კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, გოგონების წინადაცვეთის ტრადიციის არსებობის შესახებ ცნობამ ქართულ საინფორმაციო სივრცეს ერთი წლის წინ ტალღასავით გადაუარა. ერთი წლის შემდეგ ამ თემაზე სოფლებში – ჩანთლისყურში, სარუსოსა და თივში საუბარი აღარ სურთ. ამბობენ, რომ ამბავი ჟურნალისტებმა გააზვიადეს და რეალურად აქ მსგავსი არაფერი ხდება. ჩანთლისყურში მცხოვრებ ჯავგვარათ გაჯიევს იმ დროს შევხვდი სოფლის ორღობეში, როცა მეზობელ …
Category Archives: კვირის ამბები
საჭიროზე მეტი ექიმი ექთნების დეფიციტის ფონზე
საქართველოში 1192 უმცროსი ექიმია. 25 წლის დათო ერთ-ერთია მათ შორის. მან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და ჯერ მხოლოდ უმცროს ექიმად შეუძლია მუშაობა, სერტიფიცირებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დათო უკვე ორი წელია ამაოდ ცდილობს კარდიოქირურგიაში რეზიდენტურის გავლას, რის შემდეგაც საექიმო საქმიანობის უფლება ექნება. იგი ამბობს, რომ იგივე პრობლემა აქვს ბევრ მის თანაკურსელს, მათ შორის წარმატებულ სტუდენტებსაც. დათოსა …
Continue reading “საჭიროზე მეტი ექიმი ექთნების დეფიციტის ფონზე”
აჭარა, რომელსაც ჯერ არ იცნობ
მზე, ზღვა და ბათუმი – აჭარაში კარგი დასვენებისთვის თითქოს მეტი არც არაფერი გჭირდება, მაგრამ ეს სტატია იმათთვისაა, ვისთვისაც აჭარა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ზღვა. სად წავიდეთ, რა ვნახოთ განსხვავებული? – ამ კითხვას ყველაზე ხშირად მისვამენ მეგობრები თუ ნაცნობები, რომლებსაც მთიანი აჭარა აინტერესებთ. შევეცდები, ვიყო მეგზური. მოკლედ, დავიწყოთ. ბათუმიდან ხელვაჩაურისკენ რომ წახვალთ და ქალაქს გასცდებით, ასარჩევი …
ნიუ-იორკის საქველმოქმედო გამოფენა შიმშილის წინააღმდეგ
1992 წელს მოხალისეთა მიერ ნიუ-იორკში დაარსებული საქველმოქმედო კონკურსი CANSTRUCTION NEW YORK ყოველ წელს ტარდება, გამოფენების მომწყობ ორგანიზაცია Arts Brookfield-ის დახმარებით. დიზაინერებისა და არქიტექტორების 27 სხვადასხვა გუნდი გაუხსნელი, საკვებად ვარგისი კონსერვებისგან სხვადასხვა ფორმისა და ზომის კონსტრუქციებს აწყობს ნიუ-იორკის სხვადასხვა უბანში. კონკურსის დასასრულს კი არქიტექტორთა საუკეთესო გუნდი ვლინდება. როგორც გამოფენის ორგანიზატორები აღნიშნავენ, 2017 წლის კონკურსზე 80 ათასი ქილა საკვები …
Continue reading “ნიუ-იორკის საქველმოქმედო გამოფენა შიმშილის წინააღმდეგ”
ქართველი მეცნიერები ცერნში
„თამაშით გართულ ბავშვებს ხშირად აინტერესებთ, რა ხდება თავად სათამაშოს შიგნით… ასე ვართ დიდებიც – გვაინტერესებს, რა ხდება ამა თუ იმ საგნის ან მოვლენის შიგნით. ბავშვებივით ჩვენც ხშირად არ გვყოფნის ძალა, დავამტვრიოთ სათამაშო და შიგნით შევიჭვრიტოთ. ესაა ცერნი. აქ მეცნიერები დღე-ღამის განმავლობაში წლობით ელიან შედეგს – უნდათ დაინახონ და მერე სამყაროს გააგებინონ – რა ხდება „სათამაშოს“ …
რისი ეშინოდათ კაცებს – პროპაგანდისტული პოსტერები ქალთა უფლებების წინააღმდეგ
1867 წლის 20 მაისს ინგლისელმა ფილოსოფოსმა, ეკონომისტმა და პარლამენტის წევრმა, ჯონ სტიუარტ მილმა, ქალებისთვის ხმის უფლების დაკანონება მოითხოვა, რასაც თემთა პალატის დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. თუმცა ფემინისტების აქტიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და 1869 წელს ამერიკაში, ვაიომინგის შტატში, ქალებმა პირველად მსოფლიოში ხმის უფლება მოიპოვეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1920 წელს კონსტიტუციის შესწორების შედეგად კი სამუდამოდ დაკანონდა ქალთა უფლებები. …
Continue reading “რისი ეშინოდათ კაცებს – პროპაგანდისტული პოსტერები ქალთა უფლებების წინააღმდეგ”
გია ყანჩელი პაუზებს შორის
„არა, ოვაციებს ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს,“ – მითხრა მან მტკიცედ და გაჩუმდა, ხელჯოხი ოდნავ შეაქანა და იატაკს მიაჩერდა რამდენიმე წამით. მაგიდასთან ვსხედვართ. ჰოლიდან ჩვენამდე მხოლოდ ნაბიჯების ხმა ისმის, ადამიანები მიდი-მოდიან… მერე მზერა გამისწორა. „როდესაც მთავრდება შესრულება, თითქმის ყველა ჩემი ნაწარმოები გადადის სიჩუმეში“, – განაგრძო მან კიდევ უფრო მშვიდი ხმით. – „ეს სიჩუმე გრძელდება 5 …
„ჰარი პოტერი-მაგიის ისტორია“ ბრიტანული გამოფენა პოტერჰედებისთვის
ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა 2018 წლის 28 თებერვლამდე მასპინძლობს გამოფენას სახელწოდებით ,,ჰარი პოტერი – მაგიის ისტორია’’, რომელიც მეგობრობის, სიყვარულის, სიკეთისა და ბოროტების მარადიული ბრძოლის ყველასთვის საყვარელ ამბავს ეძღვნება. ექსპოზიციაზე უძველესი მანუსკრიპტები, იშვიათი წიგნები და ძველი, საყოფაცხოვრებო ნივთებია წარმოდგენილი ბიბლიოთეკის არქივიდან. დამთვალიერებელს შეუძლია მაგიურ წარსულში იმოგზაუროს და ბრიტანული ფოლკლორის ტრადიციებს გაეცნოს, რომელიც ჯოან როულინგის შთაგონების წყაროდ იქცა …
Continue reading “„ჰარი პოტერი-მაგიის ისტორია“ ბრიტანული გამოფენა პოტერჰედებისთვის”
სტუდენტური განწყობა უმცირესობისადმი და მედიის როლი [ვიდეო]
დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ კვლევის პრეზენტაცია. კვლევის თემაა სტუდენტური განწყობა უმცირესობისადმი და მედიის როლი. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ კვლევის შესახებ სოციოლოგ ქეთი სართანიას ესაუბრა. გადაცემის წამყვანია ხატია სიხარულიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე. გადაცემა მზადდება პროექტის ფარგლებში – „საქართველო ჩვენი სამშობლოა – ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში”, რომლის მხარდამჭერია …
Continue reading “სტუდენტური განწყობა უმცირესობისადმი და მედიის როლი [ვიდეო]”
„სამყარო ლამაზია, როცა გიყვარს“ – 10 ილუსტრაცია სიყვარულზე
სამხრეთკორეელი არტისტი Hyocheon Jeong-ი ილუსტრაციებით გვიამბობს, როგორები ხდებიან ადამიანები ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო პერიოდში – როცა უყვარდებათ. 27 წლის მხატვარი განწყობის გადმოსაცემად იყენებს პასტელურ ტონებს და კაშკაშა, მყვირალა ფერებსაც. ილუსტრაციებში წყვილის იდილიას არავინ არღვევს, სამყაროში ისინი თითქოს მარტო არიან. ნახატებზე მათ გვერდით ერთადერთი სულიერი ჩნდება ხანდახან – კატა, რომელიც მყუდრო გარემოს არ არღვევს. მხატვრის შთაგონების წყარო …
Continue reading “„სამყარო ლამაზია, როცა გიყვარს“ – 10 ილუსტრაცია სიყვარულზე”
დასავლეთი, რუსეთი და „სიმართლისშემდგომი ეპოქა“: როგორ გავიგოთ კრიზისი
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება დისკუსიათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართა დისკუსია თემაზე: „დასავლეთი, რუსეთი და „სიმართლისშემდგომი ეპოქა“: როგორ გავიგოთ კრიზისი?“ დისკუსიის მომხსენებელი სალომე ასათიანი იყო, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი, მოდერატორი – კინომცოდნე გოგი გვახარია. გთავაზობთ სალომე ასათიანის მოხსენებას. „დასავლეთში, მის პოლიტიკურ თუ ინტელექტუალურ წრეებში, …
Continue reading “დასავლეთი, რუსეთი და „სიმართლისშემდგომი ეპოქა“: როგორ გავიგოთ კრიზისი”
ბათუმში მოქალაქეებმა ტროტუარები მიიტაცეს
ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე კერძო სახლების მესაკუთრეებს ტროტუარები აქვთ მიტაცებული. ასეთი დაახლოებით შვიდი ოჯახია, ერთ-ერთი მათგანი კი, როგორც იქ მცხოვრებლებმა გვითხრეს, მშენებელი დავიდოვია, რომელიც ბათუმში კომპანია DS ჯგუფით ოპერირებს. ამ ბიზნესმენის სამსართულიანი სახლი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე 117 ნომერში დგას. საჯარო რეესტრის მონაცემებით, სახლი მარინა დავიდოვას საკუთრებაა. სერგეი დავიდოვისთვის გვინდოდა გვეკითხა, გავლენიან ბიზნესმენს მაინცა და მაინც ქალაქის 30 კვადრატული მეტრის …
კონკურსი მოსწავლებისა და სტუდენტებისთვის
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ პროექტ ფარგლებში – „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“, აცხადებს ესეების კონკურსს “რატომ ევროპა”. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და სტუდენტთა/მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება. კონკურსის პირობები ➧ წარმოდგენილი ესე უნდა ამხელდეს იმ დეზინფორმაციულ მითებს, რომელიც აჭარაშია გავრცელებული ევროპის შესახებ ➧ პასუხობდეს თემას …
გამოფენები, რომლებიც ამ შემოდგომაზე ევროპაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ
ზაფხულის ჩავლილი სიცხე და სასიამოვნო, გრილი ამინდი – შემოდგომა საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის. თუ გეზი ევროპისკენ გაქვთ და უკვე მოინიშნეთ აუცილებლად მოსანახულებელი ადგილები, გირჩევთ, სიას ქვემოთ მოცემული გამოფენებიც დაამატოთ, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შემოდგომაზე გაიმართება. ბილ ვიოლა, რეტროსპექტივა – Guggenheim Museum, ბილბაო შემოდგომაზე თუ ბასკეთში აღმოჩნდებით, შეგიძლიათ გუგენჰეიმის მუზეუმს ესტუმროთ, სადაც ვიდეოარტის პიონერის, ბილ ვიოლას რეტროსპექტივა იქნება …
Continue reading “გამოფენები, რომლებიც ამ შემოდგომაზე ევროპაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ”
„ქართული ოცნების“ დროშიანი პირველკლასელების მშობლები იმავე სკოლაში მუშაობენ
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საბაზო სკოლაში წელს სულ სამი პირველკლასელი ჰყავთ. ამ ბავშვების პედაგოგმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ფოტოები, სადაც ბავშვები მერხთან „ქართული ოცნების“ დროშებით სხედან. „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ სამიდან ორი ბავშვის მშობელი სხეფის სკოლაში მუშაობს. მალხაზ დავითაძე ერთ-ერთი პირველკლასელის მშობელია. ამბობს, რომ ბავშვს სახელისუფლო პარტიის დროშა სკოლაში სახლიდან არ მიუტანია. მალხაზი სხეფის საბაზო სკოლაში …
Continue reading “„ქართული ოცნების“ დროშიანი პირველკლასელების მშობლები იმავე სკოლაში მუშაობენ”
„ნეტავ ბიჭი ყოფილიყო“ – დისკრიმინაცია სქესის ნიშნით
ავტორი: მარიკა ფუტკარაძე, სტუდენტი ბათუმის ერთ-ერთ გარეუბანში გავიზარდე, სადაც საღამოობით იშვიათად თუ დაინახავთ მოსეირნე წყვილებს ან გოგონებს. გასართობი ადგილი თითქმის არ გვაქვს, სამაგიეროდ რამდენიმე საფეხბურთო მოედანია, სადაც მხოლოდ ბიჭები თამაშობენ არა იმიტომ, რომ გოგონებს არ უნდათ თამაში, უბრალოდ ბიჭების აზრით, მოედანი მათ ეკუთვნით და ჩვენც არ ვიქმნით პრობლემებს. სკოლაც ამ უბანში დავამთავრე. სკოლიდან მხოლოდ ბულინგზე …
Continue reading “„ნეტავ ბიჭი ყოფილიყო“ – დისკრიმინაცია სქესის ნიშნით”
კვირიკაშვილმა ბათუმში მხოლოდ მერობის კანდიდატები წარადგინა
ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები წარადგინა. პრემიერმა კანდიდატების წარდგენამდე აჭარაში ტურისტული პოტენციალის ზრდაზე, დაგეგმილ ინვესტიციებზე, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობაზე და მაღალმთიან აჭარაში, ხულო-ზარზმის მიმართულებით დაგეგმილ 45-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე ისაუბრა. “იგეგმება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტამდე უკვე შეძენილია გაზიფიცირების პროექტი და მაღალმთიან აჭარაში გაზის პრობლემა აღარ იქნება. მჯერა, რომ …
Continue reading “კვირიკაშვილმა ბათუმში მხოლოდ მერობის კანდიდატები წარადგინა”
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემები – ინტერვიუ გიორგი მშვენიერაძესთან
რა პრობლემებს აწყდებიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები საქართველოში? რა რისკებს ხედავს არასამთავრობო სექტორი და რა პასუხისმგებლობას აკისრებს ის ხელისუფლებას? ამ საკითხებზე სასაუბროდ გადაცემა „შეუზღუდავი სივრცის” ეთერში შეკითხვებს გიორგი მშვენიერაძე პასუხობს, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე. გადაცემის წამყვანია დავით ჯინჭარაძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე. გადაცემა მზადდება პროექტის ფარგლებში – „საქართველო ჩვენი სამშობლოა – ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში”, რომლის …
Continue reading “ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემები – ინტერვიუ გიორგი მშვენიერაძესთან”
როგორ მუშაობს ტოლერანტობის ცენტრი
2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები 333,953 ადამინიდან 3,71 %-ს ეროვნული უმცირესობა წარმოადგენს. ამავე აღწერის მიხედვით, აჭარაში წარმოდგენილია 14 ეროვნული უმცირესობა, აქედან მხოლოდ 8-ს გააჩნია გაერთიანება დიასპორების სახით. ესენია: სომხური, რუსული, უკრაინული, ბერძნული, აზერბაჯანული, ებრაული, გერმანული და ეზიდური დიასპორები. ერთ-ერთი ორგანო, რომელიც მათი უფლებების დაცვაზე მუშაობს არის სახალხო დამცველთან არსებული …
საუბრები ევროპაზე – ჰომოფობია, როგორც პოლიტიკური იარაღი
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა ACCESS-ის მხარდაჭერით მორიგი დისკუსია გამართა. დისკუსიის თემა იყო “ჰომოფობია, როგორც პოლიტიკური იარაღი”. ბლოგერმა გიორგი კიკონიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ჰომოფობიური გარემო პოლიტიკურ პროცესზე. დისკუსიის მოდერატორი სამოქალაქო აქტივისტი თომა კაკაბაძე იყო.
როგორ გადაარჩინეს 200 ემიგრანტი – ქართველი მეზღვაურის ნაამბობი
17 აპრილის შტორმიან დილას ხმელთაშუა ზღვაში მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ HELEN M-ს კურსი ტუნისისკენ ჰქონდა აღებული, როცა გემზე იტალიის სანაპირო დაცვის შეტყობინება შევიდა. იტალიელი მესაზღვრეები ტვირთმზიდი ტანკერისგან დახმარებას ითხოვდნენ აფრიკიდან გამოქცეული 200 ემიგრანტის დასახმარებლად, რომელთა მომცრო გემს კურსი ჰქონდა არეული და მესამე დღეა შველას ითხოვდა. HELEN M-ის კაპიტანი გიგლა ბერიძე გემის მფლობელ კომპანია …
Continue reading “როგორ გადაარჩინეს 200 ემიგრანტი – ქართველი მეზღვაურის ნაამბობი”
ნისლიანი ხვამლის მთა [ფოტო]
ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი ხვამლის მთა ლეჩხუმში, მდინარეების: რიონისა და ცხენისწყლის ხეობაში მდებარეობს. ხვალმზე ასვლა რამდენიმე გზით შეიძლება, ყველაზე პოპულარული მარშრუტია სოფელი ტვიშიდან (მდინარე რიონის ხეობა) ან სოფელ ოყურეშიდან (მდინარე ცხენისწყლის ხეობა). ხვამლზე ფეხით ასვლას საშუალოდ 4-6 საათი სჭირდება,მთის ძირამდე მისვლა მაღალი გამავლობის მანქანითაც შესაძლებელია. საფეხმავლო გზა ხვამლისკენ დაუსახლებელ ტერიტორიაზე და ტყეზე გადის. წაიკითხეთ უფრო …
ბათუმობის ორგანიზებისთვის მერია 179 998 ლარს ხარჯავს – სამზადისი დაიწყო
წელს ბათუმობას კომპანია ფავორიტი ედვერთისმენთი გაუწევს ორგანიზებას. ბათუმის მერიამ ტენდერში გამარჯვებული 17 აგვისტოს გამოავლინა. ფავორიტი ედვერთისმენთის გარდა ტენდერში კიდევ ოთხი იურიდიული პირი მონაწილეობდა. წელს მერია ბათუმობის დღესასწაულისთვის 210 925 ლარის დახარჯვას აპირებდა. „ფავორიტი ედვერთისმენმა“ ბათუმის მერიას „ბათუმობის“ ორგანიზება 179 998 ლარად შესთავაზა, ეს იყო ყველაზე ნაკლები თანხა, რაც ტენდერში დაფიქსირდა. ბათუმობა ყოველი წლის სექტემბრის პირველ კვირას …
Continue reading “ბათუმობის ორგანიზებისთვის მერია 179 998 ლარს ხარჯავს – სამზადისი დაიწყო”
#8 ავტობუსი ბათუმში
ბათუმში მცხოვრებმა თეო გურგენიძემ „ბათუმელებს“ მოაწოდა ფოტომასალა, რომელშიც, როგორც თავად გვწერს, მოცემულია ბათუმში, #8 ავტობუსში არსებული ვითარება. თეო გურგენიძის თქმით, ეს მუნიციპალური ავტობუსი ბონის დასახლების მიმართულებით მოძრაობს.
