MoneyMan.ge – ისარგებლეთ ფასდაკლებით დღესვე!

 

სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია, MoneyMan.ge გილოცავთ ყველაზე ფერადი და ბარაქიანი წელიწადის დროის, შემოდგომის დადგომას! დროა, იზრუნოთ ფინანსური პრობლემების გადაჭრაზე და დაიწყოთ ახალი სეზონი სურვილების ასრულებით! სულ რაღაც 15 წუთში სასურველი თანხა თქვენს განკარგულებაში იქნება.


მანიმენს თქვენთვის განსაკუთრებული სიურპრიზიც აქვს, გამოიყენეთ პრომოკოდი XXX და მიიღეთ ფასდაკლება. ისარგებლეთ სწრაფი, მარტივი და მოსახერხებელი პირობებით:


• პირველ სესხზე შეგიძლიათ ისარგებლოთ 500 ლარით 31 დღის ვადით, თუმცა ყოველ მომდევნო სესხზე პირობები უმჯობესდება – საპროცენტო განაკვეთი მცირდება, ვადა კი იზრდება.


• თუ თქვენს მიერ მოწვეულ მეგობარს დაუმტკიცდა სესხი, თქვენ დაგერიცხებათ 25 ლარის ქულა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც სესხის დაფარვისთვის, ასევე გადავადებისთვის.


• განაცხადის შემოტანა შესაძლებელია SMS–ის მეშვეობითაც, რომელიც უნდა გამოაგზავნოთ ნომერზე 91009. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/SMSloan


• იხდით მხოლოდ იმ დღეების პროცენტს, როცა თანხას იყენებთ. მაგალითად, თუ თქვენ აიღეთ კრედიტი 31 დღით, თუმცა 14 დღეში თანხა შეიტანეთ, თქვენ იხდით მხოლოდ ამ 14 დღისას და არა მთელი პერიოდისას.


ნუ გადადებთ ცხოვრებას ხელფასამდე, მოემზადეთ საშემოდგომოდ და აიღეთ სესხი დღესვე!


MoneyMan.ge

სამორინეები შესაძლოა ფიჭვნარშიც გაიხსნას

 

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ სპეციალური კანონის მიღებისა თუ ინვესტორებისთვის მთელი რიგი შეღავათების დაწესებისა, ტურისტული ზონა, ფიჭვნარის მაგალითზე [განსხვავებით ანაკლიისგან], ინვესტორებისთვის მიმზიდველი მაინც არ აღმოჩნდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მედიასთან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, ტურისტული ზონა გარკვეულ შეღავათებს მოიცავს, ამ დროისათვის ქობულეთის ზონით მხოლოდ 2 კომპანიაა დაინტერესებული _ „ერთმა სასტუმროს მშენებლობა დაასრულა, ხოლო მეორე მშენებლობის პროცესშია… ამ ეტაპისათვის ინტერესი ძირთადად ბათუმზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს”.

 

2011 წელს თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროს პროფილთან თავსებად საქმიანობად სასტუმროს ნომრების  გაქირავება და მასთან პირდაპირ დაკავშირებული მომსახურება, ასევე სასტუმროს შენობაში კვების ობიექტების ფუნქციონირებაც განისაზღვრა.

 

2015 წლის 27 აგვისტოდან კი ამ თავსებადი საქმიანობების ჩამონათვალს სასტუმროს ტერიტორიაზე საცურაო აუზის, აკვა-პარკისა და სამორინეს ფუნქციონირებაც დაემატა.

 

როგორც „ბათუმელები“ წერდა, აჭარა, კონკრეტულად კი ბათუმი, კაზინოებით ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია რუკაზე. ბათუმში მოქმედ 6 კაზინოს 2 ივნისში დაემატა, ერთიც აგვისტოში გაიხსნა. კიდევ 8 ახალი კაზინოს გახსნა აქვს სახელმწიფოს დავალებული სხვადასხვა კომპანიისთვის. არის  კომპანიები, რომლებიც საკუთარი ინიციატივითაც აწყობენ კაზინოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ბათუმში მინიმუმ 20 კაზინო იქნება.

 

რაც შეეხება “თავისუფალ ტურისტულ ზონას”, მისი განვითარების მიზნით, როგორც ცნობილია, 2010 წელს ქობულეთში “ფიჭვნარის” ტერიტორიაზე, ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის მთავრობამ ინვესტორებს განსხვავებული შეღავათები შესთავაზა.

 

პროექტის თანახმად, “ფიჭვნარის” ტერიტორიაზე, მიწის 3 ნაკვეთი [11 ჰა-ზე მეტი] გამოიყო, სადაც 30 სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა. მთავრობამ განსაზღვრა ასევე სასტუმრო კორპუსების 3 ტიპი და ინვესტორი საკუთარი სურვილის მიხედვით არჩევდა თუ რა ტიპის სასტუმროს ააშენებდა. იმავდროულად, ინვესტორს მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცემოდა.

 

სამთავრობო კომისიამ 8 ინვესტორი გამოავლინა კიდეც. მათ ქობულეთში 15 სასტუმრო კომპლექსი უნდა აეშენებინათ, თუმც შემდგომ ინვესტორთა ნაწილმა სასტუმროს აშენებაზე უარი თქვა.

 

წინა მოწვევის პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის მიხევით, ინვესტორი, რომელიც ქობულეთის ტურისტულ ზონაში სულ მცირე 1 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებდა, ის მომდევნო 15 წლის მანძილზე მოგების და ქონების გადასახადისგან განთავისუფლდებოდა. თავდაპირველი ინიციატივით, სასტუმროს მშენებლობა ინვესტორს 2011 წლის 1 აგვისტომდე უნდა დაესრულებინა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებდა ის საგადასახადო შეღავათებს. თუმცა, შემდეგ აღნიშნული შემოთავაზება შეიცვალა და გადაწყდა, რომ საბოლოო ვადებს თითოეული ინდივიდუალური შემთხვევისთვის სპეციალური სახელმწიფო კომისია განსაზღვრავდა.

 

ფიჭვნარი, ტურისტული ზონა /ფოტო ბათუმელები/

მოგზაურობა რაჭაში

არსებობს ლეგენდა, თუ რატომ დაერქვა რაჭას რაჭა. ერთხელ თურმე ერთი მონადირე ნაქერალას ქედზე ნადირობდა, მთიდან ხევში ჩაკარგული რიონი დაუნახავს და წამოუძახნია, ეს რა ჭა ყოფილაო. მდინარე რიონი საუკეთესო ადგილია ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის. აქ ჯომარდობის ტურების გამართვაა შესაძლებელი. ღრმა ხეობებით და სწრაფი მდინარეებით რაჭა ჯომარდობისთვის საუკეთესო ადგილია საქართველოში.

რაჭა-იმერეთის საზღვარზე მდებარეობს სალოცავი ცხრა ჯვარი. ამ მიდამოებშივეა ახალაღმოჩენილი მურადის მღვიმე. მღვიმეში მნახველებს ჰაეროვანი, ბურთის ფორმის ულამაზესი სტალაქტიდები დახვდებათ. მღვიმე 2014 წლის ნოემბერში აღმოაჩინა მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბმა „თეთნულდმა”.
„კლუბის ჩვეულებრივი გასვლითი ტური იყო სხვა უფრო დიდ და უკვე შესწავლილ მღვიმეში, მაგრამ შემთხვევით “პატარა გამოქვაბულში”, როგორც ამას გამყოლი უწოდებდა, მოგვიწია შეყოვნება, სადაც ასევე შემთხვევით ფოტოების გადაღების დროს ვნახეთ გასასვლელი და ჩვენი კლუბის ერთ-ერთი წევრი გადავიდა. ცოტა ხანში გაოცებული დაბრუნდა და ჩვენც წაგვიყვანა. დაგვხვდა მღვიმე, ჩემ მიერ გადაღებული პირველი ფოტოებით გაიგო მსოფლიომ ამ მღვიმის შესახებ,” – ამბობს ფოტოგრაფი და ტურისტული კომპანია „კოლხა ტურის“ წარმომადგენელი არჩილი გეგენავა.


კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება  მოხვდნენ ტურისტები მღვიმეში, არჩილი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ კერძო ტურებს აწყობენ. 
„სად მდებარეობს მღვიმე და როგორ უნდა მოხვდეთ იქ, ამაზე კონკრეტულად არაფერს ვამბობთ, რადგან მღვიმე დაუცველია. თუმცა სპალეოლოგებისა და დაინტერესებულ პირთათვის კერძო ტურების მოწყობაა შესაძლებელი, „კოლხატურის” მეშვეობით და კლუბ „თეთნულდის” ინსტრუქტაჟით”.

რაჭა ორ ნაწილად იყოფა. ქვემო და ზემო რაჭად. ზემო რაჭაში ონის, ხოლო ქვემო რაჭაში – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი შედის.

სწორედ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია ულამაზესი ჭელიშის უდაბნო, რომელიც მდინარე შარეულას ხეობაში, საშევარდნე მთის ძირას ვაკე ადგილასაა გაშლილი. ჭელიშის უდაბნომდე 3-კილომეტრიანი საფეხმავლო გზა მიდის. აქვეა ბუნებრივი საყინულე, სადაც ზამთარ-ზაფხულ ერთი და იგივე ტემპერატურაა.

თუ რელიგიური ტურიზმი გაინტერესებთ, რაჭა მრავალფეროვან კულტურულ გარემოს გთავაზობთ. ერთ-ერთი პირველი, რაც შეგიძლიათ რაჭაში ნახოთ, არის ნიკორწმინდა. ბაგრატ მესამის დროს აგებული ნიკორწმინდის ტაძარი, შეიძლება ითქვას, რაჭის სიამაყეა. ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუში დღეს სრული სახითაა წარმოდგენილი.
ონისკენ გზად მიმავალი, მდინარეების – ლუხუნისა და რიონის შესართავთან შეგიძლიათ ნახოთ 1753 წელს აგებული ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია. ბარაკონი როსტომ რაჭის ერისთავის ბრძანებით ააგეს და ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია.

გზა ბარაკონიდან ონისკენ მიდის. ონში შეგიძლიათ საუკუნის წინ აგებული ონის სინაგოგა დაათვალიეროთ. 1895 წელს თეთრი კირქვით ნაგები სინაგოგა თბილისისა და ქუთაისის სინაგოგების შემდეგ სიდიდით მესამეა საქართველოში.
გზა ონიდან შეგიძლიათ კურორტ უწერასკენ განაგრძოთ. მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი საუკეთესო ადგილია დასასვენებლად. უწერაშივეა რაჭის ცნობილი მჟავე წყლები. ნაპერწკალა _ უწერას ერთ-ერთი ცნობილი მჟავე წყალი დღეისათვის დაკარგულია. თუმცა შეგიძლია ე.წ. „28 ნომერი” მჟავე წყალი დააგემოვნო. ქვით ნაშენ ოთხკუთხედი ფორმის აუზში ხის კიბით ჩადიხარ, მიწიდან კი მჟავე წყალი ამოჩქეფს.

უწერიდან გზას თუ განაგრძობ, კურორტ შოვს მიადგები. შოვიც, უწერას მსგავსად, კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ცხელი ზაფხულისგან გაქცევა თუ გსურს, შოვი ნამდვილად კარგი არჩევანი იქნება. წელიწადის ყველაზე ცხელ თვეში – აგვისტოში აქ ტემპერატურა 16 გრადუსზე მეტი არ არის. კურორტი მდიდარია მინერალური წყლებით.
რაჭაში, ზღვის დონიდან 3 129 მეტრზე მდებარეობს ულამაზესი მწვერვალი კატიწვერა და უძირო ტბა. კატიწვერაზე ასვლა სოფელ ზემო გლოლიდან არის შესაძლებელი. ნინო ნადიბაიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც უძირო ტბა მოინახულა.
„ონის რაიონში, შოვამდე არის ერთი სოფელი, გლოლა. იმ სოფელში ვისვენებდი, როდესაც გავიგე ამ ტბაზე. რა თქმა უნდა, მაშინვე მომინდა წასვლა, თუმცა ყველა მაფრთხილებდა, რომ საკმაოდ რთული იყო და თუ საკუთარი თავის იმედი არ მქონდა, სჯობდა არ წავსულიყავი. მაინც გავრისკე.

იმის გამო, რომ მხოლოდ 1 დღით ვაპირებდით ასვლას, გვიან ღამით გავედით, დაახლოებით 2 საათზე. გამიმართლა, რომ ადგილობრივები მოგვყვებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ვხვდები, როგორ არ უნდა დაიკარგო იქ. გაუვალი ტყე და სულ აღმართებია სასიარულო, მით უფრო ღამით, როდესაც არაფერი ჩანს. იმის გამო, რომ ღამით დარჩენას არ ვაპირებდით, ყველანი საკმაოდ მსუბუქი ბარგით ვიყავით, მხოლოდ მცირეოდენი საჭმელი და ერთი ხელი თბილი ტანსაცმელი გვქონდა. დაახლოებით 4-5 საათში დასრულდა ეს გაუვალი ტყე და პატარა მდელოზე გავედით, რომელიც სოფლიდანაც ჩანს და საკმაოდ მაღლაა. ამ მდელოზე მთიბავების ქოხია, რომელშიც დაახლოებით 1 საათი გვეძინა. ახლოსაა პატარა წყაროც, მთის ცივი და კამკამა წყლით. მთიბავების ქოხიდან უძირო ტბამდე დაახლოებით 4-5 საათის სასიარულოა, დაუსრულებელი აღმართები და დაღმართები, თუმცა გზად ბუნება და ხედები მოწყენის საშუალებას არ იძლევა,”-  ამბობს ნინო.
მისივე თქმით, გზა სასიარულოდ საკმაოდ მარტივია, თუმცა მანძილის სიშორის გამო სასურველია თუ კარვებით წახვალ. ტბასთან დასაბანაკებლად შესანიშნავი ადგილებია.

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

 

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია სს კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

შეღავათები მთის კანონით

 

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა ხევს, მთიულეთს, პანკისისა და გუდამაყრის ხეობას, მაღალმთიან აჭარას, ფშავ-ხევსურეთს, თუშეთს, ზემო და ქვემო სვანეთს, ლეჩხუმსა და რაჭას.

 

საქართველოს პარლამენტში ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე განმარტავს, რომ აღნიშნული კანონის ყველა პუნქტი 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და მთაში მცხოვრები მოსახლეობა გარკვეული შეღავათით ისარგებლებს. დეპუტატი იმასაც აღნიშნავს, რომ კანონპროექტი, შესწორებამდე სტატუსს მხოლოდ ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, გამონაკლის შემთხვევაში კი 800 მეტრზე არსებულ სოფლებს ანიჭებდა.

 

„იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მიიღებდა შესაბამის განკარგულებას, ისეთი სოფლები როგორიცაა: ხულოში – სხალთა, ფუშრუკაული, ხიხაძირის ცენტრი, დეკანაშვილები, განახლება და დიაკონიძეები, შეღავათით ვერ ისარგებლებდა. რიგი სოფლების მხოლოდ ნაწილი მოერგებოდა კანონპროექტს, მაგალითად, სოფელ ვაშლოვნის ერთი ნაწილი ისარგებლებდა, მეორე – ვერა. ქედის დეპუტატმა იაშა შერვაშიძემ და მე დავიწყეთ მუშაობა, რომ კანონპროექტი მიღებულიყო იმ სახით, რომლითაც მაღალმთიანი აჭარის ყველა სოფელი ისარგებლებდა შეღავათით, საბოლოოდ მივაღწიეთ შეთანხმებას, მთავრობაც დაგვთანხმდა და ჩვენი კოლეგებიც, რომ კანონი მაღალმთიან აჭარაზე მთლიანად გავრცელდეს“, – განმარტა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათები მიგრაციას შეაჩერებს.

 

ანზორ ბოლქვაძის ინფორმაციით, კანონის შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში მთიან რეგიონებში იქნება შემდეგი სახის შეღავათები:

 

საპენსიო ასაკს მიღწეული მუდმივად მცხოვრები პირი, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახით, ყოველთვიურად მიიღებს დანამატს, სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტს;

 

სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს ყოველთვიურად მიეცემათ დანამატი მათთვის განსაზღვრული სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით;

 

მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ, ან/და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, ყოველთვიურად მიიღებს დანამატს: ექიმი – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთანი პენსიის ერთმაგი ოდენობით (დღეს არსებული საპენსიო ტარიფი – 150 ლარია);

 

ზამთარში გათბობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით;

 

მაღალმთიან დასახლებაში საყოფაცხოვრებო აბონენტებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50% აუნაზღაურდებათ, მაგრამ არაუმეტეს 100 კილოვატი ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში.

 

 

ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე თუ მისი ერთ-ერთი მშობელი მაღალმთიანი დასახლების მუდმივი მცხოვრებია, ერთი წლის განმავლობაში დაენიშნება ფინანსური დახმარება არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე და მომდევნო ახალშობილს – არანაკლებ 200 ლარი ერთი წლის განმავლობაში;

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლის მასწავლებელი მიიღებს დანამატს, თანამდებობრივი სარგოს 35%-ს;

 

მთავრობა სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელების დახმარებისა და სპორტის განვითარების მიზნით შეიმუშავებს ფინანსური დახმარების შესაბამის პროგრამას;

 

საქართველოს განათლების სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განსაზღვრული პროგრამების მასწავლებლები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში დასაქმებული არიან მაღალმთიანეთში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მიიღებენ დანამატს, შრომის ანაზღაურების ანაკლებ 50%-ს, თუმცა არა იმ შემთხვევაში, თუ ამ შეღავათით სხვა სკოლაში სარგებლობს პედაგოგი;

 

კანონით განსაზღვრულია ასევე საგადასახადო შეღავათები. პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, განსაზღვრული ვადით თავისუფლდება გადასახადისგან;

 

„ეს არის შეღავათების ნაწილი, მთავრობისაგან ხელშეწყობა ექნება მთაში ბიზნესის წარმოებას. შეღავათები დაწესდება მოგების, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებზე“, – განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ. მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კანონპროექტი მიიღეს, ერთ-ერთი თურქული კომპანია დაინტერესდა ხულოს მუნიციპალიტეტში სამკერვალო ფაბრიკის გახსნით: „ხულოდან ადამიანები ხელვაჩაურში ჩამოდიან და იქ მუშაობენ. თუ ხულოში გაიხსნება, იქ გააგრძელებენ მუშაობას, არც საშემოსავლო დაექვითებათ და ხელფასიც მეტი გამოუვათ. ის კომპანიაც იმიტომ მოდის ხულოში, რომ შეღავათებს ხედავს“.

 

ანზორ ბოლქვაძე ამბობს, რომ კანონით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია სოფელს საჭიროების შემთხვევაში სტატუსი მიანიჭოს: „ამ კანონში განსაზღვრულია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უფლება აქვს განკარგულებით სტატუსი მიანიჭოს იმ სოფელს, რომელსაც მსგავსი შეღავათები ესაჭიროება, მაგალითად, არის სოფლები ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომლებიც მცირემიწიანია და პრობლემებით ხულოს სოფლებს არ ჩამორჩება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია ყველაზე გაჭირვებულ სოფელს სტატუსი მიანიჭოს“.

 

ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში: „იმისათვის, რომ მოსახლეობა სოფლებში დამაგრდეს, მნიშვნელოვანი კანონია, ყველაზე კარგი და ეფექტური, რაც შესაძლებელია მოსახლეობას შევთავაზოთ. ქობულეთსა და ხელვაჩაურში ამ კანონით სარგებლობის საჭიროება ნაკლებადაა, მაგრამ არის სოფლები, სადაც მოსახლეობა ხელშეწყობას საჭიროებს. ქობულეთში შეღავათებით ისარგებლებს ორი სოფელი და მისი მიმდებარე უბნები – ხინო და დიდვაკე-ვერძეული. გარდა ამისა, სოფლები სტატუსს განსაკუთრებულ შემთხვევებშიც მიიღებენ“.

 

ფატი ხალვაშის ინფორმაციით, ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევებზე სამთავრობო კომისია იმსჯელებს. კომისიის შემადგენლობაში იქნება აჭარის მთავრობის წარმომადგენელი და მოსახლეობაც, რომლებიც, თუ დაასაბუთებენ საჭიროებას, სოფელს სტატუსი მიენიჭება, შესაბამისად, მოსახლეობა შეღავათებით ისარგებლებს.

 

„დღემდე არ მომეცა საშუალება სოფლების მდგომარეობა ადგილზე შემესწავლა, მაგრამ როცა შეიქმნება კომისია, ჩვენ აუცილებლად გვექნება ჩვენი წინადადებები,“ – ამბობს ფატი ხალვაში.

 

სამზარეულოს კულტურა ქობულეთში

 

ბუხრის მაკეტი ქობულეთის მუზეუმიდან
ბუხრის მაკეტი ქობულეთის მუზეუმიდან

გადმოცემის თანახმად, დიასახლისი იმით ფასობდა, როგორ მოუვლიდა ცეცხლს. მის დასანთებად საღამოობით ნაცარში დაფლავდნენ ხოლმე ნაკვერჩხალს. დილით გააღვივებდნენ და თავიდან დაანთებდნენ. თუ ისე მოხდებოდა, რომ ნაკვერჩხალი ჩაქრებოდა, უახლოეს მეზობელთან მიდიოდნენ ცეცხლის სათხოვნელად. სწორედ აქედან წარმოიშვა გამოთქმა ცეცხლის მეზობელი, ან როგორც ქობულეთში ამბობენ „ცეხლის მეზობელი“.

 

მუდმივად ანთებული ბუხარი ქობულეთურ სტუმარ-მასპინძლობასთან იყო შერწყმული. ბუხრის წინ კეცზე მუდმივად იყო მიფიცხებული მჭადი, თუ მოულოდნელად სტუმარი შემოესწრებოდათ, სათანადოდ რომ გამასპინძლებოდნენ. თუ მჭადი გაცივდებოდა, ასეთ დროს იტყოდნენ, კერა გაცივდაო.

 

ხის კალათები ხილისთვის
ხის კალათები ხილისთვის

ქობულეთის მუზეუმში მრავლადაა დაცული ქობულეთში გავრცელებული სამზარეულოს ჭურჭლის ნიმუშები. ექსპონატებს მუზეუმში ცალკე ექსპოზიცია აქვს დათმობილი. აქ შეგიძლიათ ნახოთ ორასი წლის ფილთაქვა, ძველისძველი სუფრები, თუნგები, გუგუმები, თაფლის ჩასასხმელი ჭურჭელი, ყველის დასადები ჯამები და სხვა საოჯახო ნივთები.

 

თუნგებსა და გუგუმებს წყლისთვის, ღვინოსთვის და რძისთვის იყენებდნენ. რძის ჩასასხმელი გუგუმი აუცილებლად მოკალული უნდა ყოფილიყო. ბუხრის პირას მუდამ იდგა ლითონის პატარა ქოთანი, რომელშიც კვეთს (რძის შესადედებლად საჭირო სითხე) ამზადებდნენ.

 

„ყველის გემოს საიდუმლოება კვეთშიც იყო. იმისთვის, რომ გემრიელი ყველი დაემზადებინათ, ძროხა უნდა ყოფილიყო ალპურ საძოვრებზე ნასაზრდოები. კვეთს კი სახლის პირობებში ამზადებდნენ. ბებიაჩემიდან ვიცი, ჩვენთან ფრინველს რომ დაკლავდნენ, კუჭს ამოაცლიდნენ. ამ კუჭს აქვს გარსი, ამ გარსს შემოაცლიდნენ, გარეცხავდნენ, გააშრობდნენ, გაახმობდნენ და მისგან შემდეგ ამზადებდნენ კვეთს. ყველაზე ხშირად აკეთებდნენ ქათმისგან, თუმცა კურდღლის კუჭის გარსი, საუკეთესო იყო,“ – ამბობს ქობულეთის მუზეუმის დირექტორი რეზო ტაკიძე.

 

მუზეუმში ქართული სუფრის რამდენიმე ნიმუშიცაა დაცული. ეს არის სხვადასხვა სიდიდის მრგვალი ფორმის, ხისფეხიანი სუფრები. როდესაც სტუმარი ესტუმრებოდათ, საჭმელს თუ ღვინოს სწორედ ამ სუფრით მიართმევდნენ ხოლმე მას. რაც შეეხება საკვებს – ქობულეთელის სახლში მუდმივად იყო აპოხტი (დამარილებული ქათამი) და გამხმარი თევზი.

 

თაფლის შესანახი ხის ჭურჭელი
თაფლის შესანახი ხის ჭურჭელი

„სტუმრისთვის დიდ პატივისცემად ითვლებოდა აპოხტი ქათმის მირთმევა. აპოხტს შემოდგომაზე ამზადებდნენ. დაკლავდნენ, გაასუფთავებდნენ, ოქტომბრის ქარებში გამოაშრობდნენ, მერე ბუხართან ჩამოკიდებდნენ და ჰქონდათ სტუმრის მოსვლამდე. სტუმარი რომ მოვიდოდა, ჩამოხსნიდნენ და მისგან კერძს მოამზადებდნენ. ასევე დელიკატესად ითვლებოდა გამხმარი თევზი. დღეისათვის ეს კულტურა ხინოშია შემორჩენილი. იქ დღესაც გამხმარი თევზი აქვთ, ძირითადად კალმახი. გამოაშრობდნენ, გამოწელავდნენ, შემდეგ მარილში აჩერებდნენ რამდენიმე დღე, ქარები როცა იქნებოდა, გამოაშრობდნენ და შემდეგ ისიც გადაინაცვლებდა ბუხართან. სხვაგან თხილს და არაყს რომ მოგიტანენ, ჩვენთან ეგრე ნაკვერჩხალზე თევზს წვავდნენ. შქერის ან ნიგვზის ფოთოლში ახვევდნენ და ისე.

 

თევზს იჭერდნენ ბიგით. ბიგა იყო ორწვერა ჯოხი, რომელსაც ბადეს მოახვევდნენ. მდინარე რომ ადიდდებოდა, უსვამდნენ ამ ამღვრეულ მდინარეს და იჭერდნენ ასე თევზს. ანკესით იშვიათად, სად ეცალა ქობულეთელ კაცს იმისთვის, ანკესით თევზი დეეჭირა“.

 

ქობულეთელები მეფუტკრეობას კარგა ხანია მისდევენ. ამაზე უძველესი ნივთიც მეტყველებს, რომელშიც თაფლს ასხამდნენ და შემდეგ ბაზარში მიჰქონდათ გასაყიდად. მრგვალი, მოგრძო ფორმის ხის ჭურჭელი დღეისათვის ქობულეთის მუზეუმშია დაცული.

 

ხის სუფრა
ხის სუფრა

„ძველად ქობულეთში იყო როგოები – სკები, ამ როგოებს მაღალ ხეზე აიტანდნენ და დადგამდნენ. ამ პროცესს სკის გაცოცხლებას ეძახდნენ. შევიდოდა ფუტკარი, დაამზადებდა თაფლს და შემდეგ ჩამოჰქონდათ. როგოებს მხოლოდ წიფელაზე დგამდნენ. იმიტომ რომ წიფელას კანი აქვს სქელი და დათვი ვერ ადიოდა. როდესაც თაფლს მიიღებდნენ, სპეციალური ხის ჭურჭელით მიჰქონდათ ბაზარში გასაყიდად. დაახლოებით ხუთი კილოგრამი თაფლი ჩადის. საინტერესოა რომ დიდი სიზუსტით არის დამზადებული“, – ამბობს ქობულეთის მუზეუმის დირექტორი რეზო ტაკიძე.

 

ხის კასრები
ხის კასრები

ასევე ქობულეთში გავრცელებული კერძებია: წვენიანი ფხალი, რომელსაც ბრინჯს ურევენ, ჩირბული – პომიდვრითა და კვერცხით მზადდება და ქობულეთური ბორანო კვერცხით.

დელფინების გათავისუფლების მოთხოვნით დელფინარიუმში მოქალაქეები შეიჭრნენ

7 თვეში პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 109 ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო

 

 

უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, საქმეთა რაოდენობა გაიზრდა ასევე ადმინისტრაციული კატეგორიის დავებზეც. მიმდინარე წლის 7 თვეში, 2014 წლის 7 თვესთან შედარებით, ინსტანციის სასამართლოებში შემოსული ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობა გაიზარდა 1,7-ჯერ, ხოლო განხილული საქმეების რაოდენობა – 1,1-ჯერ, ანუ 3752 საქმიდან 7947 საქმემდე. გაიზარდა ასევე გადაწყვეტილების გამოტანით განხილულ საქმეთა რაოდენობაც (1,3-ჯერ) და მიმდინარე წელს შეადგინა 6796 საქმე.


მიმდინარე წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტზე დადგენილება გამოიტანეს  16835 პირის მიმართ (1,0%-ით მეტი, ვიდრე 2014 წლის 7 თვეში), რომელთაგან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 12275 პირს, ანუ 72,9%-ს, 2014 წლის 7 თვეში – 78,3%-ს.


რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, 2015 წლის 7 თვეში, 2014 წლის 7 თვესთან შედარებით, I ინსტანციის სასამართლოებში შესული სისხლის სამართლის საქმეთა რაოდენობა შემცირდა 901 საქმით, ანუ 9,5%-ით და შეადგინა 8595 საქმე, ხოლო სულ განხილულ საქმეთა რაოდენობა – 774 საქმით, ანუ 8,8%-ით და შეადგინა 8064 საქმე. 9,0%-ით, ანუ 8643 საქმიდან 7862 საქმემდე შემცირდა განაჩენის გამოტანით განხილული საქმეების რაოდენობა.



2015 წლის 7 თვეში, 2014 წლის 7 თვესთან შედარებით 12,2%-ით შემცირდა საგამოძიებო ორგანოებიდან I ინსტანციის სასამართლოებში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შესული  შუამდგომლობების რაოდენობა. 

ინფორმაცია პირველი ინსტანციის სასამართლოებში გამართლებული და მსჯავრდებული პირების რაოდენობის შესახებ

პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ 2015 წლის 7 თვეში მსჯავრდებული 8912 პირიდან:

 თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 2825 პირს (სულ მსჯავრდებულთა 31,7%, 2014 წლის 7 თვეში – 37,6%);

 პირობითი მსჯავრი – 4071 პირს (შესაბამისად, 45,7% და 44,3%);

ჯარიმა – 1634 პირს (18,3% და 15,5%);

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 377 პირს (4,2% და 2,4%).

2015 წლის 7 თვეში გამამართლებელი განაჩენი გამოტანილია 109 პირის მიმართ, ნაწილობრივ გამამართლებელი – 68 პირის მიმართ, საქმე შეწყდა 63 პირის მიმართ.

7 ბათუმელი ამერიკულ უნივერსიტეტში

 

შეხვედრა აბიტურიენტებთან. ფოტო სან დიეგოს უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან

 

მარიამ ბასილაიამ სკოლა „თაობა 21″ დაამთავრა ბათუმში. იგი სან დიეგოს უნივერსიტეტში, სადაც სწავლა 7 500 დოლარი ღირს, სრულიად უფასოდ ისწავლის. მარიამი სან დიეგოს ამერიკულ უნივერსიტეტში ქიმია-ბიოქიმიას შეისწავლის. „ყოველთვის მიყვარდა ბიოლოგია. არ არის საქართველოში ამ სპეციალობაში ძლიერი მიმართულებები, ამიტომ არ ვფიქრობდი ამ მიმართულებით ჩაბარებს, რადგან მინდოდა ხარისხიანი განათლება მიმეღო. როცა სან დიეგოს უნივერსიტეტის შესახებ გავიგე, სადაც სხვა დონის სწავლაა, ასწავლიან ამერიკელი პროფესორები და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლია ამ უნივერსიტეტის დიპლომით იმუშაო, გადაწყვეტილება მივიღე. მე გამიმართლა, რადგან, რაც მინდოდა და მაინტერესებდა, იმაზე ჩავაბარე.”

 

სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზეა. უნივერსიტეტმა საქართველოს სამ ქალაქში _ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში უნივერსიტეტში სწავლით დაინტერესებული აბიტურიენტები წინასწარ გადაამზადა უფასოდ. მარიამი ამბობს, რომ ინგლისურზე მნიშვნელოვანი საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნა და მოტივაცია იყო: „ცოტას ვნერვიულობ ინგლისურის გამო, მაგრამ იმედია ყველაფერი გამომივა. არ მქონდა 100-პროცენტიანი დაფინანსების მოლოდინი, ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან მიხარია”.

