წულუკიანის კომისიის დასკვნით, ომი საქართველომ დაიწყო, რა გათვლით მოქმედებს ივანიშვილი? – ინტერვიუ

„ზეციდან ნიშანს არ უნდა ველოდეთ, ეს არის პიკი“, – მიიჩნევს პოლიტიკის ფსიქოლოგი და კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტი დავით ჯინჭარაძე, რომელსაც სინდისის პატიმრების მიმართ დღეს, 2 სექტემბერს გამოტანილ განაჩენზე ვესაუბრეთ. რა გათვლა აქვს ივანიშვილს – პოლიტპატირებს როდესაც სასამართლო სინდისის პატიმრებს მოსალოდნელთან შედარებით ნაკლები ვადით უშვებს ციხეში? „თუ იყო მოლოდინი 8-9 წელი, მიუსაჯეს 2 წელი, რომ შექმნილიყო ილუზია, …

„ოცნება“ არ აქვეყნებს პატიმრების სავარაუდო წამებაზე ევროსაბჭოს ანგარიშს – ინტერვიუ

„ოცნება“ ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშს მალავს, პოლიტპატიმრების საქმეებისთვის მნიშვნელოვანია დოკუმენტირებული წამების ფაქტები,“ – აცხადებს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე და უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე. საუბარია დოკუმენტზე, რომელშიც სინდისის პატიმრების მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის შემთხვევებზეა საუბარი. ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის [CPT] წარმომადგენლებმა პოლიტიკური პატიმრები 2025 წლის იანვარში მოინახულეს და შესაბამისი მონაცემებიც შეაგროვეს. კომიტეტმა ანგარიში საქართველოს იუსტიციის …

„ამნესტი“ ანტონ ჩეჩინის განაჩენს ეხმიანება – „ვითხოვთ საქმის ხელახალ განხილვას“

საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეშენალი“ [Amnesty International] განცხადებას ავრცელებს აქტივისტ ანტონ ჩეჩინის განაჩენთან დაკავშირებით. დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეს, ანტონ ჩეჩინს. „მოვითხოვთ სამართლიანობას — ობიექტურ გამოძიებას და სამართლიან სასამართლოს, მათ შორის, საქმის ფაბრიკაციის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით“, — წერია „ამნესტის“ განცხადებაში. …

აჭარიდან ასლან აბაშიძის გაქცევას „წულუკიანის კომისია“ ნაცმოძრაობის დიქტატის დამყარებად აფასებს 

დღეს, 2 სექტემბერს, „ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო, ე.წ. „წულუკიანის კომისიის“ დასკვნა განიხილეს. „წულუკიანის კომისიის“ დასკვნაში 2004 წელს აჭარიდან აბაშიძის მოსკოვში გაქცევა შეფასებულია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის დიქტატის დამყარება“. „2004 წლის მაისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატის დამყარების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ხშირად იმეორებდა სიტყვებს – „შემდეგი ცხინვალია“. მიხეილ სააკაშვილს რომ მსგავსი შემაშფოთებელი მოსაზრება ჰქონდა, ამის შესახებ …

თბილისში, რუსთაველზე, 20 აქტივისტი დააკავეს

დღეს, 2 სექტემბერს, შსს-ს ცნობით რუსთაველის გამზირზე 16 პირი დააკავეს, თუმცა ,,ნეტგაზეთის” ინფორმაციით, დაკავებულია არა 16, არამედ მინიმუმ 20 ადამიანი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. ადგილზე პოლიციელები …

ზვიად ცეცხლაძის მამა – „ეს პარტიული სასამართლოა, ხისტი ბრძოლაა საჭირო“

„ბრძოლის მეთოდებს უნდა გადავხედოთ, აუცილებელია გაფიცვების და ბოიკოტის მკაცრი, ხისტი ფორმები, რაც სრულად ჯდება, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობაში,“ – ამბობს ზურაბ ცეცხლაძე, ბათუმელი სტუდენტის, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა. დღეს, 2 სექტემბერს, სინდისის 8 პატიმარს, მათ შორის, ზვიად ცეცხლაძეს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა. მოსამართლემ პოლიტპატიმრებს ბრალი გადაუკვალიფიცირა. „ორგანიზებაც დაუტოვა, ჯგუფურობაც, უბრალოდ წლების …

„კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სინდისის 8 პატიმრის საქმეზე გამოტანილ განაჩენს. „კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი დღეს: 8 პროევროპული მომიტინგე დღეს დააპატიმრეს, რაც განსხვავებული აზრის გაჩუმების აშკარა მცდელობაა. ეს არის სახელმწიფოს მიერ მართული რეპრესიები, რომელიც ძირს უთხრის თავისუფლებას, სამართლიანობას და საქართველოს ევროპულ გზას“ – წერს სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 2 …

რა მიუსაჯეს სინდისის 8 პატიმარს – მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა

სინდისის 8 პატიმარს დღეს, 2 სექტემბერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენი გამოუცხადა. ბათუმელ სტუდეტს, ზვიად ცეხლაძეს 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ასევე ვასილ კაძელაშვილს და ვეფხია კასრაძეს. 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს: ინსაფ ალიევს, გიორგი გიორგაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და თორნიკე გოშაძეს. მათ ბრალი ჰქონდათ წარდგენილი სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 …

სინდისის პატიმარს, ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა

დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეს, ანტონ ჩეჩინს. ანტონ ჩეჩინს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედავებოდნენ, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეში არ არსებობს …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 083 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800] ტანკი – 11 156 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 233 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 32 301 ერთეული [+53] MLRS – 1 477 ერთეული [+1] …

„ყაველაშვილის ეს წერილი აჩვენებს, რა მდგომარეობაშია „ოცნება“ და მისი ბელადი“ – ინტერვიუ

„ივანიშვილი წინსწრებით ითხოვს მხარდაჭერას იმ მოვლენების დროს, რომლებსაც ის სავარაუდოდ ელოდება შემოდგომაზე,“ – პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ყაველაშვილის წერილის ადრესატი ტრამპი კი არა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. „ყაველაშვილი საკუთარი ინიციატივით ალბათ მეუღლეს ვერ მისწერს წერილს, არათუ შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ეს წერილი აჩვენებს, რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ და მათი ბელადი. გარკვეულწილად ეს არის სასოწარკვეთილი …

თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი გაათავისუფლეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების 425-ე პოლკის თავდასხმის ჯგუფებმა დონეცკის ოლქის სოფელი ნოვოეკონომიჩესკოე გაათავისუფლეს რუსული ოკუპაციისგან და იქ უკრაინის დროშა აღმართეს. დღეს, პირველ სექტემბერს, საღამოს, უკრაინის გენერალურმა შტაბმა სოფლის გათავისუფლების და დროშის აღმართვის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღნიშნულია, რომ სოფლის გათავისუფლებას ორი კვირა დასჭირდა – თავდასხმის ჯგუფები ეტაპობრივად ათავისუფლებდნენ თითოეულ ქუჩას, ღამით შედიოდნენ სოფელში …

ერთი წლის შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით ბებია დააკავეს

1 წლის და 2 თვის შვილიშვილზე ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ბებიას ბრალდება წარუდგინა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბებიამ შვილიშვილზე ფიზიკურად იძალადა, რასაც პირდაპირი ეთერით გადასცემდა სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“. სამართალდამცველებმა ბრალდებული 1-ელ სექტემბერს დააკავეს“ – წერს პროკურატურა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ …

ორი უსახლკარო დედა აჭარის მთავრობასთან: „მარტო კლანები აინტერესებთ, მეტი არავინ“

ბათუმში ორმა უსახლკარო დედამ დღეს, პირველ სექტემბერს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია გამართა. ისინი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ითხოვენ შეხვედრას, ერთი თვის წინ განცხადებაც დაწერეს მასთან შეხვედრის მოთხოვნით, მაგრამ აჭარის მთავრობა უსახლკარო ადამიანებს ყურადღებას არ აქცევს. მაგული ფუტკარაძე და მზიური ბალაძე მარტოხელა დედები არიან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები ჰყავთ. „არის მარტო …

ბათუმისთვის დიდ და პატარა ავტობუსებს იყიდიან – 10,5 მილიონი ლარი 18 ავტობუსისთვის

ბათუმისთვის 18 ავტობუსის შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერები გამოაცხადა. ორი ტიპის ავტობუსებში მთლიანობაში ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 10,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ავტობუსები ბათუმმა 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს, თანხას კი მიმწოდებელს 2027 წლის თებერვლამდე გადაუხდიან სრულად. სატენდერო პირობების მიხედვით შესასყიდი 10 ავტობუსიდან თითოეულის სიგრძე უნდა იყოს 11,5 მეტრიდან 12-500 მეტრამდე, ხოლო 8 ავტობუსის შემთხვევაში – სიგრძე 6,5 …

არ ვთვლი, რომ „ოცნებას“ დღეს აქვს ჩემი დაპატიმრების რესურსი – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ დღეისათვის „ოცნებას“ მისი დაპატიმრების რესურსი არ აქვს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს, პირველ სექტემბერს განაცხადა ტვ „პირველთან“ პირდაპირ ჩართვაში გერმანიიდან. „მე არ ვთვლი, რომ „ოცნებას“ დღეს აქვს რესურსი, რომ დამიჭიროს. მიუხედავად იმისა, რომ იქ არის ერთი საქმე აღძრული, მეორე საქმეა აღძრული, იქ ხმები მომდის, რომ კიდევ რაღაც სხვა …

კიევში სკვერს ქართული ლეგიონის სახელს მიანიჭებენ

უკრაინის დედაქალაქში, კიევში, სვიატოშინზე მდებარე სკვერს ქართული ეროვნული ლეგიონის სახელს მიანიჭებენ. ეს მადლიერების სიმბოლოა იმ მოხალისეების მიმართ, რომლებიც 2014 წლიდან უკრაინის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში იბრძვიან. უკრაინული მედია იუწყება, რომ ეს გადაწყვეტილება კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატებმა მიიღეს. სკვერი ვახტანგ კიკაბიძის ქუჩის 9 ნომერში მდებარე შენობის საზღვრებშია. kiev.informato-ი იუწყება, რომ საკითხის საზოგადოებრივი განხილვა 12 მაისიდან 12 ივლისამდე …

დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში – დაიღუპა 800-ზე მეტი ადამიანი

ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 3000-ზე მეტი დაშავდა. გუშინ, 31 აგვისტოს, ავღანეთში დაფიქსირებული მიწისძვრის სიმძლავრე 6.0 იყო. ეპიცენტრი ქალაქ ჯალალაბადიდან 27 კილომეტრში, პაკისტანის საზღვართან ახლოს იყო. დასავლური მედიის ცნობით, ავღანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ავღანეთში, კუნარის პროვინციაში ოთხი სოფელი მთლიანად განადგურებულია, ხოლო რამდენიმე სხვა – ნაწილობრივ დაზიანებული. დაშავებულების ევაკუაციისთვის აღმოსავლეთ პროვინციებში ავღანეთის …

56 000 ლარის ძვირფასეულობის მალულად გადმოტანის ფაქტი სარფის საბაჟოზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, მსუბუქი ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 179 გრამი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ძვირფასეულობის ღირებულება 56 000 ლარს აღემატება“ …

ბათუმში დღეს გაზი შეუწყდება 648 აბონენტს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, დღეს, პირველ სექტემბერს, 11:00 საათიდან, ბათუმში გაზმომარაგება შეუწყდება მუხრან მაჭავარიანის, ნევრესტან შალიკაშვილის, ენვერ ხაბაძის, ივანე მესხის, ევგენი მიქელაძის და ივანე ჯავახიშვილის ქუჩებზე მცხოვრებ 648 აბონენტს. „სოკარის“ განმარტებით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 1-ელ სექტემბერს, 17:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.  კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, …

„მე პოლონეთში ვცხოვრობ, მაგრამ არ გავთხოვილვარ, ცოლი მოვიყვანე“ – ქართველი ემიგრანტი

