კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები – საკონსტიტუციო სასამართლოების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოყენებული სტანდარტები და შესაბამისი პრაქტიკა თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებასთან დაკავშირებით; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დაცვის მექანიზმები და მათი სამართლებრივი და პრაქტიკული შედეგები.
კონფერენციაზე მოწვეული არიან შავი ზღვის რეგიონისა და ბელორუსიის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეები და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრები; საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები; საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები; არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონფერენციას მართავს ევროკავშირის პროექტის “საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერის”, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მხარდაჭერით.
1. აჭარული ხაჭაპური – აჭარული ხაჭაპური გამოირჩევა როგორც ორიგინალური ფორმით, ისე განსაკუთრებული გემოთი. თუ კლასიკურ ხაჭაპურს სხვა კერძებთან ერთად აგემოვნებენ, აჭარულ ხაჭაპურს როგორც მეტად ნოყიერ კერძს ცალკე შეექცევიან დილის საუზმის ან სადილის დროს. აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. ზღვისპირას მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს.
2. სინორი – მის მოსამზადებლად სპეციალურად გამომცხვარი ცომის ფირფიტები, ნადუღი და ერბო დაგჭირდებათ, რომლებსაც ოსტატურად შეურევთ ერთმანეთს და კეცზე გამოცხობის შემდეგ უგემრიელს კერძს მიიღებთ.
3. აჭარული ღვინო – აჭარაში მევენახეობის ისტორიეულ კერად მიჩნეულია ქედის მუნიციპალიტეტი, რომელიც ბათუმიდან 43 კმ-ში მდებარეობს. აჭარაში ყველაზე პოპულარული ღვინის სახეობებია ცოლიკაური (თეთრი) და ჩხავერი (ვარდისფერი).
4. ყავა ქვიშაზე და ბაქლავა – ყავის ცხელ ქვიშაზე მოდუღებისას აუცილებელია ქვიშის სასურველი ტემპერატურის დაცვა. ქვიშაზე მომზადებული ყავა შესანიშნავი დესერტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ზღვის პირას მიირთმევთ. ბაქლავა დესერტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომზადების წესით გამოირჩევა. ლანგარზე გადაჭიმულ სამოცზე მეტ სიფრიფანა ცომის ფენას სათითაოდ აწყობენ ერთმანეთზე წვრილად დაფქვილ თხილთან ან ნიგოზთან ერთად. ფენებს შორის ამატებენ ასევე ერბოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბაქლავის მოსამზადებლად ცხობის პროცესიც. ღუმელიდან გადმოღებულ, რომბისებურად დაჭრილ ტკბილეულს უხვად ასხამენ სიროფს, როცა კარგად გაუჯდება სიტკბო, მაშინ უკვე ბაქლავაც მზადაა.
5. აჩმა – აჩმა ხაჭაპურის ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა. მისი მომზადების ტექნოლოგია საკმაოდ განსხვავებულია კლასიკური ხაჭაპურისგან: იგი თხელი ფენებისაგან შედგება, რომლებშიც ჩამდნარი ყველი და კარაქი ერთდროულად ნოყიერი და ჰაეროვანია.
6. იახნი – იახნის მოყვარულებს აჭარის ყველა რაიონში შეხვდებით, მაგრამ ეს კერძი განსაკუთრებით პოპულარულია ქობულეთში. მას საქონლის მკერდის ნაჭრისგან ამზადებენ. იახნის დასამზადებლად იყენებენ სანელებლების ბევრ ნაირსახეობას, რაც კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს. იახნი ქობულეთური სუფრის განუყოფელი ნაწილია და მის დამზადებას მხოლოდ გამოცდილ მზარეულებს ანდობენ.
7. მალახტო – მალახტო აჭარული სამზარეულოსთვის დამახასითებელი ლობიოს კერძია. მას აუცილებლად ჭყინტი ლობიოსაგან ამზადებენ, რომელსაც მოხარშვის შემდეგ ნიგოზს, სხვადასხვა სანელებლებს და ყველაზე მთავარ ინგრედიენტს – ისრიმის (მკვახე ყურძენი) წვენს ამატებენ, რაც მალახტოს დამახასიათებელ და განსაკუთრებულ გემოს მატებს.
8. ბორანო – ბორანო აჭარულ სამზარეულოში გამორჩეული კერძია, იგი ძალიან ნოყიერი და კალორიულია. მისი მომზადებისთვის ძირითადი ინგრედიენტებია ერბო და აჭარული ყველი. არსებობს ბორანოს სხვადასხვა სახეობა, მათგან ყველაზე პოპულარული კვერცხით და სიმინდის ფქვილით დამზადებული ბორანოა.
9. კაიმაღი – კაიმაღი აჭარული სამზარეულოსათვის დამახასიათებელი კერძია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს რეგიონის მოსახლეობაში. კაიმაღი რძის პროდუქტებისგან მზადდება და გამორჩეულად ნოყიერია. მისი მირთმევა სასურველია ყველთან და მჭადთან ერთად. თუკი ერთხელ მაინც დაგიგემოვნებიათ ეს აჭარული კერძი, მის მირთმევაზე უარს ვერასდროს იტყვით.
10. აჭარული ყველი – აჭარაში ყველის ბევრინაირი სახეობაა გავრცეებული, ყველაზე დამახასიათებელი კი აჭარული დაწნული ყველია, რომელსაც ძირითადად მაღალმთიან რეგიონში ამზადებენ. დაწნული ყველის დამზადების განსაკუთრებული ტექნოლოგია, განსხვავებული ფორმა და დამახასიათებელი გემო მიმზიდველია ნებისმიერი გურმანისთვის.
სამინისტროს ინფორმაციით: „გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანის მოქალაქეები: ტოჰიდ ე. ნაჰარინ მოჰჰამად ა. და სეიედ რაზავი მირ ქ. საქართველოს მოქალაქეების: ცოტნე პ-ს, ნიკა ბ-ს და ალექსანდრე ა-ს. დახმარებით საქართველოში ყიდულობდნენ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას და შემდგომი რეალიზაციის მიზნით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაჰქონდათ. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული პირები უკანონო იარაღის საქართველოში შეძენას და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რეალიზაციას პერიოდულად აწარმოებდნენ.
სამართალდამცველებმა ტოჰიდ ე-ს დროებითი საცხოვრებელი ბინისა და კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 520 საბრძოლო ვაზნა, ნაჰარინ მოჰამად ა-ს და სეიედ რაზავი მირ ქ-ს მართვის ქვეშ მყოფი ირანის რესპუბლიკის კუთვნილი ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის კუთვნილი ავტობუსის ჩხრეკისას 200 საბრძოლო ვაზნა და „ჩე-ზე 500“-ის მოდელის შაშხანა, ხოლო ალექსანდრე ა-ს საცხოვრებელი ბინებისა და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს 51 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის-ტარების, გასაღების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით)“.
სპექტაკლის რეჟისორი აჩი გოგუაძე ამბობს, რომ სპექტაკლზე დაახლოებით თვე-ნახევარი მუშაობდნენ. სპექტაკლში ორი პერსონაჟია, რომელთა როლებსაც, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი ელისაბეტა მხეიძე და თბილისიდან მოწვეული მსახიობი – ივანე ჭელიძე ასრულებდნენ. დრამატურგი – ზურა მელიქიძე, მხატვარი კი გიორგი წულაძეა.
“სპექტაკლის ჟანრის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ეს უფრო აბსურდია, ვიდრე ტრაგედია ან კომედია. პიესა იმ ადამიანზე, რომელიც საკუთარ თავში, საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი, რომელმაც თავი გაირიყა მთელი სამყაროსგან. მასთან მოდის ქალი, რომელიც ცდილობს მის გამოყვანას ნაჭუჭიდან, მაგრამ კაცი მას მაინც არ უშვებს ბოლომდე ახლოს. ჩვენი მესიჯი ამ სპექტაკლით არის ის, რომ ადამიანი არ უნდა იყოს მარტო თავის თავთან ჩაკეტილი, სულიერი მეგობარი ყველას სჭირდება და ხშირად ხდება ისე, რომ ჩვენთან მოდიან ეს ადამიანები, მაგრამ ჩვენ ვერ ვხვდებით. სწორედ ეს არის ჩემი გულის ტკივილი, როგორც რეჟისორის, რომ დღევანდელ რეალობაში რთულია სულიერი მეგობრის ნახვა და როცა ის მოდის – აუცილებლად უნდა დავაფასოთ” – ამბობს რეჟისორი.
აჩი გოგუაძის თქმით, პრემიერამ წარმატებით ჩაიარა – “ნამდვილად კარგი მაყურებელი გვყავდა, დაგვესწრო ბათუმის თეატრალური საზოგადოება, ნახეს და შეგვიფასეს ნამუშევარი, როგორც მე ახალგაზრდა რეჟისორს და ახალგაზრდა მსახიობებს. ისინი დაგვიდგნენ მხარში, რის გამოც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ” – ამბობს ის.
სპექტაკლის ნახვა მაყურებელს 27, 28 და 29 ივნისსაც, ბათუმის თეატრალურ სარდაფში (ლუკა ასათიანის ქ. #66) შეეძლება. დასაწყისი 20 საათზე, ბილეთის ფასი 5 ლარი.
ველო მოყვარულები ტრადიციულად თვის ბოლო პარასკევს, 19:30-ზე ანბანის კოშკთან შეიკრიბნენ და მიუხედავად უამინდობისა, ქალაქის ქუჩებში ჯგუფური მსვლელობა მოაწყეს.
ველო მოყვარულებმა დანიშნული მარშუტის ნელა და ორგანიზებულად პატრულის თანხლებით გაიარეს, შემდეგ კი ისევ ანბანის კოშკთან დაბრუნდნენ, საიდანაც სოლიდარობის ნიშნად მანათობელი ფრანები გაუშვეს.
ირაკლი ანთიძის განმარტებით, საქმე ეხება 17 ივნისს, აჭარის ტელევიზიის ვებგვერდიდან, მოცეკვავეების ვარსკვლავის გახსნის ღონისძიების ამსახველი სიუჟეტის დროებით მოხსნას:
” ის ფაქტი, რომ მან რაღაცის დამალვის გამო, მისივე თქმით მოხსნა სიუჟეტი, მე ვიტყოდი მოიპარა სიუჟეტი, არის შეურაცხმყოფელი. აჭარის ტელევიზიის დირექტორი აღიარებს, რომ მას მიზანი ჰქონდა დაეფარა ინფორმაცია საზოგადოებისთვის. მისი თანამდებობიდან გამომდინარე ჩემი და ჩემი მეგობრების აზრით, მან ჩაიდინა კრიმინალი. მაუწყებლობის კანონის მიხედვით, მას არ ჰქონდა ასეთი ქმედების ჩადენის უფლება” – განაცხადა ირაკლი ანთიძემ.
მან ბორდს მოუწოდა გაათავისუფლონ თანამდებობიდან დირექტორი: “თუ ბორდი ამ ადამიანს არ გადააყენებს, მაშინ მივმართავ პარლამენტს რომელმაც დანიშნა ბორდი, იმიტომ რომ გამოდის ბორდია არაკომპეტენტური. წესით ბორდს აქამდეც უნდა გაეთავისუფლებინა იგი თანამდებობიდან და მე, როგორც მოქალაქეს, პოზიციის ამ ფორმით გამოხატვა არ უნდა დამჭირვებოდა” – ამბობს ის.
ირაკლი ანთიძის თქმით, მან აქამდეც მიმართა ბორდს წერილობით, მაგრამ რახან მის განცხადებას რეაქცია არ მოჰყოლია, გადაწყვიტა საჯაროდ მიემართა მათთვის.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იძლევა შესაძლებლობას პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ ხელმეორედ გამოიყენონ აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა. მოსარჩელის შეფასებით, ასევე, სადავო ნორმების მიხედვით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება ხდება არასაკმარისი, არამყარი მტკიცებულებების სტანდარტების გამოყენებით, რაც ასევე ეწინააღმდეგება მისი კონსტიტუციით გარანტირებულ არაერთ უფლებას, მათ შორის თავისუფლების ძირითად უფლებას. თბილისის ყოფილ მერს, მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთი ღონისძიების გამოყენების ფორმა პატიმრობაში მყოფი პირისთვის არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე იმსჯელოს.
მოსარჩელე ასევე მიიჩნევს პრობლემად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გათვალისწინებული პატიმრობისთვის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. ის თვლის, რომ ეს სტანდარტი არ არის საკმარისი კონსტიტუციით გათვალისწინებული თავისუფლების უფლების დასაცავად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამ საკითხის კონსტიტუციორობაზეც იმსჯელებს.
მესამე ნორმა რაზეც მოსარჩელე ფიქრობს, რომ არაკოსტიტუციურია ეს არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პატიმრობის ღონისძიების გადასინჯვა, ახლანდელი კანონით, მტკიცებითი ტვირთი დაცვის მხარეს ეკისრება. ეს მისი აზრით უდანაშაულობის პრეზუმციასთან მოდის წიმნააღმდეგობაში და თბილისის ყოფილ მერს, მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთი ბრალმდებელის, ანუ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს და არა ბრალდებულს. ეს მესამე საკიტხია რაზეც ასევე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს გამოაცხადა.
იყიდება ბელგიური წარმოების 16-კალიბრიანი, ორლულიანი სანადირო თოფი. 1935 წელს გამოშვებული, დამზადებული შეკვეთით ქალაქ ლიეჟში. კონდახი გაფორმებულია უმაღლესი გრავიურებითა და ოქროს ორნამენტებით. იწონის 2,5 კილოგრამს. ფასი შეთანხმებით.
სატენდერო განაცხადის მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2012 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (გზების და საგზაო ნაგებობების, სანიაღვრე არხების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობით;
სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით განსაზღვრულ ვადაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში.
შესასრულებელი სამუშაოებია:
სოფელ დანდალოში საჯარო სკოლის მიმდებარედ წყალშემკრები მეწყერსაწინააღმდეგო არხის მოწყობა, სავარაუდო ღირებულება 4585 ლარი;
სოფელ ტაკიძეებში გიორგი ბერიძის საცხოვრებელ სახლთან საწრეტი არხის მოწყობა, სავარაუდო ღირებულება 1195 ლარი;
სოფელ გოგიაშვილებში ალიშანიძეების უბანში მეწყერსაწინააღმდეგო არხის მოწყობა, სავარაუდო ღირებულება 7869 ლარი;
სოფელ ბალაძეებში ტარიელ ბალაძის საცხოვრებელ სახლთან წყალშემკრები არხის მოწყობა, სავარაუდო ღირებულება 1185 ლარი;
სოფელ ცხმორისში სასაფლაოების ტერიტორიაზე ღია არხის მოწყობა, სავარაუდო ღირებულება 7230 ლარი;
სოფელ კოკოტაურში ძანაძეების უბანში ღია სანიაღვრე არხის მოწყობა,სავარაუდო ღირებულება 6436 ლარი;
სოფელ გეგელიძეებში საჯარო სკოლის ეზოსთან და ნური კეკელიძის სახლთან სანიაღვრე არხების მოწყობა, სავარაუდო ღირებულება 8517 ლარი;
სოფელ ახოში ჭაკლაურის ტერიტორიაზე საფრთხის შემცველი ქვის ლოდების გამაგრება, სავარაუდო ღირებულება 3573 ლარი;
სოფელ აბუქეთაში სირმა ბერიძის საცხოვრებელ სახლთან სანიაღვრე არხის მოწყობა, სავარაუდო ღირებულება 7389 ლარი;
სოფელ აბუქეთაში თედორაძეების უბანში სანიაღვრე არხების მოწყობა, სავარაუდო ღირებულება 4247 ლარი;
სოფელ წონიარისში წალკოტის ტერიტორიაზე წყლის საწრეტი არხების მოწყობა, სავარაუდო ღირებულება 8137 ლარი.
ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მირება 9 ივლისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო თანხა ჯამში 60 363 ლარია.
“მოგეხსენებათ რამდენად მნიშვნელოვანია, ტურისტულ სეზონს ქალაქი მომზადებული შეხვდეს. იმისთვის, რომ ქალაქის ცენტრი გათავისუფლებულიყო ქაოტურად მიმოფანტული უსახური ჯიხურებისგან, გადაწყდა, მათი ერთად განთავსება, რასაც გარე მოვაჭრეებისა და საზოგადოების არცთუ ისე დადებითი შეფასება მოყვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბათუმელებისა და საზოგადოების აზრი. გავითვალისწინეთ გარე მოვაჭრეების მდგომარეობა, რომ მათ გააჩნიათ იპოთეკური სესხები, არიან სოციალურად დაუცველები, მივიღეთ გადაწყვეტილება და წავედით კომპრომისზე რომ, გარემოვაჭრეები დროებით დავაბრუნოთ ძველ ტერიტორიაზე, სადაც მათ მიეცემათ საშუალება, ტურისტული სეზონის განმავლობაში გააგრძელონ სამეწარმეო საქმიანობა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთ-ერთი ის პრობლემაა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და ვერ შეძლო ამის გადაწყვეტა. ახლა კი ჩვენ გვიხდება ამ ყველაფრის მოგვარება. გვინდა საბოლოოდ ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ჩვენი ქალაქისა და ბათუმელების ინტერესებს გაითვალისწინებს” – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზღვაო ნავსადგურთან ახლოს, რკინის ჯიხურების განთავსების თაობაზე ბათუმის მერიამ რამდენიმე დღის წინ მიიღო, გუშინ ღამით ჯიხურების ნაწილი ისევ ძელ ადგილებზე დააბრუნეს.
მემორიალური დაფა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ განთავსდება.
ჯგუფის შექმნისა და შეკრების მიზანს წარმოადგენდა, შეესწავლა და დაედგინა დაკარგული (უცნობი) სამარხების ადგილსამყოფელი, რომლის ერთერთი სავარაუდო ადგილია ე.წ „სალიბაურის სამთავრობო სახლი“ მიმდებარე ტერიტორია.
სამუშაო ჯგუფმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაწია სამუშაოები და დღეს სხდომაზე ერთობლივად გადაწყდა, რომ 1937-38 წლებში კომუნისტური მმართველობის პერიოდში დახვრეტილთა უკვდასაყოფად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ განთავსდეს მემორიალური დაფა.
კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში გაიმართება. გალა კონცერტში ცისანა ტატიშვილის გარდა მონაწილეობენ ნანა ქავთარაშვილი, ირინა ალექსიძე, არმაზ დარაშვილი, გოჩა დათუსანი და ირმა ქობულია.
ასევე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები: ირაკლი კახიძე, ინგა ჯახუტაშვილი, სულხან ჯაიანი, ზაზა ხამათაშვილი, ნონა კორიფაძე, ლია ჯაში, ირმა ჟღენტი, ლელა სიხარულიძე.
კონცერტში მონაწილეობს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა და სიმფონიური ორკესტრი. დირიჟორი, ზაზა აზმაიფარაშვილი.
მონაწილეების ასაკობრივი და პროფესიული კუთვნილება არ არის შეზღუდული. თითოეულ ეტაპზე გამოვლენილი საუკეთესო გუნდი მონაწილეობას მიიღებს სეზონის ფინალში.
თამაშის წესების მიხედვით მოწინააღმდეგე გუნდები განლაგდებიან სპეციალურად განკუთვნილ ადგილებზე (ბაზებზე). გუნდებისთვის წინასწარ ცნობილი იქნება ადგილი სადაც განთავსდება დაფა, რომელზეც აისახება თითოეული გუნდის გემი. მონაწილეებს სხვადასხვა დავალებების შესრულება მოუწევთ, რომლის სანაცვლოდაც მიიღებენ ბარათებს, რაც შემდგომში დაეხმარებათ თავიანთი გემების წინ წაწევაში. ის გუნდი რომლის გემიც პირველი აღმოჩნდება ფინიშთან გამარჯვებულად გამოვლინდება.
გამარჯვებულ გუნდებს სხვადასხვა სახის პრიზები გადაეცემა.
