350 000 ლარი ბათუმის რუსეთში რეკლამირებისთვის

ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საკურორტო სეზონის წინ რეკლამის განთავსებაზე მუშაობს, წელს რუსეთი დაამატეს. ამ ქვეყნიდან ტურისტების მოსაზიდად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო სააგენტოებს სარეკლამო ბილბორდებსა და სხვა აქტივობებს დაუკვეთავს, რისთვისაც 350 000 ლარი გაითვალისწინეს. ჯამში კი სამიზნე ქვეყნებში რეკლამის განსათავსებლად, რამდენიმე ივენთის მოსაწყობად და ონლაინრეკლამირებისთვის წელს ბიუჯეტიდან სამ მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავენ. აჭარის ტურიზმის …

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი – ზეწოლა ძალაშია

თუკი მოწმე უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე, მას საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავს – ახალი წესი 20 თებერვლიდან მოქმედებს, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერჯერობით ასეთი დაკითხვა არ შემდგარა. ადვოკატების, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლები  დარწმუნებულნი არიან, რომ სასამართლომდე მოწმეები არც მივლენ, რადგან პარლამენტმა „მკვდარი ნორმა“ მიიღო. ვიდრე პარლამენტარები მესამე სექტორისგან „ჰიბრიდად“ შეფასებულ მოდელს დააკანონებდნენ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ …

სახელმწიფო სამსახური, სადაც ყველა უფროსია

სახელმწიფო ორგანო, სადაც ყველა უფროსი გამოდის, აჭარის უმაღლესი საბჭოა. 21-კაციან საკანონმდებლო ორგანოში ორი დეპუტატის გარდა ყველა თანამდებობაზეა. დეპუტატებს – ეკატერინე თარგამაძესა და მიხეილ მჟავანაძეს თანამდებობა სავარაუდოდ აღარც მოუწევთ, რადგან საბჭომ ამ მხრივ ყველა ლიმიტი ამოწურა. ვაკანტური ამჟამად მხოლოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტია. უმაღლეს საბჭოში ფრაქციების შექმნის მაქსიმუმიც შეივსო. კანონის მიხედვით, ერთ ფრაქციაში 3 წევრი …

„ეს შენ გეხება“- აქციის მონაწილეთა მოთხოვნები

დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეებმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტის გამოძიება და კანონმდებლობის გამკაცრება მოითხოვეს: გიორგი ხიმშიაშვილი, საიას აჭარის ოფისის თავმჯდომარე: „ჩვენ შევუერთდით „ეს შენ გეხებას“ აქციას, რომელიც გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას პირადი ცხოვრების დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ არას ვუცხადებთ ამ პროცესებს, რაც უნდა იყოს ხელისუფლებისთვის გზავნილი, რომ მათ მომავალში უფრო მეტად დაიცვან …

გაზის აფეთქების შედეგად ბათუმში სახლი ჩამოინგრა [ფოტო]

19 მარტს, გამთენიისას, ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე, ე.წ. იტალიურ ეზოში, გაზის აფეთქების შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ოთახები ჩამოინგრა. აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. აფეთქებას და ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, როგორც ეზოს ერთ-ერთმა მცხოვრებმა „ბათუმელებს“ უთხრა, სახლში ოჯახის რამდენიმე წევრი, მათ შორის ბავშვებიც იმყოფებოდნენ: „ზემოთ იწვნენ, დილის 6 საათისკენ გავიგონეთ ხმა … სახლშიც …

„ეს შენ გეხება“ – აქცია ბათუმში [ფოტო]

ბათუმში ევროპის მოედანზე კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში დაგეგმილი აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქციის მონაწილეებთან ერთად პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების კიდევ ერთხელ გავრცელება გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორები მომხადრის დროულ გამოძიებას და მსგავსი ფაქტების აღკვეთისათვის ხელისუფლებისაგან უფრო ეფექტური ღონისძიებების გატარებას მოითხოვენ. დღეს, 19 მარტს, ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკოსებიც გამოჩდნენ. აქციას ესწრებოდა პარლამენტარი მურმან დუმბაძე და უმაღლესი …

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 600-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 610 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 470 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 7 – დგომის მეთოდის დარღვევის გამო, 77 – ნიშანში დგომის გამოს, 39 – ტროტუარზე დგომისთვის, 7 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და კიდევ 10 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია ბოლო, რამდენიმე დღის განმავლობაში.

ორიგამის გაკვეთილები ბათუმში

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის „ამერიკულ კუთხეში“ მოხალისე ჯონგიუნ პარკი ორიგამის გაკვეთილებს ჩაატარებს. გაკვეთილის მსვლელობისას მონაწილეები ორიგამის საწყის პრინციპებს დაეუფლებიან. ორიგამი ქაღალდის სხვადასხვა ფიგურებად კეცვის, ძველი იაპონური ხელოვნებაა. ორიგამის გაკვეთილები ,,ამერიკულ კუთხეში” ყოველკვირეულად ჩატარდება. მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ გაკვეთილებს და დაეუფლონ ქაღალდის ფიგურებისა და საგნების შექმნის ტრადიციულ იაპონურ ხელოვნებას.

ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს სასმელი წყალი სავარაუდოდ 19 საათამდე არ მიეწოდებათ

შპს “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, 355 მმ მაგისტრალური მილსადენის დაზიანების გამო სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდათ, ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს მელიქიშვილის კვეთიდან ლერმონტოვის ქუჩის კვეთამდე. ამ წუთებში დაზიანებული მილსადენის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. “ბათუმის წყლის” ცნობით, სასმელი წყლის მიწოდება სავარაუდოდ 19:00 საათისთვის აღდგება.

აჭარის ყველა მდინარე ეკოლოგიურად დაბინძურებულია – როგორია დაჯარიმების სტატისტიკა

ბათუმის მიმდებარე და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მდინარეები და ხევები საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული, თუმცა კონკრეტული დამნაშევე თითქმის არ არსებობს: „ზემოდან მოაქვს მდინარეს“, „მეორე სოფლიდან მოაქვთ და ყრიან“- ამბობენ დაბინძურებულ ხევებთან და მდინარეებთან ახლოს მცხოვრები ადამიანები. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში ამბობენ, რომ კანონის გამკაცრებისა და საჯარიმო სანქციების ამოქმედების შემდეგ მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარემოში გადაყრას ერიდება, თუმცა ფაქტები საპირისპიროზე …

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით

ცხრა არასამათავრობო ორგანიზაცია ბათუმში მეჩეთის მშენებელობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ხელმომწერი ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ მუსლიმი თემის მშვიდობიან თვითორგანიზებულ კამპანიას ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნით. ამასთან, მოვუწოდებთ სახელმწიფოს მუსლიმი თემის უფლებების სრულყოფილი რეალიზებისკენ. ბოლო რამდენიმე წელია, მუსლიმი თემი სახელმწიფოსგან აქტიურად ითხოვს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფას და მშენებლობის პროცესის მხარდაჭერას. ბათუმში მოქმედი …

რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები უერთდებიან კამპანიას ,,ეს შენ გეხება”

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალურ გაერთიანებას წარმოადგენს, უერთდება არასამთავრობო სექტორის მიერ ინიცირებულ კამპანიას „ეს შენ გეხება.“ “ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა სამოქალაქო ორგანიზაციას და მოქალაქეს, შემოუერთდეს კამპანიას „ეს შენ გეხება“, რითიც არა მხოლოდ არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურებას და დამნაშავეთა გამოვლენასა და დასჯას მოვითხოვთ, …

აჭარაში გაზი 29 მარტიდან გაითიშება

აჭარის რეგიონში ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. მაგისტრალის მშენებლობის პროცესში მაღალი წნევის გაზსადენ მილებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აჭარის მთავრობის პრესცენტრის ცნობით, მშენებარე ახალი საავტომობილო მაგისტრალის გამო, ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე ბუნებრივი აირის ცენტრალური მილების გადატანა ერთდროულად 6 პუნქტზე განხორციელდება.    აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე  წლის 29 მარტიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის …

ბათუმში 29 მარტიდან ბუნებრივი აირი გაითიშება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, 29  მარტიდან ბათუმს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. „29 მარტიდან ქალაქისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა დაგეგმილია, თუმცა მიზეზებსა და ზუსტ დროზე, თუ რამდენი ხნით იქნება გათიშვა, გაკეთდება განცხადება და მოგეწოდებათ ინფორმაცია,“ – გვითხრეს „სოკარის“ ცხელ ხაზზე. აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და „სოკარის“ წარმომადგენლები ამ წუთებში ერთობლივ ბრიფინგს მართავენ. ამავე თემაზე: აჭარაში გაზი 29 …

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა პედაგოგთა დაბალ კვალიფიკაციაზე

