„საქართველო არის შენი“ – ბათუმში დღეს აქცია გაიმართება

„არა რუსულ კანონს! საქართველო არის შენი!“ – ამ სლოგანით დღეს, 9 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია გაიმართება.  ამჯერად აქციის მთავარი მოთხოვნა რუსული კანონპროექტის გაწვევის პროცედურის კანონის შესაბამისად დასრულება და დაკავებულების დროულად გათავისუფლება იქნება. აქცია ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ გუშინ, 8 მარტს, სტუდენტებმა და სამოქალაქო სექტორმა გამართეს. პარლამენტში  „აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ორი ვარიანტი დააინიცირეს – …

გაზდელიანის თქმით, გვიან ღამით მისი და მისი ახლობლების სახლები გაჩრიკეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის ბესო გაზდელიანის განცხადებით დღეს, 9 მარტს, ადრე დილით სპეცრაზმი მის სახლში შეიჭრა.  ასევე, გაჩხრიკეს მისი ძმის, შვილის და ბიძაშვილის სახლებიც. გაზდელიანის ინფორმაციით სამართალდამცავები მის სახლში ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ იარაღს, საბოლოოდ კი, მხოლოდ მობილური ტელეფონები ამოიღეს. „ქვეყანაში უცხოეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ნიადაგზე შემოტანილ იარაღს ეძებდნენ ჩემს სახლში, სადაც პატარა ბავშვებს ეძინათ. ჩემი …

მორჩა, ეს კანონი მკვდარია. ამ განცხადებას „ოცნება“ უკან ვერ წაიღებს – კორძაია

საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს, 9 მარტს, გაავრცელა განცხადება, რომ უკან გაიწვევს რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი, 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. შეუძლია თუ არა „ქართულ ოცნებას“ ერთი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევა და რა სამართლებრივი პროცედურებია გასავლელი კანონპროექტის სრულად ჩაგდებისთვის? ამ საკითხზე „ბათუმელები“ პარლამენტის დამოუკიდებელ წევრს თამარ კორძაიას ესაუბრა. კორძაიას თქმით, რადგან ოფიციალური განცხადება გაკეთებულია და …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 156 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 590] ტანკი – 3 441 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 6 736 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 2 465 ერთეული [+2] MLRS – 488 ერთეული [+0] საზენიტო …

პოლიცია ერთდროულად იყენებს გაზსა და წყლის ჭავლს – საიას განცხადება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს 9 მარტს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევასთან დაკავშირებით და შს სამინისტოს მოუწოდებს შეწყდეს სპეციალური საშუალებების გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით. „ამ წუთებში [2:50 სთ] რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით სახელმწიფო საპოლიციო ძალას უკანონოდ და არაპროპორციულად იყენებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ დაახლოებით 01:45 საათიდან მნიშვნელოვნად ინტენსიური გახდა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ …

„ეს კანონი ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს“ – საკონსტიტუციო სასამართლოს 15 საჯარო მოხელე

„მივიჩნევთ, რომ ნახსენები კანონის პროექტების მიღება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს და აზიანებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესს,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს 15 თანამშრომელი აწერს ხელს. განცხადებას საჯარო მოხელეები თავად ავრცელებენ ფეისბუქზე. საჯარო მოხელეები ხაზს უსვამენ იმას, რომ „საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, როგორც გარანტი სახელმწიფოს თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარებისა, ბოჭავს ნებისმიერი დროის ხელისუფალს, …

პარლამენტთან საპროტესტო აქციას არბევენ – აქციის მეორე დღე

8 მარტს, ღამით, თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაარბიეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეცსაშუალებები. აქცია ამ წუთებშიც [9 მარტი, 00:10 სთ] გრძელდება. დარბევის მიუხედავად რუსთაველის გამზირს აქციის მონაწილეები ისევ უბრუნდებიან. პარლამენტის შენობასთან ამოყირავებულია პოლიციის ავტომანქანა. აქციის უკანონოდ დაშლამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის შემოვლისკენ მოუწოდა. …

თუ ასე გაგრძელდა, „ოცნების“ წინააღმდეგ გაჩნდება უზარმაზარი ფრონტი – ინტერვიუ

„ეს პროცესი თუ ასე გაგრძელდა, ჩამოყალიბდება „ოცნების“ მიმართ წინააღმდეგობის უზარმაზარი ფრონტი , რომელიც გააერთიანებს არამარტო იმ ადამიანებს, ვისაც უშუალოდ ეხება ეს კანონი, არამედ მთლიანად საზოგადოებას,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია. რა შეიძლება მოხდეს ახლა, მოვლენების განვითარების რა სცენარებია მოსალოდნელი? – „ბათუმელებმა“ კორნელი კაკაჩიასთან ინტერვიუ ჩაწერა. ბატონო კორნელი, რა ჩანს თქვენთვის აქციაზე „არა …

აქცია ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ – ფოტორეპორტაჟი ევროპის მოედნიდან

დღეს, 8 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ. მოქალაქეები მოითხოვენ პარლამენტმა უკან გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც. საქართველოში …

არა რუსულ კანონს – საპროტესტო აქცია ვენაში, საქართველოს საელჩოსთან | ფოტო

ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და ავსტრიელ და უკრაინელ მეგობრებთან  ერთად აქცია გამართეს, რუსული კანონპროექტის გასაპროტესტებლად “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. აქციის მონაწილეების თქმით, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ კიდევ ბევრი ადამიანის შემოერთებას ელოდებიან. აქცია ახლაც მიმდინარეობს და საქართველოს საელჩოს წინ 100-მდე ადამიანია შეკრებილი. ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით,  აქციას მომდევნო დღეებშიც გამართავენ, რომ უთხრან საქართველოს მთავრობას …

უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე სავარაუდოდ თბილისში დააკავეს

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე სავარაუდოდ დაკავებულია. როგორც მისი ახლობლები გვეუბნებიან, ნადიმ ხმალაძე ტელეფონს რამდენიმე საათია აღარ პასუხობს. „ვეძებთ“ – გვეუბნებიან მისი მეგობრები. უკრაინაში მებრძოლმა დავით ქაცარავამ ნადიმ ხმალაძის დაკავების შესახებ დაახლოებით 17:00 საათზე, ფეისბუქის გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „როგორც ამ წუთას გავიგე, დაახლოებით ნახევარი საათის წინ დააკავეს ნადიმ ხმალაძე!  არა დემონსტრაციის დროს, არამედ ნახევარი …

„მეზღვაურებო, გააპროტესტეთ, დაგმეთ რუსული საქმე“ – მეზღვაურის მიმართვა კოლეგებს

„მე, როგორც გერმანული ერთ-ერთი წამყვანი საზღვაო კომპანიის, Reederei Nord-ის მეზღვაურს, მემუქრება აგენტურული იარლიყის მიკვრა! თქვენც, ვინც ურთულეს და უკეთილშობილეს საქმეს აკეთებთ, გემუქრებათ ეს ყველაფერი!“ – ამ სიტყვებით მიმართავს საზღვაო აკადემიის სტუდენტებს სულო ჩებინოვი, რომელიც ბათუმის საზღვაო ნავიგაციის კურსდამთავრებული და შანხაის საზღვაო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის მონაწილეა. ის პარლამენტის მიერ რუსული კანონპროექტის განხილვას აპროტესტებს და საზღვაო აკადემიის …

პოლიციამ აქციაზე გამოიყენა ძალა, რომლის საჭიროებაც არ არსებობდა – ინტერვიუ

„პოლიციის ქმედებები ლეგიტიმური არ იყო,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პოლიციას საერთოდ არ ჰქონდა 7 მარტს გამართულ აქციაზე წყლის ჭავლის ან გაზის გამოყენების უფლება. იურისტი განმარტავს, რომ პოლიციამ კანონი დაარღვია მაშინაც, როცა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებდა, შემდეგ კი მასობრივი დაკავების პრაქტიკას მიმართა. დაკავებულები სხვადასხვა ქალაქის იზოლატორში …

მივმართავ ბსუ-ს რექტორს, ღიად გამოხატოს თავისი პოციზია რუსულ კანონზე – სტუდენტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მეორე კურსის სტუდენტი ნიკა თურმანიძე უნივერსიტეტის რექტორს, მერაბ ხალვაშს და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მიმართავს. სტუდენტი რექტორს და ლექტორებს მოუწოდებს, ღიად და მკაფიოდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია რუსულ კანონთა დაკავშირებით, მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნივერსიტეტის მცდელობა, ასწავლოს სტუდენტებს რა არის ევროპული დემოკრატია, ევროპული ღირებულებები და სამართლიანობა, აზრს კარგავს. „ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში აუცილებელია …

რა საპროტესტო აქციებია დაგეგმილი დღეს ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ

დღეს, 8 მარტს, 19:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების აქცია გაგრძელდება. პირველი აქცია ბათუმში გუშინ, 7 მარტს, სპონტანურად, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი, ნაცვლად დაანონსებული 9 მარტისა, კანონპროექტს 7 მარტს განიხილავდა. გარდა ამისა, დღეს საქართველოს ყველა ქალაქში რუსული კანონის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის მიერ, დაგეგმილია საპროტესტო მარში “ქალები ტოტალური …

„მოღალატე“ – ხულოში ანზორ ბოლქვაძის სახლზე სტიკერები გააკრეს

ხულოში ადგილობრივებმა ანზორ ბოლქვაძის სახლის ჭიშკარსა და ფასადის კედლებზე 8 მარტს, გვიან ღამით, პროტესტის ნიშნად გააკრეს წარწერები – „მოღალატე!“, „საზეპირო, (ღ)რუსეთი მტერია! ევროპა მეგობარია! ჯამი ჭურჭელია!“. ანზორ ბოლქვაძე აჭარის სამი მაჟორიტარი დეპუტატიდან ერთ-ერთია, რომელმაც რუსულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ხულოელებმა წარწერები დატოვეს მერიის შენობაზე, ანზორ ბოლქვაძის შტაბსა და სხვა შენობებზეც – „ჩვენი თვითმიზანი ევროკავშირია!“, „არა (ღ)რუსულ …

კობახიძე ოპოზიციას და კრიტიკულ საზოგადოებას ჯაშუშებსა და ექსტრემისტებს უწოდებს

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ოპოზიციას, ასევე კრიტიკულ სამოქალაქო საზოგადოებას, ჯაშუშებსა და ექსტრემისტებს უწოდებს და აგვისტოს ომის დაწყებას ისევ საქართველოს მაშინდელ მთავრობას აბრალებს. „ჩვენ ჯაშუშების ახალ რევოლუციას რა დავუშვებთ. საქართველოში 2003 წელს მოხდა ჯაშუშების რევოლუცია, მაშინ ჯაშუშებმა შეძლეს მანიპულირება საზოგადოების გულწრფელი ემოციებით და პრინციპული შეცდომა დააშვებინეს. დღეს საზოგადოება საკმაოდ მომწიფებულია იმისთვის, რომ იმავე ჯაშუშების ახალი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 155 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 700] ტანკი – 3 436 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 6 723 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 2 463 ერთეული [+7] MLRS – 488 ერთეული [+0] საზენიტო …

„ეს უკანონოა“ – პარლამენტთან სამართალდამცველები მშვიდობიან აქციას შლიან

„მოწოდება – დაიშალოს აქცია, შესაძლოა მაშინ გახდეს საჭირო, როცა კანონი ირღვევა. როცა კანონდარღვევა არ არის გამოხატული და ხელისუფლებას სურს შეწყვიტოს მოქალაქის შეკრებების და მანიფესტაციების უფლება, ეს უკანონოა,“ – ამბობს იურისტი, ორგანიზაციის „მედიაომბუდსმენის“ დირექტორი ნათია კაპანაძე. მას ვთხოვეთ შეფასება – რამდენად სამართლიანია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველების მოწოდება, აუდიოჩანაწერი, რაც პერიოდულად ირთვება და ხმამაღლა მოუწოდებენ დაშლისკენ მშვიდობიანი …

საქართველოს მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა – ზაზა ფაჩულია

„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა! მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს“ – წერს ფეისბუქზე ცნობილი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია. იგი არ არის ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მსგავს განცხადებას ავრცელებს დღეს, როცა თბილისში მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან ლოზუნგით – „არა რუსულ კანონს“. აქციის პარალელურად ფეისბუქზე პროევროპულ არჩევანზე წერენ ცნობილი ქართველი სპორტსმენები: ხვიჩა კვარაცხელია, თორნიკე შენგელია, …

მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი – თორნიკე შენგელია

„მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი. სადაც ჩემი სამშობლოა, იქ ვარ მეც“ – წერს ფეისბუქზე თორნიკე შენგელია, საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი. იგი არ არის ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მსგავს განცხადებას ავრცელებს დღეს, როცა თბილისში მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს პარლამენტთთან ლოზუნგით – „არა რუსულ კანონს“. აქციის პარალელურად ფეისბუქზე პროევროპულ არჩევანზე წერენ ცნობილი ქართველი სპორტსმენები: ხვიჩა კვარაცხელია, …

დაუწესდეს სანქციები კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს – ქართველი ემიგრანტების მიმართა ევროკავშირს

ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს ევროპული მომავლის დაცვის თხოვნით ევროკავშირის ინსტიტუტებს  წერილობით მიმართეს. ემიგრანტები შეშფოთებას გამოხატავენ რუსული კანონპროექტის გამო და აცხადებენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. ქართველი ემიგრანტები ევროპის სტრუქტურებს სთხოვენ: „გააძლიერონ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა დაუწესდეს პირადი სანქციები საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებიც არიან უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტის …

„არა ღრუსულ კანონს“ – პროტესტი ბერლინის ტურიზმის ფესტივალზე

დღეს, 7 მარტს, გერმანიაში, ქალაქ ბერლინში, ტურისტული გამოფენა ITB Berlin-ზე მყოფმა ქართველი მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის მიერ რუსული კანონპროექტის განხილვა გააპროტესტეს. „არა ღრუსულ კანონს“ – წერია ფურცლებზე, რომლებიც მათ უჭირავთ. ტურიზმის ფესტივალზე ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც იმყოფება. საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტს, სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია …

შსს-მ 6 პირი დააკავა აქციაზე რუსული კანონის წინააღმდეგ

თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რუსული კანონის წინააღმდეგ, შსს-მ 6 პირი დააკავა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში მიაწოდეს. სამინისტროს ცნობით, აქციის მონაწილეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლებით. შსს-ში არ აკონკრეტებენ, ვინ არიან დაკავებული, თუმცა მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არის „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე. საპროტესტო აქცია „არა რუსულ კანონს“ საქართველოს პარლამენტთან ამ წუთებშიც [00:40] …

„სუხიშვილები“: ვგმობთ ძალადობას, ევროპული მომავალი ქართველი ხალხის არჩევანია

ქორეოგრაფიული ანსამბლი „სუხიშვილები“ რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფეისბუქზე. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადებას. „სუხიშვილების“ ანსამბლი უკვე ერთი თვეა საგასტროლო მოგზაურობაში იმყოფება ევროპაში. მაშინ როცა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ქართულ ცეკვას და კულტურას ოვაციებით ხვდებიან, როცა სიამაყით ვაცხადებთ, რომ საქართველოდან ვართ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო მეტად გვაშორებს დიდ ევროპულ ოჯახს! ევროპული მომავალი ქართველი ხალხის თავისუფალი …

დეპუტატები აჭარიდან, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს

დღეს, 7 მარტს, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს რუსულ კანონპროექტს, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. არსებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას ეძლევა ბერკეტი რეპრესიები განახორციელოს კრიტიკულ მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მთლიანად სამოქალაქო სექტორზე. დღეს ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა აჭარის სამივე …

დარეკეთ ცხელ ხაზზე – აქციაზე დაკავებულებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ

საქართველოს იურისტთა ასოციაცია და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია აქციაზე დაკავებულებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ. იმ შემთხვევაში თუ აქციაზე დაგაკავეს, ან დააკავეს თქვენი ახლობელი შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე: 577 070 563 აქციაზე დაკავებულებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ საია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნები, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და ადამიანის უფლებათა ცენტრი. გავრცელებული კადრების მიხედვით, აქციაზე რამდენიმე ადამიანი …

ომბუდსმენი შსს მოუწოდებს არ გამოიყენონ არაპროპორციული ძალა

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას და განმარტავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. „მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა მხოლოდ უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას …

აქციაზე ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, მობილიზებულია სპეცრაზმი

დღეს, 7 მარტს, საღამოს ამ წუთებში [20:47] თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე სავარაუდოდ წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აქციაზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები, გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანებიც. აქციაზე ისმის გამაფრთხილებელი სირენა – აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გამოიყენებენ წყლის ჭავლს. აქციის მონაწილეებს ხელები ზემოთ აქვს აწეული, თუმცა პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების რაოდენობა …

მოქალაქეები ბათუმში რუსულ კანონს აპროტესტებენ | ფოტო

დღეს, 7 მარტს, ბათუმში მცხოვრებმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს პროტესტი რუსული კანონპროექტის გამო, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ რუსული კანონი საქართველოს ართმევს ევროპულ მომავალს. აქცია სპონტანურად, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი, ნაცვლად დაანონსებული 9 მარტისა, კანონპროექტს დღეს განიხილავდა. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად გამოცხადდება ყველა ორგანიზაცია …

„მართლა აგენტო, ვის ინტერესებს წარმოადგენ?“ – ანა ნაცვლიშვილის შეკითხვა რუსული კანონის ავტორს

„მართლა აგენტო, ვის ინტერესებს წარმოადგენ?“ – ასე მიმართა დღეს, 7 მარტს, პარლამენტის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა რუსული კანონპროექტის ერთ-ერთ ინიციატორს, გურამ მაჭარაშვილს „ხალხის ძალიდან“. საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, დღეს, 7 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონპროექტს განიხილავს. მანამდე „ოცნებამ“ განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვა გადაიდებოდა 9 მარტისთვის, თუმცა დღეს, 7 მარტს, დაჩქარებული წესით აპირებს პირველი მოსმენით მიიღოს რუსული კანონი. …

მოდით პარლამენტთან, არ დავუშვათ ოკუპაცია მორიგ ჯერზე – ოპოზიციის მიმართვა მოქალაქეებს

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 7 მარტს, წინასწარი ინფორმირების გარეშე დაიწყო რუსული კანონპროექტების განხილვა, დაანონსებული ხუთშაბათის ნაცვლად. „ქართული ოცნების“ წევრებმა რუსული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა მას შემდეგ დააანონსეს, რაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დაიშალა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობა დღეს პირველი მოსმენით აპირებს კანონის მიღებას, ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა მოქალაქეებს მოუწოდეს პარლამენტთან შეკრებისკენ. „ჩვენი ქვეყანა არ უნდა …

რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ბათუმში 17:00 საათზე დაიწყება

დღეს, 17:00 საათზე, ბათუმში, ცენტრალური პარკის შესასვლელთან, დაიწყება აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ. აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ სასტვენებით, ბანერებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მივიდნენ ცენტრალური პარკის შესასვლელთან, საიდანაც მსვლელობით ევროპის მოედნისკენ წავლენ. დღეს, 7 მარტს, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი 9 მარტის ნაცვლად დღეს განიხილავს „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს. მოქალაქეები იკრიბებიან თბილისშიც, საქართველოს პარლამენტის წინ.

ბათუმში ხვალ ქალთა მოძრაობის მარში გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ

ხვალ, 8 მარტს, 15:00 საათზე,  ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში მარშს გამართავს, რომელშიც მონაწილეობისკენ ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვის ცხოვრებასაც მნიშვნელოვნად აუარესებს რუსული კანონპროექტის მიღება. მონაწილეები ბათუმში 14:00 საათიდან, საქალაქო სასამართლოსთან (ზუბალაშვილის #30) შეიკრიბებიან და 15:00 საათზე მარშით წავლენ ევროპის მოედნისკენ. „მოგმართავთ 8 მარტს, ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეს, საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს – სოფლად და ქალაქად მცხოვრებ …

ბათუმში ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 მარტის 21 საათიდან 8 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლოლობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა მაღალ …

„თქვენ ხართ ეკლესიის მტრები, ეკლესიას ებრძვით თქვენ“ – პარლამენტარის მიმართვა „ოცნებას“

„ეს არის რუსული ნარატივი -„ვინ ებრძვის ეკლესიას, იმ ხალხს ვამხელთ ჩვენ ამ კანონით“. ვინ ებრძვის ეკლესიას? ეკლესიას ებრძვით თქვენ. ჩვენ შორის ვინც ეკლესიას ებრძვის, ხართ თქვენ“ – ასე მიმართა დღეს, 7 მარტს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „ქართულ ოცნებას“.  დღეს საქართველოს პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. პაატა მანჯგალაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, განაცხადა, რომ ამ კანონის …

Exit mobile version