დღეს, 23 იანვარს, მხოლოდ ერთი დღით, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება არჩილ გოგუაძის სპექტაკლი „აფრენშენ“, რომელიც მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნას ეძღვნება. სპექტაკლი საღამოს 19:00 საათზე დაიწყება. მსურველებმა ბილეთების შესაძენად, ბათუმის მუსიკალურ ცენტრს უნდა მიმართონ. ცენტრის ინფორმაციით, „სპექტაკლი ახალი და ორიგინალურია“.
Category Archives: მთავარი
ურეკში მამაკაცს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა
„ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი საგარეუბნო მატარებელი ურეკში მამაკაცს დაეჯახა. მგზავრებით სავსე მატარებელი ამ დრომდე გაჩერებულია სადგურ „ურეკის“ მიმდებარედ. ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები: „აქ ამბობენ, რომ მამაკაცი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა 60-65 წლის იქნებოდა და სავარაუდოდ, გარდაიცვალა… მგზავრებს ჯერ გვითხრეს, რომ მატარებელი ნახევარი საათის შემდეგ დაიძვრება ადგილიდან, ახლა …
Continue reading “ურეკში მამაკაცს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა”
ირინა ყურუამ „ტვ 25“ დატოვა
ჟურნალისტმა ირინა ყურუამ „ტელეარხი 25“ დატოვა. ის საინფორმაციო გამოშვება „მაცნეს“ მთავარ რედაქტორად და გადაცემა „დიალოგის“ წამყვანად მუშაობდა. ირინა ყურუა არხიდან წამოსვლის მიზეზად ტელევიზიის დირექტორის მხრიდან შეთავაზებულ მოდელს ასახელებს, რაც, მაგალითად, საინფორმაციო სამსახურში რეპორტიორების შემცირებას ითვალისწინებს. მისი თქმით, ტელევიზიას ფინანსური რესურსის პრობლემა ნამდვილად აქვს, თუმცა მენეჯმენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ის მიიჩნევს, რომ ახალმა მოდელმა, რაც გასართობი …
განათლების მინისტრის „ამოცანა“ პედაგოგებისთვის – ვინ უნდა დარჩეს სკოლაში
ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმში სკოლის პედაგოგებთან შეხვედრის დროს პედაგოგთა პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესატან ცვლილებებზე, კრედიტქულების დაგროვების სისტემასა და საგნობრივ გამოცდებზე ისაუბრა. მისი თქმით, პედაგოგი ვალდებული აღარ იქნება ჩააბაროს გამოცდა, თუმცა მას გამოცდაზე მიღებული ქულები კრედიტების დაგროვებაში დაეხმარება. შეხვედრაზე, რომელიც გუშინ, 21 იანვარს გაიმართა პედაგოგებსა და მინისტრს შორის, ასევე საუბარი შეეხო სკოლიდან მასწავლებლის გაშვების …
Continue reading “განათლების მინისტრის „ამოცანა“ პედაგოგებისთვის – ვინ უნდა დარჩეს სკოლაში”
დენის გათიშვის გრაფიკი აჭარაში – 23-26 იანვარი
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის შეზღუდვების გრაფიკის მიხედვით, 23-26 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ბათუმში, ქობულეთში, ხულოში, ხელვაჩაურსა და ქედაში სულ 3572 აბონენტს. აქედან, 23 იანვარს ბათუმში 650 აბონენტს, 11-დან 16 საათამდე; ქობულეთში, გელაურის დასახლებაში 464 აბონენტს, 11-დან 13 საათამდე; ხულოში 438 აბონენტს, 11-დან 14 საათამდე; ხელვაჩაურში 356 აბონენტს, 11-დან 17 საათამდე; 24 იანვარს ბათუმში 340 …
Continue reading “დენის გათიშვის გრაფიკი აჭარაში – 23-26 იანვარი”
როგორ გადაანაწილა ცესკომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოყოფილი 39 მილიონი ლარი
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორი დღის წინ განსაზღვრა. ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკოს 39 მილიონ 11 ათას 899 ლარი აქვს გამოყოფილი. ცესკოს დადგენილებით, აქედან 17 მილიონზე მეტი [ანუ მთლიანი თანხის თითქმის ნახევარი – 44,8%], საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულთა ხელფასებში დაიხარჯება, დანარჩენი კი სხვა …
დამეწყრილ მოსახლეობას ხელისუფლება ბინებს უმიწოდ, ხულოს ცენტრში სთავაზობს
„მოვრიგდით, შედეგი უკვე გვაქვს. ნებისმიერ დროს, როცა ოჯახები თანხმობას განაცხადებენ, ჩვენ მზად ვართ მათი ტრანსპორტირება მოვახდინოთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ ჯინჭარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. სოფელ თხილვანაში მეწყერი 10 იანვარს გააქტიურდა. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, აქ მცხოვრები 62 ოჯახის განსახლება აუცილებელია, რადგან მათ მეწყრისგან საფრთხე ემუქრებათ. რამაზ ჯინჭარაძემ ვერ დაგვიკონკრეტა, რამდენმა ოჯახმა განუცხადა თანხმობა ქირით გასვლაზე სამთავრობო …
Continue reading “დამეწყრილ მოსახლეობას ხელისუფლება ბინებს უმიწოდ, ხულოს ცენტრში სთავაზობს”
ალექსანდრე ჯეჯელავა ბათუმში გახსნილ თურქული სკოლის სტატუსზე
აჭარაში მყოფმა საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ამჯერად ბათუმში გახსნილ თურქული სკოლის სტატუსის შესახებ გააკეთა განმარტება. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, „მიმდინარეობს პროცედურები, ეს სკოლა გაივლის აკრედიტაციას ჩვეულებრივი წესით. ახლა ისინი მხოლოდ თურქულ ატესტატს გასცემენ, დიპლომს გასცემენ… მას შემდეგ, რაც ჩვენი კანონმდებლობით გაივლიან აკრედიტაციას, ექნებათ ქართული ატესტატის გაცემის საშუალება“. გასული წლის სექტემბერში ბათუმში თურქული სკოლის გახსნის საკითხს საზოგადოებაში …
Continue reading “ალექსანდრე ჯეჯელავა ბათუმში გახსნილ თურქული სკოლის სტატუსზე”
განათლების მინისტრი მანდატურის მიერ მოსწავლესთან სავარაუდო სქესობრივ კავშირზე
19 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მანდატურმა არასრულწლოვან მოსწავლესთან, სავარაუდოდ, სქესობრივი კავშირი დაამყარა, საქართველოს განათლების მინისტრი გამოეხმაურა. მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად იქნება გამოსავალი, თუ ბრალდებული მამაკაცი იქორწინებს 15 წლის მოზარდთან. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, “დასჯა აუცილებლად მოხდება. სისხლის სამართლის კოდექსს არ აინტერესებს ცოლად მოყვანა და არ მოყვანა. სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდება”. განათლების მინისტრმა ასევე წუხილი გამოთქვა იმასთან …
Continue reading “განათლების მინისტრი მანდატურის მიერ მოსწავლესთან სავარაუდო სქესობრივ კავშირზე”
ფასები იზრდება, დაფინანსება არა – რა ხდება განათლების სამინისტროს პანსიონებში
აჭარაში საპანსიონო მომსახურებას ოთხი საჯარო სკოლა ახორციელებს. ოთხივე სკოლა-პანსიონი აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან გასულ წელს ჯამში დაახლოებით 767 ათასი ლარით დაფინანსდა, მიმდინარე წელს კი ეს თანხა მხოლოდ 51 ათასამდე ლარითაა გაზრდილი. ამასთან, ერთ პანსიონს, მაგალითად ჩაისუბანში, დაფინანსება შეუმცირდა, სალიბაურში კი იგივე დარჩა, რაც შარშან. „ბათუმელები“ დაინტერესდა, თუ რამდენად სრულყოფილად განახორციელებენ ეს სკოლები საპანსიონო მომსახურებას ინფლაციის …
Continue reading “ფასები იზრდება, დაფინანსება არა – რა ხდება განათლების სამინისტროს პანსიონებში”
„საქართველოს ფოსტა“ ყოფილ თანამშრომელს უკანონო გაფიცვაში ადანაშაულებს
უკანონო გაფიცვას „საქართველოს ფოსტა“ ლელა რაზმაძეს ედავება. ლელა ფოსტის ყოფილი თანამშრომელია და ისიც სასამართლოში უჩივის ყოფილ დამსაქმებელს. საქმეს ხელვაჩაურის სასამართლოში მოსამართლე ნუგზარ მგელაძე განიხილავს. ლელა რაზმაძემ ერთხელ უკვე მოუგო სასამართლოს სამივე ინსტანცია „საქართველოს ფოსტას“, თუმცა იგი ბათუმის ნაცვლად, ხულოში აღადგინეს. სამსახურში აღდგენილ თანამშრომელს „ფოსტასთან“ ხელშეკრულება აღარ გაუფორმებია. აცნობა, რომ ამ მანძილზე [ბათუმიდან ხულოში] სამსახურში სიარული …
Continue reading “„საქართველოს ფოსტა“ ყოფილ თანამშრომელს უკანონო გაფიცვაში ადანაშაულებს”
ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს: თუ არ ეყვარებით მოსწავლეებს, აღარ იქნებით ამ თანამდებობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს, 21 იანვარს, ბათუმში საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა ბათუმის მე-3 საჯარო სკოლაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. განათლების მინისტრი პედაგოგებს განვითარების სქემაში შეტანილ ცვლილებებსა და იმ სიახლეებზე ესაუბრა, რომელიც ახალი წლიდან დაინერგება. „ყველა ცვლილება, რომელიც განათლების სისტემაში შევა, იქნება პედაგოგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მინისტრის მონოლოგის …
რაზე ისაუბრა ზურაბ პატარაძემ „ბათომთან“
დღეს, 20 იანვარს შედგა შეხვედრა საზოგადოება „ბათომის“ წევრებსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შორის. დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბათუმელები“ შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს. შოთა, რაზე იყო შეხვედრაზე საუბარი? შეხვედრა ძირითადად იყო გაცნობითი ხასიათის. ბატონმა ზურაბმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვართ ერთი მხარე და მოწინააღმდეგედ არ უნდა განვიხილოთ ხელისუფლება. ბოლო წლებში ბევრი მაგალითი გვქონდა, …
რომელ სკოლებს დაეხმარება სამინისტრო „თავისუფალი გაკვეთილების“ დაგეგმვაში
განათლების სამინისტრო მცირეკონტინგენტიანი სკოლებიდან „თავისუფალი გაკვეთილების“ შესახებ იდეებს მიიღებს, შემდეგ დაამუშავებს და დააფინანსებს. კონკურენციაში კი მხოლოდ მაღალკონტინგენტიანი სკოლები იქნებიან, რომელსაც სამინისტრო უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებს. როდის იწყებს სამინისტრო „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტების ოფიციალურ მიღებას, ამ თემაზე „ბათუმელებს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტის მენეჯერი ლალი კალანდაძე ესაუბრა. ქალბატონო ლალი, როგორც ვიცით მიმდინარეობს „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტების …
Continue reading “რომელ სკოლებს დაეხმარება სამინისტრო „თავისუფალი გაკვეთილების“ დაგეგმვაში”
რას ლობირებს სვეტლანა კუდბა საქართველოს პარლამენტში
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის ამპლუა გასული ოთხი წლის განმავლობაში სვეტლანა კუდბას მთავარი მიზნის მიღწევაში ვერ დაეხმარა. მან ბათუმში ვერ გახსნა დღის თავშესაფარი უსალკაროებისთვის. ამის მისაღწევად ის წლების განმავლობაში იბრძოდა. ახლა საქართველოს პარლამენტისა და მმართველი გუნდის ფრაქციის წევრია. აპირებს თუ არა ისევ თავშესაფრის პროექტის ლობირებას პარლამენტში და რა გეგმები აქვს მომავალში?- ამ და სხვა თემებზე მან …
Continue reading “რას ლობირებს სვეტლანა კუდბა საქართველოს პარლამენტში”
ბათუმში გაზის გათიშვის მიზეზი მილის დაზიანება გახდა
დღეს, 20 იანვარს ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე აბონენტებს გაზის მიწოდება შეუწყდათ. „სოკარში“ ამის მიზეზად ქალაქში გზების შეკეთებისას დაზიანებულ მილს ასახელებენ. „საგზაო კომპანიის მიერ, გზის შეკეთებისას დაზიანდა მილი და დღის ბოლომდე, თანდათან აღდგება გაზის მიწოდება“ – აცხადებენ „სოკარში“.
„კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ“ – ლექცია უნივერსიტეტში
ხვალ, 21 იანვარს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აუდიტორია #21-ში, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი პროექტის „კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ბათომთან“ ერთად საჯარო ლექციას ჩაატარებს. პროექტი დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ. „ლექციის ფარგლებში, მონაწილეთათვის მიმოხილული იქნება კედლის მხატვრობისა და ისტორიული შენობის დეკორატიული ელემენტების კონსერვაცია-რესტავრაციის საკითხები – …
Continue reading “„კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ“ – ლექცია უნივერსიტეტში”
მეწყერი ქვემო თხილვანაში – აჭარის მთავრობისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებისგან სასწრაფოდ რეაგირებას ითხოვს. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მეწყრული პროცესები 2017 წლის 12 იანვარს განვითარდა, რაც დღემდე საფრთხეს უქმნის 60-ზე მეტ ოჯახს. მოსახლეობა ხელისუფლებისგან სასწრაფოდ რეაგირებას და განსახლებას ითხოვს. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის …
Continue reading “მეწყერი ქვემო თხილვანაში – აჭარის მთავრობისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვენ”
რატომ უთვალთვალებენ კაფეები საკუთარ კლიენტებს & გამოკითხვა
რესტორნები და კაფეები ბათუმში საკუთარ კლიენტებს უთვალთვალებენ. ვიდეოკამერები ამ ტიპის დაწესებულების შიგნით იმდენია და ისეთ ადგილებში განთავსებული, რომ თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ კლიენტზე ინფორმაციის მიღება: ვის შეხვდით, ვის ესაუბრებოდით, რა მიირთვით, რა დროს… კაფე-რესტორნების მენეჯერები არ მალავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას ვიდეოჩანაწერების შესახებ სამართალდამცველებს აწვდიან. „ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით ჩვენს პოლიციას, კანონმორჩილი ხალხი ვართ“, – გვითხრა „გარდენსის“ …
Continue reading “რატომ უთვალთვალებენ კაფეები საკუთარ კლიენტებს & გამოკითხვა”
როდის განაახლებენ საბავშვო ბაღები მუშაობას აჭარაში
ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი ორშაბათს, 23 იანვარს, განახლდება. როგორც „ბათუმელებს“ მუნიციპალიტეტების ბაღების გაერთიანებაში უთხრეს, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ყველა მუნიციპალურ საბავშვო ბაღში დაიწყება. ბათუმში სულ 30 ბაღია, ხელვაჩაურში – 13, ქობულეთში კი – 22. სასწავლო პროცესი 23 იანვარს განახლდება მაღალმთიანი აჭარის ორ მუნიციპალიტეტში, შუახევისა და ხულოს საბავშო ბაღებში, ხოლო ქედაში ჯერ კიდევ …
Continue reading “როდის განაახლებენ საბავშვო ბაღები მუშაობას აჭარაში”
მერია გამწვანების ესკიზებს like-ებით შეარჩევს
ბათუმის მერიის ინფორმაციით, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური პროექტების საჯარო განხილვას იწყებს. „პროექტების შემუშავება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მოხდება“ – აცხადებენ მერიაში. აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში ეტაპობრივად წარმოდგენილი იქნება ქალაქში არსებული წრიულების ესკიზების რამდენიმე ვარიანტი. გამარჯვებული ესკიზი ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება. ამ ეტაპისთვის, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ თამარ მეფის გზატკეცილზე, – ,,ბათუმი …
Continue reading “მერია გამწვანების ესკიზებს like-ებით შეარჩევს”
ყაჩაღობაში ბრალდებულების დაკავებისას შსს-მ ცივი იარაღი და დიდი ოდენობით თანხა ამოიღო
შსს-ს ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული გ.ა. – ფოთში, ხოლო 1980 წელს დაბადებული ს.ყ. ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ბათუმელების ინფორმაციით ორი პიროვნება შსს-მ 19 იანვარს დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 3 იანვარს ბრალდებულები იარაღის მუქარით თავს დაესხნენ შპს „იალჩინ მარკეტის“ ბუღალტერს და აღნიშნული შპს-ს კუთვნილი 148 546 ლარი, ასევე, პირადი თანხა და …
ბათუმის საკრებულოს წევრის ინიციატივა – ერთი კითხვა, ერთი პასუხი
2017 წლის შემოდგომაზე საქართველოში თვითმმართველ ორგანოებს, მერებსა და გამგებლებს აირჩევენ. მოქმედი საკრებულოს წევრების უმეტესობა არ უარყოფს, რომ ახალი მოწვევის საკრებულოშიც უნდათ მოხვედრა. სანამ ამომრჩეველი კიდევ ერთხელ მიიღებს გადაწყვეტილებას აირჩიოს თუ არა ისინი, „ბათუმელები“ დაინტერესდა, ვინ რა ინიციატივა წარადგინა საკრებულოში, რისგანაც ამომრჩეველმა სარგებელი მიიღო. დაასახელეთ თქვენი ერთი ინიციატივა საკრებულოში, რომელმაც ამომრჩეველს სარგებელი მოუტანა – ამ კითხვით ბათუმის …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს წევრის ინიციატივა – ერთი კითხვა, ერთი პასუხი”
იყენებენ თუ არა მერიის ფილებს ივანიშვილის ხეების გადასატანად – პუშკინის ქუჩის რეაბილიტაცია ბათუმში
ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, პუშკინის ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2017 წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის „ჭაობის დასახლებაში“ ერთდროულად რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც შეფერხებულია როგორც ავტომანქანების მოძრაობა, ასევე ფეხით გადაადგილება. პუშკინის ქუჩაზე არსებული მაღაზიებიდან, გასაყიდი საყოფაცხოვრებო ნივთები გადათხრილ ქუჩებშია გამოფენილი. მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ, პუშკინის ქუჩაზე არსებულ რკინაბეტონის ფილებს ასფალტის საფარი …
დანგრეული სანაპირო [ფოტო] – როდის დაიწყება ნაპირსამაგრი სამუშაოები
ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო, თუმცა პროექტის პირველი ნაწილი მოსამზადებელ სამუშაოებს გულისხმობს, თუ როდის დაიწყება უშუალოდ ნაპირსამაგრი ნაგებობის მშნებლობა, ჯერ ვერ ასახელებენ. „სამუშაოები დაწყებულია, შეიძლება ეს ჯერ არ ჩანს, რადგან სანამ ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობა დაიწყება, იქამდე მას სჭირდება მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები. ველოდებით მშენებლობის ნებართვას ეკონომიკის სამინისტროსგან. პირველ რიგში დაიწყება პროექტის კვლევითი კომპონენტი – მონიტორინგი როგორც მდინარე ჭოროხის …
Continue reading “დანგრეული სანაპირო [ფოტო] – როდის დაიწყება ნაპირსამაგრი სამუშაოები”
ბათუმსა და ქობულეთში ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე წლის 3 იანვარს, ხოლო ქობულეთში 15 იანვარს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტები გახსნილია. 3 იანვარს, ბათუმში სუპერმარკეტ „იალჩინის“ თანამშრომლები დააყაჩაღეს. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ ორი პიროვნება წუხელ, ყაჩაღობის ბრალდებით, აჭარის რეგიონის გარეთ დააკავა. 15 იანვარს კი, ქობულეთის ცენტრში აფთიაქი დააყაჩაღეს. აღნიშნულ ფაქტზე, ასევე ჩვენი ინფორმაციით, ერთი პიროვნებაა დაკავებული. ბრალდებულთა დაკავების შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად „ბათუმელები“ შს …
Continue reading “ბათუმსა და ქობულეთში ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს”
“ტურიზმის განვითარების სკოლა” მაღალმთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად
დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, ახალი პროექტის “ტურიზმის განვითარების სკოლის” პრეზენტაცია გაიმართა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის სულხან ღლონტის განმარტებით “ტურიზმის განვითარების სკოლის” ძირითადი პრიორიტეტი მაღალმთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის განვითარება იქნება. როგორც შეხვედრზე აღინიშნა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აჭარის რეგიონში არსებული ყველა მუნიციპალიტეტის სოფლად არსებული განთავსების, კვების და სერვისის სხვა მიმწოდებელი ობიექტების საჭიროებების გამოვლენა და ამ ობიექტების პერსონალის გადამზადება სხვადასხვა მიმართულებებით. …
პატიმარი ქალი მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებს
მსჯავრდებული ქალი ნატალია დ. მე-5 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებს. სარჩელი უკვე დარეგისტრირდა საკონსტიტუციო სასამართლოში. პატიმარს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აწუხებს. სარჩელში წერია, რომ საავადმყოფოში გეგმიური ოპერაციის ჩასატარებლად მას 2014 წლის 24 აგვისტოდან 2015 წლის 9 ივნისამდე ალოდინეს. პატიმარი მინისტრის 2014 წლის 10 აპრილს გამოცემულ ბრძანებას ასაჩივრებს, რომელიც მსჯავრდებულების, ასევე ბრალდებულების სამოქალაქო სექტორის სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვნას არეგულირებს. …
Continue reading “პატიმარი ქალი მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებს”
კაფე „დელირია“ ბათუმში XIX საუკუნის ბოლოს აგებულ სახლში
ბათუმი, ყაზბეგის #8 – ამ მისამართზე თუ მიხვალთ, ძველ, ბათუმურ ბელეტაჟს დაინახავთ. ირგვლივ ახალაშენებული, ერთმანეთის მსგავსი კორპუსებია, ეს სახლი კი პატარა კუნძულივით დგას, ხის ჭიშკარი ღიაა და ეზოში ნაყოფით ტოტებდამძიმებული ფორთოხლისა და ხურმის ხეებია. ტერასაზე, წითელ ბალიშზე, მზეს მიფიცხებულ კატას სძინავს. ბელეტაჟში ძველი ბუხარი და პიანინოა, კედლებზე – ძველი ფოტოები საოჯახო ალბომიდან, ხეებით დაჩრდილულ ეზოში …
Continue reading “კაფე „დელირია“ ბათუმში XIX საუკუნის ბოლოს აგებულ სახლში”
ვინ გამოაკლდა დელეგატებს აჭარიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობისთვის
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას ხვალ ბათუმიდან 733 დელეგატი დაესწრება. „პარტიიდან რამდენიმე ლიდერის წასვლა არ ასახულა აჭარის ორგანიზაციაზე. აქ მხოლოდ ხულოს საკრებულოს ოთხი წევრი და რაულ თავართქილაძე გამოგვაკლდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ელგუჯა ბაგრატიონი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი. ამ დრომდე „ბათუმელები“ ვერ დაუკავშირდა პეტრე ზამბახიძეს, უმაღლესი საბჭოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“. მის პარტიიდან წასვლის …
Continue reading “ვინ გამოაკლდა დელეგატებს აჭარიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობისთვის”
ნათლისღება ბათუმში [ფოტო]
თორნიკე თავაძის ფოტოები / ბათუმი, 19.01.2017 /
ბათუმის მერიასთან, შეჯახების შედეგად, სამარშრუტო ტაქსი ამოყირავდა
დღეს, 18 იანვარს, რამდენიმე წუთის წინ, ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ახლოს, სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა ნისანის ტიპის ავტომანქანა. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი ამოყირავდა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლი აცხადებს, რომ ავტომანქანაში მგზავრები არ ჰყავდა. შემთხვევის ადგილზე ამბობენ, რომ მძიმედ არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.
ერთი გამარჯვებული – აჭარის ტელევიზიის კონკურსის შედეგი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის კონკურსის შედეგი უკვე ცნობილია. ჟიურიმ კონკურსში მონაწილე 14 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი შეარჩია – თეონა ბაკურიძე. ის აჭარის ტელევიზიის წამყვან-რეპორტიორი გახდება. აჭარის ტელევიზიაში ვაკანტური რჩება საინფორმაციო გამოშვების რედაქტორისა და ვებრედაქტორის ადგილები.აღნიშნულ პოზიციებზე ჟიურიმ ამ ეტაპზე ვერავინ შეარჩია. ჟიურის წევრები იყვნენ ჟურნალისტები: ზვიად ქორიძე, ნატა ძველიშვილი და შორენა ღლონტი. აჭარის ტელევიზიის ადამიანური რესურსების …
Continue reading “ერთი გამარჯვებული – აჭარის ტელევიზიის კონკურსის შედეგი”
ზამთარი თაგოში [ფოტო]
პატარა სოფელი თაგო ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრზე მდებარეობს. 30 წელია თაგო გარესამყაროს ძირითადად საბაგირო გზით უკავშირდება. ამ ტრანსპორტს სოფლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სოფლამდე მისასვლელი ექვსკილომეტრიანი სამანქანო გზა დაზიანებულია და მასზე გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი მანქანებითაა შესაძლებელი, საბაგირო გზის მეშვეობით კი ხულოს ცენტრიდან კი 8 წუთში უკვე თაგოში ხართ. ამავე თემაზე: თაგო – სოფელი საბაგირო …
„პოზიტიური დისკრიმინაცია“ – რას ფიქრობენ დირექტორები სკოლების კატეგორიებად დაყოფაზე
როგორ გაიგეს სკოლის დირექტორებმა განათლების მინისტრის განცხადება საჯარო სკოლებისთვის „წამყვანის“ სტატუსის მინიჭებაზე და სჭირდებათ თუ არა სკოლებს „უფრო მეტი თავისუფლება“, რომელსაც მინისტრი „კარგად მუშაობის“ შემთხვევაში ჰპირდება? გამოიწვევს თუ არა მინისტრის ინიციატივა სკოლების სტიგმატიზირებას და ხომ არ მოუწევთ სკოლებს პრესტიჟისთვის ბრძოლა, არაკონკურენტულ გარემოში? მინისტრის განცხადებით სკოლების კატეგორიებად დაყოფა „პოზიტიური დისკრიმინაცია“ იქნება. სკოლის დირექტორები ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივას …
11-ჯერ გადავადებული „გონიოს ხიდის“ აღდგენა
„გონიოს ხიდის“ აღდგენა 2014 წლიდან დღემდე გრძელდება და ვერ სრულდება. თავდაპირველი ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც კომპანია „ზიმოსა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის 2015 წლის 28 იანვარს გაფორმდა, სამუშაოები გასული წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო. მას შემდეგ ხელშეკრულებაში 11-ჯერ შევიდა ცვლილება. დღეს მდინარე ჭოროხზე არსებულ „გონიოს ხიდთან“ ბრიფინგი ნოდარ დუმბაძემ გამართა, ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და თქვა, …
Continue reading “11-ჯერ გადავადებული „გონიოს ხიდის“ აღდგენა”