14 იანვარი – საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. არსებული სახელმწიფო დროშა [გერბთან და ჰიმნთან ერთად] შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვრიდან. [red_box]ამ თემაზე: სამფეროვნიდან ხუთჯვრიანამდე – საქართველოს დროშების ამბავი[/red_box] საქართველოს სახელმწიფო დროშის, საქართველოს სახელმწიფო გერბისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის, როგორც საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესს, აწესრიგებს კანონი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“. ეს კანონი განსაზღვრავს …

აჭარაში კორონავირუსის 587 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 3 პაციენტი – 14 იანვარი

14 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 587 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში რეგიონში 3 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ამ დროისთვის აჭარაში: საავადმყოფოებში მკურნალობს – 596 პაციენტი, აქედან მძიმე პაციენტია – 128, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 45 პაციენტი. ამ დროისთვის, 539 ადამიანი მკურნალობს აჭარის კოვიდსასტუმროებში. რეგიონში ონლაინკლინიკაში, ანუ …

გარდაიცვალა 36 პაციენტი, დადასტურდა 5 567 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

14 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 36 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 567 ახალი შემთხვევა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 984 802 , ბოლო 24 საათში – 5 567 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 924 072 , ბოლო 24 საათში – 1 661 მათ შორის გარდაცვლილი – 14 395 , ბოლო 24 საათში – 36 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 60 753, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34 092, PCR ტესტით – 26 661 დადებითობის …

5 100 ოქროსა და ვერცხლის მედლისთვის 220 ათასი ლარი დაიხარჯება

2020-2021 სასწავლო წელს წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის გადასაცემი ოქროს [მოოქროვილი] და ვერცხლის [მოვერცხლილი] მედლებისა და მედლის ჩასადები ყუთების დამზადება/მოწოდებაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. მედლების შესაძენად 220 500 ლარია გათვალისწინებული. ტენდერის მიხედვით, დასამზადებელი მედლების სავარაუდო საერთო რაოდენობაა 5 100 ცალი. მათ შორის: 3 900 ცალი ოქროს [მოოქროვილი] და 1 200 ვერცხლის [მოვერცხლილი] მედალი. თუმცა, დასამზადებელი …

პროფსასწავლებლებს უფლება აქვთ წარმოებული პროდუქცია და მომსახურება გაყიდონ – მთავრობა

სახელმწიფო სასწავლებლებისთვის, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ, მთავრობამ, შექმნილი პროდუქციისა და ანაზღაურებადი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის, ასევე, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის წესი და პირობები დაამტკიცა. ახალი წესის მიხედვით, სასწავლებლებს უფლება აქვთ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა და მიიღონ შემოსავალი. ეკონომიკური საქმიანობა კი, ამ შემთხვევაში შემოიფარგლება მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე სასწავლო პროცესში, ან საგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი საქმიანობის …

ჩინელი ქალი ლოკდაუნის გამო ბრმა პაემანზე გაცნობილი კაცის სახლში ჩარჩა

ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში COVID-19 ის გამო მოულოდნელად გამოცხადებული ლოკდაუნის შედეგად ახალგაზრდა ქალი ბრმა პაემანზე გაცნობილი კაცის სახლში ჩარჩა. ქალი მშობლების გარიგებულ კაცთან პაემანზე 5 იანვარს მივიდა და 9 იანვარსაც მასთან ერთად იყო. ამის შესახებ, თავად ქალმა, ვანგმა გამოაქვეყნა ჩინურ სოციალურ ქსელში. ქალის თქმით, იგი მთვარის კალენდრით ახალი წლის აღსანიშნავად დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ ჟენჯოუში. “საკმაოდ დავბერდი, …

ავარია ბათუმში – დაშავდა ერთი პირი

დღეს, 13 იანვარს, ბათუმში, თავდადებულისა და ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი პირი მსუბუქად დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

მომდევნო კვირას დედამიწას 1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი მოუახლოვდება

ამერიკული ტელეკომპანია CNN ავრცელებს ინფორმაციას, რომ  მომდევნო კვირას დედამიწას 1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი მოუახლოვდება. იგი 1994 წელს აღმოაჩინეს და ცნობილია, როგორც „7482“ . ნასას სამეცნიერო ცენტრის მონაცემების მიხედვით, რომელიც პოტენციურად სახიფათო კომეტებსა და ასტეროიდებს იკვლევს, კოსმოსური სხეული 76 192 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს და დედამიწას 18 იანვარს 1,9 მილიონი კილომეტრის დაშორებით ჩაუფრენს.  ნასას პროგნოზით, „7482“ დედამიწას …

„ნუთუ არ მაქვს უფლება სიკვდილამდე ერთხელ ბათუმში გავიარო თავისუფლად“ – სააკაშვილის სასამართლო

დღეს, 13 იანვარს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება თბილისი საქალაქო სასამართლოში “საზღვრის კვეთის” საქმეზე. პროცესზე, რომელსაც თავად სააკაშვილიც ესწრება, ექსპრეზიდენტმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ბათუმზე, რომელსაც უწოდა თავის აშენებული. „სააკაშვილი რომ გახდა პრეზიდენტი, მე რომ გავხდი პრეზიდენტი, საქართველოს საზღვარი საერთოდ არ ჰქონდა. საქართველოს არ ჰქონდა არც სანაპირო კატარღები, ერთი ცალი კატარღა დადიოდა ამერიკელების …

აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით საქართველოში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ ორი …

აჭარის დაბლობში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით; მთაში თოვა და ქარბუქი – ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 იანვრის 21 საათიდან 14 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით ნალექი, მთაში თოვა, დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო  შიდამთიან რაიონებში: დღისით:  0 – 5 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა …

„დღეს მოვედით მერთან შეხვედრაზე და გვითხრეს, რომ მერი შვებულებაშია“ – რეზო ხარაზი

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მერიასთან ერთად სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც მოამზადებს საკითხებს საკრებულოს სხდომისთვის. საკრებულოს ენმ-ს წევრები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშაონ ასეთ ჯგუფში და დღეს მერთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მერი არ შეხვდათ. ოპოზიციონერი საკრებულოს წევრის, რეზო ხარაზის თქმით, მერი შვებულებაში გასულა. არჩილ ჩიქოვანის შვებულებაში გასვლას ბათუმის მერიის პრესსამსახურშიც ადასტურებენ. …

ხანძარი ბათუმში, ჭაობის დასახლებაში

ბათუმში, ჭაობის დასახლებაში, ვაჟა-ფშაველასა და ბესიკის ქუჩების გზაჯვარედინზე ხანძარია. ადგილზე უკვე იმყოფება სახანძრო სამსახური. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა კერძო სახლის დამხმარე ნაგებობას. ___ განახლება: ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

სკოლებში სწავლება 17 იანვარს განახლდება – დისტანციური სწავლება ამ სემესტრშიც დაუშვეს

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში და საბავშვო ბაღებში სწავლა შემდეგი ორშაბათიდან, ანუ 17 იანვრიდან განახლდება. კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე, სამინისტრომ ახალ სემესტრშიც დაუშვა დისტანციურად სწავლის შესაძლებლობა. დისტანციურად სწავლის მოსურნე ბავშვებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ამ მისამართზე სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. სარეგისტრაციო ველი დღეიდან უკვე გახსნილია. …

აჭარაში კოვიდის 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 13 იანვარი

13 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულია და მკურნალობას გადის 3 339 ადამიანი. აქედან საავადმყოფოებში მკურნალობს – 619, კოვიდსასტუმროებში -518, ონლაინ კლინიკაში [ანუ ბინაზე] – 2 202 . ბოლო 24 საათში აჭარაში კლინიკურად გაჯანმრთელდა – 141 პაციენტი. — 13 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 …

5 326 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 48 პაციენტი – კორონავირუსი საქართველოში

13 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 48 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 326 ახალი შემთხვევა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ – 979 235 , ბოლო 24 საათში – 5 326 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 922 411 , ბოლო 24 საათში – 3 044 მათ შორის გარდაცვლილი – 14 359 , ბოლო 24 საათში – 48 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 55 474, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 029, PCR ტესტით – 23 445 …

ბათუმში 6 კოვიდსასტუმრო დაამატეს – „ეპიდსიტუაციის დამძიმებას უნდა ველოდოთ“

ბათუმში, დამატებით 6 სასტუმროს მომსახურებაა შესყიდული, სადაც საკარანტინე ზონებია მოწყობილი. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ამ სასტუმროებთან ხელშეკრულებები ჯამში 850 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დეპარტამენტს უფლება აქვს ის ნებისმიერ დროს შეწყვიტოს. ხელშეკრულებების მიხედვით, ერთ ოთახში დეპარტამენტი სასტუმროებს 50 ლარს უხდის დღეში. აქედან 30 ლარს – კოვიდპაციენტის სამჯერადი კვებისთვის. „დღეის მდგომარებით, …

სტუდენტი სოფლიდან, რომელსაც 1 ლექციაზე დასასწრებად ყოველ კვირას ბათუმში უწევს ჩამოსვლა

ბსუ-ში არაერთი სტუდენტი ვერ ახერხებს ოფლაინ ლექციებს ინგლისურში საუნივერსიტეტო სივრცეში დაესწროს, რადგან სოფელში ცხოვრობენ. სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან ამბობენ, რომ დიდთოვლიანი ზამთრის გამო მეტად გართულდა სოფლიდან ქალაქში ყოველ კვირა ჩასვლას ერთ ან ორ ლექციაზე დასასწრებად. ამასთან, ძალიან გაიზარდა მგზავრობის ღირებულებაც. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები ჰიბრიდულად სწავლობენ. ზეინაბ კახაძე, ბსუ-ს პირველი კურსის ბიზნესადმინისტრირების სტუდენტი ხულოს …

ბათუმის გარეგანათებისთვის 29 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი 6 წლით

გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლოატაციის მომსახურებას ბათუმის მერია ამჯერად 6 წლით, 2027 წლის ჩათვლით შეისყიდის. თუმცა, პარალელურად, მიმწოდებელმა ქალაქში არსებული გარე განათება LED სანათებით უნდა ჩაანაცვლოს. სატენდერო თანხა 29 859 061 ლარია. ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. პირობის მიხედვით, მიმწოდებელის [ტენდერში გამარჯვებულის] მიერ, სანათების მონტაჟის სამუშაოები უნდა განხორციელდეს 365 დღის განმავლობაში ხელშეკრულების გაფორმებიდან, …

„ღამით შიშით ვიღვიძებ, ლოდის ქვეშ ხომ არ მოვყევი-მეთქი“ – სმენისარმქონე ცოლ-ქმრის ამბავი

69 წლის ვერა ჯიჯავაძე და 75 წლის არმენ აკოპიანი უკვე რამდენიმე ათეული წელია ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე  #61 კორპუსში, მე-2 სართულზე ცხოვრობენ. დაახლოებით ერთი წელია სმენისარმქონე ცოლ-ქმრის ბინაში ბზარები ჩნდება და იმატებს. მათ ჰგონიათ, რომ ეს კორპუსის პირველ სართულზე მდებარე აფთიაქში საყრდენი კედლების მოშლამ გამოიწვია. „გამოტეხვა რომ დაიწყეს, ისეთი ხმა იყო, არმენი ჩავიდა და ანიშნებდა, …

ოთარ დიასამიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

ოთარ დიასამიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ოთარ დიასამიძე პროფესიით იურისტია და აქამდე აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. ოთარ დიასამიძის თქმით, ახალი წლიდან შეუდგა ახალ სამსახურში საქმიანობას. ახალ წლამდე ამ პოზიციაზე თორნიკე კუჭავა მუშაობდა. ოთარ დიასამიძე აცხადებს, რომ მას ახალ თანამდებობაზე მუშაობა თორნიკე რიჟვაძემ [აჭარის …

რა გააიაფებს წამალს საქართველოში? – კონკურენციის სააგენტოს 13 რეკომენდაცია

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, მედიკამენტების თვითღირებულება ლარში წინა წლებთან შედარებით გაზრდილია 41%-ით, ხოლო ამერიკულ დოლარში 7%-ით. სააგენტოს რეკომენდაციების მიხედვით, წამლებზე ფასის შემცირებას რამდენიმე ფაქტორი შეუწყობს ხელს – ეს არის გენერიკული რეცეპტების გამოწერა, ასევე ფარმაცევტს დაევალოს, შესთავაზოს მოხმარებელს სულ მცირე 3 ყველაზე დაბალი ფასის მქონე მედიკამენტი და ევროპის ქვეყნების ტიპის მსგავსი …

რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში ბათუმში სადარბაზოს ნგრევაზე და დაკავებული მუშების ახლობლების აქცია

დღეს, 12 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს იმ მუშების ახლობლებმა, რომლებიც 8 ოქტომბერს ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულები არიან მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები. დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, დაღუპულების ახლობლებს, რომლებიც ასევე სასამართლოსთან არიან, სამძიმარი გამოუცხადეს. დღეს ამ საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა გაიმართება – სურმანიძეების ადვოკატის, მზია დიასამიძის თქმით, ისინი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ …

აჭარაში კოვიდის 638 ახალი შემთხვევაა – 12 იანვარი

აჭარაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 638 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 12 იანვრის დილის მდგომარეობით აჭარაში საავადმყოფოებში მკურნალობს 609 პაციენტი; აქედან 123 მძიმე პაციენტია; ხოლო 42 იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. ამ დროისთვის 466 ადამიანია მოთავსებული აჭარის კოვიდსასტუმროებში. — 12 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 47 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა …

გარდაიცვალა 47, დადასტურდა 5 596 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

12 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 47 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 596 ახალი შემთხვევა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 973 909 , ბოლო 24 საათში – 5 596 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 919 367 , ბოლო 24 საათში – 2 946 მათ შორის გარდაცვლილი – 14 311 , ბოლო 24 საათში – 47 დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – …

2,4 მილიონი ლარი „მაკდონალდსთან“ ახალი სკვერის მოსაწყობად ბათუმში

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, მერია ახალ სკვერს მოაწყობს. სკვერის მოსაწყობად ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტიდან 2 497 388 ლარამდე დაიხარჯება. აღნიშნული თანხით ელექტრონული ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. სკვერის მოწყობა, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 5 თვეში უნდა დასრულდეს. სკვერში შადრევანი და საბავშვო ატრაქციონებიც განთავსდება. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 …

თინას ბრძოლა – ჯარისკაცობიდან ცხოველთა უფლებების დაცვამდე I VIDEO

თინა დიასამიძე საკუთარ თავს ცხოველების უფლებადამცველს უწოდებს. სწორედ მან იპოვა ბათუმის ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე, მაიაკოვსკიზე ფეხებშეკრული, ახალშობილი ხბო, რომელიც ტომარაში ჰყავდათ მოთავსებული. თინას თქმით, ხბო ამ მდგომარეობაში ორ საათზე მეტ ხანს იყო. ბოლოს თინა დიასამიძემ საპატრულო პოლიცია გამოიძახა და ხბო სახლში წაიყვანა. „ბათუმში ვცხოვრობ, კერძო სახლი მაქვს. ახლა ხბო ეზოში მყავს. სახლს ვუშენებ. ვუმკურნალებ. მერე …

28 წლის მამა თავის შვილზე – 6 წლისაა და ოთხჯერ გაუკეთდა შუნტირება

28 წლის ცოლ-ქმარს ხულოდან ორი შვილი ჰყავთ. უფროსი შვილი, საბა, დაბადებიდან ებრძვის მძიმე დაავადებას – ჰიდროცეფალიას. ბავშვის მამა, მერაბი ამბობს, რომ თავის პატარა ოჯახთან ერთად სოფელ ფაჩხაში, ახლობლის სახლში ცხოვრობს. საბა ზანდარაძე 16 იანვარს გახდება ექვსი წლის. მამას სურს, შვილს თურქეთში უმკურნალოს, რისთვისაც თანხას აგროვებს. ამბობს, რომ ამისთვის დაახლოებით 50 ათასი ლარი სჭირდება. დაზუსტებულ თანხას …

თურქმა ბიზნესმენმა ძროხებს VR-სათვალე გაუკეთა მეტი რძის მისაღებად

თურქული მედიის ცნობით, იზეთ ქოჩაკმა, რომელიც აქსარაიში მესაქონლეობით არის დაკავებული, ძროხების რძის მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, თავის ძროხებს ვირტუალური რეალობის სათვალე გაუკეთა და დადებითი შედეგიც მიიღო – რძის მოსავლიანობა გაიზარდა. იზეთ ქოჩაკმა მეცხოველეობის ბიზნესი 2018 წელს წამოიწყო და ახლა 180 სული პირუტყვი ჰყავს. ის ამბობს, რომ ძროხებს მუსიკას ასმენინებს და ახლა უკვე ჭამის დროს ვირტუალურ რეალობის …

200-ლარიანი წახალისება კოვიდვაქცინაზე იანვრის ბოლომდე გრძელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრის ბოლომდე გრძელდება 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება იმ პირთა მიმართ, ვინც კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება – ამის შესახებ დღეს, 11 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს. მთავრობის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ ასევე იმსჯელა საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად საკარანტინო ვადების შემცირებასთან დაკავშირებით და ამ თემაზე შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლეს დღეებში იქნება მიღებული. კვლავ ძალაში რჩება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, შეძლებისდაგვარად …

ემზარ პაქსაძე აჭარის კმდს-ის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ემზარ პაქსაძე ამავე სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. 2020 წლიდან დღემდე ემზარ პაქსაძე „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსად მუშაობდა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მორიგი საკადრო ცვლილებები გასული წლის ნოემბერში დაიწყო – სააგენტოში ზაურ ახვლედიანი დააბრუნეს, როგორც მოვალეობის შემსრულებელი. მან ოლეგ ბოლქვაძე ჩაანაცვლა, …

თოვლი და წვიმა – 13 იანვრიდან მოსალოდნელი ამინდი ბათუმსა და აჭარის მთაში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 იანვრის 21 საათიდან 12 იანვრის 21 საათამდე, აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13 იანვრიდან კი, რეგიონის სანაპირო ზოლში დროგამოშვებით წვიმა და მთაში თოვაა მოსალოდნელი. 12 იანვარს აჭარაში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა კი სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 3 …

აჭარაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 11 იანვარი

11 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ამ დროისთვის აჭარაში: საავადმყოფოებში მკურნალობს – 599 მძიმე პაციენტია – 130 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 39 პაციენტი. აჭარის კოვიდსასტუმროებში ამ დროისთვის 426 პაციენტი მკურნალობს. — 11 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 46 პაციენტი გარდაიცვალა; …

46 გარდაცვლილი და 5 486 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

11 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 46 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 486 ახალი შემთხვევა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 968 313 , ბოლო 24 საათში – 5 486 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 916 421 , ბოლო 24 საათში – 2 893 მათ შორის გარდაცვლილი – 14 264 , ბოლო 24 საათში – 46 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 57 546, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 39 284, PCR ტესტით – 18 262 …

თვეში 100 ათასი ლარი იხარჯება ავარიული სახლებიდან გაყვანილი ოჯახების ბინის ქირაში

ბათუმში, ავარიული სახლებიდან, 2022 წლის 10 იანვრის მონაცემებით, 201 ოჯახია გაყვანილი, რომლებსაც ბინის ქირას მერია ქალაქის ბიუჯეტიდან უხდის. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გაყვანილი ოჯახებისა და მათთვის ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა განსხვავებულია, თუმცა, 2021 წლის დეკემბრის თვეში, ამ თანხამ ჯამში, დაახლოებით 103 ათასი ლარი შეადგინა. ოჯახები, სახლების ავარიულობის გამო [ასევე 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად] …

ოქროს გლობუსი 2022-ის გამარჯვებულები – სია

დღეს, 9 იანვარს [საქართველოს დროით 10 იანვარს], ოქროს გლობუსი რიგით 79-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კოვიდპანდემიის გამო 2022 წლის ცერემონიაზე არ ყოფილა არც წითელი ხალიჩა და არც მსახიობები გამოჩენილან კამერების წინაშე – უცხოური პრესის ასოციაციამ გამარჯვებულები ტვიტერის საშუალებით დაასახელა.  

Exit mobile version