ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია შეიქმნა | რა მოლოდინები აქვთ ფეხბურთელებს

31 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 31-ე ყრილობაზე წარადგინეს ქალთა და გოგონათა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია, რომელიც 2021-2024 წლებში დაგეგმილ, სფეროს მდგრადი განვითარებისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს. საქართველოში 2016 წლიდან რეგულარულად იმართება ქალთა ეროვნული ლიგა. ამჟამად ქვეყანაში I და II ლიგა არსებობს, რომელშიც ჯამში 16 გუნდი მონაწილეობს. ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი ქეთევან ყიფიანი “ბათუმელებთან” აღნიშნავს, რომ 2015 …

„გამარჯვება ეძღვნება რიონის ხეობის მცველებს“ – ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბი

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „მართვემ“ დღეს, 30 მაისს, ქსკ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა და გამარჯვება „რიონის ხეობის მცველებს“ მიუძღვნა. „ეს გამარჯვება ეძღვნება რიონის ხეობის მცველებს!“ – წერს გუნდი ფეისბუქზე. „მართვე“ ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბია და ისინი ღიად უჭერენ მხარს „ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს. „მართვესა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა დღეს, 30 მაისს, ბათუმში, ორთაბათუმის საფეხბურთო სკოლა „ბაკურის“ …

2:1 – „ლოკომოტივი“ VS „დინამო ბათუმი“

23 მაისს თბილისში გამართული საფეხბურთო მატჩი „დინამო ბათუმსა“ და „ლოკომოტივს“ შორის ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით – 2:1. ანგარიში „დინამომ“ გახსნა პირველ ტაიმში, 11-მეტრიანი საჯარიმო გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლოს „ლოკომიტივის“ ფეხმურთელმა გურამ კაშიამ გაიატანა გოლი და ანგარიში გათანაბრდა. მეორე გოლი „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა ირაკლი სიხარულიძემ 63-ე წუთზე გაიტანა. ბათუმის „დინამო“ ტურნირის ცხრილში ეროვნული …

დღეს ბათუმში ფეხბურთია – „დინამო ბათუმი“ „საბურთალოს“ წინააღმდეგ

დღეს, 16 მაისს, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე „დინამო ბათუმი“ საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ დაუპირისპირდება. „დინამო ბათუმმა“ ბოლო პერიოდში ზედიზედ სამი თამაში მოიგო. ბათუმური კლუბი ამ დროისათვის სატურნირო ცხრილში ეროვნული ლიგის სიის სათავეშია „დინამო“ თბილისთან ერთად. ორივე კლუბს 28 ქულა აქვს, თუმცა „დინამო ბათუმის“ უპირატესობა 16 გატანილი გოლია – „დინამო თბილისს“ 13 ბურთი აქვს გატანილი. „საბურთალო“ სატურნირო ცხრილში …

„დინამო“ ბათუმი 1:0 თბილისის „დინამო“ [ფოტო]

8 მაისს, ბათუმის ახალ სტადიონზე „დინამო“ ბათუმმა თბილისის „დინამო“ 1:0 დაამარცხა. გუნდები ეროვნული ლიგის მე-12 ტურში შეხვდნენ ერთმანეთს. ბათუმის ახალ სტადიონზე ეს პირველი მატჩი იყო, რომელსაც გულშემატკივრები ესწრებოდნენ.    

ქალთა საფეხბურთო კლუბი “მართვე” ნეკა დოროყაშვილს სოლიდარობას უცხადებს

ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბი მართვე, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს: “გვსურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ ნეკა დოროყაშვილს და დავგმოთ ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადგინა ოჯახში ძალადობის ფაქტი და ამის შემდეგ დატოვა ძალაში შემაკავებელი ორდერები, მედიით მაინც ხდება მოძალადის რეპუტაციის აღდგენა მისი ჩემპიონატში გამარჯვების გამო. ვთვლით, რომ არანაირი გამარჯვება და ტიტული არ …

ბათუმელი წყალბურთელები პანდემიის გამო „პლაზას“ აუზში ვეღარ ივარჯიშებენ

ბათუმელი წყალბურთელები „მარდი პლაზას“ საცურაო აუზით ვეღარ ისარგებლებენ. პანდემიისა და დაწესებული რეგულაციების გამო წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო „პლაზამ“ წყალბურთის კლუბთან ხელშეკრულება შეწყვიტა. იმის გამო, რომ კლუბს საკუთრებაში არ გააჩნია საცურაო აუზი, შპს „წყალბურთის კლუბი ბათუმი“ შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, რათა ხელშეკრულება პირდაპირი წესით გააფორმოს შპს „მარი ჯგუფთან“. ბათუმელი წყალბურთელები მარტიდან, სავარაუდოდ, სწორედ „მარი ჯგუფის“ აუზში …

მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა წარმატებით იასპარეზა საერთაშორისო ტურნირზე ბარსელონაში

ბათუმელმა მოჭადრაკემ, საქართველოს ნაკრების წევრმა, ნინო ბაციაშვილმა ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცისს ცნობით, შეჯიბრი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართა. ტურნირში მონაწილეობდნენ 6 ქვეყნის წარმომადგენელი 3 ქალი და 7 ვაჟი. ნინო ბაციაშვილმა ვაჟ დიდოსტატებთან შეჯიბრში 9-დან 5,5 ქულა დააგროვა და მეოთხე შედეგი აჩვენა, ხოლო ქალთა შორის საუკეთესო იყო. 2020 …

„ლანჩხუთის“ ბომბარდირი, რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა

22 ნოემბრის წვიმიან საღამოს გურიის პატარა ქალაქ ლანჩხუთში ფეხბურთელ ქალთა კლუბი „ლანჩხუთი“ დაბრუნდა რუმინულ „ოლიმპია კლუჟთან“ მოგებული მატჩის შემდეგ. ქალაქში, სადაც 6 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მათ ისე დახვდნენ, როგორც გმირებს – ავტომანქანების გაბმული სიგნალებით, სიხარულის შეძახილებით და ფეიერვერკით. ქალთა საფეხბურთო გუნდმა „ლანჩხუთმა“ პირველმა საქართველოს ისტორიაში შეძლო უეფას ჩემპიონთა ლიგის ორი საკვალიფიკაციო მატჩის მოგება და გუნდი …

ქართველი მეზღვაურების მილოცვა „ლანჩხუთის“ ქალ ფეხბურთელებს ატლანტის ოკეანიდან

ქართველმა მეზღვაურებმა, რომლებიც ტოგოს რესპუბლიკაში, ქალაქ ლომეში იმყოფებიან, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს“ გემზე საქართველოს დროშის აღმართვითა და ჰიმნის აჟღერებით მიულოცეს უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა. „საღამო მშვიდობისა საქართველო, საღამო მშვიდობისა ლანჩხუთი! ქალთა საფეხბურთო გუნდს ვულოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას ატლანტიკის ოკეანიდან, სამი სტადიონის სიგრძის გემიდან. 22 ქართველი გილოცავთ ამ გამარჯვებას და მრავალი მიღწევები გქონოდეთ წინ“ …

ჩემპიონთა ლიგა: ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ მეორე თამაში მოიგო

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ „ოლიმპია კლუჟს“ მოუგო ანგარიშით 1:0. გოლი 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა. თამაში რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გაიმართა. შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ „ოქჟეტპესს“ დაუპირისპირდნენ და ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს. შემდეგი წილისყრა 24 ნოემბერს გაიმართება, სადაც „ლანჩხუთის“ მეტოქე გაირკვევა. მე-16-ედ ფინალში ორმატჩიანი დაპირისპირებები გაიმართება. …

ჩემპიონთა ლიგა – ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ “ოქჟეტპესს” დაუპირისპირდნენ და ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს. „ანგარიში მეხუთე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, თათია გაბუნიას კარში გოლი ბიბიგულ ნურუშევამ გაიტანა. პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. „ლანჩხუთმა“ ანგარიშის გათანაბრება …

10 წლის კესარია მგელაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა ჭადრაკში

ბათუმელი მოჭადრაკე კესარია მგელაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა ასაკობრივ ჯგუფში. მან 7,5 ქულა დააგროვა საქართველოს ჩემპიონატზე. კესარია მგელაძის მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძეა. გასულ წელს კესარია 9 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი იყო. ნახეთ „ბათუმელების“ ვიდეო კესარია მგელაძის შესახებ: 

ბათუმის სტადიონი გასხვისდება თუ სახელმწიფო მართვაში დარჩება?

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელიც 2018 წლის იანვარში დაიწყო, დასასრულს უახლოვდება. აჭარის მთავრობაში კი ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, ვინ უნდა მართოს 20 ათას მაყურებელზე გათვლილი ობიექტი. ამ დროისთვის არც ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებიც აქ გაიმართება. სტადიონის მშენებლობისთვის ხელშეკრულებები, ჯამში, 129 მილიონ 532 ათას 437 ლარზეა გაფორმებული. მშენებარე სტადიონთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ შეკითხვები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს …

მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი ევროპის ონლაინჩემპიონატის გამარჯვებულია

ევროპის პირველ ონლაინჩემპიონატზე ბათუმელი მოჭადრაკე, საქართველოს ნაკრების წევრი ნინო ბაციაშვილი ჩემპიონი გახდა ქალთა შორის – ინფორმაციას ამის შესახებ European Chess Union-ი ავრცელებს. ტურნირში, რომელშიც 4400 მოჭადრაკე მონაწილეობდა, ნინო  ბაციაშვილმა 10 ქულა დააგროვა. ტურნირში მონაწილეობდა ევროპის ყველა წამყვანი მოჭადრაკე. პირველ დღეს გაიმართა რვა ტური შვეიცარული სისტემით, თითოეულ მონაწილეს 10 წუთი, სვლაზე 2 წამის დამატებით. ნინო ბაციაშვილის …

1:1 – თბილისის „დინამო“ VS „დინამო“ ბათუმი

დღეს თბილისში, დინამო არენაზე ეროვნულ ლიგის მეორე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. სტადიონზე ერთმანეთს დაუპირისპირდა „დინამო“ ბათუმი და „დინამო“ თბილისი. მატჩი დასრულდა ფრედ 1:1 ორივე გოლი გუნდებმა მეორე ტაიმში გაიტანეს. დღევანდელ მატჩში ანგარიში გახსნა „დინამო“ ბათუმმა – 50-ე წუთზე პირველი გოლი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. თუმცა, ზუსტად 5 წუთში ნიკა ნინუას დარტყმული პენალტი ვერ მოიგერია ბათუმელთა მეკარემ …

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი. ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია მოცემული. ტენდერის პირობის მიხედვით, ავეჯის მიწოდება-მონტაჟი ტენდერში გამარჯვებულმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს. მიმწოდებელმა ავეჯის ფერები …

რა პირობით გასხვისდა „დინამო ბათუმი“

კომპანია „ლამინი“ 49 წლის განმავლობაში ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 ათას ლარს გადაიხდის ყოველწლიურად. აქედან, 50 ათას ლარს – შპს „დინამო ბათუმის“ წილის მართვის უფლებისთვის, ხოლო 50 ათასს – ბათუმში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობისთვის. შპს „დინამო ბათუმის“ 100% წილის მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. წილის მართვის უფლება კი „ლამინს“ 2020 წლის 6 იანვრის ხელშეკრულებით გადაეცა. ამავე კომპანიას სარგებლობის …

ნუნუ გომეში და ივან კამპო ბათუმში ჩამოდიან – ზამთრის თასი იწყება

წელს პირველად დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასს ბათუმი უმასპინძლებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 19 იანვარს ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გულშემატკივარი ლეგენდარული ფეხბურთელების ტურნირს იხილავს. 2020 წლის გათამაშებაში ზამთრის თასისთვის  საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, უეფას და ფიფას გუნდები იბრძოლებენ. “ა” ჯგუფში ერთმანეთს ესპანეთის, უკრაინისა და თურქეთის ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან, “ბ” ჯგუფში კი …

ფული ქალი ფეხბურთელებისთვის ბათუმში არც მერიას აქვს და არც სპორტის დეპარტამენტს 

ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნატალია ზოიძე დაინტერესდა, რატომ არ არის ბიუჯეტში ასახული დაფინანსება ფეხბურთელი ქალებისთვის. თუმცა მერმა, ლაშა კომახიძემ, რომელიც სხდომას ესწრებოდა და 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობდა, სხდომათა დარბაზი ისე დატოვა, რომ არ უთქვამს, რატომ უთხრა ქალების გუნდს უარი. ნატალია ზოიძის ინფორმაციით, ბათუმში ქალ ფეხბურთელთა  გუნდი წარმატებებს აღწევს და …

ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი

ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეოთხედ გახდა გამარჯვებული. ევროპის რიგით 24-ე საკლუბო ჩემპიონატი ქალთა გუნდებს შორის მონტენეგროს ქალაქ ულცინში მიმდინარეობდა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, „ნონამ“ 7 მატჩიდან 4 მოიგო, მათ შორის ყველა მატჩი ძირითად კონკურენტებთან და მეოთხედ მოიპოვა ევროპის უძლიერესი კლუბის ტიტული. 10-10 ქულით II-III ადგილები გაიყვეს: უკრანის Kyiv Chess Federation და მონაკოს …

მარიამ ჭანტურია ევროპის ჩემპიონი გახდა ძიუდოში

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, მარიამ ჭანტურია რუსეთის ქალაქ იჟევსკში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. ჭანტურია 70კგ. წონით კატეგორიაში გამოდის. გუშინ, 2 ნოემბერს კი ეთერ ლიპარტელიანი გახდა ევროპის ჩემპიონი გახდა თავის წონით კატეგორიაში. 17 ოქტომბერს ლიპარტელიანი პირველი ქართველი იყო ქალ ძიუდოისტებს შორის, რომელმაც ძიუდოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

“ბათუმის დინამოს” მფლობელი გუნდზე სავარაუდოდ უარს ამბობს

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და დინამო ბათუმს,” –  ამ განცხადებას საფეხბურთო  კლუბ “დინამო ბათუმის” მფლობელი არჩილ ბერიძე აკეთებს. ბერიძის განცხადება “დინამო  ბათუმის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. დამატებითი განმარტებებისგან არჩილ ბერიძე ამ ეტაპზე თავს იკავებს. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, ბერიძემ ეს გადაწყვეტილება დღეს გამართული საფეხბურთო მატჩის შემდეგ მიიღო. „ბათუმის …

დინამო ბათუმმა გორის დილასთან ფრედ 0:0 ითამაშა

დღეს, 20 ოქტომბერს, გამართული ეროვნული ლიგის 31-ე მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შორის ფრედ დამთავრდა. ეს უკვე მეორე თამაშია, რომელიც ბათუმის „დინამომ“ ფრედ დაამთავრა. წინა თამაში თბილისის „დინამოსთან“ ასევე ფრედ, 1:1 დასრულდა. 31 თამაშის შედეგით, ბათუმის „დინამო“ 63 ქულით ეროვნული ლიგის გათამაშების ცხრილში  პირველ ადგილზეა და გათამაშების ლიდერია. მას 62 ქულით თბილისის „დინამო“ მოსდევს, …

ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ძიუდოში – მან ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვლადიმერ ახალკაცმა ახალგაზრდებს შორის 81კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა.

20 წლის ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, 20 წლის ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. დღეს, 17 ოქტომბერს, მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 57კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა. ფედერაციის ცნობით, ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.  ____________ ფოტო: ijf.org

1:1- ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს შეხვედრა ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგის 30-ე მატჩი ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს შორის ფრედ 1:1  დასრულდა.   გუნდები ერთმანეთს ანგისის საწვრთნელ ბაზაზე დაუპირისპირდნენ.  მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე, თბილისის დინამოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ბათუმის დინამოს თავდამსხმელმა ჯოვინო ფლამარიონმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 1:0 გახდა. 82-ე წუთზე გოლი გავიდა ბათუმის დინამოს კარში. თბილისის დინამოს თავდამსხმელმა …

„დინამო ბათუმი“ მართვაში „ლამინი ჯგუფს“ ოფიციალურად გადაეცა

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმის დინამო მართვაში „ლამინი ჯგუფს“ ოფიციალურად გადაეცა. შესაბამისი ხელშეკრულება დღეს, ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის მატჩის დაწყებამდე გაფორმდა. ეროვნული ლიგის 30-ე მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“  შორის ბათუმში, ანგისის ბაზაზე, ამ წუთებში [20:37] მიმდინარეობს. ბათუმის დინამოს „ლამინი ჯგუფისთვის“ გადაცემაზე ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, „ხელი მოეწერა …

„დინამო“ ბათუმმა ქუთაისის „ტორპედოს“ მოუგო – 2:1

ეროვნული ლიგის 28-ე მატჩში ბათუმის „დინამო“ ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა.  მატჩი წყალტუბოში გაიმართა. ანგარიში „ტორპედოელებმა“ გახსნეს მატჩის მე-12 წუთზე ზაზა ციცქიშვილის გოლით. ანგარიში მალევე გათანაბრდა, მეთხუთმეტე წუთზე გოლი „ტორპედოელების“ კარში ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველმა გიული მანჯგალაძემ გაიტანა გიორგი ნავალოვსკის პასით. 39-ე წუთზე გიორგი მანჯგალაძის ჩაწოდებული კუთხურის შედეგად „ტორპედოს“ მცველს გოდერძი მაჩაიძეს ბურთი ხელზე მოხვდა. მატჩის არბიტრმა გიორგი …

ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონია

ყაზახეთში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მოჭიდავემ ლაშა გობაძემ ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ლაშა გობაძე 82 კგ წონით კატეგორიაში ჭიდაობდა და აზერბაიჯანელი მოჭიდავე ჰუსეინოვი დაამარცხა. გუშინ, 14 სექტემბერს, მან უზბეკი ხაშიმბეკოვი დაამარცხა და  მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ბრძოლის უფლება მიიღო.

ბათუმში გაიმართება ევროპის ღია ტურნირი სუმოში

6 ივლისს ბათუმში, სპორტის ახალ სასახლეში, საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ევროპის საერთაშორისო სუმოს ფედერაციის ეგიდით,  სუმოს ევროპის საერთაშორისო ღია ტურნირი – KOKKAI OPEN CUP 2019 გაიმართება.  აღნიშნულ ტურნირზე მოწვეულია ყველა ის ქვეყანა, რომელსაც აქვს სუმოს აქტიური  ფედერაცია. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ  პოლონეთის, უნგრეთის, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთისა და იტალის სუმოს ფედერაციები, ასევე, ქართველი სპორტსმენები. „საქართველოს …

2:2 – “დინამო” ბათუმისა და ქუთაისის “ტორპედოს” შეხვედრა ფრედ დამთავრდა

დღეს, 25 ივნისს, ბათუმში,  ანგისის საწვრთნელ ბაზაზე ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩი გაიმართა.  „დინამო ბათუმი“  საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შეხვდა. გუნდებს შორის შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. პირველი გოლი პირველ ტაიმში მატჩის მერვე წუთზე გავიდა და მისი ავტორი „ტორპედოს“ ფეხბურთელი ნოდარ ქავთარაძე იყო. მეთოთხმეტე წუთზე მოედანზე მაყურებელი შევარდა და თამაში რამდენიმე წამით შეფერხდა. პირველი გოლიდან მალევე, მე-18 წუთზე, …

რუსი კალათბურთელები ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირზე აღარ ჩამოვლენ

ხვალ, 25 ივნისს, ბათუმში საერთაშორისო ტურნირი „ბლექ სი ქაფი“ გაიხსნება, რომელშიც რუსულ გუნდს, „ლეგიონს“ უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გუნდმა აჭარის საკალათბურთო ფედერაციას შეატყობინა, რომ ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს. „ტურნირი ხვალ იწყება, ზეგ უკვე თამაში ჰქონდათ. მოგვწერეს, რომ ვერ ჩამოდიან. სუფთა სპორტული ხასიათის წერილი იყო, რომ რაღაც პრობლემების გამო ვერ ვახერხებთ …

ბათუმის დინამო 10 ათასი ლარით „სპონსორის“ ემოციური ქცევისა და გინების გამო დააჯარიმეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განხილვის კომიტეტმა ბათუმის „დინამო“ წელს შვიდჯერ დააჯარიმა. კომიტეტის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, ჯარიმის თანხა ჯამში 24 100 ლარია. აქედან 10 500 ლარი, როგორც სადისციპლინო კომიტეტი აღნიშნავს, გუნდის „სპონსორის“, არჩილ ბერიძის სტადიონზე შევარდნასა და არაეთიკურ ქცევებს უკავშირდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განხილვის კომიტეტის ინფორმაციით, „ბათუმის „დინამო“ 7 500 ლარით 11 მაისს, თბილისისა …

2:1 – “დინამო” ბათუმმა “რუსთავი” დაამარცხა

დღეს, 2 ივნისს, ბათუმში ანგისის საწვრთნელ ბაზაზე ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩი გაიმართა.  „დინამო ბათუმი“  საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ შეხვდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. „დინამო“ ბათუმის ფეხბურთელებს თამაშის დასაწყისში ორჯერ ჰქონდათ შანსი გოლი გაეტანათ სტუმართა კარში, თუმცა უშედეგოდ.  „რუსთავის“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ორივეჯერ შეძლო ბურთის აღება და საკუთარი გუნდი გადაარჩინა. პირველი გოლი „რუსთავის“ კარში 25-ე წუთზე გავიდა. …

5:1 – ბათუმის “დინამომ” ბოლნისის “სიონი” დაამარცხა

დღეს, 29 მაისს, ბათუმში ანგისის საწვრთნელ ბაზაზე ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის მატჩი გაიმართა „დინამო“ ბათუმსა და ბოლნისის „სიონს“ შორის. საკუთარ სტადიონზე ბათუმის „დინამომ“ „სიონს“  5:1 სძლია. პირველი საგოლე მომენტი ბათუმის „დინამოს“ მატჩის დაწყებიდან მეოთხე წუთზე ჰქონდა, რამოსმა კარის მიმართულებით დაარტყა, თუმცა ააცილა. ამის შემდეგ ბათუმელებს კიდევ რამდენჯერმე ჰქონდათ გოლის გატანის შანსი. საბოლოოდ, 38-ე წუთზე ბათუმის …

Exit mobile version