რა აღარ ევალებათ სკოლებს ახალი სასწავლო წლიდან – ცვლილებები კოვიდრეგულაციებში

ხვალ, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შეიცვალა კოვიდრეგულაციებთან აქამდე დაწესებული რეკომენდაციებიც. სამინისტროს ინფორმაციით, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგისა და პირბადის ტარების ვალდებულება. პირბადე, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა უნდა ატარონ 10 დღის განმავლობაში. „ამასთან, პირბადის ტარება მიზანშეწონილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე …

„ოცნება“ საკრებულოს სხდომაზე არ მივიდა, სადაც „ბიაფის“ დაფინანსებაზე უნდა ემსჯელათ

ბათუმის საკრებულოს სხდომას „ოცნების“ უმრავლესობა არ დაესწრო. რიგგარეშე სხდომა საკრებულოს აპარატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის მოთხოვნით დანიშნა, ისე რომ სხდომის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ ყოფილა და მხოლოდ დღეს დილით გამოაქვეყნეს.   სხდომაზე არც საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და მისი მოადგილე ირაკლი თავდგირიძე მივიდნენ. სხდომის შესახებ დღეს დილით გავიგე, გვითხრა საკრებულოს წევრმა „გახარია საქართველოდან“ …

უკრაინის კონტრდაზვერვამ აგენტი 007 დააკავა

უკრაინის კონტრდაზვერვამ ზაპოროჟიეში დააკავა რუსეთის აგენტი, რომელიც მოხალისედ ასაღებდა თავს, სინამდვილეში კი ეფესბეს უკრაინის შეიარაღებული ძალების კოორდინატებს აწვდიდა. უშიშროების ინფორმაციით, აგენტი ქალია, მეტსახელით – „007“. „ის ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებული პოლოგოვსკის რაიონის მცხოვრებია, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში გადაიბირეს. თავისი რუსი „კურატორისგან“ მას მიენიჭა მეტსახელი „007“. აგენტს დავალებული ჰქონდა სადაზვერვო საქმიანობა უკრაინის ტერიტორიაზე. დანაშაულის …

მოსკოვმა მარცხი აღიარა ხარკოვში და ცდილობს პასუხისმგებლობა პუტინს ააცილოს – ISW

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კრემლმა პირველად აღიარა დამარცხება ხარკოვის ოლქში და ახლა ცდილობს, მარცხზე და თითქმის მთელი ოკუპირებული ხარკოვის „დაკარგვაზე“ პასუხისმგებლობა პუტინს ააცილოს – მიიჩნევენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები, რომელთა უახლესი ანგარიშის ძირითადი თემა უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევაზე მოსკოვის რეაქციაა. „2022 წლის თებერვლის შემდეგ მოსკოვმა პირველად აღიარა დამარცხება ხარკოვის ოლქში. კრემლის ოფიციალური პირები და მედია-პროპაგანდისტები …

რუსეთმა ბრძოლაში ირანული დრონები ჩართო, იარაღს ყიდულობს ჩრ. კორეაშიც – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში, ბრძოლის ველზე, ირანული უპილოტო საფრენი აპარატები გამოჩნდა. 13 სექტემბერს, უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ კუპიანსკთან, წარმატებული კონტრშეტევის ზონაში, ირანული Shahed 136 ჩამოაგდეს. უწყება აღნიშნავს, რომ Shahed 136 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატია. როგორც ამტკიცებენ, მისი მოქმედების მანძილია 2 500 კილომეტრი. სავარაუდოდ, სწორედ მსგავსი წარმოების ირანული სისტემები გამოიყენებოდა შუა აღმოსავლეთში, მათ შორის 2021 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 53 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350] ტანკი – 2 180 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 4 665 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 1 290 ერთეული [+11] MLRS – 311 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