ტურიზმი ტუალეტების გარეშე
სარფი – საზღვარი საქართველოსა და თურქეთს შორის. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ეს საზღვარი 514 637-მა ტურისტმა გადმოკვეთა. სარფში ყოველდღიურად უამრავი ტურისტი შემოდის, ამას ემატება ტრანზიტული მოძრაობა. ამ ნაკადის ფონზე საბაჟოზე მხოლოდ ერთი ორკაბინიანი ტუალეტია, სადაც ჰიგიენის ნორმები ასე თუ ისე დაცულია. რაც შეეხება მაგისტრალს, რომელიც სანაპირო ზოლს მიუყვება – აქ ზღვის სურნელს მძაფრი სუნი ენაცვლება. …
სტაჟირება „ბათუმელებში“
„ბათუმელები“ აცხადებს ორთვიან უფასო სტაჟირებას იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მედიაში მუშაობით. სტაჟიორი იმუშავებს ვებგამოცემა batumelebi.ge-ს ნიუსრუმში, შეისწავლის ახალი ამბების მომზადებასა და გავრცელებას, გამოიმუშავებს მედიაში მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. სტაჟიორი შეიძლება იყოს ბათუმიდან და აჭარის ნებისმიერი მუნიციპალიტეტიდან. სტაჟირების შემდეგ „ბათუმელები“ გასცემს სტაჟირების დამადასტურებელ მოწმობას, შესაძლოა გაიცეს რეკომენდაციაც. სტაჟიორი შეიძლება მუშაობდეს როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე, იმ შემთხვევაში, …
„ფიქრები კოსმოსზე“ – სტუდენტების ნამუშევრები მოდის კვირეულზე
ახლახან ბათუმში აჭარის მოდის კვირეული (AFW) ჩატარდა, სადაც პირველად, სამი წლის მანძილზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულების სადიპლომო და სამაგისტრო ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. AFW-ს ქართველი და უცხოელი დიზაინერების გარდა მოდის კრიტიკოსებიც ესწრებოდნენ. ექვსმა ბაკალავრმა (რვიდან) და ორმა მაგისტრანტმა AFW-ზე, სულ 22 ხელნაკეთი “ლუქი” წარადგინა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი ტანსაცმლის უმეტესი ნაწილი პრაქტიკული ანუ ყოველდღიურ …
Continue reading “„ფიქრები კოსმოსზე“ – სტუდენტების ნამუშევრები მოდის კვირეულზე”
ზღვის სარგებელი ეკონომიკაში
აჭარის ზღვის სანაპიროზე ხშირად ნახავთ ნიჟარებს, რომელთა შიდა მხარე პრიალაა და სტაფილოსფერი დაჰკრავს. ასეთი ნიჟარებისგან აჭარაში საფერფლეებს, მარტივ სამკაულებსა და დეკორატიულ ვაზებს ამზადებენ, რასაც ბათუმში, ძირითადად, ტურისტები ყიდულობენ. მოლუსკს, რომლის თავშესაფარიც ეს ნიჟარაა, რაპანა ჰქვია და საქართველოში მას შემოსავალი მხოლოდ წვრილმანებით მოვაჭრეებისთვის მოაქვს, მაშინ, როცა უცხოეთში 1 კილოგრამი რაპანას ფასი 1-7 დოლარია. რაპანა შავ ზღვაში …
რას ნახულობენ ყველაზე ხშირად ტურისტები აჭარაში
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ივნისში აჭარაში ტურისტულ ადგილებში ვიზიტორების განსაკუთრებული მატება იყო. 2017 წლის 6 თვეში კი აჭარას, ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით, 583 340 ვიზიტორი ესტუმრა. დეპარტამენტის მონაცემებით: [checklist] ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველია იმ ტურისტულ ადგილებს შორის, რომელსაც ივნისში ყველაზე მეტი 33 891 ვიზიტორი ეწვია, რაც 31%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 …
Continue reading “რას ნახულობენ ყველაზე ხშირად ტურისტები აჭარაში”
საქართველოში 724.1 ბავშვი და 660.9 პენსიონერი ცხოვრობს [ინფოგრაფიკა]
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 1 936 700 ქალი და 1 781 500 კაცი. მიუხედავად იმისა, რომ ჯამში ქალების რაოდენობა საქართველოში კაცების რაოდენობას 155 200-ით აღემატება, 30 წლამდე ასაკის გოგონებისა და ქალების რაოდენობა, მკვეთრად ჩამორჩება ამავე ასაკის ბიჭებისა და კაცების რაოდენობას. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2002 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა …
Continue reading “საქართველოში 724.1 ბავშვი და 660.9 პენსიონერი ცხოვრობს [ინფოგრაფიკა]”
რატომ ითხოვენ მოქალაქეები საპატრიარქოს დაფინანსების წესის ცვლილებას [ვიდეო]
“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ინტერნეტ-გადაცემა შეუზღუდავი სივრცე. სტუმარი: რესპუბლიკური პარტიის წევრი, იურისტი – თამარ კორძაია. წამყვანი: მალხაზ ჭკადუა. გადაცემა მზადდება ფონდ NED-ის მხარდაჭერით.
