„ოცნება” VS “ნაციონალები – ვინ ვის უპირისპირდება მეორე ტურში ბათუმში

აჭარაში არჩევნების შედეგად ვერ გაირკვა გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა, რადგან ერთი კანდიდატის გარდა ვერც ერთმა ვერ მოიპოვა ხმათა 50 პროცენტზე მეტი. მეორე ტურში გადადის ორი კანდიდატი, რომელთაც დააგროვეს ყველაზე მეტი ხმა.  ბათუმში, ისევე როგორც მთელ აჭარაში, მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთს მხოლოდ ორი – „ქართული ოცნებისა” და ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები უპირისპირდებიან საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად.

 მეორე ტურში საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ბათუმში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: 

#68 ბათუმის ოლქში:

მირდატი და ფატი

#69 ბათუმის ოლქში:

ნუკრი + კირთაძე

#70 ბათუმის ოლქში:

ვახტანგაძე + დუმბაძე

 

 მეორე ტურში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: 

#68 ბათუმის ოლქში: 

169 ბათუმის ოლქში:

2

#70 ბათუმის ოლქში

3

რა ნერგები უნდა დავრგოთ შემოდგომაზე

რომელი მრავალწლოვანი კულტურების დარგვა შეიძლება შემოდგომაზე, როგორ უნდა მომზადდეს ნერგი და ნიადაგი დასარგავად ისე, რომ ნერგს გახარება არ გაუჭირდეს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, შოთა ლომინაძეს ესაუბრა.

  • ბატონო შოთა, რომელი მრავალწლოვანი კულტურების დასარგავად არის ხელსაყრელი შემოდგომა?

მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისას უნდა გამოიყოს დაბალი და მაღალი ზონა. დაბალ ზონაში ყველაზე კარგი პერიოდი ციტრუსის დასარგავად შემოდგომაა, ციტრუსის ნებისმიერი სახეობა შემოდგომაზე 15 ნოემბრამდე უნდა დაირგოს, თუ ამის შემდეგ დავრგავთ და იქნება სიცივე, ყინვა, შეიძლება ნერგი მიწას ვერ შეეგუოს, გახარება ზამთარზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მაღალ ზონას, აქ შემოდგომაზე ყველა ხეხილოვანი კულტურა, მაგალითად, ვაშლი, მსხალი, ნიგოზი, თხილი და ვაზი შეიძლება დაირგოს. თუმცა, აქაც გასათვალისწინებელია ზამთრის ფაქტორი, ნერგი სექტემბრის ბოლო რიცხვებიდან ოქტომბერში უნდა დაირგოს, ვიდრე ყინვა დაიწყება.

  •  როგორ უნდა დავრგოთ ნერგი ისე, რომ არ გაუჭირდეს გახარება?

დარგვამდე სპეციალური ორმო უნდა მოვამზადოთ და სასუქები შევიტანოთ როგორც მინერალური, ასევე ორგანული. იმ შემთხვევაში, თუ ციტრუსი შემოდგომაზე უნდა დარგოს ფერმერმა, სპეციალური ორმოები გაზაფხულზე უნდა მოამზადოს და შეიტანოს მინერალური სასუქი. წინასწარ მომზადებული ნაკვეთი ხელს უწყობს ნერგს როგორც გახარებაში, ასევე ზრდაში. რაც შეეხება ისეთ კულტურებს, როგორიცაა ვაშლი, მსხალი, კაკალი… ნიადაგს ადრეული მომზადება არ საჭირდება, შეიძლება პირდაპირაც ჩაირგოს.

  • ნიადაგში, სადაც ნერგი უნდა ჩაირგოს, რა მინერალური სასუქების გამოყენებაა რეკომენდებული?

სასურველია ჩაიყაროს ფოსფორი და კალიუმი, რა თქმა უნდა, აზოტიც, მაგრამ აზოტი უფრო მცირე ოდენობით, რადგან ვერ შეითვისებს ნერგი და დაიკარგება. ფოსფორი და კალიუმი ძნელად ხსნადია და შეთვისება ნელ-ნელა ხდება.

  •  დარგვამდე ნერგს თუ სჭირდება სპეციალური მომზადება?

დარგვამდე აუცილებელია ნერგის ვიზუალური დათვალიერება. თუ აღმოჩნდა, რომ ფესვი დაზიანებულია, ის ფესვთა სისტემას უნდა მოსცილდეს, რადგანაც შესაძლოა დაზიანებული ნაწილიდან სიდამპლე გაუჩნდეს ფესვთა სისტემას. დარგვამდე ფესვთა სისტემა უმნიშვნელოდ უნდა გაიკრიჭოს და ნერგის წვერო გადაჭრას _ ეს ხელს უწყობს ძირის გამსხვილებას. აუცილებელია დარგვის შემდეგ მოირწყას, წვიმაც რომ იყოს ახლად ჩარგული ნერგის მორწყვა აუცილებელია, ეს ხელს უწყობს ფესვზე მიწის კარგად დაჯდომას.

ჩვენს პირობებში შემოდგომაზე ხშირად წვიმს, აქედან გამომდინარე დარგვის შემდეგ დღეებში მორწყვა საჭირო არ არის.

  • რამდენი წლის ნერგის გადატანაა რეკომენდებული?

მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ 2-3 წლის ნერგის გადატანაა შესაძლებელი. შეიძლება სამ წელზე მეტი ხნისა იყოს ნერგი და გადავიტანოთ, მაგრამ რთულია გადასატანად, მთავარი ფაქტორი მაინც ისაა, რომ ერთ წელზე ნაკლები არ უნდა იყოს.

  •  ბოლო დროს მოსახლეობამ მოცვის, კივისა და ფეიხოს მოშენება დაიწყო, ამ კულტურებს დარგვის განსხვავებული სპეციფიკა ხომ არ აქვთ?

მოცვი ისევე ირგვება, როგორც სხვა კულტურები. რაც შეეხება კივის, ისეთ ადგილზე უნდა დაირგოს, სადაც ახლოს გრუნტის წყალი არ იქნება. გრუნტის წყალი ფესვთა სისტემის განვითარებას შეუშლის ხელს და დაალპობს მცენარეს. აი, მაგალითად, სოფელ დანდალოში ვაშლის ნერგები გახმა. რომ ვნახეთ, ერთი მეტრის ზევით გრუნტის წყალი გამოდიოდა, რამაც გამოიწვია ნერგის ხმობა. ნებისმიერი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისას გრუნტის წყალი ახლოს არ უნდა იყოს ფესვთა სისტემასთან. თუ გრუნტის წყალი იქნება, მაშინ შესაბამისი წყალსაწრეტი უნდა გაკეთდეს და ხეხილი გადარჩება. ერთი მეტრის დაბლა თუ არის გრუნტის წყალი, ეს ხეხილს პრობლემას არ შეუქმნის.

კივთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, არსებობს კივი როგორც დედალი, ასევე მამალი ჯიშის. იმ შემთხვევაში თუ ოთხ ძირ დედალ კივში ერთი მამალი არ გამოერია, ან მიმდებარე ტერიტორიაზე არ იქნება მამალი ჯიშის კივი, ნაყოფს არ გამოიღებს. ასეთ შემთხვევაში კარგი გამოსავალია დედალი ჯიშის კივის ერთ ტანზე მამალი ჯიშის კივის დაკალმება, ოღონდ აუცილებლად აგვისტოში.

  • ვიზუალურად თუ არის შესაძლებელი „დედალ-მამალის“ კივის გარჩევა?

ამას სელექციონერი გაარჩევს, მაგალითად, მე, მანამდე ვერ ვარჩევ, ვიდრე ყვავილს არ გამოიღებს.

  • სხვა მრავალწლოვან კულტურებში თუ არის მსგავსი „დედალ-მამალი“ ჯიშები?

ასეთი მცენარე ფეიხოა, თუმცა ისე მკვეთრად, როგორც კივის შემთხვევაში არ არის გამომჟღავნებული. ფეიხოას ჯგუფურად დარგვა უყვარს და ბევრში ერთი მაინც გამოერევა. ფეიხოა ერთ საძირეში ერთი ირგვება, მაგრამ შეიძლება ახლოს დაირგოს, თუმცა ისე ახლოს არა, რომ ერთმანეთში გადაიხლართოს ხეები.

  • რამდენად მნიშვნელოვანია დარგვისას ნერგებს შორის ინტერვალის დაცვა?

ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთი კულტურები, რომლებიც დიდი ზომის იზრდება, ორ მეტრზე ახლოს არ უნდა დაირგოს, კაკალს 6-7 მეტრზე მეტი დაცილება უნდა ჰქონდეს, ხოლო მოცვი და მსგავსი დაბალ მოზარდი მცენარეები შეიძლება მეტრ-ნახევარი ინტერვალით დაირგოს.

  •  საჭიროა თუ არა ახალ დარგულ ნერგზე შხამ-ქიმიკატების გამოყენება?

ციტრუსის შემთხვევაში საჭიროა, სხვა ხეხილოვან კულტურებზე კი ჩვენთან ისეთი დაავადება არ არის, რომ ახლად დარგულ ნერგს შეწამვლა დასჭირდეს. თუმცა ეს მაინც დამოკიდებულია იმაზე, დაავადებები ან მწერები თუ გაჩნდება. შეწამვლისას აუცილებელია შესაბამისი დოზის გათვალისწინება, ასევე ვადების დაცვას, თუ შესაბამისად არ გამოიყენებ, ეფექტური არ იქნება.

  • მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისას რელიეფის დახრილობას მნიშვნელობა აქვს?

მრავალწლოვანი კულტურებისთვის დახრილი რელიეფი უფრო კარგია, რადგანაც ჭარბი წყლის საშიშროება არ იქნება, მაგრამ თუ ძალიან არის დახრილი ნიადაგი, ტერასები უნდა მოეწყოს და ტერასებში დაირგოს ხეხილი.

  • რამდენ ხანს შეიძლება ნიადაგიდან ამოღებული ნერგის გაჩერება და დარგვა?

წინა დღით ამოღებული ნერგი შეიძლება მეორე დღეს დაირგოს, ან რამდენიმე დღის შემდეგ. თუ ნერგი წყალს მიიღებს, გახარებისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჰოლანდიიდან ჩამოვიტანეთ კივის ნერგი, რომელსაც ფესვები ჰქონდა გარეცხილი და სველი ნაჭერი შემოხვეული, ყველამ გაიხარა. მთავარია, ფესვთა სისტემა სველი იყოს.

რატომ ამბობენ მამები უარს ალიმენტის გადახდაზე

ბოლო სამი წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ ალიმენტის დაკისრების 254 შემთხვევა განიხილა. 119 სარჩელი დაკმაყოფილდა, 52 – მორიგებით დასრულდა, ალიმენტის მიღებაზე უარი ეთქვა და არ დაკმაყოფილდა – 66-ჯერ. ადვოკატებს ალიმენტზე საუბრის დროს, პირველ რიგში, მამების არგუმენტი ახსენდებათ – მათ არ სჯერათ, რომ ალიმენტს დედები შვილებს მოახმარენ. „ამ პროცესში ხშირად ბავშვი სრულიად იგნორირებულია ორივე მშობლისგან,“ – ამბობს ანი თვარაძე არასამთავრობო ორგანიზაციიდან „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“.

ანი თვარაძეს 11-წლიანი საადვოკატო საქმიანობის გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით: „ხშირად დედა მოითხოვს ალიმენტის დაკისრებას იმიტომ, რომ ამ ფორმით სურს შურისძიების გამოხატვა. მამა ნებაყოფლობით უარს ამბობს ალიმენტის გადახდაზე და ამბობს, ისედაც გავაკეთებ ყველაფერს ჩემი შვილისთვის, ფულს არ ვიცი რაში დახარჯავს ჩემი ყოფილი მეუღლეო.

ბევრჯერ მქონია განცდა, რომ ბავშვი საერთოდ დაკარგულია ამ პროცესში. არადა, თითქოს ყველაფერი ბავშვისთვის კეთდება…“

ადვოკატების თქმით, უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო აკმაყოფილებს ალიმენტის დაკისრების მოთხოვნას. პრაქტიკიდან გამომდინარე, ადვოკატები სირთულეს რამდენიმე მიმართულებით ხედავენ – პროცესებს კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის ნაცვლად, დაახლოებით 4 თვე მაინც სჭირდება. გარდა ამისა, თუკი მშობელს, ვისაც ალიმენტის გადახდა ეკისრება, არ აქვს ოფიციალური სამსახური და არ ფლობს უძრავ ქონებას, პრობლემაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. ალიმენტის გადახდის ვალდებულებას ხანდაზმულობა არ გააჩნია და პირი მოვალეთა რეესტრში ირიცხება, ვიდრე ის დაგროვილ დავალიანებას არ დაფარავს.

კანონი ალიმენტის დაკისრებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაშიც, როცა ცოლ-ქმარი განქორწინებული არ არის. ადვოკატი ციცო ცხვედიანი იხსენებს შემთხვევას, როცა მოდავე მხარეები არათუ გაშორებული, არამედ ერთადაც კი ცხოვრობდნენ: „ბავშვების დედა ამბობდა, ქმარს საერთოდ არ მოაქვს ფული სახლშიო. ხელფასს იღებდა ეს კაცი და იმავე დღეს ხარჯავდა სასმელში. სასამართლო დარბაზშიც თქვა მამამ, რომ შვილები ძალიან უყვარს, მაგრამ ცდუნებას ვერ უძლებდა. სასამართლომ დააკმაყოფილა დედის სარჩელი. როგორც ვიცი, დღემდე ერთადაა ეს ცოლ-ქმარი… კიდევ ერთი შემთხვევა მქონდა, როცა ქალი ვარაუდობდა, რომ ქმარს უფრო მაღალი ხელფასი ჰქონდა, ვიდრე ოჯახში ასახელებდა და ბავშვებისთვის ძალიან ცოტას ხარჯავდა. მამაკაცს არ ჰქონდა ოფიციალური სამსახური და ხელზე იღებდა თანხას. დედას ვურჩიე არ შეეტანა სარჩელი, რადგან მოსამართლე მამას დააკისრებდა ოფიციალურად თანხის გადახდას, როგორც უმუშევარს და ეს იმაზე უფრო მცირე იქნებოდა, ვიდრე მამა რეალურად იხდიდა.“

უმუშევარი მშობლის შემთხვევაში, სასამართლო მაინც აკისრებს პირს ალიმენტის გადახდას, ოღონდ მინიმალური ოდენობით. არსებობს შემთხვევები, როცა ალიმენტის საფასურის შესამცირებლად, ან პირიქით მხარე ხელახლა მიმართავს სასამართლოს და ახალი გარემოების, მაგალითად, სამსახურში ხელფასის გაზრდის გამო, საქმის ხელახლა შესწავლას ითხოვს.

ადვოკატ ციცო ცხვედიანს ჰქონია ალიმენტის საქმე დედის წინააღმდეგაც: „ბავშვები 10 წელს გადაცილებული იყვნენ და სასამართლო ითვალისწინებს მათ აზრს. ბავშვებმა მშობლების განქორწინების შემდეგ მამასთან არჩიეს დარჩენა. მამამ ალიმენტის დაკისრება მოითხოვა და მოიგო კიდეც საქმე, მაგრამ აღსრულება არ მოუთხოვია. ვკითხე, საქმე მოიგეთ და რატომ არ ითხოვთ ალიმენტს-მეთქი. მიპასუხა, რომ ეს ჭკუის სასწავლებლად უნდოდა. მორალური მიდგომა ჰქონია. თითქოს ეს რა ქალია, სასამართლომ რომ შვილებისთვის ფულის გადახდა დააკისრაო…

ზოგადად, სამწუხაროა, მამაკაცების მიდგომა. ბევრჯერ მომისმენია მამებისგან, თითქოს დედა შვილებისთვის არ დახარჯავს ფულს. ასე თუა რეალურად, შეუძლიათ მოამზადონ სარჩელი და მოითხოვონ ის, რომ შვილი მათთან იზრდებოდეს, ამასაც არ აკეთებენ…“

დედისთვის ალიმენტის დაკისრება გადაუწყვეტია ბათუმის საქალაქო სასამართლოსაც. ადვოკატი ლელი ბჟალავა ამბობს, რომ ამ პროცესში მას შემდეგ ჩაერთო, როცა დედა ვეღარ ახერხებდა თანხის გადახდას და ის ფსიქიკურადაც დაავადდა: „ეს ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ქმარს რომ არ მოეკლა, შვილები წამოიყვანა სოფლიდან ქალაქში. შემდეგ მამამ შვილები თავისთან წაიყვანა და დედას ალიმენტის გადახდა მოსთხოვა. ხელახლა გამართული სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა. ყოფილი ცოლ-ქმარი შეთანხმდა იმაზე, რომ ბავშვები ისევ მამასთან იქნებოდნენ, არდადეგების დროს – დედასთან. ალიმენტს დედა აღარ იხდის“.

ლელი ბჟალავას თქმით, ალიმენტის მოთხოვნას მამები აგრესიით ხვდებიან. ადვოკატს მიმდინარე საქმე ხელვაჩაურის სასამართლოში აქვს: „თავდაპირველად დედ-მამა ერთად წავიდა უცხოეთში სამუშაოდ და ბავშვისთვის თანხას აგზავნიდნენ. მამა რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა, სხვა ქალთან დაოჯახდა და საცხოვრებლად „ოცნების ქალაქში“ გადავიდა, შვილი ისევ ბებია-ბაბუასთან დატოვა სოფელში. წელს ბავშვის დედა დაბრუნდა უცხოეთიდან და ბავშვი თავის მშობლებთან წაიყვანა კახეთში. ამ ქალმა რამდენიმე თვის წინ სარჩელი შეიტანა სასამართლოში და ყოფილი ქმრისთვის ალიმენტის დაკისრება მოითხოვა. ბავშვის მამა აგრესიით შეხვდა მოთხოვნას და ბავშვის დაბრუნება მოითხოვა. შესაგებელში აღნიშნა კიდეც, რომ დედას ბავშვი მიტოვებული ჰყავდა წლების განმავლობაში და არ ზრუნავდა მასზე… მოსამართლემ დროებით ბავშვი მამის მხრიდან ბებია-ბაბუასთან დააბრუნა, რადგან ბავშვი აჭარის მაღალმთიანეთის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობდა“.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, ანი თვარაძე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ევროპაში ალიმენტის დაკისრების საქმეებს სასამართლოები თითქმის აღარ განიხილავენ. ამ საქმეს სასამართლო მედიაცია ასრულებს: „იქ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ბავშვზე პასუხისმგებლობას იღებს ორივე მშობელი. საერთოდ აღარ რჩება იმის საჭიროება, რომ რომელიმე ინსტიტუციამ განსაზღვროს მშობლის შვილის წინაშე არსებული პასუხისმგებლობა. ჩვენთან, თბილისის საქალაქო სასამართლოშიც არსებობს შესაძლებლობა, რომ მოსამართლის ნაცვლად, მედიატორმა განიხილოს ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა, მაგრამ ამ სამსახურს მოქალაქეები იშვიათად მიმართავენ. არის შემთხვევები, როცა მედიაციაში საქმის გადაწყვეტის შემდეგ, რომელიმე მხარეს ისევ სასამართლოში შეაქვს სარჩელი. ჩვენთან სასამართლო უფრო მაღალი ლეგიტიმაციით სარგებლობს, მაგრამ სასამართლოში ადამიანები იხდიან ზედმეტ ბაჟს, ხარჯავენ დროს, ენერგიას, იღებენ სტრესს…“

სასამართლო მედიაცია 2011 წლიდან მოქმედებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში და იგი სხვადასხვა სახის სამოქალაქო დავას განიხილავს, მათ შორის, ალიმენტის დაკისრებას. ხელისუფლება გამოთქვამდა იმედს, რომ მედიატორები სხვა სასამართლოებშიც გამოჩნდებოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. რის გამო ვერ იმუშავა მედიაციის სამსახურმა – კითხვებზე საპასუხოდ ვერ მოიცალეს უზენაეს სასამართლოში. როგორც ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე ვკითხულობთ, მედიაციის სამსახურისთვის მიმართვის შემთხვევაში, მოქალაქეები დავის საგნის მხოლოდ 1 პროცენტს გადაიხდიან [სასამართლოს შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის საფასური 3 პროცენტს შეადგენს], ასევე მხარეებს გადახდილი ბაჟის 70 პროცენტი უკან უბრუნდებათ, თუკი დავა შეთანხმებით დასრულდება.

ჯერჯერობით ალიმენტების საქმეების რაოდენობა პროცენტულად თითქმის თანაბრად ნაწილდება წლების მიხედვით ბათუმის სასამართლოში. განქორწინების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ალიმენტის საქმეების მატებასაც უნდა ველოდოთ – 2008 წელს ქვეყანაში 3189 განქორწინების შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი – 9112-მდე გაიზარდა.

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” ბათუმის საკრებულოში დაიშალა

“თავისუფალი დემოკრატები” დღეს, 12 ოქტომბერს ჯაბა ბერიძემ დატოვა. იგი ბათუმის საკრებულოში ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი იყო.

“იმდენი რამ მოხდა ამ პარტიაში, იმდენმა დატოვა, უკვე მეც ვეღარ ვხედავ აქ საკუთარ თავს,” – უთხრა ჯაბა ბერიძემ “ბათუმელებს”.  ამბობს, რომ ეს არჩევანი სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის, არჩევნების შედეგმა.

ჯაბა ბერიძე კატეგორიულად გამორიცხავს სხვა პარტიაში შესვლას. ამბობს, რომ საკრებულოში მუშაობას განაგრძობს, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი: “უპარტიოდ უფრო მეტს შევძლებ. პოლიტიკა მაინც გზღუდავს რაღაცეებში, თან როდესაც ოპოზიციური პარტიის წევრი ხარ”.

კითხვაზე, დატოვა თუ არა “თავისუფალი დემოკარტები” პარტიის სხვა წევრემა ბათუმში, ჯაბა ბერიძე არ პასუხობს. მიიჩნევს, რომ განმარტებები ამ კუთხით პარტიის რეგიონულმა ლიდერმა, კობა ჩხეიძემ უნდა გააკეთოს. კობა ჩხეიძე დღეს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ჯაბა ბერიძის ამ გადაწყვეტილებით ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” ბათუმის საკრებულოში იშლება, რადგან რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციაში მინიმუმ სამი წევრი მაინც უნდა იყოს. კობა ჩხეიძის გარდა, ამ ფრაქციის კიდევ ერთი წევრი – ნინო ბერაძეა. მან “ბათუმელებს” უთხრა, რომ ჯაბა ბერიძის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა: “არც კობა ჩხეიძე მინხავს დღეს. ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და ვრჩები ამ პარტიაში”.

ენმ არჩევნების გაყალბების დასადასტურებლად ვიდეო ჩანაწერებს ასაჯაროვებს

ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებს ქობულეთის სხვადასხვა საუბნო საარჩევნო კომისიაში გადაღებული ვიდეო მასალა აჩვენა. მისი თქმით, ვიდეო პარტიის წარმომადგენლებმა გადაიღეს და მასზე გაყალბების სხვადასხვა შემთხვევაა დაფიქსირებული.

ლევან ვარშალომიძემ ყურადღება გაამახვილა კომისიის იმ წევრებზე, რომლებსაც ხმების დათვლის დროს ხელში საწერი კალმები უჭირავთ. მისივე მტკიცებით, ერთ-ერთ საუბნო კომისიაში ამომრჩეველმა ხმა მისცა მარკირების შემოწმების გარეშე, ასევე გადასატანი ყუთის კონვერტები გადაუთვლელად შეურიეს ძირითადი ყუთის კონვერტებს.

ქობულეთის საარჩევნო ოლქში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მხოლოდ 14 საჩივარი დაიწერა და განხილვაც დასრულდა. ოლქის თავმჯდომარის, გელა ხახნელიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ სავარაუდო დარღვევებზე, რაც პარტიამ დღეს გაასაჯაროვა, საჩივრით არ მიუმართავს.

სასწრაფოდ იყიდება ახალგარემონტებული ბინა აღმაშენებლის ქუჩაზე

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა #20-ში (ე.წ კვლევითის წინ), ახალ აშენებულ კორპუსში, მე-4 სართულზე,  სასწრაფოდ იყიდება 64,5 კვ/მ ფართობი (განცალკევებულია სამზარეულო,საძინებელი და მისაღები ოთახები) ახალ გარემონტებული ბინა ახალი ავეჯით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით. აივანი გრძელდება  საცხოვრებელი ფართის გასწვრივ სრულად და ყველა ოთახიდან აქვს გასასვლელი კარი. შეყვანილია ბუნებრივი აირი და ინტერნეტი.

ფასი: 40 ათასი დოლარი . მობ.: 593 343788; 595904761



12345

„მამულიშვილთა კავშირი“ ახალ პეტიციას ამზადებს

„მამულიშვილთა კავშირი“ „აჭარის ოსმალთა ბატონობისაგან განთავისუფლების მემორიალის“ დადგმას ზუბალაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში ისევ მოითხოვს. ანალოგიური მოთხოვნით კავშირმა ბათუმის საკრებულოს გასულ წელსაც მიმართა. რატომ ვერ განიხილა საკრებულომ „მამულიშვილთა კავშირის“ პეტიცია, უცნობია.

“3200 ხელმოწერა შარშან ჩავაბარეთ, არადა საკმარისი იყო 1200. მივიღეთ სიტყვიერი დაპირებები, მაგრამ არ მოხდა საკრებულოს სხდომაზე მისი განხილვა. როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა საკრებულოსთვის ჩვენს  მიერ შეტანილი ხელმოწერები. ამიტომ ჩვენ უკვე შევაგროვებთ ხელმოწერებს, სადაც აჭარის მოსახლეობის უმრავლესობა მოაწერს ხელს. მემორიალი უკვე მზად არის დასადგმელად სახალხო შემოწირულობებით“ – ამბობს ნიაზ ბოლქვაძე, „მამულიშვილთა კავშირის“ თავმჯდომარე.

„მამულიშვილთა კავშირი“ აპირებს სხვადასხვა ქუჩაზე მაგიდების დადგმას, სადაც გამვლელებს ექნებათ შესაძლებლობა, პეტიციას ხელი მოაწერონ.

ბათუმის საკრებულო ამ თემაზე განმარტების გაკეთებას ხვალისთვის აპირებს.

ამავე თემაზე:

ახალი მემორიალი სკვერის ხარჯზე

მადონა ბერიძე: როცა დარღვევებს ამართლებთ, ეს არის წამახალისებელი

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისია ამ დრომდე განაგრძობს საჩივრების განხილვას. კომისიამ ხელახლა გადათვალა ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის 58-ე უბნის ბიულეტენები. აღმოჩნდა, რომ ბათილი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა საუბნო კომისიას ერთმანეთში აურევია. ასევე შემაჯამებელ ოქმში მონაცემი ისე შეცვალა, რომ შესწორების ოქმი არ გაუფორმებია. ოლქმა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს გაფრთხილება მისცა.

“ეს იყო ტექნიკური ხასიათის შეცდომა, რაც საარჩევნო სუბიქტების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა,” – ამბობს საოლქო კომისიის იურისტი, სულიკო შვენთიძე.

ვიდრე საოლქო კომისია საკითხს კენჭს უყრიდა, კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემ 58-ე უბნის კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტება წაიკითხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კომისიას საქმიანობაში ხელს უშლიდნენ და „ფსიქოლოგიურ ზეწოლას“ ახდენდნენ კონკრეტულად „სამართლიანი არჩევნების“  და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

„როცა დარღვევას ამართლებთ, ეს არის წამახალისებელი,“ – მიმართა კომისიის თავმჯდომარეს მადონა ბერიძემ, “სამართლიანი არჩევნების” აჭარა-გურიის კოორდინატორმა. მან სხვა შემთხვევებიც გაიხსენა, როცა მედიით ციალა შავაძემ ასევე “ფსიქოლოგიური ზეწოლა” მოიყვანა სხვა უბანზე მომხდარი დარღვევის გასამართლებლად: “ეს, მგონი, რაღაც ახალი ტერმინი გაჩნდა. თქვენი მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება, როცა მხოლოდ მინიმალური სანქციებით შემოიფარგლებით და ამართლებთ დარღვევას, არის წამახალისებელი ფაქტორი საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის. უბნებში ეუბნებოდნენ კიდეც ჩვენს დამკვირვებლებს, დაწერეთ საჩივრები, მაინც ვერაფერს დაგვაკლებთო. მაგალითად, ჩვენს დამკვირვებელს, ია ხასიას კომისიის თავმჯდომარემ უთხრა, რომ გამოიძახებდა პოლიციას…  თქვენი ეს დამოკიდებულება არ არის მიმართული იქეთკენ, რომ მინიმუმ საუბნო კომისიის წევრების კომპეტენცია გაიზარდოს”.

ხმაურიანი აღმოჩნდა კიდევ ერთი საქმის განხილვა – ბათუმის 85-ე უბანზე, სადაც ძირითადად პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა და მსჯავრდებულებმა მისცეს ხმა [სპეციალური უბანი], შესწორების ოქმი შემაჯამებელ ოქმზე ადრეა შედგენილი.  კომისიამ ეს შეუსაბამობა უხეშ შეცდომად არ ჩათვალა და ამ შემთხვევაშიც, პასუხისმგებელი პირების მიმართ გაფრთხილება გამოიყენა. 85-ე უბნის საქმის განხილვის დროს, საოლქო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის სხვა წევრებს ოქმების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობა არ მისცა და მოითხოვა ოქმები დაუყონებლივ მისთვის მიეტანათ.

„იმიტომ, რომ თქვენ კომისიის თავმჯდომარე ხართ, არ გაძლევთ უპირატესობას კომისიის სხვა წევრებს ოქმების გაცნობის საშუალება არ მისცეთ,“ – მიმართა რეპლიკით ოლქის თავმჯდომარეს მადონა ბერიძემ.

“სამართლიანი არჩევნები” სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. ბათუმის ოლქმა მას უარი უთხრა ბათუმის 69-ე ოლქის პირველი უბნის შედეგების ბათილად ცნობაზე. ამ შემთხვევაში, ყუთიდან ამოღებული ბიულეტენების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. ბათუმის საოლქო კომისიამ ამ უბნის ბიულეტენების ხელახლა გადათვლაზე უარი თქვა.

მხოლოდ ბათუმში 7 უბნის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა გუშინ, 11 ოქტომბერს დაიწყო.

“ჩვენი ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება და ამისთვის ეს პარლამენტი მზად არ იქნება”

„შუა უნდა გაიკრიფოს“ – ბიძინა ივანიშვილის ეს პირველი, დასამახსოვრებელი ფრაზა ოთხი წლის შემდეგაც შესაძლოა ბევრს გაახსენდეს, როცა არჩევნების შედეგს ნახავს. პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში „შუა“ აღარ იქნება. პოლიტიკური მრავალფეროვნების ნაცვლად, საკანონმდებლო ორგანოში მმართველი ძალა დიდი ალბათობით საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. რა რისკებს აჩენს მონოლითური საკანონმდებლო ორგანო, რა რესურსი აქვს ოპოზიციას იყოს ანგარიშგასაწევი და გააქტიურდება თუ არა პრორუსული პროპაგანდა? – „ბათუმელები“ ისტორიკოსს, ლაშა ბაქრაძეს ესაუბრა.

შუა უკვე გაკრეფილია. თქვენი აზრით, სად წავიდა ეს შუა და როგორ წარმოგიდგენიათ იმ პოლიტიკური პარტიების მომავალი, ვინც ე.წ. შუაში იდგა?

ჩემი აზრით, საპარლამენტო არჩევნების შედეგი პოლიტიკურ ლანდშაფტს სერიოზულად შეცვლის. პარტიები, რომლებიც ვერ მოხვდნენ საკანონმდებლო ორგანოში, დაინახავენ, რომ პოლიტიკური საქმიანობის ასე გაგრძელება შეუძლებელია. იმედი მაქვს, რომ ახალი ძალები გამოჩნდებიან პოლიტიკაში. მთავარი ახლა უფრო ის საშიშროებაა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ექნება ერთ პარტიას და ეს საფრთხე უაღრესად დიდია, მით უმეტეს ისეთი დამწყები დემოკრატიის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ნებისმიერი დაუბალანსებელი ხელისუფლება არის საშიშროება ყოველგვარი დემოკრატიული ინსტიტუტისთვის ქვეყანაში. არცერთი პარტია არაა მზად მსოფლიოში, რომ მარტო, ყოველგვარი დისკუსიის გარეშე, როგორც ჩვენ მივეჩვიეთ ქართულ პოლიტიკაში, მიიღოს კონსტიტუციური ცვლილებები. ვფიქრობ, ძალთა ბალანსი ყველაზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

რა რისკებს ხედავთ საკანომდებლო ორგანოს მონოლითურობაში?

ჩვენ რომ ნორმალური დემოკრატიის ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ეს არ იქნებოდა ტრაგიკულად აღქმული. ტოტალური უმრავლესობა არის შემაშფოთებელი, თორემ სამი პარტია რომაა პარლამენტში და არა ისე, როგორც ეს 90-იან წლებში გვქონდა, როცა უამრავი პარტია გვყავდა, არ მიმაჩნია ტრაგიკულად… ამომრჩევლის აქტიურობა მიუთითებს იმაზე, რომ ქართველი ამომრჩეველი იმედგაცრუებულია, ის ვერ ხედავს არსებულ პარტიებს შორის მისი აზრის გამომხატველს, ან ყოველ შემთხვევაში, ამის შემსრულებელს…

ანუ შუაში მყოფმა პარტიებმა ვერ დაარწმუნეს ამომრჩეველი საკუთარ უპირატესობაში?

არანაირი გზავნილი იმ პარტიებს არ ჰქონდათ, რომლებიც გარეთ დარჩნენ და რომელზედაც შეიძლებოდა ფართო საზოგადოება წამოსულიყო. პოპულიზმზე არ ვლაპარაკობ, რაც ყველა პარტიას ახასიათებს საქართველოში. სამწუხაროდ ერთმანეთს ემსგავსებიან პარტიები. საზოგადოებისთვის ძალიან ძნელი გახდა გაარჩიონ ერთმანეთისგან პოლიტიკური ძალები. მაგალითად, „რესპუბლიკელებმა“, რომლებიც ხაზს უსვამენ იმას, რომ აქვთ დემოკრატიულად აშენებული პარტია, მათაც გაიზიარეს სხვების მიდგომა და ლიდერის სახელი ჩაწერეს პარტიის საარჩევნო დასახელებაში. ერთი შეხედვით თითქოს ეს პატარა დეტალია, მაგრამ მახასიათებელია.

პარტიის სახელწოდებებში ფიგურირებს ნინო ბურჯანაძე, დავით თარხან-მოურავი და არის დავით უსუფაშვილიც. ეს ერთმანეთზე დამსგავსება არის პარტიებისთვის ძალიან მიღებული, მათ არ აქვთ თავიანთი გამოყოფილი სახე, რის გამო უნდა მისცე, ვთქვათ, ხმა ამ პარტიას და არა – სხვას. ჩვენ არ გვაქვს საერთოდ ქვეყანაში გრძელვადიანი ხედვა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა განვითარდეს. ეს არის სერიოზული პრობლემა, რადგან ვფიქრობ, რომ მსოფლიო კონტექტსში უნდა დავინახოთ საკუთარი თავი. საქართველოში ძირითადად მიმდინარეობს პრიმიტიული კინკლაობა ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება და ამისთვის ეს პარლამენტი მზად არ იქნება.

პარლამენტში ყველაზე დიდი კვოტით შესული ორი პარტია იმართება არაფორმალურად. ვგულიხმობ მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს. ეს რა სახის პრობლემებს შექმნის?

არაფორმალური მმართველები იმდენად არ მაწუხებს, რამდენადაც ეს არაა ახალი. პრობლემა ისაა, რო არასაპარლამენტო ოპოზიციას არ აქვს შანსი, სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს უმრავლესობას. ოპოზიცია რ იქნება ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა. კიდევ უფრო მეტად მარგინალიზაცია მოხდება ოპოზიციური პარტიების და არასასურველი არასამთავრობო ორგანიზაციების და მისი კუთხეში დაყენება. გამოჩნდა, რომ არაფორმალური მმართველობა ქართველმა ამომრჩეველმა ვერ აღიქვა პრობლემად.

რამდენად ელოდებით პრორუსული ძალების გააქტიურებას? ბარიერის ზღვარზეა „პატრიოტთა ალიანსი“ [ინტერვიუ ჩაწერილია არჩევნების წინასწარი შედეგების საბოლოო გამოქვეყნებამდე]. ასევე ალიანსი და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ჯგუფი შედიან აჭარის უმაღლეს საბჭოში.

აუცილებლად უნდა ველოდოთ პრორუსული ძალების გაძლიერებას და ამის შედეგები უკვე ვიწვნიეთ არჩევნებზე – პროევროპულ პარტიებს ბევრად უფრო ნაკლები შანსი მიეცათ საზოგადოების მხრიდან, ვიდრე შეიძლებოდა ჰქონოდათ. რუსული პროპაგანდა რუსული ფულით, რომელიც ტრიალებს ამ ქვეყანაში, ძალიან ბევრ რამეს ცვლის. ეს კიდევ უფრო გაძლიერდება. ამის ხელისშემშლელ ძალას პარლამენტში ვერ ვხედავ. „ქართული ოცნება“ განაგრძობს „დათბობის პოლიტიკას“, „ნაციონალები“ ბევრს ილაპარაკებენ ამაზე, მაგრამ საზოგადოება იქნება ინერტული, როგორც აქამდე იყო… სხვათა შორის, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება შეიძლება დიდად არც დასჭირდეთ პრორუსულ ძალებს, რადგან მათ აქვთ მედია და აქვთ სხვა საშუალებები. სრულიად შესაძლებელია, რომ 4 წლის შემდეგ ძლიერი, პრორუსული პოლიტიკური ჯგუფი გვყავდეს, რომელსაც ძალიან სერიოზული შანსები ექნება გადახაროს საქართველოს პოლიტიკა რუსეთისკენ უფრო ძლიერად, ვიდრე ამჟამად არის.

საუბრის დასაწყისში თქვენ ივარაუდეთ ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენა. ახალი სახეების გამოჩენას ელოდებით, თუ არსებული პარტიების გაერთიანებას?

რეალობიდან გამომდინარე, გარკვეული გადაჯგუფებები უნდა მოხდეს პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც საქართველოში არსებობენ. პატარ-პატარა პარტიები ვერაფერს გააკეთებენ. შეიძლება სხვა ძალებიც გაჩნდნენ, რომლებიც უფრო რეალისტურ სურათს შესთავაზებენ ქართველ ამომრჩეველს და რომლებიც არ იქნებიან მსხვერპლი წარსულის, რაც საქართველოში ძალიან ბევრ პარტიას უკან ხევს… ყოველ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ საზოგადოების ინტერესი არჩევნების მიმართ იკლებს და იმის განცდაც, რომ არჩევნებში ამომრჩევლის ხმას აქვს რამე სერიოზული ფუნქცია. თუ ასე გაგრძლდება,. შემდეგ არჩევნებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი არ მივა, რაც საბოლოო ჯამში ლეგიტიმაციის პრობლემასაც შექმნის.

მერიის გაზრდილი ბიუჯეტი და პრიორიტეტები, რომლებიც ვერ შესრულდება

2017-2020 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში გადასახდელები მიმდინარე წელთან შედარებით 32 მილიონ ლარზე მეტითაა გაზრდილი. მერიამ თავისი გეგმა რომ განახორციელოს, 85 მილიონზე მეტი ლარის მოძიება დასჭირდება. წინასწარი პარამეტრებით ქალაქის ბიუჯეტის შემოსულობები 104 მილიონით, გადასახდელები კი 188 მილიონზე მეტი ლარითაა განსაზღვრული.

„ეს გადასახდელები ჩვენი ხედვაა რამდენი უნდა იყოს, მაგრამ რაღაცებზე მოგვიწევს ნაწილობრივ უარის თქმაც და რაღაცებზე დამატებით დაფინანსების მოძიებაც. ძირითადად, დაბალანსდება ფინანსური დახმარების ხარჯზე. ბიუჯეტის შიგნით შემოსავლების პროგნოზებიც შეიძლება შეიცვალოს,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ არჩილ ვანაძემ, მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ.

ძირითადი პარამეტრების მიხედვით, მომავალი წლისთვის ქალაქის ბიუჯეტში მცირდება პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები და ნაცვლად 3,7 მილიონისა 2,5 მილიონითაა განსაზღვრული. შემოსულობების კლება ასევე გამოწვეულია „სხვა ტრანსფერების“ გამო, რაც პროექტში გაწერილი არ არის. წელს კი ბიუჯეტში ამ სახის ტრანსფერი 38 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული.

