პირველკლასელთა რეგისტრაციაში სამინისტრომ ცვლილება შეიტანა

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, 2026-2027 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში, პირველ კლასში რეგისტრაციას 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომლებსაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი“ – ამბობს გივი მიქანაძე. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 268 520 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +790. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 718 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 24 131 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 37 842 ერთეული …

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 7 მარტს დაიწყება

საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 7 მარტს დაიწყება და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მოსწავლეები სკოლაში 16 მარტს უნდა გამოცხადდნენ. რაც შეეხება სააღდგომო უქმე დღეებს, წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს, აღდგომის წინა და შემდეგი დღე, ოფიციალურად, დასვენების დღეებია, შესაბამისად სკოლაში არდადეგები 9 აპრილს დაიწყება და 14 აპრილამდე გასტანს.

„ვაპროტესტებთ ბავშვებთან ერთად“ – მშობლები საჩუქრის გამო მასწავლებლის გათავისუფლებაზე

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაში თითქმის ერთი კვირაა მოსწავლეები მათი დამრიგებლის, ნატალია თურქაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ და გაკვეთილებს პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან. ნატალია თურქაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელია, რომელიც 24 თებერვალს, სკოლის დირექტორმა „ეთიკური ნორმების“ დარღვევის მოტივით გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დისციპლინურ საბჭოს ამ ნორმების დარღვევა არ დაუდგენია. „ბათუმელები“ მთელი კვირაა ცდილობს სკოლის დირექტორთან, ეკატერინე დოლიძესთან …

თსუ-ს პროფესორების განცხადება – „ახალ სემესტრს ადმინისტრაცია სრულად მოუმზადებელი ხვდება“

დღეს, 2 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ჯგუფმა განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, უნივერსიტეტში ახალი სემესტრი იწყება, თუმცა ადმინისტრაცია სრულად მოუმზადებელი ხვდება ამ პროცესს „ქართული ოცნების“ ე.წ. რეფორმის გამო. „უნივერსიტეტი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა სასწავლო პროცესის განახლებას, რაც გამოწვეულია განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებით. უნივერსიტეტში სტუდენტთა მისაღები რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება წლიური ბიუჯეტი, რაც თავის მხრივ განაპირობებს სწავლა-სწავლების ხარისხს. …

ხელისუფლების ლეგიტიმურობა ვერ დამყარდება სისხლის სამართლის მექანიზმებით – საიას შეფასება

„ქართული ოცნების“ მცდელობა, ხელისუფლების ლეგიტიმურობის დაცვის მიზნით გამოიყენოს სისხლის სამართლის მექანიზმები, კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების კრიზისზე… აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ქმნის რისკს, რომ სისხლის სამართალი გამოყენებული იქნება არა კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად, არამედ ოპოზიციური აზრის დევნისა და მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ლეგიტიმაციის გასამყარებლად, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული რესპუბლიკის ფუნდამენტურ პრინციპებს,“- აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ექსტრემიზმთან“ …

„ქართული ოცნების“ მთავრობამ ირანსა და ისრაელს მიუსამძიმრა

„ქართული ოცნების“ მთავრობა ირანელ ხალხს, ირანის ისლამურ რესპუბლიკას, ებრაელ ხალხს და ისრაელს სამძიმარს, ხოლო ყურის არაბულ ქვეყნებს სოლიდარობას უცხადებს. სამძიმრის წერილი მთავრობის ფეისბუქზე დღეს, 2 მარტს გამოქვეყნდა. „საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, …

„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის ბეტონის ქარხანას „ბენზეში“ აშენებს

ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბეტონის ქარხანას აწყობს. ეს ქარხანა ხელოვნური კუნძულის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, მაგრამ კომპანიამ გეგმები შეცვალა. როგორც „ამბასადორი“ განმარტავს, კომპანიას იჯარით აღებული აქვს დაახლოებით 34 ჰექტარი მიწა, საიდანაც „საწარმოო დანიშნულებით მხოლოდ ნაწილი იქნება გამოყენებული“. ბეტონის ქარხანა კი სწორედ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის არის საჭირო. „საპროექტო ტერიტორიაზე საწარმოო დანიშნულების ინფრასტრუქტურა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 267 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 713 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 111 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 37 795 ერთეული …

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩო გზამკვლევს აქვეყნებს

საქართველოს საელჩო ისრაელში, ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, საინფორმაციო გზამკვლევს აქვეყნებს. 1-ელი მარტის მონაცემებით, ისრაელის საჰაერო სივრცე დახურულია, ამიტომ ისრაელის დატოვება მსურველებს მხოლოდ სახმელეთო გზით შეუძლიათ. საქართველოს საელჩოს რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეებისადმი ასეთია: „ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოს დატოვება სახმელეთო გზით – ეგვიპტის ან იორდანიის გავლით. ეგვიპტის შემთხვევაში: მოქალაქეს შეუძლია გადაკვეთოს Menachem …

ბათუმის აეროპორტიდან ისრაელის მიმართულებით 1-2 მარტს ფრენები გაუქმდა

ბათუმიდან ისრაელის მიმართულებით 2 მარტის ჩათვლით, ყველა ფრენა გაუქმებულია. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გაუქმებულია ბათუმი – თელ-ავივის  რეისები პირველ და ორ მარტს, ასევე გაუქმებულია თელ-ავივი – ბათუმის რეისები 2 მარტს. ფრენების გადადება გუშინ, 28 თებერვალს ირანში დაწყებულ ოპერაციას უკავშირდება, რა დროსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა შეტევა მიიტანეს ირანის სხვადასხვა ობიექტებზე. დაბომბვის …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი მარტის 21 საათიდან 2 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 1 …

“თაღლითური გეგმის მიხედვით, 123 800 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ” – შსს-მ ორი პირი დააკავა

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში, თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე – 1995 წელს დაბადებული ს.ო. და 1989 წელს დაბადებული ლ.ა. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით, 1997 წელს დაბადებულ მ.მ.-ს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 123 800 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 1-ელ მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 266 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 709 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 108 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 37 721 ერთეული …

რა ხდება ირანში – მოკლედ

28 თებერვალს, ირანის დროით დაახლოებით 10 საათისათვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანში მდებარე სხვადასხვა ობიექტები დაბომბა. შეტევა განხორციელდა როგორც თეირანში, ისე ირანის სხვა ქალაქებში მდებარე შენობებზე. დაზუსტებული ინფორმაციით, დაიბომბა ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია. უცნობია, დაბომბვის მომენტში ხამენეი რეზიდენციაში იმყოფებოდა თუ არა. ბოლო ცნობები, ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ასეთია: ისრაელის სამხედრო ძალები …

ბათუმში ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ  ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორმა ლ.ფ.-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ათეულობით მოქალაქის კუთვნილი თანხა თაღლითურად მიითვისა. ბრალდებული მოქალაქეებს საზღვარგარეთ ტურების დაგეგმვას დაჰპირდა, რაც არ შეასრულა. მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 218 427 ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა …

“პირადი ნივთები ტრაქტორის ქვეშ ვეძებოთ – ეს სამართალი არ არის” – მუნიციპალური გოგებაშვილზე კაფეებს ანგრევს

დღეს, 28 თებერვალს, გამთენიისას, ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთი კაფე დაანგრიეს, სხვა კაფეების მეპატრონეებს კი დრო მისცეს მათ დასანგრევად. კაფეებს მუნიციპალური ინსპექცია ანგრევს. „მეზობელმა დაგვირეკა, ობიექტი ინგრევაო. პიჟამოებით გამოვიქეცით, ვერაფერი ვერ გადავარჩინეთ – ინვენტარი, კომპიუტერი, დოკუმენტაცია, აბსოლუტურად ყველაფერი არის განადგურებული. ფიზიკურად საშუალება არ მოგვცეს, რომ ჩვენი პირადი ნივთები მაინც აგვეღო. ასე არ შეიძლება, ჩვენ ვცხოვრობთ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 265 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +770. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 707 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 102 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 37 663 ერთეული …