მოსწავლე და მასწავლებელი დღეს [ვიდეო]
სიუჟეტის თემა ეხება დღევანდელ რეალობაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის არსებულ დამოკიდებულებებს. ამ თემაზე გულწრფელ საუბარს ბევრი რესპოდენტი ერიდება, თუმცა არიან ისეთებიც ვინც პრობლემებზე ღიად საუბრობს. სიუჟეტი მომზადებულია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, ფონდ NED-ის (ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის) მხარდაჭერით.
ქობულეთის ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
არასამთავრობო ორგანიზაცია “ღირსეული სიბერე” ქობულეთში 2009 წლიდან მუშაობს, მისი მიზანი ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და საზოგადოებაში მათი ინტერესების ლობირებაა. სიუჟეტიდან თქვენ გაიგებთ ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ, ბენეფიციარები თავად ჰყვებიან საკუთარი წარმატებისა და პრობლემების შესახებ. რაში ეხმარება ორგანიზაცია მათ და როგორია მისი წვლილი ხანდაზმულთა მიმართ არსებული რეალობის გაუმჯობესებაში. სიუჟეტი მომზადებულია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, ფონდ NED-ის …
შესამცირებელ ქულათა რაოდენობა კონკრეტული დარღვევების მიხედვით
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი დაამტკიცა, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. ეს წესი გავრცელდება იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომელთა ჩადენაც 2017 წლის 1-ელი ივლისიდან იწვევს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირებას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის №5 დანართის შესაბამისად. ეს წესი არ გავრცელდება ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული …
Continue reading “შესამცირებელ ქულათა რაოდენობა კონკრეტული დარღვევების მიხედვით”
ვინ იხეირა გალარების პროგრამით
გალარების პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. გალარებული სესხი კი რეფინანსირებაზე აღმოჩნდა მიბმული, რის გამოც, მსესხებლებს შესაძლოა მეტი თანხის გადახდა მოუწიოთ. გარდა ამისა, იმ მოქალაქეებს და მცირე მეწარმეებს, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ სესხის დაფარვის კუთხით, გალარება არ შეეხო. ამავე პროგრამის შედეგად გაჩნდა შეზღუდვა – მოქალაქეები გრძელვადიან, მცირე იპოთეკურ სესხებს აშშ დოლარში ვეღარ აიღებენ. ამან შესაძლოა …
თამბაქოს კვამლი სკოლის ტუალეტიდან
პირველი სიგარეტი თემო სკოლის მოსწავლეა, 17 წლისაა და უკვე რამდენიმე წელია სიგარეტს ეწევა. 13 წლის იყო, როცა სიგარეტი გასინჯა, ინტერესის გამო. შემდეგ, ამბობს, რომ ჩვევად ექცა. თემომ იცის, რომ სიგარეტი მავნეა მისი ჯანმრთელობისთვის, თუმცა თავს ვერ ანებებს. „მშობლებმაც იციან, რომ ვეწევი, მაგრამ… უკვე შეეგუენ“, – ამბობს ის. საქართველოში თამბაქოს კონტროლის ალიანსის ცნობით, ქვეყანაში 1 700 …