საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას 2 პირი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ცნობით, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1987 წელს დაბადებული ჰ.თ. და 1980 წელს დაბადებული ფ.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ჰ.თ. მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში დამალვის გზით ცდილობდა …

როდის გამოიდარებს ბათუმში – ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და აჭარის მთელ ტერიტორიაზე ხვალ, 16 მაისს, გამოიდარებს და დათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 მაისის 21 საათიდან 17 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 8 – …

პუტინი სტამბოლის მოლაპარაკებებს არ დაესწრება

მედიის ცნობით, დღეს, 15 მაისს, თურქეთში, სტამბოლში, რუსული დელეგაცია უკვე ჩავიდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე, რომლის მთავარი თემა ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება იყოს. რუსეთის დელეგაციაში არ არის რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი და არც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ლავროვი. რუსეთის დელეგაციაში მყოფი პირების ვინაობა წუხელ, 14 მაისს გახდა ცნობილი. დელეგაციის ხელმძღვანელი პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკია, რომელსაც პუტინის იდეოლოგს უწოდებენ. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 970 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220] ტანკი – 10 812 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 22 514 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 27 872 ერთეული [+45] MLRS – 1 384 ერთეული [+2] …

„მთავარი პატიმარი საქართველოა” – როგორია უწყვეტი პროტესტი გორში

„ბათუმელებმა“ უკვე გიამბოთ უწყვეტ, პროევროპულ პროტესტზე ჩხოროწყუში,ზუგდიდში, ახალციხეში, გურჯაანსა და მარტვილში. ამჯერად გიამბობთ, როგორია პროტესტი გორში. დღეს, 14 მაისს, საქართველოში უწყვეტი პროტესტის 168-ე დღეა, ხოლო გორში 95-ე დღეა, რაც უწყვეტად აპროტესტებენ საქართველოს პროევროპული კურსის ცვლილებას, ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. გორში პროტესტის მთავარი ადგილი გორის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაა. „უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, ჩვენ …

ხალხი გონიერია და ხვდება, რომ სილის გაწვნა არ იწვევს ტანჯვას – ექსმოსამართლე დგებუაძისთვის სილის გაწნაზე

„აჩვენეთ ეს კადრი ნებისმიერს და ჰკითხეთ, განიცადა პოლიციელმა ტკივილი?“ – ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის კადრზე  გვესაუბრება ყოფილი მოსამართლე, მაია ბაქრაძე. „მზია ამაღლობელის საქმეზე“ საუბრის დროს, ადვოკატი, პირველ რიგში, საზოგადოების რეაქციაზე ამახვილებს ყურადღებას: „ხალხი გონიერია და ხვდება, რომ სილის გაწნა არ არის იმ დონის დამაზიანებელი, რომ ამან გამოიწვიოს ფიზიკური ტანჯვა… ამის შეფუთვა ახლა ექსპერტიზებით და იმით, …

ქობულეთის მერის მოვალეობას ირაკლი ცეცხლაძე შეასრულებს

ქობულეთის მერის მოვალეობას ირაკლი ცეცხლაძე შეასრულებს. ის ამ დრომდე ქობულეთის ვიცე-მერის თანამდებობაზე მუშაობდა. ირაკლი ცეცხლაძე პროფესიით ეკონომისტია, 2005 წლიდან 2024 წლის 30 ივლისამდე  ის შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, 2024 წლის ივლისში კი ქობულეთის მერის მოადგილედ დანიშნეს. ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს, 14 მაისს, დილით, ფეისბუქის საკუთარ …

„პოლიციელი მერები იქნებიან უფრო მკაცრი, განსხვავებული აზრი რომ არ გააჭაჭანონ“ – ინტერვიუ

ბოლო ორ დღეში, 13-14 მაისს, ერთი მეორის მიყოლებით თანამდებობა დატოვეს ჯერ ბათუმის, შემდეგ კი ქობულეთის მერებმა. თანამდებობის წასვლის შესახებ ბათუმის და ქობულეთის მერებმა საზოგადოებას ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტით, თითქმის იდენტური ტექსტებით აცნობეს. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი კი ძალოვანი სისტემიდან მოიყვანეს [ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე სასამართლო ექსპერტიზაში მუშაობდა, მანამდე კი იგი პროკურატურის გამომძიებელი იყო].  რაზე …

26 მაისისთვის ბათუმი 65 ათას ლარს დახარჯავს – დეტალები შეთანხმებულია ცენტრალურ კომიტეტთან

26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები ბათუმში წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება. ღონისძიების ჩასატარებლად ბათუმის კულტურის ცენტრი 65 ათას ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. ბათუმის კულტურის ცენტრის განმარტებით, ღონისძიების დეტალები შესათანხმებელი იყო საქართველოს მთავრობის ერთიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, ამიტომ მომსახურების ტენდერით შესყიდვა დროში ვეღარ მოესწრება. „გადაწყდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩატარდეს …

ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ფოტოგამოფენა ბათუმის მთავარ მეჩეთში

ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ პარასკევს,  16 მაისს, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ფოტოგამოფენას გამართავს. ფოტოგამოფენა მეჩეთში დაიწყება პარასკევის ნამაზის შემდეგ, 14:00 საათიდან, ქუთაისის ქუჩაზე მდებარე მთავარ მეჩეთში და დღის ბოლომდე გაგრძელდება. „შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ხით ხუროობის უნიკალური ნიმუშები – ხის მეჩეთები”, – აღნიშნულია „სოლიდარობის თემის“ ფეისბუქგვერდზე, ღონისძიების ანონსში. ________________ ფოტოზე: მეჩეთი მაღალმთიან აჭარაში. ფოტო: …

ქობულეთის მერმა დაწერა, რომ გადადგა

ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა. “მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხემძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა. მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამინებს რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი   ქართულ ოცნებას და რა თქმა უნდა ვრჩები ამ გუნდის …

206 მილიონი დახარჯეს საყიდლებში საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებმა I კვარტალში

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებმა 482 100 ვიზიტი განახორციელეს, რაც 77 400-ით ნაკლებია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 481 მილიონი ლარი დახარჯეს, აქედან თითქმის ნახევარი – საყიდლებში. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ თურქეთში – 184,8 ათასი ვიზიტი, შემდეგ მოდის ევროკავშირის ქვეყნები – 88,5 ათასი ვიზიტი, …

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი მერიაში თამაზაშვილმა მიიყვანა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი მურვანიძე დანიშნეს. ახალი მმშ ბათუმის მერიაში დღეს, 14 მაისს, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიიყვანა. ოფიციალურ წარდგენას ესწრებოდა ბათუმის არჩეული და უკვე ყოფილი მერი არჩილ ჩიქოვანიც. გიორგი მურვანიძე აქამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. 2004-2005 წლებში იყო ბათუმის რაიონული პროკურატურის გამომძიებელი, ხოლო 2005-2006 …

გარდაიცვალა ურუგვაის ყოფილი ლიდერი, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ურუგვაის ყოფილი ლიდერი ხოსე მუხიკა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს უწოდებდნენ მოკრძალებული ცხოვრების წესის გამო. ხოსე მუხიკა ურუგვაის პრეზიდენტად 2009 წელს აირჩიეს, ის ქვეყანას 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდობაში, 1960-იან და 1970-იან წლებში, ის იბრძოდა მემარცხენე რადიკალურ მოძრაობაში, რომელიც კუბის რევოლუციის იდეებით იყო შთაგონებული და ხელისუფლებასთან საბრძოლველად პარტიზანულ მეთოდებს იყენებდა. მუხიკამ 14 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 969 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240] ტანკი – 10 804 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 22 501 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 27 827 ერთეული [+47] MLRS – 1 382 ერთეული [+1] …

რატომ მიდიან მერები? – ინტერვიუ

ბათუმის არჩეული მერი, არჩილ ჩიქოვანი დღეს, 13 მაისს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტით გადადგა. უკვე ყოფილ მერს არც თანამდებობაზე ყოფნის დროს გაწეული მუშაობის ანგარიში ჩაუბარებია საზოგადოებისთვის და არც წასვლის მიზეზებზე უსაუბრია. არჩილ ჩიქოვანი მხოლოდ ზოგადი მადლობით შემოიფარგლა და დაწერა, რომ რჩება „ქართული ოცნების“ დიდი ოჯახის ერთგულ წევრად“. არჩილ ჩიქოვანის გადადგომამდე 4 აპრილს ასევე ფეისბუქზე დაწერილი პოსტით დატოვა …

ლელა სურმანიძე მერიიდან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

ბათუმის მერის მოადგილემ ლელა სურმანიძემ თანამდებობა დატოვა. ცვლილება დღეს, 13 მაისს მოხდა, მას შემდეგ რაც თანამდებობიდან გადადგა ბათუმის არჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი. ლელა სურმანიძე ბათუმის მერიის მოადგილედ 2017 წელს დანიშნა მაშინდელმა მერმა, ლაშა კომახიძემ. ის მერიაში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან მივიდა და წლების განმავლობაში სოციალურ საკითხებს კურირებდა. ლელა სურმანიძემ პოსტი შეინარჩუნა მას შემდეგაც რაც ბათუმის მერი …

„ნაკელს გვაჭმევენ და გვასმევენ“ – რა აჩვენა შუახევის წყლის ლაბორატორიულმა კვლევამ

„შუახევის წყალში აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიები“ – ამბობს შუახევში მცხოვრები ლია ქამადაძე „ბათუმელებთან“, რომელმაც შუახევის წყლის ანალიზი კერძო ლაბორატორიაში საკუთარი ინიციატივით გააკეთა. მისი თქმით, წყლის ლაბორატორიული ანალიზის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შენიშნა, რომ ონკანიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში მღვრიე წყალი მოდიოდა, შუახევის მერიიდან კი მთელი თვის განმავლობაში ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე – აკმაყოფილებს თუ არა …

ვინ არის გიორგი მურვანიძე, ვის დანიშვნასაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად აპირებენ 

ბათუმის მერის მოვალეობას სავარაუდოდ გიორგი მურვანიძე შეასრულებს. მისი წარდგენა მერის მოვალეობის შემსრულებლად ხვალ, 14 მაისს იგეგმება. მერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დღეს, 13 მაისს, ბათუმის არჩეულმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ფეისბუქზე პოსტი დაწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. არჩილ ჩიქოვანს სამი მოადგილე ჰყავდა – ნუკრი დეკანაძე, რომელიც ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა, სოფო ხალვაში და ლელა სურმანიძე. როგორც …

„რა ახალი დანაშაული, მეორედ გაარტყამდა სილას?“ – ექს-მოსამართლე დგებუაძისთვის სილის გაწნაზე

„ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, თავდასხმად შეიძლება მოვიაზროთ სიტყვიერი შეურაცხყოფაც, გარკვეულ დროში ესეც შეიძლება თავდასხმად დააკვალიფიციროს სასამართლომ,“ – მზია ამაღლობელისთვის წარდგენილ უკანონო ბრალდებაზე ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ქეთევან ერემაძე გვესაუბრა. ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი გამოცემების: „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ჟურნალისტს 4-დან …

კობახიძის წერილი დიპლომატიური ჰარაკირია – ინტერვიუ

„რეალურად, სანქციებზე რეაგირება აჩვენებს, რომ ძალიან სერიოზულ ფინანსურ დარტყმას იღებს პარტიის ჩრდილოვანი თუ საპატიო ლიდერი, რომლის მთავარ, ღერძულ ფიგურაზეა დაფუძნებული და აწყობილი მთლიანად პარტიის ფინანსები, რიტორიკა და მერე ქვეყნის მართვის ტემპიც“- ამბობს ნინო სამხარაძე, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ [GIP] პოლიტიკის მკვლევარი. რა იკითხება „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის აშშ-ის პრეზიდენტისადმი მიმართულ ღია წერილში, რომელიც დღეს, 13 მაისს …

„არაფერს ვნანობთ, არაფრის გვეშინია“ – სინდისის პატიმრის, ლუკა ჯაბუას წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარი, სტუდენტი ლუკა ჯაბუა ციხიდან წერილს აგზავნის. 4 მაისით დათარიღებულ წერილში, რომლის ადრესატიც  სტუდენტები არიან, ლუკა ჯაბუა წერს, რომ სჯერა, უპასუხოდ არ დარჩება ის ამბები, რაც ქვეყანაში ვითარდება. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ლუკა ჯაბუას წერილს: „მოგესალმებით მეგობრებო. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დრო და რესურსი დამითმეთ. მადლობა გვერდში დგომისთვის და ყველაფრისთვის, რაც ამ ყველაზე რთულ …

ბათუმის მერი გადადგა

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება მერმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა. “მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს …

ბათუმის აეროპორტში თელავივი-ბათუმის რეისი ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში დღეს, 13 მაისს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებს თელავივი-ბათუმის რეისს, ორი მცდელობის მიუხედავად ვერ დაჯდა. თვითმფრინავი [ISR889] ამ წუთებში [12:29 სთ] ზღვის თავზე მანევრირებს. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, თვითმფრინავი ნისლის გამო ვერ დაჯდა აეროპორტში. ბათუმის აეროპორტში თელავივი-ბათუმის კიდევ ერთი თვითმფრინავი [AIZ415] უნდა დაჯდეს, რომელიც ამ წუთებში ასევე ზღვის თავზე მანევრირებს. განახლება: ერთი თვითმფრინავი [AIZ415] ბათუმის აეროპორტში …

თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევების პროცესი შეჩერდა – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით,  თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა საიას შუამდგომლობა და შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების მოქმედება, რომელიც შეეხება თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევებას, შეჩერებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. „როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 30 აპრილს თემურ ქათამაძეს საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. გაძევების პროცედურების დაწყების წინაპირობა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 მაისის 21 საათიდან 14 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 14 – 19 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 14 – 19 გრადუსი სითბო ღამით: …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 968 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070] ტანკი – 10 802 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 22 487 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 27 780 ერთეული [+62] MLRS – 1 381 ერთეული [+0] …

„კრემლი უცნაურად დუმს პირდაპირი შეხვედრის შეთავაზებაზე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში 15 მაისს დაგეგმილი შეხვედრის ფონზე რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში. „სამწუხაროდ, მსოფლიოს ჯერ კიდევ არ მიუღია რუსეთისგან მკაფიო პასუხი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებასთან დაკავშირებით. რუსული დაბომბვები და თავდასხმები გრძელდება. მოსკოვი მთელი დღის განმავლობაში დუმდა პირდაპირი შეხვედრის წინადადების შესახებ. ძალიან უცნაური სიჩუმე. რუსეთს ომის დასრულება მაინც მოუწევს და უკეთესი იქნება, თუ …

რა შენდება ოჩამჩირეში, პორტი თუ ტერმინალი? – რას ამბობს სუსი და რა ხდება სინამდვილეში

შენდება თუ არა ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტი? – ეს კითხვა აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში საკონტეინერო ტერმინალს აშენებს, თუმცა ამ ინფორმაციას სარწმუნოდ არ მიიჩნევენ დამოუკიდებელი ექსპერტები. „რია ნოვოსტის“ კითხვაზე, განიხილავენ თუ არა სოხუმი და მოსკოვი აფხაზეთში მეორე რუსული სამხედრო ბაზის გახსნის …

„თავისუფლება მზიას“ – ქალთა კოლონიასთან მზია ამაღლობელს დაბადების დღეს ულოცავენ

დღეს, 12 მაისს, საღამოს, რუსთავის მეხუთე ქალთა კოლონიასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება. „თავისუფლება მზიას!“ „გილოცავთ!“ – ისმის შეძახილები ციხესთან. მზია ამაღლობელი 50 წლის გახდა. იგი 4 თვეა უკანონო პატიმარია. რუსთავის ქალთან კოლონიასთან აქციას მართავენ ჟურნალისტები, აქტივისტები და მისი მეგობრები. მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად …

ბათუმში ორდღიანი ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან 228 ათასი ლარი დაიხარჯება

ფესტივალის – „ზაფხული იწყება აქ“ ორგანიზებისთვის წელს აჭარის ბიუჯეტიდან 228 ათასი ლარი დაიხარჯება. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ორი ტენდერი უკვე გამოაცხადა – ცალკე სცენის და ცალკე – სანახაობის მოწყობაზე. ფესტივალი 2025 წლის ივნისში ჩატარდება თუმცა კონკრეტული დღეები ამ დროისთვის უცნობია. 130 ათასი ლარითაა გამოცხადებული ტენდერი სცენისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვაზე, „რაც გულისხმობს მასშტაბური სცენის მოწყობას, …

კრემლი მიუღებელ ულტიმატუმს უწოდებს ევროპის მოთხოვნას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე

რუსეთი ევროპელი ლიდერების მოთხოვნას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ მიუღებელ ულტიმატუმს უწოდებს. დღეს, 12 მაისს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ულტიმატუმების ენა რუსეთისთვის მიუღებელია და რუსეთთან ასეთი ენით საუბარი არ შეიძლება“. თუ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ევროკავშირი აპირებს რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს. დღეს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, სტეფან კორნელიუსმა განაცხადა, რომ …

საია: ჟურნალისტებზე ძალადობას ხელს უწყობს საგამოძიებო ორგანოების გულგრილობა

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება. „ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვემო ქართლში სახელმწიფოს ყოფილი რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის, მამა სავარაუდოდ ფიზიკურად გაუსწორდა ტელეკომპანიის ჟურნალისტს მარიამ მაკასარაშვილს, გაიტაცა „TV პირველის“ კუთვნილი კამერა და ჟურნალისტის მობილური ტელეფონი. მომხდარი ადასტურებს ჟურნალისტების მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტებს, რასაც პირდაპირ უწყობს ხელს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების გულგრილობა. …

ვინ დაადებს ოჯახში მოძალადე პოლიციელს ელ. სამაჯურს? – საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უთხრა მოქალაქე მ.ს.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სარჩელი ეხებოდა შემთხვევებს, როცა ძალადობაში თავად პოლიციელს ადანაშაულებენ: ვინ უნდა გამოსცეს ამ დროს შემაკავებელი ორდერი? ვინ უკეთებს პოლიციელს ელექტრონულ სამაჯურს? თუ პოლიციელს ოჯახში ძალადობაში ამხელენ, მას შემაკავებელი ორდერი კოლეგა პოლიციელმა უნდა შეუდგინოს. მოძალადე პოლიციელს გაუკეთებენ თუ არა ელექტრონულ სამაჯურს, ამასაც პოლიციელი გადაწყვეტს. ზუსტად ამ სამართლებრივი ნორმის არაკონსტიტუციურად …

რა ხდება სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 5 წლის წინ  უნდა დასრულებულიყო, დღესაც გრძელდება. ინფორმაციას „ოცნების“ მთავრობის ახალშექმნილი ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქვეყნებს და აცხადებს, რომ მინისტრი რევაზ სოხაძე „საერთაშორისო მაგისტრალური გზების მშენებლობის მიმდინარეობას და გამოწვევებს გურიის მხარეშიც გაეცნო“. სამინისტრო „გამოწვევებსა“ და მშენებლობის დასრულების ვადებზე ამჯერად არაფერს ამბობს, თუმცა, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მთავარი „გამოწვევა“ ისაა, რომ ეს გზა მაქსიმუმ …

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი – სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელვა-ჭექა, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს – საფრთხის დონე საშუალო“ – იუწყება სააგენტო.

Exit mobile version