58-სართულიანი შენობები ჩაქვის სანაპიროზე – „ინვესტორი პლაჟს გვიკეტავს“

„დრიმლენდ ოზაისის“ ახალი პროექტი, „დრომლენდ ბოტანიკო“, ჩაქვის ზღვის სანაპიროზე 5 ჰექტრამდე ფართობის ათვისებას გეგმავს. მრავალფუნქციური ობიექტის პროექტი სანაპიროზე, ბათუმის ქუჩის #50-52-ში და მის გაგრძელებაზე, მეზღვაურთა ქუჩის 38-ში 58-სართულიანი შენობების მშენებლობას ითვალისწინებს. „ამ მშენებლობის შემდეგ ჩვენთვის ზღვაზე გასასვლელი ჩაიკეტება, ფაქტობრივად პლაჟით ვეღარ ვისარგებლებთ. ნახეთ ამ კომპანიის მეორე პროექტი, როგორ აქვს ჩაკეტილი პლაჟი და დარწმუნდებით“ – გვითხრა …

„რა სიმაღლის იყო მკვლელი?“- ხელვაჩაურში მკვლელობის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში

„რა სიმაღლის იყო მკვლელი?“ – ნაფიცი მსაჯულის ფურცელზე დაწერილი ერთ-ერთი შეკითხვა ამოიკითხა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. „არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვით,“ – მხრები აიჩეჩა ბალისტიკური საკითხების ექსპერტმა რომან ბერიძემ, რომელმაც დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილვის საქმეზე ჩვენება მისცა. მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა დამნაშავე გოგი ბ. …

რა რისკს შეიცავს მეზღვაურისთვის ჩრდილოვან ფლოტში დასაქმება – ინტერვიუ

მეზღვაური რომ გემზე სამუშაოდ წავიდეს, ორი გზა აქვს, მიმართოს საკრუინგო კომპანიას, რომელიც მოუძებნის მისთვის შესაფერის ვაკანსიას, ან თავად, დამოუკიდებლად იპოვოს სამუშაო გემზე. პირველ შემთხვევაში, მეზღვაურთან ერთად რისკებს საკრუინგო კომპანიაც ინაწილებს, მეორე შემთხვევაში, კი მთელი რისკი და პასუხისმგებლობა მეზღვაურზე მოდის. მიმდინარე წლის იანვარში ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად მიჩნეული ორი ნავთობტანკერი დააკავეს, რომლის ეკიპაჟშიც ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ. ნავთობტანკერის …

„საბანკო ანგარიშზე წვდომა შეზღუდული მაქვს“ – რას წერს დასანქცირებული თამაზაშვილი დეკლარაციაში

„საბანკო ანგარიშზე წვდომა შეზღუდული მაქვს 2024 წლის დეკემბრის თვიდან“ – წერს აჭარის „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში. 2024 წლის 19 დეკემბერს სულხან თამაზაშვილი დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა. 2024 წელს სულხან თამაზაშვილის თბილისის პოლიციის უფროსი იყო. ამ პერიოდში პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პოლიციელები ადამიანებს სცემდნენ, ძალადობდნენ, არაადამიანურად ექცეოდნენ. სულხან თამაზაშვილის მიერ 2025 წელს შევსებულ დეკლარაციაში …

სარფში ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანის ფაქტზე, რუსეთის მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანის ფაქტზე, რუსეთის მოქალაქე დააკავეს. რუსეთის მოქალაქეს იარაღი „სარფის“ სასაზღვრო გამშვები-პუნქტიდან შემოჰქონდა. „ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის სპეციალური სკანერის საშუალებით დეტალური დათვალიერებისას, სხვადასხვა მოდელის 13 ცეცხლსასროლი იარაღი და 9 მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო პოლიციამ. ბრალდებულს იარაღი სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარებისა და …

ბათუმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე

დღეს, 27 თებერვალს, ამ წუთებში [15:50 სთ] ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ჩხრეკა, სავარაუდოდ, მიმდინარეობს მაღლივი კორპუსის მე-18-ე სართულზე. საჯარო რეესტრის თანახმად, კერძო ბინების გარდა, ამ შენობაში არაერთი კომპანიაა რეგისტრირებული. გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიას ფართობი იჯარითაც აქვს აღებული. პირველადი ინფორმაციით, სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს, თუმცა სუს-ში „ბათუმელების“ ზარებს არ პასუხობენ. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს. …

შსს 400 მსუბუქ ავტომობილს იყიდის – კობახიძის განკარგულება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კონსოლიდირებული ტენდერის გზით 400 მსუბუქ ავტომობილს შეისყიდის. „2026-2027 წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებისთვის ოპერატიული ავტოსატრანსპორტო საშუალებების [400 ერთეული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება] სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერ[ებ]ი“ – წერია განკარგულებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 23 თებერვალს მოაწერა. ამ ეტაპზე …

ქუთაისის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა ასტროარქეოლოგია პროგრამიდან ამოიღო

ქუთაისის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგიის პროგრამა მისაღები პროგრამების სიიდან ამოიღო. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება უკვე შევიდა – აღნიშნული პროგრამები სიაში აღარ იძებნება. თავდაპირველ ვერსიაში, ქუთაისის უნივერსიტეტს ამ ორ პროგრამაზე 20 სტუდენტი უნდა მიეღო. ცვლილებების შემდეგ, აღნიშნული პროგრამები, რომელსაც საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი მოჰყვა, მისაღები გამოცდების სიაში აღარ ჩანს. „ქართული ოცნების“ მთავრობამ უმაღლესი განათლების შესახებ …

200-მდე თანამშრომელმა ხელვაჩაურის სამკერვალო ქარხანაში მუშაობა განაახლა – ერთი პირობით

ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკა „ფასთ თრექ ტექსტილე“-ში დღეს, 27 თებერვალს, თანამშრომლები სამუშაოს დაუბრუნდნენ. ისინი დღის ბოლომდე ელოდებიან გენერალური დირექტორის პასუხს, რომელიც მათ ამ დილით შეხვდა. სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ხელფასი შეუმცირდათ და სამუშაო პირობები გაუარესდა. ისინი განმარტავენ, რომ სამუშაოს მოცულობა გაიზარდა, ანაზღაურება კი, შემცირდა. სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებმა გუშინ, 26 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს და მუშაობა …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 თებერვლის 21 საათიდან 28 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მაღალ მთაში თოვა – ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რომელიც ზოგან გაძლიერდება 17-22 მეტრ წამამდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 5 – 10 გრადუსი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 265 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 706 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 097 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 37 631 …

რა ელით რესტორნებს ბათუმის თევზის ბაზართან – „აქაურობა ჩვენ ვაქციეთ ცნობილ ადგილად“

„ეს ადგილი ჩვენი იყო კომუნისტების დროიდან, მეთევზეთა კავშირს ეკუთვნოდა. გვაქვს ძველი დოკუმენტები, ამიტომაც, მერიას ვერ ექნება იგივე მიდგომა ჩვენთან მიმართებაში, რაც გვერდით მშენებარე რესტორნის მიმართ“, – ამბობს ბათუმის სანაპიროზე მდებარე რესტორნის, „ლურჯი ტალღის“ მესაკუთრე, იორდან ბიკოვი. ბათუმში მისი რესტორანი ე.წ. თევზის ბაზრობის უკან, სანაპიროზე, გამჭვირვალე შუშის შენობაში სტუმრებს უკვე მასპინძლობს. მართალია ჯერ, „საკურორტო სეზონის დაწყებამდე“, …

4 გმირის ამბავი 1921 წლიდან – „უთხარი დედას, რომ დავეცი ბრძოლის ველზე“

„ქართველებმა რამდენჯერმე მოიგერიეს შეტევა სანგარ ნომერ ოთხზე, თუმცა ნაშუადღევს ჩამოწვა ნისლი. ნისლით ისარგებლა მოწინააღმდეგემ…“ – ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით 1921 წლის იმ დღეს იხსენებს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე, როცა თბილისში ჯერ არ ფრიალებდა წითელი დროშა. ამ დროს ქართველები საკუთარი სიცოცხლის ფასად ტაბახმელასთან ცდილობდნენ რუსი ოკუპანტების შეჩერებას. იმ დღეს ტყვიამფრქვევს სხეულით გადაეფარა შალვა ერისთავი. მისი ბოლო სიტყვები ასეთი …

რატომ არის საშიში „ოცნებისთვის“ ბრიტანეთის სანქციები – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

„ივანიშვილია დასანქცირებული, რადგან ეს ტელევიზიები წარმოადგენენ ივანიშვილის საბრძოლო დანაყოფებს“, – ამბობს დიპლომატი გიორგი ბადრიძე. მას „ოცნების“ პროპაგანდისტული ტელევიზიების დასანქცირებაზე ვესაუბრეთ – რა პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობით გამოირჩევა დიდი ბრიტანეთის სანქციები? „ჯერჯერობით არანაირი ნიშანი იმისა არ ჩანს, რომ ივანიშვილი აპირებს ამ სანქციების შედეგად რაღაცნაირად თავისი ქცევის შეცვლას. ივანიშვილის გადაწყვეტილებები ეფუძნება, მათ შორის, ერთგვარ პარანოიდულ ეჭვიანობას, რომელიც …

რატომ არ აწყობს პუტინს ომის დასრულება?

4 წელი გავიდა, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, თუმცა ვერ აღწევს ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს. რა ლოგიკით აწყობს პუტინს ამ ომის გაგრძელება? – ამ საკითხზე საქართველოს ყოფილ ელჩს შეერთებულ შტატებში, დავით სიხარულიძეს და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტს, პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ. რა ლოგიკით აწყობს პუტინს ამ ომის გაგრძელება? „აშკარაა, რომ რუსეთს არ სურს ამ ომის დამთავრება. მას რომ …

აჭარის მთავრობა რემონტს საიდუმლოდ ატარებს – სამუშაოებისთვის 109 ათასი ლარია გათვლილი

აჭარის „ოცნების“ მთავრობა 109 ათასი ლარის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, თუმცა კონკრეტულად რას და რომელ შენობაში, ამას ასაიდუმლოებს. შესაბამისად, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობა მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციალური ნებართვა აქვთ. შესყიდვების პორტალის მიხედვით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის მთავრობის აპარატმა საიდუმლო წესით სახელმწიფო შესყიდვაზე განცხადება გამოაქვეყნა. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს …

ბათუმის მერია გეგმავს სამსახურიდან გაუშვას EU-ს პეტიციის ხელმომწერები – განცხადება

„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ეხმაურება ბათუმის მერიაში დაგეგმილ რეორგანიზაციის პროცესს. ბათუმის მერია გეგმავს რეორგანიზაციის საბაბით სამსახურიდან გაუშვას საჯარო მოხელეები. უმეტესობა, ვისაც რეორგანიზაცია ეხება, ევროკავშირის მხარდამჭერი პეტიციის ხელმომწერია. „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ სამართლებრივ დახმარებას უწევს იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც პროფკავშირის წევრები არიან. „რეორგანიზაციის პროცესი იწვევს სერიოზულ კითხვებს მის მიზნებთან და …

სახალხო დამცველმა ქალთა ციხეში პატიმრები მოინახულა, მათ შორის მზია ამაღლობელიც

საქართველოს სახალხო დამცველმა, დღეს, 26 თებერვალს,ქალი ბრალდებულები და მსჯავრდებულები მოინახულა. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანმა №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში მყოფი ქალი პატიმრებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. „სახალხო დამცველი დაწესებულებაში ასევე შეხვდა იქ განთავსებულ ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელს და ანასტასია ზინოვკინას, გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უფლებების …

Exit mobile version