ოჯახები მარიუპოლიდან, რომლებიც 300-ლარიან დახმარებას ვერ იღებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი აგვისტოდან საქართველოში უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახების ნაწილი დახმარების სახით თვეში 300 ლარს იღებს, თუმცა დახმარებას იღებენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სასტუმროებში იყვნენ დაბინავებული რამდენიმე თვის განმავლობაში. 300-ლარიანი დახმარების გარეშე დარჩნენ უკრაინიდან ლტოლვილი ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დროებით შეიფარეს ნაცნობ-მეგობრებმა, ახლა კი მათ წასასვლელი არსად არ აქვთ. მათ …

აჭარის ტელევიზიის წამყვანი რეკლამაში – კანონის დარღვევაზე არავინ რეაგირებს

„ეს რეკლამა არ არის“ – ამბობს აჭარის ტელევიზიის თოქ-შოუს წამყვანი და დირექტორის მოადგილე ვახო ხუზმიაშვილი რეკლამის შესახებ, სადაც ის ერთ-ერთი კომპანიის თმის გადანერგვის მომსახურებას არეკლამებს და ამით კანონს არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“. საუბარია სარეკლამო ვიდეორგოლზე, რომელიც სოციალურ ქსელში კომპანიამ „DeaMed“-მა 11 აგვისტოს გაავრცელა და რომელშიც აჭარის ტელევიზიის გადაცემის – „თავისუფალი სივრცე“ – წამყვანი მონაწილეობს. ჟურნალისტი ვახო …

„ძალიან ახლოს ვართ მტერთან და არ ვართ მზად“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან საქართველოს თავდაცვაზე

„არ არსებობს სისტემა, რომელიც ადამიანებს მისცემს საშუალებას დაიცვან სამშობლო,“ – კატეგორიულია პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის გამოწვევებზე ვესაუბრეთ: რა გვჭირდება თავდაცვისთვის დღეს? პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა რუსულ აგრესიას მხოლოდ პროფესიული ჯარით ვერ გაუმკლავდება და აუცილებელია საზოგადოების მობილიზება, მათთვის შესაბამისი ინსტრუქციის მიცემა. „ამის ნაცვლად პრორუს მამაოებს უსმენს ხალხიო,“ – დასძენს პოლკოვნიკი და …

ეს არ იყო უკან დახევა, ეს იყო გაქცევა – უკრაინის თავდაცვის ექს-მინისტრი ხარკოვის კონტრშეტევაზე

უკრაინის არმიამ ფაქტობრივად გაათავისუფლა ხარკოვის ოლქი რუსეთის ოკუპაციისგან, რამდენიმე მონაკვეთზე კი რუსეთთან საზღვრამდეც მივიდა. ბოლო დღეებში რუსეთის ძალები უკან იხევდნენ და გზად ტექნიკასა და საბრძოლო მასალებს ტოვებდნენ. კონტრშეტევას რუსეთის არმიამ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმით უპასუხა. მოსკოვში უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევების კომენტირება არ სურთ, კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები კი ხაზს უსვამენ, რომ უკან იხევენ არა რუსი ჯარისკაცები, არამედ ე.წ. …

ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, ექთნებზე კი მწვავე დეფიციტია – ჯანმო საქართველოზე

საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, მაგრამ ექთნების მწვავე დეფიციტია – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლეს ანგარიშში წერია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ ხაზს უსვამს 2013 წლიდან მიღწეულ პროგრესს საჯაროდ დაფინანსებულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, რამაც ფინანსური ბარიერების შემცირების გზით მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს საშუალება მისცა ჯანდაცვის სერვისებზე ჰქონოდა წვდომა. …

არასრულწლოვნის გაუპატიურების გამო პირს 15 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით ერთ პირს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს ბრალდებულმა ორ პირთან ერთად, ცოლად შერთვის მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვანს, შემდეგ კი დაზარალებული  გააუპატიურა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 23 …

ერთჯერადი დახმარება შშმ დედებს – რა ახალ პროგრამებს გეგმავს 2023 წლიდან აჭარის ჯანდაცვა

2023 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურებას დააფინანსებს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურება მოიცავს ამ დარღვევების კუპირებასა და მათ მკურნალობას. მინისტრის თქმით, პროგრამის შემუშავება მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. „ამიტომ კომპონენტის სახით ეს …

ბიზნესდაჯილდოება 2022 დაიწყო

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი ბიზნესდაჯილდოება წელს უკვე მეშვიდედ იმართება. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გარზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. წელს ბიზნესდაჯილდოება წარმოდგენილია შემდეგი ნომინაციებით: საუკეთესო პროდუქტი საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში ტრადიციულად წელსაც სიახლეა დაჯილდოების ნომინაციებს …

ათასობით რუსი სამხედრო ტყვედ ჩავარდა, მათ შორის ოფიცრები – Die Welt კონტრშეტევაზე

ხარკოვის ოლქში „არაორგანიზებული უკან დახევის“ დროს, რუსმა სამხედროებმა ტექნიკა და საბრძოლო მასალები მიატოვეს, ათასობით რუსი სამხედრო კი ტყვედ ჩავარდა, მათ შორის მაღალჩინოსანი ოფიცრები – ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანულ Die Welt-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აბათილებს რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებას, თითქოს ეს იყო „ტაქტიკური უკანდახევა“ და აღნიშნავს, რომ რუსეთის არმიის თავდაცვის ხაზი „უბრალოდ გაირღვა“, სამხედროები გაიქცნენ და ტექნიკა …

აჭარის მთიან სოფლებში 20 სკოლას წელს პირველკლასელი არ ჰყავს

აჭარის მაღალმთიანი სოფლების 20 სკოლას 2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელი არ ჰყავს. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 7 საჯარო სკოლაში პირველკლასელები არ იქნებიან. ხულოში ესაა გელაურის, კორტოხის, პარტნარის, პაქსაძეების, სკვანის, ტაბახმელის და ფუშრუკაულის საჯარო სკოლები. ამ სკოლებიდან, მაგალითად სკვანის და გელაურის სკოლებს პირველკლასელი არც 2019-2020 სასწავლო წელს ჰყოლია. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებიდან …

როგორ იბრძვის უკრაინელი ბლოგერი და მწერალი ქვეყნის დასაცავად

„მე შთამაგონებს სიცოცხლის სურვილი. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ ვიცოცხლოთ. ეს არის ჩვენი არგუმენტიც და მოტივაციაც,“ – ამბობს ცნობილი უკრაინელი სამხედრო, ბლოგერი და მწერალი ვალერი მარკუსი. მას ვკითხეთ, რა იყო მთავარი მოტივატორი, როდესაც გადაწყვიტა სათავეში ჩასდგომოდა 47-ე მსროლელ ბატალიონს უკრაინაში. ვალერი მარკუსს „ბათუმელები“ კიევში შეხვდა და ესაუბრა. 47-ე ბატალიონი მიმდინარე წლის აპრილში შეიქმნა, უკრაინის …

რა ფილმებს ნახავთ ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

18 სექტემბერს, კვირას, ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი, BIAFF-ი გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ წელს ბათუმის მე-17 კინოფესტივალს არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ აფინანსებს, კინოფესტივალი მაინც გაიმართება რამდენიმე საელჩოს, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით და FUNDRAISING კამპანიის მეშვეობით. კინოჩვენებები ტრადიციულად, კინოთეატრ „აპოლოში“ და ევროპის მოედანზე, ღია ცისქვეშ გაიმართება. წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი …

Terminal – ის ახალი ფილიალი ბათუმში, ძველი ბიბლიოთეკის შენობაში უკვე გაიხსნა

საერთო სამუშაო სივრცე ახალ ფილიალს ბათუმში 12 სექტემბერს გაიხსნა. Terminal – ი ძველ ბათუმში, „აჭარაბეთის“ შენობაში განთავსდება, რომელშიც წლების წინ ქალაქის ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა. როგორც Terminal – ში აცხადებენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბათუმის პირველი ფილიალისთვის ადგილი ძველ ქალაქში მოეძებნათ. „როცა აჭარა ჯგუფმა „აჭარაბეთის“ შენობა შემოგვთავაზა, ბევრი არ გვიფიქრია. პირველი რაც გავაკეთეთ, დავიწყეთ არქივებში ძებნა, რომ …

დონეცკში უკრაინის ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე დაიღუპა

დონეცკში, მაიორსკთან ბრძოლებში დაიღუპა უკრაინის ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე და უკრაინის დამსახურებული არტისტი, ოლექსანდრ შაპოვალი. კოლეგის დაღუპვის შესახებ 12 სექტემბერს, სოციალურ ქსელებში, ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლებმა დაწერეს. „გულს არ უნდა დაიჯეროს… დღეს მტერმა ოლექსანდრ შაპოვალის სიცოცხლე მოსპო, უკრაინის დამსახურებული არტისტის, პედაგოგის, გამორჩეული მოცეკვავის… ჩვენი ყველა პარტია სიცოცხლით იყო სავსე… ის სცენით ცხოვრობდა… ახლა მისი ცეკვა …

რუსეთმა 1 კვირაში $670 მილიონის ტექნიკა დაკარგა კონტრშეტევის შედეგად – Forbes

უკრაინის კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში კრემლს მილიონობით დოლარი დაუჯდა – 6 სექტემბრის შემდეგ რუსეთის არმიის დანაკარგები Forbes-მა შეაფასა – ჟურნალისტების გათვლებით, რუსეთის ზარალი 670 მილიონ დოლარს აღემატება. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 6-11 სექტემბრის პერიოდში მოკლულია 2 850 რუსი სამხედრო და განადგურებულია 590 ერთეული ტექნიკა, რომლის ღირებულებაც Forbes-ის შეფასებით $670 მილიონს სცდება. ტექნიკის დიდი ნაწილი ხარკოვის კონტრშეტევისას …

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში – ჰაერის ტემპერატურა იკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 სექტემბრის 21 საათიდან 14 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, დროგამოშვებით – ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 18 – 23 გრადუსი  ღამით: 12 – 17 …

ბათუმში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის სასკოლო ნივთებს აგროვებენ

დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისი ბათუმში მცხოვრები, ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის სასკოლო ნივთებს აგროვებს. „მათ ძალიან სჭირდებათ ჩანთები, რვეულები, პირველადი სასკოლო ნივთები და იმედი გვაქვს, რომ ბათუმელები უზრუნველყოფთ ამას“, – ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი თეონა დიასამიძე. მისივე თქმით, რადგან სკოლა 15 სექტემბერს იწყება, საკმაოდ ცოტა დრო რჩება უკრაინელი ბავშვების სასკოლო ნივთებით უზრუნველსაყოფად და ვისაც დახმარების …

რუსეთმა ხარკოვიდან ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არმია გაიყვანა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ბოლო კვირაში ხარკოვის ოლქიდან გაყვანილი ჯარების ნაწილები მიეკუთვნებოდნენ პირველი გვარდიის სატანკო არმიას, რომელიც დასავლეთის სამხედრო ოლქს ემორჩილება. უწყების შეფასებით, პირველი გვარდიის სატანკო არმიამ ჯერ კიდევ ომის საწყის ეტაპზე განიცადა უდიდესი დანაკარგი, რომლის აღდგენაც რუსეთმა ხარკოვში უკრაინელთა კონტრშეტევამდე ვერ მოასწრო. „პირველი სატანკო არმია იყო რუსეთის ერთ-ერთი პრესტიჟული არმია, რომელსაც მოსკოვის დაცვა და …

დაკავებულები „სკანერით“ ხსნიდნენ უცხოელების ავტომობილებს და ქურდავდნენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირები: 1969 წელს დაბადებული დ.გ. და 1971 წელს დაბადებული ი.პ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. სკანერის გამოყენებით ხსნიდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების …

პრორუსულმა ძალებმა ხერსონის მნიშვნელოვანი ოპერატიული პუნქტი დატოვეს – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, პრორუსულმა ძალებმა დატოვეს კისელევკა – ოპერატიულად მნიშვნელოვანი პუნქტი ხერსონის ოლქში. „რუსეთის პოზიციების სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ კისელევკაში, ხერსონიდან 15 კილომეტრში, რუსული საბრძოლო მანქანები მოწინავე პოზიციებიდან გაიყვანეს, რაც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებმა კისელევკა დატოვეს და მდინარე დნეპრისკენ დაიხიეს უკან,“ – წერს ISW. როგორც …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 სექტემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 53 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350] ტანკი – 2 175 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 4 662 ერთეული [+22] საარტილერიო სისტემა – 1 279 ერთეული [+10] MLRS – 311 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

ხულო-ზარზმის გზა გოდერძის უღელტეხილზე გადაკეტილია

დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 1-კილომეტრიანი მონაკვეთი გოდერძის უღელტეხილზე გადაკეტილია. გზის ეს მონაკვეთი დილის 8 საათზე გადაიკეტა და დღის 2 საათამდე იქნება ჩაკეტილი. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ125-კმ126 მონაკვეთზე, ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიმდინარეობს ხელოვნურად მიწის ჩამოშლის სამუშაოები, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა …

რა შემთხვევაში გადაიხდის გლეხი 600 ლარს დაკავებული მიწის რეგისტრაციაში?

თვითნებურად დაკავებული მიწის დასარეგისტრირებლად გლეხმა 600 ლარი უნდა გადაიხადოს. პირადობისა და პასპორტების დამზადების მომსახურების გაძვირებასთან ერთად, იუსტიციის სახლში მიწის სპორადული რეგისტრაციის საფასურიც 600 ლარი გახდა. ამ საფასურის გადახდა მაშინაა საჭირო, თუ გლეხს არ სურს დაელოდოს სისტემურ [უფასო] რეგისტრაციას და მიწის დაკანონება ეჩქარება – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, სად, როდის განხორციელდება სისტემური რეგისტრაცია. ეს პროცესი …

რა სჭირდებათ ბათუმში უკრაინელ ბავშვებს სასკოლოდ – ნივთების ჩამონათვალი

ბათუმის მე-20 სკოლაში 15 სექტემბრიდან სხვადასხვა ასაკის 900 უკრაინელი ბავშვი ისწავლის. ცხრაასივე მათგანი ბათუმის უკრაინელთა დიასპორის ცენტრშიცაა დარეგისტრირებული. დიასპორის ცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია მიროშნიჩენკოს თქმით, ამ ბავშვების უმრავლესობისთვის მშობლები ვერ ყიდულობენ საშემოდგომო  ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და სასკოლო-საკანცელარიო ნივთებს. დღეს, 12 სექტემბერს, „მეგობრობის სახლთან“, სადაც ბათუმის უკრაინული დიასპორაა განთავსებული, იმ უკრაინელი ლტოლვილების ნაწილი შეიკრიბა, რომლებსაც სასკოლო ასაკის შვილები …

„მშია მასწავლებელო“ – რა ისმის სკოლებში უფასო კვების დაპირებაზე?

სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამა განათლების სამინისტრომ 2020-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში არ შეიტანა. აპირებს თუ არა მთავრობა დაპირების შესრულებას? – ამ კითხვაზე საქართველოს განათლების სამინისტროს ისევ სტანდარტული პასუხი აქვს – „მიმდინარეობს მუშაობა“. საჯარო სკოლებში მოსწავლეების უფასო კვების პროგრამის საკითხი განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში აქტიურდება. ამ თემაზე მმართველმა პარტიამ მას შემდეგ დაიწყო საუბარი, როცა თბილისის მერობის კანდიდატმა …

უკრაინამ სამხრეთში 500კმ2 ტერიტორია დაიბრუნა – გუმენიუკი

უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთში, ბოლო ორ კვირაში, რამდენიმე ათეული კილომეტრით წაიწიეს წინ და საერთო ჯამში 500 კმ2 ტერიტორია გაათავისუფლეს – ამის შესახებ მედიას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა უთხრა. გუმენიუკმა გათავისუფლებული ხუთი დასახლებული პუნქტიც დაასახელა: ვისოკოპოლიე, ნოვოვოზნესენსკოე, ბელოგორკა, მიროლიუბოვკა და სუხოი სტავოკი. ეს დასახლებები მთლიანად უკრაინის კონტროლქვეშაა და დაცულია მტრისგან, თუმცა იქ „დამატებითი ზომების მიღება …

ხელოვნების მუზეუმში რობერტ კაპას ფოტოების გამოფენა გაიმართება

14 სექტემბერს, 17:00 საათზე, აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება მე-20 საუკუნის ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფისა და ომის რეპორტიორის, რობერტ კაპას ფოტოგამოფენა – „რობერტ კაპას ობიექტივში“. დასწრება უფასოა. 1947 წელს რობერტ კაპა ამერიკელ მწერალთან ჯონ სტეინბეკთან ერთად საქართველოში მოგზაურობდა, ისინი აჭარაში, კერძოდ ქობულეთის სოფელ ალამბარშიც იმყოფებოდნენ. გამოფენა აჭარის მუზეუმისა და უნგრეთის რობერტ კაპას თანამედროვე ფოტოგრაფიის ცენტრის ორგანიზებით იმართება. …

„რუსული ენა პუტინს არ ეკუთვნის. რევოლუცია გარდაუვალია“ – ბორის აკუნინი

რუსი მწერალი ბორის აკუნინი ამბობს, რომ რუსეთში გარდაუვალია რევოლუცია. აკუნინი ბერლინის ლიტერატურულ ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც მან გამოსვლისას დასავლელ პოლიტიკოსებს მოუწოდა, არ გაკიცხონ რუსეთის რიგითი მოქალაქეები. „დიახ, რევოლუციური განწყობა რუსეთში ახლა არ არის, მაგრამ რევოლუცია გარდაუვალია. საკითხავი მხოლოდ ის არის, როდის მოხდება ეს და იქამდე რამდენი ადამიანის ცხოვრება დაინგრევა“ – განაცხადა აკუნინმა. მის ციტატას „დოიჩე ველეს“ …

მთის სკოლებში მოსწავლეებს სამხედრო გაკვეთილებს ჩაუტარებენ – სამინისტრო

განათლების სამინისტროს განცხადებით, 2022-2023 წლიდან 18 სკოლის საბაზო საფეხურის (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე სამხედრო მომზადების პროგრამაში ჩაერთვება. პროგრამის განხორციელება დაგეგმილია მაღალმთიანი რეგიონის სკოლების ბაზაზე. სამინისტროს თქმით, ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. „პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ. პროექტის პილოტირების პროცესში დამატებით 18 ბენეფიციარი ჩაერთო და გადამზადდა, როგორც 12 ყოფილი …

რა ხდება ხერსონის ოლქში – ბოლო ცნობები

ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, ოლქში ვითარება რთულია – გრძელდება საბრძოლო მოქმედებები, რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს არხანგელსკოეს, ლიუბიმოვკას, ოლგინოსა და სტანისლავს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მშვიდობიან მოქალაქეებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები. ადმინისტრაციის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში პოლიციური რეჟიმი გააძლიერეს, მთელ ტერიტორიაზე შემოიღეს კომენდანტის საათი, მოსახლეობას ოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში შესვლას და იქიდან გასვლას უკრძალავენ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, …

Exit mobile version