მთავარი,სიახლეები

გერმანიის პრეზიდენტს კიევში უნდოდა ჩასვლა, თუმცა ზელენსკიმ ეს არ ისურვა

12.04.2022 • 4249
გერმანიის პრეზიდენტს კიევში უნდოდა ჩასვლა, თუმცა ზელენსკიმ ეს არ ისურვა

გერმანული მედია წერს, რომ გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს უნდოდა უკრაინაში, კიევში ჩასულიყო პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჟეი დუდასთან ერთად, მაგრამ ეს არ ისურვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ინფორმაცია დღეს, 12 აპრილს გაავრცელა გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“. მოკლე ხანში კი, როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ინფორმაცია თავად შტაინმაიერმაც დაადასტურა.

გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა კიევმა უარყო მის მიერ შეთავაზებული ვიზიტი უკრაინაში.

გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი ამჟამად პოლონეთში, ვარშავაში იმყოფება. „დოიჩე ველე“ წერს, რომ იგი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად  გეგმავდა უკრაინაში ვიზიტს.

„როგორც ჩანს, ეს არ სურდათ კიევში“, – შტაინმაიერის ამ ციტატას „დოიჩე ველე“ აქვეყნებს .

კიევის უარის სავარაუდო მიზეზი შტაინმაიერის კავშირებია რუსეთთან და ის როლი, რომელიც მან შეასრულა, როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პუტინის რუსეთისა და გერმანიის დაახლოების საქმეში.

გერმანიის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო კრემლის გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დაწყების შესახებ.

„მე დავინახე ცვლილებები რუსულ პოლიტიკაში, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ვლადიმირ პუტინის რაციონალურობის ნარჩენების იმედი მაინც მქონდა“, – თქვა მან.

ამავე თემაზე: 

გერმანიის პრეზიდენტი პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ ტრიბუნალს ითხოვს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: