მთავარი,სიახლეები

ხარკოველმა კატამ 10 000 დოლარი შეაგროვა უკრაინაში ცხოველების დასახმარებლად

28.03.2022 • 4779
ხარკოველმა კატამ 10 000 დოლარი შეაგროვა უკრაინაში ცხოველების დასახმარებლად

კატა სტეპანმა, რომელსაც ინსტაგრამზე 1 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, 10 ათასზე მეტი დოლარი შეაგროვა უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ცხოველების დასახმარებლად.

როგორც კატა სტეპანის მეპატრონე წერს ინსტაგრამზე, თანხა გადაეცემა ცხოველების მხარდამჭერ რამდენიმე უკრაინულ საქველმოქმედო ორგანიზაციას.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Степан (@loveyoustepan)

სტეპანი ინსტაგრამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კატაა. სტეპანის პატრონი ხარკოველია, იგი იძულებული გახდა საომარი მოქმედებების გამო ხარკოვი დაეტოვებინა და სტეპანიც თან წაიყვანა. ამჟამად სტეპანი თავის პატრონთან ერთად საფრანგეთშია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: