფესიონალთა გამოცდილების გაზიარება“, – ამბობს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ხათუნა ჯანელიძე, რომელმაც აღნიშნული ტრენინგი გაიარა.

 

ხათუნას თქმით, არიან ბავშვები, რომლებიც ახლოს გიშვებენ და არიან ისეთებიც, რომლებიც იკეტებიან საკუთარ თავში:  „ასეთ დროს აუცილებელია მასწავლებელმა სწორად წარმართოს მათთან ურთიერთობა. ფსიქოლოგის რჩევები ძალიან მეხმარება, მოსწავლეებთან ურთიერთობა შედეგიანი რომ იყოს. ჩვენ სწორად უნდა გავიგოთ რა უხარიათ, რა აწუხებთ და რაში სჭირდებათ ახალგაზრდებს დახმარება“.

 

თამარ თევზაძეც ისტორიის მასწავლებელია. მისი აზრით, მოზარდების საკმაოდ დიდი ნაწილი საჭიროებს ფსიქოლოგიურ დახმარებას: „არ ვიცი ეს რისი ბრალია, შეიძლება იმის, რომ ისინი ვერ რეალიზდებიან ისე, როგორც მათ სურთ. პედაგოგებიც ხშირად მოსწავლეებთან ურთიერთობაში არასწორ ლექსიკას ვიყენებთ: „შენ დააშავე“, „შენ გააფუჭე“ – ასეთი მიდგომა აღიზიანებთ მათ“.

 

პედაგოგის აზრით, ის, რაც ძველი თაობის საზოგადოებისთვის მთავარი ღირებულება იყო, ახალი თაობისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი: „ამიტომ ჩემი ვალდებულებაა, გავიგო რა სურთ მოზარდებს“.

 

თამარ თევზაძის აზრით, სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი რომ იყოს, მოსწავლეებთან ურთიერთობა კი უფრო კომფორტული, ფსიქოლოგების რჩევების გათვალისწინება აუცილებელია. „როცა სწავლობ ემოციების მართვას, მაშინ გაცილებით ადვილია მოსწავლესთან ურთიერთობა“, – ამბობს ის. – „ფსიქოლოგიის გარდა, სამართლებრივი საკითხების ღრმად შესწავლა მასწავლებელს ეხმარება გამოსავალი იპოვოს კრიტიკული შემთხვევების დროს. როცა მოსწავლე არღვევს შინაგანაწესს, შენ ესაუბრები მას არა მარტო მის უფლებებზე, ვალდებულებებზეც. როცა ნათლად უხსნი და სთავაზობ მას პროცესებში თანამონაწილეობას, ის მოდის ამ ურთიერთობაზე და არც შეცდომის აღიარება უჭირს. აღიარება ეს უკვე მიღწევაა“.

 

თამარ თევზაძე ამბობს, რომ პედაგოგებს ძალიან სჭირდებათ ისეთ საკითხებზე ფსიქოლოგის რჩევები, როგორიცაა ბულინგი, სუიციდი და ძალადობის სხვა შემთხვევები, რომლის პრევენციასაც სკოლა უნდა ახდენდეს.

 

„როცა მოსწავლე თანაკლასელს ეძახის „აჩკარიკას“, ესეც ბულინგია. პედაგოგი ვალდებულია სწორად განუმარტოს მოსწავლეს, რატომ არ შეიძლება მსგავსი ფრაზების გამოყენება“, – გვეუბნება თამარ თევზაძე.

 

ფსიქოლოგის რჩევებს სკოლის მანდატურებიც ითვალისწინებენ. ნათია სარალიძე, რომელიც გასულ წელს ერთ-ერთ წარმატებულ მანდატურად დაასახელეს, ამბობს, რომ ფსიქოლოგის რჩევები არა მარტო პედაგოგებსა და მანდატურებს, მშობლებსაც აუცილებლად სჭირდებათ:

 

„ამჟამად ჩაქვის საჯარო სკოლაში ვმუშაობ. სხვა სკოლაში მუშაობის დროს სუიციდის შემთხვევა აღვკვეთეთ. ამის შემდეგ იყო ხანძარი, ქურდობა, ყველა შემთხვევაზე გვქონდა დროული რეაგირება და ალბათ ამის გამო დამასახალეს წარმატებულ მანდატურად~.
ნათიას აზრით, მოზარდებთან საერთო ენის გამონახვა სკოლას და ოჯახს თანაბრად უნდა შეეძლოს: „არიან მშობლები, რომლებიც არ ურთიერთობენ შვილებთან. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს მხოლოდ ძვირადღირებული ტელეფონი და ტანსაცმელი არ სჭირდებათ, მათთვის აუცილებელია მშობელთან ურთიერთობა, საუბარი. ის ბავშვი, რომელსაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა, სწორედ მშობლებთან უთანხმოების გამო მივიდა ამ მდგომარეობამდე“.

 

ნათია ამბობს, რომ პედაგოგებს, მშობლებს სჭირდებათ მეტი უნარი, ამოიცნონ რას გრძნობენ ბავშვები, რომ ისინი არ მივიდნენ სავალალო ქცევამდე. „პროფესიონალი ფსიქოლოგები კი ამ უნარების გაუმჯობესებაში ძალიან გვეხმარებიან“, – მიიჩნევს ნათია.

 

რა სჭირდება სკოლას, ოჯახს და სახელმწიფოს იმისთვის, რომ მოზარდებისთვის გარემო გახდეს უსაფრთხო და ამ სამ ინსტიტუტს შორის ეფექტური კომუნიკაცია შედგეს? ფსიქოლოგი მაია ცირამუა, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი ტრენერია, იმ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებმა ერთობლივად უნდა მოაგვარონ.

 

პედაგოგების ტრენინგები
პედაგოგების ტრენინგები

„აშკარაა, რომ ასეთი ინფორმაციის დეფიციტი არის არა მხოლოდ სკოლებში, ასევე ოჯახებსა და მთლიანად საზოგადოებაში“, – ამბობს მაია ცირამუა. ფსიქოლოგის აზრით, დღეს სკოლა ნაკლებად განიხილავს ოჯახს პარტნიორად, ოჯახი კი – სკოლას. „როცა პრობლემა ჩნდება, ფაქტობრივად, ერთმანეთს ადანაშაულებენ, იმის ნაცვლად, რომ ორივე მხარემ ბავშვის პრობლემები გააცნობიეროს და ბავშვზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მიიღონ. ხშირად არც სკოლამ და არც ოჯახმა არ იცის სწორად როგორ ირეაგიროს რთულ შემთხვევებზე – ან უგულებელჰყოფს ბავშვის საჭიროებებს ან ზედმეტად რეაგირებს. გავრცელებული პრაქტიკაა – თუ მოსწავლეს აქვს ქცევითი სირთულეები, სკოლა მას, უბრალოდ, თავიდან იშორებს (სკოლიდან რიცხავს) ან მკაცრად სჯის, რაც კიდევ უფრო ართულებს პრობლემას. ბავშვის რთული ქცევა ერთგვარი საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ ბავშვის გარემოში რაღაც ისე არ არის. ჩვენ, უფროსებს, უნდა გვქონდეს უნარი სწორად წავიკითხოთ მათი ქცევა და მის მოგვარებაზე ვიზრუნოთ.“

 

მაია ცირამუას აზრით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო პოლიტიკაც: „ეს არ არის ერთი კონკრეტული სკოლის ან ოჯახის გადასაწყვეტი პრობლემა, განათლების და, ზოგადად, ბავშვთა მიმართ პოლიტიკა მაქსიმალურად ბავშვზე ორიენტირებული უნდა გახდეს, ხოლო სკოლამ საკუთარი როლი უნდა გააცნობიეროს ამ პროცესში“.

 

მაია ცირამუას აზრით, პრობლემაა ისიც, რომ ხშირად მშობლები სტიგმის არსებობის გამო ვერ ხედავენ ფსიქოლოგიური სერვისის გამოყენების აუცილებლობას: „ჩემი შვილი გიჟი კი არ არის!“ – ამბობენ ისინი. ეს სკოლასა და მშობელს შორის კომუნიკაციის პრობლემაზეც მიანიშნებს, რადგან, სავარაუდოდ, ოჯახს კარგად ვერ მიაწოდეს ინფორმაცია ამ სერვისის დანიშნულებაზე“.

 

მაია ცირამუა საუბრობს ისეთ პრობლემაზე, როგორიც ძალადობაა: „პედაგოგებს სჭირდებათ უნარები, ამოიცნონ არის თუ არა მოსწავლე ფიზიკური, სექსუალური ან ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ, ხომ არ ხდება მისი უგულებელყოფა. ხშირად პედაგოგები თავს იკავებენ და ცდილობენ არ ჩაერიონ ასეთ საკითხებში, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ოჯახთან დამატებითი კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს. სოციალური სამსახურისათვის ან პოლიციისთვის ასეთ შემთხვევებზე შეტყობინება პედაგოგის პროფესიული ვალდებულებაა. სამწუხაროდ, პედაგოგებმა ამის შესახებ ან არ იციან, ან საკითხი დაჰყავთ ლოკალური ურთიერთობების დონეზე“.

 

ბათუმის რესურსცენტრის მონაცემებით, მარტო გასულ წელს კლასში 273 მოსწავლე ჩარჩა. ისინი თვეების განმავლობაში არ დადიოდნენ სკოლაში. ფსიქოლოგის აზრით, ეს მონაცემებიც იმაზე მიანიშნებს, რომ სკოლასა და ოჯახს შორის დიდი ბარიერია და სკოლას კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი არ გააჩნია.

 

„ფაქტობრივად, უფსკრულია ოჯახსა და სკოლას შორის. თითქოს არც არავის არ აღელვებს ის ფაქტი, რომ ბავშვი საგანმანათლებლო სივრცის გარეთ რჩება. სწორედ სკოლისა და ოჯახის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მეტყველებს ეს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბავშვის ცხოვრება მიდის ცალკე და უფროსების – ცალკე“.

 

მაია ცირამუას თქმით, პრობლემაა ისიც, როცა პედაგოგებს, მშობლებს უჭირთ მოზარდებთან სენსიტიურ თემებზე სწორად საუბარი: „არაინფორმირებულობის შედეგია ნაადრევი ქორწინება და სხვა მისი თანმდევი პრობლემები. ამ თემაზე არც ერთი მხარე არ საუბრობს. არც საზოგადოებას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. დისკუსიის შედეგად იქამდე მაინც მივიდა საქმე, რომ დღეს პედაგოგი თავს ვალდებულად მიიჩნევს ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით შეტყობინება გააკეთოს“.

 

ერთ-ერთ პრობლემად განიხილება მოზარდებში სუიციდის მომატებული მაჩვენებელი. „სუიციდის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო სკოლა, ყველა სხვა ინსტიტუტი – ოჯახი, სოციალური მომსახურების სააგენტო, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები თანმიმდევრულად და სწორად იყოს ჩართული. ეს ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება. თუ ერთი აკეთებს სწორად, მეორე უშვებს შეცდომას, ერთიანი ხედვა არ არსებობს“.

 

ფსიქოლოგის აზრით, იმისათვის, რომ შედეგი დადგეს, საუნივერსიტეტო პროგრამები შესაცვლელია – მომავალმა პედაგოგებმა საფუძვლიანად უნდა შეისწავლონ ბავშვისა და მოზარდის ფსიქოლოგია: „ხშირად, პედაგოგები, რომლებიც თუნდაც სამოქალაქო განათლებას ასწავლიან, თვითონ არიან არატოლერანტულები, იყენებენ დრომოჭმულ საბჭოთა მეთოდიკას და ლექსიკას, სახეზეა დისკრიმინაციული დამოკიდებულებები სხვადასხვა ჯგუფის მიმართ. არ შეიძლება პედაგოგი არ იცნობდეს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რასაც მათი მოსწავლეები იყენებენ, თანამედროვე ლიტერატურას, მოდას… „ჩემ დროს სხვანაირად იყო“ და „ჩვენ სულ სხვა ბავშვები ვიყავით“ – ამ დამოკიდებულებით ვერ შეძლებ მოზარდებთან ნორმალურ კომუნიკაციას. დემოკრატიული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უნდა გახდეს პედაგოგების შერჩევისას“, – ამბობს ფსიქოლოგი.

 

ტრენინგები, რომლებიც ეხებოდა მოზარდთა ქცევისა და ემოციურ პრობლემებს ძირითადად მე-7 და მე-9 კლასის პედაგოგებმა გაიარეს. ტრენინგის თემები სხვადასხვა ეტაპზე იყო: მოზარდობის ასაკის თავისებურებები, პიროვნების განვითარების თეორიები, რთული ქცევა და მისი გამომწვევი მიზეზები; რთული ქცევის მართვა; ეფექტური კომუნიკაცია რთული ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეებთან, ბულინგი სკოლაში, სექსუალური ძალადობის საიდენტიფიკაციო ნიშნები, სუიციდისა და თვითდაზიანების პრედიექტორები, კრიზისებზე რეაგირება და მართვა.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ტრენინგები გაიარა 130-ზე მეტმა პედაგოგმა, მანდატურმა და სკოლის დირექტორმა.
პროექტის დონორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროა.

ბათუმის უნივერსიტეტში ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა გაიხსნა

 

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ, ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მარინა გიორგაძე,  მშვიდობის კორპუსის დირექტორის მოადგილე კარმენ შიენი და მშვიდობის კორპუსის ინგლისური ენის მასწავლებელი მარია ინისი.

 

საზაფხულო სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებისა და ბსუ-ში მოწვეული მშვიდობის კორპუსის ინგლისური ენის მასწავლებლის მარია ინისის ორგანიზებით ტარდება.

 

ორკვირიანი საზაფხულო სკოლა ახალგაზრდებში ინგლისურ ენაზე თავისუფლად საუბრის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ამერიკის კულტურის შესახებ ცოდნის შეძენას ითვალისწინებს. მასში პირველ ეტაპზე  ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების IX, X, XI კლასების 130 წარმატებული მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მეორე ეტაპზე  ბსუ-ს ინგლისური ფილოლოგიის 100-მდე სტუდენტი.

 

სასწავლო პროცესში ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად 6 ამერიკელი მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელია ჩართული. სწავლების დასასრულს მონაწილეებს ბსუ-სა და მშვიდობის კორპუსის სერტიფიკატები გადაეცემათ. 

 

ხარისხის საერთაშოროს კონფერენცია ჩაქვში

 

 

 

ხარისხის საერთაშორისო კონფერენცია ჩაქვში

 

პროექტის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:  მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების განვითარება, მათ შორის ISO 9001:2015 სტანდარტის ახალი ვერსია. ორგანიზაციების სრულყოფილება EFQM სრულყოფილების ფუნდამენტალური კონცეპციისა და EFQM სრულყოფილების მოდელის საფუძველზე,  კაიძენ მუდმივი სრულყოფილების მეთოდოლოგია ზოგადი პრინციპებიდან კონკრეტულ ინსტრუმენტებმადე, ეფექტური ლიდერობა და ბიზნესის ფსიქოლოგიური ასპექტები, კომპანიების საწარმოო სისტემების განვითარება და ტრანსფორმაცია სათუთი წარმოების მეთოდების საფუძველზე, 20 გასაღები.

 

ასევე, ორგანიზაციის მენეჯმენტში არსებული რისკების მართვა, მათ შორის სტანდარტის ISO 31000 საფუძველზე, პერსონალის მართვა, მიმართული თანამშრომელთა უნარების გამოვლენასა და გამოყენებაზე,  პარტნიორული ურთიერთობების განვითარებით ღირებულებათა ჯაჭვის შექმნა და სრულყოფა, ცოდნის მართვა და გამოყენება,  მომხმარებელთა მოთხოვნების გარკვევა და ღირებულებათა შექმნა მათთვის.

 

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ეს არის საქმიანი სრულყოფილებისა და ხარისხის სფეროში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროექტი. პროექტის მხარდამჭერები არიან ევროპის ხარისხის ორგანიზაცია (EOQ) და ხარისხის მენეჯმენტის ევროპული ფონდი (EFQM). ღონისძიებებში ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10-12 ქვეყნის წამყვანი ორგანიზაციებისა და საწარმოების 150-მდე წარმომადგენელი. მონაწილეთა შორის ასევე არიან უკრაინის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების სახელმწიფო სტანდარტებისა და ხარისხის ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ხარისხის ჯილდოს გამარჯვებულთა კონფერენცია, სადაც მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა მოისმინონ კონკურენტუნარიანობის ამაღლების პრაქტიკული რჩევები ევროპის საუკეთესო კომპანიებისაგან, რომლებიც არიან ხარისხის ევროპული ჯილდოს გამარჯვებულნი და პრიზიორები. მათ შორის Volvo Cars Gent (ბელგია), Nokia Mobile Phones (ფინეთი),Siemens Nederland NV, Yellow Pages BT (დიდი ბრიტანეთი), Opel Hungary Manufacturing, DHL “Portugal”, TNT Express Information (დიდი ბრიტანეთი) და სხვა. როგორც წესი, კონფერენციაზე ასევე გამოდიან იმ კომპანიის ხელმძღვანელები, რომელნიც გახდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხარისხის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულნი და ხარისხის ნაციონალური ჯილდოს მფლობელები.

 

უკრაინის ხარისხის ასოციაციის კონფერენცია,  ეძღვნება ორგანიზაციული სრულყოფილების მოდელისა და მეთოდების საფუძველზე ორგანიზაციების ეფექტურობის ამაღლების მეთოდოლოგიასა და პრაქტიკას.

 

საავტორო სემინარები და მასტერ-კლასები, ასევე დისკუსიები ორგანიზაციის მართვის აქტუალურ საკითხებზე. სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო წლებში მონაწილეთა 50% ორგანიზაციების ტოპ მენეჯმენტს წარმოადგენს, აქედან 25% ხელმძღვანელებია.  

 

პროექტის «ხარისხის თანავარსკვლავედი» მომხსენებლები იქნებიან: იური ადლერი, ვილია ვერსანი, ვადიმ ლაპიდუს, ალექსანდრე გლაზუნოვი, ივან ჩაიკა (რუსეთი), პეტრე კალიტა (უკრაინა), იოზას რუზევიჩუს , დალიუს სერაფინას (ლიტვა) და ხარისხის საერთაშორისო პროფესიონალთა გილდიის სხვა წევრები. აღმოსავლეთ ევროპაში მოღვაწე ყველაზე წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეებს გაუზიარებენ მათ პრაქტიკული გამოცდილებას. პროგრამა ასევე მოიცავს საქართველოში ხარისხის სფეროში წამყვანი ორგანიზაციების ლიდერების გამოსვლებს.

პროტესტი ავტობანის მშენებლობის გამო

„მოსახლეობას ვესაუბრეთ, შევთანხმდით რომ ხვალ, დღისით შევხვდებით და დავილაპარაკებთ დეტალებზე. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ავტობანის მშენებლობის პროექტი დამტკიცებულია და შეთანხმებულია დონორ ორგანიზაციასთან. სოფლის გზისა და ცენტრალური მაგისტრალის ძველი შემაერთებელი მონაკვეთი უსაფრთხოების მიზნით გადაიკეტა. პროექტის მიხედვით სოფლის გზა მაგისტრალს გვირაბიდან 800-900 მეტრში შეუერთდება, რასაც 1 წელი მაინც დასჭირდება“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს აჭარის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორმა ზურაბ სიხარულიძემ.

ამ ეტაპზე ქობულეთისა და ბათუმის ასაქცევ მაგისტრალზე [ავტობანზე] სამუშაოები ოჩხამურიდან სახალვაშომდე (ჩაქვის გვირაბამდე) მონაკვეთში მიმდინარეობს. აჭარის საავტომობილო გზების დირექციის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე მშენებლობა 2013 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის ივლისში უნდა დასრულდეს.

ავტობანის მშენებლობა. ჩაქვი, სახალვაშო [ფოტო; თედო ჯორბენაძე]

ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს ადგილს უცვლის

გოგებაშვილის ქუჩა საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გარემოვაჭრებს ჯიხურები ჰქონდათ განთავსებული

 

„გუშინ  მერიის ორი წარმომადგენელი მოვიდა, გვითხრა განცხადება დაწერეთ და ხვალ დილით მოიტანეთ მერიაშიო. ოღონდ განცხადებაში არ მიუთითოთ სად უნდა ჩადგათ ჯიხურიო. დღეს კიდევ, დილიანად მოვდივარ და ჯიხური არაა. არ ვიცით სადაა, ასე ქურდულად ღამით მიპარვით, მერია ასეთ რაღაცას გვიკეთებს… გარემოვაჭრეები დეკემბრის მერე ვიბრძვით, მერია არ გვაჩერებს, ხან გვეუბნება დარჩი, ხან გვეუბნება არ დარჩე…“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ, ნინო მეფარიშვილმა.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად, იმავე დღეს ისინი ქალაქის მერს, გიორგი ერმაკოვს შეხვდნენ. მერმა გარემოვაჭრეებს ჯიხურების დადგმა ალტერნატიული ადგილზე შესთავაზა.

გარემოვაჭრეები ბათუმის მერთან შეხვედრას ელოდებიან |20 ივნისი 2015

 

„გოგებაშვილის ქუჩაზე ეს ხალხი უკანონოდ ვაჭრობდა, ხელშეკრულება არ ჰქონდათ. ხელი ეშლებოდათ ფეხით გამვლელებს, ზონა იყო უსახური“, – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ერმაკოვმა.

ქალაქის პირველმა პირმა ალტერნატიულ ადგილად ისევ გოგებაშვილის ქუჩაზე, ჭაჭა თაურის მიმდებარე ტერიტორია დაასახელა და აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში იქ ჯიხურები განთავსდება; გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩის კვეთაში მყოფ გარემოვაჭრეებსაც აქ მოუწევთ გადმოსვლა:

„ყველაფერს უნდა ჰქონდეს კანონიერი ფორმა. ჩვენ მათ ხელს შევუწყობთ. იქ [საზღვაო ნავსადგურიდან გოგებაშვილის ქუჩის მონაკვეთი რუსთაველის ქუჩამდე] ჩამწკრივდება ჯიხურები და ყველა გარემოვაჭრე იქნება ერთნაირ პირობებში“.  

გარემოვაჭრეები შიშობენ, რომ ეს ადგილი მათთვის მომგებიანი არ იქნება, რადგან ტურისტები ნაკლებად დადიან.

რაც შეეხება ჯიხურებს, როგორც ნინო მაფარიშვილმა გვითხრა, მერიაში განუცხადეს, რომ ადლიის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანეს და შეუძლიათ მათი დაბრუნება.

ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ბათუმის მერიამ, სხვადასხვა ადგილას მყოფი გარემოვაჭრეები გადაიყვანა


მკლავჭიდელების 33 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ნაკრები

ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 1-7 ივნისს ჩატარდა. ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში (+110 კგ) ჩემპიონი ლევან საგინაშვილი გახდა, რომელმაც გასულ წელს ასევე ჩემპიონობა მსოფლიო მასშტაბითაც მოიპოვა. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვახტანგ მუსელიანია. ასევე უფროსებს შორის, 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ჩემპიონი ალექსი ფრეწუაშვილი, ხოლო 65 კგ. წონით კატეგორიაში ჯამბულ ვიბლიანი გახდა.

ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენთა ნაკრებიც, რომელმაც 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიგო. აჭარიდან ოთხი მკლავჭიდელი – ზურაბ თავბერიძე, ლევან პოღოსიანი, გოგიტა ხიმშიაშვილი და მერაბ კაკაბაძე მონაწილეობდნენ. მათ შორის საპრიზო ადგილი, ვიცე-ჩემპიონობა (მარჯვენა და მარცხენა მკლავში) 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურაბ თავბერიძემ დაისაკუთრა. მან ორი წლის წინ დაიწყო მკლავჭიდში ასპარეზობა ეს კი მისთვის პირველი გასვლა იყო ევროპის ჩემპიონატზე.

ზურაბ თავბერიძე: „კარგად ვიყავი მომზადებული. სიმართლე გითხრა, ჩემპიონობას ვგეგმავდი და ფავორიტი ვიყავი-მეთქი არა. რა თქმა უნდა, იმედი მქონდა. ჩემ წონაში მარცხენა ხელში გამოდიოდა უკრაინელი ოლენ ზოხი, რომელიც, ფაქტობრივად, დაუმარცხებელია მარცხენა ხელში. ვიბრძოლე და მეორე ადგილზე გავედი. მარჯვენა ხელში ასევე ფინალამდე მივაღწიე და ფინალში დავმარცხდი ჰაჯი მურად ზალოევთან (რუსეთი), რომელიც ბოლო 10 წელია დაუმარცხებელია. შედეგით მეც კმაყოფილი ვარ. პირველი ევროპის ჩემპიონატი იყო ჩემთვის. მეორე წელია რაც ოზურგეთიდან ბათუმში გადმოვედი სავარჯიშოდ. რვა წლიდან მოჭიდავე ვიყავი, ძიუდოისტი. მერე ტრავმები მქონდა და შევეშვი. ვთამაშობდი რაგბსაც. ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვაპირებ მომზადებას, რომლის ჩატარება მალაიზიაში ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული. ვიმედოვნებ გავაუჯობესებ შედეგს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დავბრუნდები“.


ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში 

საქართველოს ნაკრების მკლავჭიდელების შედეგი

18-წლამდე

ოქრო – ირკალი ზირაქაშვილი (65 კგ. მარჯვენა)

ოქრო – ირაკლი ზირაქაშვილი (65 კგ. მარცხენა)

ოქრო – გიორგი მელიქიშვილი (80 კგ. მარჯვენა)

ვერცხლი – ნიკოლოზ ბაჟალაძე (+ 80 კგ. მარჯვენა)

ვერცხლი – გოჩა სიჭინავა (65 კგ. მარცხენა)

ვერცხლი – მერაბ ბროლიანი (70 კგ. მარცხენა)

ვერცხლი – თორნიკე გიგაური (75 კგ. მარცხენა)

ვერცხლი – ნიკოლოზ ბაჟალაძე (+80 კგ. მარცხენა)

ვერცხლი – თორნიკე გიგაური (75 კგ. მარჯვენა)

ბრინჯაო – ლევან დავითაშვილი (55 კგ. მარჯვენა)

 

21-წლამდე

ოქრო – ალექსი ზავრაშვილი (60 კგ. მარჯვენა)

ოქრო – იმედა ჭინჭარაული (60 კგ. მარცხენა)

ვერცხლი – ალექსი ზავრაშვილი (60 კგ. მარცხენა)

ვერცხლი – გურამ აბულაშვილი (65 კგ. მარცხენა)

ვერცხლი – გიორგი ჯაშიაშვილი (55 კგ. მარჯვენა)

ვერცხლი – გურამ აბულაშვილი (65 კგ. მარჯვენა)

ვერცხლი – ელჩინ ბინატოვი (80 კგ. მარჯვენა)

ბრინჯაო – გიორგი ჯაშიაშვილი (55 კგ. მარცხენა)

ბრინჯაო – იმედა ჭინჭარაული (60 კგ. მარჯვენა)

 

დიდები

ოქრო – ლევან საგინაშვილი (+110 კგ. მარჯვენა)

ოქრო – ალექსი ფრეწუაშვილი (55 კგ. მარჯვენა)

ოქრო – ჯამბულ ვიბლიანი (65 კგ. მარჯვენა)

ვერცხლი – ზურაბ თავბერიძე (80 კგ. მარჯვენა)

ვერცხლი – ალექსი ფრეწუაშვილი (55 კგ. მარცხენა)

ვერცხლი – ჯამბულ ვიბლიანი (65 კგ. მარცხენა)

ვერცხლი – ზურაბ თავბერიძე (80 კგ. მარცხენა)

ვერცხლი – ლევან საგინაშვილი (+ 110 კგ, მარცხენა)

ბრინჯაო – ზაზა კობაიძე (85 კგ. მარცხენა)

ბრინჯაო – ირაკლი გამთენაძე (90 კგ. მარცხენა)

ბრინჯაო – ვილენ გაბრავა (65 კგ. მარცხენა)

ბრინჯაო – ზაურ ხუბაშვილი (55 კგ. მარჯვენა)

ბრინჯაო – ვასილ დაუთაშვილი (100 კგ. მარჯვენა)

ბრინჯაო – იმედა ჭინჭარაული (60 კგ. მარცხენა)

საზაფხულო სკოლა პიარტექნოლოგიებში დასრულდა

„საინტერესო აღმოჩნდა პიარ-სკოლა, რომელშიც მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ უფრო ახლოს გავცნობოდი პიარის საფუძვლებს. მე, როგორც ჟურნალისტი არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში პრესსამსახურში ვიმუშაო, ამიტომ ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი“ – გვითხრა ერთ-ერთმა მონაწილემ დიანა თურმანიძემ.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები პრაქტიკულ დავალებას გუნდურად ასრულებენ

 

საზაფხულო სკოლა პიარტექნოლოგიებში საკონსულტაციო ჯგუფ „ჯეპრას“ ბათუმის ფილიალის „ჯეპრა ბათუმის“ ორგანიზატორობით ჩატარდა. 5-6 საათიანი ლეციები შაბათ-კვირას მიმდინარეობდა და მოიცავდა საკითხებს პიარის საფუძვლებსა და ორგანიზაციის იმიჯის მართვაში, სიტყვით გამოსვლის ტექნოლოგიისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებში, ბრენდინგსა და კრიზისის მენეჯმენტში, ინტერვიუს ტექნოლოგიებსა და სოციალური მედიის მართვაში, ღონისძიებების მართვასა და პიარ კამპანიების ორგანიზებაში.

ლექციები წაიკითხეს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა კახა მაღრაძემ, სოსო გალუმაშვილმა, ზურა ბალანჩივაძემ, ანდრო მეტრეველმა და ნათია სირაბიძემ.

თითოეული ტრენერი თავისი საგნის შესაბამისად წამოჭრიდა პრობლემას, რომლის ირგვლივაც გუნდურად დაყოფილი მსმენელები მის გადაწყვეტაზე მუშაობდნენ, შემდეგ კი პრეზენტაციის სახით წარადგენდნენ აუდიტორიის წინაშე.

„ყველა ორგანიზაციისთვის აუცილებელია ისეთი თანამშრომლის ყოლა, ვინც მიჩვეულია გუნდურად მუშაობას. საზაფხულო სკოლის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო ის, რომ ჩვენი მსმენელები მიგვეჩვია გუნდურად მუშაობას“ – განუცხადა „ბათუმელებს“ „ჯეპრას“ საზაფხულო სკოლის კოორდინატორმა ბათუმში სოფო ლორთქიფანიძემ.

სტუდენტებმა საზაფხულო სკოლის ბოლო დღეს პრაქტიკული დავალებები შაასრულეს. ტრენინგი აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატში ჩატარდა და მას „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი კახა მაღრაძე უძვებოდა.

კახა მაღრაძე – პიარისა და მარკეტინგული ორგანიზაცია ”ჯეპრას” უფროსი პარტნიორი

„საზაფხულო სკოლას ესწრებოდნენ ძირითადად პრაქტიკოსი ადამინები, ვინც მოშაობენ პიარის ან მარკეტინგული კომუნიკაციების კუთხით სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში, ბიზნეს ორგანიზაციებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში. მათი შეფასებებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ჩვენი კურსი დაეხმარა ყველა სტუდენტს, მათი ცოდნის სისტემატიზაციასა და აკადემიური კუთხით საზოგადოებასთან ურთიერთობის დანახვაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოლო ლექციები, რომლებიც პიარკამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას ეხებოდა, რისი პრაქტიკა ნაკლებადაა ჩვენთან დანერგილი“ – თქვა კახა მაღრაძემ.

სოფო ლორთქიფანიძის თქმით, კომპანია სამომავლოდაც გაგმავს მსგავსი ტრენინგების ჩატარებას სხვა მიმართულებებითაც.

 

 

 

რა შეიცვალა ყოფილი პრივატბანკის კლიენტებისთვის

 

„საქართველოს ბანკში“ მითხრეს, რომ ზუსტად იმავე პირობებით მომცემდნენ მათ ბარათს, რა პირობებითაც ვსარგებლობდი „პრივატბანკის“ ბარათით. ავიღე „ექსპრეს ქარდი“, გავანაღდე 100 ლარი და თუ „ტაოს“ დროს ზედმეტ 4 ლარს ვიხდიდი, ახლა ეს თანხა 5,9 ლარია. თუ იმავე პირობებით ცვლიან, რატომ გამიზარდეს საპროცენტო განაკვეთი გამოყენებულ თანხაზე და რატომ უნდა გადავიხადო ზედმეტი თანხა ბარათით შესყიდვის დროს? ეს სერვისი ადრე უფასო იყო“, – ამბობს რესპონდენტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ე.წ. „მარწყვი ბარათი“ „საქართველოს ბანკის“ ბარათით შეცვალა.

არიან ადამიანები, ვისაც რამდენიმე წლის წინ ორგანიზაციებმა გაუხსნეს სახელფასო ანგარიშები „ტაო ბანკში“, არ უსარგებლიათ ამ ანგარიშებით, ახლა კი უკავშირდებიან „საქართველოს ბანკიდან“ და ეუბნებიან, რომ აქვთ დავალიანება. უნდა გაეფრთხილებინა თუ არა „ტაო ბანკს“ ასეთი კლიენტები, რომ დავალიანება უგროვდებოდათ? დგება თუ არა ამ შემთხვევაში ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი და რა მიდგომა აქვს ასეთ კლიენტებთან „საქართველოს ბანკს“? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებმა“ პასუხი ბანკისგან ვერ მიიღო.

„კონკრეტულ ქეისებს რაც შეეხება, კორპორატიული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, არ მაქვს უფლება საჯაროდ ვისაუბრო კონკრეტული ადამიანის შემთხვევაზე. მომწერეთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი და აუცილებლად გადავცემ შესაბამის დეპარტამენტს, სადაც დეტალურად გაარკვევენ ყველაფერს.

რაც შეეხება კლიენტთა ინფორმირებას – საქართველოს ბანკის საიტზე თავიდანვე იდო და დევს ყველანაირი ინფორმაცია პროდუქტებზე, რამაც შეიძლება მომხმარებელი დააინტერესოს. ასევე სატელეფონო ცენტრი და საქართველოს ბანკის სერვისცენტრის ყველა თანამშრომელი ამომწურავ ინფორმაციას აძლევს მომხმარებელს მისთვის საინტერესო საკითხზე. ნებისმიერი კითხვის დროს მომხარებელს შეუძლია დარეკოს 2444 444-ზე და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია, ან მიმართოს საქართველოს ბანკის სერვისცენტრს“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხათუნა კაკაბაძემ.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ამომწურავი ინფორმაცია ვერ მიიღო ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელიც ადრე „ტაო პრივატ ბანკის“ „გოლდ ბარათით“ სარგებლობდა: „ბარათი შევავსე და ბანკის თანამშრომლებს ვთხოვე გაეუქმებინა. მითხრეს, თუ არ გამოვიყენებდი ავტომატურ რეჟიმში გაუქმდებოდა. ბანკების გაერთიანების შემდეგ საქართველოს ბანკიდან დამირეკეს, რამდენიმე თეთრი დავალიანება გაქვთ ბარათზე და დაფარეო… როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ადრე დაფარული ტაო პრივატბანკის ბარათზე… ერთი დღის განმავლობაში საქართველოს ბანკში ოპერატორთან დავალიანება დავფარე და მეორესთან გადავედი ანგარიშის გასაუქმებლად. აღმოჩნდა, რომ თურმე უფრო მეტი მქონია დავალიანება. მიუხედავად მოთხოვნისა – რის თანხას ვიხდიდი, პასუხი ვერ მივიღე. რამდენიმე საათი დავკარგე, გადავიხადე რასაც ე.წ. პროგრამა აჩვენებდა და მოვითხოვე წერილობით მოეწოდებინათ ინფორმაცია, რისი თანხა გადამახდევინეს, რაზეც მიპასუხეს, ჩვენ მსგავსი სერვისი არ გვაქვსო. რამდენიმე დღეში დამირეკეს _ თქვენი ანგარიში გაუქმებულია და საბუთებს ხელი მოაწერეთო. მოვაწერე საბუთებს ხელი ანგარიშის გაუქმებაზე და რამდენიმე დღეში მომდის შეტყობინება – თქვენი ანგარიში არ დაიხურა, გთხოვთ, მიმართოთ ნებისმიერ სერვისცენტრს. რა თქმა უნდა, არ მივსულვარ, არც არაფერი მომიკითხია, მაგრამ არც არანაირად არ ვარ დაზღვეული, აქტიური და არსებული „ამექსი“ ბარათიდან არ ჩამომაჭრიან თანხას“.

მთავარი, რასაც „საქართველოს ბანკი“ სთავაზობს იმ მომხმარებელს, ვისაც „პრივატბაკში“ ჰქონდა საკრედიტო ბარათები და შესაბამისად დავალიანება, არის ის, რომ ამ სესხის ვადას გაუგრძელებენ. „საქართველოს ბანკი, ისევე როგორც სხვა დროს, სთავაზობს მათ სესხის რესტრუქტურიზაციას. ეს ნიშნავს: სესხის ვადის გაგრძელებას, ყოველთვიურად გადასახადი თანხის შემცირებას, სესხის თანხის გადანაწილებას და ა.შ.“ – გვიპასუხეს „საქართველოს ბანკიდან“.

რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთ კლიენტს საერთოდ „გაუნულდა“ სესხი, რომელსაც „პრივატბანკში“ წლების განმავლობაში ვერ იხდიდა, ბანკში აცხადებენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ჩვენი ინფორმაციით, კლიენტებს, რომლებსაც ხელფასი ერიცხებოდათ „საქართველოს ბანკში“ და დავალიანება ჰქონდათ „პრივატბანკში“, მათ „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშები „გაუყინა“ „საქართველოს ბანკმა“.

„როდესაც მომხმარებელს აქვს საკრედიტო დავალიანება, ამ დავალიანებაზე ვადაგადაცილების შემთხვევაში, პროცენტი იფარება კლიენტის ანგარიშიდან, მათ შორის სახელფასო ანგარიშიდანაც. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუ მომხმარებელი ვერ ახერხებს ვადაგადაცილებული თანხის გადახდას, ბანკი სთავაზობს ვალდებულებების რესრუქტურიზაციას“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“, რომელიც თავის ვებგვერდზე „პრივატბანკის“ კლიენტებს აფრთხილებდა, რომ შერწყმის შემდეგ მათ მოემსახურებოდნენ „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებში და დისტანციური არხებით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ „საქართველოს ბანკის“ ინფრასტრუქტურა და საბანკო პოლიტიკა განსხვავდებოდა „პრივატბანკში“ არსებულისგან, მათი საბანკო მომსახურება განხორციელდებოდა გარკვეული პირობების გათვალისწინებით (რომელიც ასევე გამოქვეყნებულია ვებგვერდზე).

„თუ არ ეთანხმებით მოცემულ პირობებს, უფლებამოსილი ხართ, აღნიშნული საფუძვლით, შერწყმიდან 60 კალენდარული დღის ვადაში ან შერწყმამდე, შეწყვიტოთ შესაბამისი საბანკო მომსახურება იმ პირობით, რომ არ გაგაჩნიათ რაიმე სახის შეუსრულებელი ან/და შესასრულებელი ვალდებულება „პრივატბანკის“ თუ „საქართველოს ბანკის“ მიმართ“ – აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ განცხადებაში.

„პრივატბანკი“ „საქართველოს ბანკს“ მიმდინარე წლის 11 მაისს შეერწყა. აქედან გამომდინარე ყოფილი „პრივატბანკის“ კლიენტებს, რომლებისთვისაც არ არის მისაღები „საქართველოს ბანკის“ მომსახურების პირობები, შეუძლიათ 2015 წლის 11 ივლისამდე შეწყვიტონ ხელშეკრულება.

შერწყმიდან 60 კალენდარული დღის შემდეგ (ანუ, 2015 წლის 11 ივლისიდან) „პრივატბანკის“ მომხმარებელი ფიზიკური პირების პლასტიკურ ბარათებზე არსებულ დადებით ნაშთზე შეწყდება საპროცენტო სარგებლის დარიცხვა;

ამასთან, პლასტიკური ბარათებიდან თანხის განაღდების საკომისიო განისაზღვრება მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ სტანდარტული პირობებით; ხოლო „პრივატბანკის“ სახელფასო პროგრამის ფარგლებში გაცემული საბანკო ბარათის მფლობელ ფიზიკურ პირებზე იმოქმედებს „საქართველოს ბანკში“ დადგენილი შეღავათიანი ტარიფი და „საქართველოს ბანკის“ მიერ დადგენილი სხვა სტანდარტული პირობები, რომლებიც ასევე მოცემულია ბანკის ვებგვერდზე.

მომხმარებლებს, რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციებში, რომლებსაც „ტაო პრივატ ბანკი“ ემსახურებოდა, ჩვენი ინფორმაციით, სახელფასო ბარათების დამზადებაში „საქართველოს ბანკი“ 55 ლარს სთხოვს. კითხვაზე, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს? „საქართველოს ბანკიდან“ გვიპასუხეს: „საქართველოს ბანკი გასცემს სხვადასხვა ტიპის სადებეტო ბარათებს, რომელთაც აქვთ განსხვავებული ღირებულება. მომხმარებელს აქვს საშუალება, თავად აირჩიოს სახელფასო ბარათის ტიპი. ამასთან, ამჟამად მიმდინარეობს აქცია „ექსპრესბარათი“ და მომხარებელს საშუალება აქვს აქციის ფარგლებში სრულიად უფასოდ აიღოს ექსპრესქარდი“.

ბანკის ვებგვერდის მონაცემებით ეს აქცია 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

„პრივატბანკის“ მომხმარებელი ფიზიკური პირების მიმდინარე ანგარიშების მომსახურება უფასოა ბანკების შერწყმიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, ანუ 11 ივლისამდე. შემდეგ იმოქმედებს „საქართველოს ბანკში“ დადგენილი სტანდარტული ტარიფები. თუმცა, შერწყმის მომენტიდან, ანუ 11 მაისიდან, „პრივატბანკის“ მომხმარებელი ფიზიკური პირების საკრედიტო ბარათებზე ჯარიმის დარიცხვის მეთოდი და მოცულობა უკვე „საქართველოს ბანკის“ სტანდარტული პირობებით განისაზღვრება.

ბანკების შერწყმის მომენტიდან გაუქმებულია „პრივატბანკის“ ყველა ნულოვანი ნაშთის მქონე ანაბარი. შერწყმის მომენტიდან შეწყვეტილია ასევე „პრივატბანკის“ პირობებით არსებული არაერთი მომსახურება – ეს ეხება ფულად გზავნილებს, დისტანციურ მომსახურებებს, ანაბრებს, ინკასაციას და განვადებებსაც კი.

მაგალითად, პრივატბანკის „სტანდარტული განვადების“ პარტნიორებს, რომლებიც შერწყმის მომენტისთვის სარგებლობდნენ `საქართველოს ბანკის“ განვადების სერვისით, შერწყმის მომენტისთვის შეუწყდათ „პრივატბანკის“ „სტანდარტული განვადებით“ სარგებლობა და სარგებლობენ `საქართველოს ბანკის~ განვადების სერვისით; „სტანდარტული განვადების“ იმ პარტნიორებს კი, რომლებიც შერწყმის მომენტისთვის არ სარგებლობდნენ „საქართველოს ბანკის“ განვადების სერვისით, „საქართველოს ბანკი“ უკვე მის მიერ დადგენილი სტანდარტული პირობებით ემსახურება.

შერწყმის მომენტიდან „პრივატბანკის“ მომსახურება – „სტანდარტული უპროცენტო განვადება“ საერთოდ შეწყდა, ხოლო პარტნიორებს, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, შეუძლიათ ისარგებლონ „საქართველოს ბანკის“ განვადების სერვისით.

“ჩერჩილი“ და “პორტო ფრანკო“ – სიგარები ქედიდან

შპს „იმერი“ 1992 წელს დაფუძნდა, თუმცა ქედაში სიგარის დამზადება გასული წლის ბოლოს დაიწყო. ვიდრე კომპანია ქედაში სიგარის წარმოებას დაიწყებდა, კომპანია სიგარას საზღვარგარეთ, კერძოდ ინდონეზიაში ამზადებდა.

პირველი ქართული სიგარა კომპანიამ 2009 წლის 5 მაისს ინდონეზიაში, კომპანია „ტარუ მარტინი 1918“-ში დაამზადა. მას შემდეგ, წლების განმავლობაში „იმერი“ ქართულ-ინდონეზიურ თამბაქოსგან სიგარას ინდონეზიაში ამზადებდა და სარეალიზაციოდ საქართველოში ჩამოჰქონდა.

საწარმოს ორი მფლობელი ჰყავს: ირაკლი ავალიანი და თამაზ თურმანიძე.

დაბა ქედაში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, დაახლოებით 5 000 მეტრი ფართობი „იმერის“ საკუთრებაშია, თუმცა საწარმო ამ დროისთვის 300 კვადრატზეა გაშენებული. ერთ-ერთი მეწილე ირაკლი ავალიანი ამბობს, რომ ქედაში სიგარას ადგილობრივი და ინდონეზიიდან შემოტანილი თამბაქოს ნარევით ამზადებენ.

„თუ სიგარაში ჩვენი თამბაქო არ გაერია, არ გამოვა კარგი, შესაბამისად, არც მყიდველი გვეყოლება. „აჭარა“, „ჩერჩილი“, „თიფლისი“, „ბახუსი“, „პორტო-ფრანკო“… სულ 23 დასახელების სიგარას ვამზადებთ. ვიდრე ქედაში გავხსნიდით საწარმოს, ინდონეზიაში ჩაგვქონდა ქართული თამბაქო და ქართულ-ინდონეზიური თამბაქოს ნაზავით ვამზადებდით. სიგარა იქედან ჩამოგვქონდა საქართველოში.

რთულია თქვა, ერთ თვეში რამდენს ვაწარმოებთ. ეს, ძირითადად, მოთხოვნაზეა დამოკიდებული, მოთხოვნის შესაბამისად ვზრდით წარმოებას, დამოკიდებული ვართ რეალიზაციაზე. სავარაუდოდ, დღეში 800 ცალამდე ვამზადებთ, რაც შეეხება ქართულ თამბაქოს, მას სოფელში მოსახლეობისგან ვიბარებთ“.

იმერში, როგორც მფლობელი ამბობს, ამჟამად 10 მუშახელია დასაქმებული, მათი ანაზღაურება გაწეულ სამუშაოზეა დამოკიდებული. „იმ შემთხვევაში თუ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზრდება, საწარმოს გავაფართოვებთ და მუშახელსაც დავამატებთ“, – ამბობს ირაკლი ავალიანი.

კომპანიას ქედაში დამზადებული სიგარა სხვადასხვა რეგიონში გააქვს. გარდა ადგილობრივი ბაზრისა, მწარმოებლები ქართულ სიგარას თურქეთშიც ყიდის. თამაზ თურმანიძე იმედოვნებს, რომ მალე სიგარას სხვა ქვეყნების ბაზრებზეც გაიტანენ.

„ჩვენ შეგვიძლია თვეში დაახლოებით 30 000 ღერი სიგარილა, 30 000 პაკეტი გასახვევი თამბაქო და სხვადასხვა დასახელების აქსესუარები, საფერფლეები, ხის კოლოფები და ა.შ. ვაწარმოოთ. ჩვენი ძირითადი ბაზარი საქართველოა, თუმცა ყველა დასახელების სიგარა გაგვაქვს თურქეთში. ასევე უცხოური ბაზრის შესწავლის პროცესში ვართ“, – ამბობს თამაზ თურმანიძე.

საწარმოს მოსაწყობად კომპანიამ 40 000 დოლარი სახელმწიფოსგან შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში მიიღო.

კაფეები ტროტუარებზე – რა ცვლილება იგეგმება კანონში

კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“ აბაშიძის და დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარეობს და ზაფხულობით ტროტუარის მიმდებარე ნაწილი თითქმის დაკავებული აქვს. ტროტუარზე განთავსებულია მაგიდები, სკამები და გამწვანება. სივიწროვის გამო ფეხით მოსიარულეები ან ველობილიკზე უნდა გადავიდნენ, ან ავტომანქანის სავალ ნაწილზე.

მიმდებარე ტროტუარი დაკავებული აქვს მემედ აბაშიძის ქუჩაზე არსებულ კაფე BK-სა და „ბულანჟერიასაც“.
მსგავსი ვითარებაა ძველ ბათუმში, ქუთაისის, მაზნიაშვილისა და სხვა ქუჩებზე, სადაც ყველაზე ბევრი კაფე-ბარი ფუნქციონირებს.

ბათუმის მერიის 2011 წლის 10 თებერვლის დადგენილებით, ღია კაფე ბორდიურიდან 75 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული, სავალი ნაწილიდან კი – ორი მეტრით. თუმცა, როგორც მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის გარევაჭრობის განყოფილებაში ამბობენ, საკრებულოს მიერ დადგენილი პარამეტრები ყველგან დარღვეულია.

„განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ძველ ბათუმში, რადგან იქ ქუჩები ვიწროა და კაფეების გამო მთლიანად იხერგება სავალი ნაწილი. მოქალაქეებს ჰქონდათ ამაზე პრეტენზია და მოგვმართავდნენ ხოლმე. მაგრამ ტროტუარის მთლიანად დაკავებას კანონი ისედაც კრძალავს“, – ამბობს მერიის გარევაჭრობის განყოფილების უფროსი თამაზ გოგიტიძე.
გოგიტიძე ამბობს, რომ მათ წელს კაფე-ბარების მფლობელებზე ტროტუარით სარგებლობის ნებართვა არ გაუციათ: „დღეს რაც გარევაჭრობები არსებობს, ყველა უკანონოა და ექვემდებარება აღებას. ამაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უნდა მოახდინოს რეაგირება და როგორც ვიცი, აფრთხილებს კიდეც, მაგრამ ერთ დღეს აკრძალავ, მეორე დღეს ისევ გამოტანილია.“

მერიაში ამბობენ, რომ გასულ წელს ტროტუარის დაკავების ნებართვა გაცემული იყო კაფე BK-ზე, თუმცა წელს მსგავსი ნებართვა აღარ გაიცემა. „წინა წლებში ქაოტური სიტუაცია იყო, ვინ აწერდა ხელს, ვინ რას გასცემდა, გაუგებარი იყო, წელს გარევაჭრობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დარეგულირდება. უკვე მომზადებულია ცვლილებების პაკეტი, რომელიც საკრებულოს მორიგ სხდომაზე გავა და განიხილება“.

გარევაჭრობის ახალი რეგულაციების მიხედვით, ქალაქი სამ სავაჭრო ზონად უნდა დაიყოს. თამაზ გოგიტიძე: „შესაბამისად, განსხვავებული იქნება გადასახადებიც. დღეს მიზერული გადასახადი არსებობს იგივე ქალაქის ცენტრში არსებულ კაფეებზე ან სხვა სახის სავაჭრო ობიექტებზე, მაგრამ ახალი რეგულაციების მიხედვით, ბულვარის ზონაში უფრო მაღალი სტანდარტი იქნება დაწესებული, გარეუბანთან შედარებით. ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ გარეუბნებში არსებული ობიექტებზეც ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ვიცით, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა პუშკინის ქუჩაზე, ლერმონტოვის, ჭავჭავაძისა და კიდევ სხვა ქუჩებზე. სტანდარტებს ეს ქუჩებიც დაექვემდებარება“.

გასულ წელს გარევაჭრობის მოსაკრებლისგან თვითმმართველობის ბიუჯეტში 30 ათასი ლარი უნდა შესულიყო, თუმცა მერიის გარევაჭრობის განყოფილებაში ამბობენ, რომ დაახლოებით 14 ათასი ლარი დავალიანება დარჩა – მოვაჭრეებმა თანხა არ გადაიხადეს.„მონაცემები გადაგზავნილია იურიდიულ დეპარტამენტში და შემდეგ ალბათ სასამართლოში გადაიგზავნება“, – ამბობს თამაზ გოგიტიძე.

დადგენილების მიხედვით, ყოველთვიური გადასახადი ღია კაფეებისთვის ერთ კვადრატულ მეტრზე (დაახლოებით ერთი მაგიდა და ოთხი სკამი) თვეში სამი ლარია, დახლის კონსტრუქციაზე, სადაც ხილი იყიდება – 5 ლარი, მაცივარზე კი – 6 ლარი.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

 

 

 

ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქად დაზიანდა ავტომობილები.

 

ავტოშემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იმყოფებოდა.

საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებულები ბათუმიდან

გიორგი აგიკიანი, ანრი ჯორბენაძე, ირაკლი ელიაშვილი და საჩოგბურთო კომპლექსის მწვრთნელები: ირაკლი ჟორდანია და ეკა ცინცაძე

„ძალიან ძლიერი მონაწილეები იყვნენ, რთული იყო მათთან შეხვედრა, მაგრამ გავიმარჯვე. კმაყოფილი ვარ ჩემი ასპარეზობით“, – გვითხრა ანრიმ.

როგორც საჩოგბურთო კომპლექსის მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ჟორდანიამ უთხრა „ბათუმელებს“, ბავშვებისთვის ეს იყო პირველი მონაწილეობა გასვლით შეჯიბრში: „ლუკა მამულაძეს შეეძლო მესამე ადგილის მოპოვება, მაგრამ არ გაუმართლა. გიორგი აგიკიანი და ანრი ჯორბენაძე ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს დიდი წარმატებაა ბავშვებისთვის. ისინი წელიწად-ნახევარია ვარჯიშობენ ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსში. მინდა, რომ უფრო მეტი წინსვლა ჰქონდეთ. მომავალში დაგეგმილია ორი ტურნირი, სადაც ეს ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას“.

თეიმურაზ კაკულიას თასი 2005-2006 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ეგიდით 24-31 მაისს ჩატარდა. ტურნირი თბილისში, სამედიცინო კორტ „სითი პარკში“ გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ბავშვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

როგორ ნიშნავენ მოსამართლეებს

2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იური ტყეშელაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა და ჰყავს შვილი ირინე ტყეშელაშვილი. იუსტიციის სკოლის ერთ-ერთ მსმენელად საბჭომ სწორედ ირინე ჩარიცხა. ამ გადაწყვეტილებას ხმა მისცა საბჭოს წევრმა კახა სოფრომაძემ. „ირინე ტყეშელაშვილი მაგისტრი მოსამართლეა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფაქტობრივად, ის ასრულებს მოსამართლის დონის მოვალეობას. მას მეც მივეცი ხმა, როგორც კარგ იურისტს, როგორც პროფესიონალს და არა როგორც ბატონი იურის შვილს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ – კახა სოფრომაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 14 ივნისს [#750 დადგენილებით] აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

გასულ თვეში იუსტიციის სკოლაში ჩაირიცხა ნათია შიოშვილი, რომელიც ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მეუღლეა. „ის პროფესიონალია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ მუშაობდა. ხელფასის გამო მას არც უნდა უღირდეს სასამართლოში წამოსვლა, იმხელა ანაზღაურება აქვს“, – განმარტა სოფრომაძემ.

„კონკურენციას მას ბევრი ვერ გაუწევდა“, – ასე აფასებს კახა სოფრომაძე სკოლის კიდევ ერთ მსმენელს, ქეთევან კობახიძეს. „იუსტიციის სახლის“ იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციას ქეთევან კობახიძე 2013 წლის იანვრიდან იკავებდა. იუსტიციის სახლში მოსვლამდე იგი თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი იყო კერძო სამართლის მიმართულებით, მანამდე კი 2010 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული განვითარებისა და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი; 2008-2009 წლებში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსულტანტი, კიდევ უფრო ადრე კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საჯარო სამართლის სექტორის უფროსი.

მოსამართლეობა სურს და სკოლაში უკვე ჩაირიცხა თამარ კაპანაძე. 2011 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას საქართველოს საგარეო საქმეთა სა მინისტროში, მინისტრის სამდივნოს უფროსის თანამდებობა ეკავა. „ეს არის საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ადვოკატი. მე გამიკვირდა კიდეც, რომ ქალბატონმა თამარმა სკოლაში ჩარიცხვა გადაწყვიტა“, – უთხრა „ბათუმელებს“ საბჭოს წევრმა კახა სოფრომაძემ. სკოლის კიდევ ერთი მსმენელი გახდა ივანე აღნიაშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ილონა თოდუას თანაშემწედ მუშაობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად, იუსტიციის სკოლის მსმენელი გახდა 42 წლის იოსებ აბრამიძეც. ის 1998-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატში სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და შემდეგ წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ანალიზისა და დაგეგმვის სამმართველოს მრჩევლად, შემდეგ – მინისტრის აპარატში თანაშემწედ. 2004 წლის 21 მაისიდან მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2007 წლის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსულტანტად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2010 წლის 1 დეკემბრის ბრძანებით აბრამიძე დაინიშნა სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უფროსად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს აპარატის, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხაში მითითებულია, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის კიდევ ერთი მსმენელი ლეილა გოგიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს აპარატაში მუშაობდა.

32 წლის ნათია გუდაძე ამავე სკოლის მსმენელი კი, 2006 წლის 12 ივნისიდან 2010 წლის 23 მარტამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროში სხდომის მდივნად. 2010 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ. 2012 წლის 15 მაისიდან – ამავე წლის 26 ნოემბრამდე მუშაობდა შპს „გაბ ჯგუფის“ იურისტად. 2011 წელს გაიარა ტრენინგი საბანკო საქმეში. 2012 წლის 5 მაისს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. ჩაბარებულლი აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა ტესტირება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს [2012 წელს] ბრძანებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს კონსულტანტის თანამდებობაზე.

ბათუმელი მინდია ალელიშვილი, რომელსაც წლების წინ აქვს მოსამართლის გამოცდები ჩაბარებული (საადვოკატო საქმიანობის მრავალწიანი გამოცდილებით), უკვე წლებია ცდილობს ამ სკოლაში ჩარიცხვას, თუმცა მსმენელად ის არც წელს აირჩიეს. „მინდია ალელიშვილს ვიცნობ, მისი პროფესიონალიზმიც ვიცი. დადებითად ვაფასებ, მაგრამ მას, სამწუხაროდ, ჩემი ხმა არ ეყო. მე ნამდვილად არ შემიძლია სხვა წევრების მაგივრად რაიმეს თქმა, მაგრამ ეს არის კენჭისყრა – საბჭოს ყველა წევრი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. ჩემი სურვილია, რომ გაცილებით ფართო სპექტრი შევიდეს სკოლაში და შემდგომ გახდნენ მოსამართლეები. ჩემი აზრით, დიდი გამოცდილებისა და სტაჟის მქონე, დამსახურებული ადვოკატები და პროკურორები სკოლის გარეშეც უნდა დაინიშნონ მოსამართლეებად. მაგალითად, მინდია ალელიშვილმა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, ჰყავს ოჯახი, ამ სკოლაში უნდა იაროს 6-8 თვე თბილისში, ეს ძალიან რთულია“, – ამბობს კახა სოფრომაძე.

კითხვაზე, რა ტენდენციაზე მიუთითებს ის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოსამართლეებად ძირითადად ძალოვანი უწყებიდა ინიშნებოდნენ, არჩევნების შემდეგ კი მოსამართლეებად ძირითადად თანაშემწეები, მდივნები ან სასამართლოში მომუშავე ადამიანები ინიშნებიან, კახა სოფრომაძე პასუხობს: „რაც შეეხება დანიშვნის წესს, მე ხმას ვაძლევ ადამიანის პროფესიონალიზმს, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ის ადვოკატი იქნება თუ თანაშემწე, ჩემთვის მთავარია, იყოს პროფესიონალი. ადამიანებს, ვინც სკოლაში ჩაირიცხნენ, პროფესიონალიზმს ვერ დავუწუნებთ“.

საქართველოს პარლამენტის წევრი, იურისტი შალვა შავგულიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისთვის უცნობია იუსტიციის სკოლაში მსმენელის მიღების დროს რას ენიჭება პრიორიტეტი: „სასამართლოს სისტემაში დასაქმებულ პირებს რომ მიენიჭოთ, მაგალითად, უპირატესობა სკოლაში ჩარიცხვის დროს, არ მიმაჩნია გამართლებულად. მოსამართლის თანაშემწეობა ან სასამართლოში სხვა მოხელედ მუშაობა არ იძლევა იმ უნარების შესახებ წარმოდგენას, რაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს მოსამართლეს – დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების სურვილი და უნარი. მოსამართლის თანაშემწე ან სასამართლო სისტემაში დასაქმებული ადამიანის გამოცდილება, ჩემი აზრით, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უნარზე არ მიუთითებს. ჩვენ გვქონდა წლები, როცა თანაშემწეები ინიშნებოდნენ მოსამართლეებად; სასამართლო კორპუსი მოქცეული იყო პოლიტიკური ხელისუფლების გავლენის ქვეშ. თანაშემწეებით შევსებულმა კადრებმა სასამართლო კორპუსი მიიყვანა უნდობლობამდე. მე არ გამოვრიცხავ, რომ მოსამართლეების თანაშემწეები ან სასამართლოში მომუშავე პირები იყვნენ კანონისმიერი გადაწყვეტილების მიმღებნი. მე არ ვაკნინებ ამ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანების შესაძლებლობას, მაგრამ ის, რომ სასამართლოში დასაქმებული მუშაკები უფრო არიან მზად მოსამართლის ძირითადი ფუნქციის განხორციელებისთვის, ეს ასე ნამდვილად არ არის. ეს დაადასტურა განვლილი წლების პრაქტიკამ, თანაშემწეები იყვნენ მორჩილები. ხელისუფლების ნება უნდა იყოს ის, რომ მიიღოს დამოუკიდებელი სასამართლო კორპუსი“.

უსტიციის უმაღლეს საბჭოს 16 წევრი ჰყავს, აქედან ერთს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, ხუთს – პარლამენტი ამტკიცებს, ხოლო 9 წევრი მოქმედი მოსამართლეა, რომლებსაც მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს. ეს საბჭო მოსამართლეს ნიშნავს თანამდებობაზე, უშვებს რეზერვში, განიხილავს მის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე უზრდიან ან აკლებენ ხელფასს, ანუ იღებენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რაც მოსამართლეს ეხება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ურისტმა ანა ბერძენიშვილმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იურისტ-კონსულტანტად ხუთი წელი იმუშავა. ის მოსამართლეთა კონკურსის წესით დანიშვნის პროცესში გამოვლენილ ძირითად ხარვეზებს ასახელებს: მოსამართლეების დანიშვნისა და სკოლაში ჩარიცხვის წესი ნათლად უნდა იყოს წარმოდგენილი. თითოეულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წინასწარ იცოდეს კრიტერიუმი, რითაც შეაფასებს საბჭო. ასევე გამჭირვალე კრიტერიუმებით უნდა ფასდებოდნენ კანდიდატები, მათ შორის ისინიც, რომლებიც ირიცხებიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და ასევე ინიშნებიან მოსამართლეებად, რათა კითხვითი ნიშნები არ გაჩნდეს იგივე საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, ადამიანს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რატომ ეთქვა უარი მოსამართლედ დანიშვნაზე“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არ არიან ვალდებულები, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება, რატომ დაუჭირეს ამა თუ იმ კანდიდატს მხარი, ან რატომ უთხრეს უარი. სკოლაში ჩარიცხვა არ ნიშნავს მოსამართლედ გამწესებას, თუმცა მოსამართლეებად მხოლოდ ამ სკოლის კურსდამთავრებულები ინიშნებიან.



კარდიოლოგიური უფასო გამოკვლევები ქედასა და შუახევში

 

სამედიცინო ცენტრი ქედაში

 

პაციენტებს, კარდეოლოგიურ გამოკვლევასა და კონსულტაციას თბილისისა და ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმები უტარებენ. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს გულის ექოსკოპიური კვლევაც უტარდებათ.

 

აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო მომსახურებას, კორპორაცია „ევექსი“ ატარებს. აქცია, 20 ივნისს, 17 საათამდე გაგრძელდება.

 

მირანდა ჩარკვიანი: სააგენტომ ბიზნესი პარტნიორად უნდა აქციოს

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან კიდევ ერთი მაღლივი შენობის მშენებლობა იგეგმება. განიხილება ბარათაშვილის #24 მდებარე ორსართულიანი სახლის ადგილას შვიდსართულიანი სახლის მშენებლობის საკითხიც. ამ საკითხების ფონზე კვლავ გაურკვეველია, რა ბედი ელის ყოფილი პირველი აფთიაქის შენობას ევროპის მოედანზე და კაფე „რვაფეხას“ ბულვარის ტერიტორიაზე.

კიდევ ერთი მაღლივი შენობა ბათუმის ბულვართან

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ნინოშვილის ქუჩის #5-ში, შენობის დემონტაჟი მერიის ნებართვით მიმდინარეობს. ამ ადგილას დაახლოებით 120 მეტრის სიმაღლის შენობა უნდა აშენდეს. საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა განცხადებას, რომლითაც კომპანიამ ბათუმის მერიას მიმართა, აჭარის მთავრობის შუამდგომლობა ახლავს K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით. მსგავსი შუამდგომლობის შემთხვევაში კომპანიების მოთხოვნა ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის კმაყოფილდება, ყოველ შემთხვევაში, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ვერ იხსენებს შემთხვევას, როცა მთავრობის შუამდგომლობით შესული საკითხი ქალაქის მერიას დადებითად არ გადაეწყვიტოს.

ნინოშვილის #5-ში დაახლოებით 120 მეტრის სიმაღლის შენობის აგებაზე ნებართვის საკითხს აჭარაში ორი სახელმწიფო უწყება წყვეტს: ბათუმის მერია და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.

„…ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან ცათამბჯენი მთლიანად შეუცვლის იერსახეს ბათუმის ბულვარს და ბათუმელებისა და ქალაქში ჩამოსული ტურისტების დასვენებისა და შეხვედრის საყვარელ ადგილს ერთი შენობის ეზოდ აქცევს… ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. მისი განაშენიანება 130 წლის წინ დაიწყო. ადგილი, სადაც ამჟამად მშენებლობა იგეგმება, ბათუმის თვითმმართველობამ 1884 წელს შეიძინა ბულვარის გასაფართოებლად, შესაბამისად, ბათუმის ბულვარი პირველ რიგში ბათუმელების, თითოეული ჩვენგანის საკუთრებას წარმოადგენს.

…მხარს ვუჭერთ და მივესალმებით ბათუმში თანამედროვე არქიტექტურული ტენდენციების გამოჩენას და განვითარებას, ბათუმელების დასაქმებას, ტურიზმის განვითარებას, მაგრამ არა ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის და ბათუმის ბულვარის განადგურების ხარჯზე…“ – ეს ტექსტი 2011 წლის აპრილში გამოქვეყნდა და ბათუმში მცხოვრებლებს ბულვარის დასაცავად მოუწოდებდა იმ დროს, როცა ბულვარში, ზუსტად ნინოშვილის #5-ის წინ, ბულვარის ტერიტორია გაიჩეხა და აქ ბიზნესცენტრის, მოგვიანებით ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად წოდებული შენობის აგება დაიწყეს.

ბულვარის დასაცავად მომზადებული ტექსტის ერთ-ერთი მთავარი ავტორი მირანდა ჩარკვიანი იყო, რომელიც ახლა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობს. იგი ამავდროულად სააგენტოში იმ საბჭოს ხელმძღვანელიცაა, რომელმაც ბულვარის წინ, ნინოშვილის #5-ში, მაღლივი შენობის პროექტის შესახებ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

საბჭოს პროექტი ჯერ არ განუხილავს, თუმცა მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ ეს შემთხვევა განსხვავებულია, რადგან შენობა უშუალოდ ბულვარის ტერიტორიაზე არ უნდა აიგოს: „განსხვავება ძალიან დიდია, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბულვარის ტერიტორია იყო, გამწვანებული ხეებით, ეს ტერიტორია კი განაშენიანებულ ზონაშია. ეს არ არის დაუსახლებელი და მწვანე ზოლი და ამიტომ ამ კონტექსტში ვერ გავნიხილავთ. ეს არის ბულვარისპირა, განაშენიანებული ზოლი და უნდა წავიკითხოთ როგორც ბულვართან კონტექსტში მყოფი არქიტექტურა და არა როგორც ბულვარი“.

მირანდა ჩარკვიანის თქმით, ამჟამად საკითხის განხილვა შეჩერებულია, სააგენტოს ნინოშვილის #5-ის გვერდით სახლში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მცხოვრებლებმა მიმართეს. მათი თქმით, ნინოშვილის #5-ში დემონტაჟის შედეგად მათი სახლი ზიანდება. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროცესები შეისწავლეს, დემონტაჟის პროცესს აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში ჩაერევიან.

კითხვაზე, აქვს თუ არა შენიშვნები სააგენტოს ბულვართან [რომელიც თავის მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და კანონი იცავს მის მიმდებარე ტერიტორიასაც] ახლოს დაგეგმილი შენობის სიმაღლესთან დაკავშირებით, სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს მხოლოდ სააგენტოს თემა არ არის, რადგან ქალაქის განაშენიანება სხვა რეგულაციებითაც რეგულირდება.

„ჩემი სახლიდანაც ჩანდა მთები, ძალიან კარგი პეიზაჟი მქონდა. ურბანული განაშენიანება მოხდა და ახლა ჩანს სახლები. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო სასიამოვნო იყო, როცა აივანზე ვიჯექი და მთებს ვუყურებდი, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ვცხოვრობ ქალაქის ცენტრში და ყველაფერი ერთად: ზღვაც, მთაც და ურბანული განაშენიანებაც ცოტა რთული ფუფუნებაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემონტაჟმა არ დააზიანოს ძეგლი [გვერდით მდებარე შენობა] და მეორე – უნდა ნახონ ხელოვნებათმცოდნეებმა და არქიტეტორებმა, ეს არქიტექტურა ამ ძეგლის გვერდით როგორ გამოჩნდება. იქნება ეს მისთვის ფონი, რომელიც უკეთესად გამოაჩენს, თუ პირიქით. მე მინდა, რომ ბულვარში, ძველისა და ახლის მონაცვლეობაში აქცენტები იყოს ძეგლებზე დასმული, ჩანდეს ძველი არქიტექტურა. საბოლოო ჯამში, პროფესიონალების აზრს დავეყრდნობი.“

ძეგლის სტატუსის გარეშე – ბარათაშვილის #24

თითქმის გადაწყვეტილია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული სახლის ბედი ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩის #24-ში. ამ ადგილას კომპანია „დარ ბილდინგი“ გეგმავს შვიდსართულიანი სახლის აგებას. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურმა კომპანიის წინადადება პირველ სტადიაზე, რაც ქალაქმშენებლობის პირობების დადგენას, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებას გულისხმობს, უკვე განიხილა.
ბარათაშვილის #24-ში მდებარე შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსთნ არსებულმა საბჭომ ორჯერ განიხილა. 2014 წლის 3 ივნისს გამართულ სტრატეგიული სექციის სხდომას 5 წევრი ესწრებოდა. სპეციალისტებმა ხელოვნებათმცოდნე ს. სანიკიძის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით დაადგინეს, რომ ბარათაშვილის #24-ში მდებარე შენობა ძეგლის სტატუსს იმსახურებდა. ოქმში ვკითხულობთ: „მიეცეს რეკომენდაცია სტატუსის მისანიჭებლად~ [ბ. მაცაბერიძე], მიეცეს დადებითი შეფასება [გიორგი გაგოშიძე], პროექტს დადებით შეფასებას ვაძლევთ [დავით ხოშტარია], ღირებული არქიტექტურაა, თავისი ეპოქის არქიტექტურული ღირებულებით [გია ჭანიშვილი], გასაძეგლებელია – ნიკო ზაზუნაშვილი. ოქმის ბოლოს შეფასებაში ვკითხულობთ: „დაადგინეს: ქ. ბათუმში, ბარათაშვილის ქ. #24-ში მდებარე ნაგებობას მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.“

ბარათაშვილის #24, შოთა გუჯაბიძის ფოტო
ბარათაშვილის #24, შოთა გუჯაბიძის ფოტო

2014 წლის ბოლოს კი თბილისში ახალი სხდომა გაიმართა, რომელსაც კახა ტრაპაიძე, გიორგი გაგოშიძე, გია ჭანიშვილი, ნიკოლოზ ზაზუნაშვილი და თემურ ბიბილური ესწრებოდნენ. სხდომამ ხელახლა განიხილა საკითხი და ამჯერად ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილის მიერ მომზადებული სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა/ძეგლის ბარათი გაითვალისწინა: „ვითვალისწინებ ქალბატონი ანდრონიკაშვილის დასკვნას, „უარი ეთქვას…“ და საბოლოო რეკომენდაცია: „ნაგებობას არ მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.“

პირველი დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სახლი ძეგლის სტატუსს იმსახურებდა მისი ნიშან-თვისებების გამო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაკვეთით მომზადდა. მეორე დასკვნა, სადაც წერია, რომ შენობას ძეგლის გამოხატული ნიშან-თვისებები არ აქვს, შენობის მესაკუთრის მიერ მოწვეული ხელოვნებათმცოდნის მიერ იყო მომზადებული, თუმცა სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ სწორედ ამ უკანასკნელის რეკომენდაცია გაითვალისწინა. კითხვაზე, რატომ შეცვალა გადაწყვეტილება სააგენტოს საბჭომ, სააგენტოს იურისტმა, თეა ონიანმა „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ შენობის მფლობელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სააგენტოს და წარადგინა დასკვნა, რომელიც კომპეტენტური პირის მიერ იყო მომზადებული. მიუხედავად ინტერესთა აშკარა კონფლიქტისა, სააგენტომ სწორედ მეორე დასკვნა გაითვალისწინა.

ორივე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბარათაშვილის #24-ში არსებული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-ათვისება ახალი მშენებლობით მხოლოდ ბათუმის ისტორიული ცენტრის მასშტაბში არსებული სართულიანობისა და არქიტექტურული რიტმის შენარჩუნებით უნდა მოხდეს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამ საკითხის განხილვას, მიუხედავად წინაპირობისა, აზრთა სხვადასხვაობა არ მოჰყოლია. 25 მაისს საბჭოზე განხილულ საკითხს – ბარათაშვილის #24-ში მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას დამსწრე ხუთი წევრიდან ოთხმა მხარი დაუჭირა, მათ შორის სააგენტოს ხელმძღვანელმაც.

„რომ მინიჭებოდა სტატუსი, მე მოხარული ვიქნებოდი, ნამდვილად არის საინტერესო ნიმუში. რადგან სტატუსი ამ სახლს არ იცავდა, საკითხი მოვნიშნე როგორ: თუ ამაზე ეტყვი უარს განმცხადებელს და თან არასაკმარისად დასაბუთებულს, აუცილებლად წავა სასამართლოში და მოგიგებს ამ პროცესს. იმ ფონზე, როცა სააგენტომ თქვა, რომ ეს არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, კიდევ ერთი კოზირია ამ შემთხვევაში დამკვეთის მხარეს. ამიტომ წაგებულ თამაშს მე ვამჯობინე, რომ შევხედავ წარმოდგენილ პროექტებს და თუ მათ შორის რომელიმე იქნება ისეთი, რომ ჩავთვლი, უკეთესი გაკეთდა არა უარესი, მივიჩნევ, რომ ძალიან არ დამიშავებია. ჯერჯერობით პროექტი არ არის დამტკიცებული, მხოლოდ პირველი ეტაპი გაიარა. არსებული მასშტაბი შევინარჩუნეთ, რადგან განიერი ქუჩაა და ის მასშტაბი იქ არსებობს. არქიტექტურა უნდა იყოს აუცილებლად კარგი“, – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

ბარათაშვილის #24-ში მრავალფუნქციური ობიექტის აგების წინააღმდეგი მხოლოდ სააგენტოს ყოფილი ხელძღვანელი, ამჟამად სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ბიძინა აფხაზავა იყო. „თავის დროზე ამ შენობისთვის ძეგლის სტატუსს ვითხოვდით. მოხდა ისე, რომ სტატუსი არ მისცეს და როგორ ვიტყოდი, ეს არ არის ძეგლი და დაანგრიეთ-მეთქი“, – ამბობს ბიძინა აფხაზავა.

საკითხის განხილვისას სხდომას არ ესწრებოდა ბათუმის საკრებულოს წევრი და სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ზაურ ახვლედიანი. იგი მივლინებაში იმყოფებოდა. კითხვაზე, მისცემდა თუ არა ხმას ბარათაშვილის #24-ში ახალი, 7-სართულიანი შენობის აგებას, პასუხობს, რომ ზუსტად არ იცის, რადგან არ დასწრებია საკითხის განხილვას: „ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ნებართვის გაცემა სწორია. რადგან, კომპეტენტური პირების დასკვნა ასეთი იყო. პირადი მოსაზრება ცოტა განსხვავებულია, მაგრამ მე იურისტი ვარ. ვფიქრობ, ეროვნული სააგენტოს იმ წევრებმა უნდა გასცენ პასუხი კითხვას, რატომ არ მიანიჭეს შენობას ძეგლის სტატუსი, თუ კი დასაბუთება არ არის საკმარისი“.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ მერიაში საკითხის განხილვის პირველი სტადიის შემდეგ კომპანიას შენობის დემონტაჟის უფლება აქვს, მაგრამ პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს, რაც ბარათაშვილის #24-ის შემთხვევაში ჯერ არ მომხდარა. „მე ვფიქრობ, 7-სართულიანი შენობა არ იქნება აქ ურბანული ქსოვილიდან ამოვარდნილი და არ დაარღვევს ალბათ განაშენიანების ზოგად პრინციპებს, რომელიც იმ ადგილას არის“, – ამბობს ირაკლი ახალაძე. კითხვაზე, შეიძლება თუ არა 7-სართულიანი სახლის სიმაღლე კიდევ უფრო გაიზარდოს, იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია ბიუჯეტში შეიტანს თანხას [მსგავს პრაქტიკას ხშირად მიმართავენ ბათუმში მშენებელი კომპანიები], არქიტექტურის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ გადაჭრით იმის თქმა, რომ ეს არ მოხდება, რთულია.

კულტურული მემკვიდრეობის მართვის ახალი პოლიტიკა

„მე მგონია, რომ სააგენტომ ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ბიზნესთან, თუ უნდა რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს უშველოს და გადაარჩინოს, რადგან ზუსტად ვიცით: ჩვენს სახელწიფოს არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ 260 შენობას მოუაროს ბათუმში. აქედან დაახლოებით ათია ისეთი შენობა, რომელსაც არაფერი არ სჭირდება და რეაბილიტირებულია, დანარჩენი მეტ-ნაკლებად ყველა პრობლემურია. იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ჩვენ მოვუაროთ, დიდხანს არ გვექნება. დონორები ამ თემებში არ შემოდიან იმ დოზით, რომ ჩვენ დონორებზე გადავიტანოთ აქცენტი. ძირითად პარტნიორად ამ საქმეებში სააგენტომ ბიზნესი უნდა აქციოს“ – მიიჩნევს მირანდა ჩარკვიანი.

მირანდა ჩარკვიანი
მირანდა ჩარკვიანი

კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ბიზნესის პარტნიორად ქცევას სააგენტოს ხელმძღვანელი ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების აღწერაში ხედავს. მირანდა ჩარკვიანი განმარტავს, რომ მალე ყველა ძეგლზე განახლდება აღრიცხვის ბარათი, შესწავლილი იქნება შენობა, მეპატრონეების რაოდენობა, ფართობი და ქულებით შეფასდება თითოეული ძეგლის მდგომარეობა. „თითოეული ქეისი შეგვიძლია ცალ-ცალკე დავამუშაოთ. არის შენობა, რომელიც იმდენად დასრულებულია, სივრცე მის ირგვლივ იმდენად შეკრულია, რომ არაფრის დამატების საშუალებას არ იძლევა. ასეთ შენობებზე ბუნებრივია სხვაგვარად უნდა იმსჯელო. როცა შენობას კარგი სოციალური ფონი აქვს, მათ მოვლა-პატრონობის კონტრაქტზე უნდა ელაპარაკო, თუ მთლიანად ვერ წევს ტვირთს [იქ მცხოვრები], თანამონაწილეობა სახელმწიფოსი იქნება, ვთქვათ ფასადზე, სახურავზე, სარეაბილიტაციო დეტალებზე. ბიზნესი უნდა დააინტერესო, სახელმწიფო უნდა იყოს მედიატორი ბიზნესსა და მოქალაქეს შორის და ზომიერი იყოს მოთხოვნები, რომ არსებული მდგომარეობით რეაბილიტირება მოხდეს. ბიზნესისთვის ეს შეიძლება იყოს საინტერესო, იმიტომ, რომ ეს არის ფაქტობრივად ანტიკვარიატი, ძვირადღირებული ქონება, როცა ის რესტავრირდება და აღდგება.“

რატომ უნდა იზრუნოს ამ თემაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, რომლის უშუალო მოვალეობაც პირველ რიგში ძეგლის ინტერესების დაცვაა? მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ სააგენტომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ძეგლის ინტერესს წაადგება: „სააგენტო უნდა ელაპარაკოს ყველას, ვისთანაც ლაპარაკი ძეგლისთვის უკეთეს შედეგს მოიტანს. თუ ჩვენ გვექნებოდა ისეთი მოცემულობა, რომ ყველა წელს 5-10 მილიონი შეგვიძლია გამოვყოთ ძეგლებზე და ნელ-ნელა ვაკეთოთ, რა თქმა უნდა, არავისთვის არაფერი არ გვექნებოდა შესახვეწი“ – ამბობს ის.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჯერ არ განხილულა ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ყოფილ პირველ აფთიაქზე კომპანია „ჟასმინის“ პროექტი. ასევე, ჯერ კიდევ უცნობია, რა ბედი ელის „რვაფეხას“, ყოფილ კაფე „ფანტაზიას“ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის დასაცავად ბათუმში აქციაც გაიმართა. „ჯერჯერობით სიახლე არ არის. სააგენტოს კონსტრუქტორებისგან რაც ვიცით, არის ის, რომ ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული მისი რეაბილიტაცია და რეკოსტრუქცია. გადატანაც დაკავშირებული იქნება დიდ ფინანსურ ხარჯებთან, ამიტომ ეს ფაქტობრივად თავსატეხია, როგორც თვითმმართველობის, ისე რეგიონალური ხელისუფლებისთვის, სად და როგორ მოინახება საჭირო ფინანსები. ესეც იქნება ხანგრძლივი მოლაპარაკებების თემა, ვის რა ტვირთი შეუძლია აწიოს ან ვერ აწიოს, პრობლემური თემაა“ – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

სააგენტოს ხელძღვანელი ახლა მერიის ტენდერს ელოდება, სადაც გამარჯვებული კომპანია ბათუმის კულტურულ მემკვიდრეობას ხელახლა, დეტალურად აღწერს. ეს პროცესი, მირანდა ჩარკვიანის თქმით, სექტემბრის შუა რიცხვებამდე უნდა დასრულდეს. მანამდე კი, ბოლო ერთი თვის მანძილზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭო, სადაც სააგენტოში შესული პროექტები განიხილება, სამმა წევრმა: გიორგი რამიშვილმა, ზაზა ჩავლეიშვილმა და ბეგლარ კახიძემ დატოვა. ზაზა ჩავლეიშვილი ამბობს, რომ უბრალოდ როტაცია მოხდა და ამას სერიოზული მიზეზები არ უდევს საფუძვლად. ქალაქის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, გია რამიშვილი კი ამ თემაზე ვრცელი განმარტებისგან თავს იკავებს: „პირადი მიზეზების გამო, რთული ასახსნელია ეს, სხვას ვერაფერს გეტყვით,“ – უთხრა გია რამიშვილმა „ბათუმელებს“. განახლებული საბჭოს წევრების სია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სააგენტომ უკვე გადაგზავნა: საბჭოს ახალი წევრი არქიტექტორი ზვიად ბურჭულაძე იქნება.

სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად ბათუმიდან 50 სტუდენტი გაემგზავრა

 

 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი | დავით მიქელაძე და სტუდენტები თბილისის სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობისთვის შეგროვებულ ნივთებს სატვირთო ავტომობილში ალაგებენ

 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი | სტუდენტები თბილიში გასამგზავრებისთვის ემზადებიან

 

აქცია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით დაიგეგმა და პირველადი მოხმარების ნივთების შესაგროვებლად ბათუმში ორი შტაბი შეიქმნა – ბათუმის საზღვაო აკადემიასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

აქციაში ჩაერთვნენ აჭარის რეგიონში არსებული უმაღლესი სასწავლებლებლები და მათ შორის სასწავლებლების ადმინისტრაციული პერსონალი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამინისტრაციის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული პერსონალი მიღებეული ხელფასის 1%-ს, საერთო ჯამში დაახლოებით 7000 ლარს სოლიდარობის ფონდში ჩარიცხავს, შემდგომში კი დამატებით – 5000 ლარს. ხოლო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის თანამშრომლები სოლიდარობოს ფონდში თავიანთი ხელფასიდან 5%-ს, საერთო ჯამში კი დაახლოებით 10 000 ლარს გადარიცხავენ.

 

 

ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი საქართველოში ჩატარდება

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა

 

შეჯიბრება ბორჯომის ხეობაში სოფელ ჩითახევში, მდინარე მტკვარზე ჩატარდება, სადაც იმართება საქართველოს ჩემპიონატი და სხვა საჯომარდო ტურნირები. 2016 წლის ევროთასზე მონაწილეობას მიიღებს ჩეხეთი, ხორვატია, რუმინეთი, რუსეთი, ბულგარეთი, თურქეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, სერბეთი.

 

2015 წლის მაისში საქართველოს ჯომარდობის ეროვნულმა ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში. მანამდეკი ნაკრები საწვრთნო შეკრებას ბორჯომის ხეობაში გადიოდა.

 

მუხრან ვახტანგაძე: ”ამ თემაზე საუბარი არავისთან მქონია”

 

მუხრან ვახტანგაძე

 

ბატონო მუხრან, რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს თანამდებობა და ვისთან გქონდათ ამ თემაზე საუბარი?

– ამ თემაზე საუბარი არავისთან მქონია. არც არავინ შემხმიანებია. ტელევიზიით ვნახე. მისაღები? მთელი ჩემი ცხოვრება, 21 წელი აქტიურ სპორტში ვიყავი და იმის შემდეგ კიდევ 10 წელი გავიდა, რაც აქტიურ სპორტს ჩამოვცილდი. 31 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. ჯანდაცვა რომ იყოს ან სხვა რგოლი – კიდევ ჰო, მაგრამ სპორტი ჩემი სფეროა და ყველაზე მეტად ამ სფეროში ვარ გარკვეული. ეს სფერო მიყვარს.

 

როგორც სპორტსმენი რა პრობლემებს ხედავთ დეპარტამენტში და რა შენიშვნები გაქვთ სპორტის დეპარტამენტის მუშაობაში?

– ჯერ არ გადავსულვარ და ვფიქრობ, უხერხული იქნება შენიშვნებზე ვილაპარაკო. მაგ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებ შემდეგში. სპორტი არ არის გასართობი საშუალება. მე მინდა, რომ ხალხს უფრო მეტად შევაყვარო სპორტი და უფრო მეტად ავუხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ჯანსაღი ახალგაზრდობა. ყველაზე დიდი ღონისძიება მსოფლიოში სპორტში ტარდება, რომელსაც ოლიმპიური თამაშები ჰქვია. ასე რომ, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში სპორტი არის პრიორიტეტი. მსოფლიო რუკაზე საქართველოს რომ იცნობენ, დიდი როლი ამაში სპორტმა ითამაშა. მინდა, ჩვენი სპორტსმენების,  წვრთნელების, სპორტის დამსახურებული მუშაკების ღვაწლი და შრომა დაფასდეს. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, უკეთესი იქნება კონკრეტულ გეგმებზე იმის შემდეგ ვისაუბრო, იქ [დეპარტამენტში] რომ გადავალ. წესი ასეა და მოდი მოვლენებს არ გავუსწროთ.

 

დეპარტამენტსა და ფედერაციებს შორის ურთიერთობა ერთერთი მტკივნეული საკითხია აჭარაში. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს, ამ ორმა მხარემ უფრო ეფექტურად რომ ითანამშრომლოს?

– ფაქტობრივად ეს [ორი] ერთი მხარეა. ეს, როგორც ერთი ოჯახი, ისე უნდა იყოს. ერთი მიმართულება უნდა იყოს, ერთი გეზი უნდა იყოს აღებული. სხვანაირად სპორტი არ განვითარდება. ჩვენ ახალი ველოსიპედის შექმნას ნამდვილად არ ვაპირებთ. ვისაც სპორტი უყვარს, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ყველა ფედერაცია უნდა გავერთიანდეთ როგორც ერთი ოჯახი და ერთი საქმე უნდა ვაკეთოთ. ჩემი მიზანი ესაა.

 

სპორტის განვითარებისთვის რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ?

– სწორ მართვას – როცა იცი, რა სჭირდება სპორტსმენს, სად სტკივა, როდის სტკივა. სპორტსმენის სწორად მიყვანა შეჯიბრზე. არის ათასი ნიუანსი – წონის კლების მეთოდები, ვიტამინები… ზოგიერთს ჰგონია, რომ სპორტი არის გასახდომი საშუალება… სპორტი არის ფილოსოფია.

მთელი ცხოვრება უნდა ჩადო, რომ სპორტში რაიმე წარმატებას მიაღწიო. მე ბევრი სპორტსმენი მინახავს, ვისაც მართლაც მაგრად უშრომია, უწვალია და მსოფლიოზე მეოთხე, მესამე ადგილს ზემოთ ვერ წასულა. შემშინებია, ვაი თუ მეც ასე უნდა დამემართოს-მეთქი. ვფიქრობ, ყველაზე რთული და ყველაზე ფაქიზი სფერო სპორტია. თუკი დეპარტამენტში გადავალ, იქ მარტო სპორტი არ იქნება, იქნება ასევე ახალგაზრდობის სფერო. ჩემი დიდი სურვილია, ეს ორი რგოლი რამენაირად დავაკავშირო ერთმანეთს და შევიმუშავოთ ძალიან კარგი და სწორი პროგრამები. ვნახოთ, ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ.

 

სპორტსმენების ყველაზე დიდი სატკივარი აჭარაში დღეს რა არის?

– ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი, რომ სპორტსმენებს დაფასება და მოფერება სჭირდებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს და პირობების შექმნა. ჩვენთან, პორტსკოლაში, სპორტის 25 სახეობაა გაერთიანებული. ასე თუ ისე ყველასთან მაქვს ურთიერთობა და ვიცი სპორტსმენებს რა სჭირდებათ. სჭირდებათ დარბაზი, დარბაზში – სითბო, ცხელი წყალი, კარგი მწვრთნელი და ასე შემდეგ.

 

მეცხრე წელია ბათუმის სასპორტო სკოლას მართავთ. ამ პერიოდის განმავლობაში რა გააკეთეთ ისეთი, რაც ყველაზე დიდ მიღწევად მიგაჩნიათ სპორტსკოლისთვის?

_ წლების წინ აქ რვა სპორტსკოლა გაერთიანდა. შემიძლია ხმამაღლა ვთქვა – ვინ სად იყო და რას აკეთებდა არავინ იცოდა. სერიოზული არეულობა იყო. ზუსტად 45 დღეში დავალაგეთ, სპორტსკოლის თანამშრომლები ამომიდგნენ მხარში. მარტო სპორტსმენობა არ შველის და მარტო მსოფლიო ჩემპიონობა. ბევრი მსოფლიო ჩემპიონი მინახავს, ვისაც მწვრთნელობა არ შეუძლია. ბევრი მწვრთნელი მინახავს, ვინც სერიოზული სპორტსმენი არ ყოფილა და მინახავს წარმარტებული სპორტსმენი, რომელიც ყოფილა ასევე კარგი მწვრთნელი და მენეჯერი. მძლეოსნობას აქვს დიდი პრობლემები. ძალიან უყურადღებოდ დაგვრჩა სპორტის ეს ერთ-ერთი უძლიერესი სახეობა – დედოფალ სახეობას უწოდებენ მსოფლიოში. ვფიქრობ, მათ უნდა მივაქციოთ სათანადო ყურადღება.

 

თქვენი წასვლის შემდეგ ვინ უხელმძღვანელებს სპორტსკოლას?

– მაგ საკითხზე მე მთავრობასთან არ მისაუბრია. აქ დაახლოებით 200-მდე მუშაკია და 2000-მდე სპორტსმენი. სპორტსკოლა სამინისტროს ბალანსზეა. აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის გადასაწყვეტი იქნება დირექტორის ვინაობა, მაგრამ მეც თუ დამაფასებენ და შემეკითხებიან, მადლობელი ვიქნები. ვფიქრობ, ისეთი კანდიდატი უნდა შეირჩეს, ვინც მთელი სპორტული საზოგადოებისთვის მისაღები იქნება, ვისაც უყვარს სპორტი სულით და გულით და ვისაც დიდი გამოცდილება აქვს.

 

რამდენად იცნობთ დეპარტამენტის თანამშრომლებს?

– ისეთი მძიმე ხასიათის კაცი არა ვარ, რომ ვერავინ ვერ შემეგუოს, ვფიქრობ არანაირი პრობლემა არ იქნება. დეპარტამენტი ჩემი შექმნილი არ არის და არც ჩემი სახლია, როგორც ხელისუფლება გადაწყვეტს, ისე იქნება ყველაფერი. ჩემი მიზანია, სპორტი ვმართო და ამ ხალხის შრომა სათანადოდ დაფასდეს. მე სხვა მიზანი არ მაქვს.

 

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თქვენ იყავით ნაციონალური მოძრაობისსაარჩევნო სიაში, 101- ნომრად. ამის გამო თქვენ სოციალურ ქსელებში გარკვეული ჯგუფები გაკრიტიკებენ. ეს შეგიშლით ხელს მუშაობაში?

– რასაც მიყვებით, მეცინება და არის აბსურდი. ეტყობა, როგორც სპორტსმენი, ვიღაცამ სიმბოლურად შემიყვანა. 101-ე თუ ვიყავი, სასაცილო ციფრია. ციდან ჩამოფრენილი არც მე არ ვარ და სხვა გალაქტიკიდან. ვისაც ჩემთან ერთად მუშაობა გაუჭირდება, გზა ფართოა. ნაციონალების დროს ვმუშაობდი, სპორტსკოლის დირექტორი ვიყავი. ცხოვრებაში პარტიაში არ ვყოფილვარ, პირველად ვარ „ოცნების“ წევრი.

სასკოლო ოლიმპიადების გამარჯვებული ძმები ბათუმიდან

 

„სასკოლო საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარს. „შერლოკში“ გამარჯვება პირველი არ არის, მანამდე „ევერესტშიც“ პირველ ადგილზე გავედი. რომ გითხრათ ბევრს ვმეცადინეობ გასამარჯვებლად-მეთქი, არ იქნება მართალი. მამაჩემს მოაქვს ხოლმე მათემატიკის ამოცანები სახლში და ვმეცადინეობ. დღეში ოც ამოცანას ვხსნი. ტურისთვის რომ ვმეცადინეობთ, მაშინ 100 ამოცანასაც ვხსნი “, – ამბობს გიორგი ვარშალომიძე. 

 

ძმის მსგავსად მეცადინეობს თორნიკეც.

 

„მეორე საჯარო სკოლაში ვსწავლობ. ჩემს კლასში ბევრი ნიჭიერი ბავშვია. მეც მინდა სულ პირველ ადგილზე გასვლა, მაგრამ ხანდახან არ გამოდის. თუმცა ამაზე დიდად არ ვნერვიულობ. „შერლოკის~ ოლიმპიადაზე პირველ ადგილს თუ დავიკავებდი, არ ველოდი. ძალიან გამიხარდა“, – ამბობს თორნიკე.

 

გიორგის წარმატების მიღწევის საკუთარი გზა აქვს.

„როდესაც ოლიმპიადაზე გავდივარ, ჯერ ვცდილობ ადვილი ამოცანები გავაკეთო, შემდეგ რთულები დავიწყო“, – ამბობს ის.

გიორგი ამბობს, რომ გენური ინჟინერია აინტერესებს და როდესაც გაიზრდება შესაძლოა ამ სფეროში დაიწყოს მუშაობა.

„იურისტის პროფესიაც მომწონს, მაგრამ უფრო გენური ინჟინერია მაინტერესებს. „National Georgraphic“-ზე და დისქავერზე ვუყურებ ხოლმე გადაცემებს. ისეთ რაღაცებს აკეთებენ, მეც მინდა ოდესმე ამაში მონაწილეობა მივიღო“, – ამბობს ის.

 

თორნიკეს გამომგონებლის პროფესია უფრო ხიბლავს. მისი თქმით, ჯერჯერობით ქაღალდისგან თვითმფრინავებს აკეთებს. მერე რა იქნება, ჯერ არ იცის.
გიორგიც და თორნიკეც სკოლაში ხუთი წლის შეიყვანეს მშობლებმა. თავის მიღწევებზე საუბრისას გიორგი ამბობს, რომ გული დაწყდებოდა სკოლაში უფრო გვიან რომ შესულიყო.

 

„მეც და თორნიკეც ხუთი წლის შევედით სკოლაში. ჩემი კლასელებიდანაც ბევრია ხუთი წლის შესული სკოლაში. მე რასაც ვხედავ, ძირითადად ყველაზე წარჩინებული მოსწავლეები სკოლაში ხუთი წლის შესული ბავშვები არიან“, – ამბობს გიორგი.

 

მისი თქმით, სწავლა ყველაზე ადვილი პირველ კლასში იყო.

 

„პირველ კლასში უფრო თავისუფალი ვიყავი. არც ბევრ დროს ვუთმობდი სწავლას, არც ცოტას, ზუსტად იმდენს, რომ ყველაფრისთვის მრჩებოდა დრო~.
თუ სამეცადინო არ აქვთ, თავისუფალ დროს კომპიუტერულ თამაშებს თამაშობენ ან წიგნებს კითხულობენ. გიორგის საყვარელი წიგნი „განძის კუნძულია“, თორნიკესი კი – „ტომ სოიერის თავგადასავალი“.

სოფლის სამართალი

სოფელ მერისში დღემდე ყვებიან ამბავს, თუ როგორ დარჩა ღომას მთა მერისის ხეობის საკუთრებაში. მერისში მცხოვრები ზურაბ დოლიძე პაპისგან გაგონილ ამბავს იხსენებს: „მერისსა და შუახევს აქვს მთები. ერთს სერს აქეთ, მეორეს – სერს იქით. შუახევი რიცხოვბრივად მეტია მერისზე. მათ საძოვრები არ ჰყოფნიდათ და ჩვენი საძოვრები უნდოდათ. დაიწყო დავა შუახეველებსა და მერისის ხეობის მცხოვრებლებს შორის. ერთ დღეს შუახევიდან ხალხი ამოვიდა და ჩვენებს, მერისელებს ყიშლები (საცხოვრებელი სახლი საზაფხულო საძოვარზე) დაუწვეს. წავიდნენ მერისელები, ქედის ნაწილის უფროსთან იდავეს და სახელმწიფომ აიძულა შუახეველები ყიშლები აეშენებინათ. მაშინ სახურავად ყავარი გამოიყენებოდა. ახალაშენებულ ყიშლებს ყავარი ისე დაახურეს, რომ წყალი ჩასულიყო. გაწვიმებისას წყალი შევიდა იაილაში და ამით იყარეს ჩვენი, მერისელების ჯავრი. 

დავა მაინც ვერ გადაწყდა. გადმოცემით ვიცი, იარაღითაც ასულა მთაზე ორივე მხარე, უსვრიათ კიდეც, მაგრამ დავა ვერა და ვერ გადაწყვიტეს. ბოლოს გადაწყვეტილება მიიღეს, ორივე მხრიდან თავ-თავიანთ სოფლებში ორ-ორი კაცი გაეგზავნათ. რომელი მხარეც მთაზე ცხელ საჭმელს აიტანდა, მთა იმ მხარეს დარჩებოდა. დათქვეს ადგილი და გაუშვეს ხალხი საჭმლის მოსატანად. შუახევიდან ღომას მთასთან ყველაზე ახლოს სოფელი უჩამბაა, მერისის ხეობიდან კი სოფელი – ნამონასტრევი. მაშინ მერისში მოჰყავდათ ღომი. ჩამოვიდნენ მერისელები ნამონასტრევში, გააკეთეს ღომი, ჩაასხეს ქოთანში, დაახურეს თავი და წავიდნენ მთაზე. შუახეველებმა გააკეთეს ბორანო, დაასხეს ტაფაზე და მათაც წაიღეს დათქმულ ადგილზე. მოხდა ისე, რომ ეს ბორანო გზაში გაცივდა, მერისელებმა კი როდესაც ღომი მიიტანეს და ქოთანს თავი მოხადეს, იქიდან ოხშივარი ამოვიდა. ასე გადაწყდა დიდი ხნის დავა. მთა მერისის ხეობელებს დარჩათ, მას შემდეგ მას ღომას მთას ეძახიან.“


ზურაბ დოლიძე და ხასან ლამპარაძე

ზურაბ დოლიძის თქმით მერისელებსა და შუახეველებს შორის დღემდე არის ხოლმე კამათი, ამ ისტორიასთან დაკავშირებით. შუახეველები ამ ამბავს პირიქით ჰყვებიან, რომლის მიხედვითაც სწორედ მათ აიტანეს ღომი მთაზე და არა მერისელებმა.

ადრე მაღალმთიანეთში ამა თუ იმ დავის გადაწყვეტისას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფიცს. მოსახლეობაში რწმენა იმდენად ძლიერი იყო, ტყუილზე არაფრით არ დაიფიცებდნენ. ლეგენდად შემორჩა ერთი ფიცის ისტორია, რომელიც ღომას მთას ცნობილ დავას უკავშირდება.

მერისის ხეობაში მცხოვრები ხასან ლამპარაძე იხსენებს ისტორიას კაცისას, რომელმაც ტყუილზე დაიფიცა.

მისი მონათხრობის მიხედვით მერისში ცხოვრობდა კაცი, გვარად მაცაცოღლი. საზაფხულო საძოვრების დავა ვერადავერ რომ ვერ გადაწყდა, ერთ დღეს ადგა ეს კაცი, ქალამნებში მერისის მიწა ჩაიყარა, ავიდა მთაზე და იქ შეკრებილი ხალხის წინაშე დაიფიცა: „მე თუ ახლა მერისის მიწაზე არ ვიდგე, ჩემი ოჯახი დაივსოსო. მერისში ჰყვებიან, რომ მაშინ ამ ფიცით დავა ვერ გადაწყდა, მაგრამ ამ კაცს ისე წაუვიდა საქმე, რომ მისი ოჯახისგან აღარავინ აღარ დარჩა ცოცხალი.

მე-19 საუკუნეში, შემდეგ, რაც აჭარა საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდა, ზემო აჭარის ცენტრი გახდა ხულო, ხოლო ქვემო აჭარის 0 ქედა. თითოეულ ნაწილს ჰყავდა თავისი უფროსი. ნაწილის უფროსების ერთ-ერთი მოვალეობა მოსამართლის ფუნქციის შეთავსებაც იყო.
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აჭარაში სხვადასხვა დანაშაულისთვის ადამიანის დასჯის გადაწყვეტილება ორ დაწესებულებას გამოჰქონდა. ე.წ. პირველი ინსტანციის სასამართლო იყო სასოფლო სასამართლო. სოფლის მამასახლისი, იმამი და სასოფლო მოსამარლე – ამ სამი წევრისგან შედგებოდა სოფლის სასამართლო.

თუ მომჩივანი სოფლის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩებოდა, მაშინ შეეძლო უფრო მაღალი ინსტანციისთვის, საერთო სასამართლოსთვის მიემართა.

საერთო სასამართლო ნაწილის უფროსისგან, გუბერნატორის მიერ დანიშნული ყადისგან და საზოგადოების სამი წევრისაგან შედგებოდა.
თუ მომჩივანს საერთო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც არ დააკმაყოფილებდა, მაშინ ბათუმის საერო სასამართლოში მიდიოდა. საერო სასამართლოს ხელმძღვანელი ოლქის უფროსი იყო, ასევე სიმართლის დადგენაში მონაწილეობას იღებდა ყადი.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ოფიციალური, სახელმწიფო ორგანოები ამა თუ იმ დავის გადასაწყვეტად, ხალხი მაინც არჩევდა თავად გაერჩია მტყუან-მართალი. სანამ აჭარა საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდებოდა, მხარის მმართველები იყვნენ ბეგები. ბეგებს მოსამართლის ფუნქციაც ჰქონდათ შეთავსებული. მერისის ხეობელები დღემდე ამაყობენ იმით, რომ ვერც ერთმა ბეგმა ხეობაში შესვლა და ფეხის მოკიდება ვერ შეძლო. მერისის ხეობას საკუთარი „სასამართლო“ ჰქონდა, თავისივე „მოსამართლეებით“.

მერისში მცხოვრები ზაურ თურმანიძე გვიყვება:

„მერისის ხეობაში შედის შვიდი სოფელი. ხეობაში იყო ასეთი წესი, რომელიც ვინ და როდის დაადგინა, არ ვიცი. ყოველწლიურად თითო სოფლიდან ირჩევდნენ თითო კაცს. შედგებოდა საინიციატივო ჯგუფი, გაიკითხავდნენ სოფელში, თუ ვის სიტყვას ენდობოდა სოფელი. ამ გამოკითხვის შედეგად აარჩევდნენ სოფლის წარმომადგენელს. ამ არჩეულ ხალხს ევალებოდა სადავო საკითხების გადაწყვეტა. მერისის ცენტრში დიდი ნაძვის ხე იდგა. ამა თუ იმ დავის დროს შეიკრიბებოდა ეს შვიდი კაცი ამ ნაძვის ქვეშ და ირჩეოდა საქმეები.

ამ შვიდეულს მარტო სასამართლოს დანიშნულება არ ჰქონდათ. ეწეოდნენ ქველმოქმედებას, მაგალითად, სახლის მშენებლობა თუ ჰქონდა ვინმეს, გადაწყვეტდნენ, რომ მიხმარებოდნენ. შეკრებდნენ ხალხს სოფლებიდან – ზოგი მასალით დაეხმარებოდა და ააშენებინებდნენ კაცს სახლს. ეს შვიდეული საქორწინო საქმეებსაც აგვარებდა. მაგალითად, თუ კაცი ოჯახისგან ქალიშვილს ითხოვდა და უარს უხეშად მიიღებდა, შვიდეული დაიბარებდა ოჯახის უფროსს და გამოჰკითხავდა დაწვრილებით ამბავს. ბევრი ოჯახი შექმნილა ასე ჩარევით.

ძალიან რთული იყო საკითხების გადაწყვეტა, რომელიც მტრობას უკავშირდებოდა. თუ მოხდებოდა მკვლელობა სოფელში, ეს შვიდი კაცი შეეცდებოდა მკვლელობა ჩაენაცვლებინათ დამოყვრებით. გადამტერებულ მხარეებში გამოიძებნებოდა ისეთი გოგო და ბიჭი, რომელთა შეუღლებაც შეიძლებოდა. ჩადგებოდა ნათესაობა შუაში და ისე მოაწყობდნენ საქმეს, რომ ამ დამოყვრებით შეარიგებდნენ. იტყოდნენ: „მოხდა და მოხდა. ახლა მკვდარი ხომ არ გაცოცხლდება“. თუ ამ გზით საქმე არ მოგვარდებოდა, ყველაზე მძიმე განაჩენი ამ დროს იყო სოფლიდან გასახლება. ეტყოდნენ დამნაშავეს: „კაცი შემოგაკვდა, ადექი და გაეცალე სოფელს. შენს ცოლ-შვილს მივხედავთ. თუ ისე მოხდება და ის მხარე დაწყნარდება, შეგატყობინებთ და დაბრუნდები სოფელში“, – იხსენებს ზაურ თურმანიძე.

ზაურ თურმანიძე

ყველაზე მძიმე სასჯელი, რომელიც შეიძლებოდა დანაშაულისათვის დამნაშავეს დაკისრებოდა იყო – ბედვა. იგივე წყევლა. ბედვას ხოჯა „ადებდა“ დამნაშავედ მიჩნეულ ადამიანს.

„ბედვა ხდებოდა მაშინ, როცა კაცი ჩაიდენდა სოფლისათვის და საერთო საზოგადოებისათვის მიუღებელ საქციელს. იქნებოდა ეს უხამსობა, ან ისეთი ქურდობა, რომელიც სოფელს სახელს გაუტეხდა, ან ღალატი. ასეთი საქმეები ნაძვის ძირში ვერ გაირჩეოდა, ამიტომ ასეთ დროს საქმე ჯამეზე წყდებოდა. იტყოდნენ _ „ბედვა ვქნათ ამ კაცზე, არ გეიხაროს ამ კაცმაო“.

მიდიოდნენ ჯამეზე ბედვის საქმნელად. ბედვას ხოჯა აკეთებდა. ჯემაღეთი (მრევლი), ვინც ამ ბედვას ესწრებოდა, ხელაპყრობილი იტყოდა „ამინ“. ეს წყევლა ძალიან დიდი სასჯელი იყო მორწმუნე კაცისათვის,“ – ამბობს ზაურ თურმანიძე.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ბეგები მერისის ხეობაში ვერ შევიდნენ და სამართლის გადაწყვეტა მთლიანად თემზე იყო მინდობილი, ხეობის დემოკრატიულობაზე მიანიშნებს.

ზაურ თურმანიძისთვის „საქართველოში თუ სადმე ყოფილა დემოკრატიული მმართველობა, მერისში იყო ერთ-ერთი”.


მერისის მეჩეთი

 

საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაცია ტურიზმის სფეროში გარკვეულ გადასახადებს აწესებს

 

 

 

“ივნისის დასაწყისში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განთავსებისა და კვების ობიექტებიდან შემოვიდა რამდენიმე ზარი, რომლებიც ტურიზმის სფეროში გარკვეული გადასახადების დაწესებას ეხებოდა. ტურიზმის დეპარტამენტი გატყობინებთ, რომ არანაირი ლიცენზირება თუ გადასახადის გადახდა სახელმწიფო უწყებებიდან არ ხორციელდება. დეპარტამენტი დაინტერესდა თუ ვისი მხრიდან იყო შესული ტურიზმის კერძო სექტორში გადასახადებთან დაკავშირებული მოთხოვნა. დადგინდა, რომ საქმე გვაქვს საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციასთან, რომლებიც უკავშირდებიან კერძო სექტორის ხელმძღვანელ პირებს საავტორო უფლებებით გათვალისწინებულ გადასახადებთან დაკავშირებით” – წერია განცხადებაში.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კერძო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ვებგვერდზე ამისამართებს: “დამატებითი შეკითხვებით მიმართოთ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შემდეგ კოორდინატებზე: ოფისი: +995 322 237887+995 322 237887; მობ: +995 591016613+995 591016613

 

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია შექმნილია და ფუნქციონირებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ასოციაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სპეციალური სტატუსი და იგი ამ სტატუსის მქონე ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში. ასოციაცია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ასოციაციაში ერთობლივი საქმიანობის მიზნით გაწევრიანებული საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების ან მათი მემკვიდრეების/უფლებამონაცვლეების საერთო ინტერესების განხორციელებისა და დაცვისთვის.

 

ასოციაციის მთავარ ფუნქციას საქართველოს ტერიტორიაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვა წარმოადგენს, რა მიზნითაც იგი: წარმოადგენს და იცავს საავტორო და/ან მომიჯნავე უფლებათა მფლობელების ინტერესებს; აწარმოებს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა გამოყენების (სარგებლობის) მონიტორინგს; ებრძვის საავტორო და მომიჯნავე უფლებათა არალეგალურ გამოყენებას; გასცემს ნებართვებს (ლიცენზიებს) საქართველოს ტერიტორიაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებათა ობიექტების გამოყენების შესახებ; აგროვებს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების კუთვნილ ჰონორარებს და ანაწილებს მათ; უცხოეთის ქვეყნების მსგავს ორგანიზაციებთან გაფორმებული ურთიერთწარმომამდგენლობის ხელშეკრულებების საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ავტორების და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვას. 

jhfgl

 

 

 

“ივნისის დასაწყისში, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განთავსებისა და კვების ობიექტებიდან შემოვიდა რამდენიმე ზარი, რომლებიც ტურიზმის სფეროში გარკვეული გადასახადების დაწესებას ეხებოდა. ტურიზმის დეპარტამენტი გატყობინებთ, რომ არანაირი ლიცენზირება თუ გადასახადის გადახდა სახელმწიფო უწყებებიდან არ ხორციელდება. დეპარტამენტი დაინტერესდა თუ ვისი მხრიდან იყო შესული ტურიზმის კერძო სექტორში გადასახადებთან დაკავშირებული მოთხოვნა. დადგინდა, რომ საქმე გვაქვს საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციასთან, რომლებიც უკავშირდებიან კერძო სექტორის ხელმძღვანელ პირებს საავტორო უფლებებით გათვალისწინებულ გადასახადებთან დაკავშირებით” – წერია განცხადებაში.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კერძო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ვებ გვერდზე ამისამართებს: “დამატებითი შეკითხვებით მიმართოთ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შემდეგ კოორდინატებზე: ოფისი: +995 322 237887+995 322 237887; მობ: +995 591016613+995 591016613

 

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია შექმნილია და ფუნქციონირებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ასოციაციას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სპეციალური სტატუსი და იგი ამ სტატუსის მქონე ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში. ასოციაცია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ასოციაციაში ერთობლივი საქმიანობის მიზნით გაწევრიანებული საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების ან მათი მემკვიდრეების/უფლებამონაცვლეების საერთო ინტერესების განხორციელებისა და დაცვისთვის.

 

ასოციაციის მთავარ ფუნქციას საქართველოს ტერიტორიაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვა წარმოადგენს, რა მიზნითაც იგი: წარმოადგენს და იცავს საავტორო და/ან მომიჯნავე უფლებათა მფლობელების ინტერესებს; აწარმოებს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა გამოყენების (სარგებლობის) მონიტორინგს; ებრძვის საავტორო და მომიჯნავე უფლებათა არალეგალურ გამოყენებას; გასცემს ნებართვებს (ლიცენზიებს) საქართველოს ტერიტორიაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებათა ობიექტების გამოყენების შესახებ; აგროვებს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების კუთვნილ ჰონორარებს და ანაწილებს მათ; უცხოეთის ქვეყნების მსგავს ორგანიზაციებთან გაფორმებული ურთიერთწარმომამდგენლობის ხელშეკრულებების საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ავტორების და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვას. 





  • შეიმუშავებს საკანონმდებლო წინადადებებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სამართლებრივი რეგულირების მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით

რა სტატუსით ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო კონფერენციას ბათუმში

თუ რაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა ჰერბერტ ზალბერთან და იანოშ ჰერმანთან, უცნობია. შეხვედრა ჟურნალისტებისგან დახურულ ფორმატში მიმდინარობდა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე “საქართველოს ევროპული გზა” არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა და მისი ინფორმაციით, ინიციატივა ყოფილი პრემიერის ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობისა უშუალოდ ევროპის მხარეს ეკუთვნის:

“დღეს ბატონ ბიძინას აქვს ინდივიდუალური შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან და არა მხოლოდ. მე როგორც ვიცი, იმათი მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ მას გაემართა სხვადასხვა ინდივიდუალური შეხვედრა, როგორც ჩვენი, არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთ წარმომადგენელს” – თქვა მინისტრმა.

“ევროკავშირი არ იწვევდა ამ კონფერენციაზე არავის, კონფერენციის ორგანიზატორი არის მინისტრის აპარატი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და ყოველი ადამიანი ერთი და იმავე სტატუსით იყო მოწვეული, როგორც კონფერენციის სტუმარი. მათ შორის მეც, მინისტრიც, ლაშა ტუღუშიც, როგორც არასამთავრობო  ორგანიზაციის წარმომადგენელი და ბიძინა ივანიშვილიც. ძალიან ბევრი ადამიანი იყო დაპატიჟებული ამ კონფერენციაზე და იქედან გამომდინარე, რომ აქ (ბათუმში) იყო ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ ვისარგებლეთ შემთხვევით და ვთხოვეთ მათ შეხვედრა” – განმარტა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

”კონფერენციამ დღეს რეკორდული რაოდენობის უცხოელ სტუმარს მოუყარა თავი. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსიები, როგორც ასე ვთქვათ ”მთავარი” კონფერენციის ფარგლებში, ასევე ორმხრივ ფორმატებში.  ეს კონფერენცია აძლევს შესაძლებლობას ყველას, ვინც დაინტერესებულია, რომ ერმა მიიღოს დისკუსიაში მონაწილეობა იმ საკითებზე, რაც პროგრამით არის გათვალისწინებული, ასევე გამართოს ორმხრივი შეხვედრები. ამ კონფერენციაზე მოწვეულ სტუმართა სიაში იყო ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილიც და მასაც ჰქონდა ორმხრივი შეხვედრები. ეს ჩვეულებრივი ფორმატია, რომელიც ითვალისწინებს როგორც კონფერენციის ფარგლებში დისკუსიებს, ისე ორმხრივ შეხვედრებს. ჩვენ არ ვუკეთებთ ორგანიზებას ორმხრივ შეხვედრებს, მით უმეტეს  არასამთავრობოებისთვის” – განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის განახლებული ბიურო გაიხსნა

 

ბიუროს მიზანია, გაზარდოს აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და ხელი შეუწყოს მათი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში აქტიურად ჩართვას.

საქართველოს მასშტაბით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოთხი რეგიონული ბიურო ფუნქციონირებს: სამეგრელოს, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში. წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კიდევ რამდენიმე ბიუროს გახსნა იგეგმება. 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროები საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნება.

 

ღონისძიებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის ელენე გოცაძის გარდა საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპული საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იგორ სლობოდნიკი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ.

თხილნარის მოსახლეობა სამარშრუტო ტაქსებისთვის მიმართულების შეცვლას აპროტესტებს

ახალი რეგულაციით #119 სამარშრუტო ტაქსს ეკრძალება ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაადგილება. როგორც თხილნარის მოსახლეობა აცხადებს, #39 ნომრის გარდა ხელვაჩაურის გზაზე მოძრავი ყველა სამარშრუტო ტაქსი ფარეხის, ბაგრატიონის, პუშკინის, შაუმიანისა და წერეთლის ქუჩების მიმართულებით გადაადგილდება. მოსახლეობის თქმით, ბაზარში, უნივერსიტეტში ან სამსახურში მისასვლელად მათ სამარშრუტო ტაქსის რამდენჯერმე გამოცვლა მოუწევთ, რაც მათ ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის:

“რატომ არ შეიძლება ჩვენმა მარშრუტკამ იაროს ჭავჭავაძეზე? #39 ხომ აძლევენ უფლებას, #119 რატომ უკრძალავენ? მთელი თხილნარის მოსახლეობას გვიქმნიან პრობლემებს, ისედაც უჭირს მოსახლეობას, ახლა კიდევ ბაზართან მისვლამდე რამდენი ტრანსპორტი გამოვიცვალოთ, ბაზარში რაღაცას ჩაიტან, ჩააბარებ სულ ხუთი ლარის თუ იქნება, რაღა გამოვა თუ 4 ლარს გზაში დახარჯავ. სტუდენტები გვყავს, იმდენჯერ მოუწევთ გადაჯდომა, რომ ვეღარ მივლენ დროულად უნივერსიტეტში. ჩვენ არ გვაწყობს ეს მარშრუტი” –ამბობს  თხილნარში მცხოვრები ნათელა აშბა.

თხილნარის მოსახლეობა აღნიშნულ ცვლილებას უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებს. როგორც თამარ დიასამიძე ამბობს, მათ საპროტესტო აქციის გამართვაში ხელს პატრული უშლის: “ქუჩაში გვეკითხებოდნენ სად მივდიოდით, აქ უფრო მეტი ადამიანი უნდა ყოფილიყო, ბევრ სოფელს აწუხებს ეს პრობლემა, მაგრამ პატრულმა არ შემოუშვა მთავრობის სახლთან. ჩვენ ხაბაძესთან ვითხოვთ შეხვედრას, სხვები არ გვისმენენ.” 

მოსახლეობის თქმით, თხილნარის ოთხი მცხოვრები შევიდა მთავრობის სახლში მთავრობასთან მოსალაპარაკებლად. 

ივანიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ხვდება

 

ბიძინა ივანიშვილისა და ჰერბერტ ზალბერის საუბრის თემა ჯერ-ჯერობით უცნობია, შეხვედრა ჟურნალისტებისგან დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

ვის ემუქრება ვარიკოზი

 

 

ქალბატონო ლელა, რა არის ვარიკოზის გამომწვევი მიზეზები?


გარდა გენეტიკური ფაქტორისა, ვარიკოზის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჭარბი წონა და ყველაზე ხშირად უმოძრაობა. ეს დაავადება ხშირად სწორედ იმ ადამიანებს ემართებათ, რომელთა საქმიანობა ხანგრძლივად ჯდომას ან დგომას მოითხოვს. ასევე მნიშვნელოვანია დიაბეტური ფონი, ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება. აქვე აღვნიშნავ, რომ დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა, თუ ადრე იგი უმეტესად 40 წლის ქალებში იყო გავრცელებული, ახლა იგი სულ უფრო და უფრო ახალგაზრდა ასაკში გვხვდება.


საწყის ეტაპზე როგორ ვლინდება ვარიკოზი?


კანქვეშა, ანუ გარეგანი ვენების ვარიკოზული დაავადების ამოცნობა შეუიარაღებელი თვალითაც თავისუფლად არის შესაძლებელი. თავდაპირველად იწყება კაპილარული სისტემის გამოყოფა, ფეხზე ჩნდება კაპილარული პეტექიები ე.წ. ვარსკვლავები, ამას მოყვება კანქვეშა ვენის გაგანიერებაც. საწყის ეტაპზე პაციენტს აღინიშნება კლინიკური ნიშნებიც: დღის ბოლოს სიმძიმის შეგრძნება ფეხებში და ქვედა კიდურების შეშუპება, ასევე შესაძლოა აღენიშნებოდეს ტკივილი თუნდაც კანქვეშა ვენის. ვარიკოზული ტკივილი არ არის მუდმივი სიმპტომი, მას დასვენების შედეგად გაქრობა ახასიათებს. არსებობს კიდევ ქრონიკური ვენური უკმარისობის სახე – არამარტო კანქვეშა ვენების დაავადება, არამედ ღრმა ვენების დაავადების სიმპტომატიკა, რომელიც არ ჩანს გარეგანად და რომელიც ძირითადად ხასიათდება უფრო მეტად შეშუპებითა და მეორადი ლიმფოსტაზით. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და შესაბამისი გამოკვლევები, რათა დადგინდეს ზუსტად რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე.

 

რამდენად საშიში დაავადებაა ვარიკოზი, რა შეიძლება იყოს მისი გართულებული ფორმა?


გართულების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ვარიკოზული ვენების ანთება – თრომოფლებიტი, ტროფიკული წყლული ან ეგზემა. მაგალითად, ტროფიკული წყლული, რომელიც ხშირია ჩვენს პრაქტიკაში, არის უმეტესად მტკივნეული, თვითონ ჭრილობის ზედაპირი არის მორუხო ჭუჭყიანი ნეკროზული მასებით დაფარული. კანის ეპითელიზაცია, ანუ შეხორცება არის ძალიან რთული. ვარიკოზის დროს, ტროპუკული წყლულის თავიდან აცილების მიზნით, პაციენტს უნდა მოვხსნათ ქავილის სიმპტომი, რომელიც ხშირად უსწრებს წინ ტროფიკული წყლულის გაჩენას. ეს რთული და შრომატევადი პროცესია თვით ექიმისთვის და ასევე ძალიან მტკივნეული და დისკომფორტის მომგვრელი პაციენტისთვის.


როგორ უნდა მოუარონ ფეხებს ვარიკოზის საწყის ეტაპზე ზაფხულში?


მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულში მოერიდოთ მზეს/გარუჯვას. ბევრ ადამიანს უყვარს ცხელი აბაზანის მიღება, რაც ასევე არ არის კომფორტული ვენებისთვის, სასარგებლოა ე.წ. კონტრასტული დუშის მიღება – ცხელი და ცივი აბაზანის მონაცვლეობით. ასევე, ზოგს ძალიან უყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება, ზოგს პირიქით, დაბალძირიანი ფეხასაცმელი მოსწონს, როცა ფეხსაცმლის ქუსლის საუკეთესო სიმაღლე 4-5 სანტიმეტრია. გარდა ამისა, უნდა ერიდონ სიმძიმის აწევას და მოიშორონ ჭარბი წონა. მოერიდონ მჭიდრო ტანისამოსის, მაგალითად, ე.წ. დაბალწელიანი მჭიდრო ჯინსების ჩაცმას, ასევე, ზედმეტად მჭიდრო ქამრების ტარებას, რადგანაც ეს იწვევს ვენურ შეგუბებას ადგილობრივად და აფერხებს სისხლის მიმოქცევას. მაქსიმალურად მოერიდონ დიდ ხანს უძრავად დგომას და ჯდომას, თუ მაინცადამაინც ასეთი სამსახური აქვთ, საჭიროა გავლა და გავარჯიშება. მაგალითად, შეიძლება დადგნენ თითის წვერებზე, აიჭიმონ და შემდეგ დაუბრუნდნენ საწყის მდგომარეობას. დასვენებისას სასურველია ფეხები შემოაწყოთ სიმაღლეზე. ვარიკოზით დაავადებულმა ადამიანებმა უნდა მოერიდონ ფეხის ფეხზე გადადებასაც. ზაფხულში რეკომენდებულია სისხლის ჰომეოსტაზის, ანუ სისხლის შედედების მაჩვენებლის კონტროლი და რა თქმა უნდა, რეგულარული მოძრაობა, ვარჯიშები, ფეხით, ველოსიპედით სიარული და ცურვა.

ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზს ძირითადად სამი გზით მკურნალობენ: სხვადასხვა ტიპის ქირურგიული ფლებექტომია, ანუ უფუნქციო გაგანიერებული ვენის ან მისი ნაწილის ქირურგიული გზით მოცილება, ამოკვეთა; სკლეროთერაპია – ვენების გაქრობა ინტრავენური სკლეროზანტის (სპეციალური პრეპარატის) შეყვანით; ვენის ლაზერული ან რადიოტალღური აბლაცია, როცა მაღალენერგიული ლაზერული სხივი წვავს ვენის შიდა გარსს; დაავადების საწყის ეტაპზე – ფეხებში სიმძიმის დროს გამოიყენება ვენოტონური მალამოები თუ აბები.





შშმ ბავშვებს რეაბილიტაციის კურსი ჩაუტარდათ

 

 

15-დღიანი კურსის განმავლობაში ხორციელდება შშმ ბავშვთა სამედიცინო მეთვალყურეობა, მათ საჭიროებებზე მორგებული სწავლება, ფსიქოლოგიური დახმარება, სადღეღამისო მომსახურება კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლება, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით ბენეფიციარების პროგრამაში ჩართვა ხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად. 

2015 წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 16-მა შშმ ბავშვმა. წლის განმავლობაში სარეაბილიტაციო კურსი ჯამში 40 ბენეფიციარს დაუფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი  36 000 ლარია.

ქობულეთის გამგებელი: ტურისტულ სეზონზე ყველაფერი იქნება გადასარევად

 

 

სულხან ევგენიძე
სულხან ევგენიძე

ბატონო სულხან, როგორი საკურორტო სეზონი გექნებათ წელს, როგორია თქვენი წინასწარი პროგნოზი?

 

გადასარევი, წინა წელთან შედარებით ბევრად უკეთესი. ბევრი სასტუმროდან, ასევე მეგობრებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე რეკავენ ტურისტები. ხალხი უკვე გამოჩნდა და, ფაქტობრივად, მოსახლეობა ელოდება ბევრ დამსვენებელს არამარტო სომხეთიდან, არამედ უკრაინიდან, ბელორუსიდანაც. უკვე მასობრივად აღნიშნავენ იმასაც, რომ შარშან ვინც იყო და რაღაც-რაღაცები არ მოეწონათ, დაგვირეკეს და გვითრეს, რაც გითხარით იმას თუ აკეთებთო. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი კომფორტი დავახვედროთ დამსვენებელს.

 

 რა დახვდება ახალი წელს დამსვენებელს ქობულეთში, თუნდაც გასართობი ობიექტების თვალსაზრისით? 

 

რაც შეეხება გასართობ ობიექტებს, ჩვეულებრივად პარკშია გასართობი ობიექტები და იჯარით გვაქვს გაცემული ბუნგალოები. წელს ჩვენ ნებართვები არ მივეცით იმ ობიექტებს, რომლებსაც კანალიზაციის საკითხი არ აქვთ მოგვარებული. ბუნგალოა, კაფე თუ რესტორანი, არც ერთს კანალიზაცია არ ჰქონდა სისტემაზე მიერთებული. მხოლოდ ე.წ. შამბო ჰქონდათ გაკეთებული. ჩვენ თავიდანვე გავაფრთხილეთ რესტორნების მეპატრონეები და სურსათუვნებლობის სამსახურმაც გაამკაცრა მუშაობა, რასაც მივესალმები. გვქონდა საუბარი შესაბამის სამსახურებთანაც, რომ ნებართვის გაცემისას სამზარეულოსთან, ასევე უსაფრთხოების სხვა ნორმებთან დაკავშირებით დარღვევებისას ყოფილიყო სერიოზული ჯარიმები. უმსგავსობა იყო ის, რაც იყო წინა წლებში –  შამბოს სუნი აწუხებდა მოსახლეობას და დამსვენებელს. 

 

ზღვის სანაპირო ზოლზე მთლიანად შეიცვლება სკამები. მართლა კარგი იყო ეს სკამები, მაგრამ ახლა კეთდება თანამედროვე სკამები. გარდა ამისა, ყველა სკამთან პატარა ურნა განთავსდება. დავიწყეთ ასევე დაზიანებული ფილებისა და ბორდიურების შეცვლა. მოსახლეობამ მოითხოვა ზღვის სანაპიროზე მანქანების მოძრაობის შემზღუდავი ბარიერის მოწყობა. ყვავილების ქოთნებს დავდგამთ შესასვლელებზე, რაც ერთგვარი ბარიერიც იქნება. გვინდა ასევე შევიმუშაოთ ფორმა –  დამსვენებელს ექნება მოწმობა, სადაც ჩაიწერება მანქანის ნომერი, პატრულს ეცოდინება, რომ ეს ადამიანი მდგურია და მას პლაჟზე შესვლის დროს არ დააჯარიმებს.

 

 ვისაც ასეთი დოკუმენტი არ ექნება, მანქანით ვერ იმოძრავებს?

 

შევა და პატრული დააჯერიმებს. გარდა ამისა, ზღვაზე ჩასასვლელ ზოლს მოაჯირები არ აქვს, მაგალითად, ძველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე. არის საშიშროება, რომ ბავშვი გადმოვარდეს. ამის გაკეთებას ვგეგმავთ. განათება კეთდება და სკამებიც შეიცვლება გორგილაძის ქუჩაზე. დამატებით ვაპირებთ შევიძინოთ ნაგვის დიდი კონტეინერები, რომლებსაც არამხოლოდ ქალაქში, სოფლებშიც დავამატებთ. მაქსიმალურად გავაკონტროლებთ, რომ მოსახლეობამ არ დაანაგვიანოს მდინარე, რაც შემდეგ ზღვაში ჩადის და ანაგვიანებს. გვინდოდა ასევე ჩოლოქზე, შემოსასვლელთან მანიშნებლის განახლება, მაგრამ ბევრ თანხასთანაა დაკავშირებული.

 

ჭავჭავაძეზე დასრულდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია და დაიწყო ფილების დაგება. ხალხი კმაყოფილია. ორმაგადაც ვაქირავებთო უკვე, რადგან უბანში მოწესრიგებულია ყველაფერი და სისუფთავეა. ამ უბანში იგეგმება სამი ახალი სასტუმროს აშენება. გარდა ამისა, ყველამ დაიწყო სახლების მოწესრიგება, ფასადის იერსახის რეკონსტრუქცია, რომ ბევრი სტუმარი მიიღოს.

 

მუზეუმს დამატებითი სივრცე შეემატა. იქ სამუშაოები კიდევ არის ჩასატარებელი. ასევე ვაპირებთ 14 სპორტული მოედნის გარემონტებას. ვგეგმავთ ასევე ერთი ახალი სტადიონის გაკეთებას, რაც მოსახლეობას არჩევნების დროს დავპირდი. გაკეთდა კულტურის სახლი, ველოდებით სამხარაულის დასკვნას.

 

ბევრ პროექტზე მითხარით, რომ აპირებთ… და საკურორტო სეზონამდე დაასრულებთ ამ ყველაფერს?

 

 დიახ. საავადმყოფოს უბანში ცოტა გაიწელა სამუშაოები და მოსახლეობა იყო უკმაყოფილო, მაგრამ სამუშაოს შესრულებას დრო უნდა. უფრო ადრე, სამწუხაროდ, პრობლემები იყო, თუმცა შესყიდვების სააგენტომ გაამართლა კომპანიები. მოსახლეობა ამბობს, რომ ივლისის 20 რიცხვისთვის თუ დასრულდება სამუშაოები, მათ საკურორტო სეზონთან დაკავაშირებული პრობლემები არ შეექმნებათ. ჭავჭავაძის უბანში უფრო ადრე შემოდიან ტურისტები. გურამიშვილის, კომახიძის ქუჩებზე – თუ გინდათ გადათხარეთ ყველაფერი, ოღონდ 20 ივლისამდე დაგვიმთავრეთ და პრეტენზიას არ გამოვთქვამთო. ძირითადად აგვისტოში ელის მოსახლეობა დამსვენებელს. 

 

 გასულ კვირას გადავიღეთ ფოტორეპორტაჟი ქობულეთში და რამდენიმე ქუჩა იყო გადათხრილი…

 

თქვენ ალბათ გელაურში იყავით, სადაც საკანალიზაციო სისტემა კეთდება, კომპანია ისეთი ტემპით მუშაობს, უფრო ადრე დაასრულებს სამუშაოებს, ვიდრე გათვალისწინებულია.

 

 უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სასტუმროებში დაწყებული შემოწმება თუ დასრულდა და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ ამ მხვრივ პასუხისმგებლობა?

 

შესაბამის სამსახურებთან ერთად გავიარეთ ეს საკითხი. უახლოეს მომავალში მივმართავთ მოთხოვნებით, კეთილი უნდა ინებოს ყველა სასტუმროს მეპატრონემ და მოთხოვნები შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გავავრცელებთ ინფორმაციას, თუ რომელ სასტუმროებს აქვთ დაცული უსაფრთხოების წესები და ექვემდებარებიან სტანდარტებს.

 

 შეგიძლიათ თქვათ, რომ ქობულეთის ცენტრალური ნაწილი დამსვენებელს გადათხრილი არ დახვდება?

 

 დიახ, ქობულეთის ცენტრალურ ნაწილში დამსვენებელს არ დახვდება ქუჩები გადათხრილი.

ანონსი- რა არის ევროპელობა

 

დასაწყისი 12 საათი.

მისამართი, ბათუმი 26 მაისის ქუჩა №21. ფიშ პოინტი. 


დისკუსია მზადდება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ, პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით;

თეა წულუკიანი: არასრულწლოვან გოგონებზე ქორწინება უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს

 

 “ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეაჯამოს თავისი შედეგები ევროპულ გზაზე და ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს აჩვენოს, რომ  საქართველო ევროპულ გზაზე დგას და რომ ჩვენი მთავრობა მუშაობს ჩვენი მომავალი თაობებისთვის, რათა მათ კარგი მომავალი დავუტოვოთ”. 


თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა ე.წ. კაბელების საქმეზეც: “როგორც კი 16 ივნისს სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები ცნო დასაშვებად, პროკურატურამ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის სტანდარტის დაცვით თქვა, რომ ეს ადამიანები აღარ არიან საჭირო ციხეში და მათ შეუძლიათ საკუთარ განაჩენს დაელოდონ შინ, ოჯახთან ერთად. თუ კი ისინი იქნებიან ცნობილი დამნაშავედ, დაბრუნდებიან ციხეში და იქნებიან გამართლებულები. მე მივესალმები პროკურატურის ამ ძლიერ და ევროპული სტანდარტებით გამყარებულ პოზიციას. მიხარია, რომ ისინი ძლიერდებიან და რომ მათი პრაქტიკა ძლიერდება” – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. 


 თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრევენციის მიზნით 20-მდე კანონში ცვლილებების შესვლის შესახებაც და განაცხადა, რომ ცვლილებების მიზანია გამკაცრდეს ზოგიერთი კანონი ისე, რომ მათ გადამარწმუნებელი ეფექტი ჰქონდეთ:  


“ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ სტამბულის კონვენციას, რომელიც  მიმართულია ოჯახში ძალადობისა და ქალის წინააღმდეგ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისაკენ. ახლა საჭიროა ამ კონვენციის რატიფიკაცია, მაგრამ ეს ვერ მოხდება, თუ ჩვენ არ შევიტანეთ ცვლილებები და სადაც საჭიროა იქ არ გავამკაცრეთ კანონი.


პრაქტიკულად შემუშავებულია ქალებისთვის, მათი უფლებების დასაცავად ძალიან მასშტაბური და მე ვიტყოდი, რევოლუციური ცვლილებათა პაკეტი, რომელზეც საჯარო დისკუსია ჩვენ  ორი დღის წინ დავიწყეთ, მათ შორის რაიონებშიც გავმართავთ შეხვედრებს იმისთვის, რომ ჩვენმა ქალებმა  გაიგონ, თუ რა ახალი უფლებები ექნებათ. მაგალითად ის, რომ უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს არასრულწლოვანი გოგონების ქორწინება, იმიტომ, რომ ეს დაუშვებელია. დღეს ეს ისჯება, მაგრამ არასათანადოდ. სანქცია უნდა იყოს ალბათ უფრო მკაცრი, რომ გადამარწმუნებელი ეფექტი ჰქონდეს. ჩვენ გვინდა, რომ ფსევდოტრადიციები, რომლებიც ბავშვზე, 10-11-13 წლის გოგონაზე ძალადობას გულისხმობს და რომლებიც ზოგიერთ თემებში დღემდე ხორციელდება – აღარ იყოს.  გვინდა, რომ პატარა გოგონები დავიცვათ ზრდასრული კაცების მხრიდან ძალადობისგან. ჩვენ ასევე გვინდა, რომ არსებობდეს მონიტორინგის კარგი მექანიზმი, იმიტომ, რომ ერთია შემოვიტანოთ კარგი ნორმები, მაგრამ მეორეა ამ კარგი ნორმების იმპლემენტაცია. ჩვენ როდესაც ამ კონვენციის რატიფიკაციას მოვახდენთ, მინდა ყველა ქალს საქართველოში სჯეროდეს, რომ მისი უფლებები დაცულია” – განაცხადა წულუკიანმა. 



ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რეგლამენტს წამზომით დაიცავს

 

ირაკლი ჭეიშვილი
ირაკლი ჭეიშვილი

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რეპლიკისთვის თუ სხვა მიზნით ერთმანეთს რეგლამენტით გათვალისწინებულ წესებს ხშირად ახსენებენ. ეს, ძირითადად, მაშინ ხდება, თუ ვინმეს სიტყვა გაუგრძელდა ან ვინმემ კითხვის დასასმელად გათვალისწინებული დრო რეპლიკისთვის გამოიყენა. თუმცა დარბაზში ატეხილი ხმაურის ან მიმართვის არაკორექტული ფორმების გამოყენებისას რეგლამენტით გათვალისწინებული წესები არავის ახსენდება.

დარბაზში ატეხილ ხმაურს, იმ შემთხვევაში თუ პოლემიკა თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძეს შორის არ დაწყებულა, არამედ ამ მხვრივ სხვები აქტიურობენ, საკრებულოს თავმჯდომარე ხმაურს ხშირად მაგიდაზე კალმის დაკაკუნებით ეხმაურება. ის ასე ცდილობს აყალ-მაყალში გადასულ სხდომაზე საკრებულოს წევრების ყურადღების მიქცევას: „ადამიანებო! მომისმინეთ ერთი წამით!“, „რა გინდა შენ ამიხსენი რა!“, „გაჩერდი და გიპასუხებ!“ „შეიძლება ვუპასუხო?“…

იყო შემთხვევები, როცა საკრებულოს თავმჯდომარე სხდომაზე ხმაურის შესაჩერებლად იძულებული გახდა შესვენება გამოეცხადებინა, თუმცა ასეთ დროს მას საკრებულოს რეგლამენტი უფრო მკაცრი ზომების გატარების საშუალებას აძლევს. მას შეუძლია სიტყვა ჩამოართვას გამომსვლელს, გააფრთხილოს ოქმში შეტანით ან მის გარეშე, ან სხდომათა დარბაზი დაატოვებინოს სხდომაზე დამსწრე პირს.

რეგლამენტი არის საკრებულოს დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს და აწესრიგებს საკრებულოს, მისი ორგანოებისა და თანამდებობის პირების, ასევე საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მუშაობის, უფლებამოსილების განხორციელების წესსა და პროცედურას.

რეგლამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით. რეგლამენტით დადგენილი ნორმები სავალდებულოა შესასრულებლად საკრებულოს ყველა წევრისთვის, საკრებულოს აპარატისა და მერიის საჯარო მოსამსახურეებისთვის.

სხდომა ბათუმის საკრებულოში

რეგლამენტი განსაზღვრავს ასევე საკრებულოს სხდომაზე ქცევის წესებსა და საკრებულოში მიმართვის ფორმებს. სხდომათა დარბაზში, ვინ, სად და რატომ უნდა იკავებდეს ადგილს.

ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის მეხუთე თავის მიხედვით, საკრებულოში დაუშვებელია ისეთი გამოსვლები და მოქმედებები, რომლებიც შეურაცხყოფს საკრებულოს სხდომის მონაწილეთა და დამსწრეთა პატივსა და ღირსებას. ამ წესების დაცვა კი იმავე რეგლამენტის ორმოცდამეათე მუხლის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარემ უნდა უზრუნველყოს.

რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარე ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას. საკრებულოში მიმართვის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმებია: ბატონო თავმჯდომარევ; ბატონო სხდომის თავმჯდომარევ; პატივცემულო კოლეგავ.

კამათისას ხმამაღალი და არაკორექტული ფორმით მიმართვების გამო კოლეგების მიმართ საყვედური სხდომაზე ერთხელ ისევ საკრებულოს წევრმა რამაზ სურმანიძემ გამოთქვა. საკრებულოს წევრმა კობა ჩხეიძემ კი თავმჯდომარის მიერ მის მიმართ გაკეთებულ არაკორექტულ განცხადებას უპასუხა, რომ არ მიესალმებოდა საკრებულოს წევრის მიმართ არაკორექტულ საუბარს: „მეც შემიძლია იმავე ფორმით პასუხის გაცემა, რაც სხვა რეჟიმში გადაგვიყვანს“. თუმცა მას ღია პროტესტი არ გამოუთქვამს, როცა მისი ფრაქციის წევრმა ჯაბა ბერიძემ საკრებულოში საკითხისადმი მიდგომა შეაფასა, როგორც „ყემბერიზმი“. ეტიკეტს საკრებულოს წევრები ხშირად არც სოციალურ ქსელში იცავენ.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ბათუმის საკრებულოს სხდომაზე აქტუალურია, გამუდმებით ტელეფონის მოხმარებაა. თავმჯდომარე საკითხს დღის წესრიგში აყენებს, ან გამომსვლელი სხდომის წევრებს ინფორმაციას აწვდის, ამ დროს კი საკრებულოს ზოგიერთი წევრი ტელეფონებს აქტიურად იყენებს ვებგვერდიდან ვებგვერდზე გადასასვლელად, ან იმის გასარკვევად ვინ რა გააზიარა „ფეისბუქის“ გვერდზე. მიღებულ ინფორმაციას კი ხშირად სხდომაზევე ეხმაურებიან. რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს დამსწრე პირების მიერ მობილური ტელეფონებით სარგებლობა.

საკრებულოს სხდომებს კონკრეტული პროექტებისა და საკრებულოს მუშაობის მონიტორინგის მიზნით ხშირად ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ერთ-ერთი ასეთი სხდომის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა ნათია ზოიძემ ფეისბუქზე საჯარო სტატუსი გამოაქვეყნა:

„ბათუმის საკრებულოს სხდომას ვესწრებოდი. თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს, საკრებულოს წევრები თავმჯდომარეს; მერიის წარმომადგენლები საკრებულოს წევრებს და პირიქით მიმართავენ შენობით, შეიძლება ფამილარული ურთიერთობები გაქვთ, მაგრამ ყველაფერს თავისი წესი აქვს. საკრებულოს ძირითადი შემადგენლობის წყალობით არ მქონია განცდა, რომ სხდომას ვესწრებოდი. მეგობრების გარემოცვაში, რომ ხარ და მეგობარს ეტყვი „ნუ აფრენ რა ბიჭო, აზრზე მოდი და ის გეტყვის „ყემბერიზმით“ ხომ არ ხარ ავად, აბა რატომ ვერ იგებო (ყემბერიზმი არ ვიცი რას ნიშნავს, საკრებულოს სხდომაზე მოვისმინე).

ერთი საკითხის განხილვას სჭირდება ერთ საათზე მეტი. მოხსენება ხუთწუთიანია წესით, დანარჩენი მიაქვს კამათს, მრჩება განცდა, რომ ბიუროს სხდომები არ ტარდება ან ეტყობა იქ ტელეკამერები არ არის. მოკლედ, რეგლამენტს არღვევს ყველა, ვისაც არ ეზარება და რაც მთავარია ამის საშუალებაც ეძლევათ.

პ.ს. სხდომებზე დასწრებისა და საკრებულოსთან თანამშრომლობის სურვილი მაქვს. ვიმედოვნებ ეს პოსტი არ შემიშლის ხელს))“.

ეს სტატუსი ნათია ზოიძემ 2015 წლის 25 თებერვალს დაწერა. სტატუსს გამოხმაურება საკრებულოს სხდომაზევე ჰქონდა, თუმცა ეს შენიშვნა პრაქტიკაში მომდევნო სხომებზე არავის გაუთვალისწინებია.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ რეგლამენტის ხშირად დარღვევის ფაქტი მასაც აწუხებს და ახლა ამ პრობლემის გამოსწორებას სხდომაზე ახალი ინსტრუმენტის შემოტანით აპირებს: „წამზომს ვყიდულობ. სხდომაზე ჩართული იქნება წამზომი, სადაც დაინახავენ ვინ არღვევს რეგლამენტს. რაც შეეხება კორექტულობას, ამ მხვრივ რეგლამენტს ყველა არღვევს, უფრო ოპოზიცია და ასევე „ქართული ოცნების“ უმრავლესობა. თქვენ ალბათ ისმენთ სხდომებზე როგორ აქტიურად ვთხოვ საკრებულოს წევრებს რეგლამენტის დაცვას. დარბაზი იმდენად პატარაა, მიკროფონი რომ გავუთიშო, ამას დიდი შედეგი არ ექნება. მე არავის ვუზღუდავ მოსაზრების გამოხატვის საშუალებას. კორექტულობა, ვფიქრობ, კონკრეტული პირის ეთიკაზეა დამოკიდებული, სხვა რა უნდა გავაკეთო? – თუ წამზომმა შედეგი ვერ გამოიღო, მაშინ რეგლამენტით გათვალისწინებულ ვალდებულებას გამოვიყენებ.“

კითხვაზე, საკრებულოს თავმჯდომარეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის სხდომიდან გაძევება რეგლამენტის დარღვევისთვის პოლიტიკურ დევნად ხომ არ ჩაეთვლება? – ნათია ზოიძე პასუხობს, რომ თუ იდენტური მიდგომა იქნება საკრებულოს ყველა წევრის მიმართ, ოპოზიციის წარმომადგენელია ის თუ `ქართული ოცნების~, ამ შემთხვევაში ქმედება პოლიტიკურ დევნად ვერ შეფასდება.

დავით ბაქრაძე კონფერენციის დღევანდელი თემების შესახებ

 

“მეორე დღეს, პირველი პანელი მიეძღვნება ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობას, მეორეზე ვისაუბრებთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის იმპლემენტაციის პირველ შედეგებზე, რომ გაიზარდა ჩვენი ექსპორტი ევროპის სტაბილურ ბაზარზე, მას შემდეგ რაც ამოქმედდა თავისუფალი სავაჭრო სივრცე, მესამე პანელზე იქნება საუბარი თუ, რამდენად აუცილებელია საზოგადოებასთან კომუნიკაცია იმ სარგებელზე, რომელიც მოაქვს ასოცირების შეთანხმებას და იმ სტრატეგიაზე რომელიც გულისხმობს ერთის მხრივ მთავრობის წარმომადგენლების, ასევე არასამთავრობო სექტორების, დიპლომატიური კორპუსის თუ მედიის ჩართულობით, ამ პროცესის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის”.

Exit mobile version