ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის პირველ სართულზე გაზის სავარაუდო გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია. დაშავებულია ერთი მამაკაცი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ინფორმაციით, ხელები აქვს დამწვარი და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის სახანძრო სამსახურის უფროსმა ხუსეინ სირაბიძემ უთხრა, დაზიანებულია პირველ სართულზე მდებარე სამი ბინა. ადგილზე გასულია „სოკარის“ საავარიო ჯგუფი. „სოკარის“ ინფორმაციით, ახლომახლო ტერიტორიაზე გაზი ამჟამად გათიშულია …
Continue reading “გაზის სავარაუდო გაჟონვამ ბათუმში აფეთქება გამოიწვია”