ეს არის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები სპეცტრანსფერი, რომელსაც წინასწარ ვერ განსაზღვრავ – განმარტავენ მერიაში. „ამ კაპიტალური ტრანსფერის გადმოცემის ვალდებულება აჭარის მთავრობას არ აქვს, მაგრამ ვთანხმდებით ამაზე და სწორედ ამ ტრანსფერის ხარჯზე შემცირდება ნაშთიც,“ – ამბობს არჩილ ვანაძე.

კითხვაზე – საკმარისი იქნება თუ არა აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული სპეციალური ტრანსფერი მერიის მიერ დაგეგმილი სავარაუდო პროგრამების განსახორციელებლად?  არჩილ ვანაძე პასუხობს: „ეს არის ძალიან ოპტიმისტური ხედვა, ანუ ის ღონისძიებები, რაც, ჩვენი აზრით, უნდა დაფინანსდეს. მაგრამ, შეიძლება იყოს ისეთი პროექტები, პირობითად, ვთქვათ, რაიმე კაპიტალური ობიექტის მშენებლობა და სხვა, რაც გვინდა მომავალ წელს გავაკეთოთ, მაგრამ შემოსავლებიდან გამომდინარე, ალბათ მოგვიწევს იქეთ წელში გადატანა. ეს მონაცემები, სავარაუდოდ, დაკორექტირდება შემცირების მიმართულებით, ვინაიდან ამხელა მოცულობის დაფინანსება 2017 წელს არ იქნება“.

ბათუმის მერია
ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობა

წინასწარი გათვლებით, მომავალი წლიდან თითქმის 4 მილიონი ლარით იზრდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების [მერიისა და საკრებულოს] დაფინანსება. 29 მილიონით უნდა გაიზარდოს ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის პროგრამები; 4 მილიონი ლარით შემცირდება კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის სფეროს დაფინანსება;  ხოლო 3 მილიონი ლარით გაიზრდება მოსახლეობის ჯანმრთელობის  დაცვა და  სოციალური უზრუნველყოფა.

მომავალი წლიდან ბათუმის ბიუჯეტში აღარ იქნება გრაფა – „თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება“, რისთვისაც გასულ წელს 1 მილიონზე მეტი, ხოლო მიმდინარე წელს 25 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.

„2015 წელს სახანძრო სამსახურს მერია აფინანსებდა და მაგიტომ იყო მილიონზე მეტი ბიუჯეტში. ეს 25 ათასი ლარი კი რეზერვისტთა ტრანსპორტირების ხარჯია. ჩავთვალეთ, რომ პრიორიტეტებში ეს საერთოდ არ ყოფილიყო და გადავიტანეთ წარმომადგენლობით ხარჯებში. სხვათა შორის, წარმომადგენლობითი, საერთო დანიშნულების ხარჯებში შედის სესხის მომსახურების ხარჯებიც და ამიტომაა გაზრდილი. უშუალოდ მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები სამომავლოდ არ იზრდება,“ – აცხადებს არჩილ ვანაძე.

ბათუმის ბიუჯეტში 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ხარჯები ყოველთვის სჭარბობს შემოსავალს. შესაბამისად, „პრიორიტეტების“ დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, თუ სამომავლოდ მერიას 85 მილიონის მოძიება მოუწევს, 2018-2020 წლებში ეს ციფრი შესაბამისად, 71, 54 და 51 მილიონი ლარი იქნება.

პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური უფლებამოსილებების მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდება. პრიორიტეტის ფარგლებში განსახორციელებელი ძირითადი ამოცანები კი არის:

  • ბათუმის ძველი საზღვრების ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია;
  • ბათუმის სამხრეთ სანაპირო ზოლის ახალსოფელი-გონიო-კვარიათი-სარფის წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
  • ჩაქვი-მახინჯაური-მწვანე კონცხის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა“.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების განვითარების მიზნით „ჩატარდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა; უნდა მოხდეს ქალაქის სანიაღვრე არხების სისტემის კაპიტალური რეაბილიტაცია და ქალაქის დატბორვის რისკების მინიმიზაცია; ქალაქის საგზაო ქსელის გამტარუნარიანობის გაუმჯობესება; სამგზავრო-სატრანსპორტო მუნიციპალური სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება; ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება – ღია/სარეკრეაციო სივრცეების შექმნა, მწვანე საფარის გაზრდა, შესაბამისი მართვის სისტემების დანერგვა“ და სხვა.

კონკრეტულ პროგრამებს, როგორც მერიაში გვითხრეს, ახლა ამუშავებენ. ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი კი, კანონით, 15 ნოემბრამდე უნდა წარედგინოს ბათუმის საკრებულოს. მერია ქვეყნისა და აჭარის ბიუჯეტებიდან მისაღები დახმარებების ზუსტი ოდენობის მოლოდინშია. არჩილ ვანაძის თქმით, „როცა შევთანხმდებით და დახმარების საბოლოო ციფრი გვეცოდინება, მერე გვექნება პროექტები, პროგრამები და მიმდინარე თვის ბოლოს მათი საჯარო განხილვაც“.

შსს ერთიანი ვიდეომონიტორინგის სისტემისთვის 30 მილიონ ლარს დახარჯავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე „ვიდეოანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ერთიანი ვიდეომონიტორინგის სისტემის დანერგვისა და განვითარების“ პროექტის განხორციელებისთვის, 2016-2019 წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ქვეყნის მთავრობის განკარგულებით  „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“,  ვიდეოანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფისა და სათვალთვალო ვიდეოკამერების სახელმწიფო შესყიდვას შსს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს.

დღეს შსს, როგორც ბათუმის საკრებულოში ამბობენ, მერიის სათვალთვალო კამერებს იყენებსვიდეოსათვალთვალო კამერებს პოლიციელების წინააღმდეგაც იყენებენ.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო

დღეს, 11 ოქტომბერს, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი საჩივრები განიხილა.

„საია“ და „სამართლიანი არჩევნები“, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტი ბათუმის 69-ე ოლქის #1 უბნის შედგების გაბათილებას და ხელახალ გადათვლას ითხოვდნენ, ორგანიზაციების წარმომადგენლების განმარტებით, ამ უბანზე საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენები სამაგიდო სიაზე არსებულ ხელმოწერებს აღემატებოდა.

საოლქო კომისიამ გადათვლაზე უარი თქვა და მხოლოდ თავმჯდომარისა და მოადგილისთვის გაფრთხილების მიცემით შემოიფარგლა.

განიხილეს ასევე 70-ე ოლქის 58-ე უბანზე დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრები. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის, მადონა ბერიძის თქმით, ამ უბანზე კომისიის წევრებს არჩევანის გაკეთების უფლება შეეზღუდათ. გარდა ამისა შემაჯამებელ ოქმზე არ იყო დაფიქსირებული კომისიის წევრების ხელმოწერები. კომისიამ ამ უბნის შედგების ხელახალი გადათვლა გადაწყვიტა.

„სამართლიანი არჩევნები“ ბათუმის 79-ე ოლქის #1 უბანზე დარღვევებთან დაკავშირებით ოლქის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

საჩივრების განხილვა
საჩივრების განხილვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 13 111 ბიულეტენი გაბათილდა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით,  საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში დაახლოებით 137 საჩივარია შესული. აქედან, გუშინ, 10 ოქტომბერს კომისიებმა განიხილეს 75 საჩივარი, დღეს და ხვალ კი განიხილავენ  63 საჩივარს.

უსკოს ცნობით, განცხადება/საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს, მათ შორის ყუთების გახსნამდე პროცედურებს ეხებოდა.

8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის ჯამში დაიბეჭდა 585 400 ბიულეტენი. გამოყენებული  ბიულეტენების რაოდენობა შეადგენს 326 696-ს,  გაბათილდა 5 829  პროპორციული და 7 282  მაჟორიტარული ბიულეტენი, ჯამში 13 111.

„როგორც პრესის საშუალებით გავრცელდა, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 24 000 შეადენს, რაც არის ოთხივე ბიულეტენის ჯამი. ეს არ შეიძლება გავიგოთ, თითქოს 24 ათასი ხმა იქნა ბათილად ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ კი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დროს ერთ ამომრჩეველზე გაიცემოდა ოთხი ბიულეტენი, ამ ბიულეტენების ჯამია გამოცხადებული ბათილად – 24 000, მაშინ ეს ციფრი უნდა დავითვალოთ 163 348 გამრავლებული ოთხზე. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ 653 392 ბიულეტენიდან ჯამში შესაძლებელია ბათილად იყოს გამოცხადებული 24 000 ბიულეტენი. რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათილად ცნობილ ბიულეტენებს, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტრული წესით, ჯამურად ის შეადგენს 13 111 ბიულეტენს, ხოლო 2012 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, ჯამურად, ბათილად გამოცხდებული ბიულეტენების რაოდენობა შეადგენდა 11 641 ბიულეტენს. შესაბამისად, აქ საგანგაშო ნამდვილად არაფერია.  დაახლოებით 6 200-მა ადამიანმა, რომელთაც ხელთ ჰქონდათ ოთხი სხვადასხვა ფერის ბიულეტენი, ორი – საქართველოს პარლამენტის, ხოლო ორი – უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, საკუთარი ნება გამოხატა შემდეგნაირად. რიგ შემთხვევაში სპეციალურად გააფუჭა, რიგ შემთხვევაში – მექანიკურად, რამაც გამოიწვია ბიულეტენის ბათილობა” – განაცხადა პაატა ჯალაღონიამ, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დღეს, 11 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები რამდენიმე შემთხვევაში ითხოვდნენ ბიულეტენების გადათვლას, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. არასამთავრობოები რამდენიმე უბნის ბათილობასაც ითხოვენ.

დისციპლინარულ ზომად გამოყენებული იქნა როგორც შენიშვნა და გაფრთხილება, ასევე ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, N40 უბნის თავმჯდომარეს დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

8 ოქტომბრის არჩევნებზე აჭარაში რეგისტრირებული 308 506 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 163 348 ამომრჩეველმა, საერთო რაოდენობის 52 პროცენტმა.

„სამართლიანი არჩევნები“ ბათუმში რვა უბნის ოქმის ბათილობას და საარჩევნო მოხელეების დასჯას ითხოვს

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება“ ბათუმში # 79 ოლქში რვა საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და იმ საარჩევნო მოხელეების დასჯას ითხოვს, რომლებმაც ხმები საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით დათვალეს.

„ დარღვევები მნიშვნელოვანია და ძირითადად დაკავშირებულია უბნის შედეგების ბალანსთან. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას, ოქმებს ასევე აკლია აუცილებელი რეკვიზიტები. გამოვყოფდი ამ მხრივ #70.79.31.  უბნის ოქმებს, რომლებიც ხელმოუწერელია კომისიის წევრების მიერ. შემაჯამებელი ოქმი არის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი, რომელზეც ხელმოწერა კომისიის ყველა წევრის მიერ არის სავალდებულო,“  – განმარტავს ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოების“ აჭარა-გურია-ფოთის რეგიონული კოორდინატორი მადონა ბერიძე.

სამართლიანი არჩევნების 4 საჩივარი ეხება 69.69.01. უბანზე ხმის დათვლის პროცესის დროს გამოვლენილ დარღვევებს; დათვლის პროცესის დროს შესაბამისი დოკუმენტაციის არდალუქვას; სპეცსიის ამომრჩევლებისათვის, კერძოდ, უბნის წევრებისათვის აჭარის პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას; დათვლის პროცესის დროს არსებულ ქაოსსა და ოქმებში ბალანსის არ არსებობას – ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ორგანიზაცია 69.69.01. უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას ითხოვს.

„სამართლიანი არჩევნები“ 8 უბნის შემაჯამებელი ოქმების ბათილობის პარალელურად, ამ უბნების კომისიების ხელმძღვანელი პირების დისციპლინურ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს.

ორგანიზაცია მოითხოვს #69.79.01, #70.79.54, #69.79.06, #68.79.04, #68.79.41, #70.79.31, #70.79.58 და #68.79.98 შემაჯამებელი ოქმების  გაბათილებას და შედეგების გადასინჯვას.
ორგანიზაციას ამ უბნების გარკვეულ ნაწილში ჰყავდა კენჭისყრის დღეს მუდმივი დამკვირვებელი.

მობილური ტელეფონის ძარცვის საქმე ბათუმის სასამართლოში

მოსამართლე დავით მამისეიშვილი 24 წლის გიორგი ა.-ს საქმეს განიხილავს. მას გამოძიება მობილური ტელეფონის ძალადობრივად მისაკუთრებას ედავება. იმის გამო, რომ ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ უკვე იმყოფება, მას სავარაუდოდ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება ახალი დანაშაულისთვის.

“ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?” – მოსამართლის შეკითხვას სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა დადებითი პასუხი გასცა. იგი წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. მოსამართლემ გიორგი ა.-ს აუხსნა, რომ მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი და საპროცესო შეთანხმების მიღწევა მხოლოდ საქართველოს მთავარი პროკურორის, ან მისი მოადგილის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა პუშკინის ქუჩაზე ღამით iPhone6 სისტემის მობილური ტელეფონი წაართვა გოგოს და მიიმალა. დაზარალებულმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. ადვოკატ ნონა დუმბაძის თქმით, ბრალდებულმა მეორე დღეს თავად დაუბრუნა მობილური ტელეფონი დაზარალებულს: „გოგოს გაცნობას ცდილობდა და ჩათვალა, რომ ასე მოახერხებდა დაახლოვებას. რადგან გოგო არ შეეხმიანა, მეორე დღეს ტელეფონი თავად დაუბრუნა.“

საქმეში 16 მოწმეა წარმოდგენილი, თუმცა მათი დაკითხვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გადადო. მან ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელმაც თქვა, რომ საპროცესო შეთანხმებისთვის მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა და დრო სჭირდება. ადვოკატის მოთხოვნას პროკურორი რომეო ტყაბლაძეც დაეთანხმა.

