გადაცემაში „მთავარი თემა“ ამჯერად ხანდაზმულთა ცხოვრების პირობებზე ვისაუბრებთ. გაეროს მონაცემებით დაბერება, როგორც მსოფლიო პრობლემა, განსაკუთრებულად აქტუალურია საქართველოსთვის. მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს. როგორ ცხოვრობენ მოხუცები დღეს და რას აკეთებს მთავრობა მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად? – ამ კითხვებზე მთავრობის პასუხებს გადაცემის პირველ სიუჟეტში მოისმენთ, მეორე სიუჟეტში კი მოხუცები თავანთ ისტორიებს მოგვიყვებიან. საქართველოში ხანდაზმულების ცხოვრებაზე სახალხო დამცველის აჭარის …
Category Archives: მთავარი
შვებულებაში მყოფი საკრებულოს წევრის სადავო ხმა
„ირაკლი ჭეიშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილება უკანონოა,“ – აცხადებს ნოდარ დუმბაძე – ბათუმის საკრებულოს წევრი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“. სადავო დადგენილება 16 მარტს, სხდომაზე მიიღეს, სადაც ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტიდან ბათუმის „დინამოსთვის“ [ზოგადად ფეხბურთისთვის] გამოყოფილი თანხა, დაახლოებით 2 მილიონი ლარი, სახელმწიფოს მიერ შექმნილ ა(ა)იპ-ს, „ფეხბურთის განვითარების ფონდს“ გადაერიცხა. ნოდარ დუმბაძის თქმით, გადამწყვეტი მე-13 ხმა, შვებულებაში მყოფ დიმიტრი …
Continue reading “შვებულებაში მყოფი საკრებულოს წევრის სადავო ხმა”
1,4 მილიონი ლარი მინისტადიონების შესაკეთებლად ბათუმში
ბათუმში, 40 სპორტული მინისტადიონის კაპიტალური შეკეთებისთვის ბათუმის მერია მაქსიმუმ 1 მილიონ 400 ათას ლარს გადაიხდის. საგარანტიო პერიოდი 2 წელი უნდა იყოს სამუშაოების დასრულებიდან. სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან [ან კომპანიებთან] ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში უნდა განხორციელდეს. ბათუმის მერიამ შესაბამისი სამი ტენდერი უკვე გამოაცხადა, ერთი და იმავე პირობებით. სატენდერო კომისიის მოთხოვნაა, რომ „ყველა გამოყენებული მასალა …
Continue reading “1,4 მილიონი ლარი მინისტადიონების შესაკეთებლად ბათუმში”
ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე
24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება იმ თარიღის აღსანიშნავად, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა 1882 წელს. 2016 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის თემაა გლობალური მზაობა ტუბერკულოზის ეპიდემიის დასამთავრებლად, სლოგანით – „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად 24 მარტს ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებები აქვს ჩანიშნული: …
საცხოვრებელი კორპუსის ეზოები ბათუმში, სადაც ასფალტის საფარი მოეწყობა
ა[ა]იპ „ბათუმის კორპუსი“ ბათუმში, 36 საცხოვრებელი კორპუსის ეზოებში, ასფალტის საფარსა და ბორდიურებს მოაწყობს. ორგანიზაცია სამუშაოებში ჯამში, მაქსიმუმ 1 მილიონ 227 ათას 300 ლარის გადახდას აპირებს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, უნდა მოასფალტდეს სულ 29 470 კვ/მ ტერიტორია და მოეწყოს 2 425 გრძ/მ ბორდიური. შესაბამისი ტენდერი „ბათუმის კორპუსმა“ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 8 აპრილს დაიწყება და …
Continue reading “საცხოვრებელი კორპუსის ეზოები ბათუმში, სადაც ასფალტის საფარი მოეწყობა”
სოციალურ სახლში ბინის მიღების შემდეგ შეწყვეტილი შემწეობა
სოციალური დახმარება გიული დავითაძეს და ბადრი მგელაძეს მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც ოჯახი თამარის დასახლებაში, ე.წ. ეკომიგრანტების სახლში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბინა ახლაც თითქმის ცარიელია, მდგომარეობა სოციალურმა აგენტმა დამაკმაყოფილებლად შეაფასა და ოჯახს სოციალური დახმარების მიღება შეუწყდა. „გასული წლის ზაფხულში შემოვედით ამ ბინაში. მოვიდა სოციალური აგენტი, რა დაწერა არ ვიცი, მაგრამ მას შემდეგ სოციალური დახმარება …
Continue reading “სოციალურ სახლში ბინის მიღების შემდეგ შეწყვეტილი შემწეობა”
ციხისძირიდან ხეს დღეს გადაიტანენ [ფოტო]
კომპანია „ზიმო“ – ს წარმომადგენლის ირაკლი შანავას განცხადებით, ერთ ძირ ხეს ციხისძირის სანაპიროდან დღეს გადაიტანენ შეკვეთილში [ოზურგეთის მუნიციპალიტეტი]. ხეს ბარჟათი [სპეციალური მცურავი საშუალებით] გადაიტანენ. ამავე თემაზე: ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესი განახლდა ხეების გადასატანად ციხისძირში ნავმისადგომი კეთდება [ფოტო] სამინისტრო: მიწის ნაკვეთზე, საიდანაც ხეები გადააქვთ, სასტუმრო არ აშენდება არჩილ ხაბაძის ბრძანება ივანიშვილისთვის ხეების გადასაცემად ივანიშვილის პარკში გადასატანი …
ბრიტანული თეატრი ბათუმში სპექტაკლით – „ინსტიტუტი“
ბათუმში ვიზიტით იმყოფება ბრიტანული თეატრალური კომპანიის ,,GECKO“-ს ტექნიკური რეჟისორი ნეითან ჯონსონი. წელს, ბათუმში, კომპანია თეატრალურ გასტროლს გეგმავს, წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი – „ინსტიტუტი“. რეჟისორი დღეს ბათუმის მუსიკალური ცენტრის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო და გასტროლისათვის საჭირო ტექნიკური დეტალები შეათანხმა. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეჟისორი ნეითან ჯონსონი, მინისტრის მოადგილეს ნათია სირაბიძესაც შეხვდება. „კრიტიკოსების მიერ აღიარებული ფიზიკური თეატრის …
Continue reading “ბრიტანული თეატრი ბათუმში სპექტაკლით – „ინსტიტუტი“”
„მიზანი გაზიარებული პასუხისმგებლობაა – ესაა განვითარების ვექტორი“
თვითმმართველობის რეფორმის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში საზოგადოების ჩართულობის მაღალი ხარისხია. ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებისათვის შექმნილი კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 22 ივლისს მიიღო, სოფლის/დაბის/ქალაქის საერთო კრებების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საერთო კრება დასახლებისა და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ამ ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას უზრუნველყოფს. დასახლების …
Continue reading “„მიზანი გაზიარებული პასუხისმგებლობაა – ესაა განვითარების ვექტორი“”
ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესი განახლდა
ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესის განახლების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ადგლიზე მყოფ მოქალაქეს „ბათუმელები“ ტელეფონით დაუკავშირდა, მისი თქმით დღეს მხოლოდ ერთი ხის გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ქობულეთის გამგეობის წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით სპეციალური ბარჟა უკვე ციხისძირის სანაპიროსთან დგას, რომლითაც ხეს დენდროლოგიურ პარკში გადაიტანენ. სამუშაოებს კომპანია “ზიმო” აწარმოებს.
ქედაში ექთანი პაციენტებს არ ემსახურება – სამინისტრო ინფორმაციას გადაამოწმებს
22 მარტს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ქედაში დასაქმებულ ექიმებს შორის შეხვედრაზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მედპუნქტის ექთანი პირადი უთანხმოების გამო პაციენტებს არ ემსახურება. ქედის გამგებელი აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტს კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. „ექთანს მოსახლეობასთან ცუდი პირადი დამოკიდებულება აქვს, რისთვისაც მასზე დაკისრებულ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებს. ჩვენ სოფლის …
Continue reading “ქედაში ექთანი პაციენტებს არ ემსახურება – სამინისტრო ინფორმაციას გადაამოწმებს”
კომპანია „ორბის“ დირექტორი ასი მუშის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებზე
სამშენებლო კომპანია „ორბიმ“ ამ დღეებში 100 მუშა დაითხოვა. დათხოვნილების ინფორმაციით, სუსხიანი ზამთრის პირობებში სრული დატვირთვით მუშაობდნენ და შვიდი სართული ააშენეს, ახლა კი კომპანიამ ისინი დაითხოვა და მათ ნაცვლად უკრაინელი სპეციალისტები დაიქირავა. კომპანიის დირექტორის განმარტებით, გადაწყვეტილება ახალ სტანდარტებს და უსაფრთხოების წესების დაცვას უკავშირდება. კომპანიის ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, საიდანაც მუშები დაითხოვეს, ცოტა ხნის წინ ამწე ავარიულად წაიქცა. …
Continue reading “კომპანია „ორბის“ დირექტორი ასი მუშის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებზე”
ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნებით
„ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნებით“ – ამ სათაურით კვლევას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება პარტიებისა და პარტიასთან ასოცირებული პირების ფინანსური გამჭვირვალობისა და ხარჯების კანონიერების მონიტორინგის საკითხი. აღნიშნულის რეგულირება უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა თანასწორი საარჩევნო გარემო, კონკურენცია და სტაბილური პოლიტიკური სისტემის არსებობა სახელმწიფოში. „საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში გამოიკვეთა ახალი პოლიტიკური მოთამაშე …
შს სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს
შს სამინისტრო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას არ ასრულებს – საქმე ეხება „გაზეთ ბათუმელების“ საჩივარს შს სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც ამ უწყების პრემიების გასაჯაროებას უკავშირდებოდა. აღნიშნული საქმის შესახებ ბოლო, უზენაესი სასამართლოს განჩინება „გაზეთ ბათუმელებს“ 2015 წლის 27 ოქტომბერს ჩაბარდა. ამ განჩინების მიხედვით, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო სამინისტროს საჩივარი, რომელიც ითხოვდა პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების …
Continue reading “შს სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს”
მწერალ თამთა მელაშვილის საჯარო ლექცია ბათუმში
ხვალ, 23 მარტს 13 :00 საათზე, მწერალი თამთა მელაშვილი ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მოწვევით წაიკითხავს ლექციას საქართველოში ქალთა ისტორიის წერის შესახებ, საარქივო მუშაობაზე და მასალებზე დაყრდნობით. იგი ისაუბრებს სამი ქალის ისტორიაზე: ეკატერინე გაბაშვილზე, ნინო ტყეშელაშვილსა და ლიდია მეგრელიძეზე. ქალთა ისტორიის თვე ყოველ წელს აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ თვის აღნიშვნის მიზანი არის ისტორიიდან გამქრალი ქალების, …
Continue reading “მწერალ თამთა მელაშვილის საჯარო ლექცია ბათუმში”
„გაუმარჯოს თვითმმართველობას, ძირს ათეისტები“ – ხმაური და დაპირისპირება უნივერსიტეტში
21 მარტს, სტუდენტების, ლექტორ-მასწავლებლებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებს შორის ღია შეხვედრა, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, ხმაურიანი გამოდგა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრის მიზანი საუნივერსიტეტო საკითხებზე მსჯელობა იყო. შეხვედრას სტუდენტური მოძრაობა – “აუდიტორია #115”-ის წევრებიც ესწრებოდნენ, სწორედ მათი გამოსვლით დაიწყო დისკუსია და აღინიშნა, რომ ბსუ-ში მიმდინარე ეს პროცესი “აუდიტორია #115”-ის მანიფესტის პათოსიდან ამოდიოდა. პირველი მომხსენებლის …
დღეს მხარეთმცოდნეობის განახლებული მუზეუმი გაიხსნება
დღეს 22 მარტს, 13:00 საათზე, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის განახლებული მუზეუმი გაიხსნება. ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, მუზეუმის რეაბილიტაციისთვის 770 000 ლარი დაიხარჯა. „განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია, დაემატა საექსპოზიციო დარბაზები, ეზოში აშენდა სამსართულიანი ადმინისტრაციის შენობა, მოწესრიგდა და კეთილმოეწყო ეზო. განახლებულ მუზუმში შესაძლებელი გახდა გამოფენილიყო საცავებში არსებული უნიკალური ექსპონატები და …
Continue reading “დღეს მხარეთმცოდნეობის განახლებული მუზეუმი გაიხსნება”
“მე მაქვს ოცნება, რომ თვითმმართველობა აღარ იქნება საერთოდ ბსუ-ში!!!!”
ავტორი: დავით ფარტენაძე, ბსუ-ს სტუდენტი მე მაქვს ოცნება, რომ ჩვენმა უნივერსიტეტმა ერთხელ მაინც გააკეთოს ადექვატური რეაქცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. უნივერსიტეტს უნდა გამოეთქვა საკუთარი აზრი თსუ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მე მაქვს ოცნება, რომ სტუდენტთა და ლექტორთა ნიჰილიზმით არ დავღუპავთ საერთო საუნივერსიტეტო საქმეს. მე მაქვს ოცნება, რომ თვითმმართველობის წევრები აღარ წავლენ გაეროს მოდელირებაზე ვენაში, სადაც მათზე 5 000 …
Continue reading ““მე მაქვს ოცნება, რომ თვითმმართველობა აღარ იქნება საერთოდ ბსუ-ში!!!!””
კოტ-დივუარის მოქალაქის დაუსრულებელი საქმე ბათუმის სასამართლოში
კოტ-დივუარის მოქალაქის, ა.მ.-ს საქმის განხილვის გადადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს 21 მარტს კიდევ ერთხელ იმის გამო დასჭირდა, რომ ბრალდებულის ადვოკატი რამინ პაპიძე სხდომაზე არ გამოცხადდა. სხდომას არც ბრალდებული ესწრებოდა და პროკურატურის ცნობით, მათთვის უცნობია ბრალდებულის ადგილსამყოფლის შესახებ. ა.მ.-ს საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მესამე წელია განიხილება. პროკურატურა თაღლითობაში ბრალდებულ პირებს დიდი ოდენობით თანხის, 92 …
Continue reading “კოტ-დივუარის მოქალაქის დაუსრულებელი საქმე ბათუმის სასამართლოში”
ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტი, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრას იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია გამგეობებისთვის აჭარის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N-25 განკარგულებით დამტკიცებული ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და ეკომიგრანტთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ გაცნობა. პირველი შეხვედრა …
Continue reading “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა”
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მანიფესტი
21 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართა საჯარო შეხვედრა სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის სხვადასხვა წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „აუდიტორია #115“ -ის წევრები. შეხვედრის ბოლოს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა შეჯამების სახით სტუდენტური მანიფესტი წარმოადგინა, რომლის ტექსტსაც „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ. მანიფესტს არ უერთდება ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა …
Continue reading “ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მანიფესტი”
სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყოფილი სტუდენტი – მეგი გიორგაძე უსაფუძვლო გამდიდრებაში სდებს ბრალს. მეგიმ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა მის ოჯახში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ და ნივთების გაყიდვა აიძულეს. უნივერსიტეტის ყოფილ სტუდენტს ორი წლის საფასური, 2625 ლარის გადახდა მოუწია, თუმცა მეგის უნივერსიტეტში ორი წელი არ უვლია. „თუ სტუდენტს უნივერსიტეტში არ უვლია, გადასახადი რისთვის გადაახდევინეთ?“ – …
Continue reading “სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ”
სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ
დღეს 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კერძო სკოლა „იმედის“ მოსწავლეებმა „ამერიკულ კუთხეში“ კონფერენცია გამართეს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა წყაროებიდან მოწოდებული მასალები დაუნის სინდრომის შესახებ და ასევე ისაუბრეს იმ სტერეოტიპებზეც რომელიც საზოგადოებაშია ამ სინდრომთან დაკავშირებით. მოსწავლეები ადრე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებსაც შეხვდნენ, ჩაქვის სარეაბილიტაციო ცენტრში. დღეს კი ისაუბრეს იმ განმავითარებელ პროგრამებზეც, რომლითაც დაუნის სინდრომის მქონე …
Continue reading “სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ”
გია მასალკინი: „არ ვარ წინააღმდეგი უსაფრთხოების სამსახური იყოს უნივერსიტეტში“
უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, „რესპუბლიკელმა“ გია მასალკინმა ამ წუთებში ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მიმდინარე დისკუსიის ფარგლებში განაცხადა, რომ ის „თანახმაა უშიშროება იყოს უნივერსიტეტში“. მასალკინის თქმით, „ის [უსაფრთხოების სამსახური] შიდა პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს და ოფიციალურად გაცხადებულად უნდა იყოს. ბსუ-ში უსაფრთხოების სამსახურის ყოფინის აუცილებლობა გია მასალკინმა ასე დაასაბუთა: „ფიზიკოსები და ქიმიკოსები აქ ლაბორატორიაში რას შექმნით და მერე ვისი …
Continue reading “გია მასალკინი: „არ ვარ წინააღმდეგი უსაფრთხოების სამსახური იყოს უნივერსიტეტში“”
რა პრობლემები გამოავლინა საერთაშორისო კვლევამ სკოლებში
საერთაშორისო კვლევის მიხედვით, სკოლებში დღეს მუშაობს იმაზე მეტი მასწავლებელი, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს. მასწავლებლების უმრავლესობას აქვს ვიწრო სპეციალიზაცია, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან და ატარებენ უფრო ნაკლებ დროს სკოლაში. „ჩვენ გვჭირდება საპირისპირო მდგომარეობა. მრავალმხრივი სპეციალობის პედაგოგები, რომლებიც ერთზე მეტი საგნის სწავლებას შეძლებენ, იმუშავებენ სრული დატვირთვით და მიიღებენ კარგ ანაზღაურებას“, – აცხადებს კვლევის ეროვნული კოორდინატორი, ნათია ანდღულაძე. რა …
Continue reading “რა პრობლემები გამოავლინა საერთაშორისო კვლევამ სკოლებში”
მეან-გინეკოლოგია ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში
მეან-გინეკოლოგია ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საერთაშორისო სტანდარტების ამ ახალგახსნილ ჰოსპიტალში არაერთი მაღალკვალიფიციური ექიმი მუშაობს, მაგრამ ერთი რამის თქმა თამამად შეიძლება: მეან-გინეკოლოგიის განყოფილებამ, მათ შორისაც კი, საუკეთესო მედიკოსებს მოუყარა თავი. პროფესიონალი ექიმების გუნდის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებლობა ბათუმში ყველასათვის ცნობილმა ექიმმა, თემურ გაბაიძემ აიღო საკუთარ თავზე. საერთაშორისო ჰოსპიტალი 103 პაციენტზეა გათვლილი და 400 ადამიანი მუშაობს. …
Continue reading “მეან-გინეკოლოგია ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში”
ერთით მეტი ქრომოსომა – „მზის შვილები“ საქართველოში
21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების საერთაშორისო დღეა. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს „მზის შვილებს“ უწოდებენ, თუმცა დღემდე არის შემთხვევები, როცა ადამიანები დაუნის სინდრომს დისკრიმინაციულ კონტექსტში, ადამიანების შეურაცხყოფის მიზნით გამოიყენებენ. იგივე გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრმა, გოგი თოფაძემაც, რომელმაც სიტყვა „დაუნი“ სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენა. მას ამის გამო საზოგადოებამ ბოდიშის მოხდა აიძულა. „ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა მაქვს გადატანილი, …
Continue reading “ერთით მეტი ქრომოსომა – „მზის შვილები“ საქართველოში”
დინოზავრები ბულვარში – 98 ათასი ლარი ფიგურების შესაძენად
„სხვადასხვა მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურების შესყიდვა-მონტაჟზე“ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი გამოაცხადა. 11 ცალ ფიგურაში ბულვარი მაქსიმუმ 98 ათას ლარს გადაიხდის. შესყიდვის ობიექტები: თითო ცალი – ლომი „ალექსი“, სუპერმენი, კომფუ პანდა, კაპიტანი ამერიკა, რკინის მამაკაცი, თორი, სპაიდერმენი; ასევე ოთხი ცალი დინოზავრი. ფიგურების კარკასი დამზადებული უნდა იყოს ლითონის მასალისაგან, ზედაპირი დაფარული სილიკონის რეზინით. ფიგურებს უნდა ახლდეს მონტაჟისათვის …
Continue reading “დინოზავრები ბულვარში – 98 ათასი ლარი ფიგურების შესაძენად”
ბათუმის მერიის პროგრამა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის
დღეს 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ბათუმის მერია ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენციისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებს ახორციელებს. „ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მულტიდისციპლინური გუნდის ერთი, ან საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის [ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა] მიერ, თვეში 8 მომსახურების გაწევა. ასევე, ტრენინგ-სემინარების ჩატარება …