მონაწილე გუნდებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი მონაცემები მითითებულ ელექტრონულ მისამართზე:
1. 7 მონაწილისგან შემდგარი გუნდის სახელწოდება
2. მონაწილეთა სახელი, გვარი, ასაკი და საკონტაქტო ინფორმაცია
ტურნირში საქართველოს რეგიონებიდან მოწვეული ჭაბუკთა ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
გია ზედანიას რესპუბლიკური ტურნირი მიზნად ისახავს: ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას მოზარდ თაობაში, საუკეთესო გუნდებისა და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას, ნაკრები გუნდის დაკომპლექტებას.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები, ასევე ნომინაციის მიხედვით საუკეთესო მოთამაშეები შესაბამისი ხარისხის სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ახალგაზრდებს, რომლებიც უკრავთ სხვადასხვა ინსტრუმენტზე, გაქვთ შანსი თავად ჩამოაყალიბოთ მუსიკალური ჯგუფი და ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობა მიიღოთ მუსიკალურ პერფომანსებში.
პროექტი ფინანსდება ქალაქ ბათუმის მერიისა და კაპაროლის მიერ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: ელ-ფოსტა: batumiijh@gmail.com მობ: 591 95 03 95 სალომე
“გუშინ დილით განცხადება დავტოვეთ მთავრობაში, მერე ღამის ორ საათზე გავიგეთ, რომ იღებდნენ ამ ჯიხურებს, სად მიჰქონდათ არ ვიცი. დიდი ჩხუბისა და დავის შემდეგ მერიის წარმომადგენლები დაგვთანხმდნენ, რომ ისევ იმავე ადგილებზე დავბრუნებულიყავით ყველა, გვითხრეს რომ მერი დათანხმდა და 30 სექტემბრამდე, სეზონის მილევამდე ისევ ძველ ადგილებს დაუბრუნდითო, მერე კი რაღაც ახალს შეიმუშავებენ, როგორც გვითხრეს” – ამბობს ნინო მეფარიშვილი.
რკინის ჯიხურები აქამდე საბაგირო გზასთან და სხვა ადგილებში იყო განთავსებული.
მერია ოფიციალურ განცხადებას ამ თემაზე, 13:00 საათზე გააკეთებს.
„მოვინახულეთ ხულო, სადაც გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ საოცარი „საჯარო ტრანსპორტი“, საბაგირო გზა გვაჩვენა, რომელიც ხეობას კვეთს. დავათვალიერეთ ქალაქის მუზეუმებიც. ხულოში დავრწმუნდით, რომ ქვეყნის შორეულ კუთხეებშიც კი თბილისში მომხდარის გამო ყველა დათრგუნულია.
ხულოს გამგებელი საგზაო ინფრასტრუქტურაზე გვესაუბრა და ამ ისტორიულად მნიშვნელოვან რეგიონში ქრისტიანთა და მუსლიმთა ურთიერთობებზე ჩემ შეკითხვებს უპასუხა.
მერიმ და მე მტირალას შესანიშნავი ეროვნული პარკიც ვინახულეთ. აქ, ბათუმის მახლობლად, ქართველებსა და უცხოელ ტურისტებს უნიკალური მიკროკლიმატი ელოდებათ. მათ ძალიან მოეწონებათ ჩანჩქერი, ტბა და ბუნების სხვა ღირსშესანიშნაობები“ – აღნიშნულია რიჩარდ ნორლანდის გზავნილში, რომელიც ფოტოსთან ერთად გამოქვეყნდა საელჩოს ფეისბუქის გვერდზე.
დღეს, 26 ივნისს, რიჩარდ ნორლანდი აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსან „ლაბუნს“ დახვდება ბათუმის პორტში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში რესპუბლიკური საავადმყოფოს 40-მდე ექთნისა და სანიტრის მიერ ხელმოწერილი წერილი შევიდა ფიქსირებული ხელფასების მოთხოვნით, რომელიც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გადაამისამართეს, რადგანაც საავადმყოფო სწორედ ამ სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა და დამუშავება. თუმცა პასუხი, თუ რა ზომებს მიიღებს სამინისტრო და როდის – ჯერ უცნობია.
“პაციენტები ნამდვილად ნაკლები გვყავს, მაგრამ ღამეებსაც ვათევთ და საქმესაც მაინც იმავეს ვაკეთებთ, რასაც ადრე. მოვა თუ არა პაციენტი, ჩვენ ყველაფერი მწყობრში უნდა გვქონდეს, ადრე თუ მუდმივად 100 და 150 ლარი გვქონდა, ახლა 11 და 15 ლარი ავიღეთ. ჩვენ რა, დავაშავეთ რამე? პაციენტები რომ არ მოდიან, ჩვენი რა ბრალია, გააუმჯობესონ პირობები და მოვა მეტი ხალხი”, – ამბობს საავადმყოფოს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც სამსახურში დამატებითი პრობლემების შექმნის თავიდან აცილების მიზნით, საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.
საქართველოს ექთნების ასოციაციის ხელმძღვანელის ქეთევან გარსევანიშვილის თქმით, დაუშვებელია ექთნის, მისი თანაშემწისა თუ ნებისმიერი სხვა სპეციალისტის მიერ გაწეულ შრომაზე ქვეყანაში დაწესებულ საარსებო მინიმუმზე (160 ლარი) დაბალი ანაზღაურების გაცემა. “ეს საცოდაობაა, მიუხედავად იმისა, იყო თუ არ იყო პაციენტი, ადამიანმა რვა ღამე გაათია საავადმყოფოში. 15 ლარის ოდენობის ანაზღაურება სირცხვილია, შესაფერისი სიტყვაც ვერ მომიძებნია”, – ამბობს ის.
ამ აზრს იზიარებს აჭარის პროფკავშირების თავმჯდომარე ილია ვერძაძეც და ამბობს, რომ აუცილებელია შრომის კოდექსით გათვალისწინებული იყოს ადეკვატური მოცულობის მინიმალური ხელფასი, რომელიც საქართველოში მას შემდეგ არ შეცვლილა, რაც 90-იან წლებში, მაშინდელი პრეზიდენტის მიერ 20 ლარით განისაზღვრა. ილია ვერძაძე: “წინა ხელისუფლებამ ერთადერთი, რაც გააკეთა იყო ის, რომ საჯარო სამსახურებში დააწესა მინიმალური ხელფასი (115 ლარი). საკითხის გადახედვას გვპირდება ახალი ხელისუფლება, თუმცა ჯერჯერობით საქართველოში სამართლებრივად არ არსებობს ხელფასის მინიმალური ზღვარი და ამას ძალიან მოხერხებულად იყენებენ ინვესტორები თუ სხვა დამსაქმებლები.”
ქეთევან გარსევანიშვილის თქმით, ამ მხრივ მთავარი პრობლემა ის არის, რომ არც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და არც სახელმწიფოს არანაირი მექანიზმი, სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია იმისთვის, რომ რაიმე ზეგავლენა მოახდინონ ექთნებისა და მათი თანაშემწეების ანაზღაურების გაზრდაზე. “უბედურება იმაშია, რომ ეს ყველაფერი პრივატქსელშია გადასული. თუ, რამდენს გადაუხდის სამედიცინო პერსონალს, სამწუხაროდ, სრულად დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული”, – ამბობს გარსევანიშვილი. მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ხშირად ექთნები ხელს აწერენ ისეთ ხელშეკრულებას, სადაც არ არის დადგენილი ფიქსირებული ზღვარი, საიდანაც დაიწყება გამომუშავებული ხელფასის ათვლა. “როცა გაუფორმეს ხელშეკრულება, რომ ანაზღაურება უნდა ყოფილიყო პაციენტების შემოსავლების მიხედვით, შეამოწმა ვინმემ იყო თუ არა გათვალისწინებული რისკები იმისა, რომ პაციენტი იქნებოდა ნაკლები? სამწუხაროდ, ამის გამოცდილება არ აქვთ ხშირად ექთნებს.”
ილია ვერძაძე ამბობს, რომ დამსაქმებელს კანონი არ ავალდებულებს ასეთი რისკების გათვალისწინებას შრომით ხელშეკრულებაში. მისივე განმარტებით, საავადმყოფოს მენეჯერები საშუალო და დაბალ სამედიცინო რგოლზე იმიტომ არ აწესებენ ფიქსირებულ ხელფასს, რომ პაციენტების ნაკლებობის დროს ზარალი აიცილონ თავიდან. “სამწუხაროდ, პრობლემაა ისიც, რომ სამსახურის დაკარგვის შიშით ისინი ბოლომდე მაინც არ იმაღლებენ ხმას და არ იცავენ საკუთარ უფლებებს. ჩემი რჩევა იქნება, პასუხი მოსთხოვონ თავიანთი პროფკავშირის თავმჯდომარეს, გააქტიურიონ ისინი, რომ ჩვენც გვქონდეს საშუალება ჩავერთოთ და დაველაპარაკოთ ხელმძღვანელობას, იქ მისულს გვეუბნებიან, რომ პერსონალს არ აქვს პრეტენზია. სამწუხაროდ, ხშირად ადმინისტრაციის თანდასწრებით პერსონალიც იმავეს გვეუბნება”, – ამბობს ილია ვერძაძე.
ქეთევან გარსევანიშვილის თქმით, საქართველოში ექთნების ნაკლებობაა, რისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზიც მათი დაბალი ანაზღაურებაა. “რისთვის ისწავლოს ადამიანმა ბაკალავრიატზე, ან სამი წელი 1500 ლარი რაში უნდა ხარჯოს, რომ მერე ასეთი მიზერული ხელფასი აიღოს?”
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინით, 1 ექიმზე 4 ექთანი უნდა მოდიოდეს, საქართველოში არსებული მონაცემებით, ერთ ექიმზე 0.7 ექთანი მოდის და მათგან დაახლოებით 40% საპენსიო ასაკისაა. სამედიცინო სასწავლებლებმა 2015 წლისთვის 1800-მდე ექიმი გამოუშვეს, ექთანი კი მხოლოდ – 200, როცა პროპორციულად ეს ციფრი 7200 უნდა ყოფილიყო.
რას მოიცავს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა – დიაგნოსტიკა დაყოფილია რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე, მკურნალობის დაწყებამდე, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ექიმთან კონსულტაცია და PCR მეთოდით სისხლში HCV რნმ-ის განსაზღვრა. მეორე ეტაპზე HCV რნმ დადებითი შედეგის მქონე პაციენტებს უტარდებათ სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST კვლევები). განისაზღვრება ღვიძლის ფიბროზის ხარისხი FIB-4 ტესტის დათვლით – “იმ შემთხვევაში, თუ ქულა 1.45-ზე ნაკლებია, პაციენტი წელს ვერ ჩაერთვება პროგრამაში, როცა მაჩვენებლები არის 1.45-დან 3.25-მდე, პაციენტს უტარდება ღვიძლის ელასტოგრაფია. თუ ეს მაჩვენებელი 3.25-ზე მეტია, პაციენტს ფიბრო ელატოგრაფია აღარ უკეთდება, ისე აგრძელებს შემდეგ გამოკვლევებს”, – ამბობს ჯემალ დუმბაძე. თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ფიბროზის F3, F3-F4 და F4 ხარისხი, იგი აგრძელებს გამოკვლევებს.
ჯემალ დუმბაძის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში სულ 18 ანალიზი კეთდება, რომელთა ჩატარებაც ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრშია შესაძლებელი. “ერთადერთი დაწესებულება ვართ აჭარაში, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ამ სერვისებს, ელასტოგრაფიაც გვაქვს და PCR ლაბორატორიაც, შესაბამისად, პაციენტებს ადგილზევე შეუძლიათ ყველა სერვისის მიღება”, – ამბობს ის.
დიაგნოსტიკის შემდეგ ექიმი გამოწერს ფორმა #100-ს, რომელიც პაციენტმა სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა მიიტანოს, საიდანაც იგი თანხმობის წერილს მიიღებს, რის შემდეგაც ჩაერთვება მკურნალობაში, ანუ აქედან იწყება პროგრამის შემდეგი ეტაპი – პაციენტისთვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების მიწოდება.
რას აფინანსებს სახელმწიფო – ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის (70 000-მდე სარეიტინგო ქულა) სახელმწიფო საჭირო კვლევებს 70 %-ით, ხოლო დანარჩენი მოსახლეობისთვის (70 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა) 30%-ით აფინანსებს. გარდა ამისა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის რეგიონში დიაგნოსტიკური კვლევების თანადაფინანსების პროცესში ჩართულია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის მერია. “ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს კვლევა 100%-ით დაუფინანსდებათ, სხვა დანარჩენს კი თანაგადახდის 60%-ი”, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან გორგილაძემ. პროგრამის ფარგლებში საჭირო გამოკვლევების ღირებულება (დაფინანსების გარეშე) 480 ლარია, საიდანაც სოციალურად დაუცველის სტატუსის არ მქონე პირებს სახელმწიფო დაუფარავს 30%-ს, კიდევ 60%-ს გადაუხდის მერია ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. შესაბამისად, ასეთ პაციენტებს მკურნალობამდე პროგრამაში ჩართვა დაახლოებით 100 ლარი დაუჯდებათ. პროგრამის ფარგლებში სამკურნალო მედიკამენტები უფასოა.
C ჰეპატიტის სამკურნალოდ, პროგრამის ფარგლებში სამი მედიკამენტი – სოფოსბუვირი, პეგილირებული ინტერფერონი და რიბავირინი გაიცემა. თუ რომელი მედიკამენტით იმკურნალებს პაციენტი, ამას მისი ჩვენებების მიხედვით წყვეტს მკურნალი ექიმი და არა პაციენტი. “იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პაციენტს გარკვეული სამედიცინო ჩვენებების გამო ინტერფერონზე აქვს უკუჩვენება (ასციტი, ანუ სითხე მუცელში, თრომბოციტოპენია ან სხვა), მას დაენიშნება სოფოსბუვირისა და რიბავირინის კომბინაცია. ამას დაადგენს ექიმი და არა პაციენტი”, – განმარტავს ჯემალ დუმბაძე.
მედიკამენტებს აჭარაში, სავარაუდოდ, ივლისში ჩამოიტანენ.
შეზღუდულია თუ არა ბენეფიციართა რაოდენობა და ვის შეუძლია მონაწილეობა პროგრამაში – ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წელს სამკურნალოდ 5000 ადამიანი შეირჩევა. ჯემალ დუმბაძის თქმით, პროგრამით სამკურნალოდ ყველაზე მძიმე კონტინგენტს შეარჩევენ: „არ მგონია, ეს 5000 ადგილი შეივსოს, რადგან თბილისში, სადაც პროგრამა ერთი თვით ადრე ამოქმედდა – სულ 1000 ადამიანი მკურნალობს. მომავალ წელს კი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 20 000 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი.” ჯემალ დუმბაძე ამბობს, რომ საზოგადოების აქტივობა დაბალია. “მეგონა, რომ უფრო აქტიურები იქნებოდნენ, უკვე სამი დღეა პროგრამის განხორციელება დავიწყეთ და ჯერჯერობით 150-მა კაცმა მოგვმართა მხოლოდ”, – ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი.
მკურნალობის პოტენციური კანდიდატია ყველა პაციენტი HCV ინფექციით, ვისაც მკურნალობის სურვილი აქვს და არ აქვს ამ მედიკამენტებზე უკუჩვენებები.
რა დოკუმენტებია საჭირო პროგრამაში ჩასართავად – პროგრამაში ჩართვის მსურველმა ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში (ჯ. ქათამაძის ქუჩა #11) უნდა მიიტანოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომ ის ნამდვილად არის საქართველოს მოქალაქე და C ჰეპატიტის ლაბორატორიული კვლევის პასუხი. ვირუსზე შემოწმება სხვადასხვა დაწესებულებაში სწრაფი მარტივი მეთოდით 10 ლარი, იმუნოფერმენტული მეთოდით კი, 12 ლარი ღირს. „ამის გაკეთება აქვე, ადგილზეც არის შესაძლებელი. პასუხს იღებს 2 საათში, სწრაფი, მარტივი მეთოდით. იმუნოფერმენტული ტესტი კი მხოლოდ ხუთშაბათობით კეთდება. ანუ ნებისმიერ დღეს ჩაიტარებს და ხუთშაბათს საღამოს იქნება პასუხი”, – განმარტავს ჯემალ დუმბაძე.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება უფროსკლასელთა პრეზენტაცია – ,,არა ნარკოტიკს“. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორი ჯემალ დუმბაძე ისაუბრებს ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებისა და მისი მოხმარებით გავრცელებული ინფექციების შესახებ.
აჭარის ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორი ლია ჯინჭარაძე ისაუბრებს ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობასა და ამ მხრივ აჭარაში არსებული მდგომარეობის შესახებ. კავშირი ,,იმედი” გამართავს პრეზენტაციას ცენტრის მუშაობისა და საქართველოში არსებული ქუჩის ნარკოტესტირების მანკიერი პრაქტიკის შესახებ. მოხენებების დასრულების შემდეგ გაიმართბა დისკუსია.
შეხვედრას დაესწრებიან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, აჭარის ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები, ასევე, საჯარო სკოლების მოსწავლეები, სტუდენტები, სპორტსმენები, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის და ,,თანადგომა“-ს წევრები.
26 ივნისი, ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, 1987 წელს, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ, მას შემდეგ ის ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღის მიზანია მოსახლეობისთვის ნარკოტიკების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ნარკოტიკებისაგან თავისუფალი გარემოს ხელშეწობაა. ნარკომანია რჩება 21 საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ჯანმრთელობას.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით გარემოვაჭრეებმა ბათუმში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსეს რკინის ჯიხურები. მერიის ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა, მოქალაქეები აპროტესტებდნენ ბათუმის ცენტრში რკინის ჯიხურების განთავსებას.
25 ივნისს ბათუმის მერიამ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მერიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო უსახური, თვითნებურად ჩადგმული ჯიხურების ერთად განთავსების მიზნით და საამისოდ გოგებაშვილის ქუჩა შეარჩია. მერიის განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ჯიხურები მოიხატებოდა და ქალაქის იერ-სახესთან შესაბამისობაში მოვიდოდა, თუმცა როგორც ჩანს, საზოგადოების პროტესტის შედეგად ბათუმის მერიამ ჯიხურების აღების გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველო, როგორც ყველა საზღვაო ქვეყანა, ყოველწლიურად25 ივნისს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს. წელს, 13 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიური უბედურების გამო გაუქმდა დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები ბათუმში.
„ სტიქიის შედეგად თბილისში დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად და დაზარალებულთა სოლიდარობის ნიშნად, მსვლელობის შემდეგ ცაში მანათობელ ფრანებს გავუშვებთ“-ამბობს ველომსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ერეკლე ჩიკვაიძე.
როგორც ერეკლე ამბობს, „ბათუმიველომ“ მსურველებისთვის 20 ველოსიპედი გამოყო.
მსვლელობის დასრულების შემდეგ CAC 41N/ 41E-ში ველომონაწილეებს ყავითა და ჩაით გაუმასპინძლდებიან.
იგივე მსვლელობა გაიმართება თბილისში, ზუგდიდსა და მსოფლიოს სამასამდე ქალაქში. „მსვლელობის მიზანია გავაგებინოთ ავტომანქანების მძღოლებს, რომ ჩვენც მოძრაობის ნაწილი ვართ“-ამბობს ერეკლე.
„არსებული უსახური ჯიხურები, რომლებითაც გარე მოვაჭრეები სარგებლობენ, მათი გაკეთებულია და თვითნებურად ჩადგმული. ამასთან, უკანონო ჯიხურების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა.
ჯიხურების ადრინდელი ადგილმდებარეობა ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში, განსაკუთრებით, ტურისტულ სეზონზე. აქედან გამომდინარე, გადაწყდა მათი გადატანა. მერიის შესაბამისმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯიხურები განეთავსებინათ ერთად, მერიის მიერ გამოყოფილ ადგილზე გარე მოვაჭრეებთან შეთანხმებით, რისთვისაც შეირჩა გოგებაშვილის ქუჩა.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ჯიხურების მოხატვა და ქალაქის იერსახესთან შესაბამისობაში მოყვანა. მომავალი სეზონისთვის კი, მოხდება მათი ჩანაცვლება ახალი ჰოლანდიური ჯიხურებით, რაც შესაბამისობაში იქნება ქალაქის იერსახესთან.
ასევე დაგეგმილია აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობა, გარე განათების დამონტაჟება და საპირფარეშოების მოწყობა. მნიშვნელოვანია, რომ მომავალი სეზონისთვის ახალი ჯიხურები გარე მოვაჭრეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ“.
აღნიშნული განცხადება დღეს, 25 ივნისს, მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა თენგიზ მესხიძემ გაავრცელა.
2012 წელს „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პროექტის „სამოქალაქო განათლება“ ფარგლებში შექმნეს ვებგვერდი: www.ShenMartav.ge
2015 წლიდან „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ აგრძელებს პროექტს რეგიონულ არასამათვრობო პარტნიორებთან თანამშრომლობით. ესენი არიან: „დემოკრატ მესხთა კავშირი“ /სამცხე–ჯავახეთი/, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ /აჭარა/, „გორის საინფორმაციო ცენტრი“ /შიდა ქართლი/, “სიდა” /სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ქვემო ქართლი/. შესაბამისად იგი გარდაიქმნა ვებპორტალად, რომელიც აერთიანებს 6 ვებგვერდს.
www.ShenMartav.ge–ის მიზანია გაზარდოს არჩევითი ორგანოების ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, ხელი შეუწყოს ამ ორგანოების საქმიანობის პოპულარიზაციას, მეტ გამჭვირვალობას და მოქალაქეების მეტ ჩართულობას ქვეყნისთვის და რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. პორტალი აერთიანებს 6 ვებგვერდს, რომელთა საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ დააკვირდნენ სქართველოს პარლამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და თვითმმართველი ქალაქების – ახალციხის, ბათუმის, გორისა და რუსთავის მუნიციპალური საკრებულოების საქმიანობას.
www.ShenMartav.ge არის საზოგადოებისთვის შექმნილი ვებსერვისი, რომელიც ზრდის მოქალაქეების შესაძლებლობას, იცოდნენ: • რა გადაწვეტილებებს იღებენ მათ მიერ არჩეული დეპუტატები მათი სახელით • რა კანონებს/სამართლებრივ აქტებს იღებს ამა თუ იმ დონის არჩევითი ორგანო • რომელ კანონებს/სამართლებრივ აქტებს აძლევს/ან არ აძლევს ხმას ესა თუ ის დეპუტატი • რამდენად კეთილსინდისიერად ეკიდებიან ხალხის რჩეულები თავიანთ მოვალეობებს • რა შემოსავლები აქვთ და რა ქონებას ფლობენ დეპუტატები მათი ყოველწლიური საშემოსავლო დეკლარაციების მიხედვით შჰენMარტავ.გე-ს აქვს კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია. მისი მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია: • თავად შეაფასოს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის როგორც საქართველოს პარლამენტის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ მიღებული ესა თუ ის კანონი, ასევე ოთხი თვითმმართველი ქალაქის საკრებულოების მიერ მიღებული ესა თუ ის ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი. მოქალაქეთა შეფასებები აისახება სკალაზე. • წერილობით დაუსვას მისთვის მნიშვნელოვანი კითხვა ნებისმიერი დონის ნებისმიერ დეპუტატს და მიიღოს მისგან პასუხი პროექტი ხორციელდება „ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისათვის“ და პრესის თავისუფლების პროგრამის მხარდაჭერით, რომელთაც ნიდერლანდების სამეფოს მთავრობა აფინანსებს.
ბატონო ტარიელ, არის თუ არა აჭარაში ეკოლოგიურად ცხელი წერტილები შესწავლილი და სად მდებარეობს სახიფათო კერები? აჭარაში ძალიან ბევრი ადგილია ასეთი. ბევრ ადგილას გვაქვს მეწყერი და ასეთ კერებს კატასტროფული სიტუაცია შეუქმნიათ აჭარაში.ეს ადგილებია: წაბლანა, ღურტა, ღორჯომის ხეობა [ხულოს მუნიციპალიტეტი], სადაც დიდი მეწყრული პროცესები განვითარდა სხვადასხვა წლებში, რა დროსაც დაიღუპნენ ადამიანები. შეგახსენებთ: 24 ადამიანი დაიღუპა სხალთაში, ღურტაში
დაახლოებით 16 ადამიანი 1976 წელს, წაბლანაში, 1989 წელს _ 24 ადამიანი [მათ შორის, სამი ბავშვი], ღორჯომში 1988-ში იყო დიდი მეწყერი, ორთაბათუმში მეწყერი განვითარდა 2008 წელს, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა. იმავე წელს ჩამოწვა მეწყერი ჩაქვში, რა დროსაც დავითაძეების ოჯახიდან 6 ადამიანი დაიღუპა… ასეთი კერები აჭარაში ბევრია და ძალიან დიდი საშიშიროებაა ახალი მეწყრული კერების წარმოქმნის.
ხიხაძირის ხეობაში განვითარდა დიდი მეწყერი და მთლიანად გეოლოგიური სიტუაცია შეიცვალა ამ ხეობის. მოგეხსენებათ, წაბლანაში მეწყრული პროცესების დროს უდიდესი, დაახლოებით 800 000 კუბური მეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა და ორი წლის განმავლობაში მდინარე სხალთისგან თითქმის ხელოვნური ტბა შეიქმნა. მერე ნელ-ნელა გაიჭრა ეს ხეობა და მდინარე დაუბრუნდა ძველ კალაპოტს არა, მაგრამ ხელოვნური ტბა ყოველ შემთხვევაში იქ არ გვაქვს. ასევე, ქობულეთში გვაქვს რამდენიმე ასეთი ადგილი, ხუცუბანში, მაგალითად, ამას წინათ განვითარდა მეწყერი. აი, ეს ადგილებია, რომლებიც ქმნიან საშიშროებას.
მეწყრული კერების მონიტორინგი თუ ტარდება და რა ინტენსივობით, რამდენად არის რისკები გათვლილი?
მონიტორინგს ჩვენ თითქმის ყველა დღე ვატარებთ სხვადასხვა ადგილზე. თვეში ერთხელ მაინც მივდივართ ხულოში, ქედაში, შუახევში, ქობულეთსა და ბათუმის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვსწავლობთ იმ განცხადებებს, რომლებიც შემოდის მოსახლეობიდან. თითოეული განცხადების დასკვნა წარმოადგენს რეკომენდაციას, სად, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. თუ საცხოვრებელი სახლი გადასატანია, ვეუბნებით, რომ უნდა გადაიტანონ სხვა ადგილას, თუ სხვა ტიპის ღონისძიებებია საჭირო, ამასაც ვუხსნით. მაგალითად, ფერდსამაგრი კედელი თუ უნდა გაკეთდეს და ა.შ. გარდა ამისა, გავდივართ მეწყრულ კერებზე, ვათვალიერებთ, აღრიცხვას ვაკეთებთ, როგორი სიტუაციაა, მომეტებულია თუ არა ნაპრალები.
ტარიელ ტუსკია
ამ დროისთვის თუ არის აქტიური კერები, რომლებისგანაც მოსახლეობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს?
ასეთი უბნები სადაც არის, ჩვენ, ძირითადად, ყველა გაფრთხილებული გვყავს და მიცემული გვაქვს სათანადო დასკვნა, შეიძლება თუ არა ამ ადგილას ცხოვრება. ბევრი ადგილია ისეთი, რომელიც დაუსახლებელია, მაგრამ მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად შეიძლება გადაიკეტოს მდინარე და მოხდეს ისე, რომ ამ მდინარის უეცრად გახსნამ გამოწვიოს ღვარცოფული ნაკადები, რაც წალეკავს მდინარისპირა სოფლებს. ეს არის დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე. რომ მოვიდეს უხვი ნალექი, როგორც მოხდა თბილისში, რომელიც იწვევს ღვარცოფული და მეწყრული პროცესების გააქტიურებას… ასე არ გვაქვს დადებული მაგიდაზე, რომ გითხრათ, აი, ეს უბანი არის სასწრაფოდ გასაყვანი, მაგრამ როცა არის პროგნოზული შეფასება, ჩვენ ვეუბნებით მოსახლეობას, რომ ცუდ, წვიმიან ამინდში დატოვონ ტერიტორია და გადავიდნენ სხვაგან. ყველა ასეთი სიტუაცია ფაქტობრივად აღრიცხული გვაქვს, მაგრამ ამინდს ჩვენ ნამდვლად ვერ ვაკონტროლებთ, ეს უკვე ბუნებრივ კატაკლიზმებზეა დამოკიდებული.
წინასწარი შეტყობინების სისტემა თუ მუშაობს?
როცა შემოდის განცხადებები, გავდივართ, ვსწავლობთ ადგილზე და თუ იქ საცხოვრებლად საშიში სიტუაციაა, პირდაპირ ვუთითებთ, რომ არ შეიძლება აქ ცხოვრება. ასეთი ვითარების შესახებ ჩვენ ინფორმაციას ვფლობთ, ვიცით, რომელი ოჯახებია გადასაყვანი, რომელია დაკვირვების ქვეშ, რომელი სახლები ექვემდებარება აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს. ჩვენ ეს გვაქვს კომპიუტერულ სისტემაში აღრიცხული, რისი ნახვაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. ყველა შესწავლილ განცხდებაზე დასკვნას ვუგზავნით გამგეობას, რომელიც თავის მხრივ, ამ დასკვნას აწვდის მოსახლეობას.
2015 წლის მაგალითზე რომ გვითხრათ, რამდენ მოქალაქეს აქვს შემოტანილი განცხადება მეწყერთან დაკავშირებით?
ექვსი თვის მანძილზე სხვადასხვა კატეგორიის 1300 განცხადებაა შემოსული. ზოგი მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებთაგან, არის დაბალი რისკის ზონებიც და ზოგიერთს ტყუილადაც აქვს შემოტანილი. ეს ყველაფერი დახარისხებული გვაქვს. აქედან დაახლოებით 500 განცხადებაა იმ ხალხისგან, ვინც გადასული იყო სხვა რეგიონში საცხოვრებლად და მათი დღევანდელი საცხოვრებელი პირობების შეფასება მოგვთხოვა ჯანდაცვის სამინისტრომ. 2009 წლიდან წელიწადში 1000 განცხადებაზე ნაკლები არ შემოსულა. ჩვენი რეგიონი ამ მხრივ რთული რეგიონია საქართველოში. გეოლოგიურად ძალიან აქტიური ზონაა.