რა შეიცვლება მეორე ტურით

საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ანუ 50+1 პროცენტი, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. წინასწარი მონაცემებით, 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, მეორე ტური გარდაუვალია.

უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, მეორე ტური ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება.
საქართველოს პარლამენტის 73 მაჟორიტარული ოლქიდან კი, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება 50 მაჟორიტარულ ოლქში [ერთადერთი ოლქი აჭარაში, სადაც მეორე ტური არ გაიმართება, მხოლოდ ხულო-შუახევი, ქედის მაჟორიტარული ოლქია. ამ ოლქიდან პარლამენტის წევრი კვლავაც ანზორ ბოლქვაძე იქნება].

მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ ორ კანდიდატს, ვინც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში ასეთი ძირითადად ორ პარტია – „ნაციონალური მოძრაობა” და „ქართული ოცნებაა“.

არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს ცესკო, რომელიც უნდა გაიმართოს პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, ცესკო ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

რას შეცვლის არჩევნების მეორე ტური და რა შეცდომები დაუშვეს პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნოდ? პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა დასძენს, რომ ერთპარტიული სისტემა არც ერთი ქვეყნისთვის არ არის სასურველი და მითუმეტეს საქართველოსთვის:

„რაც შეეხება მეორე ტურს, შედეგების შეცვლის შანსი არის ძალიან მცირე, რადგან ძნელი სავარაუდოა მოსახლეობა გაერთიანდეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო. ის ხალხი, ვინც პირველ ტურში ხმა მისცა სხვა პარტიებს, ძნელი საფიქრებელია, რომ მეორე ტურის შემთხვევაში საერთოდ მოვიდეს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძნელი იქნება მეორე ტურში გამარჯვება“.

ბაკურ კვაშილავას აზრით, მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობა იქნება გაცილებით დაბალი: „არჩევნების შედეგები ბევრისთვის მოულოდნელია, ამიტომ არამგონია, იმ პარტიებმა, რომლებიც მეორე ტურში ვერ გადავიდნენ, რომელიმე პარტიას ღიად დაუჭირონ მხარი. თუ მაინც დაუჭერენ, ეს არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, რადგან დღეს არ არსებობს პარტია, რომელიც განიხილავდა ამ პარტიასთან თანამშრომლობას. აქედან გამომდინარე, „ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ტურში შანსები ექნება ძალიან მცირე“.

ბაკურ კვაშილავას აზრით, შედეგები მნიშვნელოვნად განპირობებულია საარჩევნო კამპანიით. „საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დაპირისპირების ფონზე, რომელსაც მხარი აუბა მედიამ – ის ძირითადად ამაზე იყო კონცენტრირებული. ამან მოახდინა აზრის პოლარიზაცია და მობილიზაცია მოხდა მხოლოდ ამ ორი პარტიის ამომრჩევლის, დანარჩენმა პარტიებმა კი ვერ შეძლეს ეთამაშათ თავიანთი როლი“.

პოლიტოლოგის აზრით, ამის ნათელი მაგალითია პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელსაც ზაფხულის კვლევების მიხედვით 11 პროცენტამდე ჰქონდა რეიტინგი, არჩევნებზე კი ვერ ახერხებს ბარიერის გადალახვას.

„პარტიაში მიმდინარე მოვლენებმა მოსახლეობას აჩვენა, რომ ამ პარტიის ნდობა არ შეიძლება. სხვა პარტიებმა, ჩემი აზრით, არასწორი საარჩევნო კამპანია აწარმოეს. „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ უნდა გაერთიანებულიყვნენ და ვფიქრობ, ეს იყო ერთადერთი სწორი არჩევანი. მეორე ის, რომ პარტიები თავიანთ ამომრჩეველს ჰპირდებოდნენ უპირობო გამარჯვებას, ამომრჩეველი კი ნამდვილად გაიზარდა იმ დონემდე, რომ მიხვდა თავიდანვე იყო ეს ტყუილი დაპირება. ამან კიდევ გამოიწვია მათი პასიურობა და არ აღიქვეს სერიოზულად პარტიების მოწოდებები.

ასე რომ, შემდეგ ჯერზე, პარტიების უმრავლესობა რეალურ პირობას მისცემს ამომრჩეველს, ეტყვის, რომ მისი მიზანი იქნება არა გამარჯვება, არამედ მათი ინტერესების სრულფასოვანი წარმოდგენა პარლამენტში. გულწრფელი კამპანია და არა რაღაც სლოგანებზე დაფუძნებული დევიზები უფრო მეტ ნდობას მოიპოვებს. როცა ამბობ, რომ შენ იმარჯვებ და ამ დროს, რეალურად არც ერთ გამოკითხვაში არ ცდები 5-6 პროცენტს, ეს არარეალურია და ამომრჩევლის მხრიდანაც ასე იქნა აღქმული“.

ბაკურ კვაშილავას თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, უფრო მეტი საშუალება ექნება გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელიც აქვს დასახული მონიტორინგისა და კონტროლის გარეშე:

„თუმცა, ოპონირების რეჟიმში მას ისევ ეყოლება „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის საწინააღმდეგო არგუმენტები საკმარისად აქვთ, რომელიც ნაკლებად ექნებოდათ „თავისუფალი დემოკრატების“, „რესპუბლიკელების“ ან თუნდაც „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ. აქვთ უფრო მეტი აპელირება „ნაციონალების“ ცხრა წელიწადზე და, შესაბამისად, უფრო დაცულად იგრძნობენ თავს, მიუხედავად იმისა, რაოდენ კომპეტენტურიც არ უნდა იყოს კრიტიკა. რა თქმა უნდა, ეს კარგ გარემოს არ ქმნის“.

ბაკურ კვაშილავას აზრით, შემდეგ მოვა ადგილობრივი არჩევნები და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პარტიებში მოხდება გადაჯგუფება. „იმედია, ოთხ წელიწადში მიხვდებიან იმას, რომ ისეთი ფორმით არჩევნების წარმოება, როგორც ამას აკეთებდნენ ბოლო 20 წლის განმავლობაში, სწორი არ იქნება და ამომრჩეველიც რეალურ დაპირებებს უფრო დაუჭერს მხარს“.

ვინ შევა აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით

21-წევრიან უმაღლეს საბჭოში ექვსი ადგილი მაჟორიტარებს ეკუთვნით, სადაც 8 ოქტომბერს არჩევნებზე გამარჯვებული ვერ გამოვლინდა – ბარიერი ვერც ერთი პარტიის კანდიდატმა ვერ გადალახა. შესაბამისად, მეორე ტური გაიმართება. დარჩენილ 15 მანდატს კი გადაინაწილებენ პარტიები, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს. ამ დროის მონაცემებით უმაღლეს საბჭოში შედიან „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული საქართველო“ და “პატრიოტთა ალიანსი“.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2016 წლის 9 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ამომრჩეველთა პროპორციულად ხმების 44, 91 პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ეს მონაცემები პარტიას უმაღლეს საბჭოში რვა ან ცხრა კანდიდატის შეყვანის შესაძლებლობას მისცემს. „ოცნების“ პროპორციულ სიაში პირველია ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ის უკვე გამარჯვებულია.

საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით გაბაიძეც. ახლა მას მიეცემა შესაძლებლობა აკონტროლოს მთავრობა, თუმცა როგორ გააკეთებს ამას და რამდენად პრინციპული იქნება ყოფილი კოლეგების მიმართ, ეს მომავალში გამოჩნდება.

უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლებს ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი. უმაღლესი საბჭოს წევრი გარანტირებულად გახდება ასევე, ცოტნე ანანიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ყოფილი მოადგილე და პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი. საკრებულოდან უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლებს ასევე დავით თედორაძე, საკრებულოს წევრი, რომელმაც პოლიტიკური გემოვნება არჩევნებამდე ცოტა ხნის წინ შეიცვალა და „პატრიოტთა ალიანსიდან“ „ოცნებაში“გადავიდა. უმაღლეს საბჭოში შესვლას შეძლებს ვლადიმერ მგალობლიშვილიც, აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე. მან ეს თანამდებობა „ოცნების“ სიის გასაჯაროვების შემდეგ დატოვა.

უკვე არსებული მონაცემებით, დავით ბაციკაძე მათ შორისაა, ვინც წინა მოწვევის საბჭოს წევრიც იყო და ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოშიც მოახერხა შესვლა. ის წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში [2012-1016] კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ კონსერვატორების კვოტით შევიდა, ახლა კი „ქართული ოცნების“ სიით მონაწილეობდა არჩევნებში.

პროპორციულ სიაში მერვე ნომერია ნინო ჩხეტია, პოლიტიკური თოქ-შოუს ყოფილი წამყვანი აჭარის რადიოში, ამ დროის მონაცემებით უმაღლეს საბჭოში შესვლის შანსი მასაც აქვს. ჯერჯერობით ვერ დგინდება შეძლებს თუ არა უმაღლეს საბჭოში შესვლას „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მეცხრე ნომერი გიორგი მანველიძე. მით უფრო ნაკლებია „ოცნების“ მეათე ნომრის ნატალია ზოიძის უმაღლეს საბჭოში შესვლის შანსი. თუ ეს ასე მოხდა, უმაღლესი საბჭოს ეს მეორე არჩევნები იქნება, როცა ნატალია ზოიძეს საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელად ხმების მცირე რაოდენობა დააკლდა.

სახელისუფლებო პარტიის შემდეგ მიღებული ხმების 29,63%-ით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტია პროპორციული სიით უმაღლეს საბჭოში ხუთი წევრის შეყვანას შეძლებს, რაც მათ ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის მიხედვით, უმაღლეს საბჭოში გარანტირებულად შევა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე, ის სიაში პირველია. უმაღლესი საბჭოს წევრი გახდება ბოლო მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძეც. სიის მესამე ნომერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი გია აბულაძე, ის პარალელურად პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია ბათუმის 70-ე ოლქში, თუ მან მაჟორიტარული ოლქი ვერ მოიგო, პროპორციული სიით უმაღლეს საბჭოში მაინც შევა. „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით შევა უმაღლეს საბჭოში ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი და პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გიორგი დიასამიძე. სიაში მეხუთეა ელგუჯა ბაგრატიონი – ქობულეთის საკრებულოს წევრი და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 68-ე ოლქში.

ამომრჩეველთა ხმების 6,08 პროცენტი მიიღო „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიულმა მოძრაობამ“. ამ მონაცემებით ის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიის პირველი ნომრის, გიორგი ცინცქილაძის შეყვანას შეძლებს.

პროპორციული სიის პირველ ნომერს დავით თარხან-მოურავს შეიყვანს უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსიც“, რომელმაც წინასწარი მონაცემებით ხმების 5,71% მოაგროვა.

რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს მაჟორიტარულ ოლქებში, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საუკეთესო შედეგი აქვთ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს. ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში საჭიროა მეორე ტურის ჩატარება, რადგან ვერც ერთი სუბიექტის კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი.

აჭარაში არჩევნებზე მივიდა 162 076 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 52,5%-ია.

საია ბათუმის შვიდი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს

საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ორგანიზაცია ბათუმის შვიდი საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილობას და ხელახლა გადათვლას ითხოვს. საიამ შესაბამისი საჩივრებით ბათუმის საოლქო კომისიას უკვე მიმართა.

„დარღვევა არსებითია, ვინაიდან საარჩევნო ყუთიდან ამოსული ბიულეტენების რაოდენობა აჭარბებს ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას სამაგიდო სიიდან. ვითხოვთ შედეგების ბათილად ცნობას. ხმების ხელახალ გადათვლას, რადგან ბიულეტენების მეტი რაოდენობა დიდ კითხვით ნიშანს აჩენს ზოგადად ამ უბანზე არსებული არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. აქვე არ გამოვრიცხავთ, რომ ეს გამოწვეული იყოს გარკვეული ტიპის ტექნიკური შეცდომებით, რაც ძალიან ხშირი იყო ამ არჩევნებზე. ამიტომ ვითხოვთ არსებული მონაცემების განმეორებით შემოწმებას და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. “ – ამბობს საიას აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი.

საია #69.79.73.03; #68.79.102; #69.79.24; #69.79.07; #69.79.01; #69.79.46 – საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების გადათვლას ითხოვს. ამ უბნებზე საიას დამკვირვებლები  არ ჰყოლია, ამიტომ დარღვევები მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ვებგვერდზე ელექტრონულად განთავსდა 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის შემაჯამებელი ოქმები.

ბათუმის საოლქო კომისია საჩივრების განხილვას დღეს, 11 ოქტომბერს 6 საათიდან გეგმავს.

თაბუნიძის უებარი მალამო რადიკულიტისა და ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ

წელის ტკივილი უამრავ ადამიანს აწუხებს ამა თუ იმ ფორმით. ადამიანებს ტანჯავთ ქრონიკული დაავადებები: რადიკულიტი, დისკოზი, პროლაპსი, პროტრუზია, დისკოპათია, ართროზი და ართრიტი. ექიმი ნიკა თაბუნიძე ამ დაავადებებს საგვარეულო მეთოდით მკურნალობს. მის მოღვაწეობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ნიკა თაბუნიძის საგვარეულო მეთოდს ოც საუკუნეზე მეტი ისტორია აქვს. საუკუნეების მანძილზე ამ მეთოდით მკურნალობდნენ მარილების დაგროვებას, რადიკულიტს, ოსტეოქონდროზს, ნერვის ანთებას, დისკის თიაქარს, პროტრუზიას, დისკოპათიას, მიოზიტებს, პროლაპს, ართროზს, ართრიტს, პოდაგრებს. ნიკა თაბუნიძე ამჟამად ბათუმში, ტაბიძის ორ ნომერში, მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში იღებს პაციენტებს.

ბატონო ნიკა, რა პათოლოგიურ პროცესებთან გვაქს საქმე ოსტეოქონდროზის დროს?

ოსტეოქონდროზი ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგიაა. ხერხემლის ოსტეოქონდროზი ხასიათდება მიმდებარე ქსოვილების დისტროპიულ-დეგენერაციული პროცესების განვითარებით. ოსტეოქონდროზის შედეგად მოსალოდნელია მალთაშუა დისკების ელასტიკურობისა და სისქის შემცირება, მალებზე ოსტეოპიტების წარმოქმნა, ვერტებრალური ხვრელების შევიწროვება, სპინალური სტენოზი. ყოველივე ეს იწვევს კუნთების მომატებულ დატვირთვას სხეულის მოძრაობის დროს, ნერვის ტრავმირების საფრთხეს, ზურგის კუნთების პერიოდულ გადატვირთვას და ტკივილს.

რა გართულებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი კისრის ოსტეოქონდროზის დროს?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზულია ხერხემლის დისკის დაზიანება. ყველაზე მძიმე გართულება, რაც შეიძლება ოსტეოქონდროზს მოჰყვეს, ეს არის კომპრესია ზურგის ტვინზე და ამის შედეგად მოწყვეტა.

მეთოდი, რომლითაც თქვენ მკურნალობთ პაციენტებს, 20 საუკუნეზე მეტს ითვლის. თქვენ ვინ გადმოგცათ ეს პროფესია?

მამაჩემმა, ნუგზარ თაბუნიძემ. მკურნალობის ეს მეთოდი 20 საუკუნეზე მეტია მოდის და გადმოეცემა შთამომავლობით მამიდან შვილზე.

მამათქვენი, ნუგზარ თაბუნიძე, დღესდღეობით იღებს პაციენტებს?

დიახ. მამაჩემი, ნუგზარ თაბუნიძე, 43 წელია ამ საქმეს ემსახურება. ის მუშაობს თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთის ქუჩაზე, მესამე კორპუსში თავისი კაბინეტი აქვს გახსნილი.

შენიშვნა: დღეს საქართველოში, სხვადასხვა ადგილას შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ვითომ მკურნალობენ ნუგზარ თაბუნიძის სამკურნალო საშუალებებით, იყენებენ გამახურებელ შხამიან მცენარეებსა და ძირებს, ატყუებენ ადამიანებს – აი, ეს არის თაბუნიძის მალამოო, მაგრამ შხამიანი მცენარე სხვაა და სამკურნალო – სხვა. სწორედ ნუგზარ თაბუნიძის და მისი შვილის, ნიკა თაბუნიძის მალამოა ერთადერთი თაბუნიძის მალამო, რომელსაც ოც საუკუნეზე მეტია იყენებენ და რომლის მომზადების რეცეპტი მამიდან შვილზე გადადის. თვითმარქვიები ვერასდროს შეძლებენ მსაგავსი მალამოს დამზადებას.

ექიმ ნიკა თაბუნიძეს შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ მისამართზე : ბათუმი, ტაბიძის ქუჩა #2. ჩასაწერად წინასწარ დარეკეთ : 568 03 11 03

ექიმ ნუგზარ თაბუნიძეს შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი , ვაკე, წყნეთის ქუჩა, მესამე კორპუსი. მობ.: 599 22 11 6

 

ნიკა თაბუნიძის მადლიერი პაციენტები

რამაზ ბოლქვაძე, ქობულეთი, სოფელი ბობოყვათი: მქონდა წელის არეში ძლიერი ტკივილი, ერთი კურსის ჩატარების შემდეგ გავთავისუფლდი და ვარ ძალიან კმაყოფილი, ვაგრძელებ მეორე კურსის ჩატარებასაც. დიდი მადლობა ბატონ ნიკას.

ზაურ ფუტკარაძე, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი: მქონდა კისრის ოსტეოქონდროზი. გაუსაძლისი ტკივილი გადამდიოდა ხელზე. მთელი ექვსი თვე ვიმკურნალე უშედეგოდ. შემდეგ, ნაცნობის რჩევით, წავედი ჩინეთში, ვმკურნალობდი ჩინური ნემსებით, მაგრამ შედეგი ვერ მივიღე. მდგომარეობა გამირთულდა, ცალი ხელი დამიწვრილდა. შემთხვევით ჩემმა მოადგილემ გაიცნო ნიკა თაბუნიძე და მირჩია მასთან მისვლა. მივედი მის კაბინეტში. გასინჯვის და ჩემი ანალიზების ნახვის შემდეგ, მან მომცა იმედი, რომ მომარჩენდა. სამი კურსის შემდეგ გამოვჯანმრთელდი სრულიად. დიდი მადლობა ბატონ ნიკა თაბუნიძეს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.

დავით ცინცაძე, ხელვაჩაური: ვარ მშენებელი, ვმუშაობ მძიმე სამუშაოებზე, წელის ტკივილი ხშირად მაწუხებდა, მაგრამ სააფთიაქო პრეპარატების მიღებით დროებით ვიმსუბუქებდი ტივილს. ერთ დღეს, მძიმე საგნის აწევის დროს, ვივრძენი წელში საშინელი ტკივილი. წელი გამიშეშდა, ვეღარ დავდიოდი, ვერც ერთმა მედიკამენტმა ვეღარ გამიყუჩა ტკივილი. მირჩიეს ნიკა თაბუნიძესთან მისვლა. მივედი, ჩავიტარე ორი კურსი და სრულიად გავთავისუფლდი ტკივილისგან, დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას და ახლა თავს ვგრძნობ ჩინებულად. დიდი მადლობა ბატონ ნიკას.

კენჭის დაშლა ლაზერით ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის უროლოგიური განყოფილება უახლესი, კვანტური ლაზერით იწყებს კენჭის დაშლის ოპერაციების ჩატარებას. შარდკენჭოვან დაავადებებზე, მათ გართულებასა და კვანტურ ლაზერზე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის უროლოგი თამაზ ირემაძე გვესაუბრა.

ბატონო თამაზ, რა იწვევს შარდკენჭოვან დაავადებებს?

შარდკენჭოვანი დაავადებების კონკრეტული მიზეზი დღემდე დადგენილი არ არის, რადგან მის განვითარებას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს. ეს ძირითადად ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად ხდება, რომელსაც ხელს უწყობს როგორც კვება, ასევე გარემო პირობები, ცხელი კლიმატი. სამწუხაროდ, ჩვენი რეგიონი ერთ-ერთ ენდემურ კერად ითვლება შარდკენჭოვანი დაავადებებისათვის, შესაბამისად, შარდკენჭოვანი დაავადებების მქონე პაციენტები დიდი რაოდენობით გვყავს, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზფხულში.

ანუ სეზონური გამწვავება ახასიათს ამ დაავადებას?

დიახ, თუმცა შემოდგომასა და ზამთარშიც ხშირად მოგვმართავენ პაციენტები.

რა ასაკში გვხვდება უფრო მეტად შარდკენჭოვანი დაავადებები?

ასაკობრივი ზღვარი ამ დაავადებას მაინცდამაინც არ ახასიათებს, თუმცა 30 წლის შემდეგ უფრო ხშირად გვხდება. ბავშვებსაც უვითარდებათ ხანდახან, მაგრამ შედარებით იშვიათად.

რა არის პირველი სიმპტომები?

შარდკენჭოვანი დაავადებები ტკივილით გამოვლინდება. შეიძლება ასევე გამოვლინდეს სისხლნარევი შარდით, მაგრამ პირველი სიმპტომი არის ტკივილი. ეს ძირითადად ხდება სითხეების ან ფიზიკური დატვირთვის შედეგად. ახასიათებს შეტევითი, მწვავე ტკივილი.

როგორ ხდება მკურნალობა?

დაავადებების მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს,- კონსერვატიული, იგივე მედიკამენტოზური მკურნალობა, ენდოსკოპიური ჩარევა, დისტანციური ლითოტრიფსია [დარტყმითი ტალღებით კენჭის დაშლა], კონტაქტური ლითოტრიფსია და ასევე, ღია ოპერაციები. ეს ყველაფერი არის გამომდინარე იქედან, თუ სად მდებარეობს კენჭი, რა ზომისაა. რაც უფრო პატარაა კენჭი, მით უფრო ვიხრებით კონსერვატიული მკურნალობისკენ, დღევანდელი გაიდლაინები მოგვიწოდებენ, რომ როცა კენჭის ზომაა 7 მმ-დე, სასურველია გარკვეული პერიოდი წარიმართოს მედიკამენტოზური მკურნალობა.

თამაზ ირემაძე ოპერაციაზე
თამაზ ირემაძე ოპერაციაზე

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში არის ქირურგიული დეპარტამენტი, რომელშიც შედის უროლოგიური მიმართულებაც, ეს მიმართულება მუშაობს სრული დატვირთვით, კეთდება როგორც ღია, ასევე ენდოსკოპიური ოპერაციები.

ამჟამად გვაქვს სიახლე, ლითოტრიფსიას გავაკეთებთ კვანტური ლაზერით, ეს არის იტალიური აპარატი, რომელიც მხოლოდ კენჭის დაშლისთვის გამიზნული აპარატია და მას მსოფლიოს წამყვან კლინიკებში იყენებენ. კვანტური ლაზერით კენჭის დაშლა ხდება უფრო სწრაფად და მარტივად.
როცა პაციენტს აქვს კენჭი, იქ ყოველთვის არის ქრონიკული საშარდე გზების ინფექცია, ამიტომაც აუცილებელია კენჭის მოშორება, რომ ანთებითი პროცესი ჩაცხრეს. რაც შეეხება გართულებებს, ეს შეიძლება იყოს აღმავალი ინფექციის ფონზე პიონეფროზი [თირკმლების ჩირქოვანი ანთება], ქრონიკული პიონეფრიტები, სეფსისიც კი შეიძლება გამოიწვიოს და პაციენტმა კენჭოვანი დაავადების ფონზე თირკმელიც კი შეიძლება დაკარგოს. ასე, რომ ექიმთან ვიზიტი და მკურნალობა აუცილებელია.

თამაზ ირემაძე ოპერაციაზე
თამაზ ირემაძე ოპერაციაზე

როგორ შეიძლება ავირიდოთ თავიდან შარდკენჭოვანი დაავადებები?

პროფილაქტიკა – ესაა დიდი რაოდენობით სითხის მიღება, რომ არ ჩამოყალიბდეს კენჭი საშარდე სისტემაში და დიეტა, რომელიც ინიშნება შარდის მჟავიანობის მაჩვენებლებიდან გამომდნარე. იზღუდება ხორცეული და ცხიმები.

რაც შეეხება ბალნეოლოგიურ კურორტებს, რომელ კურორტებს უწევთ რეკომენდაციას?

როცა არის მცირე ზომის კენჭები და მიმდინარეობს კონსერვატიული მკურნალობა, ასევე, ოპერაციის შემდგომ, ჩვენს პაციენტებს ვაძლევთ საირმეში წასვლის რეკომენდაციას, თუმცა ეს მაინც პაციენტის ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

ჰოსპიტლის ლოგო

მისამართი: ბათუმი,
გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა #14
ტელეფონი: 0422 21 33 33
ელფოსტა: info@Bih.ge
ვებგვერდი: www.bih.ge

ბათუმში შუქის ჩაქრობის პირობებში რამდენიმე მაღაზია დააყაჩაღეს

გუშინ, გვიან ღამით – 4-6 საათამდე პერიოდში, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე რამდენიმე მაღაზია დააყაჩაღეს. ამ დროისთვის უბანში გამორთული იყო ელქტროენერგია.  წინასწარი ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთია სუპერმარკეტი “ნიკორა”.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აღნიშნულ მისამართებზე ელექტროენერგიის გამორთვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ “უბანზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები”.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დაყაჩაღებას გულისხმობს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია დამნაშავის ვინაობა და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. შსს არ ასახელებს, რამდენი მაღაზია არის დაყაჩაღებული.

ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ დაიწყო

დღეს 10 ოქტომბერს, ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ დაიწყო.  ფესტივალის ფარგლებში დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტში მასტერკლასები გაიმართა.

საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 33 ქვეყნის 130 ფილმი.  ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კატეგორიის ანიმაციური ფილმები:

ფილმი უფროსებისთვის,  საბავშვო ფილმი, ბავშვების მიერ შექმნილი ფილმი, ექსპერიმენტული ფილმი,  ტელესერიალი, დებიუტი, სტუდენტურიფილმი, ფესტივალ „ექო თოფუზის“ ფარგლებში შექმნილი ანიმაციური ფილმი.

ფილმების ჩვენება გაიმართება ბათუმის თოჯინების სახელმწიფო თეატრსა და ხელოვნების უნივერსიტეტში,ხულოს დრამატულ თეატრში, ხელვაჩაურის და ქობულეთის კულტურის სახლებში.

ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო  და  საბავშვო ჟიური, რომლის შედეგებიც გამოცხადდება ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე.

გარდა საკონკურსო ფილმების ჩვენებებისა, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებში.

13-14-15 ოქტომბერს, თოჯინების სახელმწიფო თეატრში გაიმართება ვორქშოფები – „ანიმაცია – ურთიერთობის მხატვრული ფორმა“;

13-14 ოქტომბერი, სასტუმრო პლაზაში  – მასტერკლასები – „შეხვედრა ავტორებთან“;

14 ოქტომბერი სასტუმრო „ჰილტონი ” – თოქ-შოუ „წარმოება ანიმაციურ კინოში“;

14 ოქტომბერი, სასტუმრო „ ჰილტონი“ -სემინარი „ქართული ანიამციის პერსპექტივები“;

15 ოქტომბერი, სასტუმრო „პლაზა“ –    ფილმების პროექტების პრეზენტაცია (Pitch).

მე–8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ „ანიმაციის განვითარების ფონდის“, კულტურული ცენტრ„პერსონაჟის“ ორგანიზებითა და   აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტისსამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

შვიდი წელი საწოლში

21 სექტემბერს გიორგი 21 წლის გახდა. მეათე კლასში იყო, როცა ხელვაჩაურში, ცენტრალურ გზაზე მას ავტომანქანა დაეჯახა და თავის ქალის მძიმე დაზიანებები მიიღო. მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა, გიორგის კი სიარული და საუბარი აღარ შეუძლია. ავარიამ მისი ცხოვრება დრამატულად შეცვალა. ოჯახში გვეუბნებიან, რომ გიორგის საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. უსახსრობის გამო ორი წელია არც ექიმთან ჰყოლიათ.

გიორგის საწოლში მას შემდეგ წევს, რაც ავტომანქანა დაეჯახა. ვერ ჭამს, ვერ მოძრაობს და არც ლაპარაკი შეუძლია.  „იმაზე ვოცნებობ, რომ ეტლში მაინც დაჯდეს“, –  გვეუბნება დედა ხათუნა დავითაძე, რომელიც მწოლიარე შვილს მარტო უვლის.

„გიორგის მამა ძირითადად სენაკშია, თავის მოხუც მამასთან. ეს სახლი დედაჩემს ეკუთვნის. ავარიის შემდეგ მე, გიორგი და გოგონებიც აქ ვართ. ამჟამად ეს ტერიტორია ბათუმს ეკუთვნის.

გიორგის პატარა და ხუთი წლისაა, მეორე კი სტუდენტია.  „2010 წელს სიძის დაკრძალვაზე ვიყავით ჩამოსული, მაშინ დაეჯახა გიორგის მანქანა. ჩემი შვილი გზაზე დააგდო და უმძიმეს მდგომარეობაში ვიპოვეთ. მძღოლი დააკავეს, მაგრამ ორი წლის შემდეგ ამნისტია შეეხო და გამოვიდა“, –  გვიყვება დედა.

პირველი ოპერაცია გიორგის თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში ჩაუტარდა. ხათუნა ამბობს, რომ საპატრიარქოს დახმარებით ისრაელიდან პროფესორიც მოიწვიეს, რომელმაც გიორგის ისრაელში გადაყვანა ურჩია, თუმცა უსახსრობის გამო ვერ შეძლეს.

„შვიდი წელი გავიდა და არავინ დამეხმარა. ვის არ მივმართე, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს. თავის ტომოგრაფია რამდენიმე წლის წინ გადავუღე, კონკრეტული არაფერი უთქვამთ, ინგოროყვას კლინიკაში დავით კაზიეშვილი მკურნალობდა, ვერც იქ გადამყავს. ექიმი მხოლოდ მაშინ ნახულობს, თუ ბათუმში ჩამოდის. თუმცა ორი წელია არც ის მოსულა“.

გიორგის საკვების მიღება დამოუკიდებლად არ შეუძლია, ამიტომ ხელოვნურ კვებაზეა. ნაწოლების გამო მასაჟიც სჭირდება, ოჯახს არც ამის საშუალება აქვს.

„180 ლარს იღებს პენსიას, გვაქვს 250 ლარი სოციალური შემწეობაც, მაგრამ ეს თანხა მედიკამენტებზე, საკვებსა და კომუნალურ გადასახადებზე იხარჯება. გიორგის ხშირად სჭირდება ტვინის მკვებავი მედიკამენტი, რომელიც აქ არ იყიდება. თვითმფრინავით წამოღებაზე კი ზოგჯერ უარს გვეუბნებიან. ვერ ლაპარაკობს, ამიტომ გამოკვლევაა საჭირო, რომ ამით გავიგოთ რა აწუხებს. რეანომობილი საავადმყოფოში გადაყვანაში არ გვეხმარება, სახლიდან საავადმყოფომდე  მიყვანა კი 40 ლარი მიჯდება და ამას მხოლოდ მაშინ ვახერხებ, როცა მუცლის ზონდის გამოცვლა სჭირდება ან სხვადასხვა გართულება ჩნდება“.

დედამ სოციალური დახმარების სააგენტოს გიორგისთვის სპეციალური საწოლი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. რადგან გიორგის საცხოვრებელ ადგილად სენაკი [მამის საცხოვრებელი მისამართი] აქვს მითითებული, მერიისა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობაზე უარს ეუბნებიან.  „პირადობის მოწმობას ვუცვლით და იქნებ ამის შემდეგ მაინც შევძლო პროგრამებით სარგებლობა… არჩევნებია. ხან ვინ მოდის და ხან ვინ. მე არ მაინტერესებს არც მათი გზები და წყალი, მხოლოდ ის მაინტერსებს, ვინ დაეხმარება ჩემს შვილს. იქნებ, სტამბულში მაინც გადამაყვანინონ“, –  ამბობს დედა.

გიორგის საწოლთან მოხუცი ბებია მოდის და მწოლიარე შვილიშვილს ფეხებზე ეფერება, დედა კი საუბარს აგრძელებს: „რაც ჩემი შვილის სწავლისთვის დავზოგე, წამლებში დავხარჯე. ცეკვავდა, კარგად სწავლობდა, ახლა კი აღარაფერი შეუძლია. როგორ მინდა ისევ დადგეს ფეხზე“.

ხარჯების დასაფარად სოფელში მიწაც გაყიდეს, გიორგის დას კი შეიძლება სწავლის შეწყვეტა მოუწიოს, რადგან მშობლები გადასახადს ვერ წვდებიან.

 

გიორგი ლომაიას საცხოვრებელი სახლი
გიორგი ლომაიას საცხოვრებელი სახლი

 

 

„ოცნება“, ენმ, „პატრიოტთა ალიანსი“ ? – წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის 10 ოქტომბრის დილის 8 საათისთვის დათვლილია უბნების 99,92%. პროპორციული სისტემით კი, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გადალახა ორმა პარტიამ, ერთს კი ხმების 5% აქვს მიღებული:

  • „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48,6%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ] – 27,14%
  • „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – 5%

თუმცა, იმავე ცესკოს მონაცემებით [ცხრილის სახით] აღნიშნულია, რომ „პატრიოტთა ალიანსმა მიიღო 88 032 ხმა, ხოლო სულ დათვლილია 1 762 975 ხმა. ამ მონაცემების მიხედვით კი, „პატრიოტთა ალიანსს” მიღებული აქვს დათვლილი ხმების 4,99337 პროცენტი და არა 5%.

„ბათუმელებმა“ გუშინ, 9 ოქტომბრის საღამოს 12 საათვისაც ვერ გაარკვია ცესკოსგან, თუ რატომ ჭიანურდებოდა დარჩენილი 22 უბნის [საღამოს 8 საათის მონაცემებით] დათვლა, რაზედაც პასუხი ვერ მივიღეთ [ამ დროს „პატრიოტთა ალიანსს“ მიღებული ქონდა ხმების 4,99%].

ჩვენ, წუხელ დავუკავშირდით რამდენიმე ოლქის წარმომადგენელს, რომელთა ზოგი უბნის შედეგი და ოქმი არ ქონდა ცესკოს გამოქვეყნებული. ოლქებში გვითხრეს, რომ მათ შევსებისთანავე ყველა ოქმის ელექტრონული ვერსია დაუყოვნებლივ ატვირთეს სპეციალურ პროგრამაში და ამასთან, მათთვის უცნობია, თუ რატომ არ არის გამოქვეყნებული ზოგი უბნის შედეგი თუ ოქმი ცესკოს გვერდზე. „ალბათ ტექნიკური ხარვეზებია, არ ვიცით“ – გვიპასუხეს ოლქებში.

ცესკოს მონაცემებით, ამ დროისთვის ხმების:

  • 4,61% [ცესკოს ცხრილის სახით მონაცემებში ჩვენი გადამოწმებით 4,61464%] აქვს მიღებული „ირაკლი ალასანია – თავისუფალ დემოკრატებს“,
  • 3,54% [3,53504%] – „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულ მოძრაობას“,
  • 3,45% [3,44780%] – „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“.
cx
ცესკოს მონაცემები ცხრილის სახით / 10.10.2016, 08:00 სთ

 

არჩილ ხაბაძე და სვეტლანა კუდბა პარლამენტარები გახდებიან

კანდიდატების სიაში, რომლებიც წინასწარი მონაცემების მიხედვით გახდებიან პარლამენტის წევრები, არიან აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და უმაღლესი საბჭოს წევრი სვეტლანა კუდბა.

არჩილ ხაბაძე „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ სიაში 21-ე ნომრადაა შეყვანილი, ხოლო სვეტლანა კუდბა ამავე სიაში 38-ე ნომრად.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით ამჟამად დათვლილია უბნების 82.55 %, რომლის მიხედვითაც პარლამენტში 2 პარტია ხვდება, თუმცა 5%-იანი ბარიერის გადალახვის ზღვარზეა კიდევ ერთი პარტია.

?ნახეთ როგორ განაწილდება პარლამენტში მანდატები ორპარტიული და სამპარტიული პარლამენტის შემთხვევაში.

უბნები აჭარაში, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ოცნებას“ მოუგო

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე,  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ 254 უბნის შედეგების მიხედვით  27 უბანზე მოუგო პროპორციული სისტემით.  აჭარაში 94 უბნის შედეგები კი, ჯერ კიდევ დაუთვლელია.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ოცნებას“ მოუგო:

  • ბათუმის 68-ე ოლქში – 5 უბანზე [დათვლილია 34 უბანი, დასათვლელია – 7];
  • ბათუმის 69-ე ოლქში – 1 უბანზე [დათვლილია 21 უბანი, დასათვლელია – 17];
  • ქობულეთის 71-ე ოლქში – 3 უბანზე [დათვლილია 39 უბანი, დასათვლელია – 9];
  • ხელვაჩაურის 72-ე ოლქში –  3 უბანზე [დათვლილია 36 უბანი, დასათვლელია – 14];
  • ხულოს 73-ე ოლქის 15 უბანზე [დათვილია 100 უბანი, დასათვლელია – 30].

ამ დროისთვის დათვლილი უბნებიდან, ყველაზე მეტი ხმით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ოცნებას“ ქობულეთის 71-ე უბანზე მოუგო – 186 ხმით; ბათუმის 68-ე ოლქის N96 უბანზე კი – 168 ხმით, ამავე ოლქის სხვა უბანზე კი – 1 ხმით [N16].

ბათუმის 70-ე ოლქში, სადაც 24 უბნის ხმებია დათვლილი „ნაციონალურ მოძრაობას“ „ოცნებისთვის“ არც ერთში არ მოუგია. ამ ოლქში დასათვლელია 17 უბანი.

აჭარაში მეორე ტური მხოლოდ ანზორ ბოლქვაძეს არ სჭირდება

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე მხოლოდ ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა გადალახა 50%-იანი ბარიერი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით 73-ე მაჟორიტარულ ოლქში [ქედა, შუახევი, ხულო] „ქართული ოცნების“კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ ხმების 51,77% მიიღო. ამ დროისთვის მონაცემები დათვლილია ამ ოლქის 125 უბნის მიხედვით. ოლქში სულ 130 უბანია.

აჭარის სხვა მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტური „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის უნდა გაიმართოს. საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად შემდეგი კანდიდატები გააგრძელებენ ბრძოლას:

68-ე ოლქი [ბათუმი, 41 უბნიდან მონაცემები დათვლილია 34 უბნის მიხედვით]:

  • ფატი ხალვაში [ქართული ოცნება] –  მიღებული ხმების რაოდენობა – 41,52%;
  • მირდატ ქამადაძე  [ნაციონალური მოძრაობა] – 32,4%.

69-ე ოლქი [ბათუმი, 38 უბნიდან მონაცემები დათვლილია 32 უბნის მიხედვით]:

  • ლევან ბეჟანიძე [ქართული ოცნება] – 39,85%;
  • გიორგი კირთაძე [ნაციონალური მოძრაობა] – 26,76%.

70-ე ოლქი [ბათუმი,  40 უბნიდან მონაცემები დათვლილია 37 უბნის მიხედვით]:

  • მუხრან ვახტანგაძე [ქართული ოცნება] – 44,46%,
  • თეიმურაზ დუმბაძე [ნაციონალური მოძრაობა] -29,88%.

71-ე ოლქი [ქობულეთი, 48 უბნიდან მონაცემები დათვლილია 45 უბნის მიხედვით]:

  • კობა ნაკაიძე [ქართული ოცნება] – 40,14%;
  • ჯანსუღ ჯინჭარაძე [ნაციონალური მოძრაობა] – 24,8%.

72-ე ოლქი [ხელვაჩაური, 50 უბნიდან მონაცემები დათვლილია 46 უბნის მიხედვით]:

  • ილია ნაკაშიძე [ქართული ოცნება] – 42,44%;
  • მიშა ბოლქვაძე [ნაციონალური მოძრაობა] – 28,89%;

რაც შეეხა აჭარის უმაღლეს საბჭოს, 8 ოქტომბრის არჩევნებში, უსკოს წინასწარი მონაცემებით, ვერც ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ვერ გადალახა ბარიერი. შესაბამისად, მეორე ტურში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებას შეეცდებიან:

68-ე ოლქი [ბათუმი, დათვლილია 23 უბანი , დასათვლელია 18 უბანი]:

  • ვახტანგ წულაძე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – მიღებული ხმების რაოდენობა – 40% (5417);
  • ელგუჯა ბაგრატიონი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 33.61% (4552)

69-ოლქი [ბათუმი, დათვლილია 11 უბანი, დასათვლელია 27 უბანი]:

  • ილია ვერძაძე, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 42.66% (2842);
  • ნინო ჯინჭარაძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 26.25% (1749).

70-ოლქი [ბათუმი, დათვლილია 23 უბანი; დასათვლელია 18 უბანი]:

  • ნუგზარ სურმანიძე, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 44.72% (6519);
  • გია აბულაძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 29.35% (4279).

71-ოლქი [ქობულეთი, დათვლილია 48 უბანი, დასათვლელია 0 უბანი]:

  • გიორგი რომანაძე, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 43.38% (11565),
  • მამული სურმანიძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 26.02% (6936).

72-ოლქი [ხელვაჩაური, დათვლილია 29 უბანი, დასათვლელია 21 უბანი]:

  • მერაბ კარანაძე, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 36.72% (4923);
  • ქენან კახიძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 28.19% (3779).

73-ოლქი [ხულო, დათვლილია 101 უბანი, დასათვლელია 29 უბანი]:

  • ხვიჩა შარაშიძე, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 43.27% (9536);
  • ნუგზარი ამაღლობელი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 26.43% (5824).

უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები აჭარაში

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისათვის დათვლილია 245 უბანი, დასათვლელი – 103 უბანი.

წინასწარი მონაცემებით აჭარის უმაღლესი საბჭო ოთხი პარტიით დაკომპლექტდება:

წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმები ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება” – 44.77% [46602 ხმა] – 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 30.01% [31241 ხმა] 

„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” –  5.87% [6107 ხმა] 

“პატრიოტთა ალიანსი” – 5.77% [6003] 

აჭარაში არჩევნებზე გამოცხადდა 162 076 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 52,5%-ია.

წინასწარი მონაცემებით ნინო ბურჯანაძის პარტია და პატრიოტთა ალიანსი უმაღლეს საბჭოში შევლენ

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის 5-პროცენტიან ბარიერს უმაღლეს საბჭოში პროპორციული სისტემით შესასვლელად მხოლოდ ოთხი პარტია ლახავს.

ხმათა უმრავლესობით პირველ ადგილზეა “ქართული ოცნება” –  45.03% [5770 ხმა], მეორეზე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -29.22% [3745 ხმა], მესამეზე “პატრიოტთა ალიანსი” – 6.02% [772 ხმა], მეოთხეზე კი ნინო ბურჯანაძის პარტია – 5.92% [759 ხმა].

ამ დროისათვის აჭარაში დათვლილია 44 უბანი 304 უბნიდან, შესაბამისად, მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს.

1:30 – ექვსი უბნის შედეგები აჭარაში

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის აჭარაში 342 უბნიდან  6 უბანია დათვლილი. წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები ექვს უბანზე ასე გამოიყურება:

ლიდერობს „ქართული ოცნება” –  44.97% [652 ხმა]

მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” –  26.48% [384 ხმა]

მესამე ადგილზეა „ბურჯანაძე – დემოკრატები” – 6.76% [98 ხმა]

მეოთხე ადგილი – „პატრიოტთა ალიანსი“ – 6.55% [95 ხმა]

„შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 3.17%  [46 ხმა]

პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” – 3.17% [46 ხმა]

აღნიშნული უბნები მდებარეობს #72 – #73 ოლქში.

 

 

20:00 საათის მონაცემებით აჭარაში არჩევნებზე გამოცხადდა 162 076 ამომრჩეველი

უსკოს ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით აჭარაში არჩევნებზე გამოცხადდა 162 076 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (308 506) 52,5%-ია.
ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება:

N79 – ბათუმის ოლქი (68,69,70) – 77, 998 ამომრჩეველი, 49%
N71 – ქობულეთის ოლქი- 27, 677 ამომრჩეველი, 56,1%
N72 – ხელვაჩაურის ოლქი- 24, 459 ამომრჩეველი, 50,8%
N73 – ხულოს ოლქი- 31, 942 ამომრჩეველი, 61,2%

უსკოს ინფორმაციით, მონაცემებში შესაძლოა შევიდეს მცირედი ცვლილება.

2012 წლის არჩევნებზე აჭარაში, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იყო – 183 345 ამომრჩეველი, ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (304 930) – 60.1%:

N79 – ბათუმის ოლქი – 80 009 ამომრჩეველი, 59.73%
N80 – ქედის ოლქი – 11 237 ამომრჩეველი, 71.34%
N81 – ქობულეთის ოლქი – 39 841 ამომრჩეველი, 57.54%
N82 – შუახევის ოლქი – 9 759 ამომრჩეველი, 64.39%
N83 – ხელვაჩაურის ოლქი – 27 751 ამომრჩეველი, 59.56%
N84 – ხულოს ოლქი – 14 748 ამომრჩეველი, 60.85%

17 საათის მონაცემებით აჭარაში 132 316-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა

უსკოს 17 საათის მონაცემებით,აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (308 506) 42,9%-მა, ანუ 132 316-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

ოლქების მიხედვით, ამომრჩეველთა აქტივობა ასე გამოიყურება:

N79 – ბათუმის ოლქი (68,69,70) – 63 852 ამომრჩეველი, 40,1%
N71 – ქობულეთის ოლქი – 22 439 ამომრჩეველი, 45.5%
N72 – ხელვაჩაურის ოლქი- 20 060 ამომრჩეველი, 41.7%
N73 – ხულოს ოლქი- 25,965 ამომრჩეველი, 49,8%

უსკოს ცნობით, 2012 წლის არჩევნებზე, აჭარაში 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა – 157 610 იყო, ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (304 930) 51.7%-მა.
უფრო კონკრეტულად:
N79 – ბათუმის ოლქი – 68 650 ამომრჩეველი, 51.3%
N80 – ქედის ოლქი – 9 592 ამომრჩეველი, 60.9%
N81 – ქობულეთის ოლქი – 34 891 ამომრჩეველი, 50.4%
N82 – შუახევის ოლქი – 8 315 ამომრჩეველი, 54.9%
N83 – ხელვაჩაურის ოლქი – 23 717 ამომრჩეველი, 50.9%
N84 – ხულოს ოლქი – 12 445 ამომრჩეველი, 51.4%

“თავისუფალი დემოკრატები” საარჩევნო დარღვევებზე  

“თავისუფალი დემოკრატების” ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, კობა ჩხეიძე ამბობს, რომ მათი პარტიის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა ტიპის დარღვევები დააფიქსირეს. კობა ჩხეიძე ვარაუდობს, რომ საქმე გვაქვს კარუსელის გზით არჩევნების გაყალბებასთან.

„თავისუფალი დემოკარტების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, კობა ჩხეიძის ინფორმაციით, მათმა დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე გამოავლინეს რამდენიმე მარკირებული ამომრჩეველი, რომლებიც განმეორებით ცდილობდნენ ხმის მიცემას:

„15 წუთის წინ ბათუმის 21-ე უბანში გამოვლინდა მარკირებული ადამიანების უბანზე შესვლის მცდელობა. მსგავსი მცდელობა იყო დღის განმავლობაში ხელვაჩაურის 30-ე უბანზე, ბათუმის 71-ე, მე-3 და 36-ე უბნებზე, ასევე ხელვაჩაურის პირველ უბანზე. ეს ყველაფერი მოხდა ბოლო ერთი საათის განმავლობაში. ხელვაჩაურს შემთხვევაში ერთსა და იმავე უბანზე მოხდა ორი ფაქტი“.

კობა ჩხეიძის ინფორმაციით, ჩაქვის 68-ე სამაჟორიტარო ოლქში ერთ-ერთ ქალბატონს სამაგიდო ჟურნალში თავისი გვარის გასწვრივ ხელმოწერა დახვდა. „ეს ნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ეგრეთ წოდებულ კარუსელთან, რომლითაც ხდება არჩევნების გაყალბება“, – აცხადებს კობა ჩხეიძე.

კობა ჩხეიძის ინფორმაციით, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ამომრჩეველს მარკირების სითხე ნაცვლად ცერა თითისა დასხმული ჰქონდა საჩვენებელ თითზე:

“როგორც ჩანს, სისტემურ ფაქტებთან გვაქვს საქმე, როდესაც პირველ მისვლაზე ადამიანს უკეთებენ საჩვენებელ თითზე მარკირებას, მეორე შემთხვავაში კი ცერა თითზე. ჩვენ გავაფრთხილეთ ჩვენი წარმომადგენლები ყველა უბანზე  ათივე თითი შეამოწმონ… ჩვენთვის უცნობია, ასეთი რამდენი შემთხვევა შეიძლება ყოფილიყო, რადგან ხშირ შემთხვევაში ნაკადის მომწესრიგებელი არ იყო ჩვენი წარმომადგენელი“.

კობა ჩხეიძის თქმით, მათმა წარმომადგენელმა მოახერხა კომუნიკაცია ერთ-ერთ მარკირებაგავლილ ადამიანთან, რომელიც განმეორებით ცდილობდა უბანზე შესვლას, რომელმაც განაცხადა, რომ „ცემენტზე მუშაობდა და შეიძლება მაგის გამო აქვს ლაქები“.

როგორც კობა ჩხეიძე ამბობს, სხვა შემთხვევებში მარკირებაგავლილი ადამიანები უბნის ტერიტორიას სასწრაფოდ ტოვებდნენ.

ბათუმის 29-ე საარჩევნო უბანზე მარკირებული მოქალაქეები განმეორებით ცდილობენ შესვლას. ფოტო: გაზეთი ბათუმელები
ბათუმის 29-ე საარჩევნო უბანზე მარკირებული მოქალაქეები განმეორებით ცდილობენ შესვლას. ფოტო: გაზეთი ბათუმელები

 

მარკირებიანმა ამომრჩევლებმა ბათუმის რამდენიმე უბანზე ხმის მიცემა სცადეს

ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანზე მარკირებიანი ამომრჩევლების მიერ ხმის ხელმეორედ მიცემის რამდენიმე მცდელობა დაფიქსირდა.

 

  • #18 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს არ მისცეს ხმის მიცემის უფლება, რადგან მას აღენიშნებოდა მარკირება.
  • #29 უბანზე ამომრჩეველთან ნაკადის მარეგულირებლის თქმით, აღინიშნა ერთი ასეთი შემთხვევა. უბანზე საჩივარი აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით არ დაწერილა, რადგან ამომრჩეველს არ მისცეს ხმის მიცემის საშუალება.  მოგვიანებით „ბათუმელების“ რეპორტიორმა დააფიქსირა უბანზე მოსული ორი ქალი, რომელთაც ჰქონდათ მარკირება და ითხოვდნენ ხმის მიცემას.
  • ბათუმში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატის კობა ჩხეიძის თქმით, მათმა წარმომადგენლებმა ბათუმის ერთ-ერთ უბანზე და ხელვაჩაურის #30-ე უბანზე, დააფიქსირეს  ორი ადამიანი, რომლებიც ხელახლა აპირებდნენ ხმის მიცემას.
  • აჭარაში „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრის, პეტრე ზამბახიძის თქმით, #90 და ბათუმის #9 უბანზე დაფიქსირდა მარკირების მქონე ორი ამომრჩევლის ხმის ხელმეორედ მიცემის მცდელობა.

ჩაქვში გადასატანი ყუთის მონაცემები გაბათილდა

ბათუმის ჩაქვის #68-ე მაჟორიტარული ოლქის 42-ე უბანზე გაბათილდა გადასატანი ყუთის შედეგები. როგორც დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, გადასატან ყუთში ჩაყრილი იყო 25 ბიულეტენი, მაგრამ ხელმოწერების ჟურნალში ამომრჩევლის ხელმოწერის ნაცვლად მხოლოდ პლუსები იყო დასმული, რაც მნიშვნელოვანი დარღვევაა.

გადასატანი ყუთის 25 ბიულეტენის გაუქმების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს ბათუმის 79-ე ოლქში.

„გადასატანი ყუთის სამაგიდო ვერსიაში არ ჰქონდათ ხელმოწერები და გაბათილდა ყუთი. გადასატან ყუთთან ჩაქვის 42-ე უბანზე ქართული ოცნებისა და მრეწველების წარმომადგენლები მუშაობდნენ“, – აცხადებენ ბათუმის 79-ე ოლქში.

კომისიის თავმჯდომარე მთვრალ ამომრჩეველს: გამოფხიზლდი და ისე მოდი

ხულოში მდებარე #18 უბანზე ერთ-ერთი მოქალაქე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა. იგი ხმის მიცემას აპირებდა, თუმცა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, მამუკა მელაძემ სააგენტო „all media“ -დან ეს გააპროტესტა, რაც გაითვალისწინა კომისიამ.

„მოფხიზლდი და მერე მოდი,“ – უთხრა ამომრჩეველს კომისიის თავმჯდომარემ, იაგო ბოქლვაძემ, რის შემდეგაც მამაკაცმა საარჩევნო უბანი პროტესტის გარეშე დატოვა.  იაგო ბოლქვაძის თქმით, ამომრჩეველი მართლაც ნასვამი იყო,  იგი გამოფხილზდება და ისე მისცემს ხმას.  
„სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, ამომრჩეველს ნასვამ მდგომარეობაში ხმის მიცემა არ ეკრძალება.
Exit mobile version