Continue reading “ბათუმის მერიის პროგრამა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის”
“ფაბლაბი” – მომავლის ინჟინრებისა და არქიტექტორების ლაბორატორია ბსუ-ში
3D პრინტერები და 3D სკანერი, რომლებითაც თითქმის ნებისმიერი ფორმის მყარი ნივთის ამობეჭდვაა შესაძლებელი, ლაზერული მჭრელები და მსგავსი აღჭურვილობა, რომლებიც ტექნოლოგიების ბოლო თაობას მიეკუთვნება, – ბსუ-ს საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის ყველა დაინტერესებული სტუდენტისთვის არის ხელმისაწვდომი. შენობის მეორე სართულზე, ღია სივრცეში განთავსებული ლაბორატორია თანაბრად მიმზიდველია როგორც მომავალი არქიტექტორების, ისე ელექტრონული მიმართულების ინჟინრებისთვის. ლაბორატორიის მთლიანი ღირებულება 200 ათასამდე ლარია. …
Continue reading ““ფაბლაბი” – მომავლის ინჟინრებისა და არქიტექტორების ლაბორატორია ბსუ-ში”
ვინ იზრუნებს წლის და რვა თვის ბარბარეზე
ერთი წლის და რვა თვის ბარბარეს ამბავი იმ ბავშვების ამბავს არ ჰგავს, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ და დახმარება სჭირდებათ. გარდა იმისა, რომ ბარბარე სიღარიბეში ცხოვრობს, შესაძლოა ის ქუჩაშიც აღმოჩნდეს. დედასთან ერთად ორი ღამის გათევა ქუჩაში უკვე მოუწია. ბარბარემ სიარული უკვე იცის და თავის ენაზე საუბრობს კიდეც. დედას ნათლიას ეძახის, რადგან მეტი დრო მას ნათლია ქეთისთან აქვს …
„სადა ხარ ჩემო სულიკო“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ქალთა უფლებებზე
დღეს 21 მარტს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, გაიმართება რეჟისორ ლია ჯაყელის ფილმის, – „სადა ხარ ჩემო სულიკოს“- ჩვენება და დისკუსია. ფილმის ჩვენებას და დისკუსიას გაუძღვება ფილმის ავტორი და რეჟისორი ლია ჯაყელი. „ქალთა ისტორიის თვე ყოველ წელს აღინიშნება აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. ამ თვის აღნიშვნის მიზანი არის ისტორიიდან გამქრალი ქალების, მათი როლის და მიღწევების …
Continue reading “„სადა ხარ ჩემო სულიკო“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ქალთა უფლებებზე”
აჭარაში თოვს [ფოტო/ვიდეო]
აჭარის სოფლებში დღეს დილიდან თოვს. სოფელი გორგაძეები [ქობულეთი] / ფოტო: თედო ჯორბენაძე
21 წლის ბრალდებული განზრახ მკვლელობაში
ბათუმის საქალაქო სასამართლო განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის – რ.ნ.-ს საქმეს განიხილავს. მკვლელობა გასული წლის ზაფხულში, ქობულეთის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, 21 წლის რ.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკების დროს მოკლა 26 წლის ა.ტ. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. „ორივე დასასვენებლად იყო ჩასული ქობულეთში, მაგრამ მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ. გამოძიება ამტკიცებს, რომ განზრახ გამოიყენა დანა …
ჭაბურღილი არის, წყალი – არა
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით შვიდ სოფელში ჰიდროლოგიური ჭების მოსაწყობად 169 827 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯა. თუმცა, ამან შუახევის სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა ვერ გადაჭრა, რადგან ზოგი ჭაბურღილი არ მუშაობს, ზოგან კი წყალი საერთოდ გაქრა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასმელი წყლის პრობლემის გადასაჭრელად ზამლეთის, ოლადაურისა და ჭვანის თემის შვიდ სოფელში წყლის ჰიდროლოგიური ჭაბურღილები …
350 000 ლარი ბათუმის რუსეთში რეკლამირებისთვის
ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საკურორტო სეზონის წინ რეკლამის განთავსებაზე მუშაობს, წელს რუსეთი დაამატეს. ამ ქვეყნიდან ტურისტების მოსაზიდად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო სააგენტოებს სარეკლამო ბილბორდებსა და სხვა აქტივობებს დაუკვეთავს, რისთვისაც 350 000 ლარი გაითვალისწინეს. ჯამში კი სამიზნე ქვეყნებში რეკლამის განსათავსებლად, რამდენიმე ივენთის მოსაწყობად და ონლაინრეკლამირებისთვის წელს ბიუჯეტიდან სამ მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავენ. აჭარის ტურიზმის …
Continue reading “350 000 ლარი ბათუმის რუსეთში რეკლამირებისთვის”