 

ამერიკული უნივერსიტეტის 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო ვახო დონაძემაც. იგი კომპიუტერულ ინჟინერიას შეისწავლის. უნივერსიტეტის შესახებ ვახომ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს გაიგო: „ჯერ სკოლაში მოვიდა უნივერსიტეტის წარმომადგენელი და ინგლისური ენის კურსისთვის შეგვარჩია ბავშვები. “ტოეფელისთვის” გვამზადებდნენ უფასოდ. ბათუმის „შერატონშიც” იყო უნივერსიტეტის პრეზენტაცია, იქ უფრო დაწვრილებით აგვიხსნეს ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდებოდი, ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა, რომ 100-პროცენტიანი დაფინანსება მივიღე.” ვახო სკოლა “გორდას” ყოფილი მოსწავლეა.


კომპიუტერულ ინჟინერიას ისწავლის ზურა ბაკურიძეც, #2 საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლე. „ვფიქრობ, არ გამიჭირდება ინგლისურ ენაზე სწავლა. ქულებიდან გამომდინარე მქონდა მოლოდინი, რომ გრანტს მივიღებდი. ეროვნულ გამოცდებზე ოთხი საგანი ჩავაბარე: ინგლისური, უნარები, ქართული და მათემატიკა”, – ამბობს ზურა.
სან დიეგოს უნივერსიტეტი ფონდის – „ათასწლეულის გამოწვევა -საქართველოს” დაფინანსებით გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან შემდგარი კონსორციუმი საქართველოში საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარია.

 

„სან დიეგოს უნივერსიტეტი გახლავთ აშშ-ში ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტი ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის დარგში. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა, დასაქმების კუთხით, ძალიან მაღალია. მთავარი ღირსება ამ პროგრამების გახლავთ ის, რომ პროგრამები აბსოლუტურ შესაბამისობაშია საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში უახლესი ლაბორატორები, აუდიტორიები და ბიბლიოთეკა იქნება მოწყობილი. პროგრამა უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ სტუდენტები ჩაირიცხებიან არა მარტო სან დიეგოს უნივერსიტეტის ბაზაში და ექნებათ სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტის წითელი საიდენტიფიკაციო ბარათი, არამედ, ასევე ჩაირიცხებიან ქართული უნივერსიტეტის ბაზაშიც და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ქართულ და ამერიკულ დიპლომს”, – ამბობს ნინო ჩუბინიძე, სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტის საქართველოს აკადემიურ ურთიერთობათა დირექტორი.

 

სან დიეგოს უნივერსიტეტის სამი საბაკალავრო პროგრამა: კომპიუტერული ინჟინერია, ელექტრული ინჟინერია და ქიმია/ბიოქიმია საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება: ივ. ჯავახიშვილის, ილიას და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში. სტუდენტებს ლექციებს ძირითადად უცხოელი პროფესორები წაუკითხავენ. უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე იქნება.

 

„ჩვენ არ ველოდებით, რომ სტუდენტებს დიდი პრობლემები ექნებათ ინგლისურ ენასთან დაკავშირებით. სტუდენტებს, რომლებმაც მოგვმართეს დაფინანსების თხოვნით, აქვთ ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა, ისინი თავისუფლად შეძლებენ სწავლას. თუმცა უნივერსიტეტი პარალელურ რეჟიმში აპირებს სტუდენტების მომზადებას, იმ მთავარი პირობისთვის, რომელიც სტუდენტებმა უნდა შესრულონ პირველი სასწავლო წლის ბოლომდე – ეს გახლავთ ენის სერტიფიკატის, „ტოეფელის” ან „აელტის” აღება პირველი სასწავლო წლის ბოლოს. წელს ამ სერტიფიკატის გარეშე მიღება იყო გამონაკლისი, რომელიც უნივერსიტეტმა მხოლოდ საქრთველოში დაუშვა, რადგან სან დიეგოს უნიევრსიტეტში ვერ აბარებს ვერავინ, ვისაც „ტოეფელის” ან მისი ტოლფასი ენის დამადასტურებელი სერტიფკატი არა აქვს წარდგენილი მათემატიკისა და სასკოლო ნიშნებთან ერთად”, – ამბობს ნინო ჩუბინიძე.

 

სან დიეგოს უნივერსიტეტი წელს დაახლოებით 120 სტუდენტს მიიღებს. მათგან უნივერსიტეტი მინიმუმ 82 სტუდენტს დააფინანსებს, 50, 70 და 100-პროცენტიანი გრანტით.
„მობილობაში მონაწილე სტუდენტებმა ასევე შეიძლება მიიღონ უნივერსიტეტის დაფინანსება. მობილობა დასრულდა და დაახლოებით 10-12 ადამიანია რეგისტრირებული. პროგრამების პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩვენ მათაც შევთავაზებთ დაფინანსებას.

სან დიეგოს დაფინასება სტუდენტებს დაუმტკიცდათ ოთხი წლის ვადით, მაგრამ სტუდენტებმა უნივერსიტეტის წესებიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე უნდა აჩვენონ მაღალი აკადემიური მოსწრება. მათ აუცილებლად უნდა დაასრულონ სასწავლო წელი არანაკლებ 2, 5 საშუალო ქულისა. ეს ნიშნავს რომ მათ A, B და c-ზე უნდა ისწავლონ და არა უფრო ნაკლებ შეფასებაზე”, – ამბობს ნინო ჩუბინიძე.

2016-2017 სასწავლო წელს სანდიეგოს უნივერსიტეტი უკვე არსებულ სამ პროგრამასთან ერთად მიღებას კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე დაიწყებს, შემდეგ წლებში სამოქალაქო ინჟინერიისა და სამშენებლო სამბაკალავრო პროგრამებზე.

 

წელს კი, ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, მომავალ აბიტურიენტებს საქართველოს ექვს ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ახალციხეში, ზუგდიდსა და თელავში სან დიეგოს უნივერსიტეტი აქ ჩაბარების მსურველებს ინგლისურ ენაში უფასო კურსს შესთავაზებს გადამზადების ცენტრებში. ნინო ჩუბინიძის თქმით, ეს პროცესი ოქტომბრიდან დაიწყება და ამის შესახებ ყველა სკოლა და რესურსცენტრი იქნება ინფორმირებული.

ნატო დავითაშვილი – ქართული ფენტეზის მწერალი

 

ნატო დავითაშვილი

 ქალბატონო ნატო, თქვენი ნაწარმოებები ეყრდნობა ქართულ მითოლოგიას, ფაქტობრივად გააცოცხლეთ ქართული მითოსი ლიტერატურულ ნაწარმოებში. როგორ გაჩნდა ეს იდეა, როგორი იყო მუშაობის პროცესი?

წერა ქართული მითოსისა და ფენტეზის ჟანრის სიყვარულმა დამაწყებინა. დავწერე ის, რისი წაკითხვაც მინდოდა და ქართულ ლიტერატურაში მოვისაკლისე. ფენტეზის ჟანრი მწერალს მითოსის გაცოცხლების არაჩვეულებრივ საშუალებას აძლევს, ჰოდა, მეც გამოვიყენე. რა თქმა უნდა, შეუძლებელია რომელიმე ხალხის მითოლოგიაზე დაფუძნებული ფენტეზის წერა, თუ თავად მითოლოგიას კარგად არ იცნობ. ამიტომ პირველი წიგნის – “ამბავი ლილე იეროელისა” – წერისას ძალიან ბევრს ვკითხულობდი. ვეძებდი მასალებს წიგნებსა თუ სამეცნიერო კვლევებში. პირველ წიგნს ბევრად მეტი დრო მოვანდომე, ვიდრე დანარჩენებს. ერთი წიგნის დასაწერად დაახლოებით ცხრა-ათი თვე მჭირდება, ერთი თვე ტექსტისგან ვისვენებ და შემდეგ ვკითხულობ. როგორც წესი, არაფერს ვცვლი, მხოლოდ რედაქტირებას ვუკეთებ. ამის შემდეგ ვუგზავნი გამომცემლობას.

 

ახალი წიგნის დაწყებისას აუცილებლად უნდა ვიცოდე: წიგნის დასახელება; სამყარო, სადაც მოქმედება ვითარდება და ფინალი. შემდეგ წერა, უბრალოდ, ფინალისკენ მიმავალი გზაა, რომელიც ხშირად ჩემთვისაც მოულოდნელად იცვლის ხოლმე მიმართულებას, რადგან ამბავს გზადაგზა ვიგონებ.

 

 თქვენს პირველ წიგნზე რომ მოგვიყვეთ, როგორ დაიწყო „ლილე იროელის ამბების“ ლიტერატურულ ტექსტად ქცევა?
 „ლილე იროელისთვის” სიუჟეტის მოფიქრება ყველაზე მარტივი საქმე იყო, უფრო მეტს ვმუშაობდი, რათა სიუჟეტი ჩვენს მითოსურ სამყაროში ორგანულად განვითარებულიყო და ფანტაზიასა და ტრადიციულობას ერთმანეთი არ დაეჩრდილა, არ დაეჩაგრა. ვფრთხილობდი, რაიმე არ მევნო ქართული მითოსისათვის. „ლილე იროელს~ სამი წელი ვწერდი, აქედან ორი წელი ვკითხულობდი და გამოსაყენებელ მასალებს ვინიშნავდი. ხანდახან კითხვაში ისე ვერთობოდი, წერასთან დაბრუნებაც კი მიჭირდა.

 

 თუ შეგიძლიათ შეაფასოთ დღეს ქართული ფენტეზის მდგომარეობა – როგორ ვითარდება, რა აკლია?
 

საქართველოს ფენტეზის მწერლები აკლია. მკითხველი კი ჰყავს და თან მათი რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს ჩვენი მწერლები ფანტასტიკასა და ფენტეზის ყურადღებას რომ არ აქცევენ, რადგან ამ ჟანრებში წერა ძალიან საინტერესოა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა. ეს ჟანრები სხვადასხვა სფეროში ძალიან დიდ ფაქტობრივ ცოდნასაც მოითხოვს, რომელსაც წერისას მუდმივად ეცნობი და იძენ. ამდენად, წერის პროცესი ორმაგად საინტერესო ხდება.


დღეისათვის ფენტეზის ჟანრი დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ხომ არ გეგმავთ თქვენი წიგნების ინგლისურ ენაზე თარგმნას?
 იროელთა ქრონიკების თარგმანზე და მათ საზღვარგარეთ გამოცემაზე ჩემი გამომცემლები მუშაობენ. ეს მარტივი პროცესი არ არის, მნიშვნელოვან ფინანსებსა და გარკვეულ დროსაც მოითხოვს. ძალიან გამიხარდება, თუ რამდენიმე წელიწადში ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, როცა საქართველო მასპინძელი ქვეყნის როლს მოირგებს, უცხოელ მკითხველს ნათარგმნი „იროელთა ქრონიკებითაც” დახვდება. მით უმეტეს, საზღვარგარეთ ფენტეზი და, ზოგადად, ჟანრული პროზა ძალიან პოპულარულია.

 

 ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებებს და არამარტო მათ, პოპულარობაში კინოც „ეხმარება”. ხომ არ გეგმავთ თუნდაც „ლილე იროელის” სცენარად ქცევას, რომლის მიხედვითაც შემდეგში ფილმს ან სერიალს გადაიღებენ?
 ფენტეზის ჟანრის ფილმები საკმაოდ მაღალბიუჯეტიანია, გადაღების უახლეს ტექნოლოგიებსა და შესაბამის კადრებს მოითხოვს. საქართველოს პირობებში ამაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა. რაც შეეხება უცხოეთს, ამაზე ერთი მოლაპარაკება მქონდა, მაგრამ ეს პროცესიც ხანგრძლივია და საუბარი ჯერ ნაადრევია.


 ამჟამად რაზე მუშაობთ?
 ამჟამად ვწერ ახალ წიგნს, რომელიც „იროელთა ქრონიკებს” არ ეკუთვნის. რა თქმა უნდა, ისევ ფენტეზია, სხვა ჟანრში მუშაობა ვერც წარმომიდგენია. წიგნს „მთვარის შვილობილები” ჰქვია. წიგნში მთვარის ყოველი დღის მიხედვით ოცდარვა მთავარი გმირია, თითოეულს თითქოს დამოუკიდებელი ისტორია აქვს, თუმცა ყველას გზა საბოლოოდ მაინც იკვეთება. იმედი მაქვს მომავალი წლისთვის დავასრულებ და მკითხველსაც წარვუდგენ.


 საქართველოდან ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე წარგადგინეს. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? რა მოლოდინები გაქვთ?
 სულ რამდენიმე წელია, რაც ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე საქართველოც წარადგენს მწერალს. მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებში ჩვენი ქვეყნის ჩართვა და მონაწილეობა ძალზედ მნიშვნელოვანია. ხოლო როცა ამ პროცესებში თავად იღებ მონაწილეობას, ორმაგად სასიხარულოა. არა მგონია, ამ ეტაპზე გამარჯვების ილუზიები ვინმეს ჰქონდეს, მაგრამ პროცესი დაწყებულია, კიდევ ერთი ნაბიჯია გადადგმული და ეს უკვე კარგია.

ქარტიის საბჭოს განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ტოკ-შოუების დახურვაზე

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება ტელეკომპანია “იმედის” მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუების დახურვას. ქარტიის საბჭოს განცხადებას  “ბათუმელები”უცვლელად გტავაზობთ:” ტელეკომპანიის ოფიციალური განცხადებით, არხი ახალი სატელევიზიო სეზონიდან დროებით აჩერებს გადაცემებს “რეაქცია” და “იმედის კვირა”, რათა მაყურებელს უკვე 2016 წლიდან შესთავაზოს თვისებრივად ახალი პროდუქტი. გადაცემების ავტორი და წამყვანი, ინგა გრიგოლია ამბობს, რომ მან ტოკ-შოების დახურვის შესახებ მედიიდან შეიტყო და არხის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს. ინგა გრიგოლიას კომენტარებიდანვე ირკვევა, რომ “იმედს” გადაწყვეტილების მიღებამდე მისთვის ამ ორი გადაცემის ფორმატის ცვლილება არ შეუთავაზებია.

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ახალი სატელევიზიო სეზონის წინ ორი რეიტინგული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუს დახურვა უარყოფითად აისახება როგორც მედიის მრავალფეროვნებაზე, ისე პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობაზე ქვეყანაში. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სეზონის გახსნის 2016 წლამდე გადატანა სატელევიზიო სივრცეში პოლიტიკური დისკურსის საკმაოდ ხანგრძლივ დეფიციტს წარმოქმნის.

 

ამავე დროს, არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭოს შეუსაბამოდ მიაჩნია გადაწყვეტილების გასაჯაროებისა და არხის რეიტინგული წამყვანის გათავისუფლების ფორმაც.

 

ტელეკომპანია “იმედის”, როგორც კერძო არხის ხელმძღვანელობას, ბუნებრივია, ცვლილებების განხორციელების სრული უფლება აქვს, თუმცა მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების მოთხოვნა და ლეგიტიმური მოლოდინი, ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია არხზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ. “იმედის” ოფიციალური განცხადება კი ამგვარ ინფორმაციად ვერ ჩაითვლება, რადგან ის უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხობს. მიგვაჩნია, რომ მაუწყებელმა მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს საზოგადოების მიმართ და ყველაფერი გააკეთოს იმის დასამტკიცებლად, რომ მისი გადაწყვეტილება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული.

ბათუმში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია

 

 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზარალებული მოსახლეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და თითოეულ განცხადებას ბათუმის მერიაში არსებული   სპეციალურ კომისიის წევრები განიხილავენ.


დახმარების თხოვნით, ბათუმის მერს მოქალაქეები წერილობითაც მიმართავენ, როგორც მერიაში „ბათუმელებს“ განუმარტეს, ყველა განცხადებას ინდივიდუალურად განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვის რა ფორმით დაეხმარონ. შესაძლოა კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, დაზარალებულმა მოსახლეობამ ფულადი კომპენსაცია მიიღოს ან საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო მასალებით დაეხმარონ.  

 

  ბათუმის მერიაში ამ ეტაპზე არ განიხილავენ დაზარალებული, კომერციული ფართების მეპატრონეების დახმარებას. ბათუმის ბიუჯეტით მხოლოდ დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან.


ძლიერი წვიმის დროს, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე მაღაზიანების ნაწილი დაიტბორა. ე.წ ჭაობის დასახლებაში და წვიმის დროს წყალი სახლებში შევიდა. რამდენიმე საათით დატბორილი იყო ბათუმის ცენტრალური უბნებიც, ბათუმის მერიის ა(ა)იპ “სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს” თნამშრომლები კი  სტიქიის შედეგად დაზიანებული ქვაფენილის აღდგენას ცდილობენ. 

ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის ზარალი მიადგა მოქალაქეებს ძლიერი წვიმის დროს. 

განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა უფასო პროგრამა

 

 

პროგრამის მიხედვით, რომელიც ბათუმის მერიის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული, მომსაურება გაეწევა 7 წლამდე ასაკის  ბათუმში 2015 წლის 1იანვრის მდგომარეობით რეგისტირებულ ბავშვებს შემდეგი პათოლოგიით: დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი და სხვა. მერიის ინფორმაციით, პირველ რიგში მომსახურება გაეწევა იმ ბავშვებს, რომლებიც ვერ სარგებლობენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამით.

 

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის კიდევ ერთი პროგრამის თანახმად, ბათუმში მცხოვრები მწვავე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებისთვის მატერიალური დახმარების გაწევაა გათვალისწინებული. 

მერიის ინფორმაციით,  იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში დაცვით თერაპიაზე მყოფი ბათუმში მცხოვრები 18 წლამდე ასაკის მწვავე ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველთვიურად საჭიროებენ კონსულტაციებს და სხვა სახის გამოკვლევებს   თბილისში, ყოველთვიური კომპენსაცია 200 ლარის ოდენობით გადაერიცხებათ. 


რამდენ ხანს და რისთვის უნდა ვატაროთ ბრეკეტები

ქეთევან ბალაძე

რა არის არასწორი თანკბილვა და რა იწვევს მას? – ექიმი ორთოდონტი ქეთევან ბალაძე ამბობს, რომ ყბა-სახისა და კბილთა სისტემის ანომალიების ეტიოლოგიას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას სტომატოლოგიის დარგი – ორთოდონტია შეისწავლის. ორთოდონტული მკურნალობის ძირითადი ამოცანაა ყბა-კბილთა სისტემის ფორმის გაუმჯობესება, ანუ კბილების ან კბილთა მწკრივის გადანაცვლება, თანკბილვის რეგულირება, ქვედა ყბის სახსრების ფუნქციის მოწესრიგება, საღეჭი კუნთების ფუნქციის მოწესრიგება და სხვა. თანკბილვა კბილების შეკვრის სახეა. ნორმად მიიჩნევა ორთოგნათიული თანკბილვა, რომლის დროსაც ზედა კბილები ოდნავ გადმოკბილავენ ქვედა კბილებს. ყბასთან ან კბილებთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი შეიძლება იყოს როგორც გენეტიკური, ისე შეძენილი – სხვადასხვა ტრავმის, ბავშვობაში თითის წოვის, ან კბილების დაკარგვის შედეგად.

ბრეკეტ-სისტემის ნაირსახეობები – ექიმი ორთოდონტი ამბობს, რომ თანკბილვის ანომალიების სამკურნალოდ გამოიყენება მოსახსნელი და მოუხსნელი, პირშიგნითა და პირგარეთა, ფუნქციური და მექანიკური მოქმედების ორთოდონტიული აპარატები. პაციენტებისთვის კარგად ნაცნობი ბრეკეტები მოუხსნელი აპარატია. ბრეკეტები დამაგრებულია თითოეული კბილის ზედაპირზე და ერთმანეთთან მავთულითაა დაკავშირებული. იგი შეიძლება იყოს მეტალის, კერამიკისა და საფირის. “თუ პაციენტი გამძლეობის მიხედვით ირჩევს ბრეკეტს – მეტალის სჯობს, ესთეტიურად კი კერამიკა და საფარი აჯობებს, რადგან შორიდან ორივე მათგანი თითქმის შეუმჩნეველია”, – განმარტავს ქეთევან ბალაძე. არსებობს ლინგვალური ბრეკეტებიც, რომლებიც შიგნიდან ეწებება კბილებს და პრაქტიკულად შეუმჩნეველია უცხო თვალისთვის. ორთოდონტის თქმით, ლინგვალურ ბრეკეტებს უფრო მცირე პათოლოგიების დროს იყენებენ. ნაკლებად გამოხატული პათოლოგიების გამოსასწორებლად გამოიყენება გამჭვირვალე, მოსახსნელი კაპებიც.

რა ფუნქცია აქვს ბრეკეტებს – ქეთევან ბალაძე ამბობს, რომ პაციენტებს ბრეკეტების მთავარი ფუნქცია წინა კბილების გასწორება ჰგონიათ, თუმცა რეალურად ორთოდონტიული აპარატების ძირითადი მიზანი, პირველ რიგში, საფეთქელ-ქვედა ყბის ფუნქციის მოწესრიგება, შემდეგ საღეჭი კბილების კონტაქტის აღდგენა და ბოლოს – წინა კბილების გასწორებაა. ბრეკეტებით შესაძლებელია ასევე კბილთა კალების გასწორება ორთოგნათიული ოპერაციის წინ. თუ პაციენტს არ მოსწონს თავისი სახე, უნდა ყბის გაზრდა ან დაპატარავება, პროფილის შეცვლა, აწუხებს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი, მაშინ ორთოდონტი და ორთოგნათი ქირურგი გეგმავენ, პაციენტს რომელი კბილის
ამოღება სჭირდება და ბრეკეტებით რომელი მიმართულებით უნდა გადანაცვლდეს კბილები. 1,5-2 წელიწადში პაციენტის ყბები მზადაა ოპერაციისათვის. ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ იხსნება ბრეკეტები.

რა ასაკიდან შეიძლება ორთოდონტული აპარატების ტარება – ქეთევან ბალაძე ამბობს, რომ საამისოდ ასაკი განსაზღვრული არ არის. “ადრე მიიჩნეოდა, რომ ცალკეული კბილების დგომის გასასწორებლად მხოლოდ პატარა ასაკში უნდა გაკეთებულიყო ბრეკეტები, მაგრამ ახლა შეიცვალა მიდგომა და შეიძლება ნებისმიერ ასაკში მოუნდეს კბილის გადანაცვლება ადამიანს. მაგალითად, პაციენტს სჭირდება კბილის ჩასმა, რისთვისაც საჭიროა კბილების გადანაცვლება გარკვეული მიმართულებით”, – ამბობს ის. თუ ბავშვს აღენიშნება რასწორი
თანკბილვა, ორთოდონტი სპეციალური ფირფიტოვანი აპარატით ან კაპებით, ბრეკეტების გარეშე გაუსწორებს მას კბილებს. ბავშვების კბილების გასწორება ბრეკეტ-სისტემის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ 10-11 წლის ასაკამდე, როდესაც კბილები უფრო დამყოლია და მათი ადგილმდებარეობის შეცვლა შესაძლებელია ფირფიტებით.

ორთოდონტის თქმით, გართულებების თავიდან აცილება ადრეული ასაკიდანვე, სპეციალური მასაჟებითაც არის შესაძლებელი, როცა ექიმთან
კონსულტაციის შემდეგ, დედა საჭირო მიმართულებით აწვება ბავშვის კბილს. “როცა ბავშვს არასწორად ამოდის კბილი, მისთვის უკვე შეიძლება მასაჟის გაკეთება და კბილებისთვის სწორი მიმართულების მიცემა. მასაჟები ეფექტურია 7 წლამდე. მაგალითად, ჩემს შვილს მასაჟი ვაკეთებინე ენით, ათი დღის განმავლობაში ვეუბნებოდი, რომ ენით მიწოლოდა ზედა ორ კბილს ერთად და მივიღეთ კარგი გადმოკბილვა”, – ამბობს ქეთევან ბალაძე.

რა დრო სჭირდება მკურნალობას – ეს პათოლოგიის სიმძიმეზეა დამოკიდებული. თუ ბრეკეტ-სისტემა პაციენტს ორივე ყბაზე უკეთდება და
სწორდება თანკბილვა, მკურნალობის დრო წელიწადნახევრიდან ორ წელიწადნახევრამდე გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული კბილების გადანაცვლება უნდა მოხდეს, შეიძლება ბრეკეტების ტარება სამი ან ექვსი თვე დასჭირდეს პაციენტს.

როგორ მოვუაროთ ბრეკეტებს – ქეთევან ბალაძის თქმით, პაციენტს ბრეკეტებით ეკრძალება საკვების ჩაკბეჩა. “უნდა ჭამოს დანითა და ჩანგლით. არ შეიძლება საღეჭი რეზინი, შოკოლადი, ნუგა, ე.წ. “სუხარიკები” და სხვა მაგარი საკვები. ასევე, ჩიფსი და კოკა-კოლა, რომლებიც ირგვლივ ერტყმის ბრეკეტს და იწვევს ემალს დაზიანებას”. ექიმის თქმით, ჰიგიენა უნდა იყოს იდეალურად დაცული. ყველა ჭამის შემდეგ პაციენტმა, სპეციალური ჯაგრისების საშუალებით კარგად უნდა გაიწმინდოს კბილები, რათა არ დაიშალოს ან არ დაზიანდეს ემალი. საამისოდ აფთიაქებში იყიდება სპეციალური ჯაგრისები და ირიგატორები – ჰიდრომასაჟორი, რომელიც სითხის ძლიერი ჭავლის შეფრქვევით გამორეცხავს კბილებს შორის შუალედებს. მისი ფასი დაახლოებით 100 ლარამდეა.

საქართველოში მეტალის ბრეკეტების ფასი (ერთ ყბაზე) საშუალოდ 600 ლარამდე, კერამიკისა კი – 1000 ლარამდეა. გამჭვირვალე კაპების ფასი კი 50 ლარიდან იწყება.

ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი

სოფელ სახალვაშოში [ჩაქვი ბათუმთან დამაკავშირებელ გვირაბთან ახლოს] მცხოვრებ რუსლან დილავეროვს საოჯახო ტიპის სასტუმრო უკვე გაქირავებული აქვს. ტურისტები მას ბელგიიდან, საფრანგეთიდან და ჰოლანდიიდან სტუმრობენ. ათკაციანი ჯგუფი ამ სოფელში ფრინველების დასათვალიერებლად უკვე ჩამოვიდა. საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს ამავე სოფელში რუსუდან მელაძეს, ტურისტებს ის 4 სექტემბრისთვის ინგლისიდან, ჰოლანდიიდან და ბელგიიდან ელოდება. 20 ევრო ერთი ადამიანი, სამჯერადი კვებით – ეს ორსართულიან, კერძო სახლში დასვენების ღირებულებაა.

ტურისტები სოფელ სახალვაშოს აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე, ძირითადად ამ ერთი თვის განმავლობაში სტუმრობენ.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე სოფო გუჯაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დეპარტამენტი ამჟამად ფრინველთა მეოთხე საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება, ფესტივალი სექტემბერში ჩატარდება. ფესტივალის ჩასატარებლად ტენდერი ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული უზრუნველყოფს ფესტივალის ორგანიზებას. დეპარტამენტი ფესტივალისთვის 20 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

ფოტო:აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 35 სახეობის გადამფრენ მტაცებელთაგან რამდენიმე გამოირჩევა, მაგალითად, კაკაჩას მიგრაცია აგვისტოს ბოლოს იწყება და პიკს აღწევს სექტემბრის პირველ კვირაში. მსოფლიოში კაკაჩების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობა (დაახლოებით 650.000) 2012 წლის შემოდგომაზე სწორედ ბათუმში დაფიქსირდა. ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ბათუმში ასევე საინტერესოა არწივების მიგრაციაზე დაკვირვება. სექტემბრის მესამე კვირისა და ოქტომბრის პირველი კვირის განმვლობაში კი, აქ შეიძლება სულ ახლოდან დააკვირდე ჩია არწივს, გველიჭამიას, ველის არწივის, მწირე მყივან არწივის და ბექობის არწივსაც კი.
ბათუმის ე.წ. დერეფანში ასევე წარმოდგენილია წითელფეხება შევარდენი. გვიანი სექტემბრის პერიოდში აქ შესაძლებელია იხილო ჩვეულებრივი კირკიტა, მცირე კირკიტა, წითელფეხება შევარდენი, ალალი, შევარდენი და მარჯანი, ერთსა და იმავე დღეს. ოფიციალური ინფორმაციით, პერიოდულად ასევე ფიქსირდება გავაზი.

აჭარაში 2012 წელს პირველად გაიმართა Bირდწატცჰინგ-ის ფესტივალი, საერთაშორისო ორგანიზაცია  Batumi Raptor Count-ის ორგანიზებით. ფესტივალის მიზანი იყო აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების პოპულარიზაცია. ფესტივალს ესწრებოდნენ, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დაინტერესებული პირები და ექსპერტები.
ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, აჭარაში ბერდვოჩინგის (ფრინველებზე დაკვირვება) პოტენციალი ჯერ კიდევ 2012 წლის 3 სექტემბერს დადასტურდა, როცა  Batumi Raptor Count-ის მონაცემებით ერთი დღის განმავლობაში 179.342 გადამფრენი კრაზანაჭამია არწივი დაფიქსირდა. ეს ციფრი მნიშვნელოვნად აღემატება 1982 წელს ისრაელში დაფიქსირებულ ბოლო მსოფლიო რეკორდს – 124.000 კრაზანაჭამია არწივი დღის განმავლობაში. იგივე, Bატუმი ღაპტორ ჩოუნტ-ის მიერ გამოქვეყნებული ცნობით, საშემოდგომო მიგრაციის პერიოდში მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი დაფიქსირდა. სპეციალისტების აზრით, ერთი სეზონისთვის ეს მონაცემი რეკორდულია.

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

მოსამართლე ბრალდებულს: “იმედი მაქვს, ეს იქნება კარგი გაკვეთილი თქვენთვის”

 

როგორც პროკურორმა ქეთევან ადამიამ სასამართლო პროცესზე განმარტა, ბრალდებული თურქეთ-საქართველოს საზღვართან დააკავეს. საქმის მასალებში ინახება ბრალდებულის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმები, ასევე საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სახელმწიფო ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დებს ბრალს – სსკ 260-ე და 262-ე, რაც საბოლოო ჯამში, სულ ცოტა, რვაწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა თქვა, რომ მხარეების სურვილია საქმე არსებითი განხილვის გარეშე, საპროცესო შეთანხმებით დასრულდეს.

 

ბრალდებულმა თქვა, რომ ბრალდებას აღიარებს. მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა, საპროცესო შეთანხმება შანტაჟით, იძულებით ან ძალადობრივი გზით ხომ არ გაფორმებულა. ბრალდებულმა უპასუხა, რომ -არა.
მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს მიესაჯა ერთწლიანი პატიმრობა და ხუთი წელი პირობითი მსჯავრი. ექვსი წლის განმავლობაში ბრალდებულს აეკრძალა ავტომობილის მართვა, სამედიცინო საქმიანობა, აფთიაქის გახსნა, პედაგოგიური და საადვოკატო საქმიანობა, ასევე იარაღის დამზადება, შენახვა და ტარება.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული 6 წლის განმავლობაში ვერ იმუშავებს თვითმართველობის ორგანოებში და ვერც ერთ საჯარო სამსახურში. “არსებითი განხილვის შემთხვევაში თქვენ სულ ცოტა რვაწლიანი პატიმრობა გელოდებოდათ, კანონი უფრო მსუბუქ სასჯელს არ ითვალისწინებს ამ ბრალდებისთვის, თქვენ საპატიმროს დატოვებდით 2023 წელს, საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში კი თქვენ თავისუფალი იქნებით 2016 წელს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი დასასრულია თქვენი საქმის და იმედი მაქვს, ამ შანს გამოიყენებთ, საპატიმროს დატოვების შემდეგ დაუბრუნდებით თქვენს ძველ ცხოვრებას და ეს იქნება თქვენთვის კარგი გაკვეთილი”, – უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ბრალდებულს ასევე დაეკისრა 7 ათასი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბრალდებულს უფლება აქვს შეწყალების თხოვნით მიმართოს პრეზიდენტს. იმ შემთხვევაში თუ მას პრეზიდენტი შეიწყალებს, იგი საპატიმროს ერთ წელზე უფრო ადრეც დატოვებს. ბრალდებულის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი ჯემალ კიკნაძე იცავდა.

Black Sea Sound Fest ბათუმში

 

ჯგუფები ფესტივალისთვის სპეციალური აპლიკაციების საფუძველზე შეირჩა.

LineUp: Kid jesusLil BeatBabiloni; Mexicano Muchacho; Family ModeThe Nemo; Rose in Black; Strawberry Field; Ver Movifiqret; Antibiotic; The Call; The Old MuseGroovephonics;

 

 

ფესტივალის ორგანიზატორია  „EREDELI’S ART” და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.

 

დასწრება უფასოა.

 

ქვიშის ფეხბურთის პერსპექტივა საქართველოში [ვიდეო]

ბათუმის საპლაჟო ფეხბურთის გუნდი საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადება

ქვიშის ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ილეთი „მაკრატელაა“. „მაკრატელა“ ჰაერში სრულდება. ამ დროს ფეხბურთელი მიწას სწყდება, ჰაერში მოძრავ ბურთისკენ ხტება და სწრაფი და ძლიერი დარტყმით კარისკენ აგზავნის ბურთს. მოთამაშე ტანით ეცემა ქვიშაში. ქვიშა ყველა მიმართულებით ცვივა. თუკი ზუსტად დაარტყა ფეხბურთელმა ბურთს ფეხი, მის ქვიშაზე დაცემამდე ბურთი ბადეშია გახვეული, სკამებზე მსხდარი ხალხი კი სანახობისგან აღფრთოვანებული წამებში ფეხზე დგას.

„ბურთი უნდა გქონდეს სულ მაღლა ჰაერში. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნიკასა და ფიზიკურ მომზადებას. აქ პლაჟია, სილაა, მუსიკაა, რაც სანახაობრივს ხდის ჩვენს თამაშს. თუმცა კოჭებამდე სილაში ვთამაშობთ და სამმაგი ძალის დახარჯვა გვიწევს, ვიდრე მინდვრის ფეხბურთზე თამაშის დროს. მაქსიმუმ ორი-სამი წუთი ითამაშო, მერე ფეხბურთელის შეცვლაა საჭირო. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს გამძლეობას“, – გვიყვება საპლაჟო ფეხბურთის გუნდის – ბათუმის „დინამოს“ 29 წლის უხუცესი წევრი ლევან ნადარაია, რომელიც საპლაჟო ფეხბურთს ბათუმში დაარსების დღიდან, მეხუთე წელია თამაშობს.

საპლაჟო ფეხბურთის გუნდის ფეხბურთელები ბულვარში, ზღვის პირას მდებარე ქვიშის მოედანზე ყოველ საღამოს, შვიდ საათზე დადიან და 2-7 სექტემბერს ბათუმში გასამართ საერთაშორისო ტურნირისთვის ემზაებიან. მათი მთვარი მწვრთნელი ნიკოლოზ თოდაძე ამბობს, რომ ტურნირი ახლოსაა, ამიტომ მხოლოდ ერთჯერადი, დღეში საათ და 45-წუთიანი ვარჯიშებით შემოიფარგლებიან:

„ქვიშის ფეხბურთის ვარჯიშები განსხვავდება მინდვრის ფეხბურთის ვარჯიშებისგან. მთელი თამაშის მანძილზე ბურთი ჰაერშია, ამიტომ ვარჯიშებიც მორგებულია ამ ტექნიკაზე. ვარჯიშის გეგმას მე თვითონ ვწერ, ვიზიარებ უცხოურ გამოცდილებასაც. სხვა ქვეყნებში როცა მივდივართ, ვაკვირდები იქაურ ვარჯიშებს და მერე ჩემი იმპროვიზაციით ვქმნი. არის სტანდარტული ვარჯიშებიც, რომელიც ერთნაირად სრულდება დიდ ფეხბურთში, მინი-ფეხბურთსა და ქვიშის ფეხბურთშიც“.

22 წლის გოჩა ბერიძე ექვსი თვეა შეუერთდა საპლაჟო ფეხბურთის გუნდს, მანამდე კი ბათუმის „დინამოში“ მინდვრის ფეხბურთს თამაშობდა.

„ორი კვირის წინ დავიწყეთ ამ ტურნირისთვის მზადება. ვიბრძვით მხოლოდ გამარჯვებისთვის – პირველი ადგილისთვის და არავითარი სხვა. ამიტომ ვემზადებით ასე მონდომებით“, – გვეუბნება გოჩა.

გოჩა ბერიძისა და ლევან ნადარაიას გარდა ამ ტურნირისთვის კიდევ 13 ფეხბურთელი ემზადება: მეკარეები – კარენ მინასიანი, რომან ასლანიანი,  გუნდის კაპიტანი ზაურ კეკელიძე, ვაჟა ივანიაძე, კახი თოდაძე, დავით ნუნიძე, ლეო ფარტენაძე, გოჩა მახარაძე, ივერი ბერიძე, მიხეილ (მიშა) დავითაძე, ალეკო ნაკაშიძე, ზურაბ (ზურა) შამილაძე, ნუკრი გოგუაძე.

საპლაჟო ფეხბურთის ეს გუნდი საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ ბაზაზეა შექმნილი, დაფინანსებასაც კლუბისგან იღებს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ აჭარის ნაკრების სახელით ასპარეზობს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი აფინანსებს მას.

2-7 სექტებმრის ტურნირში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ორი გუნდი საქართველოდან, დანარჩენი ექვსი კი ირანიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, ტუნისიდან და ყაზახეთიდან იქნებიან. ამ საერთაშორისო შეჯიბრების ხარჯი, რომელიც 28 200 ლარია, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრიდან გამოიყოფა. სპორტულ-ახალგაზრდულმა ცენტრმა ღონისძიების ორგანიზებაზე ტენდერი 18 აგვისტოს გამოაცხადა. ტენდერში კომპანია შპს „საქართველოს სპორტის სააგენტომ“ გაიმარჯვა.

ეს თანხა გადანაწილებულია მსაჯების ანაზღაურებაზე, რომელთა შორის ერთი ფიფას მსაჯიც იქნება, უცხოური გუნდების სასტუმროსა და ტრანსპორტირების მომსახურებაზე, ასევე პრიზების – მედლების, თასებისა და სიგელების დამზადებაზე.

როგორც სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზვიად მელიქაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ეს ტურნირი ცენტრის ორგანიზებით პირველად ტარდება.

გუნდის დირექტორის კახა მიქელაძის ხედვით, ქვიშის ფეხბურთი არამარტო სანახაობრივი, არამედ მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების კუთხითაც: „ფეხბურთი მოიცავს სამ ელემენტს“, – ამბობს ის.  „თვითონ სპორტს, გართობასა და ტურიზმს. დიდი ყურადღება ექცევა სპორტის ამ სახეობის განვითარებას იმ ქვეყნებში, სადაც ტურიზმი არის პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენთან არც ისე განვითარებულია ქვიშის ფეხბურთი – 5 წლის წინ დაიწყეს მუშაობა ბათუმის „დინამოს“ ამჟამინდელმა, ერთ-ერთი ასაკობრივი საფეხბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯაბა ჭანტურიამ და პლაჟის ფეხბურთის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლოზ (ნიკა) თოდაძემ. უანგაროდ, მხოლოდ ენთუზიაზმით, მათ შექმნეს ის სიტუაცია, რომ ბათუმში დღეს ტარდება არაერთი ტურნირი, მათ შორის საერთაშორისოც. საპლაჟო ფეხბურთი შევიდა ოლიმპიურ სახეობებში, წელს ის წარმოდგენილი იყო ბაქოს ოლიმპიურ თამაშებზე. ამიტომ ერთგვარი მოკლე გზაც არის ჩვენი ქვეყნის რეკლამირებისთვის. დიდ ფეხბურთში ვერ ვაღწევთ ისეთ წარმატებებს, რომ ვიასპარეზოთ ევროპის წამყვან შეჯიბრებებში, ეს გვაძლევს საშუალებას გავიდეთ ევროსარბიელზე და ყველამ დაინახოს, რას წარმოადგენს ჩვენი ქალაქი. ევროპის ჩემპიონთა ლიგის მასპინძლობას თუ მოვიპოვებთ, რომელიც 2016 წლის მაისის ბოლოდან ივნისის შუა რიცხვებამდე იქნება, აქ ჩამოვა 27 გუნდი. გვქონდა საუბარი ფიფას მასობრივი ფეხბურთის კომიტეტის ხელმძღვანელობასთან. გვთავაზობენ რამდენიმე ვარიანტს, რომ ბათუმმა უმასპინძლოს ევროპის სანაკრებო ან საკლუბო ტურნირს, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის – ფიფას ეგიდით ორგანიზებული ტურნირების დროს ფიფა ღებულობს ვალდებულებას წამყვან სატელევიზიო არხებზე განათავსოს რეკლამა“.

ბათუმის „დინამო“ წელს პირველად მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონთა თასზე, რომელიც 2-7 ივნისს ქალაქ კატანიაში გაიმართა. ტურნირი არ მოუგიათ, მაგრამ გუნდში ამბობენ, რომ ეს დიდი გამოცდილება იყო მათთვის. შემდეგ, 8-14 ივლისს ბათუმში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ბათუმის `დინამომ~ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. აჭარის ნაკრები, რომელიც ძირითადად ისევ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რამდენიმე დღის შემდეგ ისევ იტალიაში გაემგზავრა ხალხთაშორის მეგობრობის ტურნირზე, ქალაქ სანელპიდიოში. მასში ხვადასხვა ქვეყნის 16 გუნდი მონაწილეობდა. აჭარის ნაკრებმა მეოთხე ადგილზე გასვლა შეძლო. ამ ტურნირში თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები – როგორიცაა „რომას“ ყოფილი თავდამსხემლი მარკო დელვეკიო, „იუვენტუსის“ ყოფილი ლეგენდა ანჯელო დი ლივიო და საფეხბურთო სამყაროს სხვა ცნობილი პირები.

„ბათუმის „დინამომ“ წელს ერთი ამოსუნთქვით მოიგო საქართველოს პირველობა“, – ამბობს კახა მიქელაძე და დასძენს, რომ ეს გუნდის აქტიური ვარჯიშისა და ტურნირებში მონაწილების შედეგია. „კატანიაში ერთგვარი სურპრიზიც შესთავაზა ორგანიზატორებს, რადგან დებიუტანტმა ბათუმის „დინამომ“ პირველივე შეხვედრის მოგება მოახერხა ბულგარეთის ჩემპიონ „ოდესოსთან“. ის, რომ ჩვენი გუნდი არ გამოაკლდა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, ბათუმის მერიისა და საკრებულოს დამსახურებაა“.

ბათუმში საპლაჟო ფეხბურთის დამაარსებლისა და აჭარის საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ჯაბა ჭანტურიას აზრით, იმისთვის, რომ საპლაჟო ფეხბურთი ეროვნული მასშტაბით განვითარდეს, საჭიროა საპლაჟო ფეხბურთი საქართველოს ეროვნული ფედერაციის პატრონაჟის ქვეშ იყოს, ისევე როგორც მსოფლიო საპლაჟო ფეხბურთია ფიფას შემადგენლობაში და მისი ორგანიზებით ტარდება მსოფლიო ჩემპიონატიც:

„გვაქვს რესურსი განვავითაროთ საპლაჟო ფეხბურთი ანაკლიაში, ფოთში, დიდი სურვილი არის თბილისის ზღვაზეც მოეწყოს ანალოგიური ინფრასტრუქტურა. მთავარია, ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია დაინტერესდეს. „ფიფა“ და საპლაჟო ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია ჩვენ გვავალდებულებს დავიწყოთ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება უფრო ფართო მასშტაბით. ჩვენ ვართ რეგიონული ფედერაცია, ფიზიკურად ვერ შევძლებთ ნაკრები გუნდის ჩამოყალიბებას, ამის გაკეთების საშუალებას არც იურიდიუილი სტატუსი გვაძლევს. საქართველოს ნაკრები გუნდის ჩამოყალიბება, დაფინანსება და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება, ასევე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებზე მონაწილეობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ხარჯებით უნდა მოხდეს. ფედერაციაში ცოტა არასერიოზულად უყურებდნენ ამ სახეობის განვითარებას, ეს არის ფიფასა და უეფას მიერ აღიარებული სახეობა და მასობრივი ფეხბურთის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ფუტსალთან და ქალთა ფეხბურთთან ერთად. ვფიქრობ, ახლო მომავალში ფიფა და უეფა რეკომენდაციით მიმართავს ეროვნულ ფედერაციას დაფინანსების მოსაცემად და ფედერაცია ჩვენსკენ მოტრიალდება“.

ლევანი ნადარაია მიიჩნევს, რომ ქვიშის ფეხბურთი უფრო და უფრო პოპულარული ხდება: „თავიდან რომ დავიწყეთ, ყველას ხუმრობა ეგონა. ახლა ყველა სერიოზულად უყურებს ჩვენს თამაშს. უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ამ სახეობით. ბათუმმა წამოიწყო ამ სახეობის განვითარება. მგონი თუ ჩაიდება დიდი სახსრები, დიდ შედეგს მოიტანს ტურისტული კუთხითაც“.

გუნდის დირექტორი კახა მიქელაძე ამბობს, რომ საპლაჟო ფეხბურთის განვითარებასთან ერთად, სამომავლოდ, ბათუმში ქვიშის სახეობების ცალკე კლუბის  შექმნაც იგეგმება.

ტანმოვარჯიშეები 8 ქვეყნიდან – ბათუმში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს [ფოტო | ვიდეო]

 


 

ტურნირში რვა ქვეყანა მონაწილეობს რუსეთი, სომხეთი, საქართველო, უკრაინა, ბელორუსია, ლატვია, ლიტვა, აზერბაიჯანი.

ტურნირი 31 აგვისტოს დასრულდება. 

რუსუდან სიხარულიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

24-27 სექტემბერს ბათუმი რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AD BLACK SEA-ს უმასპინძლებს

 

ფესტივალი საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციისა და  უკრაინის სარეკლამო კოალიციის ერთობლივი ძალისხმევით ტარდება. ამ ეტაპზე მისი მთავარი მიზანია დაფუძნდეს ევროპის საფესტივალო რუქაზე, გადაიქცეს ყოველწლიურ ღონისძიებად და დროთა განმავლობაში მოახერხოს რეგიონალური მნიშვნელობის ფორუმად ქცევა, რაც ბუნებრივია უდიდეს გავლენას მოახდენს საქართველოში სარეკლამო სფეროს განვითარებაზე.

 

Ad Black Sea არის ინსპირაციის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების დაბადების ადგილი. 4 დღის განმავლობაში, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ჩატარდება სემინარები, ვორქშოპები, მასტერკლასები, რაც შესანიშნავი საშუალებაა ადგილობრივი და დარგობრივი სპეციალისტებისათვის, ბიზნესმენებისათვის, მეწარმეებისათვის განავითარონ და გააღრმავონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, მიიღონ რჩევები და ინსპირაცია მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტებისაგან.  ფესტივალის მონაწილეებს შეეძლებათ შეხვდენენ, მოისმინონ და გაიცნონ სარეკლამო სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები ევროპიდან და ამერიკიდან, გაუზიარონ მათ თავისი ხედვები, ნახონ სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილი ნამუშევრები, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში.

 

ფესტივალი 3 ძირითადი მიმართულებისგან შედგება:

 

  1. საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებში  მონაწილეებს შეეძლებათ შეხვდენ და მოუსმინონ მაიკლ კონრადს (Berlin School of Creative Leadership, Germany), ალექს პაიეტეს (Picnic, Spain), ფარიდ ჩეჰაბს (Leo Burnett MENA, Leanon), ჟოაო-მანუელ ტიხომიროფს (Mixer, Brasil), ევგენი პრიმაჩენკოს (Weiden+Kennedy, Netherlands) და სხვა საინტერესო გამომსვლელებს.

 

  1. კონკურსი, რომელიც 3 კატეგორიისაგან შედგება:

 

–         საუკეთესო ვიდეო კონტენტი და სხვა ბრენდირებული კონტენტი

–         საუკეთესო დიზაინი, პრინტი და პოსტერი

–         საუკეთესო იდეა

კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ნამუშევრები 4 სექტემბრამდე შემდეგ ბმულზე მიიღება: https://adblacksea.com/registration/login

 

* შენიშვნა: ქართული სააგენტოებისთვის ნამუშევრის წარდგენა უფასოა. ნამუშევარი მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც გადახდის ინვოისს მოითხოვთ, თუმცა ის თქვენ არ გამოგეგზავნებათ.

 

  1. კულტურული პროგრამა, რომლის ფარგლებში ფესტივალის დელეგატები სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://adblacksea.com/

 

ყურადღება:

ქართველი მონაწილეებისთვის ფესტივალზე დასწრება უფასოა! ამისათვის საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://adblacksea.com/registration

 

* შენიშვნა: ყურადღებით შეავსეთ ყველა ბმული, რათა დამზადდეს ბეიჯი თქვენს სახელზე.

* ვალუტის არჩევისას შეგიძლიათ ნებისმიერი მონიშნოთ. ინვოისი არ გამოგეგზავნებათ.

 

 

ხელვაჩაურში საყრდენი კედლების ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

 

ამ დროისთვის ფერდსამაგრი სამუშაოები 76 კერაზე შესრულდა. მათ შორის, სოფელ ერგეში მცხოვრებ თემურ აფაქიძისა და იუსუფ თედორაძის საცხოვრებელ სახლებთან დაზიანებული საყრდენი კედლების მოწყობა, აღნიშნულ ობიექტებზე დაზიანებული საყრდენი კედლის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 44 998 ლარი დაიხარჯა, ფერდდამცავი სამუშაოები შ.პ.ს „დაჩიმ“ და შ.პ. ს „გიამ“ შეასრულა.

 

სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 1074523 ლარი გამოიყო.

 

ამ ეპატზე ასევე მზადდება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, გასული წლის ოქტომბერ – ნოემბრის თვეში სტიქიური მოვლენების შედეგად განვითარებული მეწყრული კერების აღმოსაფხვრელად.

 

საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია თამარის დასახლებაში, გონიოსა და ჩაისუბანში

 

ხელშეკრულების თანახმად, რომელიც ბათუმის მერიამ და კომპანია “ფაიფერი და ფაიფერმა“ 27 აგვისტოს გააფორმეს, მახინჯაურში აშენდება წყლის სამარაგო რეზერვუარი, თამარის დასახლებასა და ბარცხანაში – საკანალიზაციო სატუმბი სადგურები, სადაც განხორციელდება წყლისა და საკანალიზაციო სისტემის სრული რეაბილიტაცია. ასევე მოხდება საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია ბარცხანაში, წყლის სისტემის რეაბილიტაცია ანგისაზე და საკანალიზაციო სისტემის ქსელის გაფართოება გონიოში.

 

განხორციელდება საწნევო და თვითდენითი მაგისტრალური ხაზების მშენებლობა და სამომხმარებლო ქსელის მოწყობა.

 

აღნიშნული მონაკვეთების საკანალიზაციო სისტემა შეუერთდება ქალაქის ერთიან ქსელს და გამწმენდი ნაგებობის გავლის შემდეგ მოხდება მისი ზღვის სიღრმეში ჩაღვრა.

 

სამუშაოების ღირებულება – 14 მილიონ 864 ათას ევროს შეადგენს, რაც KfW-ს სესხით, გრანტითა და ადგილობრივი კონტრიბუციით ფინანსდება.

 

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს შიშის დაძლევაში

 


ქალბატონო მარიტა, რა არის შიში და საიდან ჩნდება ის?


 შიში არის ადამიანის თანდაყოლილი ინსტინქტი და მას დამცავი ფუნქცია აკისრია. თუ რაღაცის არ მეშინია – ფრთხილად არ ვიქნები, შესაბამისად, არ ვიქნები დაცული, ამიტომ შიში მხოლოდ ნეგატიური კონტექსტით არ უნდა განვიხილოთ. გარდა თანდაყოლილი შიშებისა, ბავშვებს მოგვიანებით უყალიბდებათ შიშები გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე, ანუ როცა უკვე უფროსების დახმარებით სწავლობენ, თუ რა შეიძლება გარემოში იყოს მათთვის საშიში. 

 

ხშირია ბავშვებში სიბნელის შიში, მარტო ყოფნის შიში, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამას. მაგალითად, ბავშვმა არ იცის რას უნდა მოელოდეს სიბნელეში, ამიტომაც ეშინია მისი. რაც უფრო გაურკვეველია სიტუაცია მათთვის, მით უფრო მაღალია შიშის კოეფიციენტი.

 

როდის შეიძლება შიში იყოს ნორმა და როდის – პათოლოგია?


 6-7 წლამდე ბავშვის აზროვნება უფრო აბსტრაქტულია და მისი ფანტაზია გარკვეულ გარემოებებში, მაგალითად სიბნელეში, ბევრ სხვადასხვა აზრს წარმოშობს, ამიტომ შიში უფრო ძლიერდება სიბნელეში, თუმცა 7 წლის შემდეგ, როცა ბავშვს უყალიბდება ლოგიკური აზროვნება, ამის ხარჯზე იწყებს შიშების დაძლევას. იმ შემთხვევაში, თუ ამ ასაკში შიშში რეალურად დევს მიზეზი – ეს ნორმალურია, მაგრამ თუ მიზეზი არ არის, ანუ შიში არ არის მიმართული უსაფრთხოების შენარჩუნებისკენ – ეს უკვე ფობიაა და ბავშვი დახმარებას საჭიროებს. 

 

 რა შეიძლება იყოს სიბნელის ან სხვა მსგავსი შიშის მიზეზი 6 წლის ზევით ასაკის ბავშვებში?

 

თუ ლოგიკურ აზროვნებას უნდა დაეძლია შიში, მაგრამ ასე არ მოხდა, ეს არარეალური შიშია. ანუ თუ ბავშვს ეშინია, მაგრამ საფრთხე არ არსებობს, ეს უკვე სხვა პრობლემაზე მიგვანიშნებს და ამ პრობლემას შფოთვა ჰქვია. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ შიში გამოწვეულია რაღაც შფოთვისგან, რომელიც ბავშვს (და ხშირ შემთხვევაში უფროსებსაც) გაცნობიერებული არ აქვს და ამას გამოხატავს შიშში. შფოთვის გამომწვევი მიზეზების გამოსავლენად სასურველია ფსიქოკონსულტანტის ჩარევა, რადგან შფოთვის მიზეზი შეიძლება იყოს ბავშვის რთული ურთიერთობები თანატოლებთან ან სულაც ის, რომ ბავშვს არ აქვს სტაბილურობის შეგრძნება ოჯახიდან და ეს გადააქვს გარკვეულ შიშებში, ახდენს ამ შეგრძნებების სახეცვლილებას შიშით.
6-9 წლის ასაკის ბავშვებში ძალიან გავრცელებულია სიკვდილის შიში, რაც ამ პერიოდში ნორმად არის მიჩნეული. ასეთ შიშებს ეგზისტენციალურ შიშებს ეძახიან. ამის მიზეზი შესაძლოა გახდეს ახლობლის გარდაცვალება, ან ბავშვის მიერ საუბრის მოსმენა ამ თემაზე. ისინი იწყებენ ფიქრს, თუ რა იქნება როცა გარდაიცვლებიან, შეიძლება ეშინოდეთ, რომ სჭირთ მომაკვდინებელი დაავადება და ა.შ. თუმცა უკვე მოგვიანებით, ბავშვები თავისით სძლევენ ამ შიშებს.

 

 როგორ უნდა დაეხმარონ უფროსები ბავშვებს შიშის დაძლევაში?


ასეთ დროს აუცილებელია საუბარი ბავშვთან და გარკვეული საკითხების ახსნა. მაგალითად, დაელაპარაკეთ მათ, გაიგეთ რას ელოდება ბავშვი ამ შიშის იქეთ, ჰკითხეთ, როგორ წარმოუდგენია, რა არის სული (ან ის არსებები, რისიც ეშინია), რა შეიძლება მოხდეს, როცა ის გამოჩნდება და ასე შემდეგ. როდესაც ბავშვი გააცნობიერებს, თუ რას ელოდება, ბევრად უფრო დამშვიდდება. ასევე ესაუბრეთ იმაზე, საერთოდ არსებობენ თუ არა რეალურად ეს არსებები, თუ არსებობენ – სად? გაარკვიეთ ისინი იმაში, თუ რისი ეშინიათ და მათგან რა არის რეალობა და რა გამოგონილი.

 

სიბნელის ან მარტო დარჩენის შიშის დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნელ-ნელა შეჩვევის მეთოდი. მაგალითად, თუ ბავშვს ძილის წინ შუქს ჩართულს უტოვებთ, ჯერ დატოვეთ უფრო დაბალი ინტესნივობის განათება, შემდეგ კიდევ უფრო დაბალი და ასე, ნელ-ნელა შეაჩვიეთ სიბნელეს. ზოგჯერ ასეთ მეთოდს უფრო რადიკალური ფორმით იყენებენ მშობლები, რაც არ არის რეკომენდებული. მაგალითად, შეაჯახონ ბავშვის მისსავე შიშს, ანუ მიუახლოვონ ბავშვი იმას, რისიც ეშინია – შეუშვან ბავშვი პირდაპირ ბნელ ოთახში, უეცრად დატოვონ მარტო და ა.შ. ასეთი მეთოდები ფსიქოლოგიაში ნამდვილად არსებობს, მაგრამ მათი განხორციელებისას მთელი რიგი დაკვირვებებია საჭირო, რათა არ მოხდეს ბავშვის უფრო მეტად ტრავმატიზირება.

 

როგორ არ უნდა მოიქცნენ მშობლები?


პირველ რიგში არ შეიძლება ისთი აკრძალვები, როგორიცაა: „ბიჭი ხარ და როგორ არ გრცხვენია“, „უკვე დიდი ხარ და ნუ გეშინია“, – ეს პრობლემას იმიტომ არ აგვარებს, რომ ამ დროს ქრება არა ემოცია, არამედ ემოცია ითრგუნება და სინამდვილეში ბავშვს მაინც რჩება შიში. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა არ ჩაუნერგონ ბავშვებს უსაფუძვლო შიშები. როცა ბავშვს უნერგავენ ისეთ შიშებს, რომლებიც საერთოდ არ არის საჭირო და რეალური, ამით ბევრად უფრო მშიშარას ხდიან ბავშვს, ვიდრე ამას რეალობა ითხოვს (მაგალითად, როცა ბავშვი სასრიალოზე ადის და უყვირიან, რომ არ გადმოვარდეს, ან როცა ჭამის დროს აშინებენ – თუ არ შეჭამ ვიღაც წაგიყვანს და ა.შ.). მშობლებს ვურჩევდი, რომ რეალურად შეხედონ თუ რა არის გარემოში ნამდვილად საშიში და რა – არა, თორემ ბავშვი გახდება მშიშარა და იქნება მუდამ დაძაბული. მათ უნდა გაიზარონ, რომ შიშებთან თამაში არ ღირს.

ხულოში კარტოფილის მცირე მოსავალს ელიან

 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში მცხოვრებ ავთანდილ ირემაძეს კარტოფილი წლებია გამოჰყავს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. იგი კარტოფილს 5 000 კვ.მ ფართობზე, გაზაფხულზე რგავს და გვიან შემოდგომაზე მოწეული მოსავალი გასაყიდად ბათუმში ჩააქვს. ავთანდილი ამბობს, რომ წელს მინიმუმ 6-7 ტონა კარტოფილის მოსავალი უნდა მიეღო, მაგრამ ვარაუდობს, რომ იმდენსაც ვერ მოიწევს, მომავლისთვის სათესლე მარაგი რომ შეაგროვოს, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, მცენარე ნაადრევად გაფუჭდა.

 

„მაღალმთიან სოფლებში გასაყიდად ისეთი ბოსტნეული უნდა გამოიყვანო, რომ მალე არ გაფუჭდეს. ბათუმამდე მანძილი შორია და გადატანა რთულია, ადგილზე კი არაფერი იყიდება, არც მიმღები პუნქტია და არც გადამამუშავებელი საწარმოები.
არანაირი მოსავალის მიღების იმედი არ მაქვს, იმდენი მაინც იყოს, რომ სათესლედ შევინახო, არ ვიცი რა გვეშველება, რით უნდა ვირჩინოთ თავი. ასეთი მდგომარეობაა არამარტო ჩემთან, არამედ თითქმის ყველა სოფელში. არავინ მოსულა და არ უკითხავს, რა გვიჭირდა. მე სად წავიდე მოხუცი?! თვითონ არ უნდა მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ რა გვიჭირთო?! – ამბობს ავთანდილი.

 

 

ავთანდილის მეზობლად მცხოვრები ნური ირემაძე კარტოფილის ნაადრევ გაფუჭებას ნისლიანი ამინდებით ხსნის.
„გაზაფხულზე თითქმის ერთი თვე ნისლიანი ამინდები იყო. მართალია, აქ ნისლი ყოველთვის იცის, თუმცა ისეთი ამინდები, როგორც წელს იყო, არ მახსენდება. კარტოფილი სამჯერ შევწამლე, სამივეჯერ ჩამოირეცხა წამალი, აზრი არ ჰქონდა წამლობას და გაფუჭდა კიდეც. გამოსავალი მხოლოდ ის არის, რომ ზარალი აგვინაზღაურონ. ხელისუფლებას ვთხოვთ დახმარებას, მაგრამ არც ამის იმედი მაქვს, არავის შეუსწავლია რა თანხით დავზარალდით. თუ ვინმე მოდის, გადაგვხედავს, „ასე ქენით, ისე ქენითო“, – გვეტყვის და წავა. შრომას ჩვენ ვერავინ გვასწავლის, ფიზიკურად ვშრომობთ, მაგრამ შრომას ფასი აღარ აქვს“, – ამბობს ნური ირემაძე.

 

თაგოში მცხოვრები გიორგი ბოლქვაძე ამბობს, რომ კარტოფილის მოსავალს არც ამ სოფელში ელოდებიან.
„არ ვიცი ამინდის ბრალია თუ შხამქიმიკატების, მთავარი ის არის, რომ ყველაზე ცუდ პირობებში მცხოვრები მოსახლეობა ვზარალდებით“, – ამბობს გიორგი.

 

ხულოს აგროსერვისცენტრის სამსახურის უფროსი, რესან ჩოგაძე ამბობს, რომ კარტოფილის ნაადრევად გაფუჭება გაზაფხულზე ნესტიანმა ამინდებმა გამოიწვია. ის აღნიშნავს, რომ ნესტიან ამინდში კარტოფილს სოკოვანი დაავადება უჩნდება, მცენარის შეწამვლა კი ცუდ ამინდში არაეფექტურია და შესაბამის შედეგს არ იძლევა.

 

„მოსახლეობა წელს კარტოფილის მოსავლის 30% მიიღებს. მოსავლის სიმცირე მცენარის ნაადრევად გაფუჭებამ გამოიწვია. გაზაფხულზე არსებულმა ცუდმა კლიმატურმა პირობებმა, მაღალმა ტენიანობამ კარტოფილს დაავადებები: ფიტოპტოროზი და ალტერნარიოზი გაუჩინა. ვეგეტაციის პერიოდში, დახლოებით ორი თვის განმავლობაში, ნისლიანი ამინდები იყო, კარტოფილს ფიტოპტოროზი და ალტერნარიოზი მაშინ დაემართა, როდესაც მცენარე ყვავილობის პროცესში იყო, ტუბერი (კარტოფილის ნაყოფი) ყალიბდებოდა და მოსავალს ზრდა უნდა დაეწყო. ამ დაავადების მკურნალობა შესაძლებელია, თუმცა წელს ეს შეუძლებელი იყო, რადგან წვიმასა და ნისლში შეწამვლა ნაკლებად ეფექტურია. ეს დაავადება მხოლოდ კარტოფილს უჩნდება და წელს ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გამოვლინდა. დაბალი ზონის სოფლებში მეტ-ნაკლებად მოასწრო მცენარემ ვეგეტაცია და შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, მაღალ სოფლებში კი თითქმის ერთდროულად გაფუჭდა კარტოფილი“, – ამბობს რესან ჩოგაძე.

 

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის ბიომრავალფეროვნების, მცენარეთა დაავადებათა მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების უფროსი გალინა მეფარიშვილი ამბობს, რომ დაავადების აღმოფხვრა შესაძლებელი იყო, თუ დროულად ჩატარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები და დაცული იქნებოდა მცენარის კრიტიკული ფაზები.

 

„წელს ხულოს მუნიციპალიტეტში კარტოფილზე გამოვლინდა შემდეგი დაავადებები: ფიტოფტოროზი, მაკროსპორიოზი, ალტერნარიოზი (ფოთლების ლაქიანობა), ცერკოსპორიოზი (ფოთლების მკრთალი ლაქიანობა), კარტოფილის ქეცი, ვერცხლისებრი ქეცი, ხოლო იალაღებზე, სამწუხაროდ, კარტოფილის კიბო. რაც შეეხება მოსავლის სიმცირეს, მიზეზი შეიძლება იყოს მცენარის ნორმალური განვითარებისთვის არახელსაყრელი კლიმატური პირობები, კარტოფილზე განვითარებული დაავადებები ან ორივე ერთად. კერძოდ, მცენარის ღერო-ფოჩის ნაადრევი გახმობა და ვეგეტაციის პერიოდში კარტოფილის გორგლების დაავადება იწვევს მოსავლის შემცირებას“.

 

გალინა მეფარიშვილის აზრით, დაავადებების აღმოფხვრა შესაძლებელი იყო, თუ დროულად გატარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები: „ხულოს მოსახლეობასთან საუბრის დროს დადგინდა, რომ მათ უმრავლესობას დაავადებების წინააღმდეგ გამოყენებული ჰქონდა კონტაქტური და კონტაქტურ-სისტემური პრეპარატები, მაგრამ მცენარის ვეგეტაციის პერიოდში, წვიმების სიხშირის გამო, პრეპარატების ეფექტურობა დაბალი აღმოჩნდა. გარდა ამისა, პრეპარატები გამოყენებული უნდა ყოფილიყო პროფილაქტიკური მიზნითაც, არ იყო დაცული ინტერვალები შესხურებებს შორის უამინდობის გამო, ხშირად იყო დარღვეული პრეპარატების გამოყენების რეგლამენტი“ – ამბობს გალინა მეფარიშვილი.

გაყიდული მიწა და გლეხები საძოვრების გარეშე

მემთეურების სოფელი ბახმაროსთან
მემთეურების სოფელი ბახმაროსთან

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ახლა საკასაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. სასამართლოს გასულ წელს მოქალაქე გელა კობალავას წარმომადგენელმა, კახა ჩავლეიშვილმა მიმართა, სადაც განმარტა, რომ მის მარწმუნებელს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება ს/კ 26.33.13.101. რაც წარმოადგენს ალპურ საძოვრებს, რომლის ფართია 80 0765 კვ.მ.
მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე მხარეს უკანონოდ აქვს მისი მარწმუნელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მითვისებული, აშენებული აქვთ ამავე ტერიტორიაზე უკანონო ნაგებობა/კონსტრუქციები და უძრავ ქონებას იყენებენ პირუტყვის საძოვრად, ამასთან მოჰყავთ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი.

მისი განმარტებით, მოსარჩელემ რამდენიმეჯერ შესთავაზა მოპასუხეებს გაეფორმებინათ იჯარის ხელშეკრულება, მაგრამ მათ უარი განაცხადეს და მისი მარწმუნებელი ვერ იღებს ვერანაირ შემოსავალს სადაო ქონებიდან.

მოპასუხეების ადვოკატი ნური თებიძე არ ეთანხმება მოსარჩელის განცხადებას და განმარტავს, რომ მისი მარწმუნებლები წლებია სადაო ტერიტორიით სარგებლობენ, 50 წელზე მეტია აშენებული აქვთ სააგარაკე საცხოვრებელი სახლები და ამუშავებენ მიწის ნაკვეთს, მოჰყავთ ერთწლიანი კულტურა, ძირითადად კარტოფილი. მოპასუხე მხარის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთი გელა კობალავასთვის არ უნდა მიეყიდა ეკონომიკის სამინისტროს, ვინაიდან მოპასუხეები იყვნენ სადაო ქონების მოსარგებლეები და უფლება ჰქონდათ შეეძინათ ეს ნაკვეთი.

გლეხებმა 2013 წელს გაიგეს იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთი, რომლითაც ისინი ათეულობით წლებია სარგებლობენ ბაისურას მთაზე, გაიყიდა. მათ დახმარებისთვის მიმართეს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრებს, პროკურატურას, პოლიციას, პარლამენტს, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს, ასევე წერილი მისწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამონარიდი ირაკლი ღარიბაშვილთან გაგზავნილი წერილიდან:

„ჩვენ ათეული წლებია ვსარგებობთ სადაო ტერიტორიის საძოვრებს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შესაძლებელი იყო თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დაკანონება, მითუმეტეს ამ მიწაზე გაგვაჩნია საცხოვრებელი და საბოსლე შენობა-ნაგებობები. მივმართეთ შესაბამის ორგანოს, რომლის წარმომადგენელმაც სიტყვიერად განგვიმარტა, რომ „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „ალპური საძოვრების გასხვისება სახელმწიფოს მიერ აკრძალულია და მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან შეთანხმებით, ხუთი წლის ვადით, დროებით გადაეცემოდა იმ რაიონს, თემს, დაბასა თუ სოფელს, რომლებიც მოცემულ ტერიტორიებს საძოვრებად იყენებდნენ. ამიტომ ჩვენ უარი გვეთქვა ამ ტერიტორიის დაკანონებაზე/შესყიდვაზე…

ჩვენთვის გაუგებარია 2007 წელს 2000 ლარად დაახლოებით 81 ჰექტარი ალპური საძოვრების შეძენა როგორ მოახერხა მოქალაქე გელა კობალავამ. გთხოვთ გაგვირკვიოთ, რის საფუძველზე გადასცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის ტერიტორიულმა ორგანომ გელა კობალავას საკუთრებაში ორი ათას ლარად 81 ჰექტარი ალპური საძოვარი, რომელიც სოფლის მეურნებით არასოდეს ყოფილა დაკავებული და არც რაიმე გაუკეთებია საძოვრების გასაუმჯობესებლად. ჩვენი ინფორმაციით, ეს საძოვარი გელა კობალავაზე გასხვისდა უკანონოდ და ფარულად, რაზეც რომელიმე სახელმწიფო მოხელემ ან ხელი მოითბო ან მოსარჩელე კობალავას ზურგს ამოფარებული არაოფიციალურად ფლობს წილს. ჩვენთვის საინტერესოა, ასევე, რა ვალდებულება დააკისრა სახელმწიფომ კობალავას ამ მიწის შესყიდვის სანაცვლოდ… ჩვენ ამ მიწაზე ლომითა და წერაქვით მივიყვანეთ გზაც და წყალიც…

საძოვრები ბახმაროსთან ახლოს
საძოვრები ბახმაროსთან ახლოს

ბატონო ირაკლი, ჩვენი საქმე შრომაა და არა პოლიტიკა, ჩვენი წილი სახელმწიფო მშენებლობაში გამოიხატება ჩვენი შრომით, ჩვენი ოჯახების გამოკვებით. თუ ეს ასე არ იქნება, ჩვენ შევუერთდებით უმუშევართა სიას.

გთხოვთ, შექმნათ სახელმწიფო კომისია, რომელიც შეისწავლის რამდენად კანონიერად გასხვისდა ჩვენს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, გვაინტერესებს რაში გამოიხატება ამ გარიგებაში სახელმწიფოს ინტერესი“.


წერილს ხელს მოქალაქე შოთა ქათამაძე აწერს. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ წერილი შესასწავლად ეკონომიკის სამინისტროში გააგზავნა. 

შოთა ქათამაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქაქუთში ცხოვრობს. ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მიწის გამოსყიდვა გელა კობალავასგან სცადა, თუმცა მისივე თქმით, კობალავამ მას 240 ათასი ლარი მოსთხოვა: `სახლები გვიდგას, ოჯახს ვარჩენთ, ჩვენი მოთხოვნაა მთავრობამ სამართლიანობა აღადგინოს, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ მიწის გამოსყიდვა“.

სასამართლოში ერთ-ერთი მოპასუხე, 70 წლის მურმან ტაკიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ნახევარი საუკუნეა კურორტ ბახმაროში დადის: „აგროსესხები მაქვს გამოტანილი, გადასახადს ვიხდი, ფერმა შევისყიდე, ხორცის მაღაზიები მაქვს აღებული, ყველს ვაბარებ, ოჯახის წევრები მყავს დასაქმებული. ვცადე კობალავასთან მოლაპარაკება, მაგრამ კვადრატულ მეტრში ხუთასი ლარის გადახდა მომთხოვა. ყველას მივმართეთ წერილობით, პარლამენტიდან დამირეკეს და მითხრეს, დავაზუსტეთ, რომ კობალავას კანონიერად აქვს შეძენილი მიწის ნაკვეთიო. თუ სახელმწიფოს ამ მიწის გაყიდვა ასე იაფად უღირდა, ამ ფასად ჩვენც შევისყიდდით, უპირატესობა სახელმწიფოს ჩვენთვის უნდა მოენიჭებინა. როგორ, რატომ ან რა მიზნით იყიდა კობალავამ ეს მიწის ნაკვეთი – არ ვიცით. როგორ დავანგრიოთ ჩვენი სახლები და გავანადგუროთ საკარმიდამო ნაკვეთები“.

ბაისურას მთაზე მცხოვრები გლეხების უფლებებს სასამართლოში ადვოკატი ნური თებიძე იცავს, რომელიც „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ 2007 წელს გელა კობალავამ მიწის ნაკვეთი საყორიას მთის ძირში ოზურგეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით იჯარით აიღო და მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა, არ გადაიხადა იჯარის საფასური, ხელშეკრულება არ მოშლილა.

საჯარო რეესტრში კობალავამ მიწის ნაკვეთი ბაისურას მთაზე 2013 წელს დაიკანონა, შემდეგ პოლიციის თანხლებით მივიდა გლეხების გამოსასახლებლად, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ პოლიციამ ძალა არ გამოიყენა გლეხების მიმართ, სწორედ ამის შემდეგ მიმართა კობალავამ სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სარჩელი პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დააკმაყოფილეს, გადაწყვეტილება ძალაში არ შესულა, რადგან საქმე მესამე ინსტანციის სასამართლომ მიიღო განსახილველად. სწორედ ამიტომ, გლეხები ბაისურას მთაზე, როგორც იალაღზე, წელსაც წავიდნენ.

გელა კობალავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სადაო მიწის მესაკუთრე კანონიერი გზით გახდა: „ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მე აქამდე დამიჭერდნენ და გამასამართლებდნენ. ეს საკითხი შეისწავლა პარლამენტმა, საგამოძიებო უწყებებმა, საუბარი მქონდა გუბერნატორთანაც“.

გელა კობალავა ამბობს, რომ სადაო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან 2000 წელს იჯარით აიღო: „იქ ვგეგმავდი მეცხოველეობის განვითარებას, მერე, მოულოდნელად თბილისში წავედი. ადამიანებს, რომლებიც ჩემი მიწით სარგებლობდნენ, ვთხოვე მიწის გადასახადის გადახდა. ეს გადასახადიც კი არ გადაიხადეს, ყოველწლიურად სარგებლობენ ჩემი მიწით, მე კი იმის გამო, რომ სახელმწიფოს მიწის გადასახადი ვერ გადავუხადე, მთელი ჩემი ქონება დაყადაღებულია. სახლიც, მანქანაც, ველოდები მესამე ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას.“

მოსარჩელე ამბობს, რომ გლეხებთან მოლაპარაკება სცადა, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხეების ბრალდებას, თითქოს მან სადაო მიწის ნაკვეთი კორუფციული გზით, გავლენიანი ახლო ნათესავის დახმარებით შეიძინა, გელა კობალავა კატეგორიულად უარყოფს.

აჭარის მთავრობის უჩინარი მრჩევლები

 

 

დავით ზოიძე

მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, არჩილ ხაბაძე რჩევებს არქიტექტორ დავით ზოიძისგან, აჭარის ყოფილი მუფტის – ჯემალ პაქსაძის, ჯემალ გოგიტიძისა და დავით ჩაგანავასგან იღებს.

 

მთავრობის პრესსამსახურმა მრჩევლებთან “ბათუმელების” დაკავშირება ვერ უზრუნველჰყო. მოტივი – “ვერ ხერხდება”. უარის შემდეგ სამ მათგანს ტელეფონით დავუკავშირდით. რის შემდეგაც კომენტარზე უარი მხოლოდ დავით ჩაგანავამ თქვა.

 

არქიტექტორ დავით ზოიძეს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს – 2010-2011 წლებში ის ბათუმის მთავარი არქიტექტორი იყო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე კი ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ დანიშნა. მისი რჩევები ქალაქის არქიტექტურას და ახალ სამშენებლო პროექტებს უკავშირდება. დავით ზოიძის თქმით, შესაძლოა არჩილ ხაბაძეს მრჩევლები ყოველ დღე არ დასჭირდეს, მაგრამ ისინი სამსახურში მაინც ცხადდებიან:

 

“დილიდან ექვსამდე სამსახურში ვართ. დეტალურად ვსწავლობ ახალ სამშენებლო პროექტებს. განვიხილავთ, თუ როგორ ჩაჯდება ის საერთო სივრცეში. გარდა ამისა, ჩვენთან შემოდის განაცხადები K2-ის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც შენობის მოცულობის გაზრდას გულისხმობს”.

 

ბათუმის ახალი არქიტექტურა კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. კითხვაზე აკმაყოფილებს თუ არა ის თქვენი, როგორც არქიტექტორის გემოვნებას? – აჭარის მთავრობის პირველი პირის მრჩეველი არქიტექტურის საკითხებში პასუხობს, რომ არსებობს პროექტები, რომლებზეც უარს მთავრობა ვერ იტყვის: “რადგან სოციალური კუთხით თუ შევხედავთ, მათი განხორციელება მნიშვნელოვანია. ამიტომ მხოლოდ არქიტექტურული მიმართულებით პროექტს ვერ განვიხილავთ.”

 

ჯემალ პაქსაძე

ჯემალ პაქსაძემ 2015 წლის მარტში მთავარი მუფტის თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით დატოვა. ის მალევე მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა. მისივე თქმით, ჯემალ პაქსაძე მხოლოდ რელიგიის საკითხებში მრჩეველი არ არის და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ საკითხზე შეუძლია თავმჯდომარეს რჩევა მისცეს: `ახალ დანიშნული ვარ და ჯერ ისეთი მნიშვნელოვანი რჩევები არ მიმიცია, რომ რომელიმე გამოვყო. თავმჯდომარე თავად ძალიან გამოცდილი და ერუდირებული კაცია, მაგრამ როცა ჩემი რჩევა დასჭირდება, მე ყოველდღიურად სამსახურში ვარ. საჯარო სამსახური ამას ითვალისწინებს.”

 

მთავრობის თავმჯდომარესთან მრჩევლად მუშაობს დავით ჩაგანავაც, მან “ბათუმელებს” კომენტარზე უარი უთხრა. დაკავშირება ვერც ჯემალ გოგიტიძესთან მოვახერხეთ.

 

არჩილ ხაბაძის უწყებაში მრჩევლის ხელფასი 1250 ლარია, ამას ემატება სახელფასო დანამატი 937 ლარი, რაც საერთო ჯამში დარიცხვის გარეშე 2187 ლარია. ამ მონაცემების მიხედვით, არჩილ ხაბაძის ოთხი მრჩევლის შრომითი სარგოსთვის ბიუჯეტიდან წელიწადში 100 000 ლარზე მეტი იხარჯება.

 

მრჩევლებს უმეტეს შემთხვევაში ჟურნალისტებთან საუბარი არ სურთ. “ბათმელებთან“ კომენტარს არც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი ირაკლი ხარაბაძე და არც ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი დათანხმდა.

 

ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაციის თანახმად კი, მინისტრის მრჩევლის ხელფასი 970 ლარია, ამას ემატება 727 ლარი სახელფასო დანამატის სახით, რაც მთლიანობაში 1697 ლარია.

2015 წლის მონაცემებით, ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველს იანვრიდან 1 აგვისტომდე ხელფასის სახით 6790 ლარი მიუღია, დანამატის სახით კი 5093 ლარი. მისი გადაადგილებისთვის საწვევის შესაძენად იანვრიდან პირველ აგვისტომდე სამინისტროს ბიუჯეტიდან 1946 ლარი დაიხარჯა, ხოლო მანქანის რემონტისთვის – 120 ლარი.

 

განათლების მინისტრს მრჩეველი არ ჰყავს, სოფლის მეურნეობის მინისტრს კი რჩევებს ზურაბ მანველიძე აძლევს, რომელიც სტატიის მომზადების პერიოდში შვებულებაში იმყოფებოდა და მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.

 

მრჩეველი არ ჰყავს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს კი გადაწყვეტილების მიღებაში ოთხი მრჩეველი ეხმარება. მათ შორის ორი მრჩეველი – გენდერისა და შშმ პირების საკითხებში, შორენა მამულაძე და ნატალია სესიაშვილი ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად აიყვანეს. გიორგი ერმაკოვს ჰყავს ასევე მრჩეველი ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის საკითხებში, ჯაბა ტუღუში. მერიაში მრჩევლის ხელფასი დანამატის გარეშე 930 ლარია.

 

პრემიერის წარმომადგენელი საკრებულოს დეპუტატებს შეხვდა

 

ნატალია ჯალიაშილის თქმით, მსგავსი ტიპის საინფორმაციო კამპანიის წარმოება წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისიის რეკომენდაციას, რომელიც მისიამ   თებერვლის თვეში გასცა ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მისამართით.

   

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კოორდინატორმა  ბათუმში მალხაზ ჭკადუამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით  ყველაზე დიდ პრობლემად აჭარაში ტრეფიკინგი, რელიგიური შეუწყნარებლობა, საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, საკუთრების უფლების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობა  დაასახელა.


ევროკომისიის ანგარიშით, რის გამოც საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს არ იმსახურებს, რვა მიზეზს შორის ერთ-ერთი ადამიანთა ტრეფიკინგია.

 

მომხმარებლის უფლებების დაცვა, სოციალურად დაუცველ მოსახლეობისთვსი სტატუსის მინიჭება, მონოპოლია ბაზარზე- ეს დეპუტატების  მიერ დასახალებული პრობლემების ჩამონათვალია.


საბჭო, სადაც პრემიერის წარმომადგენელი ნატალია ჯალიაშვილი მუშაობს, სიდიდით ყველაზე დიდია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.  

 

 

ექსპერიმენტული პროექტი ”და სხვა…”

 

 

პროექტი შეიქმნა ღია რეპეტიციებით (მაყურებლის თანდასწრებით) მიღებული ემოციების, ერთმანეთთან ურთიერთობის შესასწავლად – იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება მუსიკოსის ქცევა, მისი შესრულებული მუსიკა ხალხის თანდასწრებით და განმარტოებით დაკვრისას. 

 

პროექტის ავტორები არიან ბათუმელი მუსიკოსები: პაატა ძიძიგური -გიტარა, ვოკალი, სინთეზატორი,კომპოზიტორი, ჯგუფ “The Nemo”-ს წევრი და გიორგი შენგელია – გიტარისტი, ბას-გიტარისტი, კომპოზიტორი, ჯგუფ “Postotto”-ს წევრი.

პროექტში ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა მუსიკალური გამოცდილების მქონე მუსიკოსები.


მუსიკალური პროგრამა ბათუმის ბულვარში, კლუბ „სექტორი 31“-ში 21:00 საათზე დაიწყება.

„კაცი აკორდეონით“ – რეზო კეზელის ფოტოგამოფენა ბათუმში

 

თიბისი ჯგუფის ინფორმაციით, „გამოფენაზე დამთვალიერებელი ნახავს ფოტოგრაფის შემთხვევით გადარჩენილ ფოტოებს, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში, ფიზიკის ინსტიტუტის საწყობში იპოვეს“.

 

საწყობში ნაპოვნია იმ დროისთვის უცნობი ფოტოგრაფის – რეზო კეზელის 4 ათასამდე ნეგატივი, რომელიც წყალდიდობას გადაურჩა.

გამოფენის ინიციატორების ინფორმაციით, „რეზო კეზელი, რომელიც გასული საუკუნის 50-70-იან წლებში მოღვაწეობდა,  საკუთარ ნამუშევრებში ეპოქას ეხმაურება, თუმცა რეალურად ეს არც საბჭოთა დროის პორტრეტია და არც საბჭოთა ადამიანის. ფოტოგრაფმა შეძლო, უარი ეთქვა არსებული კლიშეების გამოყენებაზე და საკუთარი  ორიგინალური ფოტოგრაფიული ესთეტიკა შექმნა“. 

რეზო კეზელის ნამუშევრები თბილისში გასული წლის ოქტომბერში, თბილისის ფოტო ფესტივალის ფარგლებში ნახა დამთვალიერებელმა.

 

გამოფენა – „კაცი აკორდეონით“„ოდესა-ბათუმის ფოტო დღეების“ დასკვნით ეტაპზე იმართება. რეზო კეზელის ნამუშევრების ნახვის მსურველებს თიბისი გალერეა 19:00 საათიდან მიიღებს შემდეგ მისამართზე – ბათუმი, ზუბალაშვილის 37, თიბისი გალერეა.

გინება, ფურთხება და ჩაშლილი თათბირი პოლიციის განყოფილებაში

 

პოლიციის მე-2 განყოფილება

პირველ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. საქმეში საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, მან სასამართლო პროცესი გადადო და მხარეებს, ამ შემთხვევაში ბრალდებულსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, დაავალა შემდეგ სასამართლო პროცესზე წარმოედგინათ მოწმეები და ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოსამართლეს უთხრა, რომ დაახლოებით დილის 10 საათზე, ბრალდებული მივარდა პოლიციის შენობაში, არ დაემორჩილა მორიგის კანონიერ მოთხოვნას და გინებით შევარდა იმ ოთახში, სადაც პოლიციელებს თათბირი ჰქონდათ.

 

სხვა ვერსია აქვს ბრალდებულს. მისი თქმით, ის მეგობართან ერთად დროებით ცხოვრობს ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე. გამთენიისას ისინი პოლიციამ შეაჩერა ქუჩაში და გადამოწმების მიზნით წაიყვანეს ნარკოლოგიურში. მას შემდეგ, რაც მას ნარკოტიკული თრობა არ დაუდგინდა, პოლიციელებმა ის #2 განყოფლებაში წაიყვანეს, შეიყვანეს ოთახში და ხელებზე ბორკილები დაადეს. “დამცინოდნენ, რატომ ტირიო, ხელებს მირტყამდნენ თავში, რამაც ჩემი გაღიზიანება გამოიწვია. არ მომცეს უფლება დამერეკა მშობლებთან. პოლიციელები ძალიან ცუდად მექცეოდნენ, ფიზიკურად იძალადეს ჩემზე, პოლიციის განყოფილებაში მე არ შევჭრილვარ, პოლიციელებმა შემიყვანეს, არც წყალი არ დამალევინეს”, – განაცხადა ბრალდებულმა.

“მე არც ერთი მხარის წარმომადგენელი არ ვარ, ამიტომ ვზივარ შუაში, მინდა ორივე მხარემ მტკიცებულებები წარმომიდგინოთ”, – განაცხადა მოსამართლემ.

 

მეორე სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოწმის სახით ორი პოლიციელი წარმოადგინა: ჯემალ ბერიძე და გიორგი ლორთქიფანიძე, პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლები; ბრალდებულმა კი მისი მეგობარი მოიყვანა, რომელიც პოლიციამ მასთან ერთად ნარკოლოგიურში შეამოწმა.

 

ამონაწერი ჯემალ ბერიძის ჩვენებიდან: “ვარ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, დილით ვიყავით თათბირზე, ეს ახალგაზრდა მამაკაცი შემოიჭრა განყოფილებაში, გამოვიყვანეთ გარეთ, ის ისევ შევარდა შენობაში. ფაქტობრივად, ერთი საათი განყოფილება პარალიზებული იყო. მე დამრჩა ისეთი აზრი, მან აგვიგდო აბუჩად, ან იყო შეურაცხადი. იგი ითხოვდა პასპორტს. ჩვენთან თათბირი ყოველ დღე, დილის ათ საათზე ტარდება და დაახლოებით 20 წუთი გრძელდება. აი, ამ პერიოდში შემოიჭრა იგი შენობაში, აფურთხებდა ფანჯრებსა და სკამებზე, თავი მიარტყა რამდენჯერმე მინას, მის ცემასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. შეგვეშინდა, თავი არ დაეზიანებია და იძულებული გავხდით დაგვედო ხელბორკილები”.
მოწმე გიორგი ლორთქიფანიძე: “ათისთვის მივედი სამსახურში, თათბირის შემდეგ ბრალდებული შემოვარდა პოლციის შენობაში, დაიწყო ყვირილი, ითხოვდა პასპორტს, ტრუპებს გნახავთო -გვემუქრებოდა, იფურთხებოდა. ჩემმა თანამშრომლებმა ის დააკავეს”.

 

ბრალდებულის მეგობრის ჩვენებიდან: “წაგვიყვანეს ნარკოლოგიურში პოლიციელებმა, ჯერ შეამოწმეს ჩემი მეგობარი, მერე შემოწმებაზე მე შემიყვანეს. როცა ნარკოლოგიურიდან გამოვედი, დავინახე პოლიციელების პიკაპში ჯდებოდა ჩემი მეგობარი. მითხრა მე სახლში მივდივარო. მერე არ ვიცი რა მოხდა, მე სახლში ტაქსით წავედი”.

 

მოწმის ამ ჩვენებაზე სასამართლო პროცესზე შს სამინისტროს თანამშრომელმა გოჩა დეკანაძემ განაცხადა, რომ ეს ტყუილია: “ჩვენ, პოლიციელებს, ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ მოქალაქეები შინ არ მიგვყავს. შესაძლოა დავტოვოთ ისევ იმ ადგილას, სადაც ავიყვანეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა დაკავებული გადაგვყავს და არა მხოლოდ ერთი”.
მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა, როცა ის ნარკოლოგიურიდან პოლიციის შენობაში გადაჰყავდათ, გზაში რაზე საუბრობდნენ. ბრალდებულმა თქვა, რომ არ ლაპარაკობდნენ, იყო ნასვამი და ყველა დეტალი კარგად არ ახსოვს. საქმეში მტკიცებულების სახით არ არსებობს ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი. 

 

მოსამართლემ გადაწყვეტილება უკვე მესამე სასამართლო პროცესზე, მეორე დღეს გამოაცხადა და დაკავებული სტუდენტი სამართალდამრღვევად სცნო.

რუსუდან სიხარულიძის სახელობის ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში

 

შეჯიბრებაზე საქართველოდან ექვსი ბიჭი და ექვსი გოგო გამოვა.

აჭარის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტის გურამ ოსანაძის ინფორმაციით, ტურნირში არ იქნებიან სპორტსმენები ბათუმიდან, რადგან ამ ასაკის კატეგორიის ტანმოვარჯიშეები ბათუმში ჯერ არ არიან.

 

ტურნირი 28 აგვისტოს ბიჭების გამოსვლით 11 საათზე დაიწყება და გოგოებს შორის პირადი ასპარეზობით გაგრძელდება. ფინალები 29-30 აგვისტოს გაიმართება.

 

გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები სპეციალური თასით, მედლებით დიპლომებითა და პრიზებით დაჯილდოვდებიან.

 

ტურნირის ორგანიზატორები არიან აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და აჭარის ტანვარჯიშის ფედერაცია.

 

რუსუდან სიხარულიძე გუნდურ პირველობაში მსოფლიოს ჩემპიონი და მესამე პრიზიორია თავისუფალ ვარჯიშში (1974).  ის ორგზის  სსრკ ჩემპიონი გახდა 1973 წელს – მრავალჭიდში, ხოლო 1974 წელს – თავისუფალ ვარჯიშში. არის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.  მისი სახელობის ტურნირი ბათუმში წელს მეორედ იმართება. 

 

რუსუდან სიხარულიძე | თბილისი 2015-ის ოლიმპიური ჩირაღდნით ხელში | 26 მაისი2015 ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

 

აჭარის ფინანსთა მინისტრი ალი და ნინოს დაზიანებაზე: კომპანია იღებს პასუხისმგებლობას შეცდომაზე

 

დავით ბალაძე
დავით ბალაძე

“სანაპიროზე თავის დროზე  ძალიან ბევრი ობიექტი არის აშენებული ნაპირდაცვითი კანონმმდებლობის გარეშე, შესაბამისად, ბულვარის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ალი და ნინოს გადატანასთან დაკავშირებით. გამოცხადებული იყო ტენდერი. დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია იღებს პასუხისმგებლობას შეცდომაზე და აუცილებლად მოხდება მისი გამოსწორება. კომპანიას დაევალა, რომ მოხდეს აღნიშნული ძეგლის იმ მდგომარეობაში დაბრუნება, რა მდგომარეობაშიც იყო მანამდე. ალი და ნინოს მონუმენტის ადგილმონაცვლეობა მოხდება რამდენიმე მეტრის დაშორებით, რათა მას აღარ შეუქმნას საფრთხე ზღვამ” – განაცხადა დავით ბალაძემ. 

ბულვარის მიმართვა და თამარ კვესიტაძის თანხმობის წერილი ალი და ნინოს გადატანაზე

 

 „გაცნობებთ, რომ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული თქვენი შემოქმედების „ალი და ნინოს“ ქანდაკების კვარცხლბეგს ძლიერი შტორმების შედეგად ზღვის ტალღებმა გამოურეცხა საძირკველი და არსებობს ქანდაკების დაზიანების საშიშროებაც. 

 

ჩვენ მოვიწვიეთ სპეციალისტები, რომლებმაც ჩაატარეს საინჟინრო ტექნიკური კვლევა ბათუმის კონცხის მიმდებარედ „ალი და ნინოს“ ქანდაკების კვარცხლბეგის მიზანშეწონილობაზე. სპეციალისტების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შემდეგი: ამჟამად ჩამოყალიბებული ნაპირის მორფოლოგიის გათვალისიწინებით, მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია ნაგებობის უსაფრთხო ადგილზე გადატანით. 

 

თქვენი ნამუშევარი „ალი და ნინო“ რეგისტრირებულია „საქპატენტში“ 2010 წელს, როგორც დიზაინი. გთხოვთ, საქართველოს კანონის „დიზაინის შესახებ“ 26-ე მუხლის „დ” მუხლის შესაბამისად მოგვცეთ სკულპტურა „ალი და ნინოს“ შესაბამის ადგილზე გადატანის ნებართვა“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს ბულვარის ადმნისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ზირაქიშვილი აწერს. 

სამინისტრომ „ბათუმელებს“ მიაწოდა თამარ კვესიტაძის წერილის ასლიც, რომლის მიხედვითაც ქანდაკების ავტორი წერს: 

 

„თქვენი 2015 წლის 27 მარტის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონის „დიზაინის“ შესახებ 26-ე მუხლის შესაბამისად თანახმა ვარ ქანდაკება „ალი და ნინო“ გადაიტანოთ თქვენს მიერ შერჩეულ უსაფრთხო ადგილზე“ – წერილს ხელს თამარ კვესიტაძე აწერს. 

 

„ალი და ნინოს“ ავტორმა, თამარ კვესიტაძემ დღეს „რუსთავი 2“ -თან განაცხადა, რომ დღეს ბათუმში მონუმენტის გადატანის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. „რუსთავი 2“-თან თამარ კვესიტაძემ აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მასთან ამ თემაზე ერთხელ სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა კონკრეტულად არ ახსოვს თუ ვის ესაუბრა. თამარ კვესიტაძე ამბობს, რომ სატელეფონო საუბრის დროს შეთავაზებული ადგილი მისთვის მიუღებელი იყო. 

 

 

„ჩემი პოზიცია იყო ასეთი – თუ კი ის ადგილი საშიშია და შესაძლოა ქანდაკება წყალმა წაიღოს უკეთესია რომ გადაიტანონ. ოღონდ არა ეშმაკის ბორბალთან,“ – განაცხადა თამარ კვესიტაძემ „კურიერთან“. „ალი და ნინოს“ ავტორის თქმით 5 ივლისს გამოცხადებული ტენდერის შესახებ მან არაფერი იცოდა.

 

Exit mobile version