დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში ძლიერმა ქარმა ცენტრალურ პარკში მოსაცდელი წააქცია. პარკში ქარმა ერთი ხეც მოგლიჯა. როგორც ბათუმის მერიაში ამბობენ, ქალაქის ტერიტორიაზე ჯერჯერობით სხვა ზიანი უამინდობას არ გამოუწვევია. „მოსაცდელს დღის განმავლობაში აღადგენენ,“ – გვითხრეს მერიაში. აჭარაში ამინდი გუშინ გაუარესდა. ბათუმში დროგამოშვებით ძლიერი წვიმა და სეტყვაა, მაღალ მთაში კი, თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია.
Category Archives: მთავარი
დადასტურდა კოვიდის 2739 ახალი შემთხვევა – 22 დეკემბრის მონაცემები
22 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2739 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 45 153 ტესტი კორონავირუსზე. გასულ 24 საათში 52 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. 21 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.19%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა, აჭარაში …
Continue reading “დადასტურდა კოვიდის 2739 ახალი შემთხვევა – 22 დეკემბრის მონაცემები”
ხულოში გზები ჩაკეტილია, გაითიშა შუქი – თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრზე მეტია
დღეს, 22 დეკემბერს, ხულოში გზები ჩაკეტილია, დაბა და ხულოს სოფლები შუქის გარეშეა დარჩენილი. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის თქმით, დაწყებულია გზის გაწმენდის სამუშაოები, თუმცა ამ დროისთვის რამდენიმე მიმართულებით მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია. „ამ დროისთვის თითქმის ყველგან არის შეფერხება, მაგრამ მალე აღდგება… გზების გაწმენდა დამოკიდებულია თოვაზე, ამ დრომდე ინტენსიურად თოვს. ამ მონაცემებით 2 – 3 საათში უნდა …
ქობულეთის მერის ხელფასი გაიზარდა და 5 000 ლარი იქნება
ქობულეთის ახალი მერი, ლევან ზოიძე, საკრებულოში ხელფასების ზრდის ინიციატივით შევიდა, შესაბამისი განკარგულების პროექტი განსახილველად საკრებულოში უკვე გადაგზავნილია. პროექტის მიხედვით, მერის ხელფასი 5060 ლარი იქნება, ხოლო პირველ მოადგილეს ხელფასის სახით 3850 ლარი დაერიცხება, მერის მეორე მოადგილე 3 520 ლარს მიიღებს. ქობულეთის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელფასი 1650 ლარით განსაზღვრეს, მეორე რანგის საჯარო მოხელის ხელფასი 1320, …
Continue reading “ქობულეთის მერის ხელფასი გაიზარდა და 5 000 ლარი იქნება”
რატომ არ სრულდება ბათუმის მე-6 განყოფილებაში მოქალაქეების ცემაზე დაწყებული გამოძიება
„გამოძიება ყოველთვის იწყება მსგავს შემთხვევებში, მაგრამ არანაირი შედეგი არ დგება, პასუხისმგებლობის დაკისრება არ ხდება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო გარკვეულწილად ახალისებს მსგავს საქციელს პოლიციელების მხრიდან,“ – ასეთია საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, პაატა დიასამიძის შეფასება შემთხვევებზე, როცა პოლიციელების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე გამოძიება მხოლოდ იწყება და აღარ სრულდება. გუშინ, 20 დეკემბერს, უკვე მესამე გამოძიება დაიწყო ბათუმის …
44 687-მა სტუდენტმა სტატუსი შეიჩერა – რას ჰყვებიან სტატუსაღდგენილი სტუდენტები
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში 44 687-მა სტუდენტმა შეიჩერა სტატუსი სხვადასხვა მიზეზით. უწყების ინფორმაციით, იმავე პერიოდში 25 998-მა სტუდენტმა აღიდგინა სტატუსი. უწყების ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წლებში: 23 202 სტუდენტს ჰქონდა სტუდენტის სტატუსი წლის განმავლობაში შეჩერებული 13 226-მა სტუდენტმა შეძლო სტატუსის აღდგენა 2020-2021 სასწავლო წლებში: 21 485 სტუდენტს ჰქონდა …
Continue reading “44 687-მა სტუდენტმა სტატუსი შეიჩერა – რას ჰყვებიან სტატუსაღდგენილი სტუდენტები”
„ვხედავ, რაც მემუქრება, სახლი უნდა დამენგრეს თავზე“ – მოქალაქე უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს
„ვხედავ, რაც მემუქრება და აღარ ვიცი, რა გავაკეთო, სახლი არ დამენგრეს თავზე-მეთქი!“ – მოქალაქე სოფელ განახლებიდან ხელისუფლებას მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, მდინარის გასწვრივ, ჯებირის მოწყობას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მის საცხოვრებელს საფრთხე ემუქრება – ეს დოკუმენტურადაც დადასტურებულია. მისი ამბავი საინტერესოა იმითაც, რომ მოქალაქის თქმით, მას თავისი საცხოვრებელი სახლის პროექტი ხელვაჩაურის მერიაში გადასცეს. ის ირწმუნება, რომ მას …
„აჭარისწყალი ჯორჯიამ“ საინფორმაციო ჟურნალი გამოსცა
კომპანიამ „აჭარისწყალი ჯორჯია“ ყოველწლიური საინფორმაციო ჟურნალის გამოცემა დაიწყო, რომლის საშუალებითაც მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს რა სარგებელი მოაქვს შუახევი ჰესს საქართველოსთვის, რამდენით ზრდის ელექტროენერგიის შიდა გამომუშავებას, რამდენ სამუშაო ადგილს ქმნის, რა სოციალურ პროექტებს ახორციელებს კომპანია, რას გეგმავს სამომავლოდ და ა.შ. ,,ჩვენი, როგორც ინვესტორის პასუხისმგებლობაა საზოგადოების მუდმივი ინფორმირება ჩვენი საქმიანობის შესახებ. შუახევი ჰესის პროექტის დაწყების დღიდან, მუდმივად …
Continue reading “„აჭარისწყალი ჯორჯიამ“ საინფორმაციო ჟურნალი გამოსცა”
მოქალაქემ ბათუმის მერიას დავა სააპელაციოშიც მოუგო – „ბილაინის“ ანტენა სახურავზე
ბათუმის მერიის მეზობლად მცხოვრებმა ნანა ბერიძემ მერიას სასამართლო დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო. დავის საგანი კომპანია „ვიონი საქართველოს“ [ბილაინი] ანტენაა, რომელიც იმ კორპუსის სახურავზეა განთავსებული, სადაც ნანა ბერიძე ცხოვრობს. კომპანიამ ფარნავაზ მეფის 77-ში საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე მცხოვრები მესაკუთრისგან ბინა იქირავა და სახურავზე ანტენა დაამონტაჟა. ნანა ბერიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა ბათუმის …
Continue reading “მოქალაქემ ბათუმის მერიას დავა სააპელაციოშიც მოუგო – „ბილაინის“ ანტენა სახურავზე”
წითელ ხიდზე არადეკლარირებული 21 680 000 რუსული რუბლი აღმოაჩინეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოვიდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა. ავტომობილის მფლობელმა შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ დასადეკლარირებელ ნივთებს არ ფლობდა, თუმცა ეჭვის საფუძველზე, ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 21 მილიონ 680 ათასი რუსული რუბლი იქნა აღმოჩენილი. ეს თანხა ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად 915 633 ლარია. საქართველოს …
Continue reading “წითელ ხიდზე არადეკლარირებული 21 680 000 რუსული რუბლი აღმოაჩინეს”
მოსალოდნელია თოვლი, ძლიერი ქარი და ტემპერატურის ვარდნა – სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, 21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი. მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე – შტორმი, საავტომობილო გზებზე – ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე – შემოყინულობა, მთიან რეგიონებში – ზვავსაშიშროება. „საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება. 23-26 დეკემბერს კოლხეთის …
Continue reading “მოსალოდნელია თოვლი, ძლიერი ქარი და ტემპერატურის ვარდნა – სააგენტო”
სად გაიტანეს წელს მანდარინი აჭარიდან და რა ფასად
აჭარაში ციტრუსის კრეფის სეზონი მთავრდება. მეციტრუსეების თქმით, მანდარინის საშუალო ფასი ადგილზე დაახლოებით 70-80 თეთრია და ინფლაციის მიუხედავად, ციტრუსის ფასი არ გაზრდილა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 20 დეკემბრის მდგომარეობით, აჭარიდან ექსპორტზე გაიტანეს 32 081 ტონა მანდარინი, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 პროცენტით მეტია. რაც შეეხება ბაზრების ჩამონათვალს, სიის სათავეში ისევ ტრადიციული ბაზრებია: რუსეთი, …
