14 წლამდე გერთან და ნათესავთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავეს – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, 1995 წელს დაბადებული ლ.ხ. 14 წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისთვის წინასწარი შეცნობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე დადგენილია, რომ ლ.ხ-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა სტუმრად მყოფი, 14 წლის ასაკს მიუღწეველი ნათესავის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ოქტომბრის 21 საათიდან 25 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10- 15 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო …

ღარიბაშვილისთვის პროკურატურა 1 მილიონის გირაოს შეფარდებას ითხოვს და არა მის დაპატიმრებას

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ დღეს, 24 ოქტომბერს, ბრალი წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას – ფულის გათეთრებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა უკანონო შემოსავლებს იღებდა, მისი სახლის ჩხრეკის შედეგად კი 6 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი ამოიღეს. ირაკლი ღარიბაშვილს არ დააპატიმრებენ. პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 135 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 283 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 458 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 33 972 ერთეული …

რა გათვლებით არჩევს ივანიშვილი პრემიერებს საქართველოში? – „ოცნების“ პრემიერები

რა გათვლებით არჩევს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრებს საქართველოში? როგორ ახერხებს ივანიშვილი პრემიერების ისე შერჩევას, რომ შემდეგ ისინი ერთმანეთს ანადგურებენ? „მაგრამ ივანიშვილმა ვერ გათვალა, რომ მისივე შექმნილი ეს ფენომენი, სახელად კობახიძე, შეიძლება მასზე გამლაშქრებელი აღმოჩენილიყო,“ –  ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი და პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, არმაზ ახვლედიანი. 2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული …

არაბული კომპანიის და „ოცნების“ ახალი გეგმები გონიოში – ტერიტორია ჯერ განაღმული არ არის

„ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებით გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, იმ კომპანიის წილის 33 პროცენტის მესაკუთრე კი, რომელიც გონიოში პროექტს განახორციელებს, საქართველო იქნება. საუბარია თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით „მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის“ [Eagle Hills] დამფუძნებელმა მოჰამედ ალი …

„აქციის მონაწილე შშმ პირებს ფსიქიატრიულში გადაყვანით ემუქრებიან“ – დეა ერემაშვილი

შშმ პირთა უფლებადამცველი დეა ერემაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ოცნება“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული შშმ პირებს იძულებით ფსიქიატრიულში გადაყვანით ემუქრება, რაც უფლებების უხეში დარღვევაა. 21 ოქტომბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც დააკავეს, „გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის“. დეა ერემაშვილი ამბობს, რომ ვაჟა სირაძე …

გზები, საავადმყოფოები, სკოლები – 2 მილიარდი ევრო დახარჯა ევროკავშირმა საქართველოსთვის

ბოლო 33 წლის განმავლობაში ევროკავშირმა საქართველოს 2 მილიარდ ევროზე მეტი გამოუყო სხვადასხვა პროექტებისათვის. „1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოსთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტები გამოყო, რითაც დაფინანსდა ახალი ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილების შექმნა, განათლება და გარემოს დაცვა,“ – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ყოველი ინვესტირებული ევრო მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების …

რა საფრთხეს უქმნის საქართველოს რუსული ნავთობის ყულევში დასაწყობება

21 ოქტომბერს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ საქართველოში რუსული ნავთობი შემოიტანა. „როიტერსმა“ LSEG-ის გემების მონაცემებისა და ინდუსტრიულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტანკერმა „კაისერმა“ 6 ოქტომბერს რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკიდან ყულევის ნავთობტერმინალში 105 340 ტონა ციმბირის ნავთობი გადაიტანა. საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი „კაისერი“ არ …

მე-12 კლასის გაუქმებაზე ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი – „ეს ცვლილება არ უნდა განხორციელდეს“

„ოცნების“ მთავრობა აპირებს საჯარო სკოლებში მე-12 კლასი გააუქმოს და სწავლა 11-წლიანი გახადოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული განათლების სისტემა ჩამოშორდება ბოლონიის პროცესს. ეს პროცესი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს სწავლა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელონ, „ოცნების“ რეფორმის შემდეგ კი ამის შესაძლებლობა თითქმის აღარ იარსებებს. რა ზიანი მიადგება მოსწავლეებს „ოცნების“ მიერ დაგეგმილი ცვლილებებით და რატომ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ …

მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილს აუპატიურებდა, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, ქუთაისის საქალაქოს სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ძალადობით და დაზარალებულის ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 23 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (გაუპატიურება ჩადენილი …

საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება ჟურნალისტების სარჩელი პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ჟურნალისტების სარჩელის განხილვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ. ჟურნალისტები ასაჩივრებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესის შესახებ. „გიორგი კიკაბიძე, გენადი ქვაჩახია, ნათია ამირანაშვილი, რუსუდან დუმბაძე, თათია წოწონავა, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ და სხვები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ“ – ასე ჰქვია გაერთიანებულ კონსტიტუციურ სარჩელებს. სადავო რეგულაციები პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტს ავალდებულებს, საქართველოს პარლამენტის …

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ეხმიანება ქართველი და ბელარუსი ჟურნალისტების, მზია ამაღლობელისა და ანდრეი პოჩობუტის დაჯილდოებას ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი პრიზით, სახაროვის პრემიით. „ევროპარლამენტის მიერ გამოხატვის თავისუფლებისთვის დაწესებული სახაროვის სახელობის პრემიის მინიჭება მზია ამაღლობელისა და ანდრეი პოჩობუტისთვის წარმოადგენს ძლიერ სიგნალს ყველა ჟურნალისტისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სიმართლის უშიშრად თქმისთვის არიან დაპატიმრებულები. ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ …

პაპუაშვილ-კობახიძის კიდევ ერთი თავდასხმა მზია ამაღლობელზე ევროკავშირის პრიზის მიღების შემდეგ

დღეს, 23 ოქტომბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა მზია ამაღლობელის საქმის შესახებ. პაპუაშვილი ამჯერად გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დაჯილდოებას ევროკავშირის ადამიანის უფლებების უმაღლესი ჯილდოთი, სახაროვის პრემიით. „წამქეზებლობად უნდა განვიხილოთ გუშინდელი ამბავი, როცა ევროპარლამენტმა ამაღლობელს სახაროვის პრიზი გადასცა“ და დასძინა, რომ „ამ პრიზით დაგვანახეს, რომ …

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: „ადამიანურად ძალიან დასანანია“

„ადამიანურად ძალიან დასანანია, რა თქმა უნდა, ის, რაც ხდება. ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები,“ – უთხრა „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, რომლებმაც დღეს, 23 ოქტომბერს მას შეკითხვა ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე დაუსვეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და …

აჭარაში 2 პირი დააკავეს თაღლითობის ბრალდებით – საქმე უძრავი ქონების შეძენას ეხება

შს სამინისტროს ცნობით, აჭარაში პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.კ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ლ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, აჭარაში, სხვადასხვა დროს, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს, მოტყუებით გააფორმებინეს ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღნიშნული გზით დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – ჯამში 148 042 აშშ …

„თავისუფლება ვაჟას, გამორჩეულ ექიმს და ათეულობით დაპატიმრებულ მოქალაქეს“- გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე 22 ოქტომბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე პოლიციის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. გამყრელიძე დღეს, 23 ოქტომბერს ფეისბუქზე წერს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება ერის სირცხვილი და სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა. „ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსეული წევრია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების. გამორჩეული თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, ადამიანობით, …

“ოცნებას” თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული მედიის არსებობა ყველაზე მეტად აშინებს – კოალიცია

მედია ადვოკატირების კოალიცია ჟურნალისტ ლიკა ბასილაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ლიკა ბასილაია წუხელ, რუსთაველის გამზირზე იმ დროს დააკავეს, როცა ტროტუარზე იდგა. ის არც გზას კეტავდა და არც პირბადე ეკეთა. „22 ოქტომბერს, რუსთაველზე გამართულ აქციაზე “მედია რუსთაველზე” პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე. დაკავებულია 30-მდე მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები. “ქართულ ოცნებას” თავისუფალი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 134 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 282 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 453 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 33 938 ერთეული …

ღარიბაშვილის ცოლის ძმა: „უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია“

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი, სუს-ის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაიკითხა და მან აღიარა უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი, ფეისბუქზე გამოეხმაურა. ალექსანდრე თამაზაშვილი წერს: „უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ. დრო ყველაფერს აჩვენებს. ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ, ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების  საწინააღმდეგო  …

„ბრძოლა მთავრდება მხოლოდ მაშინ, როცა ვიმარჯვებთ“ – მზია ამაღლობელის გზავნილი ციხიდან

დღეს, 22 ოქტომბერს, მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო. მაია მწარიაშვილი, მზია ამაღლობელის ადვოკატი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ამბავი მზია ამაღლობელმა რუსთავის ქალთა კოლონიაში, ტელევიზორიდან შეიტყო. პრემიის მიღების შემდეგ, მზია ამაღლობელის გზავნილი „ბათუმელებს“ მისმა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა გაუზიარა. „დღეს მოვინახულე მზია ციხეში. ტელევიზიით შეიტყო, …

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მინიმუმ 20 მოქალაქე დააკავა

დღეს, 22 ოქტომბერს, პროევროპული პროტესტის 329-ე დღეს, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მინიმუმ 20 ადამიანი დააკავა. სამართალდამცავებს პარლამენტთან კორდონი აქვს გაკეთებული იმისათვის, რომ აქციის მონაწილეებმა გზა არ გადაკეტონ. პოლიცია პერიოდულად აკავებს მოქალაქეებს, თუმცა საპროტესტო აქცია გრძელდება. შსს აცხადებს, რომ 22 ოქტომბრის ღამეს, ამ დრომდე [21:23 სთ] ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, „ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ …

სუს-ის თანამშრომელს სახელმწიფო ბინა ან სახლი შესაძლოა საკუთრებაშიც გადასცენ – ცვლილება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს-ის] თანამშრომელს, რომელსაც საცხოვრებლად გადაცემული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა ან სახლი [დამხმარე ნაგებობებითა და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობით], სუს-ის შუამდგომლობით, შესაძლებელია ეს ქონება საკუთრებაში გადაეცეს. ამ დრომდე სუს-ის თანამშრომელს ქონება საცხოვრებლად მხოლოდ სარგებლობაში გადაეცემოდა. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის  წესში“ „ოცნების“ მთავრობამ ცვლილება 2025 წლის 21 ოქტომბერს …

თბილისში პოლიციამ მოქალაქეს პირბადის მოხსნა და კბილის ჩვენება მოსთხოვა

21 ოქტომბერს, ღამით, თბილისში 10-მდე პოლიციელმა პირბადის ტარების გამო გააჩერა და შეამოწმა ორი გოგო. როგორც ჩანს, პოლიციამ ჩათვალა, რომ ისინი პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ გოგოებმა პოლიციელებს უთხრეს, რომ K-POP კონცერტიდან მოდიოდნენ. შემთხვევა მეტრო „თავისუფლების“ მიმდებარედ მოხდა. მოქალაქემ განმარტა, რომ სამედიცინო პირბადე იმიტომ ეკეთა, რომ კბილებს იკეთებდა, თუმცა პოლიციამ მას პირბადის მოხსნა …

ვის აქვს მიღებული ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა ბელორუს ჟურნალისტ, ანდჟეი პოჩობუტთან ერთად. საბჭოთა დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელობის „სახაროვის პრემია“ 1988 წელს დაარსდა ევროპარლამენტის მიერ. ეს პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების სფეროში. ჯილდო ყოველწლიურად გაიცემა სხვადასხვა სფეროში გაწეული ძალისხმევისათვის, იქნება ეს ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლების დაცვა, დემოკრატიის განვითარება, კანონის …

მზია ამაღლობელმა მიიღო ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია

დღეს, 22 ოქტომბერს, მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო. სახაროვის პრემიის გამარჯვებული დღეს ევროპარლამენტში დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ. სახაროვის პრემია 2025 წელს მიიღეს მზია ამაღლობელმა საქართველოდან და პატიმრობაში მყოფმა ბელარუსმა ჟურნალისტმა ანდჟეი პოჩობუტმა. „პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები, რომლებიც იბრძვიან შენი და ჩვენი თავისუფლებისთვის“ – ასე ერქვა ნომინაციას, რომელშიც ქართველი …

464 496 ლარის მითვისების ფაქტზე ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს. „აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით კი დადგინდა, რომ დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში, მის მფლობელობაში არსებული, ფედერაციის კუთვნილი ბიზნეს ბარათის გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით, გამოიტანა და …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 133 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 280 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 447 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 33 914 …

„სოლიდარობა იქნება დიდი მოძრაობის დასაწყისი“ – ინტერვიუ რეჟისორთან, რომელიც პოლიციაში მივიდა

რეჟისორი გიორგი თავართქილაძე 20 ოქტომბერს, ღამით, პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა, როცა თბილისში, რუსთაველის გამზირის „ხელოვნური გადაკეტვის“ საბაბით ადამიანები დააკავეს. მან პოლიციას უთხრა, რომ თვითონაც გადაკეტა რუსთაველი. ის პოლიციელებმა არ დააკავეს, თუმცა მისი სასამართლო პროცესი ხვალ, 22 ოქტომბერს, 12 საათზეა ჩანიშნული. „თუ არ გამოვალთ გამარჯვებულები ამ ბრძოლიდან, როგორც სოლიდარული საზოგადოება, ჩემი აზრით, არაფერს აზრი აღარ ექნება. …

„სტუდენტი ვეღარ მიიღებს დაფინანსებას. სახელმწიფო დაკვეთით დაფინანსდებიან უნივერსიტეტები“ – ინტერვიუ

„საერთოდ აღარ იქნება გრანტის სისტემა, იქნება სახელმწიფო დაკვეთის სისტემა და ამაზე საუბრობს კობახიძე. ეს გულისხმობს იმას, რომ განათლების სამინისტრომ და ეკონომიკის სამინისტრომ უნდა განსაზღვრონ პრიორიტეტული მიმართულებები, რომელსაც დააფინანსებენ“ – ამბობს სიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი. „ბათუმელები“ მას „ოცნების“ მიერ დაანონსებული განათლების რეფორმის რისკებზე ესაუბრა. ბატონო სიმონ, როგორც განათლების სპეციალისტმა, რა ტიპის საფრთხეები დაინახეთ „ოცნების“ განათლების რეფორმაში? …

