სოფელ განთიადში ხანძარია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სოფლის მიმდებარედ ეკალ-ბარდი იწვის. სახანძრო სამსახურის პრესცენტრში აცხადებენ, რომ სახანძრო ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ხანძრის ჩაქრობაზე მუშაობენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძარი დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს არ არის. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, რა ტერიტორიასაა ხანძარი მოდებული.
Category Archives: მთავარი
რატომ ადგენენ ყინულის არენის და საცურაო აუზის პროექტის სავარაუდო ფასს ხელახლა
ბათუმში ყინულის არენის დასრულების და ახალი საცურაო აუზის მოწყობის პროექტისთვის საჭირო სავარაუდო ღირებულების დასადგენად აჭარის პროექტების მართვის კომპანია ბაზარს ხელახლა იკვლევს. კომპანიამ, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, სავარაუდო ღირებულება 2021 წლის აგვისტოშიც დაადგინა, თუმცა კონკურსი, დოკუმენტაციის შესყიდვაზე, აღარ გამოუცხადებია. როგორც აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში გვითხრეს, პროცედურები დროში გაიწელა და აგვისტოში დადგენილი ფასებით იანვარში კონკურსს ვერ გამოაცხადებდნენ. შესაბამისად, …
Continue reading “რატომ ადგენენ ყინულის არენის და საცურაო აუზის პროექტის სავარაუდო ფასს ხელახლა”
სახურავები, ლიფტები, კანალიზაცია ეზოებში – რომელ სახლებზე გეგმავს ბათუმის მერია სამუშაოებს
ბათუმის ბიუჯეტში 2022 წელს პროგრამისთვის – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“ – 6 246 022 ლარია გათვალისწინებული. აქედან, 25 122 ლარი იქნება ამხანაგობების მიერ გადასახდელი თანხა თანადაფინანსების ფარგლებში, ხოლო დანარჩენი უშუალოდ ბიუჯეტის სახსრებია. ამ პროგრამის ფარგლებში რემონტდება მრავალბინიანი სახლების სახურავები, ფასადები, ლიფტები, კანალიზაციის სისტემები ეზოებში და ასევე ტარდება საერთო ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები. პროგრამას …
აჭარაში პირუტყვის დაკვლისა და ხელოვნური განაყოფიერების თანადაფინანსების თანხა გაიზარდა
აჭარაში ფერმერების მიერ სახელმწიფოს ლიცენზირებულ სასაკლაოებზე რქოსანი პირუტყვის დაკვლისა და ხელოვნური განაყოფიერების ღირებულების თანადაფინანსება 2022 წელშიც გაგრძელდება. სუბსიდიისთვის აჭარის ბიუჯეტიდან წელს 158 ათას 20 ლარია გამოყოფილი. ფერმერს 1 კგ ხორცზე [ტან-ხორცის წონა] ბიუჯეტიდან 56 თეთრს გადაუხდიან. პროგრამის ფარგლებში 251 000 კილოგრამი ხორცის სუბსიდია იგეგმება. „პროგრამა ითვალისწინებს ფერმერის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის 80 პროცენტიან …
დიდაჭარაში ისტორიის მასწავლებელი, რომელიც ფუნდამენტალისტებს თივაში დაუმალეს
მიშა ბოცვაძე ისტორიის მასწავლებელი იყო თბილისიდან და ის დიდაჭარაში გახსნილ პირველ ქართულ სკოლაში ასწავლიდა. არსებობს ზეპირი გადმოცემა, რომ ისტორიკოსს დიდაჭარიდან გაძევებას უპირებდნენ ფუნდამენტალისტები. თუმცა მიშა დიდაჭარლებმა საბძელში, თივაში დამალეს. “სოფელ დიდაჭარაში პირველი ქართული სკოლა ოროთახიან შენობაში 1924 წელს გაიხსნა. ისტორიის მასწავლებლად თბილისიდან მოიწვიეს მიშა ბოცვაძე, რომელსაც ძალიან შეუყვარდა ხულო, სოფელი დიდაჭარა და დიდაჭარლები. ამ სოფლის …
Continue reading “დიდაჭარაში ისტორიის მასწავლებელი, რომელიც ფუნდამენტალისტებს თივაში დაუმალეს”
„ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც შეამცირებს მედიკამენტების ფასებს“ – ღარიბაშვილი
„მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ჩვენ ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს“ – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს, 10 იანვარს. პრემიერის დღევანდელი განცხადებით, მთავრობა აპირებს გახსნას თურქეთის ბაზარი: „ჩვენ ასევე ვაპირებთ გავხსნათ თურქეთის ბაზარი. თურქეთი შემოვიდეს მაღალი ხრისხის მედიკამენტებით, რაც ჩვენი პროგნოზით ძალიან გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე. გარდა ამისა ჩვენ ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, …
საქართველოში ომიკრონის 816 დადასტურებული შემთხვევაა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 816 შემთხვევა. ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, მსოფლიოში COVID-19-ის ამ ახალი შტამის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. დინამიკა მზარდია საქართველოშიც. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ომიკრონი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება და გარკვეულწილად, იმუნიტეტის გვერდის ავლა ახასიათებს. დარგის სპეციალისტების მიერ ახალ შტამზე დაკვირვება აქტიურად მიმდინარეობს …
Continue reading “საქართველოში ომიკრონის 816 დადასტურებული შემთხვევაა”
აჭარაში კოვიდის 336 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი – 10 იანვარი
აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 336 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 6 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში 10 იანვრის დილის მდგომარეობით, საავადმყოფოებში მკურნალობს 595 პაციენტი, აქედან 133 მძიმე პაციენტია; 42 კი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აჭარის კოვიდსასტუმროებში 402 ადამიანი მკურნალობს. — 10 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. …
2 953 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 ადამიანი – კორონავირუსი საქართველოში
10 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსის 2 953 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა სულ – 962 827 , ბოლო 24 საათში – 2 953 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 913 528 , ბოლო 24 საათში – 1 085 მათ შორის გარდაცვლილი – 14 218 , ბოლო 24 საათში – 31 ბოლო 24 საათში …
Continue reading “2 953 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 ადამიანი – კორონავირუსი საქართველოში”
რაში დაიხარჯება 3 მილიონი ლარი წელს ბიუჯეტიდან – კოვიდის მართვა აჭარაში
ახალი კორონავირუსის [COVID-19-ის] შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, აჭარის 2022 წლის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს თანხა, ძირითადად, საკარანტინე სივრცეების მოწყობას მოხმარდება, ხოლო პროგრამას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი განახორციელებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2021 წელს არსებულ საკარანტინე სივრცეებში [კოვიდსასტუმროებში] შესაბამისი მომსახურება გაეწია 5 250-მდე პირს. 2022 წელს კი კოვიდსასტუმროებში 3 750 პირის განთავსებას ვარაუდობენ. პროგრამაში …
Continue reading “რაში დაიხარჯება 3 მილიონი ლარი წელს ბიუჯეტიდან – კოვიდის მართვა აჭარაში”
კომპანია ბათუმის თევზის ბაზართან ქიმიური პროდუქტების დასაწყობებას გეგმავს
ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „კარგო პარსელი“ მშრალი ტვირთების ღია სასაწყობო მეურნეობას ამუშავებს, სადაც სხვადასხვა სახის მშრალი ტვირთების მიღება-დასაწყობება და საბაჟო ოპერაციებში მოქცევა მიმდინარეობს. კომპანია ამჯერად ამავე ტერიტორიაზე წიაღისეული საწვავის, ნავთობპროდუქტების და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობასაც გეგმავს. ახალი საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიამ გარემოს დაცვის სამინისტროს სკოპინგის ანგარიშით მიმართა. ანგარიშის მიხედვით, „საქმიანობის განხორციელებისთვის შერჩეული ტერიტორია …
Continue reading “კომპანია ბათუმის თევზის ბაზართან ქიმიური პროდუქტების დასაწყობებას გეგმავს”
ქართული წარმოშობის თურქი ბათუმზე – ჩემთვის 1 დღით ცხოვრებაც საკმარისია ამ ქალაქში
ავტორი: ოლგუნ სარიმუსტაფაოგლუ მე ოლგუნი ვარ. დავიბადე ქალაქ რიზეში – მრავალშვილიანი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ვარ. შავი ზღვის სანაპიროზე გავიზარდე, თუმცა ახლა სტამბულში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ამის მიუხედავად, სარკეში რომ ვიხედები, ჩემს წინ ნამდვილად ქართველ კაცს ვხედავ. დედაჩემის ბაბუა ბათუმელი იყო. თურქეთში ემიგრაციაში წასვლა მას მოუწია. სწორედ ამიტომ ბათუმი ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო და თითქმის ყოველწლიურად …
Continue reading “ქართული წარმოშობის თურქი ბათუმზე – ჩემთვის 1 დღით ცხოვრებაც საკმარისია ამ ქალაქში”
“ზოგჯერ მეზობელთან გადავდივარ გასათბობად” – მარტოხელა დედა შეშას ითხოვს
43 წლის ეთერ ფარტენაძე „ოცნების ქალაქში“ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ქოხში, რომელსაც თავს აფარებს, წელს ცეცხლი არ დაუნთია – „პატარა „პლეტა“ მაქვს და იმით ვთბები, ზოგჯერ ვრთავო“. ქოხის ფარღალალა, ხის კედლები კი სიცივეს ნამდვილად ვერ აკავებს. ეთერის თქმით, გასული ზამთარი ბათუმის მერიის მიერ მიცემული შეშით გადაიტანა. წელს კი მისთვის შეშა ვერ გამონახეს. ვერც …
Continue reading ““ზოგჯერ მეზობელთან გადავდივარ გასათბობად” – მარტოხელა დედა შეშას ითხოვს”
რომელ გზებს შეაკეთებენ წელს აჭარის სოფლებში 29 მილიონ ლარად – ჩამონათვალი
აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში გზის მონაკვეთების სარეაბილიტაციოდ აჭარის 2022 წლის ბიუჯეტში 29 მილიონ 10 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ თანხით დაფინანსებულია ქვეპროგრამა – საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – რომელსაც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. ნახეთ, კონკრეტულად, რომელ მუნიციპალიტეტში გზის რომელი მონაკვეთების რეაბილიტაციას გეგმავს დეპარტამენტი: აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს 2022 წლის 9 იანვრის მდგომარეობით ტენდერები …
Continue reading “რომელ გზებს შეაკეთებენ წელს აჭარის სოფლებში 29 მილიონ ლარად – ჩამონათვალი”
ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება – უახლოესი დღეების პროგნოზი
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 იანვრის 21 საათიდან 10 იანვრის 21 საათამდე, ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო ღამით: …
Continue reading “ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება – უახლოესი დღეების პროგნოზი”
აჭარაში კორონავირუსის 474 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი – 9 იანვარი
9 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში, კორონავირუსის 474 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 1 პაციენტი. აჭარაში ამ დროისთვის ვირუსზე მკურნალობს 2601 პაციენტი. აქედან კლინიკებში – 563, კოვიდსასტუმროებში – 340 , ონლაინ კლინიკაში [ანუ, ბინაზე] – 1698. ბოლო 24 საათში აჭარაში კლინიკურად გამოჯანმრთელდა – 147 ადამიანი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად აჭარაში ამ დროისთვის მძიმე …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 474 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი – 9 იანვარი”
საქართველოში კოვიდით 31 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 842 ახალი შემთხვევა
9 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 3 842 ახალი შემთხვევა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 000 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 147 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 853 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში …
Continue reading “საქართველოში კოვიდით 31 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 842 ახალი შემთხვევა”
გარემოსდაცვის განმარტება ბათუმში გაზის მძაფრი სუნის გავრცელებაზე
დღეს, 8 იანვარს, ბათუმში ნავთობის გაზის მძაფრი სუნი გავრცელებიდან დაახლოებით სამ საათში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან „ბათუმელებს“ წერილობით შემდეგი აცნობეს: „გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში, მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე საქმისწარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ ზღვის დაბინძურების ფაქტი არ გამოვლინდა. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების …
Continue reading “გარემოსდაცვის განმარტება ბათუმში გაზის მძაფრი სუნის გავრცელებაზე”
რატომ დგას ბათუმში გაზის სუნი
დაახლოებით 19:00 საათიდან, ბათუმში გაზის მძაფრი სუნი გავრცელდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. კერძო პირებს კი კომპანიამ წერილობით აცნობა, რომ ეს სუნი „საწვავის დაცლასთან“ არის დაკავშირებული. ბათუმის პორტის „სადისპეჩეროში“ კი „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ეს მართლაც ნავთობის გაზის სუნია. „ნედლი ნავთობის სუნია. პორტში უზარმაზარი გემია და ნედლი ნავთობით იტვირთება. არის შემთხვევა, როდესაც …
პედაგოგების ხელფასები 100 ლარით იზრდება – სტატუსის დანამატი I მინისტრის ბრძანება
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში, 2021 წლის 30 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით, მასწავლებლები მიმდინარე წლის იანვრიდან გაზრდილ დანამატებს მიიღებენ. დადგენილებაში შეტანილი ახალი ცვლილებით, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა: უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 670 ლარით [იყო 570]; წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1050 ლარით [იყო 950]; მენტორის …
Continue reading “პედაგოგების ხელფასები 100 ლარით იზრდება – სტატუსის დანამატი I მინისტრის ბრძანება”
თვითმფრინავი ქარის გამო ვერ ახერხებს დაფრენას – ბათუმის აეროპორტი
ბათუმის აეროპორტში თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, როგორც აეროპორტში გვითხრეს, ქარის გამო ვერ ახერხებს დაფრენას. „საგანგაშო არაფერია, თვითმფრინავი ამ წუთებში [12:30 სთ] ცდილობს დაფრენას“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. განახლება: აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტში ბორტი ვერ დაჯდა და ტრაპზონში გაფრინდა. მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
გასულ დღე-ღამეში კოვიდით 28 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 622 ახალი შემთხვევა
8 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 2 622 ახალი შემთხვევა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 597 შემთხვევა, აჭარა – 343, იმერეთი – 179, ქვემო ქართლი – 84, შიდა ქართლი – 111, გურია – 48, სამეგრელო – …
აჭარაში კოვიდის 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი – 8 იანვარი
8 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში რეგიონში ვირუსისგან 5 ადამიანი გარდაიცვალა. აჭარაში დღევანდელი მონაცემებით მკურნალობას გადის 2354 ადამიანი. აქედან კლინიკებში – 557, კოვიდსასტუმროებში – 279 , ონლაინ კლინიკაში [ანუ ბინაზე] – 1518 . ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა – 204 პაციენტი. — 8 იანვრის დილის მონაცემებით, …
ევროკავშირისა და ნატოს დროშების შებღალვა 21 იანვრიდან დასჯადია
საქართველოს კანონი, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, ნატოს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის სასჯელს ითვალისწინებს, 2022 წლის 21 იანვრიდან შევა ძალაში. ამავე კანონით, ფიზიკური პირი დაისჯება საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვისთვისაც, რომელ სახელმწიფოსთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანის შესახებ კანონი 2022 …
Continue reading “ევროკავშირისა და ნატოს დროშების შებღალვა 21 იანვრიდან დასჯადია”
მგზავრობის 70 თეთრამდე გაზრდისთვის ბათუმში 6 შპს დავაჯარიმეთ – მუნიციპალური ინსპექცია
მგზავრობის ტარიფის თვითნებურად გაზრდისთვის ბათუმში 2022 წელს ის 6 კომპანია დააჯარიმეს, რომლებსაც ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა აქვს. „ექვსივე შპს დავაჯარიმეთ 100-100 ლარით. გაფრთხილებულებიც არიან და თუ გააგრძელებენ მგზავრებისთვის 70 თეთრის გადახდევინებას, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, – გვითხრეს დღეს ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა ოფიციალურად ისევ 50 თეთრი ღირს. თუმცა, ბევრი მძღოლი …
ვინ მიიღებს იანვრიდან თვეში 100 ლარს – ვეტერანები და სხვები
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით, 2022 წლის იანვრიდან იზრდება ზოგიერთი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა და ყოველთვიურად, 22 და 44 ლარის ნაცვლად, იქნება 100 ლარი. მაგალითად, იზრდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე და მასთან გათანაბრებულ პირზე, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ შშმ პირებზე, თავდაცვის ძალების ვეტერანებზე და სხვებზე სახელმწიფოს მიერ გასაცემი სუბსიდია. კონკრეტულად: [checklist] …
Continue reading “ვინ მიიღებს იანვრიდან თვეში 100 ლარს – ვეტერანები და სხვები”
სად შეიძლება მიმოქცევიდან ამოღებული ბანკნოტების გადაცვლა
2022 წლის 1-ლი იანვრიდან საგადამხდელო საშუალებად აღარ გამოიყენება მხოლოდ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტები, რომლებზეც მითითებულია გამოშვების წელი – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ]. ეროვნული ბანკის განცხადებით, „2002 წლიდან დღემდე გამოშვებული ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტი გადახდის კანონიერი საშუალებაა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, შეუფერხებლად მიიღოს და განახორციელოს ანგარიშსწორება ამ ბანკნოტებით“. ამასთან, …
Continue reading “სად შეიძლება მიმოქცევიდან ამოღებული ბანკნოტების გადაცვლა”
29 საჯარო სკოლში მზის პანელებს დაამონტაჟებენ – ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლაში მზის მიკრო ელექტროსადგურების პანალები უნდა დაამონტაჟონ. მომსახურების შესყიდვაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 349 645 ლარია. პანელების მონტაჟი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერის პირობის მიხედვით, „ამ ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები [მოწოდების ვადა განისაზღვრა მსგავსი …
Continue reading “29 საჯარო სკოლში მზის პანელებს დაამონტაჟებენ – ქედა”
ბსუ-ს პროფესორი ელგუჯა მაკარაძე გარდაიცვალა
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ელგუჯა მაკარაძე გარდაიცვალა. ელგუჯა მაკარაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი კოლეგები ავრცელებენ. ელგუჯა მაკარაძე ბსუ-ში 1991 წლიდან საქმიანობდა. 2005-2012 წლებში კი მე-6 და მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო. ელგუჯა მაკარაძე გუშინ, 6 იანვარს გარდაიცვალა. ის 58 წლის იყო.
ლექსო ლაშქარავა UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში დაამატა
UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტთა სიაში დაამატა. საუბარია 2021 წელს მსოფლიოში მოკლული 55 ჟურნალისტის სიაზე. ამავე სიაში ნათქვამია, რომ ლაშქარავას სიაში შეყვანა ახალი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. აქვე, წერია, რომ ლექსო ლაშქარავას დაღუპვაზე ჯერჯერობით არ არსებობს პასუხი საქართველოს მხრიდან. „მოვუწოდებ [საქართველოს] ხელისუფლებას, რათა მათ უზრუნველყონ, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გამოძიბეა იყოს სრულფასოვანი და გამჭვირვალე,“ – ამბობდა …
Continue reading “ლექსო ლაშქარავა UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში დაამატა”
საქართველოში ომიკრონის 600 შემთხვევაა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 6 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 600 შემთხვევა. 7 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 46 ადამიანი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 4 234 ახალი შემთხვევა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6 იანვრის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 2 536 824 აცრა: სულ მცირე 1 …
კოვიდის 495 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში, გარდაიცვალა 3 პაციენტი
გასულ დღე-ღამეში აჭარაში კორონავირუსის 495 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 3 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 7 იანვრის დილის მდგომარეობით, აჭარაში 2 190 ადამიანი მკურნალობს. აქედან 529 საავადმყოფოში, 288 – კოვიდსასტუმროში, ხოლო 1 373 მკურნალობს ბინაზე. —- 7 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 46 ადამიანი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის …
Continue reading “კოვიდის 495 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში, გარდაიცვალა 3 პაციენტი”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 იანვრის 21 საათიდან 8 იანვრის 21 საათამდე, ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას”
46 გარდაცვლილი და 4 234 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში
7 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 46 ადამიანი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 4 234 ახალი შემთხვევა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 249 შემთხვევა, აჭარა – 495, იმერეთი – 457, ქვემო ქართლი – 164, შიდა ქართლი – 199, გურია – 147, სამეგრელო – ზემო სვანეთი – …
Continue reading “46 გარდაცვლილი და 4 234 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში”
შობის დღესასწაული ბათუმის საკათედრო ტაძარში
7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა მიმდინარეობს. შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. ტრადიციისამებრ, 7 იანვარს, ბათუმის ქუჩებში მრევლის მსვლელობა – ალილო იმართება. „ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით … მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილენ ყოვლადაუცილებელი, …
Continue reading “შობის დღესასწაული ბათუმის საკათედრო ტაძარში”
დათოვლილი ღამის დიდაჭარა – ფოტოამბავი
წელს აჭარის მთებში, განსაკუთრებით კი ხულოს სოფლებში დიდი თოვლი მოვიდა. სოფლები უკვე რამდენიმე დღეა პრაქტიკულად მოწყვეტილია გარესამყაროს – ტრანსპორტით გადაადგილება ჭირს. ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგიაც შეფერხებით მიეწოდება. დათოვლილი ღამის დიდაჭარა – ავთო შერვაშიძის ფოტორეპორტაჟი