ევექსი კლინიკების ქედის ჰოსპიტალში ნებისმიერი პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია პირველივე ვიზიტზეა შესაძლებელი. ახალი პროექტის ფარგლებში, თბილისში მოღვაწე სპეციალისტების კონსულტაციის მიღება რეგიონულ კლინიკებში ვიდეო ზარით არის შესაძლებელი. კონკრეტული სპეციალისტის საჭიროებას პაციენტს ოჯახის ექიმი ჩივილების შესაბამისად უსაზღვრავს. მისი დახმარებით ხდება სპეციალისტთან დაკავშირება. ვიდეო ზარს ტექნიკურად სრულად უზრუნველყოფს ქედის ჰოსპიტალი. ვიდეო ზარს ესწრება ოჯახის ექიმიც, რომელიც პაციენტს სამედიცინო ტერმინებში …
Category Archives: მთავარი
22 ივნისს სამცხე-ჯავახეთში ავტომანქანების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 22 ივნისს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 11 – კმ 25, კმ 34 – კმ 40 და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ 21 – კმ 25 მონაკვეთებზე, ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდა, მეკლდეურების მეშვეობით. დეპარტამენტის განცხადებით, სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთებზე დღის …
Continue reading “22 ივნისს სამცხე-ჯავახეთში ავტომანქანების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება”
არ ვფლობთ ინფორმაციას მინდია ლავასოღლის ბელორუსიაში ექსტრადიციაზე – პროკურატურა
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია მინდია ლავასოღლის ბელორუსის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ. მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის არის გასამართლებული 2018 წელს. განაჩენის გამოტანის დროისთვის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. ლავასოღლი თურქეთში 2018 წლის ბოლოს დააკავეს და ამ დრომდე საექსტრადაციო პატიმრობაში იყო გაურკვეველი მიზეზით. ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით პირველი ივნისიდან ბათუმში აქციება იმართებოდა. გუშინ, 20 ივნისს, გავრცელდა …
Continue reading “არ ვფლობთ ინფორმაციას მინდია ლავასოღლის ბელორუსიაში ექსტრადიციაზე – პროკურატურა”
ბათუმში 378 კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია – 21 ივნისის მონაცემები
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 378 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. დღეს ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 29 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 17 910 პირს. დღეს არსებული მონაცემების თანახმად, აჭარაში კარანტინში იმყოფება 1142 პირი.
ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა
ბრაზილიაში 1 მილიონს გადააჭარბა იმ პირთა რაოდენობამ, რომელთაც ახალი კორონავირუსი დაუდგინეს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სულ ქვეყანაში დადასტურებულია Covid19-ით ინფიცირების 1 032 913 შემთხვევა. მათგან ნახევარ მილიონზე მეტი, 576 779 ადამიანი უკვე განიკურნა, 49 976 კი – გარდაიცვალა. ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში Covid19-ის გავრცელების მასშტაბით, აშშ-ის შემდეგ. კორონავირუსის ეპიდაფეთქებაა ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც: პერუში [ინფიცირებულია …
Continue reading “ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა”
კორონავირუსით ინფიცირების 7729 ახალი შემთხვევა რუსეთში
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 7 729 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან ინფიცირების ყველაზე მეტი, 549 შემთხვევა, მოსკოვის მხარეში გამოვლინდა. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში სულ 584 680 პირს დაუდასტურდა Covid19. მათგან გამოჯანმრთელდა 339 711 ადამიანი, გარდაიცვალა – 7 992. რუსეთი მესამე ადგილზეა მსოფლიო კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკით, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ. __________________ ფოტო: ევროპის …
Continue reading “კორონავირუსით ინფიცირების 7729 ახალი შემთხვევა რუსეთში”
გერმანიის ყველაზე ხანდაზმული, 101 წლის დეპუტატი პოლიტიკურ პენსიაზე გავიდა
გერმანიის პატარა ქალაქის, კირჰაიმბოლანდენის ქალაქის საბჭოს 101 წლის დეპუტატმა, ლიზელ ჰაიზემ მანდატი დატოვა. იგი ყველაზე ხანდაზმული დეპუტატი იყო გერმანიაში. ლიზელ ჰაიზე ყოფილი მასწავლებელია, რომელმაც შარშან, 2019 წლის გაზაფხულზე, 100 წლის ასაკში გაიმარჯვა ადგილობრივ არჩევნებზე და გახდა გერმანიის ყველაზე ხანდაზმული დეპუტატი. ლიზელმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა ქალაქში აუზის გასახსნელად, რომელიც უკვე წლებია დახურული იყო. იგი ამბობდა, რომ …
Continue reading “გერმანიის ყველაზე ხანდაზმული, 101 წლის დეპუტატი პოლიტიკურ პენსიაზე გავიდა”
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა 24 საათში – 21 ივნისის მონაცემები
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დღეის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი. 21 ივნისის [10:40] მონაცემებით, სულ საქართველოში კორონავირუსის 906 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 755 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 2710 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 269.
ავარია – ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, დაშავებულია ორი ადამიანი
20 ივნისს, ღამით, ავტოავარია მოხდა ბათუმში. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად 2 პირი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ლავასოღლი თურქული ციხიდან გაათავისუფლეს, ადვოკატმა ოჯახს დაურეკა – ბაკურიძე
მინდია ლავასოღლი თურქეთიდან ბელორუსიაში გადაიყვანეს. ამას ორგანიზაციის “ჩვენი უფლებებისთვის” ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომელიც ლავასოღლის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სპიკერია. მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის გაასამართლეს 2018 წელს. განაჩენის გამოტანის დროის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. ლავასოღლი თურქეთში 2018 წლის ბოლოს დააკავეს და ამ დრომდე საექსტრადაციო პატიმრობაში იყო გაურკვეველი მიზეზით. ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით პირველი ივნისიდან …
Continue reading “ლავასოღლი თურქული ციხიდან გაათავისუფლეს, ადვოკატმა ოჯახს დაურეკა – ბაკურიძე”
სად არის ყველაზე სუფთა ზღვის წყალი წელს?
კარანტინისა და ფიზიკური დისტანცირების შემდეგ პლაჟების, ტბებისა და მდინარეების მონახულება, ცხადია, ძალიან მიმზიდველი აქტივობაა, მაგრამ ფაქტია – COVID19-თან მიმართებაში წყლის უსაფრთხოებაზე ზუსტი ცნობების არ არსებობა, რაც ცოტათი ყველას გვაშინებს. ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ზღვის წყალი შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს COVID19-ის გამომწვევი ვირუსის SARS-CoV-2-ის გადადების თვალსაზრისით. აჭარაში ზღვის წყლის ხარისხს გეგმურად ორ მაჩვენებელზე: ნაწლავის …
20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ – აქცია ბათუმში
გასული წლის 20 ივნისის მოვლენებს ბათუმშიც აქციით გამოეხმაურნენ. ევროპის მოედანზე შეკრებილები ამბობენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ თბილისში მიმდინარე აქციას. დღეს აქციის მონაწილეები გამოვიდნენ ოკუპაციის გასაპროტესტებლად. ასევე დაგმეს გასული წლის 20 ივნისს ხელისუფლების მიერ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევა. 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის წინ სპონტანური საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც მართლმადიდებელ საპარლამენტო ასამბლეის …
Continue reading “20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ – აქცია ბათუმში”
ვისაც ჰგონია, რომ ტელეფონით გვარდება საქმე, ვერ გამომიყენებს – მუნიციპალური ინსპექციის უფროსი
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი არჩილ კონცელიძე, რომელიც ბათუმის მერიის სტრუქტურაში პოლიციიდან მოვიდა, ამბობს, რომ მოახერხებს ბათუმში უკანონო აშენება, მიშენება, დაშენება გააკონტროლოს. ერთი მხრივ, მას აქვს ამბიცია, რომ ქალაქში ინსპექციის გავლენები გაიზარდოს, მეორე მხრივ კი ამბობს, რომ უკანონო მშენებლობა შეიძლება კანონიერად იქცეს: ყოფილი პოლიციელის კონტროლის პირობებში მოახერხებს თუ ვერა გავლენიანი პირი ქალაქში უკანონო 8 სართულის აშენებას, …
გაჯანსაღება რუსული ტრენაჟორებით – 5 წელში ბიუჯეტიდან 13,3 მილიონი დაიხარჯა
თბილისის სამგორის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობები, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, ფოთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, ქუთაისის მერია – ეს ის უწყებებია, რომლებმაც 2020 წელს, ხელშეკრულებები რუსული წარმოების სპორტული საქონლის შესყიდვაზე გააფორმეს. რუსული წარმოების ტრენაჟორებსა და ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისთვის ხელშეკრულებები მიმდინარე წელს, 2 ქართულ კომპანიასთან, ჯამში 1 379 003 ლარზეა გაფორმებული. „ჯეო პარკი“ და „გეო-გრინი“ ის კომპანიებია, რომლებიც …
Continue reading “გაჯანსაღება რუსული ტრენაჟორებით – 5 წელში ბიუჯეტიდან 13,3 მილიონი დაიხარჯა”
აჭარაში 332 პირის კვლევის პასუხი Covid19 – ზე უარყოფითია
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 332 კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია. ცხელების კლინიკებს კი 32-მა პაციენტმა მიმართა. ჯამში აჭარაში Covid19-ზე კვლევა ჩაუტარდა 17 532 პირს, ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 1119 პირი, ხოლო კარანტინი დატოვა სულ 8 369 პირმა. ამ მონაცემების მიხედვით აჭარა ისევ მწვანე ზონად რჩება, რადგან უკვე ერთ თვეზე …
Continue reading “აჭარაში 332 პირის კვლევის პასუხი Covid19 – ზე უარყოფითია”
ბათუმის 23-ე სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნით სამინისტრო ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა და სარეაბილიტაციო სამუშაოები. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან ერთად ქალაქ ბათუმის N23 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა მოინახულა. პროექტის ფარგლებში აშენდება …
Continue reading “ბათუმის 23-ე სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს”
ბათუმში კვირას დროგამოშვებით წვიმა, ორშაბათიდან კი უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ივნისის 21 საათიდან 21 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. 21 ივნისს ჰაერის ტემპერატურა: აჭარის სანაპირო და შიგამთიან რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 25-30 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში – ღამით 8-13, დღისით 13-18 …
მომავალი ვარ მე – პოსტერი 20 ივნისის მოვლენებზე ბათუმში
მომავალი ვარ მე! – ამ წარწერით დღეს, 20 ივნისს ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ინსტალაცია გამოჩნდა. ავტორი გასული წლის 20 ივნისიის მოვლენებს, გავრილოვის ღამეს ეხმაურება. „მომავალი ვართ ის ადამიანები, ვინც 20-21 ივნისის ღამეს ვიცავდით ქვეყანას სირცხვილისგან, ვიცავდით თავისუფლებას, სიტყვას და გამოვხატავდით პროტესტს ოკუპანტების წინააღმდეგ“, – ამბობს ინსტალაციის ავტორი. ინსტალაცია ანონიმ მულტიმედია არტისტს, BIIMO-ს ეკუთვნის, რომელიც საზოგადოებისთვის …
Continue reading “მომავალი ვარ მე – პოსტერი 20 ივნისის მოვლენებზე ბათუმში”
ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი თავისი ფუნქციურობითა და მასშტაბურობით უნიკალური პროექტია. ის აერთიანებს სპორტის მრავალი სახეობის მიმართულებას. დარბაზების საერთო ფართი 10 240 მ2-ია, ხოლო პროექტის ღირებულება კი 62 მლნ ლარია. პროექტი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. დასრულდა გადახურვის, ფასადის შეფუთვის, დარბაზებში სპორტული განათების, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო, გარე კეთილმოწყობისა და სპორტული იატაკების მოწყობის …
Continue reading “ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა”
ორი ახალი შემთხვევა და 11 გამოჯანმრთელებული – COVID-19
დღეს, 20 ივნისს საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 11-ით გაიზარდა. საერთო ჯამში ამ დროის მონაცემებით საქართველოში COVID-19-ის 898 შეთხვევაა დადასტურებული. მათგან გამოჯანმრთელებულია 752 ადამიანი, 14 პირი კი გარდაცვლილია. კარანტინის რეჟიმში, ამ დროისთვის, 2891 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 256.
ქობულეთში, პლაჟზე ქალის გაუპატიურებისთვის კაცი 6 წლით ჩასვეს ციხეში
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჯუმბერ ბ.-ს, მას გაუპატიურებას ედავებოდა გამოძიება. შემთხვევა გასული წლის აპრილში, ქობულეთის პლაჟზე მოხდა. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, ის პლაჟზე მაშინ გააუპატიურეს, როცა ადრე დილით თოლიების გადასაღებად გავიდა. საქმის მასალების მიხედვით, თავდამსხმელს ჯერ დაზარალებულად ცნობილი ქალის ქმარმა სცემა და შემდეგ მიმართეს პოლიციას. დაზარალებულმა ქალმა მოსამართლეს უთხრა, რომ საცხოვრებლად ქობულეთში …
Continue reading “ქობულეთში, პლაჟზე ქალის გაუპატიურებისთვის კაცი 6 წლით ჩასვეს ციხეში”
ცესკო ამომრჩეველთა მარკირებისათვის 150 ათასი ლარის სითხეს იყიდის
ამომრჩეველთა მარკირებისათვის ულტრაიისფერი უხილავი სითხის შესაძენად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 150 ათასი ლარია. ტენდერის პირობის მიხედვით, „სითხე ხელზე დასხურების შემდეგ არ უნდა ტოვებდეს ხილულ კვალს, ხოლო ულტრაიისფერი ნათურის დანათებით 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი უნდა იყოს მისი კვალის დანახვა; სითხე უნდა იყოს 200 მლ პლასტიკის ბოთლში სპრეი თავსახურით [15 000 ბოთლი]. ბოთლზე დატანილი …
Continue reading “ცესკო ამომრჩეველთა მარკირებისათვის 150 ათასი ლარის სითხეს იყიდის”
ორი მარიამი, ორი მივიწყებული ქართველი დედოფალი
ქართველ დედოფალთა ცხოვრება საქართველოს ისტორიის მემატიანეებთან ხშირად მხოლოდ მეფეზე დაქორწინების, დაბადება-გარდაცვალების თარიღების ხსენებით, შვილების რაოდენობის აღნიშვნით შემოიფარგლება და მათი როლი მხოლოდ გაფანტულ ცნობებშია მოცემული არასრულყოფილად. დედოფალთა ცხოვრების სრული სურათის აღსადგენად კი ამ ცნობების ერთად შეკრება და აღდგენაა საჭირო. ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრი, მაია მასურაშვილი მიიჩნევს, რომ დედოფლის ინსტიტუტი ისტორიკოსების მიერ თითქმის შეუსწავლელია, რადგან მემატიანებიის ყურადღების ცენტრში …
Continue reading “ორი მარიამი, ორი მივიწყებული ქართველი დედოფალი”
უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ოჯახის ბიზნესი ბათუმში, ზღვასთან ახლოს
შპს „სმარტ ჰაუსი“ ბათუმის ცენტრალურ უბანში, ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაში მრავალბინიან სახლს აშენებს, კომპანიის 70 პროცენტის მფლობელი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის გიორგი მანველიძის ოჯახია. ოფიციალურად სამშენებლო კომპანიას დეპუტატის ძმის – ბექა მანველიძის ცოლი, ლანა აბალოიძე ფლობს. გიორგი მანველიძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მას ძმამ 35 000 ლარი აჩუქა. ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ოჯახის ბიზნესი ბათუმში, ზღვასთან ახლოს”
კაცმა გაასაჩივრა ქალზე ძალადობისთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერი
მოსამართლე კობა გოცირიძემ უარი უთხრა კაცს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემას უკანონოდ მიიჩნევდა. ლევან ვ.-ს ორდერი პოლიციელებმა აპრილის ბოლოს გამოუწერეს, როცა ოჯახის მეზობელმა პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ „სახლიდან ქალის და მამაკაცის ყვირილი არ წყდება, ხოლო ქალი პოლიციის შველას ითხოვს“. „ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი უკანონოა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. …
Continue reading “კაცმა გაასაჩივრა ქალზე ძალადობისთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერი”
21 ივნისს იწურება კომენდანტის საათის დროს გამოწერილი ჯარიმების გადახდის ვადა
