ბათუმში ხანძარია – ცეცხლი რამდენიმე სახლს უკიდია

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების კვეთაში, ხანძარია. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი დაბალსართულიან სახლებს უკიდია. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო  და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა 11 ოჯახის საცხოვრებელი სახლი. ინფორმაცია განახლდება.  ____________ ფოტოზე: სქრინი პირდაპირი ჩართვიდან

ბულვარში, ბატუტზე მყოფი ბავშვის დაღუპვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის ბულვარში ბატუტის დაზიანების შედეგად ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ბატუტის უსაფრთხოებაზე. შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმის ბულვარში მომხდარი ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ერთი პირი – 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ძლიერი ქარის გამო ბათუმის …

უკრაინის 27 წლის გმირი ბახმუტთან დაიღუპა – დედის წინ ზალუჟნიმ დაიჩოქა

10 მარტს კიევში დაკრძალეს უკრაინის გმირი, დმიტრი კოციუბაილო, მეტსახელად „და ვინჩი“, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. „და ვინჩისთან“ გამოსამშვიდობებლად კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ: უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი და სხვა ოფიციალური პირები. დაკრძალვაზე იმყოფებოდა ფინეთის პრეზიდენტი …

Accor ჯგუფი თბილისში „იბისის“ ახალი სასტუმროს მშენებლობას იწყებს

ბრენდ „იბისის“ 72-ნომრიანი სასტუმრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2024 წელს გაიხსნება. სტუმარმასპინძლობის მსოფლიო ინდუსტრიის წამყვანმა ჯგუფებმა -ი Accor-მა და დეველოპერულმა კომპანია Fujin Silk Properties-მა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც საერთაშორისო ბრნედ „იბისის“ (Ibis) კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნება. „სიხარულით გაცნობებთ, რომ ხელი მოვაწერეთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის „იბისის“ სახელით ახალი სასტუმროს მშენებლობას. სასტუმრო გაიხსნება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე …

გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც ბატუტის დაზიანების გამო დაშავდა

ბათუმში, ბულვარში, არდაგანის ტბასთან, ბატუტის დაზიანების გამო დაშავებული 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ, 13 მარტს, მოხდა – საღამოს არდაგანის ტბასთან ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა და დააზიანა, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ბავშვი – ძმები. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მეორე დაშავებული ბავშვი კლინიკაში რჩება. ის 3 წლისაა და დაზიანება თავის არეში აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, …

დასაქმდი აეროპორტში – ბათუმში „ტავ ჯორჯიას“ დასაქმების ფორუმი გაიმართება

აეროპორტში მუშაობით დაინტერესებულ პირებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, დასაქმების ფორუმზე ამჯერად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იწვევს. ღია კარის დღე, 17 მარტს, 10:00-17:00 საათამდე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში გაიმართება. დაინტერესებული პირები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ვაკანსიების შესახებ და დეტალურად გაეცნობიან თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს ამა თუ იმ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 159 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 710] ტანკი – 3 474 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 6 774 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 2 503 ერთეული [+16] MLRS – 493 ერთეული [+0] საზენიტო …

სპეციალობების აკრედიტაცია ბსუ-ში

წელს ბსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია მიმდინარეობს. რომელი სპეციალობებია წარდგენილი სააკრედიტაციოდ, რომელმა სპეციალობებმა გაიარა უკვე აკრედიტაცია, რომელი სპეციალობების აკრედიტაციის განხილვა მიმდინარეობს ჯერ კიდევ, რა შეიცვალა ამა თუ იმ საფეხურზე, სპეციალობაზე სწავლებაში? – ამის შესახებ ბსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, თეონა ბერიძეს ვკითხეთ. ის ამ თანამდებობაზე ახლახან აირჩიეს. თეონა ბერიძის ინფორმაციით, სულ …

ონლაინ კაზინოს მოწყობა 5 მილიონი ეღირება – ახალი კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესული ახალი ცვლილებით ონლაინ თამაშობების მოწყობა ფასიანი იქნება. კერძოდ: სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზებისთვის ბიუჯეტში გადასახადი წელიწადში 5 მილიონი ლარი იქნება; სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზებისთვის – წელიწადში 1 მილიონი ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისთვის კი – წელიწადში 100 ათასი ლარი. ახალი ცვლილება უშვებს გამონაკლისსაც: სისტემურ-ელექტრონული ფორმით …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 მარტის 21 საათიდან 13 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით წვიმა; მაღალ მთაში თოვლჭყაპი; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რომელიც შესაძლებელია გაძლიერდეს 17-22 მეტრ წამამდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 …

დღეს ღამით ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სავალი ნაწილი შევიწროვდება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე დღეს, საღამოს 10 საათიდან დილის 6 სააათამდე პერიოდში, გზის სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება. გზა, ჯერ ერთ, შემდეგ კი მეორე სამოძრაო ზოლზე, დაახლოებით 1 კილომეტრ მანძილზე შევიწროვდება – მეჯინისწყლის ხიდიდან მახვილაურის გადასახვევამდე მონაკვეთში. „დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია გაერთიანებული საწარმო POLATYOL & MAPA JV ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს. აღნიშნული …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 159 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 090] ტანკი – 3 466 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 6 769 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 2 487 ერთეული [+4] MLRS – 493 ერთეული [+0] …

„27 წლის შემდეგ რუსეთი სამუდამოდ მივატოვე, არც საქართველო დაუბრუნდება წარსულს“

გიორგი ბერიძე ერთი წლის იყო, როცა მისი ოჯახი საქართველოდან რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. ის მოსკოვის ოლქში დედასთან ერთად ცხოვრობდა. საქართველოში მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა, თუმცა საბოლოოდ დაბრუნების სურვილი პირველად 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაუჩნდა. „მაშინ 13 წლის ვიყავი და წამოსვლა ვერ მოვახერხე, თუმცა რუსეთის მიმართ აგრესია ძალიან გაიზარდა ჩემში“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“. რუსეთის საბოლოოდ დატოვების …

თვითმმართველობა არ გამოხატავს ჩვენ ინტერესებს – ბსუ-ს სტუდენტი

ბსუ-ს სტუდენტი, ლინდა ცინცაძე ფარმაციის მესამე კურსის სტუდენტია. ის ამბობს, რომ მისთვის კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტობის შესახებ“ შემაშფოთებელი იყო. ლინდას ვკითხეთ, როგორ ფიქრობს, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ბსუ-ს არაერთ ლექტორ-მასწავლებელსა თუ სტუდენტს გაუჭირდა აზრის გამოთქმა რუსულ კანონზე. მიიჩნევს, რომ 8 მარტს სტუდენტების მიერ გამართულ აქციას მოჰყვა ბსუ-ს რექტორის, მერაბ ხალვაშის ისედაც დაგვიანებული ფეისბუქპოსტიც, …

კობახიძის დაღმასვლა – დიუსელდორფიდან ლგბტქ თემის ანტიპროპაგანდამდე

საზოგადოების მხრიდან ზეწოლის შედეგად, რუსული კანონის ჩავარდნის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე იმ ჯგუფების ლექსიკით ალაპარაკდა, რომლებიც წლებია, „ეკლესიის“ და „ეროვნული ღირებულებების“ დაცვის სახელით, ღიად თუ შეფარულად ძალადობენ და ეწევიან რუსულ პროპაგანდას საქართველოში. კობახიძემ, საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელმაც მათ რუსული კანონის გაწვევა მოსთხოვა, „ეკლესიის მტრებად“ და ლგბტქ საზოგადოების პროპაგანდისტებად მოიხსენია. რის მიღწევის  ცდილობს კობახიძე …