აჭარაში რამდენიმე ჰესი შენდება. “შუახევი ჰესი” გადის მეწყრულ უბნებზე, მაგალითად, ჩანჩხალო, წაბლანა. ასევე ჰესები შენდება ჭოროხზეც… ეს გლობალური საკითხია და ამას წყვეტს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო. მითითებულია ზომები, რაც უნდა იყოს მეწყრული კერების პირობებში ჰესების მშნებელობისას, მაგრამ როგორ კეთდება და რა კეთდება, ამას მე ვერ გეტყვით. ჩანჩხალოში რომ დაიწერა განცხადებები, ყველა ოჯახი სათითაოდ მოვიარეთ, ასევე მოხდა სოფელ ახალდაბაში, ამიტომ ინფორმაციას ჩვენ ვფლობთ, მაგრამ კაშხლის ამუშავების შემდეგ რა იქნება და როგორ, ამას, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით.
რაც შეეხება შავი ზღვის სანაპიროზე აბრაზიულ პროცესებს, აქ რა სიტუაციაა?
2005-2010 წელს ძალიან აქტიური იყო ეს პროცესები, თითქმის მთლიანად ჩაირეცხა სანაპირო. შემდეგ ინერტული მასალა შეიტანეს და 15-20 მეტრი პლაჟი წარმოიქმნა. იგეგმება დიდი სამუშაოები, აკეთებენ დამბებს და ესეც დიდ შედეგს გამოიღებს საბოლოო ჯამში, თუ ადგილი ექნება შტორმულ პროცესებს.
თუ გახსოვთ, როდის იყო ბათუმში ყველაზე დიდი წყალდიდობა?
როგორც მე მახსოვს, ყველაზე დიდი წყალდიდობა აჭარაში 2003 წელს იყო, როცა მდინარე აჭარისწყალმა თითქმის ორი მეტრით აიწია, გადმოვიდა კალაპოტიდან და ეს იყო კრიტიკული მომენტი, ზღვარზე იყო სიტუაცია. თუმცა საბედნიეროდ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა და დაიწია წყლის დონემ, თორემ დაახლოებით რაც არის მდინარის კრიტიკული ხარჯვა, იმის მაქსიმუმზე იყო მისული. მიზეზი იყო უხვი ატმოსფერული ნალექი. ეს კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული.
„ეტალონის“ ჩასაწერად თბილისში წასულ მოსწავლეებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, რესურსცენტრის უფროსი და სხვა საჯარო მოხელეები ახლდნენ. თითოეულ ბავშვს ასევე შეეძლო სამი ადამიანი წაეყვანა თან – მეგობარი, მშობელი და მასწავლებელი. შუახევიდან „ეტალონის“ ჩასაწერად სულ სამი მიკროავტობუსით გაემგზავრნენ – 10 მონაწილე, მათი თანმხლები პირები და საჯარო მოხელეები.
შუახევის გამგებლის მოადგილის ზვიად დიასამიძის თქმით, ჯგუფის ტრანსპორტირება შუახევის მუნიციპალიტეტმა დააფინანსა.
ფინალში გასული ორი მოსწავლიდან ერთ-ერთი გრიგოლ ხანძთელის სახელობის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლეა. მისი კონკურენტი კი ცინარეთის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე იყო. ძირითადად შეჯიბრი სწორედ ამ ორ მოსწავლეს შორის გაიმართა, სადაც პირველ ადგილზე გასულს შესაბამისი პრიზები – 300 ლარი, ლეპტოპი, ტელეფონი და წიგნები შეხვდა, ხოლო მეორე ადგილზე გასულის პრიზები იყო – წიგნები და 200 ლარი.
ზვიად დიასამიძის ინფორმაციით, საჩუქრებისთვის ფული საჯარო მოხელეებს შორის აგროვდა. მეორე პრიზიორისთვის გადასაცემი 200 ლარი კი რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ საკუთარი ჯიბიდან გაიღო.
მეორე ადგილზე გასული მოსწავლის მასწავლებელი ამბობს, რომ პირველად თავად მისმა მოსწავლემ შეამჩნია კონკურენტს ვიღაც მამაკაცი რომ კარნახობდა დარბაზიდან. აი, როგორ აღწერს სიტუაციას კონკურსანტის ისტორიის მასწავლებელი მარად არძენაძე: „იქ ცოტა არ იყოს, „ეტალონს“ რომ არ ეკადრება, ისეთი საქციელი იყო, მაყურებლის მხრიდან კარნახს ჰქონდა ადგილი. იყო ისეთი პიროვნება, რომელიც არ უნდა ყოფილიყო. ის კარნახობდა ერთ ადამიანს. მე დავინახე და ფიზიკური შეხებაც კი მქონდა, ეს არ გააკეთო-მეთქი. მე ჩემი რეაქცია გამოვხატე ამ საკითხთან მიმართებაში. იქ იყო უსამართლობა. ამ კაცმა პირად საუბარში მითხრა, რომ ასეთი რამე ბევრჯერ გაუკეთებია. ჩოჩქოლი რომ ატყდა გულშემატკივართა რიგებში, წამყვანმა გვითხრა დაწყნარდითო და გადაღება გაგრძელდა. სულ ეს იყო მათი რეაქცია“.
კაცი, რომელიც თითქოსდა კარნახისთვის წაიყვანეს თბილისში, ჯემალ ბერიძეა. ის ქედაში ცხოვრობს. ჯემალ ბერიძე ამბობს, რომ მას ძალიან უყვარს „ეტალონი“, რამდენჯერმე მართლაც პირადად ესწრებოდა სტუდიაში გადაცემის ჩაწერას, ამიტომ ახლაც ისარგებლა შემთხვევით და შუახეველ მოსწავლეებს გაყვა ჩაწერაზე. ის ამბობს, რომ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს სინამდვილესთან არაფერი აქვს საერთო:
„რესურსცენტრს ვთხოვე, რომ წამიყვანეთ-მეთქი, ოთხი წელია არ ვყოფილვარ და მინდოდა წასვლა… გამარჯვებულ ბავშვს ვიცნობ, ძალიან ნიჭიერი გოგონაა, ძალიან ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე, ჩემგან ჟურნალი რეიტინგი მიჰქონდა, სადაც ტესტებია გამოქვეყნებული… სტუდია იმდენად არის დარბაზს დაშორებული, მართლა ვერაფერს ვერ უკარნახებ. არ ვიცი, რატომ უნდათ სკანდალი – ეს ხომ შუახევისა და აჭარის შერცხვენა იქნება“.
შუახევის გამგებლის მოადგილე ზვიად დიასამიძე, რომელიც ასევე ესწრებოდა გადაცემის ჩაწერას სტუდიაში, ამბობს, რომ ჩაწერის დროს პირველ რიგში იჯდა და ამიტომ არაფერი შეუნიშნავს. ის ადასტურებს იმ ფაქტსაც, რომ გარკვეული „ჩოჩქოლი ნამდვილად ატყდა სტუდიაში“. „კი იყო გართულება, პროტესტი გამოთქვეს, მაგრამ ნაწილი ამბობდა კარნახობდაო, ნაწილი – არაო. ზოგიც იმას ამბობდა, რომ ყველას კარნახობდნენო“, – ამბობს ზვიად დიასამიძე.
„ბათუმელები“ „ეტალონის“ ჩაწერაზე შუახეველ მოსწავლეებთან ერთად მყოფ რამდენიმე ადამიანს დაუკავშირდა. ყველა მათგანი ამბობს, რომ „ჩოჩქოლი ნამდვილად იყო ჩაწერის დროს, მაგრამ პირადად მას კარნახის ფაქტი არ დაუფიქსირებია“.
„ბათუმელებმა“ დაკავშირება ვერ მოახერხა შუახევის რესურსცენტრის უფროსთან, ედუარდ გოგრაჭაძესთან.
ამ საკითხზე გადაცემის წამყვანსა და შუახევის სკოლების წარმომადგენლებს შორის კამათი სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა. მომხდართან დაკავშირებით „ბათუმელების“ კითხვებს კი „ეტალონმა“ წერილობით შემდეგი უპასუხა:
„7 ივნისს „პირველი არხის“ სტუდიაში შედგა „ეტალონის“ 4 გადაცემის ჩაწერა, მათ შორის შუახევის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. ჩაწერის დროს, როცა მაყურებლებს შორის ატყდა მცირე ჩოჩქოლი, წამყვანმა შეაჩერა ჩაწერა და იკითხა, რა ხდებოდა, თუმცა მაყურებლების მხრიდან იყო პასუხი _ „არაფერი, ყველაფერი წესრიგშია“ და ჩაწერაც ჩვეულებრივად გაგრძელდა. გადაცემის ჩაწერის შემდეგ, ბავშვებმა და მაყურებლებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და ისე დაიშალენ, არავის ერთი სიტყვაც კი არ გამოუთქვამს პრეტენზიის სახით. რამდენიმე საათის შემდეგ ჩვენს სეგმენტ-პროდიუსერს, რომელიც უშუალოდ კურირებს ჩაწერის მონაწილეების სიებს, მათთან ჩაწერამდე კონტაქტს, ჩაწერაზე მიღება-გაცილებას, დაურეკა ვიღაც პირმა, რომელმაც განუცხადა, რომ არის მეორე ადგილზე გასული მოსწავლის პედაგოგი და აქვს პრეტენზია სტუდიაში კარნახთან დაკავშირებით. ჩვენი პროდიუსერი შეეცადა დეტალების გარკვევას და აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც ტელეფონით გამოთქვამდა პრეტენზიას, საერთოდ არ იმყოფებოდა გადაცემის ჩაწერის დროს სტუდიაში!!! ამის შემდეგ ჩვენ შუახევიდან აღარავინ დაგვკავშირებია (არც მოსწავლეები, არც პედაგოგები და არც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები).
საერთოდ, როცა გადაცემის ჩაწერა იწყება, ყველა მონაწილე სრულიად თანაბარ მდგომარეობაშია. ყველა ხედავს მაყურებლებს და მაყურებლებიც ხედავენ მონაწილეებს და ერთმანეთს. ჩვენ გვესმის, რომ ეტალონში მონაწილეობისას ყველას სურს გამარჯვება, ყველა პედაგოგს სურს თავისი მოსწავლის წარმოჩენა და ამიტომ, ტრადიციულად, ყველა გადაცემის ჩაწერის წინ წამყვანი მიმართავს მონაწილეებს და სტუმრებს, ახსენებს, რომ „ეტალონი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მადლით ხორციელდება და სთხოვს: „არავინ გაცდუნოთ ეშმაკმა, თავი შეიკავეთ უღირსი საქციელისგან…“
სკანდალური „ეტალონი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პირველ აგვისტოს უნდა გავიდეს.
ადვოკატების კითხვების განრიდება პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ რამდენჯერმე მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა ხან დააკმაყოფილა, ხან – არა. ბრალდებულები არიან გიორგი ვეკუა, მე-3 საპყრობილის ყოფილი დირექტორი და მისი მოადგილე [რეჟიმის უფროსი] ზაზა ჯიქია. დაზარალებულების სიაში არიან ყოფილი პატიმრები და ადამიანები, რომლებიც სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში ახლაც იხდიან სასჯელს. სასამართლო დაზარალებულებს პროცესზე მოწმის სტატუსით კითხავს. ერთი მოწმის გამოკითხვას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება.
სასამართლოში გასულ კვირას ამ საქმეზე ხუთი მოწმე დაიკითხა. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ცემის დროს მიიღო მძიმე დაზიანებები, მაგალითად, ერთი პატიმარი ამბობს, რომ ცემის დროს ცალი თვალი დაკარგა, მეორე ირწმუნება, რომ მუდმივად სველ ლეიბზე წოლის გამო ტუბერკულოზით დაავადდა.
ამონარიდი მოწმე თორნიკეს ჩვენებიდან, რომელიც 35-ე საკანში იხდიდა სასჯელს [ყველა დაზარალებულის სახელი შეცვლილია-ავტ.]: „2009 წლიდან ვიხდიდი სასჯელს. ჩემი მისვლიდან სამ თვეში შეიცვალა ციხის ხელმძღვანელობა, მას შემდეგ დაიწყო ჩვენი შეურაცხყოფები, ცემა, ჰაერზე გასვლის უფლებას არ გვაძლევდნენ. მე ზაზა ჯიქია მცემდა, გიორგი ვეკუა ნანახი არ მყავს. გვცემდნენ, მაგალითად, იმის გამო, რომ ტელევიზორი ხმამაღალზე იყო ჩართული. ერთ პატარა საკანში 30 პატიმარი ვიყავით. გვცემდნენ ყოველ დილას. მე სასჯელს ჯართის მოპარვის გამო ვიხდიდი”. ბრალდებულ გიორგი ვეკუას ადვოკატის სოსო ჯალაღონიას კითხვაზე, იყო თუ არა იმ დროს ციხეში მაყურებელი, თორნიკემ უპასუხა რომ – არა.
ადვოკატი: „და რას ნიშნავს მაყურებელი?“ მოწმე: `მაყურებელი… ამყარებს წესრიგს, პატიმრებთან ურთიერთობის დროს~ ადვოკატი: „ვისი დავალებით? მოწმე: „ამდენი არ ვიცი“.
მოწმე ერეკლე 53-ე საკნიდან ახლაც იხდის სასჯელს: „2009 წლის ნოემბრიდან დაიწყო პატიმრების ცემა. მე დარწმუნებული ვარ, მარტო ზაზა ჯიქიას დავალებით არ გვცემდნენ. მარცხენა თვალი დავკარგე ცემის დროს მიღებული დაზიანებების დროს. შენობის დერეფანში დაგვაყენებდნენ და გვირტყამდა 15 კაცი დუბინკას. ხელკეტის დარტყმის დროს მივიღე ტვინის შერყევა. ასეთი იყო რეჟიმი. დიდი უსამართლობა იქნება, მხოლოდ ეს ორი კაცი რომ დაისაჯოს ამის გამო [ბრალდებულებისკენ უთითებს].
ადვოკატებმა ერეკლეს ჰკითხეს, სამართლიანად იყო თუ არა გასამართლებული: “კი, მე პოლიციაში ჩემი ფეხით მივედი, ადამიანი მოვკალი. ადვოკატების კითხვაზე, იმ დროს ციხეში არსებული არაადამიანური პირობების შესახებ უყვებოდა თუ არა ვინმეს? პატიმარმა უპასუხა რომ – არა. როდის გაგიჩნდათ სურვილი, რომ წამების შესახებ მოგეყოლათ გამომძიებლისთვის? – ადვოკატის ამ კითხვაზე პატიმარმა უპასუხა, რომ `სურვილი სულ ჰქონდა, მაგრამ როცა ამის საშუალება გაჩნდა, მაშინ მოუყვა”. პატიმარი მეხუთე საკნიდან, თორნიკე: „წამლის მოხმარების გამო ვიხდიდი სასჯელს. ბათუმის ციხეში ყოფნის დროს დერეფანში ყოველ დღეს უნდა გვერბინა და სირბილის დროს თანამშრომლები დუბინკებს გვირტყამდნენ”.
პატიმარი ვლადიმერი მე-10 საკნიდან: „მცემდნენ, მაწამებდნენ, ფილტვებში წყალიც ჩამიდგა. იქ ბრძოლა იყო სიცოცხლისთვის. მე ვიცი, ზაზა ჯიქიას შვილი ჰყავს და მინდა მის შვილს მამა არ წავართვა, ათი წლის გოგო მყავს, ისე გაიზარდა, ჯერ არ მინახავს. მე კანონს წინ ვერ აღვუდგები, მაგრამ ადამიანი როცა დანაშაულს ჩადის, მას ეს ან მოსწონს, ან გაუაზრებლად აკეთებს. ალბათ ზაზა ჯიქიას გააზრებული აქვს მისი დანაშაული და ეს სასჯელია მისთვის… არავინ არ მინდა ჩემ გამო წავიდეს ციხეში”.
თორნიკეს ადვოკატმა ჰკითხა, თუ არ უნდა ჯიქიას დასჯა, მაშინ რატომ უჩივლა მას? მოწმემ უპასუხა, რომ მაშინ შეურაცხყოფილი იყო. პატიმრობაში მყოფ მოწმეებს დაცვის მხარემ ასევე ჰკითხა, რა მდგომარეობაა ახლა ციხეებში. პატიმრებმა თქვეს, რომ “ნორმალური”. ადვოკატი ასევე დაინტერესდა არიან თუ არა ციხეებში მაყურებლები, ზოგიერთმა პატიმარმა თქვა, რომ – არა, ზოგიერთმა კი უპასუხა, რომ მისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს მაყურებლის ინსტიტუტი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მამისეიშვილი დაახლოებით 25 თვეა, რაც ამ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. მოსამართლის შვებულებაში გასვლის გამო მომდევნო სასამართლო პროცესი აგვისტომდე გადაიდო. საქმეზე ჯერ კიდევ ათეულობით მოწმეა დასაკითხი. ბრალდებულები გირაოს საფუძველზე არიან პატიმრობიდან გათავისუფლებული.
„ნ. კვაჭაძის 2015 წლის 1-7 ივნისს გამოქვეყნებულ საგაზეთო სტატიაში – „ფოსტის ფასადის ახალი სიცოცხლე“ – ასახული ზოგიერთი ეპიზოდი – კერძოდ კი მისი საუბარი ფოსტის რესტავრატორთა ჯგუფის ხელმძღვანელ და ბათუმის ყოფილი ფოსტის ფასადის რესტვრაციის პროექტის ერთ-ერთ ავტორთან ბატონ სანდრო რუბაშვილთან პირდაპირი გაგებით ისეა ასახული, რომ თითქოს ბევრი დეტალი დაკარგული, ხოლო მისი უნიკალური გუმბათი კი საერთოდ გამქრალი იყოს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიალოგის მონაწილე მხარეთა მიერ დაშვებული უზუსტობანი ჩვენი ღრმა რწმენით განპირობებულია იმით, რომ რესტავრატორთა ჯგუფი გვიან ჩაერთო საქმეში, ისინი ინფორმირებული არ ყოფილან შენობაში ჩატარებულ სადემონტაჟო სამუშაოებზე.
გარწმუნებთ, რომ აღნიშნულ ობიექტზე ხსენებული ფასადის აღდგენა და თავის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება პირველ რიგში ჩვენი პატივისა და ღირსების საქმეა“ – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს „გუვენ ბათუმის“ პროექტის მენეჯერი მუსა გოზენი აწერს.
„დავალიანება არის არა უნივერსიტეტის, არამედ კომპანიის, რომელიც ამ შენობას აშენებდა. გასულ წელსაც გათიშეს ელექტროენერგია და იძულებული გავხდით სამი ათასი ლარი ჩვენი ბიუჯეტიდან გადაგვეხადა. ახლა ისევ გამორთეს შუქი“ – ამბობს ხელოვნების უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქეთი ვაჩეიშვილი.
როგორ უნივერსიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, საუბარია 30 ათასი ლარის დავალიანებაზე, რომელიც თავის დროზე მშენებელ კომაპნიას უნდა გადაეხადა.
„ჩვენ წერილობით მივმართეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ვთხოვეთ, რომ პრობლემის მოგვარებაში ჩართულიყო. გვითხრეს, რომ წერილი შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა, თუმცა პრობლემის წინაშე ისევ დავდექით“ – ამბობს ქეთი ვაჩეიშვილი.
მისი თქმით, უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები მიმდინარეობს და ამ პროცესს ხელი ეშლება: „კომპანიის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ დავალიანების დაფარვამდე არ აპირებენ შუქის ჩართვას, იძულებული ვიქნებით, გამოცდები შევაჩეროთ“.
ფორუმს, საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის მაღალჩინოსნებთან და საქართველოს სამთავრობო უწყებებთან ერთად, სხვადასხვა წამყვანი ქვეყნის 60 დელეგატი დაესწრება. კონფერენციაზე განიხილება საკითხები ზღვებსა და ოკეანეებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებასთან, ასევე საზღვაო სანავიგაციო რუკების წარმოებასთან და ზონების ლიმიტაციასთან (სწორი გადანაწილება) დაკავშირებით.
სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კონფერენცია მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.
„აღნიშნულ კონფერენციას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი ქვეყნისთვის, რადგან უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფა მჭიდრო კავშირშია როგორც ტექნიკურ უსაფრთხოებასთან, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
კონფერენცია 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება.
აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს 11 მედიკოსის: თერაპევტის, პედიატრის, ქირურგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, უროლოგის, მეან-გინეკოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგისა და ექოსკოპისტის უფასო სამედიცინო მომსახურება. ასევე, ჩატარდება დიაგნოსტიკური კვლევები კარდიოგრაფის, ექოსკოპისა და გლუკომეტრის საშუალებით.
ხვალ წალკაში ასევე დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქვემო ქართლის გუბერნიის წარმომადგენლების ვიზიტი.
ოფიციალური პირები შეხვედრას გამართავენ წალკაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის აჭარიდან ჩასახლებულ მოსახლეობასთან. გაეცნობიან სახელმწიფოს მიერ ეკომიგრანტი ოჯახებისათვის შეძენილი საცხოვრებელი სახლების დაკანონების პროცესს.
წალკაში ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია“ აჭარიდან ჩასახლებულ 5 ოჯახს გადასცემს საკვებ პროდუქტებს.
პრესკონფერენცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ბათუმის ოფისში
ამჯერად ორგანიზაცია 2006 წლის ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტით დაინტერესდა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის 2006 წლის 14 თებერვლის მე-15 ბრძანების საფუძველზე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელი მოაწერა ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანიას „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს აჭარის შავი ზღვის სანაპირო ზოლის (ბათუმის, ქობულეთის) გასწვრივ მდებარე 21 ობიექტი პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა – „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვიმ“ სს „აჭარის კურორტების“ და სს „მესხეთის“ 52,83%-იან აქციათა პაკეტები 17,5 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, აქედან 13,5 მილიონი აშშ დოლარი ამ სასტუმროებში შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირების საკომპენსაციო თანხას წარმოადგენდა, ხოლო 4 მილიონი აშშ დოლარი აქციათა პაკეტების საპრივატიზაციო ღირებულება იყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის ანალიზით ირკვევა, რომ ქართულ-ყაზახურ კომპანიად წოდებულმა „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვიმ“ აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 წლის შემდეგ, კომპანიამ 21-დან მხოლოდ ერთი ობიექტის – სასტუმრო „მედეას“ ნაცვლად სასტუმრო „რედისონი“ ააშენა.
კომპანია „აჭარა რიზორთ ჰოლდინგ ბი.ვი“ ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი კვირით ადრე, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირდა და შემდეგი ქონება გადაეცა: დასასვენებელი სახლი „კოლხეთი“, ყოფილი პიონერთა ბანაკი „მწვანე კონცხი“, ტურბაზა „ქობულეთი“, სანატორიუმი „ქობულეთი“ (ძველი და ახალი შენობა); საქართველოს ყოფილი სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაუმთავრებელი შენობა; შპს სასტუმრო „მედეა“, შპს „დასასვენებელი სახლი მწვანე კონცხი“, შპს „ტალღა“, შპს „ტურბაზა ციხისძირი“, შპს „ტურბაზა ჩაქვი“, შპს „აისი“, პს „ტურბაზა მწვანე კონცხი“, შპს „პანსიონატი ჩირაღდანი“, სს „დასასვენებელი სახლი ნარინჯი“, სს „სანატორიუმი აჭარა“, სს „პანსიონატი მწვანე კონცხი“, სს „სანატორიუმი მახინჯაური“, სს „პანსიონატი მზიური“, სს „ჰორიზონტისა“ სს „ნიავის“ საწესდებო კაპიტალიდან გამოტანილი ძირითადი საშუალებების პასიური ნაწილი (შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთები), სს „მესხეთის“ 52,83 %-იანი წილი.
ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ „აჭარა რიზორთ ჰოლდინგ ბი.ვის“ დაკავშირებულმა პირმა „ „Silk Road Group S.A““ 2005 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. დოკუმენტით „სილქ როუდ გრუპმა“ სურვილი გამოთქვა, ყაზახ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე. საინვესტიციო წინადადების მიზანი კი აჭარის ა/რ ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო.
დევნილებისთვის საკომპენსაციო თანხის და პროექტის საპრიტივაზებო ღირებულების გადახდასთან ერთად, კომპანიამ სხვა ვალდებულებებიც აიღო:
1. კომპანიას სასტუმრო „მედეას“, სანატორიუმ „ქობულეთისა“ და სასტუმრო „მესხეთის“ შენობები ექსპლოატაციაში უნდა გაეშვა 2007 წლის 1 ივნისამდე;
2. დანარჩენ შენობა-ნაგებობებში განეხორციელებინა დასასვენებელი კომპლექსების, ჯანმრთელობის რეაბილიტაციის ცენტრების, გასართობი, ტურისტულ-რეკრეაციული პროფილის მქონე ან/და მათთან გათანაბრებული დანიშნულების ობიექტები ექსპლოატაციაში უნდა შეყვანა.
ამასთან, „აჭარა რიზორთ ჰოლდინგ ბი.ვი“ (ნასყიდობის ხელშეკრულების მე-7 მუხლის 4 პუნქტის თანახმად), უფლებამოსილი გახდა, გადაეცა, დაეთმო, გადაეკისრებინა, მიეყიდა, მიექირავებინა, გადაეცა იჯარით, ნებისმიერი ფორმით დაეტვირთა ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ფორმით გადაეცა ან გაესხვისებინა ქონება ნებისმიერ სხვა მესამე ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე იმდაგვარად, რომ ამგვარი უფლება-მოვალეობის, ვალდებულების აქციებისა და ქონების მიმღები პირი მთელი მოცულობით იკისრებდა კომპანიის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ყველა უფლებას, მოვალეობას, ვალდებულებას და პასუხისმგებლობას.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულებაში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა. პირველი ცვლილება ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში, 2006 წლის 2 მარტს განხორციელდა: 21 ობიექტის 36 თვეში ექსპლოატაციაში ჩაბარების ვადა რამდენიმე წლით გადაიდო, მაგრამ ცალსახად განისაზღვრა, რომ სასტუმროები „მესხეთი“ და „მედეა“ 2008 წლის მიწურულს უნდა ჩაბარებულიყო.
ნასყიდობის ხელშეკრულებაში მეორე ცვლილება 2008 წლის 27 თებერვლით თარიღდება. ამ ცვლილებით ქობულეთში სასტუმრო „ჰორიზონტის“ მშენებლობა 2010 წლის იანვარში უნდა დაწყებულიყო, დანარჩენი 19 ობიექტის მშენებლობა კი 2015 წლისთვის უნდა დასრულებულიყო.
დოკუმენტში ცვლილებების მესამედ შეტანის შემდეგ, შეიცვალა თავად მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვალს ხელმოწერილი ბრძანების ტექსტიც. 2009 წლის 7 დეკემბრით დათარიღებული დოკუმენტის თანახმად, „მედეას“ და „მესხეთის“ ექსპლოატაციაში შესაყვანად გასაწევი ხარჯების მოცულობა 50 მილიონი აშშ დოლარით, ვადად კი 2010 წლის 1 ივლისი განისაზღვრა.
შეუსრულებელი ვალდებულებები: სასტუმრო „მესხეთის“, როგორც დანარჩენი 19 ობიექტის, მშენებლობა ამ დრომდე დაწყებული არ არის (კომპანიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარადგინა ქონების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ყველა გამოკვლეული შენობა ექვემდებარებოდა სრულ დემონტაჟს). გადაცემული ქონების გარკვეული ნაწილის დემონტაჟი უკვე განხორციელებულია. მიუხედავად იმისა, რომ დათქმულ ვადაში არც ერთ ობიექტი არ ჩაბარებულა, მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც, ხელშეკრულებაში ცვლილებები აღარ შესულა.
კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის ამოწურვის მიუხედავად, დღევანდელი მდგომარეობით, ჩამოთვლილი ობიექტების უდიდესი ნაწილი მიტოვებულია. ამასთან, ინვესტორთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ.
კვლევაში აღნიშნულია, რომ როგორც ჩანს, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანიის მიმართ არავითარი სანქცია არ გატარებულა; არც დღევანდელი და არც წინა ხელისუფლება ზედმიწევნით არ ახდენდა საინვესტიციო პროექტების განხორციელების ეფექტურ მონიტორინგს, არ რეაგირებდა იმაზე, რომ ხელშეკრულების ვადები უხეშად ირღვეოდა.
„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰკითხა, თუ რატომ არ მიმართავდა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ინვესტორის მხრიდან ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ან რატომ არ იწყებდა ხელშეკრულების ბათილად ცნობის პროცედურას კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რაზეც უწყების იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მყიდველს ქონება დაგირავებული ჰქონდა ყაზახურ ბანკ „ტურანალემში“, რაც პროცესს აფერხებდა. საჯარო რეესტრის განახლებული მონაცემების მიხედვით, 2014 წლის 14 ოქტომბრიდან ს/ს „აჭარის კურორტების“ ქონებას გირავნობა უკვე მოხსნილი აქვს. მიუხედავად ამისა, მხარეების ურთიერთობაში პროგრესი სამართლებრივი თვალსაზრისით არ შეინიშნება.
„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვა, თუმცა ასევე ვფიქრობთ, რომ ხელსაყრელ პირობებში ჩაყენებულმა ინვესტორმა მდგომარეობა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს და ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს. მნიშვნელოვანია, ასევე, სახელმწიფომ ინვესტორების მიერ ვალდებულებების შესრულების ეფექტური მონიტორინგი განახორციელოს. საინვესტიციო პირობების შესრულებაზე ეფექტიანი კონტროლის დაწესება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ახალი პროექტების განხორციელება. აუცილებელია, რომ მთავრობამ გონივრულად განკარგოს მის ხელთ არსებული(სახელმწიფო) ქონება და, განსაკუთრებით პირდაპირი მიყიდვის ფორმის გამოყენების შემთხვევაში, დაადგინოს კრიტერიუმები, მიმართოს ქონების რამდენიმე ლოტად გასხვისების პრაქტიკას, რათა თავიდან აიცილოს არასასურველი შედეგი, რაც საინვესტიციო პროექტების განხორციელების გაჭიანურებით, შეჩერებით ან შეწყვეტით შეიძლება გამოიხატოს“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის შეფასებით ნაწილში.