მთავარი,სიახლეები

ბუჩასა და იაგიდნეში ჟურნალისტების ცხედრები იპოვეს

14.04.2022
ბუჩასა და იაგიდნეში ჟურნალისტების ცხედრები იპოვეს

ბუჩასა და იაგიდნეში რუსული ჯარების გასვლის შემდეგ ორი ჟურნალისტის – რომან ნეჟიბორეცისა და ზორესლავ ზამოისკის ცხედრები იპოვეს.

რომან ნეჟებორეცის ცხედარი ადგილობრივებმა კიევიდან 140 კილომეტრში მდებარე სოფელ იაგიდნეში აღმოაჩინეს, ზორესლავ ზამოისკის კი – ბუჩაში.

რუსმა სახედროებმა სოფელი იაგიდნე 5 მარტს დაიკავეს. იქ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა რომანიც, რომელმაც ქალაქი ჩერნიგოვი 24 თებერვალს დატოვა და თავი სოფელს შეაფარა. კერძო ტელეკომპანია „დიტინეცის“ დირექტორის, ტატიანა ზდორის თქმით, რომან ნეჟებორეცი არხისთვის იაგიდნედან მუშაობდა მანამ, სანამ სოფელს რუსი სამხედროები დაიკავებდნენ.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი წერს, რომ ოკუპაციის დღეს რომანი ცდილობდა გადაღებული მასალები გადაერჩინა. ის რუსმა სამხედროებმა სწორედ მაშინ დაიჭირეს, როდესაც დედას დაურეკა და სთხოვდა, მისი კოლეგებისთვის მიეწვდინა ხმა.

6 აპრილს, როდესაც რუსეთის ჯარები გავიდნენ, სოფელში, საერთო სამარხში, უკრაინელმა მოხალისეებმა ჟურნალისტის ხელებშეკრული ცხედარი იპოვეს. მას მუხლები ჰქონდა დაცხრილული. რომანის ოჯახი ფიქრობს, რომ ის 5-9 მარტის დღეებში მოკლეს.

ზორესლავ ზამოისკის ცხედარი ბუჩის მცხოვრებლებმა ქუჩაში იპოვეს. ვებსაიტ „გრომადა პრიირპინიას“ დამფუძნებლის, ირინა ფედოროვის ინფორმაციით, ზამოისკი მისი გამოცემისთვის ბუჩიდან და ირპენიდან ფრილანსერად მუშაობდა. ჟურნალისტი აქტიურად აშუქებდა ომს ფეისბუკის პერსონალურ გვერდზეც. მისი ბოლო პოსტი 4 მარტით თარიღდება.

რუსულმა ძალებმა ბუჩა 27-31 მარტის დღეებში დაიკავეს. 12 აპრილს კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პავლიუკმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ოკუპაციის პერიოდის 400-ზე მეტი მოქალაქე მოკლეს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: