კარასინი: „საქართველოს პოლიტიკური ელიტა შესამჩნევად მომწიფდა“

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას გააქტიურების ტენდენცია აქვს – აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-თან ინტერვიუში. „გაგვიხარდებოდა, დიპლომატიური ურთიერთობები რომ აღგვედგინა. დღეისთვის, ისტორიული მიზეზების გამო, ჩვენ გვაქვს შვეიცარიის საელჩოს ფილიალი თბილისში, რომელიც ჩვენი დიპლომატებისგან შედგება. ზუსტად ასე ჰქვია, ისევე, როგორც მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს ფილიალი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს. და იქ …

ბათუმში რეჟისორ გიორგი გოგიბერიძის მემორიალურ დაფას განათავსებენ

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას N53-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე რეჟისორ გიორგი გოგიბერიძის მემორიალურ დაფას განათავსებენ. საკითხს ბათუმის საკრებულო 2025 წლის 30 მაისის სხდომაზე განიხილავს. საკრებულოში წარდგენილი შესაბამისი პროექტის ავტორი ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიაა, ხოლო ინიციატორი – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი. „გიორგი გოგიბერიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ქალაქ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N53-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს …

ბათუმში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი კაცი დააკავეს

ბათუმში გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ინფორმაცია ამ შემთხვევის შესახებ „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულმა სექსუალურად იძალადა ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსში, დაზარალებული 10 წლის გოგოა. გარყვნილი ქმედების მუხლი გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს …

შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე ვიდეოებით იმანიპულირა – ექსპერტის დასკვნა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 19 ივნისისათვის გადადო მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე. როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატები განმარტავენ, სხდომის გადადების მიზეზი გახდა ავტორიტეტული ფრანგი ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმადაც შსს-ს მიერ მზია ამაღლობელის საქმეში ვიდეომტკიცებულებებით მანიპულირება დადასტურდა. 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლე დაეყრდნო …

„ეს შესაძლებელია“ – გერმანიის კანცლერი უკრაინისთვის TAURUS-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებაზე

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი არ გამორიცხავს, ​​რომ მისი მთავრობა უკრაინას TAURUS-ის შორ მანძილზე მოქმედ ფრთოსან რაკეტებს მიაწვდის. „რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია“, – ციტირებს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ მერცს, რომელმაც ამ თემაზე 28 მაისს ტელეარხ ZDF-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, რაკეტების მიწოდება ექვს თვეში ან ერთ წელიწადში „უკრაინას დღეს ვერ დაეხმარება“, ამიტომ ბერლინი უკვე აძლიერებს …

„შესაძლოა ამის უკან იდგეს მათი პირადი ინტერესები“ – რატომ გეგმავს „ოცნება“ გრანტების კანონის შერბილებას

„ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით აპირებს „გრანტების შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანას. ცვლილების ინიციატორები, რომლებიც ასევე „ოცნების“ დეპუტატები არიან, პარლამენტს სთხოვენ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის – „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ერაზმუს+ (Erasmus+)-ის ფარგლებში გაცემული გრანტებისთვის არ იყოს საჭირო მთავრობის თანხმობა. აღნიშნული გრანტებით ქართველ სტუდენტებს და მეცნიერებს აფინანსებს ევროკავშირი. რას უკავშირდება „ოცნების“ ინიციატივა? – ამ თემაზე …

მერიამ „ბათუმობაზე“ ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დახარჯა რესტორანში გამართულ ვახშამში

„ბათუმობაზე“ „შერატონში“ შეკვეთილ ვახშამში ქალაქის მერიამ ბიუჯეტიდან 70 ათას 200 ლარი დახარჯა. „ბათუმობა“ 2025 წლის 3 და 4 მაისს გაიმართა, თუმცა, არც მერიამ და არც ბათუმის კულტურის ცენტრმა რესტორნის ხარჯების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ არ მიაწოდა. საგადახდო მოთხოვნის დოკუმენტი კულტურის ცენტრმა მხოლოდ 28 მაისს ატვირთა შესყიდვების პორტალზე. ამ დოკუმენტის მიხედვით „ბათუმობა 2025“ -ის ფარგლებში სარესტორნო მომსახურებაში …

კობახიძე და ორბანი ერთმანეთს აქებენ -„ოცნების“ პრემიერის ვიზიტი უნგრეთში

„ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე უნგრეთში იმყოფება, სადაც კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მან „მამაცობისთვის“ მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს და განაცხადა, რომ მას „ყველა უნდა ადიდებდეს“. „დიდი პატივია ვიდგე დღეს თქვენ წინაშე უნგრეთში – ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა. ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს, მამაცობისა და …

რუსეთში ააფეთქეს სამხედრო, რომელიც მარიუპოლის აღების საჰაერო ოპერაციაში მონაწილეობდა

29 მაისს, რუსეთის ქალაქ სტავროპოლში, საცხოვრებელ კორპუსთან აფეთქების შედეგად დაიღუპა ქალაქის მერის მოადგილე ზაურ გურციევი, რომელიც ხელმძღვანელობდა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის აღების ოპერაციის საჰაერო ნაწილს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული და უკრაინული მედია ავრცელებს. სტავროპოლის მხარის გუბერნატორის თქმით, განიხილება „უკრაინული კვალის“ ვერსია. გავრცელებული ცნობებით, გურციევი ქალაქ მარიუპოლის აღების ოპერაციის საჰაერო ნაწილში მონაწილეობდა. კერძოდ, რუსული მედიის ინფორმაციით, ზაურ …

რას ითხოვს პუტინი ომის შეწყვეტის სანაცვლოდ – „როიტერსის“ ანონიმური წყაროები

სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ მათთვის ცნობილი გახდა პირობები, რასაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში ომის შეწყვეტის სანაცვლოდ აყენებს – პუტინს უნდა, დასავლელმა ლიდერებმა წერილობით დადონ პირობა, რომ შეწყვეტენ ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოებას და მოხსნიან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილს. „როიტერსი“ ინფორმაციას ავრცელებს სამ რუსულ წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც ინფორმირებულნი არიან მოლაპარაკებების შესახებ. გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტთან, ტრამპთან ორსაათიანი …

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სასამართლოში 30 მაისს განახლდება

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 30 მაისს, 13:00 საათზე განახლდება. მზია ამაღლობელი გამოცემების –  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მზია ამაღლობელი თითქმის 5 თვე უკანონო პატიმრობაშია. 30 მაისს სხდომაზე …

როდის დაიწყებს ახალი ნაგავსაყარი ნარჩენების მიღებას – პროექტი 5 წლის წინ უნდა დასრულებულიყო

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში აშენებული ახალი ნაგავსაყარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით „უკვე შესულია ექსპლუატაციაში“, თუმცა, კვლავ უცნობია, როდის დაიწყებს ობიექტი ნარჩენების მიღებას. პროექტი, რომელიც, ძირითადად, უცხოელი დონორების თანხითაა დაფინანსებული, მინიმუმ 4 წლის წინ უნდა დასრულებულიყო და ნარჩენების მიღება 2021 წლის მარტიდან უნდა დაწყებულიყო. პროექტს სახელმწიფო შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ ახორციელებს, რომელსაც აჭარის ფინანსთა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 984 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050] ტანკი – 10 864 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 22 645 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 28 386 ერთეული [+31] MLRS – 1 397 ერთეული [+0] …

„აშშ დაეყრდნობა პირველ რიგში მოსახლეობის სურვილს“ – რატომ არ შეხვდა ივანიშვილი ელჩს

დღეს, 28 მაისს, აშშ-ს საელჩომ თბილისში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. საელჩოს განცხადებას დღესვე გამოეხმაურა ივანიშვილი, რომელმაც კვლავ ახსენა „ფული“ და „შანტაჟი“. რეალურად, რაზე თქვა ივანიშვილმა უარი და რატომ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, შოთა კაკაბაძეს ესაუბრა. ბატონო შოთა, თქვენი აზრით, …

ხულოს საკრებულოში ოპოზიციონერებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრეს – დავა სასამართლოში

ხულოს საკრებულომ ოპოზიციონერ წევრებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრა. საკრებულოს წევრებს ფრაქციის შექმნის უფლებას კანონი აძლევს. ხულოს მოქმედი საკრებულოს სამ წევრს: ბესიკ შაინიძეს პარტიიდან „ლელო“, ზაზა ვანაძეს „სტრატეგია აღმაშენებელი“ და მინდია რიჟვაძეს „გახარია საქართველოსთვის“ ფრაქციის შექმნა 2024 წლის ბოლოს გადაუწყვეტიათ, მას შემდეგ, როცა გახარიას თანაგუნდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა და ოპოზიციური ფრაქცია დაიშალა. ხულოს საკრებულომ ახალი …

გუნბა: აფხაზეთი რესპუბლიკის სტატუსის საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკებებს არ აპირებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ პროპაგანდისტულ მედია „ტასსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ აფხაზეთი არ აპირებს საქართველოსთან რესპუბლიკის სტატუსის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ აფხაზეთი საქართველოსთან მშვიდობიან თანაარსებობას ცდილობს. „საქართველო, რა თქმა უნდა, უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთმა აღადგინა დამოუკიდებლობა და ამ გაგებით ჩვენ არ გვაქვს არანაირი გეგმა ჩავატაროთ მოლაპარაკებები ჩვენი …

„აქედან გამოსვლა ძალიან რთული იქნება „ოცნებისთვის“ თვითდაზიანების გარეშე“ – ინტერვიუ

„ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რამაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა“- განაცხადა 26 მაისს სამმა ევროპელმა ლიდერმა „ოცნების“ პოლიტიკაზე. საფრანგეთის პრეზიდენტის – ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის – დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერის – ფრიდრიხ მერცის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს განცხადება გზავნილია ქართველი ხალხისათვის. რა იკითხება მაკრონის, მერცისა და ტუსკის ერთობლივქ განცხადებაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა …

ვინ არის ახალი შს მინისტრი, რომელიც ენმ-ის დროს სოდის გამომძიებელი იყო

შინაგან საქმეთა მინისტრად დღეს, 28 მაისს, გელა გელაძე დაინიშნა. მას ძალოვან უწყებებში მუშაობის გამოცდილება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფნის დროიდან აქვს. გელა გელაძე ამ დრომდე სუსის უფროსის მოადგილე იყო. ამ პოსტზე გელაძე სუსის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა 2025 წლის 5 აპრილს. 2023 – 2024 წლებში კი გელა გელაძე განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა. 2018-2023 წლებში გელა …

მოსკოვთან ახლოს დრონებმა უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანას შეუტიეს

მოსკოვის ოლქში დრონები  თავს დაესხა უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანას – ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ წყაროებში ვრცელდება. მოსკოვის მერი, სერგეი საბიანინი ტელეგრამზე წერს, რომ „წინასწარი ინფორმაციით, სერიოზული ნგრევა ან მსხვერპლი არ არის“ და „ჩამოვარდნილი ნამსხვრევების ადგილზე სასწრაფო დახმარების სპეციალისტები მუშაობენ“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 27 მაისს და 28 მაისს, დილის 7:00 საათამდე, საჰაერო …

„ფეხზე ჰკიდიათ სამართლებრივი პრინციპები“ – კობახიძე კვლავ გერმანიის ელჩს აკრიტიკებს

„ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს აკრიტიკებს, რომელიც 16 მაისს, ბათუმში დაესწრო მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს. ამის შესახებ კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა 28 მაისს. ამავე დროს, კობახიძემ ისაუბრა ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, როცა გერმანიის ელჩს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილმა, რომელიც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა და გამოირჩევა ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პროევროპული აქციების …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 983 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050] ტანკი – 10 864 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 22 644 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 28 355 ერთეული [+18] MLRS – 1 397 ერთეული [+0] …

„სილის გაწნა დანაშაული რომ იყოს, რამდენი ქალი აღმოჩნდება ციხეში?“ – ინტერვიუ ადვოკატთან

„სილის გაწვნა… არავითარ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულს არ წარმოადგენს,“ – მკაფიო პოზიცია აქვს ადვოკატს ზურაბ ცინცაძეს მზია ამაღლობელის საქმეზე. მას, როგორც დიდი გამოცდილების მქონე იურისტს ვკითხეთ: სილის გაწვნა არის თავდასხმა? მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი ოთხ თვე-ნახევარია უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, …

ვისზეც მოუნდებათ, იმაზე გაავრცელებენ – როგორ იმუშავებს „ოცნების ფარა“

31 მაისს „ოცნების“ მორიგი რეპრესიული კანონი ამოქმედდება, რომელსაც „ოცნება“ ამერიკული კანონის ანალოგს, „ფარას“ უწოდებს. ვისზე შეიძლება გავრცელდეს „ოცნების ფარა“ და რა ფორმით? – ამ თემაზე „ბათუმელები“ იურისტ ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა. ბატონო ნიკა, თითქოს ბევრი განმარტება იყო „ოცნების“ მეორე რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც „ოცნება“ ამერიკულ „ფარას“ ეძახის, თუმცა გვინდა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მოსახლეობას, რა ფორმით აპირებს …

ვინ არის მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი, რომელმაც ლუკა ნაცვლიშვილი მეორედ დააპატიმრა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი, რომელმაც დღეს, 27 მაისს, სტუდენტ ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2022 წლიდან მუშაობს. ამ მოსამართლემ წელს უკვე მეორედ შეუფარდა 19 წლის სტუდენტს, ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. ლუკა ნაცვლიშვილის საქმე გულიკო კაჟაშვილმა პირველად 2025 წლის 14 იანვარს განიხილა კიდევ ერთ სტუდენტ, ელიზბარ ჩხიკვაძის საქმესთან ერთად. მაშინ …

გუნბა რუსულ ძალებს აფხაზეთში „მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს“ უწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ პროგანდისტულ მედია „ტასსთან“ ინტერვიუში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეშვიდე სამხედრო ბაზა, ისევე როგორც რუსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტი, რომელიც მდებარეობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, არის „ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების დამატებითი გარანტია“. „მართლაც, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის …

ბათუმის კონცხთან ჭარბი მასალა შტორმის დროს ზღვაში დაცურდა – „ბუნებრივად განიტვირთა“

ბათუმის კონცხთან პლაჟზე რისკების შესამცირებლად აჭარის მთავრობას აქ დაგროვილი ჭარბი მასალა უნდა გაეტანა, თუმცა ვიდრე მთავრობა შესაბამის დოკუმენტაციას გარემოს სააგენტოსთან ათანხმებდა, ჭარბი მასალა, მთავრობისვე ინფორმაციით, შტორმის დროს სიღრმისკენ „დაცურდა“ და კონცხი „ბუნებრივად განიტვირთა“. 43 000 კუბური მეტრი ჭარბი მასალა ბათუმის კონცხზე სახიფათო იყო, ვინაიდან მის ჩაზვავებას წყალქვეშა კანიონში შესაძლოა პლაჟის მოწყვეტაც გამოეწვია. იმის მიხედვით, თუ …

არჩევნების წელს აჭარის მთავრობამ ხელშეკრულებით დასაქმებულთა ხელფასებში 3 მლნ ლარით მეტი დახარჯა

2024-ში, საპარლამენტო არჩევნების წელს, აჭარის მთავრობამ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ხელფასებში 9 მილიონამდე ლარით მეტი დახარჯა ვიდრე წინა, 2023 წელს. მათ შორის 2024 წელს ხელშეკრულებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის 3 მილიონ 600 ათასი ლარით მეტი გადაიხადეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საჯარო სამსახურებში ხელფასები 10-პროცენტით იზრდება ყოველ წელს, რიცხვები ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ნაწილში საარჩევნო წელს მაინც მკაფიოდ მზარდი …

ლუკა ნაცვლიშვილს მოსამართლემ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

დღეს, 27 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა ლუკა ნაცვლიშვილის საქმე განიხილა. მოსამართლემ ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. „ვერც მივხვდი, რა ხდებოდა… პოლიციელების მხრიდან არ ყოფილა არანაირი მოწოდება“,- უთხრა მოსამართლეს სტუდენტმა ლუკა ნაცვლიშვილმა. ლუკა ნაცვლიშვილი გუშინ, 26 მაისს, ღამით დააკავეს ბათუმში პროევროპული მარშის შემდეგ. მარშის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოიყარეს …

მკვლელობა ბათუმში – ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურა ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე წერს. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბათუმში მომხდარ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მაისს ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი პირი დაჭრა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ‘’ვ’’ …

ქობულეთში კაცი დაიღუპა საწარმოში მუშაობის დროს – დაწყებულია გამოძიება

ქობულეთში, საწარმო „თეთროსანში“ დასაქმებული შუახნის კაცი დაიღუპა. აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინერტული მასალის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებული 55 წლის მამაკაცი სამუშაოს წარმოების დროს დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა …

აჭარის ტელევიზია მალავს კადრებს, რომელიც მზია ამაღლობელის დაკავებამდე და შემდეგ გადაიღო

აჭარის ტელევიზიამ უარი უთხრა „ბათუმელებს“ კადრების მიწოდებაზე, რომელიც ასახავს 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაკავებისთანავე და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. „გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოთხოვნილი კადრები არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რადგან შეიცავს პერსონალურ მონაცემებს,“ – ასე ასაბუთებს აჭარის ტელევიზიის დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი თავის უარს, გადასცეს „ბათუმელებს“ კადრები. მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის …

ბათუმში დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილი სასამართლოში არ გადაუყვანიათ, ის იზოლატორში რჩება

სტუდენტი ლუკა ნაცვლიშვილი, რომელიც ბათუმში 26 მაისს, ღამით, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. მისი საქმის მასალები შსს-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის ამ დრომდე არ გადაუცია. ლუკა ნაცვლიშვილს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 173-ე მუხლებით [პოლიციელის შეურაცხყოფა, პოლიციელის კანონის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენას ედავება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის …

ვითხოვთ, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი „ბათუმელების“ დაარსების თარიღს, 26 მაისს ეხმიანება და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. „24 წლის განმავლობაში, „ბათუმელები“ აშუქებს ადამიანის უფლებების დარღვევებსა და კორუფციას და მკითხველს სთავაზობს მიუკერძოებელ და მაღალხარისხიან ჟურნალისტიკას. გაზეთმა გაუძლო ოთხ პოლიტიკურ რეჟიმს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჟურნალისტები და რედაქტორები არაერთხელ გამხდარან თავდასხმის, მუქარის, შანტაჟისა და დაკავების …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 მაისის 21 საათიდან 28 მაისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და ღამის საათებში ზოგან ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან …

ბათუმის ცენტრალურ პარკში ტუალეტი არც ამ სეზონზე იქნება – რა უნდა გაკეთდეს 345 ათას ლარად

ბათუმის ცენტრალურ პარკში დაგეგმილია არსებული საპირფარეშოს შენობის რემონტი, პარკის შესასვლელში [კოლონადებთან] მდებარე ხის შენობის დაშლა და ახლის, ლითონისა და სენდვიჩ-პანელების კონსტრუქციით აშენება, პარკში არსებული ერთ-ერთი ჯიხურის რემონტი და დამატებით ერთი კონსტრუქციის, საზოგადოებრივი სივრცის მშენებლობა. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ დაგეგმილი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 345 ათას 269 ლარით გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2025 წლის 12 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 982 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990] ტანკი – 10 860 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 22 642 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 28 337 ერთეული [+17] MLRS – 1 397 ერთეული [+0] საზენიტო …

Exit mobile version