ქარტია მოუწოდებს შსს-ს შეწყვიტოს „ფორმულას“ ჟურნალისტების დევნა

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მოუწოდებს შსს-ს, შეწყვიტოს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების დევნა და სამივე დაკავებული ჟურნალისტი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. დღეს, 21 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ უკვე მესამე ჟურნალისტი – ცირა ჟვანია დააკავეს. მანამდე შსს-მ ტელეკომპანია „ფორმულას“ ორი ჟურნალისტი ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი დააკავა რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით. „დაკავებების სერია აჩენს ეჭვს, რომ ტელეკომპანია „ფორმულა“ მიზანშია ამოღებული და …

სართულების დამატება და სხვა ცვლილებები – რა პროექტებს განიხილავს ბათუმის საკრებულო

ბათუმის მოქმედი საკრებულო 2025 წლის 22 ოქტომბერს მორიგ სხდომას ჩაატარებს. დღის წესრიგში ამ ეტაპზე სულ ხუთი საკითხია შეტანილი, თუმცა, როგორც წესი, საკითხებს შემდეგ სხდომის დაწყებამდეც ხშირად ამატებენ. აღნიშნული ხუთი საკითხიდან ორი – მშენებარე კორპუსებზე სართულის გაზრდას ეხება, ერთი – დოკუმენტში ცვლილების შეტანას, ასევე არის საკითხი, რომლითაც ფიზიკური პირი მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში ბათუმის …

“ექიმთან არ წამიყვანეს, მარცხენა თვალში ვეღარ ვხედავ” – კონსტანტინე კოკაიას წერილი ციხიდან

„4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებული კონსტანტინე კოკაია შვილს, ნინი კოკაიას წერილს უგზავნის და ციხეში საკუთარი უფლებების დარღვევაზე წერს. კონსტანტინე კოკაია წერს, რომ საპატიმროში მოხვედრის შემდეგ ცალ თვალში ვეღარ ხედავს, ციხეში ავად გახდა, მაგრამ ექიმთან არ წაიყვანეს. „ნინი, მამი, სანერვიულოდ არ გწერ, მაგრამ სიმართლე და ფაქტი ასეა: 10-11 დღეა აქ ვარ, ჩამწერეს კარდიოლოგთან – არ წამიყვანეს, ჩამწერეს …

„ჩაგვრა არავის შერჩება” – ლევან ჯობავას წერილი იზოლატორიდან

ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ლევან ჯობავა, რომელსაც 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, იზოლატორიდან წერილს აგზავნის. „სალამი, ხალხო. მერიდება კიდეც, პატიმრის ამპლუაში ვიყო და ვწერდე მაშინ, როცა მესამე დღეა, იზოლატორში ვარ. თან იმ ფონზე, როცა ადამიანები თვეობით ჰყავს ტყვეობაში რეჟიმს. ამ კამერაში სულ აქციის ხალხი ვართ, მხნედ ვართ. ტელევიზორის ყურების ერთ საათს საინფორმაციოების გადახვევაში ვატარებთ. მადლობა ყველას ჩემი ოჯახის …

გახარიას პარტია აჭარის უმაღლეს საბჭოშიც შედის: „გავდივართ ბოიკოტის რეჟიმიდან“

პარლამენტის შემდეგ გახარიას პარტია აჭარის უმაღლეს საბჭოშიც შედის. „გავდივართ ბოიკოტის რეჟიმიდან და ვიწყებთ აქტიურ ჩართულობას ყველა საკანონმდებლო, წარმომადგენლობით ორგანში, რათა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ასახვა ჰპოვოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რეალურმა  მოთხოვნებმა, რათა ეტაპობრივად ქვეყანა დავაბრუნოთ კონსტიტუციური და დემოკრატიული განვითარების ჩარჩოში,“ – განაცხადა დღეს, 21 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჯემალ ანანიძემ. აჭარის უმაღლეს საბჭოში …

შუახევში „ღამის შოუს ბენდს“ 30 612 ლარს გადაუხდიან კონცერტისთვის

„შუახევობა-2025“-ში მონაწილეობისთვის „ღამის შოუს ბენდს“ აჭარის ბიუჯეტიდან 30 612 ლარს გადაუხდიან. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აჭარის კულტურის სამინისტრომ მიმართა. რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება? – ამ კითხვაზე პასუხად აჭარის კულტურის სამინისტრო წერს, რომ „შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა თხოვნა „ღამის შოუს ბენდის“ მიწვევის თაობაზე“.  რაც შეეხება შესყიდვის ღირებულებას, სამინისტრო განაცხადში აღნიშნავს, რომ …

Exit mobile version