„პოლონეთში ჩამოვედი 2014 წლის სექტემბერში, მინდოდა აქ მესწავლა. პოლონეთი არ იყო იმ მომენტში ძვირი ქვეყანა სწავლისთვის. გეგმაში მქონდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ვერ დავბრუნდი“, – ასე იწყებს ამბის თხრობას გიორგი თავაძე, ემიგრანტი, რომელიც წლებია პოლონეთში ცხოვრობს და ახლა უკვე საინვესტიციო ბანკის თანამშრომელია. „ბათუმელები“ სავიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხეზე ესაუბრა გიორგი თავაძეს, რომელმაც სცადა „ოცნების“ ამომრჩეველს აუხსნას, რატომ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 082 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850] ტანკი – 11 155 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 229 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 32 248 ერთეული [+49] MLRS – 1 476 ერთეული [+0] …

ყველაფერი ხეებიდან ჩამოცვენილი ტოტების და ფოთლების ბრალია – რატომ ვერ დასრულდა სპორტდარბაზი

საბოლოოდ ყველაფერი ხეებიდან ჩამოცვენილ ტოტებს, ფოთლებსა და ზამთრის სუსხს დაჰბრალდა. კომპანია, რომელმაც 2022 წელს დასასრულებელი საქმე 2025 წელსაც ვერ დაასრულა, შავ სიაში მოხვედრას გადაურჩა. შპს „ძმები“ შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებით მხოლოდ გააფრთხილეს. მანამდე კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს განუმარტა: „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება ხდებოდა აჭარაში, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების წელს, დიდი რაოდენობით არსებული ნალექისა და თოვლის გამო განსაკუთრებით დაზარალდა. …

„გულდამძიმებული ვემშვიდობები ქართველ ხალხს“ – საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი საქართველოს ტოვებს

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი X-ზე წერს, რომ საქართველოში მისი დიპლომატიური საქმიანობის ვადა ამოიწურა. „მივესალმები საქართველოს. მადლობა საფრანგეთის გუნდს მათი მტკიცე ერთგულებისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის ფრანგულ-ქართული მეგობრობის საქმეში. გულდამძიმებული ვემშვიდობები მათ და ქართველ ხალხს. გაუმარჯოს!“ – წერს დიპლომატი X-ზე. ელჩი შერაზ გასრი საქართველოში დიპლომატიური მისიის შესრულებას 2022 წელს შეუდგა. ის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის …

ქართველებისთვის პოლონეთში დასაქმება გართულდება – ემიგრანტი

„ჩემთვის, ემიგრანტისთვის ცოტა უხერხულია იმაზე ლაპარაკი, როგორ უნდა მოიქცეს ხალხი საქართველოში. ასე თუ ისე, მე უარი ვთქვი ამ პროცესებში მონაწილეობაზე, მაგრამ ევროკავშირის სიკეთეები ყველაზე მაღლა დგას ჩემთვის“, – გვითხრა ნინო მახარაძემ, როცა მას ვკითხეთ, კიდევ რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა, როგორ უნდა გააგონონ ხმა ხელისუფალს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებას საფრთხე არ დაემუქროს. ნინო მახარაძე უკვე 3 …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 აგვისტოს 21 საათიდან 1-ელი სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 27 – 32 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 23– 28გრადუსი სითბო ღამით: …

ბათუმში პარკირების წესის დარღვევის 46 948 შემთხვევა გამოვავლინეთ – მუნიციპალური ინსპექცია

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, 2025 წელს, ივლისის ჩათვლით,  ბათუმში პარკირების ზედამხედველობის სამსახურმა 46 948 სამართალდარღვევა გამოავლინა. მათ შორის, ყველაზე მეტი, 32 614 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა დაფიქსირდა. ასევე დაფიქსირდა 5264 – ტროტუარზე დგომის შემთხვევა, 4288 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა, 3301 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომა, 846 – პარკირების წესის სხვა დარღვევა, 476 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 082 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810] ტანკი – 11 151 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 212 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 32 199 ერთეული [+27] MLRS – 1 476 ერთეული [+0] …

რატომ შეფერხდა შუახევის გაზიფიცირების პროგრამა

აჭარის მთავრობამ 2025 წლის ორ კვარტალში შუახევის სოფლების გაზიგიცირებისთვის გათვალისწინებული თანხა 600 ათასი ლარი ვერ აითვისა. პროგრამა წელს ხიჭაურის დასახლების გაზიფიცირებას, ასევე  გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, რაც სამინისტრომ აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა, პროგრამის შეფერხების მიზეზი ხულო-ზარზმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. „გასსადენის კონტური გასდევს საავტომობილო გზის კონტურს. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 081 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850] ტანკი – 11 149 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 23 210 ერთეული [+19] საარტილერიო სისტემა – 32 172 ერთეული [+47] MLRS – 1 476 ერთეული [+0] …

„ეს არის სასამართლო სისტემის რეპრესიის იარაღად გამოყენება“ – ევროკავშირის განცხადება

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს პრეს-სპიკერის განცხადებას ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შვიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით. „ეს არის მორიგი თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებებზე და სასამართლო სისტემის რეპრესიის იარაღად გამოყენება – პოლიტიკური დევნის აქტი – ფინანსებზე წვდომის წინასწარ განზრახული აღკვეთის საშუალებით …

როგორ აისახა პოლონეთში დასაქმებაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე – ინტერვიუ ემიგრანტთან

ნანო მიქავა უკვე ოთხი წელია ვროცლავში ცხოვრობს. 2021 წელს პოლონეთში მოხალისეობრივი პროგრამით ჩავიდა, ახლა კი ამავე პროგრამის კოორდინატორია ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში. ამბობს, რომ ბოლო დროს ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე გავრცელებულმა გაფრთხილებებმა დიასპორაში შიში და უიმედობა გაზარდა – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უშუალოდ პოლონეთში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე დაიწყეს საუბარი. ნინო ამბობს, რომ თუ ეს მოხდება, საქართველოს …

მესაკუთრეს ქონებას ჩამოართმევენ ფარნავაზ მეფე – ფიროსმანის ქუჩების შეერთების გამო – ექსპროპრიაცია ბათუმში

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების პროექტის განხორციელების მიზნით, სააქციო საზოგადოება „პოლიგრაფისტს“ მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ შენობას ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ. დოკუმენტებში წერია, რომ მერია და კერძო მესაკუთრე ვერ შეთანხმდნენ. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ფარნავაზ მეფის ქუჩის გაგრძელებას [გრიბოედოვის ქუჩის გადაკვეთით] და მის შეერთებას ფიროსმანის ქუჩასთან, ჯავახიშვილის ქუჩის გადაკვეთით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 …

„ევროპაში ქართველობა არავისთვის წაურთმევიათ“ – ემიგრანტი პროპაგანდაზე

„იმ ხალხსაც, რომელიც დღეს საჯარო სამსახურებში მუშაობს და ხელს უწყობს ანტიდასავლურ პოლიტიკას, ჰყავთ ემიგრაციაში ოჯახის წევრები; იმ ხალხსაც – ხინკალზე რომ დადიან ევროპიდან გამოგზავნილი, სხვისი მძიმე შრომით ნაშოვნი ფულით და უნდა დაინახონ, სად არის სიმართლე. როცა ამბობ, რომ „ევროპა მტერია“, „ოსებს ბოდიში უნდა მოუხადო“, რომ „ომი ჩვენ დავიწყეთ“ თურმე, ეს არის სამშობლოს ღალატი“ – ამბობს …

ბათუმში 4 მოზარდი დააკავეს ძალადობის ბრალდებით – ჩხუბი სკვერში

შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბათუმში მომხდარ ჯგუფური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა. დაკავებულები 17, 16 და 14 წლის მოზარდები არიან. შემთხვევა გუშინ, 28 აგვისტოს მოხდა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, მერიის წინ მდებარე სკვერში. დაკავებულნი არიან 2008 წელს დაბადებული ნ.ვ., 2011 წელს დაბადებული უ.ჩ., 2009 წელს დაბადებული ს.კ. და 2008 წელს დაბადებული დ.გ., ორი პირის მიმართ …

„შეწყვიტეთ თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე“ – ბრიტანეთის საელჩო არასამთავრობოების დაყადაღებაზე

დღეს, 29 აგვისტოს, დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციების დაყადაღებას გამოეხმაურა. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში საელჩო მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, გააუქმოს რესპრესიული კანონმდებლობა და შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე. „დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სავარაუდო საბოტაჟის შესახებ გამოძიების ფარგლებში, საბანკო ანგარიშები გაეყინათ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას. გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს მათი …

Exit mobile version