ბათუმში კაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბათუმში ახალგაზრდა კაცი, რომელიც ცივი იარაღით ერთ-ერთი ბარიდან გამოსვლის შემდეგ დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც „ბათუმელებს“ შსს-ში უთხრეს, შელაპარაკება ორ კაცს შორის მოხდა, ერთ-ერთმა კი ცივი იარაღით დაჭრა მეორე, რის შემდეგაც აღნიშნული პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. შემთხვევა წუხელ, 10 მარტს მოხდა საღამოს. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, …

ომში რუსეთის არმიის დანაკარგი სულ არის 158 000 სამხედრო – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 158 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 010] ტანკი – 3 458 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 6 762 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 2 483 ერთეული [+8] MLRS – 493 ერთეული [+2] …

მოსამართლემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციის ძალადობა გადაიღო

„პოლიციელებმა პარლამენტთან აქციაზე ვიდეოს გადაღების გამო დამაკავეს. ვიღებდი, როგორ სცემდნენ და აწამებდნენ აქციის მონაწილეებს… მოსამართლემ 2 ათასი ლარით დამაჯარიმა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქალაქე გიორგი მექვაბიშვილი. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც პოლიციამ დააკავა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე – „არა რუსულ კანონს“. 7 და 8 მარტს პარლამენტთან აქციების დარბევის დროს პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით – წვრილმანი ხულიგნობისა და …

ალბათ ერთ კვირაში იქნება მნიშვნელოვანი შეტაკებები ბახმუტთან – ინტერვიუ

„რუსები უნდა ელოდონ უკრაინელების კონტრშეტევას,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაახლოებით ერთ კვირაში ელოდება დაპირისპირების ახალ ტალღას ბახმუტთან, სადაც უკრაინამ შესაძლოა ახალ დარტყმით დაჯგუფებას მოუყაროს თავი. ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის კი, უკრაინას დასავლეთიდან შესაბამისი სამხედრო ტექნიკა ჯერ არ მიუღია. ვახტანგ კაპანაძე ფიქრობს, რომ რუსეთი დასუსტებულია და ამას აჩვენებს ისიც, რომ ბახმუტის აღება 8 თვეა უჭირს. გადამდგარი გენერალი …

„მეწყერი საფრთხეს გვიქმნის, მერიაში კი გვეუბნებიან, რომ სამუშაოები ძვირია“ – ოჯახი ქედიდან

„მეწყერი მოდის, იშლება მიწა და ბზარები უჩნდება სახლს. ექსპერტიზის დასკვნა ორი წელია გვაქვს, რომ საფრთხე გვემუქრება, მაგრამ მერიაში გვითხრეს, რომ სამუშაოები ძვირია და ვერ გააკეთებენ,“ – გვიყვება თამარ ხოზრევანიძე. ის ქედაში, სოფელ მეძიბნაში ცხოვრობს 3 შვილთან ერთად. მოქალაქის თქმით, მეწყრის პრობლემა მას შემდეგ გააქტიურდა, როცა სახლის მიმდებარედ გზა შეაკეთეს. „გზაზე როცა მუშაობდნენ, მაშინ ჩამოვიდა მეწყერი …

მოღობილი ტროტუარი ბათუმში – რა გააკეთა მერიამ პრობლემის გადასაწყვეტად

ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და სევასტოპოლის ქუჩების კვეთასთან, ტროტუარზე გავლა შეუძლებელია – კონკრეტული სახლის წინ ტროტუარი ქვის ღობითაა შემოსაზღვრული. იმისთვის, რომ სიარული განაგრძო, ქუჩაში უნდა გადახვიდე, ავტომანქანების სავალ ნაწილზე. „ეს ჩვენი საკუთრებაა, დანარჩენი მერიაში იკითხეთ, რატომაა ასე,“ – გვითხრა აქ მცხოვრებმა ციალა ჩხარტიშვილმა. იგი სხვა დეტალებზე არ გვესაუბრა. მესაკუთრეს სახლში შესასვლელი ჭიშკარიც ქვის ღობით აქვს მოწყობილი. იმისთვის, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 მარტის 21 საათიდან 11 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო ღამით: …

„ხულოდან თუ ხარ, თბილისში რა ჩემი… გინდაო“ და უკანონოდ დამაკავეს – ნადიმ ხმალაძე

უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე, რომელიც ამ დღეებში თბილისშია და რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, პოლიციამ 8 მარტს დააკავა. ის წუხელ, 9 მარტს, გაათავისუფლეს. როგორც ნადიმ ხმალაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, კრიმინალურმა პოლიციამ ის უკანონოდ დააკავა. „შუადღის პირველ საათზე გალერეა „თბილისის“ წინ დავლიე ყავა, გამოვედი, ტაქსიში ვჯდებოდი და შემომარტყა წრე კრიმინალურმა პოლიციამ, ძალიან აგრესიული მიმართვით, სიტყვიერი შეურაცხყოფით …

„მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო“ – სიმონიანი თბილისის აქციებზე

რუსი პროპაგანდისტი, RT-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი წერს, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში „საქართველოს არავინ გადაუსვამს თავზე ხელს და უბრალოდ, პირდაპირ დაარტყამენ თბილისს“. ამის შესახებ სიმონიანი ტელეგრამზე წერს. იგი საქართველოში რუსული კანონის და მთავრობის პრორუსული კურსის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ეხმიანება და წერს, რომ „თავიდანვე ცხადი იყო“, რომ ეს მათთვის „მეორე ფრონტის გასახსნელად“ იყო საჭირო. …

შსს აქციის მონაწილეებზე გამოძიებას აგრძელებს

დღეს, 10 მარტს, შს სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგი გამართა და  7-8 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონისა და მთავრობის პრორუსული კურსის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ისაუბრა. კუპატაძის თქმით, ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციებზე დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი და მათ შორის 5 ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში. მან აღნიშნა, რომ …

პოლონეთში მყოფი ემიგრანტები რუსული კანონის წინააღმდეგ

პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში და ვროცლავში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართეს. ვარშავაში აქცია საქართველოს საელჩოს წინ  გაიმართა. აქციაზე სტუდენტები, დიასპორის წარმომადგენლები გამოვიდნენ, რომლებიც აპროტესტებდნენ პარლამენტის მიერ „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას. „არა რუსულ კანონს“ – დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს მეორე მოსმენა და კენჭისყრით გაიწვიონ კანონი, რის გამოც ხელისუფლება ძალადობრივი …

სროლა ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე

დღეს, 10 მარტს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე სროლის ხმა ისმოდა. სროლა, სამორინესთან ახლოს იყო. ფაქტს ადასტურებს შს სამინისტრო. მათი ინფორმაციით, დაშავებული არავინაა, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შსს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 156 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 870] ტანკი – 3 448 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 6 742 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 2 475 ერთეული [+10] MLRS – 491 ერთეული [+3] საზენიტო …

რუსეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან

თბილისსა და ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რომელზეც მოქალაქეები რუსულ კანონს და ხელისუფლების პრორუსულ კურსს აპროტესტებენ, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. „თუ უკვე ქვეყანაში იმყოფებით, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ხალხმრავალ ადგილებში, კერძოდ ბათუმისა და თბილისის ისტორიული ცენტრების მონახულებისგან”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს …

პარლამენტში სხდომა ხვალ გაიმართება

ხვალ, 10 მარტს  11:45 საათზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაა დანიშნული, შემდეგ კი 12:00 საათზე პლენარული სხდომა გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დღეს, 9 მარტს, საღამოს გამოქვეყნდა. განცხადებაში მითითებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ სხდომაზე უცხოური აგენტების გავლენის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს უყრიან და ჩააგდებენ. ამ კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნით თბილისში პარლამენტის წინ და …

არც სახლი, არც მანქანა, მხოლოდ ავტოფარეხი – ყაველაშვილის „გამჭვირვალე“ ქონება

საქართველოს პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს და ამავე დროს „ხალხის ძალის“ წევრია, რუსული კანონპროექტის მიღების აუცილებლობას გამჭვირვალობის არგუმენტით ხსნის. თუმცა, გამჭვირვალობას მოწყურებული დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია, რომლის ყოველწლიურად შევსებასაც მას კანონი ავალდებულებს, არც ისე გამჭვირვალეა. თუ პარლამენტარი ყაველაშვილი დეკლარაციას კეთილსინდისიერად ავსებს, გამოდის, რომ მას არ აქვს სახლი, არ აქვს მანქანა და მთელი მისი …

როდის გაიმართება რუსული კანონის მეორე მოსმენა – საიას განმარტება

„მეორე მოსმენა შესაძლებელია გაიმართოს 20 მარტის სასესიო კვირაში. ეს პროცესი შეიძლება დაჩქარდეს და მეორე მოსმენა 13 მარტის კვირაშიც შედგეს, თუ პრეზიდენტი მოიწვევს რიგგარეშე სხდომას. შემდეგ კვირაში არაა ჩანიშნული სასესიო კვირა,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის „დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის“ დირექტორი, ნანუკა ყრუაშვილი. „მეორე მოსმენის დროს ჩავარდება“ – განაცხადა დღეს, 9 მარტს, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ …

სანამ ტაბლოზე არ გამოჩნდება, რომ კანონი ჩავარდა, „ოცნებას“ არ ვენდობი – პოლიტოლოგი

„არ ვენდობი „ოცნებას“, სანამ არ ვნახავ ტაბლოზე, რომ კანონი ჩავარდა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი, პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე. „ბათუმელებმა“ მას ჰკითხა, მოსალოდნელია თუ არა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუოს საზოგადოება და არ შეასრულოს დანაპირები „გავლენის აგენტების“ კანონის გაწვევის შესახებ. „კარგია, როცა თქვე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და გაიწვევენ კანონს, …

დიდაჭარაში კაშხალთან მეწყერი ჩამოწვა – გზა ჩაკეტილია

დღეს, 9 მარტს, დაახლოებით 16 საათზე, ხულოში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, მეწყერი ჩამოწვა. მეწყრის გამო ხულოს სოფელ დიდაჭარის გადასახვევთან, „შუახევიჰესის“ კაშხალთან ახლოს, საავტომობილო გზა ჩაკეტილია. მეწყერმა ფუნდამენტი გამოაცალა ელექტროგადამცემ ბოძსაც. როგორც ადგილიდან „ბათუმელებს“ უთხრეს, შესაბამისი სამსახურები სტიქიის ადგილზე ჯერ არ მისულან. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. განახლება: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 10 მარტის [13:55 სთ.] ინფორმაციით, გზა ჯერ …

„მეორე მოსმენის დროს ჩავარდება“ – მამუკა მდინარაძე რუსულ კანონზე

„რაც შეეხება კანონპროექტის, რომელიც პირველის მოსმენით არის[მიღებული], გამოწვევის გზებს, საქართველოს [პარლამენტის] რეგლამენტის თანახმად მეორე მოსმენთ გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ. ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს,“ – აღნიშნა დღეს, 9 მარტს, მამუკმა მდინარაძემ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. მამუკა მდინარაძის განმარტებით, ის კანონპროექტი, რომელზეც კენჭი …

„ბრძოლის ეს ეტაპი მოგებულია, თუმცა ომი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, არა“ – პოლიტოლოგი

„ბრძოლის ეს ეტაპი მოგებულია, თუმცა ომი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ – არა,“ – წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოლიტოლოგი, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია. საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს, 9 მარტს, გაავრცელა განცხადება, რომ უკან გაიწვევს რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. „ოცნებამ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად კანონპროექტი უკან გაიწვია და ამ ეტაპზე ტაქტიკურად უკან დაიხია, მაგრამ …

Exit mobile version