მთავარი,სიახლეები,სპორტი

2:1 – „სივასპორი“ VS „დინამო ბათუმი“

05.08.2021
2:1 –  „სივასპორი“ VS „დინამო ბათუმი“

ბათუმში დასრულდა შეხვედრა „დინამო ბათუმსა“ და თურქულ კლუბ „სივასპორს“ შორის ანგარიშით 2:1, თურქული კლუბის სასარგებლოდ.

პირველი ტაიმი ბათუმელი ფეხბურთელების უპირატესობით დასრულდა, ანგარიშით – 1:0. თუმცა მეორე ტაიმში „სივასპორმა“ ჯერ ერთი გოლი გაუტანა „დინამოს“ და ანგარიში გაათანაბრა,  ბოლო წუთებში კი თურქულმა კლუბმა მეორე გოლიც გაიტანა.

ეს უეფას კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი იყო. შემდეგ შეხვედრას „დინამო ბათუმი“ „სივასპორთან“ უკვე თურქეთში გამართავს, 12 აგვისტოს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: