ბათუმში 56 ძველი ლიფტის შესაცვლელად ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში არსებული ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი, ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოებზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 4 989 195 ლარით გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 5 აპრილს დაიწყება და 10 აპრილს დასრულდება. რაც შეეხება ლიფტების შეცვლას [დემონტაჟი-მონტაჟი], მთლიანად უნდა …
Category Archives: მთავარი
„ტვ პირველის“ ჟურნალისტს ოზურგეთში თავს დაესხნენ – გამოძიება დაიწყო
„მობილური ტელეფონი დამიმტვრია და ხელი დამარტყა, დაზიანება მეტყობა,“ – ამბობს „TV პირველის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია, რომელსაც დღეს, 15 მარტს, თავს დაესხნენ. ჟურნალისტი ოზურგეთში, სოფელ ბახვში, იმ კაცის კომენტარის ჩაწერას ცდილობდა, რომელმაც თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, პრორუსული ალტ-ინფოს მიერ ორგანიზებულ აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხია. ჟურნალისტი ამბობს, რომ ოპერატორის გარეშე, მობილური ტელეფონით ცდილობდა რესპონდენტის ჩაწერას. პროფესიულ საქმიანობაში …
Continue reading “„ტვ პირველის“ ჟურნალისტს ოზურგეთში თავს დაესხნენ – გამოძიება დაიწყო”
ქედაში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო – “არაფერი აღარ დაგვრჩა”
6 მარტს, დილით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაანგრია. სახლში მცხოვრებმა ოჯახმა, სამი მცირეწლოვანი შვილით, 5 მარტს, მას შემდეგ დატოვა შენობა და ნათესავის სახლს შეაფარა თავი, როცა სახლთან ახლოს, სოფლის ცენტრალურ გზაზე ჩამოწოლილი მეწყრული მასა ნახეს და მიხვდნენ, რომ საცხოვრებელ სახლში მათი ყოფნა უსაფრთხო არ იყო. ოჯახის წევრის, ინოლა შაინიძის …
Continue reading “ქედაში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო – “არაფერი აღარ დაგვრჩა””
ობამას ფონდის ლიდერი ქალი საქართველოდან – „რუსეთი ოკუპანტიას შემდეგ მაგრამ არ იწერება“
„14 წლის ვიყავი, როცა რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა ჩემს სახლს გადაუფრინა. მას შემდეგ დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რატომ ხდება ასეთი უსამართლობა მსოფლიოში. ალბათ პოლიტიკითაც იმიტომ დავინტერესდი, რომ ამ კითხვებზე პასუხები მიმეღო“- ამბობს მაკა ტოხიშვილი. 2023 წელს მაკა ტოხიშვილი შეარჩიეს ბარაკ ობამას ფონდის ლიდერების ევროპის პროგრამაში, რომლის მიზანი მსოფლიოში ლიდერობის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაა. როგორ ხედავს …
ბათუმელი დედები ატრაქციონების შემოწმებას ითხოვენ – ბავშვების გართობა შიშის ქვეშ
„ბავშვებთან ერთად სახლიდან გასვლა არის მარიოს ტურების გადალახვა, რომ სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდე. დასვენების ნაცვლად განადგურებული, დაღლილი ვბრუნდები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სალომე გეგეშიძემ. ის ორი შვილის დედაა და ყოველდღე ცდილობს იპოვოს უსაფრთხო ადგილები ქალაქში, სადაც მისი შვილები მშვიდად ითამაშებენ. სალომეს თქმით, ბათუმში არის ადგილები, სადაც ცდილობს არ წაიყვანოს ბავშვები, რადგან ეს ადგილები შესაძლოა მცირეწლოვნებისთვის სახიფათო იყოს. …
Continue reading “ბათუმელი დედები ატრაქციონების შემოწმებას ითხოვენ – ბავშვების გართობა შიშის ქვეშ”
მახინჯაურის გვირაბში 16 მარტს მოძრაობა შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი
მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში 16 მარტს, დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე. აღნიშნულ პერიოდში მოძრაობა გადაეთვება სავალი ნაწილის მარცხენა სამოძრაო ზოლზე. „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების მიზნით, 2023 წლის 16 მარტს 11:00 სთ-დან, 17:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ნაწილობრივ შეიზღუდება …
Continue reading “მახინჯაურის გვირაბში 16 მარტს მოძრაობა შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი”
რას ამბობს პროკურორი ბატუტზე დაღუპული 9 წლის ბავშვის საქმეზე
„ბატუტი განსხვავებული კონსტრუქციაა, მის თავისებურებებს ახლა ვსწავლობთ. დღეის მდგომარეობით ასეთ დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ვინ იყო პასუხისმგებელი და იყო თუ არა საერთოდ ვინმე პასუხისმგებელი,“ – გვიპასუხა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა, რომელსაც სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ვკითხეთ: ვინ იყო ბატუტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი? მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დღეს, 15 მარტს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულ ედუარდ აბრამიანს. მას პროკურატურა ბათუმის ბულვარში …
Continue reading “რას ამბობს პროკურორი ბატუტზე დაღუპული 9 წლის ბავშვის საქმეზე”
„2 დღეა ვფიქრობ… რაღაცაში არ ვარ მართალი“ – ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებული
დღეს, 15 მარტს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ედუარდ აბრამიანს. მას გამოძიება ბათუმის ბულვარში გასაბერი ბატუტის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება. სავარაუდოდ, სწორედ მას ეკუთვნოდა აღნიშნული ბატუტი. 13 მარტს ბატუტის დაზიანების გამო ბათუმის ბულვარში 9 წლის ბავშვი დაიღუპა. არდაგანის ტბასთან ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა და დააზიანა, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ბავშვი – ძმები. მეორე დაშავებული …
ძლიერი წვიმა და წყალდიდობა თურქეთში – 5 ადამიანი დაიღუპა
14 მარტს, ღამით, ძლიერი წვიმის შდეგად თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ადიამანის პროვინციაში, დაიტბორა სახლები და საავადმყოფოები. თურქული მედიის ცნობით, 15 მარტის მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე პირი დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორის, ორი მაშველია. ათასობით მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა. ძლიერი წვიმის შედეგად პროვინციაში მდინარე ადიდდა, რასაც შენობების დატბორვა მოჰყვა. რეგიონში მაშველები მუშაობენ. მანამდე თურქეთის …
Continue reading “ძლიერი წვიმა და წყალდიდობა თურქეთში – 5 ადამიანი დაიღუპა”
ბატუტზე დაშავებული მეორე ბავშვი თურქეთში გადაიყვანეს
3 წლის ბავშვი, რომელიც 12 მარტს ბატუტზე თამაშის დროს დაშავდა, მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს. ბავშვის უფროსი ძმა, რომელიც მასთან ერთად თამაშობდა, დაიღუპა. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. ბავშვები მშობლებთან ერთად ბათუმის ბულვარში გაშლილ ბატუტზე თამაშობდნენ, რა დროსაც ქარი ამოვარდა. ქარმა ბატუტი ადგილიდან მოგლიჯა, შედეგად ბატუტზე მყოფი ბავშვებიდან ერთი დაიღუპა, ერთი კი მძიმე დაზიანებებით ბათუმის დედათა …
Continue reading “ბატუტზე დაშავებული მეორე ბავშვი თურქეთში გადაიყვანეს”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 161 520 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980] ტანკი – 3 492 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 6 799 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 2 528 ერთეული [+9] MLRS – 502 ერთეული [+7] საზენიტო საბრძოლო …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 მარტი”
რა ტერმინი მოუძებნა ვენეციის კომისიამ ქართულ სასამართლო კლანს – ინტერვიუ იურისტთან
„ვენეციის კომისია ზოგადად აფასებს უშუალოდ შემოთავაზებულ ცვლილებებს, ჩვენ შემთხვევაში კი, კომისია ადაპტირდა ამ ხრიკებთან და აფასებს არა კონკრეტულ ცვლილებას, არამედ კონტექსტს,“ – ეს შთაბეჭდილება შეექმნა საია-ს ყოფილ თავმჯდომარეს, იურისტ ნიკა სიმონიშვილს ვენეციის კომისიის მორიგ დასკვნაზე, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმას ეხება საქართველოში. რა არგუმენტით მიიჩნია ვენეციის კომისიამ, რომ საქართველო კომისიის რეკომენდაციებს არ ასრულებს და ეს არ …
„ეს იწვევს საქონლის დეფიციტს“ – ISET-ის პროგნოზი, თუ სურსათის ფასების კონტროლი დაიწყება
„ფასების კონტროლს რამდენიმე უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. უპირველეს ყოვლისა, ეს ხშირად იწვევს საქონლისა თუ მომსახურების დეფიციტს, რადგან ფასი ხელოვნურად ეცემა საბაზრო წონასწორობის წერტილს ქვემოთ, რაც ქმნის ჭარბ მოთხოვნას,“ – აღნიშნულია კვლევაში, რომელსაც კვლევითი ორგანიზაცია ISET-ი ავრცელებს. კვლევითმა ინსტიტუტმა ფასების შესაძლო კონტროლზე მოამზადა კვლევა „ფასების კონტროლი და მისი გავლენა ეკონომიკაზე“. ფასების რეგულირების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 …
4 ფოტო ძველი ბათუმიდან
ბათუმი, 1915 – ასეა დათარიღებული ფოტო, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისშია გადაღებული ბათუმში. ეს სანაპიროს, ამჟამად გოგებაშვილის ქუჩის ამსახველი ერთ-ერთი იშვიათი ფოტოა. ოთხივე ფოტო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და აღწერის თანახმად, ფოტოების ორიგინალი ინგა გაბაშვილის კოლექციაშია დაცული.
„ვიხრჩობით ცემენტში“ – მოქალაქე ბათუმში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ბიზნესის წინააღმდეგ
„ვიხრჩობით ცემენტში, საშინელი მტვერია, მთელი დღე ფანჯარას ვერ გააღებ, ზოგჯერ ღამითაც მუშაობს ტრაქტორი, ტრაილერები იცლებიან, ხმაურია,“ – ამბობს ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე მცხოვრები მადონა ვარშანიძე. იგი თავისი სახლის გვერდით და მჭიდროდ დასახლებულ უბანში ცემენტის საწყობის არსებობას აპროტესტებს. „აქედან მარაგდება სხვა მაღაზიებიც, როგორც გავიგე, ბაგრატიონის ქუჩაზე პირდაპირ ქუჩაში ცლიან მანქანებს. სხვა რეგიონებშიც ამ საწყობიდან მიაქვთ ცემენტი“ …
ყველაფერი „ნაცების ბრალია“ – ღარიბაშვილისა და კობახიძის გზავნილები
12 მარტს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა 18-ჯერ ახსენა მიხეილ სააკაშვილი, 7-ჯერ „ნაციონალები“, 21-ჯერ სიტყვა ომი, 4-ჯერ რუსეთი და 6-ჯერ „ფრანკლინის კლუბი“. 14 მარტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პრესკონფერენცია გამართა. 34-წუთიან გამოსვლაში კობახიძემ 20-ჯერ ახსენა „ნაციონალური მოძრაობა“, 3-ჯერ – მიხეილ სააკაშვილი, ერთხელ – სიტყვა ომი, 6-ჯერ „ფრანკლინის კლუბი“ და 4-ჯერ „ლიბერალური ფაშიზმი“. …
Continue reading “ყველაფერი „ნაცების ბრალია“ – ღარიბაშვილისა და კობახიძის გზავნილები”
კადიროვი შიშობს, რომ პუტინის კეთილგანწყობას კარგავს – ISW
კადიროვი შიშობს, რომ კარგავს პუტინის კეთილგანწყობას, უკრაინაში ჩეჩნების საბრძოლო წარმატებების ნაკლებობის გამო – ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს 13 მარტის ანგარიშში. დღევანდელ ანგარიშში ანალიტიკოსები აანალიზებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შეხვედრას, რომელიც 13 მარტს გაიმართა. სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კადიროვმა ეს შეხვედრა გამოიყენა უკრაინაში ჩეჩენი სამხედროების წარმატებების ხაზგასასმელად, …
Continue reading “კადიროვი შიშობს, რომ პუტინის კეთილგანწყობას კარგავს – ISW”
ავარია ბათუმში – ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა
ბათუმში დღეს, 14 მარტს, თავდადებულის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, შემთხვევის შედეგად კი 2 პირი მსუბუქად დაშავდა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.
„კიდევ მოდის მეწყერი, მიწა გახეთქილია“ – სოციალურად დაუცველი ოჯახი ხულოში
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში 8 მარტს მეწყერი ჩამოწვა კახაძეების ოჯახის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სადაც 6 ადამიანი ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ოჯახის ერთ-ერთი წევრის, მიხეილ კახაძის თქმით, მეწყერი სახლიდან მხოლოდ 10-12 მეტრითაა დაშორებული, მეწყრული მასა ახლაც ჩამოდის და სახნავ-სათესი მიწის 40% -ზე მეტთან ერთად წაიღო ბოსლის მშენებლობისთვის გამზადებული სამშენებლო მასალაც. მიხეილ კახაძე გვეუბნება იმასაც, რომ მიწა …
Continue reading “„კიდევ მოდის მეწყერი, მიწა გახეთქილია“ – სოციალურად დაუცველი ოჯახი ხულოში”
ქართველმა მეზღვაურმა მექსიკაში მეთევზეების გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ქართველმა მეზღვაურმა არმაზ არძენაძემ სამაშველო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რის შედეგად სამი მეთევზე გადაარჩინეს. „8 მარტს, 14:00 საათზე, მექსიკის წყლებში მეთევზეებმა დიდი რაოდენობით თევზი დაიჭირეს. ზედმეტი წონის გამო ნავი წყლით აივსო. ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე დარჩენილი მეთევზეები 12 საათის განმავლობაში ელოდნენ შველას. 9 მარტს, 04:00 საათზე, გემ MH COLUMBIA-ს ვახტაზე მყოფმა მატროსმა …
Continue reading “ქართველმა მეზღვაურმა მექსიკაში მეთევზეების გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა”
ქობულეთში დაკავებული რუსი ჰაკერი პროკურატურამ აშშ-ს გადასცა
საქართველოს პროკურატურის ცნობით, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი რუსეთის მოქალაქის ექსტრადიცია. აშშ-ში ჩატარებული გამოძიების ვერსიის თანახმად, რუსეთის მოქალაქე 2016-2019 წლებში მისივე შექმნილი კომპიუტერული ვირუსის გამოყენებით დაზარალებულების, მათ შორის, ფლორიდაში მცხოვრები პირების კომპიუტერულ სისტემაში შესაღწევად საჭირო მონაცემებს დაეუფლა. „ამასთან, ძებნილი პირი ინტერნეტპლატფორმის გამოყენებით მოპოვებულ მონაცემებს და თავად კომპიუტერულ ვირუსს სხვა …
Continue reading “ქობულეთში დაკავებული რუსი ჰაკერი პროკურატურამ აშშ-ს გადასცა”
რუსეთს, სავარაუდოდ, ჭურვების სერიოზული დეფიციტი აქვს – ბრიტანული დაზვერვა
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 14 მარტს, ყოველდღიურ მოკლე შეფასებაში წერს, რომ რუსეთის ჯარებს უკრაინაში ჭურვების სერიოზული დეფიციტი აქვთ. ბრიტანელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთში საარტილერიო საბრძოლო მასალის დეფიციტი, სავარაუდოდ, იმდენად გაუარესდა, რომ ფრონტის ბევრ ადგილას ჭურვების გამოყენებაზე უკიდურესად მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს. ბრიტანული დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს უნდა უყოს იმის მთავარი მიზეზი, რომ ვერცერთმა …
Continue reading “რუსეთს, სავარაუდოდ, ჭურვების სერიოზული დეფიციტი აქვს – ბრიტანული დაზვერვა”
ხვალ გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 მარტის 21 საათიდან 15 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა …
Continue reading “ხვალ გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში”
თიბისი IT აკადემიაში კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო
თიბისი IT აკადემიაში ტექ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის Outsystems და Frontend Angular -ის კურსზებზე მიღება დაიწყო, რეგისტრაცია 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მიღებული აპლიკაციებიდან ჟიური თითოეულ კურსზე 30-მდე საუკეთესო სტუდენტს შეარჩევს, რომლებიც სწავლას აკადემიაში სრულიად უფასოდ შეძლებენ. „თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიური სფეროთი, ტექ. ტალანტების აღმოჩენა და მათი შემდგომი დასაქმება. თიბისი IT აკადემია სტუდენტებს …
Continue reading “თიბისი IT აკადემიაში კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო”
უნდობლობა ბათუმის მერს – ხარაზი 9 წლის ბავშვის დაღუპვაზე
დღეს, 14 მარტს, ბათუმის საკრებულოს წევრმა, რეზო ხარაზმა განცხადება გააკეთა ბათუმის ბულვარში, ბატუტზე 9 წლის ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით. ხარაზის თქმით, უნდა დადგეს ქალაქის მერის, არჩილ ჩიქოვანის პასუხისმგებლობის საკითხი. „ჩვენ მალე მივმართავთ საკრებულოს უმრავლესობას, რომ დავიწყოთ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და პარალელურად, შევაგროვებთ ხელმოწერებსაც მოსახლეობაში“, – ამბობს რეზო ხარაზი. „ძალიან დიდი ტრაგედიაა, როცა ბავშვი დაიღუპა ატრაქციონზე. გუშინ …
Continue reading “უნდობლობა ბათუმის მერს – ხარაზი 9 წლის ბავშვის დაღუპვაზე”
როგორ ამოვიცნოთ ვენების გაგანიერება საწყის ეტაპზე – ექიმის რჩევები
ვარიკოზული ვენები გაფართოებული, დაგრეხილი ვენებია, რომლებიც შეიძლება სხეულის ნებისმიერ წერტილში ჩამოყალიბდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც ქვემო კიდურებში გვხვდება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ანგიოლოგი, კონსტანტინე კეკელია ამბობს, რომ ვარიკოზთან მიმართებაში ყველაზე საყურადღებო ასაკი 35 წლიდან 45 წლამდეა. ექიმის თქმით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პირველ და მეორე სტადიაში შესაძლებელია დაავადება შევაჩეროთ მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური აქტივობით, ელასტიური კომპრესით და …
Continue reading “როგორ ამოვიცნოთ ვენების გაგანიერება საწყის ეტაპზე – ექიმის რჩევები”
აჭარაში ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვებისთვის 1 პირია ბრალდებული – საგამოძიებო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე, აჭარის რეგიონში სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეობით, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა 286 241 მ3 ინერტული …
Continue reading “აჭარაში ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვებისთვის 1 პირია ბრალდებული – საგამოძიებო”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 160 540 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 740] ტანკი – 3 484 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 6 789 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 2 519 ერთეული [+16] MLRS – 495 ერთეული [+2] საზენიტო …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 მარტი”
„Перезвоню позже“ – ბატუტის გამო ბავშვის დაღუპვაზე კითხვებს ბულვარის დირექტორი არ პასუხობს
„Перезвоню позже“ – მთელი დღეა ამ ავტომატურ SMS შეტყობინებას იღებს „ბათუმელები“ ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა მიქელაძისგან. ბათუმის ბულვარში 12 მარტს, გვიან ღამით, ბატუტზე 9 წლის ბავშვი დაიღუპა. კიდევ ერთი მცირეწლოვანი, გარდაცვლილის ძმა, 3 წლის ბავშვი კი, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. დილის მონაცემებით მისი მდგომარეობა მძიმეა. ბავშვის დაღუპვიდან 20 საათი გავიდა. ამ დრომდე არც …
ექიმის კარიერა ნიუ იორკის სამედიცინო ცენტრში და აქცია – არა რუსულ კანონს
27 წლის ბათუმელი თამთა ჩხეიძე ნიუ იორკში, აინშტაინის სამედიცინო ცენტრში მუშაობს. ეს ცენტრი მოიცავს უნივერსიტეტს, ჰოსპიტალს და კვლევით ცენტრებს. „საოცნებო გარემოში“ მოხვედრის შემდეგ თამთა მეცნიერებითაც დაინტერესდა. აღფრთოვანებულია იმით, რომ ჩართულია კვლევაში, რომელიც მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე მუშაობს. ერთი წელია, რაც თამთა ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად. მან ექიმის სალიცენზიო გამოცდები ჩააბარა, აშშ-ში სამუშაოდ დიპლომის აღიარება მიიღო, …
Continue reading “ექიმის კარიერა ნიუ იორკის სამედიცინო ცენტრში და აქცია – არა რუსულ კანონს”
ცვლილება მასწავლებლის კარიერულ სქემაში – მინისტრის ბრძანება
განათლების სამინისტრომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა დაამტკიცა, რომლის მიხედვით, მასწავლებელს პროფესიული წინსვლისთვის სჭირდება არა მხოლოდ საგნობრივი გამოცდების ჩაბარება, არამედ საქმიანობის ანუ ე.წ პორტფოლიოს წარმოებაც. ბრძანების მიხედვით, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც გულისხმობს, პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტის დაგროვებას, ასევე, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) წამყვანი მასწავლებლის …
Continue reading “ცვლილება მასწავლებლის კარიერულ სქემაში – მინისტრის ბრძანება”
ხულო-გოდერძის გზა დიაკონიძეებთან ჩაკეტილია
ხულოში, სოფელ დიაკონიძეებთან, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი ამ დროისთვის [18:00 სთ.] ჩაკეტილია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გზის ჩაკეტვის მიზეზი მეწყერია. ერთ-ერთმა მძღოლმა, რომელიც საცობშია, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ არ იციან, როდის გაიხსნება გზა: „ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ამბობენ, რომ გზას გაწმენდენ და მანქანებს გაატარებენ“. ხულოს მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადრე ჩამოწოლილი მეწყრის ადგილებზე მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები, რის გამოც გზას გარკვეული …
Continue reading “ხულო-გოდერძის გზა დიაკონიძეებთან ჩაკეტილია”
შაკიკის წინააღმდეგ FDA-მ დაამტკიცა სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი
აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ დაამტკიცა Pfizer Inc-ის ცხვირის სპრეი შაკიკის სამკურნალოდ. კომპანია „პფაიზერის“ მიერ შექმნილ სპრეის – zavegepant-ს, რომელიც გაიყიდება „ზავზპრეტის“ (Zavzpret) სახელით, შეუძლია მოხსნას ან/და შეამსუბუქოს ტკივილი და შაკიკის სხვა შემაწუხებელი სიმპტომები გამოყენებიდან უკვე 15 წუთის შემდეგ, განაცხადა წამლის მწარმოებელმა კომპანიამ პრესრელიზში. შეფასებულია, რომ შაკიკი გავლენას ახდენს გლობალური მოსახლეობის 10%-ზე მეტზე. შაკიკი დაახლოებით …
Continue reading “შაკიკის წინააღმდეგ FDA-მ დაამტკიცა სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი”
ბათუმში ხანძარია – ცეცხლი რამდენიმე სახლს უკიდია
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების კვეთაში, ხანძარია. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი დაბალსართულიან სახლებს უკიდია. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა 11 ოჯახის საცხოვრებელი სახლი. ინფორმაცია განახლდება. ____________ ფოტოზე: სქრინი პირდაპირი ჩართვიდან
ბულვარში, ბატუტზე მყოფი ბავშვის დაღუპვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის ბულვარში ბატუტის დაზიანების შედეგად ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ბატუტის უსაფრთხოებაზე. შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმის ბულვარში მომხდარი ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ერთი პირი – 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ძლიერი ქარის გამო ბათუმის …
Continue reading “ბულვარში, ბატუტზე მყოფი ბავშვის დაღუპვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს – შსს”
უკრაინის 27 წლის გმირი ბახმუტთან დაიღუპა – დედის წინ ზალუჟნიმ დაიჩოქა
10 მარტს კიევში დაკრძალეს უკრაინის გმირი, დმიტრი კოციუბაილო, მეტსახელად „და ვინჩი“, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. „და ვინჩისთან“ გამოსამშვიდობებლად კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ: უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი და სხვა ოფიციალური პირები. დაკრძალვაზე იმყოფებოდა ფინეთის პრეზიდენტი …
Continue reading “უკრაინის 27 წლის გმირი ბახმუტთან დაიღუპა – დედის წინ ზალუჟნიმ დაიჩოქა”