საქართველო ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში 90-ე ადგილზეა

ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო 90-ე ადგილზეა 109 ქვეყანას შორის. 2019 წლიდან საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა, 2019 წელს საქართველო „ბედნიერი ქვეყნების“ ჩამონათვალში 119-ე ადგილზე იყო. კვლევა ბედნიერი ქვეყნების შესახებ დღეს, 20 მარტს, გამოქვეყნდა. საქართველოს შემდეგ, 92-ე ადგილზეა უკრაინა. ყველაზე ბედნიერი ქვეყანა კი წელსაც ფინეთია. ყველაზე „ბედნიერი ქვეყნების“ ათეული ასე გამოიყურება: 1. ფინეთი; 2. დანია; 3. ისლანდია; 4. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 165 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +700] ტანკი – 3 537 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 6 869 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 2 577 ერთეული [+9] MLRS – 507 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

პლაჟის ზღვაში ჩაზვავების რისკი მაღალია – ბათუმის კონცხთან წყალქვეშა ფერდობს შეისწავლიან

„[ინერტული] მასალის მუდმივი დაგროვება იახტკლუბთან აუცილებლად გამოიწვევს პლაჟის მოწყვეტას და ჩაზვავებას კანიონში. როდის მოხდება ეს პროცესი და ექნება თუ არა მას კატასტროფული ხასიათი დამოკიდებულია ბევრ შემთხვევით პროცესზე და მისი ზუსტი დრო უცნობია“, – აღნიშნულია პროექტში, რომლის მიხედვითაც ბათუმში ზღვის ხელოვნური კვებაა დაწყებული. აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ტენდერის გარეშე „ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობის …

მეწყერი ღორჯომში – გზას ტექნიკით წმენდენ | ფოტო

ხულოში, ღორჯომის თემში, გზაზე მეწყრული პროცესი განვითარდა. ამჟამად გზას ტექნიკით წმენდენ. ხულოს მერის წარმომადგენელმა ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯემალ ბერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გზა ჩაკეტილი არ არის და მოძრაობა თავისუფალია. მისივე თქმით, მეწყრული პროცესი სოფლის შესასვლელ გზაზე განვითარდა და არა საცხოვრებელ სახლებთან, შესაბამისად, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ბოლო კვირებია მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები თოვლის დნობისა და …

კრემლი ირწმუნება, რომ პუტინი მარიუპოლში ჩავიდა

რუსული მედია ავრცელებს კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, „სამუშაო ვიზიტით“ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ჩავიდა, რომელიც ამჟამად რუსეთის არმიის მიერაა ოკუპირებული. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პუტინმა „ქალაქის რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა“. რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასის“ ცნობით, პუტინი მარიუპოლში ვერტმფრენით გაფრინდა, ავტომანქანით მოიარა ქალაქის რამდენიმე რაიონი და გზადაგზა გაჩერდა. „მოგზაურობის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 მარტის 21 საათიდან 20 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, დროგამოშვებით – წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 164 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710] ტანკი – 3 532 ერთეული [+21] ჯავშანტექნიკა – 6 853 ერთეული [+23] საარტილერიო სისტემა – 2 568 ერთეული [+8] MLRS – 507 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

„ამ გამარჯვებას გარდაცვლილ მწვრთნელს ვუძღვნი“ – ბათუმელი სპორტსმენი ევროპის ჩემპიონი გახდა

21 წლის სპორტსმენი, დიეგო ჩხიკვაძე, ევროპის ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მან 2023 წლის 15 მარტს რუმინეთში, ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, 23 წლამდელ მოჭიდავეთა შორის დაიკავა პირველი ადგილი 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში. დიეგო ამბობს, რომ წარმატებას მის პირველ მწვრთნელს, ლევან შავაძეს უძღვნის, რომელიც ყველაზე დიდ მხარდაჭერას უცხადებდა და კვარცხლბეკზეც ის მაისური ჩაიცვა, რომელზეც მწვრთნელის ფოტო წინასწარ …

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას სამშაბათს დააკავებენ

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს, 18 მარტს, განაცხადა, რომ მას მომავალ კვირაში, სამშაბათს დააპატიმრებენ, რადგან პროკურორები განიხილავენ ბრალდებებს პორნოვარსკვლავისთვის ფულის გადახდის გამო – წერს „ბიბისი“. მისი მოსალოდნელი დაკავების შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში – Truth Social-ში დაწერა და მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდა. „ბიბისის“ ცნობით, ტრამპის ერთ-ერთმა ადვოკატმა განმარტა, რომ ტრამპის განცხადება ეფუძნება მედიის მიერ გავრცელებულ …

ახალი ინვესტიცია გონიოში – აჭარის ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას არასრულად აქვეყნებს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ფეისბუქის გვერდზე 17 მარტს ახალი ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სამინისტროს ცნობით, აჭარაში, კერძოდ გონიოში სასტუმრო კომპლექსი აშენდება. პროექტი, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, 10 ჰექტარს მოიცავს და 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე ვკითხულობთ, რომ სასტუმრო 1055 ნომერს გააერთიანებს All Inclusive სერვისით, სასტუმროს ოპერირებას კი საერთაშორისო კომპანია Aimbridge Hospitality განახორციელებს. სამინისტრო არ …

„ვერავინ დადგება კანონზე მაღლა“ – გერმანიის კანცლერი პუტინის დაკავების ორდერზე

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ  მიესალმება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინზე სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცემულ დაკავების ორდერს. „კანონზე და კანონზე მაღლა ვერავინ დადგება“, – განაცხადა შოლცმა დღეს, 18 მარტს, ტოკიოში ვიზიტის დროს, „ეს არის საერთაშორისო სამართლის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი“ – დასძინა მან. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გუშინ, 17 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 164 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +760] ტანკი – 3 511 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 6 830 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 2 560 ერთეული [+8] MLRS – 506 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო …

აშშ-ის დრონების აქტიურობა შავ ზღვაში კარგია, ამ აკვატორიაში ჩვენც შევდივართ – ინტერვიუ

„ეს ომი, ჩემი აზრით, არ დამთავრდება სწრაფი კონტრშეტევით. ეს ომი დამთავრდება იმით, რომ რუსეთი ვერ გაუძლებს ამ მასშტაბით ომის წარმოებას, რუსეთი აუცილებლად გატყდება და უკან დაიხევს,“ – ასეთი მოლოდინი აქვს პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს. მისი აზრით, რუსეთს მოუწევს ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება, თუმცა სამხრეთით უკრაინელებს კონტრშეტევა მოუწევთ. „მას შემდეგ, რაც უკრაინამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბახმუტს ბოლომდე დაიცავდა, …

ბინების გაყიდვების 60% ახალ ბულვარზე მოდის – როგორ იზრდება საბინაო ფონდი ბათუმში

ბათუმში უძრავი ქონების საბინაო ბაზარზე გარე მოთხოვნას არაპროპორციულად მაღალი ზეგავლენა აქვს, რაც გასულ წლებში მეტწილად ტურიზმის გავლენით იყო განპირობებული, გასული წლიდან დღემდე კი ფასების ისედაც მზარდი ტენდენცია ადგილობრივი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო დრამატულად შეცვალა რუსეთის მოქალაქეების დაინტერესებამ, რომელთაც ბათუმში ბინები მაღალ ფასად და ხანგძლივი ვადით იქირავეს ან იყიდეს. უძრავი ქონების სააგენტოების მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ …

ქალი, რომელიც მიწას მოტობლოკით ამუშავებს – „სამზარეულოში ტრიალს ეს მირჩევნია“

ნატალია შანთაძე სოფელ ქვედა კვირიკეში ცხოვრობს. სოფელში ნატალიას ყველა იცნობს – ეს ის ქალია, რომელიც მოტობლოკით მეზობლებს მიწას უმუშავებს. 45 წლის ნატალია ოთხი შვილის დედაა. იგი ყოველ დილას 5 საათზე დგება და სამსახურში მიდის. ქობულეთში, დასუფთავებაში მუშაობს. მიწის დამუშავება ნატალიასთვის დამატებითი შემოსავალია – ოთხ შვილს ბევრი სჭირდება. „ჩემი მეუღლე სულ ემიგრაციაში იყო, მე სახლში ბავშვებს …

რა უნდა ვიცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის კვანძებზე – ექიმის რჩევები

კვანძები ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, მაგრამ პაციენტთა უმრავლესობამ შესაძლოა იქამდე ვერ გაიგოს, რომ კვანძი აქვს, სანამ ეს პროფილაქტიკური გამოკვლევისას ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის დიაგნოსტირებისას არ გამოჩნდება. თუმცა “ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის” ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, თეონა გოგიტიძე ამბობს, რომ ფარისებრი ჯირკვლის კვანძი ზოგჯერ შეიძლება ზომაში იმდენად გაიზარდოს, რომ გახდეს ხილული ან/და გაართულოს ყლაპვა ან სუნთქვა. …

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა. პუტინთან ერთად ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისარის თანამდებობა უკავია. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პუტინსა და ლვოვა-ბელოვას ბრალი წაუყენეს ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში. „არსებობს საფუძვლიანი გარემოება, რათა ვიფიქროთ, რომ ბატონი პუტინი პირადააა პასუხისმგებელი ზემოხსენებულ დანაშაულში,“ – ნათქვამია …

სტუდენტებმა პრორუსი პოლიტიკოსების საგანზე უარი თქვეს, რატომ არ არის ეს დევნა – ინტერვიუ

მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ და ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში, საზოგადოების პროტესტის ფონზე, რუსულ კანონს მისცეს ხმა, თსუ-ს სტუდენტების დიდმა ნაწილმა მათი საგანი გააუქმეს და განაცხადეს, რომ არ აქვთ პრორუსი პოლიტიკოსების ლექციების მოსმენის სურვილი. სტუდენტები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ ერთ-ერთ ლექტორს, ელიზბარ ელიზბარაშვილსაც, რომელიც ასევე პრორუსულ „ალტ-ინფოზე“ ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწეოდა. რამდენად ლეგიტიმურია სტუდენტების პროტესტი? – ამ თემაზე …

გამოცხადდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2023

დღეს, 17 მარტს, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განცხადებების მიღება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პედაგოგებს განაცხადების შეტანა შეუძლიათ 30 აპრილის ჩათვლით. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს პედაგოგები, რომელთა საქმიანობამაც სკოლაში, კონკრეტულ თემში, სასიკეთო ცვლილებები მოიტანა. მასწავლებელი გამოირჩევა პროფესიონალიზმით და შეუძლია ინოვაციების დანერგვა სასწავლო სივრცეში. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მეშვიდე წელია, რაც ტარდება საქართველოში. ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი, მასწავლებლის საერთაშორისო …

დააკავეს პირი, რომელიც „TV პირველის“ ჟურნალისტს თავს დაესხა

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ნატო გოგელიას მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირი – მ.ა. დააკავეს. 15 მარტს ჟურნალისტი ნატო გოგელია ოზურგეთში, სოფელ ბახვში, იმ კაცის კომენტარის ჩაწერას ცდილობდა, რომელმაც თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, პრორუსული „ალტ-ინფოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხია. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 15 მარტს ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტი …

დააკავეს პირი, რომელმაც აშშ-ის ვიზების სანაცვლოდ ოჯახს 10 450 დოლარი გამოართვა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. პროკურატურის ცნობით, პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, აშშ საელჩოს საკონსულოს და უსაფრთხოების ოფისთან თანამშრომლობით, გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ბრალდებული, იმ მოტივით, რომ თითქოსდა იყო საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი, დაზარალებულს დაჰპირდა ოჯახის წევრების ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზებით უზრუნველყოფას და გამგზავრებაში დახმარებას. „ბრალდებულმა დაარწმუნა დაზარალებული და …

სლოვაკეთი უკრაინას 13 ავიაგამანადგურებელს, MiG-29-ს გადასცემს

დღეს, 17 მარტს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა ტვიტერზე დაწერა, რომ სლოვაკეთის მთავრობამ  უკრაინისთვის 13 ავიაგამანადგურებლის, MiG-29ის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. „სლოვაკეთის მთავრობამ ახლახან დაამტკიცა 13 MiG-29 გამანადგურებლის გაგზავნა უკრაინაში! დაპირებები უნდა შესრულდეს და როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითხოვა მეტი იარაღი, მათ შორის, მოიერიშე თვითმფრინავები, მე ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. მიხარია, რომ სხვებიც იმავეს აკეთებენ“, – …

რუსული ძალები ბახმუტთან დაწინაურდნენ, თუმცა შესაძლებლობები ამოწურეს – ბრიტანეთის დაზვერვა

17 მარტის მოკლე ანგარიშში ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს, რომ ბახმუტთან რუსული ძალები დაწინაურდნენ, მაგრამ ამან შეუძლებელი გახადა მათი წინსვლა სხვა რაიონებში. დაზვერვის ცნობით, ბოლო დღეებში რუსმა სამხედროებმა და „ვაგნერის“ დაქირავებულებმა შეძლეს გამაგრება მდინარე ბახმუტკას დასავლეთ ნაპირზე, რომელიც გადის ქალაქის ცენტრში. უკრაინის შეიარაღებული ძალები კი აგრძელებენ ქალაქის დასავლეთ ნაწილის დაცვას. ამავე დროს, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, …

შეკვეთილის შემოვლით გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა

შეკვეთილის ახალგახსნილ შემოვლით გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა. ადგილზე იმყოფება პოლიცია. შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად ტრაილერის მძღოლი არ დაშავებულა, ადგილზეა ამწე და გადავარდნილ ტრაილერს ამოიტანენ. _______________ ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 მარტის 21 საათიდან 18 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 …

7 წლის ანდრია თავის ტვინის სიმსივნეს ებრძვის – მას დახმარება სჭირდება

7 წლის ანდრია გოგიტიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თავის ტვინში სიმსივნე აღმოაჩნდა და ამჟამად  თურქეთში, კლინიკა „მედიქალ პარკში“ მკურნალობს. „მეოთხე სტადია აქვს, მაგრამ როგორც ექიმებმა გვითხრეს, მკურნალობას ექვემდებარება. ბუნებრივია, მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. 16 ათასი დოლარი დაგვიჯდა გამოკვლევები და ბიოფსია, ახლა კი სხივურ და ქიმიოთერაპიას გავდივართ. მკურნალობისთვის პირველ ეტაპზე 55 ათასი დოლარია საჭირო“ – …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 163 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +760] ტანკი – 3 506 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 6 823 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 2 552 ერთეული [+13] MLRS – 504 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა – რას ამბობენ გეოლოგები

მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები თოვლის დნობისა და წვიმიანი ამინდის პარალელურად გააქტიურდა. აჭარაში მიმდინარე მეწყრულ პროცესებზე „ბათუმელები“ მამუკა ფუტკარაძეს ესაუბრა, აჭარის გარემოსდაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, გეოლოგთა ჯგუფთან ერთად, ხულოში, შუახევსა და ქედაში მეწყრულ ზონებს სწავლობდა და საველე სამუშაოებს ასრულებდა. მამუკა ფუტკარაძის თქმით, ნალექმა იმდენად შეუწყო ხელი მეწყრული პროცესების …

ახალი მოსამართლე ბათუმში, რომელსაც მხოლოდ ოთხწლიანი იურიდიული განათლება აქვს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახალი მოსამართლე გაამწესეს – გიორგი ლობჟანიძე მაგისტრი მოსამართლე იქნება ქობულეთში. გიორგი ლობჟანიძე პროფესიით იურისტია და ეკონომისტიც. ის მხოლოდ ოთხწლიანი უმაღლესი განათლებით გახდა მოსამართლე. გიორგი ლობჟანიძის სხვა უმაღლესი განათლების შესახებ ინფორმაცია ბათუმის საქალაქო სასამართლოს ან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გამოქვეყნებული არ აქვს ბიოგრაფიაში, რაც ოფიციალურ საიტებზეა ხელმისაწვდომი. გიორგი ლობჟანიძეს 1996 წელს აქვს დამთავრებული პროფესორ …

ერთი წელი რუსეთის მიერ მარიუპოლის თეატრის დაბომბვიდან – უკრაინელების აქცია ბათუმში

დღეს, 16 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ბათუმში მყოფმა უკრაინელმა დევნილებმა რუსეთის მიერ მარიუპოლის თეატრის დაბომბვის დროს დაღუპულ ბავშვებს პატივი მიაგეს. მარიუპოლის თეატრის წინა და უკანა მხარეს დიდი თეთრი ასოებით ეწერა სიტყვა – „ბავშვები“. ამის მიუხედავად, რუსულმა ძალებმა თეატრის შენობა დაბომბეს, სადაც, არსებული ინფორმაციით, 1000-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის იყვნენ ბავშვები. აქციაზე მყოფნა უკრაინელებმა …

თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“ გთავაზობთ დაუვიწყარ თავგადასავალს ქართლში

თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“, 22-23 აპრილს, გთავაზობთ მოგზაურობას ქართლში: „ქართლის სასახლეები – მოგზაურობა მივიწყებულ ისტორიებში“. ეს არის ტური, რომლის დროსაც აღმოაჩენთ მე-19 და მე-20 საუკუნეების ქართლის სასახლეების ისტორიებს და გაეცნობით იმავე პერიოდის საზოგადოებრივ – კულტურულ ცხოვრებას. ეს იქნება დროში მოგზაურობის, ისტორიების და შემონახული ლეგენდების გაცოცხლების დაუვიწყარი გამოცდილება, სადაც თქვენ მეგზურობას ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები გაგიწევენ. ორი …

ქუთაისის მერია “ღვაწლმოსილ მხატვრებზე” ტელეგადაცემას დააფინანსებს

ქუთაისის მერია ღვაწლმოსილ ქუთაისელ მხატვრებზე ტელეგადაცემის მოსამზადებლად ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 ათასი ლარია. სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა „4 ღვაწლმოსილ ქუთაისელ მხატვარზე 4 ტელეგადაცემა“ უნდა მოამზადოს და ეთერში გაუშვას. „ტელეგადაცემის სახელწოდება უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. თითოეული გადაცემა უნდა იწყებოდეს ინფორმაციით მხარდამჭერის შესახებ. გადაცემის მომზადებისთვის მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს ინტერვიუები და უზრუნველყოს ეთერში გასვლა, მონტაჟი და …

ბათუმის ახალ ბულვარში, პლაჟზე, ბეტონის შენობა ააშენეს – ეს კანონით დაუშვებელია

ბათუმის ახალ ბულვარში, ხიმშიაშვილის #13-ის მიმდებარედ, პირდაპირ პლაჟზე არსებული მსუბუქი კოსტრუქციის კედლები ბეტონით ამოაშენეს, რაც კანონით დაუშვებელია. პლაჟზე მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობაა შესაძლებელი მერიასთან შეთანხმებით. სამუშაოებს შპს „გთემ ჰოსფითალითი გრუპი“ აწარმოებს, ეს კომპანიაა ამ ტერიტორიის მოიჯარეც. მერიასთან შეთანხმების მიხედვით, აქ ახალ პირსს აშენებენ, არსებული პირსი გასულ წელს შტორმის შედეგად დაზიანდა და  სახიფათო გახდა. პირსის სამშენებლო …

საქართველოში ცხოვრების უფლება რუსეთის 16 567-მა მოქალაქემ მიიღო – 3 წლის მონაცემები

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, საქართველოში სხვადასხვა უფლებით ცხოვრების ნებართვა მიიღო რუსეთის 16 567-მა მოქალაქემ. მათგან 10 043 პირს საქართველოში ბინადრობის ნებართვა მისცეს. საქართველოს მოქალაქეობა კი, რუსეთის 6 524 მოქალაქეს მიანიჭეს [მათგან 3200 პირს უშუალოდ 2022 წელს, მათ შორის, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებსაც]. ბინადრობის ნებართვა …

„რატომ ვიხევთ ხერსონიდან?“ – ანეკდოტის გამო რუსეთში კაცს 3 წლით პატიმრობა ემუქრება

რუსეთში ანეკდოტების გამო ადამიანების გასამართლება დაიწყეს. მრავალშვილიან მამას 3 წლით პატიმრობა ემუქრება უკრაინის ომზე ანეკდოტის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნების გამო. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული რედაქცია წერს. „- სერგეი, რატომ ვიხევთ ხერსონიდან? – ვოლოდია, თქვენ ხომ თავად გვიბრძანეთ უკრაინის განთავისუფლება ფაშისტებისა და ნაცისტებისაგან…“  რიაზანის ოლქში, ქალაქ კასიმოვში მცხოვრებმა ვასილი ბოლშაკოვმა ეს ანეკდოტი რუსულ სოციალურ ქსელში, Вконтакте-ში გამოაქვეყნა …

წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა თურქეთში – ბოლო ცნობები

თურქეთის პროვინციებში, შანლიურფასა და ადიიამანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. თურქული მედიის ცნობით, წყალდიდობა, რომელიც ამ რეგიონებს 6 თებერვლის გამანადგურებელი მიწისძვრიდან დაახლოებით 40 დღის შემდეგ დაატყდა თავს, ბოლო 65 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საავადმყოფოები, დაინგრა ორ რაიონს შორის მდებარე ავტომაგისტრალი. მანამდე თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა (TSMS) გამოაქვეყნა 14-20 …

Exit mobile version