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული აკრძალვების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმის გადახდის დროის ათვლა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე, 22 მაისიდან დაიწყო. დადგენილების თანახმად, მოქალაქეებს ან უნდა გაესაჩივრებინათ ეს ჯარიმა, ან ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადონ დაკისრებული თანხა. კომენდანტის საათის ამოქმედებიდან მის გაუქმებამდე შს სამინისტროს მიერ გამოწერილი ჯარიმების ოდენობა, ჯამში, 23 მილიონ 955 ათასზე მეტი ლარია. ამ პერიოდში …
Continue reading “21 ივნისს იწურება კომენდანტის საათის დროს გამოწერილი ჯარიმების გადახდის ვადა”
როგორ აკონტროლებენ სატვირთოს მძღოლებს – კორონავირუსი
18 ივნისს გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთო მანქანის მძღოლია – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. რა წესები მოქმედებს სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის საქართველოს საზღვარზე, ვინ აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსულ მძღოლებს, მათ გადაადგილებას და რამდენადაა დაცული სხვა მოქალაქე ამ გზით შემოტანილი/იმპორტირებული ახალი კორონავირუსისგან? საქართველოში მოქმედი წესების მიხედვით, საზღვარზე მძღოლებს უტარდებათ …
Continue reading “როგორ აკონტროლებენ სატვირთოს მძღოლებს – კორონავირუსი”
შემოსავლების სამსახური არ ადასტურებს, რომ საბაჟოებზე ქრთამს იღებენ
თურქეთის მილი მეჯლისის ოპოზიციონერი დეპუტატის, აჰმეთ კაიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თურქ მძღოლებს, რომლებსაც საქართველოს გავლით, რუსეთისა და ყაზახეთის მიმართულებით ტვირთები გადააქვთ, საქართველოს საბაჟოებზე 1000-დან 2000-მდე დოლარს სძალავენ, შემოსავლების სამსახური განცხადებით ეხმაურება. “ბათუმელები” შემოსავლები სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. საბაჟო კონტროლი, მათ შორის, საქონლისა …
Continue reading “შემოსავლების სამსახური არ ადასტურებს, რომ საბაჟოებზე ქრთამს იღებენ”
საქართველოს საბაჟოებზე მძღოლებს 1000-2000 დოლარს სძალავენ – თურქი დეპუტატი
თურქეთის მილი მეჯლისის ოპოზიციონერი დეპუტატი, აჰმეთ კაია აცხადებს, რომ თურქ მძღოლებს, რომლებსაც საქართველოს გავლით, რუსეთისა და ყაზახეთის მიმართულებით ტვირთები გადააქვთ, საქართველოს საბაჟოებზე 1000-დან 2000-მდე დოლარს სძალავენ. ოპოზიციონერი დეპუტატი თურქეთის ხელისუფლებას მიმართავს, დაინტერესდეს მძღოლების ამ პრობლემით. მისივე თქმით, ასეთ რთულ პერიოდში ამ თანხის გადახდა გადამზიდავ კომპანიებს რთულ მდგომარეობაში აყენებს. საგანგებო ბრიფინგზე დეპუტატმა ახსნა თანხის გამოძალვის „პროცედურა“: …
Continue reading “საქართველოს საბაჟოებზე მძღოლებს 1000-2000 დოლარს სძალავენ – თურქი დეპუტატი”
კორონავირუსით დაინფიცირებული ბათუმიდან ქუთაისში გადაიყვანეს
ბათუმიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული ქალი გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და იგი კარანტინში იმყოფებოდა. „პირი ბათუმში შემოვიდა, ერთი დღე იყო კარანტინში, აღენიშნებოდა სიმპტომები, გადმოიყვანეს ცხელების ცენტრში, ანალიზის პირველი პასუხი იყო საეჭვო, გადაამოწმეს ანალიზის პასუხი ხელახლა ქუთაისში და რადგან ქალი არ არის აჭარის მკვიდრი, მისივე სურვილით, გადაიყვანეს ქუთაისში. …
Continue reading “კორონავირუსით დაინფიცირებული ბათუმიდან ქუთაისში გადაიყვანეს”
შეიქმნა მობილური აპლიკაცია საქართველოს კულტურული მარშრუტებისთვის
საქართველოს კულტურული მარშრუტებისთვის შეიქმნა პირველი მობილური უფასო აპლიკაცია Cultural Routes Georgia, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS პლატფორმებისთვის. აპლიკაციაზე დატანილია ევროპის საბჭოსა და კულტურის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული მარშრუტები. ევროპული მარშრუტები: [checklist] ღვინის მარშრუტი ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი პრეისტორიული კლდის ხელოვნების ევროპული მარშრუტი ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტი [/checklist] ლოკალური მარშრუტები: [checklist] ალექსანდრე დიუმას კვალდაკვალ გერმანული …
Continue reading “შეიქმნა მობილური აპლიკაცია საქართველოს კულტურული მარშრუტებისთვის”
პირბადის გარეშე მგზავრობისთვის ბათუმში 2200 მოქალაქეს დაატოვებინეს ტრანსპორტი
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები 32 000-ჯერ, სამარშრუტო მიკროავტობუსები კი 25 000-ჯერ შეამოწმეს. ამ შემოწმების შედეგად 2200 მოქალაქეს პირბადის გარეშე მგზავრობისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაატოვებინეს, 110 პირი კი უბილეთო მგზავრობისთვის დააჯარიმეს. Covid19-ის ის პრევენციის კონტროლი ბათუმში მუნიციპალურ ინსპექციას ევალება. კონტროლს სხვადასხვა მიმართულებით ინსპექციის სხვადასხვა სამსახურის და განყოფილების თანამშროლები ახორციელებენ. წესების შესაბამისად, ტრანსპორტში …
Continue reading “პირბადის გარეშე მგზავრობისთვის ბათუმში 2200 მოქალაქეს დაატოვებინეს ტრანსპორტი”
ბათუმში სატვირთო მანქანა დაიწვა
ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე გაჩერებულ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახური და პოლიცია. მთავარი ფოტო: კადრი TV 25-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში, 19 ივნისის მონაცემით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი. კოვიდცენტრებში ამჟამად 140 პაციენტი მკურნალობს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ინფიცირებულის კონტაქტია, ერთი კი – შემოტანილი შემთხვევა. სულ საქართველოში კორონავირუსის 895 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 741 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა. ______________________ ფოტოზე: ლუგარის …
Continue reading “ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა”
რივიერა, “ლუჟკოვის სახლი”, გმირთა ხეივნის ტერიტორია – როგორ შეიცვალა ბათუმის ზედხედი
Google პერიოდულად აახლებს მსოფლიოს სატელიტურ რუკებს. ბათუმის ბოლო რუკა Google -მა 2020 წლის 18 ივნისს განაახლა, პირველი კი 2004 წელს გადაიღო. იხილეთ, როგორ იცვლებოდა ქალაქი წლების განმავლობაში Google Map-ის მონაცემებით. შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. მათ შორის ერთის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია. რა წერია „რივიერა ბათუმის“ კვლევაში და …
საქართველოში გამოჩნდნენ გადაშენებული ქურციკების ნაშიერები, ლიკლიკები – WWF
გარემოს დაცვის მსოფლიო ფონდის [WWF] ინფორმაციით, კავკასიის სამუხის ველზე, ქურციკების, [იგივე ჯეირანი] ნაშიერები, ლიკლიკები გამოჩნდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ქურციკების მეექვსე თაობა დაიბადა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ამ სახეობის სრულფასოვანი პოპულაციის აღდგენისათვის. ქურციკი წითელ წიგნშია შეტანილი. განსაკუთრებით მკვეთრად შემცირდა მათი გავრცელება XX საუკუნის დასაწყისში ტერიტორიების სასოფლო-სამეურნეო მიზნით ათვისების გამო. ქურციკის ბუნებრივ ადგილსამყოფელზე ცხვრის ფარები ძოვენ …
Continue reading “საქართველოში გამოჩნდნენ გადაშენებული ქურციკების ნაშიერები, ლიკლიკები – WWF”