ნიდერლანდებში მაჩვებმა სარკინიგზო მოძრაობა შეაჩერეს

ნიდერლანდებში სარკინიგზო მოძრაობა ერთდროულად რამდენიმე მარშრუტზე შეჩერდა. მიზეზი მაჩვებია, რომლებმაც რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ ორმოები გათხარეს – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. მატარებლების მიმოსვლა შეჩერდა ქვეყნის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ზოგიერთ მარშრუტზე – სულ მცირე ერთი კვირით. „ბიბისი“ წერს, რომ გზა ქვეყნის სამხრეთით ქალაქ დენ ბოშსა და ბოქსტელს შორის სამშაბათს დაიკეტა მას შემდეგ, რაც მაჩვების გათხრილი გვირაბები აღმოაჩინეს. …

ეს პირველი ტალღა იყო, ისინი კვლავ ეცდებიან მსგავსი კანონის მიღებას – ბსუ-ს სტუდენტი

ბსუ-ს სტუდენტი, 21 წლის საბა ოსანაძე ფილოსოფიის მე-4 კურსის სტუდენტია. მან  თავისი მოსაზრება გაგვიზიარა უნივერსიტეტსა და თვითმმართველობაზე, რა მოსწონს და რისი შეცვლის საჭიროებას ხედავს უნივერსიტეტში. ასევე, რას ნიშნავდა მისთვის საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტობის“ შესახებ კანონპროექტის მიღების მცდელობა და საით მიაქანებს ქვეყანას მმართველი გუნდი. საბა, ბათუმში აქციას – „არა რუსულ კანონს“ ძალიან ბევრი სტუდენტი შეუერთდა. ისინი …

სახელმწიფო კომპანიების უფროსები, რომელთა ხელფასი გაიზარდა და თვეში 16 000-20 000 ლარია 

სახელმწიფო საწარმოებში, რომლებიც საერთო ჯამში ზარალზე მუშაობენ, ხელმძღვანელი პირებს მაღალი ხელფასები უნარჩუნდებათ ან ეზრდებათ. ზოგ სახელმწიფო საწარმოში კი, დირექტორების ხელფასი წელიწადში ჯამში 228 ათასი, 226 ათასი 143 ათასი ლარია, რაც თვეში საშუალოდ 16 600 ლარზე მეტია. მაგალითად: სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელფასი 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 35 648 ლარით გაიზარდა [2021 …

თაღოვანი ხიდი ზედა ჩხუტუნეთში, რომელსაც რესტავრაცია სჭირდება

ხელვაჩაურში, სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მოსახლეობა ამბობს, რომ თაღოვან ხიდს სოფელში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, წლებია რეაბილიტაცია სჭირდება. ჩხუტუნეთელი ბექა ქობულაძის თქმით, ხიდიდან ხშირად ცვივა ქვები. ბექა გვეუბნება, რომ დიდი გულშემატკივარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და მნიშვნელოვანია, ხიდის რესტავრირება დროულად დაიწყოს. „2016 წლამდე ამ ხიდზე რელსები იყო, შემდეგ – ე.წ. ხის მორები განათვსეს. გადაადგილდებოდა ავტომობილები, საქონელი. შემდეგ …

უცხოეთში მყოფი პირი გაწვევისთანავე უნდა დაბრუნდეს საქართველოში – განხილვა პარლამენტში

დღეს, 22 მარტს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი წარადგინა. ახალი კოდექსის პროექტის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს კანონში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“. ცვლილების თანახმად, საქართველოდან დროებით გასული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარებიან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას, გაწვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ვალდებულნი …

ბათუმის „თავისუფლების კვარტალში“ ოპოზიცია 29 მარტს საპროტესტო აქციას იწყებს

ბათუმის „თავისუფლების კვარტალში“ 29 მარტს, 5 საათზე, ენმ საპროტესტო აქციას აანონსებს. მოთხოვნა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტის შესრულებაა. „თავისუფლების კვარტალს“ ოპოზიცია აჭარის მთავრობის სახლის წინ არსებულ ადგილს უწოდებს, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კარვები იყო გაშლილი და გამსახურდიას ქუჩა 120 დღე გადაკეტილი იყო. ენმ-ს ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ბონდო თედორაძის თქმით, ამ ეტაპზე …

აშშ უკრაინას აფრთხილებს, რომ რუსეთი ახალ შეტევას ამზადებს

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მომავალი კვირები უკრაინის ომში „კრიტიკული“ იქნება. მისივე თქმით, შესაძლებელია შეტევები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდეს. CNN-ი კირბის განცხადებას ციტირებს, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, „მორიგი შეტევის დაწყებას შეეცდება“ და, შესაძლოა, რამდენიმე მიმართულებით. CNN-ის რეპორტიორის კითხვას, ძალიან ბევრ დროს ხომ არ უთმობს …

სუბარმა შემაგინა და მეც გავეცი პასუხი – ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყეს

დღეს, 22 მარტს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, „ხალხის ძალის“ წევრმა და რუსული კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს ზურგში მიკროფონი ჩაარტყა. როგორც ტარიელ ნაკაიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, თავდაპირველად მას სოზარ სუბარმა შეაგინა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. „მე შემატრიალა სოზარ სუბარმა და მითხრა, რომ 20 წელია მიცნობს და მე ვარ მოღალატე თურმე და იცის …

„ბევრი რუსია რიგში, ამიტომ ჩვენ უნდა დაგვჩაგროთ?“ – „ევრო 2000-ში“ სწავლა 5 ათასი ლარი ხდება

„ჭარბი რაოდენობა შემოედინება, ბევრი რუსი ჩადგა სკოლის რიგში და ამიტომ ჩვენ უნდა დავიჩაგროთ?“ – კითხულობს გიორგი თედოზაშვილი, ვისი შვილიც ბათუმში, კერძო სკოლა „ევრო 2000-ში“ სწავლობს. ის დღეს, 22 მარტს, სხვა მშობლებთან ერთად  სკოლის დირექციასთან ითხოვდა შეხვედრას. სკოლა „ევრო 2000-ის“ მოსწავლეების მშობლებს უკვე აცნობეს დირექციიდან, რომ სწავლის საფასური სექტემბრიდან 3500-დან 5000 ლარამდე იზრდება. მშობლების ერთ-ერთი ვერსიით, …

სტადიონთან მცხოვრებ მოსახლეობას სახანძრო აფრთხილებს – წვრთნები გამოიწვევს ხმაურს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დღეს 22 მარტს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, „ბათუმი არენას“ ტერიტორიაზე, სახელმწიფო რეზერვებისა და  სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  ჩართულობით, „ბათუმი არენას“ თანამშრომლებისთვის ჩატარდება სახანძრო-სამაშველო სიმულაციური პრაქტიკული სწავლება. „სწავლება მოიცავს პრაქტიკულ სიმულაციურ წვრთნებს. მეხანძრე-მაშველები სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით მოახდენენ ხანძრის დროს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 167 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920] ტანკი – 3 557 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 6 887 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 2 589 ერთეული [+3] MLRS – 509 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო …

რა არ კეთდება საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ბაშვებისთვის

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. წელს ამ დღის გზავნილია – „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“. ეს მოწოდებაა მთავრობებისთვის, რომ ყველაფერი, რაც ეხება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, იქნება ეს პოლიტიკის განსაზღვრა, პროგრამების შემუშავება თუ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება, განხორციელდეს მათი უშუალო ჩართულობით. საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ჯანდაცვისა და სხვა საჭიროებების საკითხებზე ყველაზე აქტიურად საქართველოს დაუნის …

მინისტრი, რომელსაც დეკლარაციაში უწერია, რომ არავითარი ქონება არ აქვს

2022 შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, არც საცხოვრებელი ბინა აქვს, არც აგარაკი, არც მიწის ნაკვეთი და არც ავტომანქანა. მის დეკლარაციაში არაფერი წერია საცხოვრებლის დაქირავების შესახებ, ასეთ შემთხვევაში ჯაბა ფუტკარაძე ვალდებული იყო ქონებრივ დეკლარაციაში აესახა წლის განმავლობაში ქირის სახით გადახდილი თანხის ოდენობა. მინისტრი ასევე ვალდებული იყო ქონებრივ დეკლარაციაში აესახა ინფორმაცია იმის შესახებ, …

გვინდა ოლიმპიური ჩემპიონები გავხდეთ – მოცურავეები აუზს და დაფინანსებას ითხოვენ

ქართველი ახალგაზრდა მოცურავეები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ სახელმწიფო მათ სათანადო პირობებს არ უქმნის განვითარებისთვის. მოცურავეები ამბობენ, რომ საქართველოში ცურვას, როგორც პერსპექტიულ სახეობას, არ აღიარებენ და არც აფინანსებენ ისე, როგორც, მაგალითად, წყალბურთს ან სხვა რომელიმე სახეობას. მოცურავეები ფაქტობრივად აუზის გარეშე არიან, რადგან ის კერძო აუზები, რომლის ქირაობასაც დღეს ასე თუ ისე ახერხებენ, ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს. …

ვინ არის „ეკლესიის მტერი“, ვინც ართმევს დამოუკიდებლობას, თუ ვინც აკრიტიკებს? – ინტერვიუ

რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ, კობახიძე-ღარიბაშვილი აქტიურად ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოაჩინონ „ეკლესიის მტრებად“, საზოგადოებად, რომელსაც, კობახიძის თქმით, სურს ქართული იდენტობის წაშლა. რას მიაღწევს „ქართული ოცნება“ კრემლისთვის დამახასიათებელი რიტორიკით და მით უფრო „სუსის ფაილების“ ცნობილი სკანდალის შემდეგ. ვინ შეიძლება აღიქმებოდეს „ეკლესიის მტრად“ – არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ის სისტემა, რომელიც 2021 წელს სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილების თანახმად, უსმენდა …

3 ქალი სექსუალურ შევიწროებაში ამხელს რამიშვილს – მას და „ოცნებას“ ერთნაირი გზავნილები აქვთ

„…ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე. ესეთი დამთხვევების მე არ მჯერა… ეს, დიდი ალბათობით, არის ფაშისტური კამპანიის ნაწილი. ამას გამოძიება სჭირდება, მაგრამ როდესაც ფაშიზმის კამპანიას ემთხვევა ეს ყველაფერი, მინიმუმ ძალიან საეჭვოა. ეს არის კრიტიკული ტელეკომპანიის და ჟურნალისტების, წამყვანების მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი,“ – …

ინსულინის დეფიციტი ბათუმში – სამინისტრო აცხადებს, რომ შეფერხება აღმოფხვრილია

ბათუმში რეგისტრირებული ინსულინდამოკიდებული პაციენტები ორი დღე ინსულ-ლანტუსს და ინსულ-აპიდრას ვერ იღებდნენ. პაციენტებს ეუბნებოდნენ, რომ წამლის მიწოდებაში შეფერხება იყო. ნათია შავაძე რამდენიმე წელია ინსულინზეა დამოკიდებული. ორშაბათს, 20 მარტს, ინსულინის ასაღებად მისულ ნათიას მეუღლეს უთხრეს, რომ ინსულინი პარასკევამდე არ იქნებოდა. „ინსულინდამოკიდებული ადამიანები სამ თვეში ერთხელ ვიღებთ სახელმწიფოსგან ინსულინს. ჩემი მეუღლე იყო მისული ასაღებად და უთხრეს, რომ არ აქვთ …

ბათუმის სტადიონზე ევაკუაციის სიმულაცია იგეგმება – „დინამო“ მოხალისეებს უხმობს

ხვალ, 22 მარტს, 11:00 საათზე, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობით, დაგეგმილია ევაკუაციის სიმულაცია (ტრენინგი). ინფორმაციას ამის შესახებ საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ ავრცელებს და მოხალისეებს უხმობს ამ პროცესში ჩასართავად. „იმისთვის, რომ ევაკუაცია მაქსიმალურად იყოს მიახლოებული რეალობასთან, გვჭირდება მოხალისეები არენის ორი სექტორის შესავსებად. მოხალისეები ჩაერთვებიან ევაკუაციის პროცესში, როგორც გულშემატკივრები. ეს საკითხი …

სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა კაცი, რომელიც ჟურნალისტს თავს დაესხა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა მამუკა ანდღულაძ. მას გამოძიება „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე ფიზიკურ ძალადობას, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებას ედავება. ჟურნალისტ ნატო გოგელიას თქმით, მას სააპელაციო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ბრალდებულს სასამართლომ გირაოს – 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ამ დრომდე ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების …

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 096-ს მიაღწია – განაცხადა თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (AFAD). ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. თურქეთში 13,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად, ისევე როგორც მრავალი სხვა ჩრდილოეთ სირიაში. შვიდ მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის ორი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 თებერვალს  მოხდა, რასაც მასობრივი …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 მარტის 21 საათიდან 22 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 166 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960] ტანკი – 3 552 ერთეული [+15] ჯავშანტექნიკა – 6 879 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 2 586 ერთეული [+9] MLRS – 507 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

მეწყერი ბუთურაულში – საფრთხეში მყოფი სოფელი დახმარებას ითხოვს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში 14 მარტს მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ადგილობრივების თქმით, მეწყრული პროცესები სოფელში დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა მდგომარეობა ბოლო დღეებში განსაკუთრებით რთულია. ჩავარდა სოფლის ცენტრალური გზის ერთი ნაწილი და იზოლაციაში მოექცა გზის იქით უბანში მცხოვრები მოსახლეობა. ამ უბნიდან სკოლაში ვეღარ დადიან მოსწავლეები და ბაღის აღსაზრდელები. უბნამდე ვერ მიდის სასწრაფო დახმარების მანქანაც. მეგი დიასამიძის …

მოსამართლეები, რომლებსაც სამართალი არ უსწავლიათ მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში

„ბიზნესინჟინერი“, „ინფორმატიკა“ – მოსამართლისთვის უჩვეულო ამ და სხვა სპეციალობებს ფლობს ზოგიერთი მოსამართლე საქართველოში. მათ იურისტის განათლებაც აქვთ – იურისტის კვალიფიკაცია მოსამართლისთვის კანონით სავალდებულო მოთხოვნაა. თუმცა მაგისტრატურაზე ან დოქტორანტურაზე ის სპეციალობები აურჩევიათ, რომლებსაც სამართალთან და კანონთან შეხება არ აქვთ. „შალვა თადუმაძის სკანდალის“ შემდეგ [მას ოთხწლიანი უმაღლესი, იურიდიული განათლება ჰქონდა, გენერალური პროკურორი იყო და ახლა უზენაესი სასამართლოს …

1440 კვ. მეტრი მშენებარე სახლი შინდისში – განათლების ახალი მინისტრის ქონება

საქართველოს განათლების ახალი მინისტრი, გიორგი ამილახვარი თბილისთან ახლოს, სოფელ შინდისში, მირიან მეფის ქუჩაზე, ფეშენებელურ სახლს იშენებს. უკვე ყოფილი დეპუტატისა და მოქმედი მინისტრის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ამ სახლის სამშენებლო სამუშაოებში მის მეუღლეს 350 000 ლარი დაუხარჯია. 2314 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ სოფელ შინდისში გიორგი ამილახვარს 2021 წელს 798 000 ლარად შეუძენია. პროექტის მიხედვით, გიორგი …

რა იწვევს აირების დაგროვებას მუცელში და რა საკვებს უნდა ერიდოთ ამ დროს – ექიმის რჩევები

მეტეორიზმი ხასიათდება აირების, იგივე გაზის დაგროვებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც იწვევს შებერილობას და მასთან დაკავშირებულ დისკომფორტს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, კუჭიდან სწორ ნაწლავამდე, შეიცავს ნაწლავის გაზს, როგორც ყლაპვისა და საჭმლის მონელების ბუნებრივ შედეგს. თუმცა როგორც ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის გასტროენტეროლოგი ხათუნა ციცქარავა განმარტავს, ნაწლავებში აირების ჭარბი რაოდენობით დაგროვება ზოგჯერ საჭმლის მონელების პროცესის დარღვევაზე მიანიშნებს და ზოგჯერ ისეთი მწვავე …

რუსული ენის ცოდნა – ახალი მოთხოვნა დასაქმების მსურველებისთვის

ბათუმში მცხოვრები სამსახურის მაძიებლები ამბობენ, რომ ბოლო ერთი წელია შრომის ბაზარზე ახალი მოთხოვნა გაჩნდა – რუსული ენის ცოდნა. ადრე თუ დამსაქმებლები ინგლისურს ითხოვდნენ, დღეს ჯერ იმას გეკითხებიან, იცი თუ არა რუსული და შემდეგ ინტერესდებიან სხვა ენების ცოდნით და უნარებით. მარიამ დუმბაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც სამსახურს ეძებს. „სამსახურის ძიებაში ვარ. ძებნის პროცესში ხშირად დაბრკოლებას მიქმნის რუსული …

ბათუმში ჭიშკრების შეცვლაზე მერიის სამმართველომ ტენდერი შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა

ბათუმში საცხოვრებელი სახლების ეზოს შესასვლელი ჭიშკრების მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა უცვლელია – 132 ათას 910 ლარი. ტენდერის შეწყვეტის მიზეზი, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ერთ-ერთი მონაწილე შპს „იმპექსის“ საჩივარი გახდა, რომლითაც ის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას დავების საბჭოში ასაჩივრებდა. კომისიამ ამ კომპანიას ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცა – ტექნიკური …

თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

თიბისი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას და მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნვას. ამჯერად სიახლე ციფრულ ბანკშია, რომელსაც ახალი ფუნქციონალი – IBAN-ის QR კოდით გაზიარება დაემატა. იმისთვის რომ გააზიარო შენი ანგარიშის ნომერი QR-ის საშუალებით: შედი ციფრულ ბანკში და მთავარ გვერდზე მონიშნე „ჩემი ანგარიში“ შემდეგ ანგარიშის ნომრის გაზიარება გაუზიარე QR კოდი მეგობარს თანხის გადმოსარიცხად დასკანერების შემდეგ მეგობარი ირჩევს სასურველ …

უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ილია ჩოხელი. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დედოფლისწყაროში დაუდასტურეს, სადაც ამჟამად მისი ბებია და ბაბუა ცხოვრობენ. ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ წერენ უკრაინელებიც. გავრცელებული ცნობებით, 23 წლის ილია ჩოხელი ხარკოვთან დაიღუპა. იგი რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან ფრონტზე იბრძოდა. __________ ფოტოზე: ილია ჩოხელი. ფოტო: დედოფლისწყაროს ტელევიზია  

ვინ არის განათლების ახალი მინისტრი გიორგი ამილახვარი

დღეს, 20 მარტს, საქართველოს განათლების მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინეს. ამილახვარი საქართველოს პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, თუმცა რაიმე არსებითი საკანონმდებლო ინიციატივა მის სახელს არ უკავშირდება. მოსკოვში დაბადებული ამილახვარი, ბოლო პერიოდში ამტკიცებდა, რომ რუსული კანონი, რომლის მიზანიც კრიტიკული მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვა იყო, არ იყო რუსული და პირველი მოსმენის დროს მხარიც დაუჭირა. ამილახვარმა საზოგადოების ყურადღება …

საქართველო ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში 90-ე ადგილზეა

ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო 90-ე ადგილზეა 109 ქვეყანას შორის. 2019 წლიდან საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა, 2019 წელს საქართველო „ბედნიერი ქვეყნების“ ჩამონათვალში 119-ე ადგილზე იყო. კვლევა ბედნიერი ქვეყნების შესახებ დღეს, 20 მარტს, გამოქვეყნდა. საქართველოს შემდეგ, 92-ე ადგილზეა უკრაინა. ყველაზე ბედნიერი ქვეყანა კი წელსაც ფინეთია. ყველაზე „ბედნიერი ქვეყნების“ ათეული ასე გამოიყურება: 1. ფინეთი; 2. დანია; 3. ისლანდია; 4. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 165 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +700] ტანკი – 3 537 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 6 869 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 2 577 ერთეული [+9] MLRS – 507 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

პლაჟის ზღვაში ჩაზვავების რისკი მაღალია – ბათუმის კონცხთან წყალქვეშა ფერდობს შეისწავლიან

„[ინერტული] მასალის მუდმივი დაგროვება იახტკლუბთან აუცილებლად გამოიწვევს პლაჟის მოწყვეტას და ჩაზვავებას კანიონში. როდის მოხდება ეს პროცესი და ექნება თუ არა მას კატასტროფული ხასიათი დამოკიდებულია ბევრ შემთხვევით პროცესზე და მისი ზუსტი დრო უცნობია“, – აღნიშნულია პროექტში, რომლის მიხედვითაც ბათუმში ზღვის ხელოვნური კვებაა დაწყებული. აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ტენდერის გარეშე „ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობის …

მეწყერი ღორჯომში – გზას ტექნიკით წმენდენ | ფოტო

ხულოში, ღორჯომის თემში, გზაზე მეწყრული პროცესი განვითარდა. ამჟამად გზას ტექნიკით წმენდენ. ხულოს მერის წარმომადგენელმა ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯემალ ბერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გზა ჩაკეტილი არ არის და მოძრაობა თავისუფალია. მისივე თქმით, მეწყრული პროცესი სოფლის შესასვლელ გზაზე განვითარდა და არა საცხოვრებელ სახლებთან, შესაბამისად, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ბოლო კვირებია მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები თოვლის დნობისა და …

კრემლი ირწმუნება, რომ პუტინი მარიუპოლში ჩავიდა

რუსული მედია ავრცელებს კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, „სამუშაო ვიზიტით“ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ჩავიდა, რომელიც ამჟამად რუსეთის არმიის მიერაა ოკუპირებული. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პუტინმა „ქალაქის რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა“. რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასის“ ცნობით, პუტინი მარიუპოლში ვერტმფრენით გაფრინდა, ავტომანქანით მოიარა ქალაქის რამდენიმე რაიონი და გზადაგზა გაჩერდა. „მოგზაურობის …

Exit mobile version