ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე თამარ რუხაძე გახდა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე თამარ რუხაძე გახდა. ამ პოზიციას ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტი კამილა მამედოვა იკავებდა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. თამარ რუხაძე ამჟამად საინფორმაციო ცენტრების ქსელის  (ICN) სარედაქციო კონსულტანტია. 2016-2021 წლებში საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოში [IREX] მუშაობდა. ხოლო 2013-2015 წლებში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავი 2-ის, …

სარფის საბაჟოზე მიმოსვლა 24-საათიან რეჟიმში აღდგა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადაადგილება უკვე 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ამის შესახებ იუწყება ბათუმში თურქეთის საკონსულო. საკონსულოს ინფორმაციით, ეს შესაძლებლობა მოქალაქეებს 15 დეკემბრიდან მიეცათ. კორონავირუსის პანდემიის გამო, სამუშაო საათები საბაჟოზე მხოლოდ დილის 10 საათიდან საღამოს 24 საათამდე გრძელდებოდა. შესაბამისად, 21-თვიანი შეზღუდვების შემდეგ, ეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი პირველად დაიტვირთება სრულფასოვნად. დაწესებული შეზღუდვების გამო, სარფის საბაჟოზე დიდი …

დადასტურდა კოვიდის 2 784 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 53 ადამიანი – 18 დეკემბერი

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 784  ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 53 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 070 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 854 630 ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 054 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 443 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 611 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა …

რას უპირებს ბათუმის მერია ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლებს – VIDEO

„ეს სარეცხი ჩემი ბინის აივნიდან 8 ოქტომბერს გავფინე… არ ჩამომიხსნია, ნელ-ნელა თავისით ჩამოიყარა…“ – გვიყვება ელენე აბაიშვილი, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე ცხოვრობდა იმ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც 8 ოქტომბრის დილას სადარბაზო ჩამოიშალა და 9 ადამიანი დაიღუპა. კორპუსის ნგრევის დროს ელენეს ბავშვს იმ კედელთან მიდგმულ საწოლზე ეძინა, რომლის მეორე მხარესაც დედა ორ ბავშვთან ერთად დაიღუპა. „ეზოში როცა …

“ცხოვრება და ლოცვა მთაში” – ტბელ აბუსერიძის ფოტოგამოფენა ბათუმში

დღეს, 17 დეკემბერს, ბათუმში ფოტოგრაფ ტბელ აბუსერიძის ფოტოგამოფენა გაიმართა. „ცხოვრება და ლოცვა მთაში“ – ასე ჰქვია ფოტოპროექტს, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში, ზორტიყელის საზაფხულო იალაღებზეა გადაღებული. ტბელ აბუსერიძის  თქმით, ფოტოპროექტზე მუშაობის დროს თითქმის ორი თვე ცხოვრობდა მთაში იმ ოჯახებთან ერთად, ვინც მისი პროექტის გმირები გახდნენ. ფოტოების თემატიკა მრავალფეროვანია, გმირები კი სხვადასხვა ასაკის არიან. „დაახლოებით 2 500 ფოტო …

ყველაზე რთული იყო, რომ ჩემი შვილები დავტოვე და სხვის ბავშვებს ვუვლიდი – ემიგრანტი ქალი

„წამოსვლამდე დოლარი ვიყიდე, 100 დოლარში გადავიხადე 1500 ლირა. აღარაფერი არ რჩება. თურქეთში დარჩენა აღარ ღირს,“ – სტამბოლში მცხოვრები ემიგრანტი ზაირა წულუკიძე გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციიდან ისევ ემიგრაციაში მიდის – თურქეთიდან გერმანიაში. ზაირა წულუკიძე 14 წელია სტამბოლში მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ შემცირებულა მისი ხელფასი, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რყევების გამო, მაგრამ წელს ამ შემცირებამ ისტორიულ …

ძმების მდგომარეობას სოციალური მუშაკი მეურვის დანიშვნის შემდეგ შეისწავლის – სააგენტო

11 და 15 წლის კახას და ანრის შესახებ, რომლებიც მშობლების გარეშე დარჩნენ, ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სააგენტოს ვკითხეთ – დაინტერესდა თუ არა ძმების მდგომარეობით და სწავლობს თუ არა სოციალური მუშაკი ბავშვების გარემოს, სოციალურ პირობებს და მდგომარეობას? ბავშვების დედა ერთი თვის წინ, კორონავირუსით გარდაიცვალა, მამა კი წლების წინ ავარიაში დაიღუპა.  როგორც ბავშვზე ზრუნვის სააგენტოში გვითხრეს, უწყებას ბავშვების …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 დეკემბრის 21 საათიდან 18 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა. აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოთოვს. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 12 – 17 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო …

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი დირექტორები ჰყავს

„შუახევი ჰესის“ მფლობელი კომპანიის – „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორებად ასბიორნ გრუნდტი და ტრონ ენგბრეტსენი წარადგინეს. ასბიორნ გრუნდტს აქვს საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკულ სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის იყო ევროპის ქარისა და მზის ბაზრის ოპერატორი (EVP), IT და მუშაობდა საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკის საკითხებზე Statkraft-ში. ის ასევე მუშაობდა ექვსი წლის განმავლობაში Norsk Hydro-ს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერაციებზე. ასბიორნ გრუნდტი ასევე …

აჭარაში კოვიდის გამო 2 კერძო სკოლა დისტანციურზე გადავიდა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე 2 სკოლა და 122 კლასი გადავიდა. ბათუმში ორი კერძო სკოლა გადავიდა კოვიდის გამო დისტანციურზე, კლასები კი ასე გადანაწილდა მუნიციპალიტეტების მიხედვით: ბათუმი- 94 ქობულეთი-11 ხელვაჩაური- 12 ხულო-2 ქედა -3 სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 1,7 და მოსწავლეების 2,4 პროცენტს. ამ ეტაპისთვის …

სტენსილისთვის – „დაასრულე ბეტონყომობა“ ბათუმში ახალგაზრდა დააკავეს

„დაასრულე ბეტონყომობა“ – ამ შინაარსის სტენსილის მოხატვის გამო ბათუმში 5 ახალგაზრდა დააკავეს. „ბათუმელები“ ერთ-ერთ აქტივისტს, ანი თენიეშვილს ესაუბრა, რომელიც დაკავების შემდეგ პოლიციამ გამოუშვა. დაკავებულებიდან ერთ-ერთი, გიორგი ანანიძე წუხელ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დღეს კი სასამართლომ გაათავისუფლა. „დრამატული თეატრის გვერდით რომ ბარია, მის გვერდით კედელზე, სადაც რამდენიმე გრაფიტია განთავსებული, გიორგი ანანიძემ ქაოტური მშენებლობების საწინააღმდეგო სტენსილი – …

დაიღუპა 1 კაცი – ქობულეთში ავტომანქანა მდინარეში გადავარდა

ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხევში, ავტომანქანა გადავარდა. ავარიის შედეგად ერთი კაცი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაიღუპა მგზავრი. „ევექსის“ ქობულეთის კლინიკაში გვითხრეს, რომ დაშავებულს დაზიანებები აქვს თავის არეში, ემერჯენსის განყოფილებაშია მოთავსებული და უტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება.

53 გარდაცვლილი და კოვიდის 2979 ახალი შემთხვევა – 17 დეკემბერი

17 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 2979 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 53 პაციენტი. აჭარის რეგიონში გამოვლინდა კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა. Stopcov.ge-ის ინფორმაცით, თბილისში გამოვლენილია 1 325 შემთხვევა, იმერეთში – 493, ქვემო ქართლში – 135, შიდა ქართლში – 207, გურიაში – 109, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 184, კახეთში – 137, მცხეთა-მთიანეთში – 81, სამცხე-ჯავახეთში – 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში –20.  

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გამო 3 პირი პასუხისგებაში მისცეს

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი პირი მისცეს პასუხისგებაში. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბრალდებულებმა, დამატებული ღირებულების გადასახადის ყალბი აქტივების შექმნის გზით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი 3 კომპანიის სახელით, ურთიერთშორის მოახდინეს 249 900 ლარის ღირებულების საპროექტო მომსახურების მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაწერა, …

ძმები, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავტოავარიით I VIDEO

ანრი 11 წლისაა, კახა – 15-ის. მოზარდები „ოცნების ქალაქში“, პატარა ქოხში ცხოვრობენ. ბავშვების დედა 1 თვის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა, მამა კი წლების წინ დაიღუპა ავტოავარიაში. ანრი და კახაც კოვიდსასტუმროში იყვნენ, როცა დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. ბოლო რჩევა, რაც დედისგან მოისმინეს იყო – „კარგად ისწავლეთ“. „ჩვენ სასტუმროში ვიყავით, დედა კი – საავადმყოფოში. ბოლოს რომ დავურეკეთ, ვკითხეთ: …

ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას გეგმავს და სხდომის ჩანიშვნას ითხოვს

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სხდომის ჩანიშვნას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ საკრებულოს აპარატში განაცხადი უკვე დაარეგისტრირა. ასეთი განაცხადის შემთხვევაში სხდომის მოწვევაზე პასუხისმგებელია საკრებულოს თავმჯდომარე. ბათუმის ახალ საკრებულოში ეს პოსტი ჯერ ისევ ვაკანტურია. ამ შემთხვევაში სხდომის მოწვევა საკრებულოს აპარატმა უნდა უზრუნველყოს. როგორც საკრებულოს აპარატის იურიდიულ სამსახურში განმარტეს, მას შემდეგ, რაც თარიღი დაზუსტდება, აპარატი გაავრცელებს განცხადებას სხდომის შესახებ და …

ბათუმში №9, №11 და №13 სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულება დროებით იცვლება

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ბაგრატიონისა და ოძელაშვილის ქუჩების კვეთაში მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით იცვლება №9, №11 და №13 სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულება: სამარშრუტო ხაზი №9 იმოძრავებს: ქათამაძის ქ, ნონეშვილის ქ, ბაქოს ქ, ბარათაშვილის ქ, გორგილაძის ქ, ჯავახიშვილის ქ, ორბელიანის ქ, შარტავა, ბაგრატიონის წრიული, აეროპორტის გზ, მესხის ქუჩა.   სამარშრუტო ხაზი №11 შეცვლილია მხოლოდ უკუმიმართულება: ფერიის …

ჯანმო მოუწოდებს საქართველოს, გაზარდოს პირველადი ჯანდაცვის დაფინანსება

საქართველოში, WHO-ს ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, პირველად ჯანდაცვაში გაწეული სახელმწიფო ხარჯები გაცილებით დაბალია. „2018 წელს ის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0.3%-ს შეადგენდა, რაც რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. 2019 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 7% დაიხარჯა პირველად ჯანდაცვაზე, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლები იყო” – წერია  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკის უახლეს ნარკვევში– …

აჭარის უმაღლესი საბჭო ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში მუშაობს. „ოცნების“ ინფორმაციით, ისინი ბოლო სამ სხდომას არ დასწრებიან, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. „ოცნების“ უმრავლესობა განმარტავს, რომ ბოიკოტი უნდა შეეხოს მხოლოდ პლენარულ სხდომებს და ოპოზიციამ კომიტეტებში მუშაობა უნდა გააგრძელოს. საკითხის მომხსენებელია იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი. მან უმაღლეს საბჭოს წარუდგინა მონაცემები, თუ რამდენ სხდომას …

გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2021-ის გამარჯვებულები

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021 განახლებული ფორმატით ჩატარდა და გამარჯვებულები გამოავლინა. წელს დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაცია დაემატა: საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის და გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში. კონკურსში 360-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათგან საუკეთესოები კი დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოარჩია. ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის გაიმარჯვა კომპანიამ, რომელიც მომავლის სატრანსპორტო მომსახურებას ქმნის „ელექტროტრანსპორტი არის მომავალი“, – ამბობს „ქარის“ დამფუძნებელი დანიელ დონეციანი, …

39 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 3 123 ახალი შემთხვევა

16 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 3 123 ახალი შემთხვევა. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 371  ადამიანი. გასულ 24 საათში 39 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 12 918 პირი დაიღუპა. ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევათა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ასე გამოყურება: თბილისში გამოვლენილია 1 430 შემთხვევა, აჭარაში – 243, იმერეთში – 481, ქვემო ქართლში …

აჭარაში კოვიდით 3 პირი დაიღუპა, 243 კი – დაინფიცირდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კოვიდით ინფიცირების 243 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ასევე გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალა 3 ადამიანი. დღეს აჭარაში მკურნალობის კურსს გადის 1905 პირი, Covid სასტუმროებში კი 256 პირი იმყოფება. ონლაინკლინიკებში 1148 ინფიცირებული მკურნალობს.

ნათია კაპანაძე მოსამართლეს: „ისევ ვაპირებ მუშაობას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“

„იქნებ, სხვა კუთხით შეხედოთ,“ – მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ აჭარის ტელევიზიის ბორდის ყოფილ ხელმძღვანელს, ნატა იმედაშვილს, რომელმაც დღეს, 15 დეკემბერს, მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს და მიიჩნევს, რომ ტელევიზიის ყოფილი დირექტორის – ნათია კაპანაძის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი თანამშრომლებთან კომუნიკაცია იყო. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის 17 მიზეზიდან ერთ-ერთი სწორედ კომუნიკაციის პრობლემა დაასახელა მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის აპრილში …

გატეხილი მაღაზია და მოპარული მობილურები – ქურდობის ორი ფაქტი ბათუმში

ბათუმში 15 დეკემბერს ორი მაღაზია გაქურდეს. ერთი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „ზუმერია“, მეორე კი, სურსათის მაღაზია ჯავახიშვილზე – „ორი ნაბიჯი“. დღეს, დაახლოებით 14 საათზე, მაღაზია „ზუმერიდან“ მობილური ტელეფონები მოიპარეს. როგორც „ბათუმელებს“ მაღაზიაში მყოფმა პირმა უთხრა, ახალგაზრდა კაცმა 2 მობილური მოიპარა, ჩაირთო სიგნალიზაცია და იგი გაიქცა. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი მოხდა გამთენიისას, ჯავახიშვილის …

„წამოვედი 1 წლით და უკვე 17 წელია აქ ვარ“ – ემიგრანტი ქალი სტამბოლიდან

17 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნანული დუმბაძემ სარფის საზღვარი გადაკვეთა და თურქეთში, ანკარაში წავიდა სამუშაოდ. ერთი წლით მივდივარ – ასე ფიქრობდა მაშინ ნანული და შვილებსაც, რომლებიც უკვე 20 წელს იყვნენ გადაცილებული, ასე უთხრა. ერთი წელი 17 წლად იქცა. პერიოდულად ჩამოდიოდა, შვილებს და ნათესავებს მოინახულებდა და ისევ უკან ბრუნდებოდა სამუშაოდ. „არც საქართველოში ვყოფილვარ უქმად არასდროს, …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 დეკემბრის 21 საათიდან 16 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 6 – 11 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 3 – 8  ღამით: 0 – 3 სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში …

დადასტურდა კოვიდის 3988 ახალი შემთხვევა, 53 პაციენტი გარდაიცვალა

15 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 3 278  ახალი შემთხვევა. ჩატარდა 50 585 ტესტი კორონავირუსზე. გასულ 24 საათში 53 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 444 შემთხვევა, აჭარაში – 189, იმერეთში – 472, ქვემო ქართლში – 175, შიდა ქართლში – 286, გურიაში – 81, სამეგრელო – ზემო …

აჭარაში კოვიდის 189 ახალი შემთხვევაა | 15 დეკემბერი

15 დეკემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 509 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 261 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით აჭარაში 124 მძიმე პაციენტია, მათგან 38 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 15 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 3 278 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 53 პაციენტი გარდაიცვალა.

საშიშია, როცა მიიჩნევ, რომ უხამსობა ლახავს ადამიანის უფლებას – ზვიად ქორიძე

ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც მათ შორისაა, ვინც ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების გაუარესებაზე შიშობს. მისი აზრით, გამოხატვის თავისუფლების, როგორც მთავარი კონცეპტუალური საკითხის მიმართ, იცვლება დამოკიდებულება. ზვიად ქორიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამოხატვის თავისუფლება გადააქციოს რაღაც ქიმერად, რომელსაც თითქოს შეუძლია ქვეყანას ნორმალურ განვითარებაში შეუშალოს ხელი და ამას აჯერებს კიდეც გარკვეულ საზოგადოებას. „ამიტომ აცხადებენ გამოხატვის თავისუფლებას დესტრუქციულ ქმედებად, აკავებენ …

8 იდეა, რომლებიც ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება

პროექტის – „შენი იდეა ბათუმს“ ხმის მიცემა დასრულდა. შედეგად, 8 იდეა გამოვლინდა, რომლებიც ბათუმის მერიის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება და განხორციელდება. იდეებს ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეები ხმას აძლევდნენ 15 ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით. ხმის მიცემის ეტაპზე მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული 21 იდეა გადავიდა. გამარჯვებული იდეების დაფინანსებისთვის ბათუმის მერიის 2022 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. რომელ რვა …

18 სართული – როგორ იცვლება „ამბასადორის“ პროექტი ბულვარში | ესკიზი

შპს „ამბასადორი ბათუმი“ პროექტის შეთანხმებისას ირწმუნებოდა, რომ ბათუმის ბულვარში ბალნეოლოგიურ- გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებდა. „ბალნეოლოგიური ცენტრი-სასტუმრო“ – მოგვიანებით ასე უწოდა კომპანიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის წარდგენილი პროექტის ბოლო, კორექტირებულ მასალას. სასტუმროს მშენებლობა ბულვარში, როგორც მწვანე ზოლში, რომელსაც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, დაუშვებელი იყო ყველა იმ რეგულაციით, რომელიც მოქმედი იყო მაშინ, როცა ბულვარში „ამბასადორმა“ მშენებლობის …

ქობულეთის საკრებულო ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომაზე განსახილველ პროექტებს არ აწვდის

დღეს, 14 დეკემბერს, ქობულეთის საკრებულოში ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე ჩაატარეს. სხდომას ვერ დაესწრო ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა კომახიძე. თავდაპირველად ის ენმ-ის ორგანიზებულ აქციაზე იმყოფებოდა და სხვა რამდენიმე საკითხთან ერთად იმასაც აპროტესტებდა, რომ ბიუროზე განსახილველი პროექტები არ მიაწოდეს. გარდა ამისა, ლაშა კომახიძე სამსახურში, ანუ სხდომათა დარბაზში იმის გამოც ვერ მოხვდა, რომ პოლიციის კორდონის გავლა ვერ შეძლო. …

ქაფშია შემცირდა, მეთევზეები საქართველოში მიდიან სათევზაოდ – თურქული მედია 

თურქეთში ქაფშიას რაოდენობა სამი თვის განმავლობაში შემცირდა. თურქული მედიის ცნობით, ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებებია, რამაც შავ ზღვაში ტემპერატურის მატება გამოიწვია. თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს, რომ სულ უფრო მეტი მეთევზე გადის საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე  ქაფშიას დასაჭერად. „ქაფშია თურქეთის, რუსეთის, ბულგარეთის, საქართველოს, რუმინეთისა და უკრაინის საერთო თევზია. ამ ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ მის გადასარჩენად“- განაცხადა …

შსს-ს თქმით, წელს ქრთამის აღების ფაქტები შემცირდა, სამსახურებრივი სიყალბე კი – გაიზარდა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 111.76 პროცენტით გაიზარდა საქართველოში სამსახურებრივი სიყალბის მაჩვენებელი. წელს, ოქტომბრის ჩათვლით, 36 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი სიყალბის კუთხით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 17 საქმე იყო ასეთი. მთლიანობაში სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი [სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლიდან 342-ე მუხლის ჩათვლით] გაზრდილია 8.3 პროცენტით. მაგალითად, გაზრდილია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების რაოდენობაც: …

წელს 50%-ით გაიზარდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები – შსს

სრულწლოვანი პირების შემთხვევაში გაუპატიურების მაჩვენებელი საქართველოში 42 პროცენტით გაიზარდა. საუბარია ოფიციალურ სტატისტიკაზე პირველი იანვრიდან პირველ ნოემბრამდე. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა. დანაშაულის შესახებ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს გაუპატიურების 142 შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ წელს – 100. შინაგან საქმეთა სამინისტრო შეჯამებული სახით აქვეყნებს ინფორმაციას სხვა სახის სექსუალური ძალადობის შესახებ …

„უკან საბერძნეთში – არც ის იცი, თუ დაბრუნდები საერთოდ“ – ემიგრანტი ქალი

ნონა თანიაშვილმა საქართველო 21 წლის წინ დატოვა და სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა. ამ წლების განმავლობაში ორჯერ სცადა უკან დაბრუნება. პირველად ერთი წლით ჩამოვიდა, მაგრამ სამსახური ვერ იპოვა და ისევ ემიგრაციაში დაბრუნდა. მეორედ საქართველოში სამუდამოდ დაბრუნების გადაწყვეტილება წელს, სექტემბერში მიიღო. ათენში ნაქირავები ბინა დაცალა, ყველა ნივთი წამოიღო და თქვა, რომ უკან, საბერძნეთში აღარ დაბრუნდებოდა. სამი თვის შემდეგ …

Exit mobile version