2016 წლის იანვარში ჩატარებულ მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდებზე 10 552 პედაგოგი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდაზე მხოლოდ 6 477 გავიდა. აქედან, დადგენილი ბარიერი – 60 პროცენტი, მხოლოდ 1101-მა პედაგოგმა გადალახა. პედაგოგთა 83 პროცენტი ჩაიჭრა. ანალოგიური ვითარება იყო გასული წლის ზაფხულში ჩატარებულ გამოცდებზე. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა პედაგოგთა დაბალი კვალიფიკაციის გამო და რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს სკოლაში? თემაზე „ბათუმელები“ განათლების …

პუშკინის ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ზაფხულამდე

ბათუმში ზაფხულამდე პუშკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ ჯავახიშვილიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის უნდა დასრულდეს. ასევე დასრულდება  გრიბოედოვის, ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩების მონაკვეთები ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებს შორის. რაც შეეხება ამ ქუჩების დარჩენილ მონაკვეთებს „ჭაობში“ და ასევე სხვა ქუჩებს, მათი სრული რეაბილიტაცია 2018 წლის 4 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. გრიბოედოვის ქუჩაზე სამუშაოები გრაფიკით 29 მარტს უნდა …

ისევ დავით კვაჭაძე და დავით ქარცივაძე – უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

კომისიამ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად გამოცხადებულ ხელახალ კონკურსშიც არჩევანი იმავე კანდიდატურებზე გააკეთა და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს, ისევ დავით კვაჭაძისა და დავით ქარცივაძის კანდიდატურები წარუდგინა. მათგან ერთი მთავრობის თავმჯდომარემ დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს. უსკოს წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კომისიამ არჩილ ხაბაძეს სოფიო კახაძის, რუსუდან მიქელაძისა და მამუკა ჯაშის …

რა დადგინდა გახმაურებული „ნარუშილოვკების“ საქმეზე

რა დაადგინა გამოძიებამ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის (სუს) უფროსის მოადგილის – ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებული „ნარუშილოვკების“ სკანდალის შემდეგ დაიწყო? – ხელისუფლებას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს. „ბათუმელებისთვის“ მოწერილ წერილში მთავარი პროკურატურა განმარტავს: „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის  მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე,  …

ჯანმრთელობისა და განათლების სამინისტროების პროგრამების ანგარიში ხელვაჩაურში

2016 წლის 17 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის პროგრამებისა და 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიშები მინისტრებმა – ნუგზარ სურმანიძემ და გიორგი თავამაიშვილმა წარადგინეს. სამინისტროების ინფორმაციით: 2016 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 7 პროგრამას და 20 ქვეპროგრამას ახორციელებს. სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი …

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა შედარებითი კონფლიქტების კვლევაზე

სინგინუმის უნივერსიტეტის [სერბეთი, ბელგრადი] შედარებითი კონფლიქტების კვლევის ცენტრი [CFCCS] აცხადებს მიღებას შედარებითი კონფლიქტების კვლევის მეშვიდე საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლა მოიცავს ხუთ კურსს. მონაწილეს საშუალება ექნება აირჩიოს მხოლოდ ერთი. საზაფხულო სკოლის სამუშაო ენა ინგლისურია. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კურსდამთავრებულ სტუდენტებს, ბაკალავრებს, საჯარო თუ კერძო სექტორის დაინტერესებულ წარმომადგენლებს. საზაფხულო სკოლა გაიმართება სინგინუმის უნივერსიტეტის მედიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე, …

“უთხარი არა გადაწერას” – ღონისძიება საავტორი უფლებების დასაცავად

19 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საავტორო უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი ღონისძიება “Artიდეა” გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, შაბათს, 10:00-დან 20:00 საათამდე, უნივერსიტეტის როგორც შიდა, ისე გარე ტერიტორიაზე პროექტში მონაწილეობის მსურველები მათთვის სასურველ ადგილას განთავსდებიან და დაიწყებენ მიცემული დავალების შესრულებას. დავალება კი მარტივია, – მონაწილეებმა უნდა დაწერონ ჟიურის მიერ შერჩეულ აქტუალურ ან მათ მიერ შერჩეულ ნებისმიერ საკითხზე ნაშრომი …

რძის პროდუქტი სოფლიდან ბაზრამდე

ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ბონში“, ყველი და რძის სხვა პროდუქტები დროებით, ხილის სექციაში გაიყიდება. მიზეზი ყველის სექციის განახლებაა, რომელიც იზოლირებული იქნება. სექციას მოემსახურება ცალკე ლიფტი. ყველი და რძის სხვა პროდუქტები სექციაში ამ ლიფტით მოხვდება და ისინი მხოლოდ მაცივრებიდან გაიყიდება. სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორია, შემოტანილია მაცივრები და თითო მოვაჭრისთვის თითო მაცივარია გათვალისწინებული. რძის პროდუქტების …

რატომ გაურბის ხელისუფლება ევროპის ენერგეტიკის გაერთიანებას

ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება საქართველომ სექტემბრამდე გადადო. „ხელისუფლება არ ამბობს, რომ არ უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროცესს აჭიანურებს,“ – ამბობს გიორგი მუხიგულაშვილი – ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ მკვლევარი ენერგეტიკის საკითხებში. ევროპული ენერგეტიკის გაერთიანების წევრობა ენერგეტიკის სფეროში ევროპული სტანდარტების ამოქმედებას და გარკვეული ვალდებულებების აღებას გულისხმობს. საქართველომ ამ გაერთიანებაში შესვლისთვის კანონმდებლობაში გარკვეული რეგულაციები უნდა აამოქმედოს, …

2 მილიონამდე ლარი ფონდს, პლაჟები – სამინისტროს – ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება

ბათუმის საკრებულომ 16 მარტს სხდომაზე თანხმობა მისცა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, კვარიათიდან მწვანე კონცხამდე მდებარე პლაჟების მონაკვეთები [2016 წლის ნოემბრამდე პერიოდით] უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სსიპ „ბათუმის ბულვარს“ სარგებლობაში გადასცეს. „აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ბათუმის პლაჟების საზაფხულო სეზონისთვის მომზადებას, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობასა და დამსვენებელთა მომსახურების ორგანიზებას,“ – აღნიშნულია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბათუმის …

გაზეთი „აჭარა“ 95 წლისაა

გაზეთი „აჭარა“ 95 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს არის აჭარის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე გაზეთი. გაზეთის პირველი ნომერი რუსულ ენაზე გამოიცა – 1921 წლის 18 მარტს. მეორე დღესვე ქართულენოვანი ვერსია დაიბეჭდა. გაზეთს მაშინ „ფუხარა“ ერქვა, შემდეგ „საბჭოთა აჭარა“… გაზეთი „აჭარა“ დღეს კვირაში სამჯერ გამოდის, ხოლო რუსულენოვანი ჩანართი კვირაში ერთხელ გამოიცემა. გაზეთის ისტორიაში იყო ბევრი …

პრემიერმა ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

16 მარტს ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის აპრილამდე უნდა დასრულდეს. „საყოველთაო ჯანდაცვა ჩვენთვის არის პრიორიტეტი. ის, რომ ჯანდაცვა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ამავე დროს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ობიექტის გახსნით,“- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. „მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ ქალაქს მსგავსი თანამედროვე სტანდარტების ახალი …

პრემიერ-მინისტრი ვაჟა-ფშაველას N13-ზე

„დიდი ბოდიში უნდა ვუთხრა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ ჯერ არ გავცნობივარ წერილს. რადგან თქვენ მომმართეთ, აუცილებლად გავეცნობი“, – ასე უპასუხა ბათუმში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ბათუმელების“ შეკითხვას  – დაინტერესდა თუ არა პრემიერი აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნგრევას უკავშირდება. ამ პრობლემების შესახებ იმ ღია წერილშია საუბარი, რომლითაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერ-მინისტრს …

პრემიერ-მინისტრი ბათუმშია

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში დღეს რამდენიმე ობიექტს მოინახულებს. ამჟამად პრემიერი სასტუმრო-საცხოვრებელ კომპლექსს Porta Toewer-ის მიმდინარე სამუშაობს ეცნობა. ამ კომპლექსის მშენებლობა ზაფხულში უნდა დასრულდეს. 13 საათსა და 20 წუთზე გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა, რის შემდეგაც იგი ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მნშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. 14 საათზე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ბაგრატიონის ქუჩაზე საუნივერსიტეტო, სამედიცინო …

ბსუ-ს სტუდენტები რექტორს საჯარო შეხვედრაზე შეუთანხმდნენ

  დღეს, 15 მარტს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, მერაბ ხალვაშთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. საინიციატივო ჯგუფში იყვნენ ის სტუდენტები (ნაწილი), რომლებმაც 11 და 14 მარტს ბსუ-ს წინ საპროტესტო აქციები მოაწყეს. ისინი მოითხოვდნენ უნივერსიტეტის რეალურ ავტონომიას და სოლიდარობას უცხადებდნენ თსუ-ში თავისუფალი სტუდენტების აქციის მონაწილეებს. შეხვედრაზე მხარეების შეთანხმების შედეგად დაიგეგმა საჯარო შეხვედრა უნივერსიტეტის …

გარემოს დაცვის სამმართველოს „დილემა“ უფროსის უკანონო ბრძანების გამო

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ განმარტებისთვის უზენაეს სასამართლოს მიმართა. საუბარია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც უწყებამ უკანონოდ გათავისუფლებული ორსული ქალი სამსახურში უნდა დააბრუნოს. სამმართველოს უფროსის, ვახტანგ წულაძის ხელმოწერილი ბრძანება ყველა ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ ცნო. „სამმართველო დილემის წინაშე დადგა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს იურისტმა რაულ აბუსერიძემ: „საქმე იმაშია, რომ თანამდებობა, რომელზეც ეს პირი მუშაობდა, …

ქედელ მეღვინეებს ღვინის დაყენების სპეციფიკა გააცნეს

აჭარის აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლებმა ქედელ მეღვინეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მათ ვაზის წარმოება და ღვინის დაყენების სპეციფიკა გააცნეს. შეხვედრაზე მებაღეობა, მევენახეობის და ღვინის სამეცნიერო ინსტიტუტის დამფუძნებელმა, დავით თამარაშვილმა, ქედაში წარმოებული ღვინის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და ფერმერებს ყურძნის მოყვანის თანამედროვე ხერხები გააცნო. „მევენახე ფერმერები და ღვინის მწარმოებლები აჭარაში ცოდნის ნაკლებობას განიცდიან, თუმცა ამ ხალხს შენარჩუნებული აქვს ღვინის …

გიორგი ერმაკოვი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე

ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი, ეხმაურება წერილს, რომლითაც საინიციატივო ჯგუფი  ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას მოითხოვს. „ბოლო პერიოდში საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საკითხი და მის გარშემო განვითარებული მოვლენები. ჩვენთან შემოვიდა საინიციატივო ჯგუფის წერილი ახალი მეჩეთის აშენების მოთხოვნით, რომელსაც დართული აქვს 12 000-მდე ხელმოწერა. ჩვენი ვალდებულებაა, მიღებული გადაწყვეტილება იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და ადეკვატურად ასახავდეს …

უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ახალი სია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „მარჩიელები“ კიდევ ერთხელ უწოდა მათ, ვინც მიიჩნევს, რომ არჩილ ხაბაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ისევ სამთავრობო კანდიდატად გამოცხადებულ დავით კვაჭაძეს წარადგენს. აჭარის მთავრობამ უსკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველთა სია უკვე გამოაქვეყნა. ამ სიაში ყოფილ გამგებელსაც ნახავთ და უმაღლესი საბჭოს იმ წევრის შვილსაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ უსკოს თავმჯდომარის ექვსი დეპუტატის მხარდაჭერით …

აჭარის მაღალმთიანეთში გათოვდა [ვიდეო]

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში თოვს. ვიდეო: ნინო ხიმშიაშვილი

BIAFF კინოჩვენებებისთვის ალტერნატიულ სივრცეს ქმნის

16 მარტს, 17.30 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კონფერენსდარბაზში გაიმართება BIAFF კინოფესტივალის მენეჯმენტის მიერ ინიცირებული პროექტის პრეზენტაცია – „ბათუმში კინოჩვენებებისთვის ალტერნატიული სივრცეების შექმნა“. „ბათუმში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი კომერციული კინოთეატრი „აპოლო“, ალტერნატიული სივრცეების ნაკლებობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის (BIAFF) და ასევე ქალაქის მოსახლეობაც მოკლებულია დიდ ეკრანზე არაკომერციული კინოფილმების ნახვის შესაძლებლობას,“- ნათქვამია BIAFF-ის მენეჯმენტის განცხადებაში. …

„ენერგო-პრო ჯორჯია“: აჭარის სოფლებში გეგმიური გათიშვები ხვალაც გაგრძელდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალში აცხადებენ, რომ აჭარის მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გეგმიურია და უამინდობას არ უკავშირდება. კომპანიის ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოები ხვალ, 16 მარტსაც გაგრძელდება და დილის 11 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დაბა ქედას, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზვარეს, ზესოფელს, ვაიოს, ზენდიდსა და კვაშტას. დღეს ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში …

Exit mobile version