ბრაზილიაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა – ქვეყანა ფეხბურთის ლეგენდას ემშვიდობება

ბრაზილიაში პელეს გარდაცვალების გამო 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა 82 წლის ასაკში გარდაიცვალა 29 დეკემბერს. მას 2 იანვარს დაკრძალავენ. პელე საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ფეხბურთელს სწორი ნაწლავის სიმსივნე ჰქონდა. პელე მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაა აღიარებული. ის ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც სამი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო …

მაყურებელს უფასოდ შეუძლია დაესწროს „დინამო ბათუმისა“ და „ტორპედოს“ შეხვედრას

ხვალ, 3 დეკემბერს, ბათუმში მაყურებელს უფასოდ შეეძლება დაესწროს „დინამო ბათუმისა“ და „ქუთაისის ტორპედოს“ შეხვედრას. მატჩი ბათუმის სტადიონზე 13:30 საათზე დაიწყება. ამის შესახებ „დინამო ბათუმის“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ. კლუბი „დინამო ბათუმი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა დააჯარიმა და შეხვედრა „ტორპედოსთან“ მაყურებლის გარეშე უნდა გამართულიყო, თუმცა „დინამო ბათუმმა“ საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში გაასაჩივრა …

„დინამო ბათუმი“ დააჯარიმეს – კლუბის პრეზიდენტს მატჩებზე დასწრება 1 წლით აუკრძალეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, „დინამო ბათუმი“ დაჯარიმდა და შემდეგ მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს. კერძოდ, საქმე ეხება 2022 წლის 12 ნოემბერს ეროვნული ლიგის ეგიდით ბათუმის „დინამოსა“ და წყალტუბოს „სამგურალს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას და მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს. „სამგურალმა“ „დინამო“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ „დინამო ბათუმის“ პრეზიდენტი არჩილ …

ჩოგბურთელები ხულოს სოფლიდან ფორმის, ხარისხიანი მაგიდისა და ბურთების გარეშე

ხულოელი სამი ახალგაზრდა წელს პირველად ასპარეზობდა მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ჩემპიონატში. სამივე მათგანი ხულოს სოფელ ვაშლოვანიდანაა. მათგან ორი  – თაკო და მარი რიჟვაძეები დები არიან. 19 წლის თაკო რიჟვაძე გვიყვება, როდის დაიწყო მაგიდის ჩოგბურთის თამაში, რა მიღწევები ჰქონია აქამდე და რა გეგმები აქვს სამომავლოდ. ის საუბრობს იმ საჭიროებებსა და პრობლემებზეც, რაც სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო …

როგორ ვითარდება აჭარაში ბავშვთა ფეხბურთი და რამდენს ხარჯავენ ამისთვის

არასაკმარისი, არასტანდარტული და ხშირ შემთხვევაში უხარისხო საფეხბურთო მოედნები – აჭარაში მომუშავე ფეხბურთის მწვრთნელები მიიჩნევენ, რომ ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც აჭარის რეგიონში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას უშლის ხელს. დღეისათვის ბათუმში 7 კერძო საფეხბურთო სკოლაა, სადაც 6-12 წლამდე ასაკის ბავშვები ფეხბურთს სწავლობენ – გადიან წვრთნას და ვარჯიშობენ. ინტერესი ფეხბურთის მიმართ მზარდია. მწვრთნელთა თქმით, ბოლო ორ წელში ბათუმში ფეხბურთის …

შუახევში, „ჯვარიმინდორობაზე“, ოფროუდში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

შუახევის მუნიციპალიტეტში, ჯვარიმინდორში, 2022 წლის 27-28 აგვისტოს „ჯვარიმინდორობა“ იმართება. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ოფროუდში საერთაშორისო შეჯიბრი, რომელიც მაღალი გამავლობის ჯიპებით გაიმართება როგორც სტანდარტულ, ასევე მომზადებულ და პროფესიონალურ კატეგორიაში. შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს, თურქეთისა და სომხეთის პროფესიონალი მრბოლელები მიიღებენ. მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს 4×4 ზე ავტომობილი. ისინი მანქანის მომზადების დონიდან გამომდინარე …

ქუთაისის „მართვე“ საქართველოს ჩემპიონი გახდა ქვიშის ფეხბურთში

დღეს, 22 მაისს, ბათუმში, ქვიშის ფეხბურთში ქალთა გუნდებს შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა ქუთაის „მართვესა“ და ხობის „კოლხეთს“ შორის. ფინალურ შეხვედრაში ანგარიშით – 12:10 – „მართვემ“ გაიმარჯვა. ფინალური მატჩი ბათუმში დაძაბულად მიმდინარეობდა. რამდენჯერმე ანგარიში გათანაბრდა. ბოლო, გადამწყვეტი გოლების გატანამდე უპირატესობა ხობის „კოლხეთს“ ჰქონდა, თუმცა გამარჯვება საბოლოოდ „მართვემ“ მოიპოვა. „მართვეს“ გუნდის წევრების თქმით, ისინი თამაშის დროს ყოველთვის …

ბათუმში ქვიშის ფესტივალი გაიმართება

ბათუმში ქვიშის ფესტივალი გაიმართება. ეს სპორტული ფესტივალია – გუნდები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ერთმანეთს ქვიშის ფეხბურთში,  ტექბოლში, ფრენბურთში, რაგბისა და ფუტვოლეიში შეეჯიბრებიან. ბათუმის ბიუჯეტში ქვიშის ფესტივალისთვის 15 ათასი ლარია გათვალისწინებული. თანხის განსაკარგად ტენდერი ახლახანს გამოცხადდა. ფესტივალი ბათუმის ბულვარში, ქვიშის მოედანზე გაიმართება. „სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის ქვიშის მოედანი ხელსაყრელი ადგილია. საკმაოდ სანახაობრივი და ჯანსაღი სპორტული სახეობებია. ფესტივალის ჩატარების …

რუს მოჭადრაკეებს ქვეყნის სახელით არ შეუძლიათ მონაწილეობა ბათუმში ჩემპიონატზე – ფედერაცია

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება 15-28 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილ მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსი მოჭადრაკეებიც. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია აცხადებს, რომ რუსი და ბელარუსი მოჭადრაკეები ჩემპიონატზე საკუთარი ქვეყნის სახელით ვერ გამოვლენ. „ბათუმში 15-28 სექტემბერს დაგეგმილი მსოფლიოს კადეტთა (8;10;12 წწ) ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, FIDE -ს ეგიდით ტარდება, სადაც რუსი და ბელარუსი მოჭადრაკეები FIDE …

23:14 – „ბორჯღალოსნებმა“ პორტუგალიის ნაკრებს სძლიეს

საქართველოს რაგბის ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით – 23:14. შეხვედრა ქუთაისში გაიმართა დღეს, 16 ივლისს. _____________ ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი/facebook

ჩაქვში რაგბის მოედნის მოსაწყობად 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, 15 058 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სადაც ბუნებრივსაფარიანი სტადიონი იყო, ხელოვნურსაფარიან რაგბის მოედანს მოაწყობენ. სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 4 559 943 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2022 წლის 27 ივლისს და ხუთ დღეში, პირველ აგვისტოს დასრულდება. პირობის მიხედვით, რაგბის მოედანი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან …

28:19 – „ბორჯღალოსნებმა“ იტალიის ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს რაგბის ნაკრებმა იტალიის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით – 28:19. შეხვედრა ბათუმში გაიმართა 10 ივლისს. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები მსოფლიო კლასიფიკაციაში მე- 12 ადგილზე დაბრუნდება. იტალია კი მე-14 ადგილამდე დაქვეითდება, რადგან მატჩი სამოას ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო იაპონიის ეროვნულ გუნდთან და, შესაბამისად, მე-13 ადგილზე სამოას ეროვნულმა ნაკრებმა გადაინაცვლა. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ქუთაისში გამართავს 16 ივლისს, სადაც „აია …

საქართველოს ნაკრები იტალიის წინააღმდეგ – შეხვედრა ბათუმში 10 ივლისს გაიმართება

ბათუმში 10 ივლისს საქართველოს ნაკრები რაგბიში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 10 ივლისს, 20 საათზე დაიწყება. tkt.ge-ის მონაცემების თანახმად, შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების დიდი ნაწილი გაყიდულია. იტალიის ნაკრები „6 ერის“ მონაწილეა. თუმცა სერიოზული შედეგებისთვის დიდი ხანია არ მიუღწევია და გათამაშების ყველაზე სუსტი მონაწილეა. ამის გამო საქართველოს რაგბის ფედერაცია ცდილობს გააქტიუროს საქართველოს რაგბის ნაკრების „6 ერის“ გათამაშებაში მონაწილეობის …

17 წლის ევროპის ჩემპიონი ადიგენიდან – „ჭიდაობა ჩემი ცხოვრების ნაწილია“

17 წლის ანრი ხოზრევანიძე ადიგენის სოფელ ზანავიდან ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგე ანგარიშით – 4:1 დაამარცხა. ანრიმ 51 კილოგრამ  წონით კატეგორიაში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 15 ივნისს იასპარეზა. ანრი ახლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს ჩემპიონატზე, რომელიც 17 ივლისს გაიმართება. „მსოფლიო ჩემპიონობა ძალიან მინდა და დიდი მოტივაციით ვემზადები. საკუთარ თავს ამ …

12 მილიონი ლარი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისთვის ბათუმსა და ქობულეთში

ბათუმსა და ქობულეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტიდან ჯამში მაქსიმუმ 12 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საბოლოო სახელშეკრულებო თანხა კი ტენდერების დასრულების შემდეგ დაზუსტდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მომსახურების შესყიდვაზე ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული: პირველი ტენდერი ბათუმში 2 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის დაპროექტებას და მშენებლობას ითვალისწინებს და სატენდერო თანხა 8 მილიონი ლარია; მეორე ტენდერით კი, …

უეფა და დისნეი იწყებს პროექტს საქართველოში ფეხბურთის მოყვარული გოგოებისთვის

„ფლეიმეიქერსი“ უეფასა და დისნეის ერთობლივი პროექტია, რომლის ვარჯიშები დისნიეს ანიმაციების თემატიკითაა შედგენილი და გარკვეული აქტივობების დახმარებით, 5-8 წლამდე გოგონების ფეხბურთში ჩართვას ისახავს მიზნად. სავარჯიშო პროცესში ჩართვა ბავშვებს უფასოდ შეეძლებათ. საქართველოში „ფლეიმეიქერსის“ ჩასატარებლად მწვრთნელების სპეციალური პროგრამით გადამზადებას, სპორტულ ეკიპირებასა და ელექტრონულ სახელმძღვანელოებს უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.  აღნიშნული პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 ლოკაციას მოიცავს. ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც კერძო სკოლები, …

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ბათუმშია – ხვალ საქართველოს ნაკრები შვედეთის ნაკრებს ეთამაშება

ცნობილი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ბათუმშია. იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებშია, რომელიც ხვალ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები ხვალ, 11 ნოემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრაში ეთამაშება შვედეთის ნაკრებს. მატჩი ბათუმში გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში 7 მატჩის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა, მე-4 ადგილზეა …

22 წლის ლერი აბულაძე ხულოდან მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, 22 წლის ლერი აბულაძე, მსოფლიო ჩემპიონი გახდა 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბელგრადში გამართულ ჩემპიონატზე.  2 ნოემბერს ლერიმ ფინალში თურქი სპორტსმენი აჰმეთ იართანი  დაამარცხა, ფინალამდე კი ყაზახ, რუსსა და ირანელ მეტოქეებს სძლია.  ლერი აბულაძეს „ბათუმელები“ დღეს, 3 ნოემბერს, ესაუბრა.  „სასტუმროში რომ მოვედი და გავხსენი ტელეფონი, უამრავი შეტყობინება დამხვდა, ალბათ მაინც ოჯახის წევრებმა მომილოცეს …

„დინამო ბათუმი“ დღეს „საბურთალოს“ შეხვდება | ეროვნული ლიგა

დღეს, პირველ ნოემბერს, ბათუმში, ეროვნული ლიგის ფარგლებში ერთმანეთს „დინამო ბათუმი“ და „საბურთალო“ შეხვდებიან. შეხვედრა ბათუმში 20 საათზე დაიწყება. დღეს მატჩს მაყურებელიც დაესწრება. ბილეთები ამ დრომდე იყიდება. შეივსება მხოლოდ სტადიონის საერთო ტევადობის 33%. კოვიდპანდემიის გამო მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარადგინონ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მატჩის ბილეთი, ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა, …

საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, დასკვნით ასპარეზობაზე 4 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა: საქართველო, რუსეთი, უკრაინა და ტრინიდად-ტობაგო. ორ წრედ გამართული ფინალური მატჩ-ტურნირი საქართველოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ეს მსჯავრდებულთა შორის პირველი მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი იყო ჭადრაკში. ჩემპიონატი ონლაინ გაიმართა. ___________ მთავარი ფოტო: pexels

ამ გამარჯვებას ბათუმს ვუძღვნით – რაგბის 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს რაგბის 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია დაამარცხა ანგარიშით 27:0 და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნაკრების კაპიტანმა, პეტრე ხუციშვილმა განაცხადა, რომ ნაკრები ამ გამარჯვებას ბათუმს უძღვნის. „ძალიან ვწუხვართ ბათუმის ტრაგედიის გამო, ეს მოგება თქვენ მოგიძღვენით. დიდი იმედი მაქვს, ცოტა მაინც გავახარეთ თქვენი გულები“ – განაცხადა პეტრე ხუციშვილმა. 2015 წლიდან დღემდე საქართველომ …

2:1 – „სივასპორი“ VS „დინამო ბათუმი“

ბათუმში დასრულდა შეხვედრა „დინამო ბათუმსა“ და თურქულ კლუბ „სივასპორს“ შორის ანგარიშით 2:1, თურქული კლუბის სასარგებლოდ. პირველი ტაიმი ბათუმელი ფეხბურთელების უპირატესობით დასრულდა, ანგარიშით – 1:0. თუმცა მეორე ტაიმში „სივასპორმა“ ჯერ ერთი გოლი გაუტანა „დინამოს“ და ანგარიში გაათანაბრა,  ბოლო წუთებში კი თურქულმა კლუბმა მეორე გოლიც გაიტანა. ეს უეფას კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი იყო. შემდეგ შეხვედრას „დინამო …

დღეს „დინამო ბათუმი“ „სივასპორს“ შეხვდება

დღეს, 5 აგვისტოს, უეფას კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება. ბათუმში „დინამო ბათუმი“ – „სივასპორს“ შეხვდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. სტადიონის შესასვლელები გაიღება 19:00 საათიდან. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. იმ შემთხვევაში, თუ „დინამო ბათუმი“ „სივასპორთან“ ბარიერს დასძლევს, „დინამოს“ მეტოქე იქნება პლოვდივის „ლოკომოტივსა“ და დანიურ „კოპენჰაგენს“ შორის გამარჯვებული გუნდი. __________ ფოტო: „დინამო ბათუმი“ FB

რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ქართველი მოჭიდავე ბერძნულ-რომაულ სტილში, რამაზ ზოიძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ზოიძემ დღეს დაიწყო ოლიმპიადაზე ასპარეზობა. მან მერვედფინალში კუბელი სპორტსმენი, 2016 წლის ოლიმპიური ოქროს მფლობელი ისმაილ ბორერო მოლინა დაამარცხა, მეორე დაპირისპირებაში სპორტსმენ ალ აბოიდთან მოიგო, ხოლო ნახევარფინალში ირანელ მუჰამედრეზა გერაის შეხვდა და დამარცხდა. ზოიძე ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. რამაზ ზოიძე ოლიმპიური თამაშების დებიუტანტია, არის …

რამაზ ზოიძე ნახევარფინალშია

რამაზ ზოიძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენმა მერვედფინალში კუბელი სპორტსმენი, 2016 წლის ოლიმპიური ოქროს მფლობელი ისმაილ ბორერო მოლინა დაამარცხა, ხოლო მეორე დაპირისპირებაში სპორტსმენ ალ აბოიდთან მოიგო. ნახევარფინალში ზოიძე ირანელ მუჰამედრეზა გერაის შეხვდება. ___________  ფოტო: ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

ხვალ ოლიმპიადაზე რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე იასპარეზებენ

3 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოდან 7 სპორტსმენი იასპარეზებს, მათ შორის არიან რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე, რომლებიც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამოდიან. ორივე სპორტსმენი მერვედფინალში იჭიდავებს. რამაზ ზოიძე შეხვდება კუბელ მოჭიდავეს, იზმაელ ბორეროს, რომელიც 2016 წლის რიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსანია. რამაზ ზოიძემ ტოკიოს ლიცენზია 18 მარტს უნგრეთში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე მოიპოვა, იგი ოლიმპიური თამაშების დებიუტანტია, არის 5-გზის …

ლაშა ბექაურის ოქრო ტოკიოს ოლიმპიადაზე | ფოტო

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ბექაური არის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონის ოქროს მედალოსანი, ევროპის ახალგაზრდული თასის ჩემპიონი.

დინამო-ბატეს მატჩზე ბათუმელმა ფანებმა ბელორუს ქომაგებს სცემეს – დააკავეს 1 პირი

22 ივლისს, უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, „დინამო ბათუმისა“ და ბორისოვოს „ბატეს“ შეხვედრაზე, ბათუმელი ფანები შეხვედრაზე დასასწრებად ჩამოსულ ბელორუს გულშემატკივართა მცირე ჯგუფს დაუპირისპირდნენ. თვითმხილველის თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე „ბატემ“ „დინამო ბათუმის“ კარში გოლი გაიტანა, რასაც ბელორუსი გულშემატკივრების სიხარული მოჰყვა. გოლის გატანამ და ბელორუსი გულშემატკივრების აღტაცებამ „დინამო ბათუმის“ ფანების …

ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ნურ-სულთანის ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ყაზახეთში მიმდინარე ნურ-სულთანის ტურნირი მოიგო. ბოლქვაძემ ფინალში რუსი ვალერია სავინიხი დაამარცხა სამ სეტში და ტიტული მოიპოვა. ერთი კვირის წინ 23 წლის მარიამ ბოლქვაძე, ეკატერინა იაშინასთან ერთად, ყაზახეთის წყვილთა თანრიგის გამარჯვებულიც გახდა. ___________ ფოტო: საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია

ჩაქვში ფეხბურთის სტადიონის ადგილას რაგბის მოედანს ააშენებენ

ქობულეთში, დაბა ჩაქვში მდებარე საფეხბურთო სტადიონის ადგილას, ახალი, რაგბის ხელოვნურსაფარიან მოედანს ააშენებენ. რაგბის მოედნის საერთო ზომა უნდა იყოს 112X74 მეტრი. მოედანზე აშენდება 300 მაყურებელზე გათვლილი გადახურული ტრიბუნა და, ასევე, გათვალისწინებული იქნება შშმ პირებისათვის ადგილებიც. ტერიტორია ჩაქვში, სადაც ახალი მოედნის აშენებაა დაგეგმილი, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან მდებარეობს და ფართობი 15 058 კვ.მ-ია. ეს ტერიტორია ჯერ სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, …

2:1 – ბათუმის დინამომ თბილისის დინამოს მოუგო და ლიგის ლიდერობა დაიბრუნა

„დინამო ბათუმის“ გამარჯვებით დასრულდა დღეს, პირველ ივლისს, გამართული შეხვედრა ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების 21-ე ტურში. 2:1 – ამ ანგარიშით დასრულდა თამაში „დინამო ბათუმის“ სასარგებლოდ. გოლები ბათუმელთა მხრიდან ირაკლი აზაროვმა და ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანეს. ამ შედეგით ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა. ბათუმის გუნდი მე-2 ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ 2 ქულით უსწრებს. __________

ხვალ ბათუმის დინამო თბილისის დინამოს შეხვდება – ეროვნული ლიგა

ხვალ, პირველ ივლისს, თბილისში, „დინამო არენაზე“ ერთმანეთს ეროვნული ლიგის ლიდერები, „დინამო ბათუმი“ და „დინამო თბილისი“ შეხვდებიან. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება. ამ დროისათვის სატურნირო ცხრილში „დინამო თბილისი“ ეროვნული ლიგის სიის სათავეშია. „დინამო თბილისს“ 41 ქულა აქვს. მას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება „დინამო ბათუმი“. ცხრილში მესამე ადგილს, 33 ქულით, „ლოკომოტივი“ იკავებს. _____________ ფოტო: FC Dinamo Batumi/facebook   …

ბათუმის სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლება 8.7 მილიონად გაიყიდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის სახელის დარქმევისთვის დღევანდელ აუქციონში გამარჯვებული ყოველწლიურად აჭარის ბიუჯეტში 1 750 000 ლარს გადაიხდის, თუ მასთან აუქციონის პირობების შესაბამისად ხელშეკრულება გაფორმდება. ახალი სახელი სტადიონს 5 წლის განმავლობაში ერქმევა. შესაბამისად, ამ პერიოდში, აუქციონში გამარჯვებული, ჯამში 8 750 000 ლარს გადაიხდის. ვინ არის აუქციონში გამარჯვებული? – „ბათუმელები“ პასუხს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიისგან“ ელოდება. ბათუმის საფეხბურთო სტადიონის …

პირველი შეჯიბრება გოგონათა შორის ქართულ ჭიდაობაში [ფოტო]

დღეს, 17 ივნისს,  ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ახალსოფლის საჭიდაო დარბაზში საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ პირველად ჩაატარა საქართველოს პირველობა გოგონათა შორის, რომელშიც მონაწილეობდნენ გოგონები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 4 წონით კატეგორიაში, სულ 38 გოგონა. ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ: ანანო კინწურაშვილი, სენაკი – 40 კგ. წონით კატეგორიაში ეთერ ვარშანიძე, აჭარა – 40 კგ.წონით კატეგორიაში თამთა თებიძე, აჭარა – 50 …

ქედას ფეხბურთელი გოგონების გუნდი ეყოლება

ქედის სასპორტო სკოლაში გოგონათა სექცია ფეხბურთში პირველად გაიხსნა. გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საწვრთნელი ვარჯიშები. როგორც ქედის სასპორტო სკოლაში ამბობენ, ქედაში გოგონათა მხრიდან ფეხბურთით დაინტერესება მაღალია და მალე გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ გოგონათა გუნდს შეჯიბრებებსა და ფესტივალებზე უგულშემატკივრონ. ამ ეტაპზე სულ 30 გოგონა გადის შესარჩევ ეტაპს. „მე-5 კლასიდან მივიღეთ გოგონები. ჯერ გუნდი ჩამოყალიბებული არ არის. …

3:0 – ბათუმის „დინამომ“ „თელავს“ მოუგო და ლიგის ლიდერობას ინარჩუნებს

„დინამო ბათუმის“ გამარჯვებით დასრულდა 10 ივნისს ბათუმში გამართული შეხვედრა ბათუმის „დინამოსა“ და „თელავს“ შორის. 3:0 – ამ ანგარიშით დასრულდა თამაში „დინამო ბათუმის“ სასარგებლოდ. გოლები გაიტანეს ფეხბურთელებმა: ჯამბულ ჯიღაურმა, გიორგი ნიქაბაძემ და გიორგი ზარიამ. ამ შედეგით ბათუმის „დინამო“ ტურნირის ცხრილში ეროვნული ლიგის სიის ლიდერობას ინარჩუნებს. შემდეგ შეხვედრას „დინამო ბათუმი“ გორის „დილასთან“ გამართავს ბათუმის ახალ სტადიონზე 18 …

Exit mobile version