Continue reading “სად გაიტანეს წელს მანდარინი აჭარიდან და რა ფასად”
„ერთი დღე ვისვენებ, ამ დროსაც კიდევ ერთ სახლს ვალაგებ“ – ემიგრანტი საბერძნეთიდან
17 წელია უსაბუთოდ ცხოვრობს საბერძნეთის ერთ პატარა ქალაქში. ექიმიც რომ დასჭირდეს, პრობლემა შეექმნება. საქართველოში 17 წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ შეძლო ჩამოსვლა. მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილ 57 წლის ციალა შავაძეს ყველაზე ძალიან მოხუცთან ერთად ოთხ კედელს შორის ცხოვრება გაუჭირდა. უცხოეთში წასვლა, როგორც გვეუბნება, გაჭირვებამ და უფულობამ გადააწყვეტინა. ციალას სიტყვებით „არ იყო მეტი გზა”. რას ჰყვება ციალა შავაძე, …
Continue reading “„ერთი დღე ვისვენებ, ამ დროსაც კიდევ ერთ სახლს ვალაგებ“ – ემიგრანტი საბერძნეთიდან”
თოვლ-ჭყაპი, მთაში თოვა და ქარბუქი – ამინდის პროგნოზი აჭარაში
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 დეკემბრის 21 საათიდან 22 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, სანაპირო რაიონებში – ნალექი, უმეტესად, თოვლ-ჭყაპის სახით. აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში მოთოვს, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, მაღალ მთაში – ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით – 17-22 მეტრი წამში. დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: …
Continue reading “თოვლ-ჭყაპი, მთაში თოვა და ქარბუქი – ამინდის პროგნოზი აჭარაში”
ყალბი ერთლარიანების დამზადების ფაქტზე 1 ადამიანი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი მონეტების დამზადება-გამოყენების გზით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარულად დაამზადა 563 ცალი 1-ლარიანის ფორმისა და ზომის მონეტა, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გამოყენებით, ჩარიცხა თავისი მეუღლის ანგარიშზე, საიდანაც შემდგომში მოხდა მისი განაღდება. ბრალდებული დაკავებულ იქნა უშუალოდ დანაშაულის ჩადენის …
Continue reading “ყალბი ერთლარიანების დამზადების ფაქტზე 1 ადამიანი დააკავეს”
53 გარდაცვლილი და კოვიდის 3282 ახალი შემთხვევა – 21 დეკემბერი
21 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის 3282 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 53 პაციენტი. აჭარის რეგიონში დადასტურდა კორონავირუსის 272 ახალი შემთხვევა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 378 შემთხვევა, აჭარაში – 272, იმერეთში – 532, ქვემო ქართლში – 121, შიდა ქართლში – 256, გურიაში – 122, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 252, კახეთში –162, მცხეთა-მთიანეთში -76, …
Continue reading “53 გარდაცვლილი და კოვიდის 3282 ახალი შემთხვევა – 21 დეკემბერი”
წიწვოვანი ხემცენარის უკანონოდ მოპოვებისთვის ჯარიმა 200-2000 ლარია
გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წინასაახალწლოდ, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხემცენარეების რეალიზაციის პუნქტების მონიტორინგი მიმდინარეობს. მათი განცხადებით, წიწვოვანი ხემცენარეების მოპოვება და რეალიზაცია კანონიერია მხოლოდ სანერგეებიდან, პლანტაციებიდან, საკარმიდამო ნაკვეთებიდან ან იმპორტის შემთხვევაში. „რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხემცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი …
Continue reading “წიწვოვანი ხემცენარის უკანონოდ მოპოვებისთვის ჯარიმა 200-2000 ლარია”
რატომ ცვლიან ბათუმში ქვაფენილს ასფალტის საფარით – მერიის არგუმენტები
„ძალიან ძვირი და შრომატევადია“ – ამ არგუმენტით მერია ქვაფენილს ბათუმის ქუჩებში ასფალტის საფარით ცვლის. ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ამ სამუშაოებისთვის სავარაუდოდ 8 მილიონი ლარი დაიხარჯება. „ეს არ არის სერიოზული ხარჯი ამ ფართობისთვის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აკაკი ბერიძე, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი. ის განმარტავს, რომ ქვაფენილს გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე აყრიან, ასევე …
Continue reading “რატომ ცვლიან ბათუმში ქვაფენილს ასფალტის საფარით – მერიის არგუმენტები”
რა შეიცვალა სოცმუშაკებისთვის გაფიცვის შემდეგ – კვლევის შედეგი
„სოციალურ მუშაკებს, განსაკუთრებით რეგიონებში, კვლავ საკუთარი ხელფასიდან უწევთ ოჯახებში განსახორციელებელი ვიზიტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება,“ – აღნიშნულია კვლევაში „სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასება“. ეს კვლევა „სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ“ მოამზადა ევროკავშირის მხარდაჭერით. კვლევა აღწერს იმას, თუ რამდენად შეიცვალა სოცმუშაკების სამუშაო გარემო. სოცმუშაკები 2019 წელს გაიფიცნენ და სამუშაო გარემოს გაუმჯობესება მოითხოვეს. ისინი ამბობდნენ, რომ მათ …
Continue reading “რა შეიცვალა სოცმუშაკებისთვის გაფიცვის შემდეგ – კვლევის შედეგი”
გამოძიება დაიწყო საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ გაიგეს
იმის მიუხედავად, რომ სასამართლოში საქმე ორი თვის წინ მოიგო და „პლაგიატის საქმეზე“ ვაჟა ანანიძე დაუყოვნებლივ უნდა აღედგინათ სამსახურში, ამ დრომდე საზღვაო აკადემია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს, საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო. საგამოძიებო ორგანოში მოისმინეს მხარეთა ჩვენებები, თუმცა 7 ოქტომბერს მიღებული სასამართლოს …
ბათუმის საახალწლო აფიშა – რას ვნახავთ ევროპის მოედანზე
წელს საახალწლო ღონისძიებები ბათუმში ევროპის მოედანზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გაიმართება. უკვე ცნობილია საახალწლო ღონისძიებების განრიგი. 20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ყოველ დღე, ღონისძიებები ევროპის მოედანზე დილის 12 საათიდან დაიწყება. 12-დან 19 საათამდე აქ ანიმატორები იქნებიან, 13 საათზე ჯამბაზების წარმოდგენის ნახვა იქნება შესაძლებელი, 14 საათზე – ილუზიონისტის, ხოლო 15 საათზე – აკრობატების. საკონცერტო ნაწილი კი ევროპის მოედანზე …
Continue reading “ბათუმის საახალწლო აფიშა – რას ვნახავთ ევროპის მოედანზე”
ქობულეთში კერძო სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა
ხანძარი იყო დღეს, 20 დეკემბერს, ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე. ცეცხლი კერძო სახლის მეორე სართულზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური იყო მობილიზებული. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქობულეთის მერიის ცნობით, სახლის მეპატრონეს მსუბუქი დამწვრობა ჰქონდა, რომელიც თვითონ დაიმუშავა. ხანძრის მიმდებარე ტერიტორია დაიკვამლა. გადაკეტეს ცენტრალური გზაც. ამ დროისთვის …
Continue reading “ქობულეთში კერძო სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა”
საქართველოში 1000 ადამიანი ოთხჯერ არის აცრილი – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი, ომიკრონის შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა. ამირან გამყრელიძე ისევ მოუწოდებს ადამიანებს აცრისკენ. მისი თქმით, ბუსტერ დოზის გაკეთებაზე შეზღუდვები არ არსებობს. „დაახლოებით 1000-მდე ადამიანი საქართველოში აცრილია ოთხჯერ – ბევრი სტუდენტი აიცრა 4-ჯერ. ვინც ჩინური ვაქცინებით იყო აცრილი და მიემგზავრებიან სასწავლებლად ან სამუშაოდ ისეთ ქვეყნებში და ასეთი …
Continue reading “საქართველოში 1000 ადამიანი ოთხჯერ არის აცრილი – ამირან გამყრელიძე”
ბათუმის რესპუბლიკური სამედიცინო ჰოლდინგს გადაეცა – რა წერია ხელშეკრულებაში
აჭარის მთავრობამ ბათუმის „ახალი“ და „ძველი“ რესპუბლიკური საავადმყოფოები სამართავად საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს უსასყიდლოდ გადასცა. ბათუმის ე.წ. „ახალი“ რესპუბლიკური საავადმყოფო შპს „ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“ ექვემდებარება, „ძველი“ კი – შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“. სწორედ ამ კომპანიების წილები გადაეცა მართვაში სამედიცინო ჰოლდინგს, მისი არსებობის ვადით. ჰოლდინგი, თავის მხრივ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. „ბათუმის რესპუბლიკურის“ წილებს …
Continue reading “ბათუმის რესპუბლიკური სამედიცინო ჰოლდინგს გადაეცა – რა წერია ხელშეკრულებაში”
84 000 ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს აფხაზეთის სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი
პროკურატურა ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო – სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა „სოფლის განვითარების სააგენტოსა“ და შპს „მედერს“ შორის, რომლის საფუძველზე, „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ ლურჯი მოცვის …
„მამა დავკარგე 2 წლის წინ, სამძიმარზეც ვერ ვიყავი“ – 22 წელი ემიგრაციაში
ირმა ჩიოტაშვილი 50 წლისაა, ოც წელზე მეტია სტამბოლში ცხოვრობს და მუშაობს. საუბრის დროს ქართულ სიტყვებს ეძებს და ზოგს ძლივს იხსენებს. ამბობს, რომ სტამბოლში მრავალი წლის წინ გადასახლებულ ლაზ ნათესავებთან ძირითადად თურქულად საუბრობს და ქართულად ლაპარაკი იშვიათად უწევს, ამიტომაც ავიწყდება ენა ნელ-ნელა. ირმა სოფელ სარფიდანაა. მან გვითხრა, რომ ემიგრანტობის 20-წლიან გამოცდილებაზე ყველაფრის მოყოლა შეუძლებელია, მაგრამ გვიზიარებს …
Continue reading “„მამა დავკარგე 2 წლის წინ, სამძიმარზეც ვერ ვიყავი“ – 22 წელი ემიგრაციაში”
აჭარაში კოვიდის 122 ახალი შემთხვევაა
20 დეკემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 122 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 539 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 257 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით აჭარაში 125 მძიმე პაციენტია, მათგან 34 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 20 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 1296 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 45 პაციენტი გარდაიცვალა.
45 გარდაცვლილი და კოვიდის 1296 ახალი შემთხვევა – 20 დეკემბერი
20 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 45 პაციენტი. 19 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.93% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.39%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 600 შემთხვევა, აჭარაში – 122, იმერეთში – 197, ქვემო …
Continue reading “45 გარდაცვლილი და კოვიდის 1296 ახალი შემთხვევა – 20 დეკემბერი”
ტრანსგენდერი თემის მძიმე ცხოვრება საქართველოში – უფლებები მხოლოდ ფურცელზე
ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. კულტურული ჩაგვრის პარალელურად, რომლის შედეგადაც ისინი ახალგაზრდა ასაკშივე ოჯახების მხარდაჭერის გარეშე რჩებიან, საზოგადოებისგან იდევნებიან. მათი არსებობა და საჭიროებები სრულიად უხილავი რჩება სახელმწიფოსთვის. 25 წლის ტრანსგენდერი ქალი, დადუ კარა ამბობს, რომ სიცოცხლის, უსაფრთხოების, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლებები ტრანსი თემისთვის მხოლოდ „ფურცლებზე“ არსებობს. „სახელმწიფოსთვის ჩვენ გინდ ვიყოთ, გინდა არა. ჩვენ …
Continue reading “ტრანსგენდერი თემის მძიმე ცხოვრება საქართველოში – უფლებები მხოლოდ ფურცელზე”
ხანძარი ბათუმში
ბათუმში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარედ ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საწყობს გაუჩნდა, რომლის სახურავიც გუდრონით იყო მოწყობილი. ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. განახლებული ინფორმაცია: ამ დროისთვის [17:30 სთ.] ხანძარი უკვე ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უახლოეს დღეებში ბათუმში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 დეკემბრის 21 საათიდან 20 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში მომდევნო 2 დღეს, 21-22 დეკემბერს, სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, სავარაუდოდ თოვლ-ჭყაპის სახით, გორაკბორცვიან რაიონებსა და მთაში კი – თოვა. დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: …
Continue reading “უახლოეს დღეებში ბათუმში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი”
ძველ ბათუმში კიდევ ერთი ბელეტაჟი დაანგრიეს
დღეს, 19 დეკემბერს, ძველ ბათუმში, კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ბელეტაჟის ტიპის სახლი დაანგრიეს. სახლს ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ ის ისტორიული დაცვის ზონაშია, დასანგრევად სჭირდებოდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არსებული ზონალური საბჭოს თანხმობა. მაზნიაშვილისა და მელაშვილის ქუჩის კუთხეში [#7/19] მდგარი ერთსართულიანი სახლის ნაცვლად მეპატრონე აქ სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას აპირებს. ამ …
Continue reading “ძველ ბათუმში კიდევ ერთი ბელეტაჟი დაანგრიეს”
კორონავირუსის 2195 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 47 ადამიანი – 19 დეკემბერი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 47 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 813 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 718 PCR ტესტით. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 319 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 858 949-მდე გაიზარდა. 19 დეკემბერს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 032 …
Continue reading “კორონავირუსის 2195 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 47 ადამიანი – 19 დეკემბერი”
რა მასწავლა გერმანიაში ცხოვრებამ – „სულ შიში მქონდა, რომ 30 წლის შემდეგ ნეტა რა მელოდა“
26 წლის დარინა ცეცხლაძე გერმანიაში Au Pair პროგრამით ათი თვის წინ წავიდა. ოპერად წასვლა საზღვარგარეთ ნიშნავს, რომ ცხოვრობ და მუშაობ ლეგალურად. გყავს მიმწვევი ოჯახი, რომელიც უზრუნველგყოფს ბინით, საკვებით, გიფინანსებს ენის კურსებს, სანაცვლოდ კი მონაწილეობ ბავშვის აღზრდაში. პროგრამა ოპერს აძლევს საშუალებას გაიღრმაოს ერთის მხრივ ენის ცოდნა, მეორე მხრივ კი ჩაერთოს კულტურულ ღონისძიებებში. დარინას თავდაპირველად მაგისტრატურის გავლა …
პროდუქციის აღწერა-აწონა, იატაკის ხეხვა – კიდევ რას აკეთებდა 18 წლის კონსულტანტი 390 ლარად
„ბევრი ვერ მოდის სამსახურიდან იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ის ანაზღაურება, რასაც გამოიმუშავებენ თუნდაც შეუსაბამო და დამამცირებელ პირობებში. შვილები ჰყავთ, საკვების ფული, ზოგი ქირაში ცხოვრობს, ზოგს სწავლის საფასური აქვს… ამიტომ ხუჭავენ თვალს და ირჩევენ გზას, რასაც ჰქვია დუმილი. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც მთლიანად ამ ანაზღაურებაზე არიან დამოკიდებული. მათიც მესმის”, – ამბობს 18 წლის ალექსანდრე ფაცაცია. …
ღარიბაშვილი გონიოში კაზინოების მოწყობას აანონსებს
გონიოში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნასა და იქ კაზინოების განთავსებაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელებას მთავრობა 2022 წლიდან გეგმავს. „ჩემი ინიციატივით, გონიოში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონას შევქმნით, სადაც ახალი ფინანსური ცენტრიც აშენდება და ტერიტორიაზე სასტუმროები და კაზინოებიც განთავსდება“, – აღნიშნა …
Continue reading “ღარიბაშვილი გონიოში კაზინოების მოწყობას აანონსებს”