Batumelebi | ბათუმში მანქანაში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს ბათუმში მანქანაში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში მანქანაში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს

ბათუმში, ჯავახიშვლის ქუჩაზე, მე-15 საჯარო სკოლასთან საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს. ადგილზე მყოფი პოლიციელების თქმით, მას გარეგნული დაზიანებები არ ეტყობოდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ექიმს ის გარდაცვლილი დახვდა: „ერთი საათის გარდაცვლილი იყო. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი