მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე

13.04.2022
ახალი მონაცემები რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 19 800 ადამიანი
  • ტანკი – 739 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 964 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 358 ერთეული
  • MLRS – 115 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 64 ერთეული
  • თვითმფრინავი – 158 ერთეული
  • ვერტმფრენი – 143 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 429 ერთეული
  • გემი/ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 132
  • სპეციალური აღჭურვილობა – 25
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 აპრილამდე სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 130 თვითმფრინავი
  • 99 შვეულმფრენი
  • 447 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 169 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 244 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 243 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 931 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 076 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, სტამბოლის მოლაპარაკებებზე უკრაინამ და რუსეთმა შეთანხმების „გარკვეულ დონეს“ მიაღწიეს, საიდანაც უკრაინულმა მხარემ შემდეგ უკან დაიხია.

დღეს, 13 აპრილს, ლიეტუვის, პოლონეთის, ესტონეთისა და ლატვიის პრეზიდენტები კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავლენ.

დღესვე, უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც. ფეიბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ ის მზადაა უკრაინაში ვიზიტისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ქმედებები გენოციდად შეაფასა.

ამავე თემაზე:

უკრაინის „რკინის გენერალი“ – გმირი, რომელიც ვარსკვლავი არ არის

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: