12 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების წარდგენა მცხეთაში გაიმართა. ღონისძიებას პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის გარდა, „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პარტიის ლიდერები, მოწვეული სტუმრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ქვეყნის მასშტაბით, 30 სამაჟორიტარო ოლქიდან ამ ეტაპზე დეპუტატობის მხოლოდ 25 კანდიდატი დასახელდა, რომელთა შორის 6 ქალია. რაც …
Category Archives: სიახლეები
ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა – კიდევ რა სპეციალობის სტუდენტებს აფინანსებენ ბსუ-ში სრულად
განათლების სამინისტრომ 2020-2021 სასწავლო წლისთვის უმაღლეს სასწავლებლებში აკრედიტებული ის პროგრამული მიმართულებები დაასახელა, რომლებშიც სტუდენტების სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ათ უნივერსიტეტს შორის არის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. ამ მიმართულებების დასაფინანსებლად ბსუ 967 500 ლარს მიიღებს. ბსუ-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წელს უნივერსიტეტში პროგრამების მიხედვით ადგილების რაოდენობა, რომლებზეც სტუდენტს სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებენ, სულ …
რაჭაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზების აღდგენა 2021 წელს დასრულდება – დეპარტამენტი
რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, 2020 წლის 28-29 ივლისის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების აღდგენას დაახლოებით 40 მილიონი ლარი დასჭირდება. ეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებია. შესაბამის მომსახურებას დეპარტამენტი ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდის, რაზედაც შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობაც აქვს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განაცხადში აღნიშნულია, რომ „სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო, აღდგენითი სამუშაოები და …
ევროკავშირი ბელორუსისთვის ახალ სანქციებს ამზადებს
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები პარასკევს, 14 აგვისტოს, იმსჯელებენ რა რეაგირება მოახდინონ ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, როცა საპროტესტო აქციები ქვეყანაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩაახშეს. ევროკავშირმა შესაძლოა თავიდან აამოქმედოს გაუქმებული სანქციები ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი ჩინოვნიკების წინააღმდეგ. თუმცა, როგორც BBC წერს, ევროპელი პოლიტიკოსები და ექსპერტები შიშობენ, ამით არ უბიძგონ ბელორუსს ეძებოს გამოსავალი რუსეთის მხარდაჭერაში. საგარეო …
Continue reading “ევროკავშირი ბელორუსისთვის ახალ სანქციებს ამზადებს”
რა შემოსავლები დაკარგა ბათუმის ბიუჯეტმა და რა აღარ ჩატარება ქალაქში – პანდემიის ბიუჯეტი
ბათუმის საკრებულომ დღეს, 13 აგვისტოს, ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით ბიუჯეტი მთლიანობაში 26 625 570 ლარით შემცირდა. თუმცა, შემოსულობების ნაწილში, ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაგეგმილთან შედარებით 39 856 200 ლარით ნაკლებს მიიღებს, ეს დანაკლისი კი, დამატებით მიღებული ტრანსფერით ნაწილობრივ შეივსო. ბიუჯეტის ცვლილებას დღევანდელ საგანგებო სხდომაზე მხარი 16-მა წევრმა დაუჭირა [უმრავლესობამ, „პატრიოტთა ალიანსის“ …
ბათუმში რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა
ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა, ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილ ახალგაზრდებსა და სტუმრებს თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით მიმართა და მიულოცა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე! ფორუმის მიზანს „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ის განხილვა და ამ პროცესში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა …
Continue reading “ბათუმში რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა”
რამდენად იცავენ ბათუმის პორტში უსაფრთხოების ნორმებს? – შემოწმების მასალებს ასაიდუმლოებენ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ირწმუნება, რომ საქართველოს ნავსადგურები – (ბათუმის და ფოთის პორტები, ყულევის ტერმინალი) არ ასაჯაროებენ ინფორმაციას პორტებში ჩატარებული კომპლექსური შემოწმების შედეგების შესახებ. „ბათუმელები“ ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაირკვა, რომ ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ბეირუთში აფეთქდა და რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, ბათუმის პორტიდან გაიტანეს 2013 წელს. ბეირუთის ტრაგედიასთან ბათუმის პორტიდან გატანილი ტვირთის კავშირმა, ასევე იმან, …
რომელ პროგრამებზე დაუფინანსებენ სტუდენტებს სწავლას სრულად – მინისტრის ბრძანება
საქართველოს განათლების მინისტრმა, 11 აგვისტოს ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წელს სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები დაამტკიცა. სამინისტრომ ასევე დაამტკიცა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებლებში აკრედიტებული ის პროგრამული მიმართულებები, რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო. 2020-2021 სასწავლო წელს პროგრამული დაფინანსებისთვის 10 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ჯამში 12 723 750 ლარს მიიღებს. …
Continue reading “რომელ პროგრამებზე დაუფინანსებენ სტუდენტებს სწავლას სრულად – მინისტრის ბრძანება”
მახინჯაურში ავარიის შედეგად დაშავებული მეორე ბავშვიც გარდაიცვალა
მახინჯაურში ავტოავარიის შედეგად დაშავებული 6 წლამდე ასაკის ბავშვი დღეს, 13 აგვისტოს, გარდაიცვალა. ბავშვი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციის განყოფილებაში სამი დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დღეს გარდაცვლილი ბავშვი 10 აგვისტოს მახინჯაურში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული 3 ადამიანის ოჯახის წევრია. ავტომანქანა 10 აგვისტოს ღამეს ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ტროტუართან იდგნენ. ერთი ოჯახის დაღუპული …
Continue reading “მახინჯაურში ავარიის შედეგად დაშავებული მეორე ბავშვიც გარდაიცვალა”
თურქეთში დასაქმებულ პირს დაბრუნების შემდეგ COVID 19 აღმოაჩნდა – 2 ახალი შემთხვევა ბათუმში
ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულია ერთი მძღოლი, რომელიც ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა. მეორე პირი ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა, რომელიც მეზობელ ქვეყანაში იყო დასაქმებული. ორივე პირი საქართველოს მოქალაქეა და ორივე მათგანი კარანტინში იმყოფებოდა. დღესვე გამოჯანმრთელდა 1 პირი. დღეის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. 13 აგვისტოს …
„ჭაობი” – ბათუმში ახალგაზრდებმა ხელნაკეთი გაზეთი გამოსცეს
ბათუმში ახალგაზრდებმა გაზეთი „ჭაობი“ გამოსცეს. „ჭაობი“ ზაფხულის ცხელ დღეებში მზადდებოდა ბათუმისთვის“ – წერია სეზონური, ხელნაკეთი გამოცემის საპრეზენტაციო ტექსტში. „ჭაობის“ პრეზენტაცია დღეს, 12 აგვისტოს, გაიმართა ბათუმის ზღვისპირა ბარში. 12-გვერდიან გამოცემას ფრანგი და ქართველი ავტორები ჰყავს, მათ შორის, ლორენ ვენი და ზურა აბაშიძე. გამოცემა ორენოვანია – ინგლისურ-ქართული. გაზეთი გამომცემლებმა საკუთარი სახსრებით დაბეჭდეს ჩვეულებრივ პრინტერზე, თითოეული ეგზემპლარის ხელით …
Continue reading “„ჭაობი” – ბათუმში ახალგაზრდებმა ხელნაკეთი გაზეთი გამოსცეს”
უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების ახალი წესი – მთავრობის დადგენილება
12 აგვისტოს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც ცვლილებები შევიდა „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გარდამავალ დებულებებში. დებულებებს დაემატა 2 პუნქტი, რომლებიც უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას ეხება. ახალი ცვლილებით: [checklist] იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს (მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოს მასწავლებლებს), რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე წარადგენენ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად …
Frequent Flyer – სქროლის ახალი ლოიალობის პროგრამა
იმისთვის, რომ სკუტერით მგზავრობა კიდევ უფრო სახალისო და ამასთანავე ხელმისაწვდომი გახდეს, სქროლი გთავაზობთ ლოიალობის ახალ პროგრამას სახელწოდებით – Frequent Flyer. პროგრამა ავტომატურად აქტიურდება აპლიკაციაში და საშუალებას იძლევა ჩვეულებრივი მგზავრობა ერთგვარ თამაშად აქციოს. პრინციპი მარტივია – რაც უფრო ხშირად იმგზავრებს მომხმარებელი სრქოლით, მით უფრო მეტ შეღავათს მიიღებს, გარემო კი ნაკლებად დაბინძურდება. Frequent Flyer-ის ვერცხლის, ოქროს და …
Continue reading “Frequent Flyer – სქროლის ახალი ლოიალობის პროგრამა”
ბრძოლა შვილისთვის წესების გარეშე
ყოფილი ცოლ-ქმარი 7 წლის ბავშვისთვის სამი წელია დავობს. უკვე არსებობს საქართველოს სასამართლოების სამივე ინსტანციის გადაწყვეტილება და ბოლო ორი გადაწყვეტილებით ბავშვი დედას უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ სრულდება – ბავშვი ისევ მამასთან ცხოვრობს. იყო თუ არა 4 წლის ასაკში ბიჭი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი – რა დაადგინა სასამართლომ? ორი სასამართლოს ექვსმა მოსამართლემ, რომლებმაც …
ბათუმის შემოსავლები 26,6 მილიონით შემცირდა – სეკვესტრირებულ ბიუჯეტს საკრებულო დაამტკიცებს
ბათუმის მერიამ საკრებულოში ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ პროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც ქალაქის შემოსავლები, საერთო ჯამში, 26 625 600 ლარით არის შემცირებული. ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხს ბათუმის საკრებულო 13 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. პროექტში აღნიშნულია, რომ პანდემიით შენელებული ეკონომიკური პროცესების გამო, შემცირდა შემოსავლები: „აღნიშნული შედეგი უკვე აისახა ბიუჯეტის შემოსულობებზე, ხოლო პანდემიით გამოწვეული დაბალი ეკონომიკური აქტივობის …
რუსეთში დააკავეს ბლოგერი, რომლის YouTube არხსაც 780 ათასი გამომწერი ჰყავს
რუსეთის სასამართლომ ბლოგერი ანდრეი პიჟა დააკავა სახელმწიფო საიდუმლოებაში უკანონოდ შეღწევის ბრალდებით. მის იუთუბ გვერდზე ექსტრემალურ მოგზაურობებზე ქვეყნდება მასალები, მათ შორის გავერანებულ, მიტოვებულ და მოქმედ ობიექტებში შეღწევაზე. ადვოკატი კი ამბობს, რომ ბლოგერის დაკავება მის ვიდეორგოლებს არ უკავშირდებოდა. მუხლი, რომელიც ანდრეი პიჟას წაუყენეს, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 8 წლამდე. BBC-ის ცნობით, პეტერბურგელ ბლოგერს, რომელსაც იუთუბარხი Urbanturizm-ი აქვს, …
Continue reading “რუსეთში დააკავეს ბლოგერი, რომლის YouTube არხსაც 780 ათასი გამომწერი ჰყავს”
როგორ განათდება ჩანჩხალო არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით
დაბა შუახევიდან ოთხიოდე კილომეტრში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალიდან მარცხნივ, აღმართზე, ვიწრო გზა ადის. სოფელი, სადაც ეს უასფალტო გზა მიდის, ცენტრალური მაგისტრალიდან არ ჩანს. როცა სოფლის გზას დაადგები, პირველი მოსახლე დაახლოებით ორ კილომეტრში ჩნდება. ეს სოფელი ჩანჩხალოა, რომელიც ზღვის დონიდან 850 მეტრზე მდებარეობს და სადაც ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. სოფელი დაბა შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. ჩანჩხალოში ჩვენი სტუმრობის …
Continue reading “როგორ განათდება ჩანჩხალო არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით”
ნისლის, მისტიკისა და ყველის მოყვარულთა სამოთხე – 7 ბლოგერის მოგზაურობა აჭარის მთებში
მისტიური ბუნებით, ტრადიციებით, ტყეებში მიმოფანტული ხის სახლებითა და ჩანჩქერებით აჭარის მთიანეთი წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველად ესტუმრეთ აქაურობას. წელს აჭარის მთიანეთში შვიდმა ბლოგერმა იმოგზაურა, მათგან ზოგი პირველად იყო ამ კუთხეში. ბლოგერები საკუთარ შთაბეჭდილებებსა და დაკვირვებებზე საუბრობენ. გურამ შეროზია ძალიან იაფია საოჯახო სასტუმროებში დასვენება მთიან აჭარაში. გასაოცარია აქაური სტუმარმასპინძლობის წესები, მთიანეთში დააგემოვნებთ უგემრიელეს …
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!
თუ ბათუმში ხართ, ან მალე მიემგზავრებით, შეგიძლიათ შეუკვეთოთ Wolt ბათუმში, გადაიხადოთ Mastercard-ით, დაიბრუნოთ მიტანის საფასური და ისიამოვნოთ დასვენებით. ბათუმში Mastercard და Wolt-ის ახალი საზაფხულო კამპანია 3 აგვისტოს დაიწყო! მთელი აგვისტოს განმავლობაში Wolt-ისა და Mastercard-ის მომხმარებლებისთვის საკვების მიტანა უფასო იქნება. Wolt და Mastercard თავის მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს საინტერესო აქციებს და სხვადასხვა აქტივობებს. ბათუმის საზაფხულო აქცია Mastercard-ის …
აკვნის ოსტატი მარადიდიდან
„ამ დაზგაზე თითო დეტალი, თითო ფიგურა იჭრება და შემდეგ ხელით ვაწყობ,“ – ასე იწყებს მარადიდელი ქემალ ბედინაძე თავის საქმიანობაზე საუბარს და იმ დაზგას გვაჩვენებს, რომლითაც ათობით აკვანი გაუკეთებია. ქემალი ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში ცხოვრობს. ამბობს, ლამის უკანასკნელი ოსტატი დავრჩი, ვინც დღემდე ჯიუტად არ ეშვება საყვარელ საქმეს და აკვანს ვამზადებო. აკვნის დამზადება ბაბუამ და მამამ ასწავლეს. თავად …
ბათუმში პერიოდულად იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 აგვისტოს 21 საათიდან 13 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 20 – 25 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: …
Continue reading “ბათუმში პერიოდულად იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი”
მახინჯაურში ავარიით დაშავებული ბავშვი მესამე დღეა მართვით სუნთქვაზეა
მახინჯაურში ავტოავარიის შედეგად დაშავებული 6 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ბავშვი მესამე დღეა იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მახინჯაურში მომხდარი ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ტროტუართან იდგნენ. ერთი ოჯახის წევრები ბაბუას აცილებდნენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან შეკრებილმა ახლობლებმა უთხრეს. დაღუპულია ერთი …
Continue reading “მახინჯაურში ავარიით დაშავებული ბავშვი მესამე დღეა მართვით სუნთქვაზეა”
აგვისტოს ბოლოს ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და აგვისტოს მეორე ნახევარში, ხაშურს ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება. აგვისტოს ბოლოს ამ გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე გაიხსნება 4-ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ დროებით იქნება 2-ზოლიანი. დარჩენილ 1.5 კმ გზაზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ვე …
Continue reading “აგვისტოს ბოლოს ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნება”
კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა საქართველოში – ახალი მონაცემები
12 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 4 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1278 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1058 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 7718 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 245.
ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულია შუახნის ქალი კარანტინიდან, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც რეგიონის კოვიდცენტრია, 17 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე. 12 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1264 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1058 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
დღეს ბათუმში კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა კორონავირუსისგან
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ბათუმში კიდევ ერთი პაციენტის განკურნების შესახებ ადასტურებს ინფორმაციას. შესაბამისად, დღეს ბათუმში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან. ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 16 პაციენტი რჩება. 11 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 45 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1264 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1054 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი …
Continue reading “დღეს ბათუმში კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა კორონავირუსისგან”
რა უნდა ქნათ, თუ სამუშაოდ თურქეთში წასასვლელად დადებითი პასუხი ვერ მიიღეთ
აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაცემებით, 10 აგვისტოს მდგომარეობით, თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად სპეციალურ პროგრამაში სულ დარეგისტრირდა 423 მოქალაქე, რომელთაგან დადებითი პასუხი მიიღო 110-მა, დანარჩენს კი, დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები დოკუმენტაციის დაზუსტებაზე. სააგენტოს ინფორმაციით, შემუშავებულ იქნა ძირითადად სამი ალტერნატიული შეტყობინება, რომლითაც პირისათვის ცნობილი გახდება, თუ რა სახის ხარვეზია განცხადებაში და რის დაზუსტებას ითხოვს სამუშაო ჯგუფი: [highlight color=”red”]sms ალტერნატივა …
Continue reading “რა უნდა ქნათ, თუ სამუშაოდ თურქეთში წასასვლელად დადებითი პასუხი ვერ მიიღეთ”
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ქობულეთში ერთი პირი დააკავეს
შს სამინისტრომ ქობულეთში დააკავა მოქალაქე, რომელიც პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. შემთხვევა გუშინ, 10 აგვისტოს, ღამით მოხდა სოფელ გვარაში. პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ადგილზე სამართალდარღვევის ფაქტზე იმყოფებოდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქემ. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მან ერთი პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა. პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს დაჟეჟილობითა და ნაკვეთი ხასიათის …
Continue reading “პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ქობულეთში ერთი პირი დააკავეს”
რას ამბობს ჩიქოვანი კარბამიდის ტერმინალზე, ტროლების მართვაზე, ბათუმის გრგ-ს მიღებაზე
თითქმის ერთი თვეა, რაც ბათუმის არჩეული მერი, ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა. ბათუმის მერის მოვალეობას აჭარის მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი, არჩილ ჩიქოვანი ასრულებს. „ბათუმელებმა“ არჩილ ჩიქოვანს რამდენიმე კითხვა დაუსვა, ბათუმში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე, კულტურულ მემკვიდრეობის წინაშე არსებულ საფრთხეებზე, ბათუმის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე და იმ ბრალდებებზე, რომლებიც მის მიმართ ისმის. ინტერვიუს სტილის დაცვით გთავაზობთ. ბატონო არჩილ, ბათუმის …
სასტიკად ნაცემი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარეში – პროკურატურა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა. საუბარია „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანის მგზავრებზე. ამის შესახებ მთავარმა პროკურატურამ დღეს, 11 აგვისტოს განაცხადა. „2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც წვეულებაზე სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები …
Continue reading “სასტიკად ნაცემი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარეში – პროკურატურა”
300 ლარი კომპენსაციის ჩარიცხვა სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება – სააგენტო
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 10 აგვისტოს მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, კომპენსაციის მიმღებად სულ დარეგისტრირდა 251 690 თვითდასაქმებული. ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია კი, უკვე გადარიცხულია 171 801 პირზე; ჯამში გადარიცხულია 51 540 300 ლარი. „რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია მაისის თვეში ჩაერიცხა 72 853 პირს – 14 570 …
Continue reading “300 ლარი კომპენსაციის ჩარიცხვა სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება – სააგენტო”
გამოიცანით ბავშვობის საყვარელი წიგნები ერთი ფრაზით
გმირები, რომლებმაც ჩვენი ბავშვობა განსაზღვრეს, ისევ ჩვენთან არიან და გვეხმარებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, სასოწარკვეთისას, დაბნეულობის და დეპრესიის დროს. ვინ იცის, უკვე ზრდასრულობაში რამდენი ადამიანი უხსნია სასოწარკვეთისგან პეპის თუნდაც ერთ ფრაზას: ,,სისულელეა, როდესაც გული ცხელია და ძლიერ ძგერს, გაყინვა შეუძლებელია”. ვინ იცის, რამდენჯერ წასულხართ უგემრიელესი ნამცხვრებით სავსე საკონდიტროში და მსუყე ტორტის ნაჭრის შემდეგ ბიჭუნას უკვდავი შეძახილი …
Continue reading “გამოიცანით ბავშვობის საყვარელი წიგნები ერთი ფრაზით”
ბათუმში კომაროვის სკოლის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება
კომაროვის სკოლის შესახებ საქართველოში ალბათ ყველა მშობელს გაუგია. ეს სკოლა-პანსიონი თბილისში მდებარეობს და ორიენტირებულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების გაღრმავებულ სწავლებაზე. „ბათუმელებისთვის თბილისში, კომაროვის სკოლაში ჩაბარება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული“, – ამბობს ეთერ ბერიძე, მშობელი. კომაროვის სკოლაში მოსწავლეებს მე-7 კლასიდან გამოცდების საშუალებით იღებენ. თუ მოსწავლე რეგიონიდანაა, მან სკოლის პანსიონში უნდა იცხოვროს. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ეთერ ბერიძე. …
Continue reading “ბათუმში კომაროვის სკოლის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება”
სკოლა ნიკეს შესანიშნავი მედალოსანი ხუთეული
პირველი კლასიდან წარმატებულნი, თავგადასავლებისა და მოგზაურობის მოყვარულნი, კომუნიკაბულურნი, ლიდერის თვისებებით დაჯილდოებულნი… ახალგაზრდები, რომლებიც ამ დღემდე სკოლის, საგნის მაწავლებლების ძალისხმევით, რუდუნებით, თანადგომითა და ყურადღებით მოვიდნენ. სკოლის ეგიდით კრეატიული და ინოვაციური კონკურსების მონაწილენი, ოლიმპიადებში გამოწრთობილნი, ინტელექტუალური თამაშების მოყვარულნი, Quidditch, HMC project, FLEX, Klaipėda- გამოვლილნი, საუკეთესო კაპიტნის, მოსწავლისა თუ მონაწილის წოდებით შეფასებულნი, ინგლისის, ამერიკისა და ლიეტუვას მიზნობრივ …
Continue reading “სკოლა ნიკეს შესანიშნავი მედალოსანი ხუთეული”
ბათუმში ერთი პაციენტი განიკურნა კორონავირუსისგან
ბოლო 24 საათში ბათუმში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან. ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც რეგიონის კოვიდცენტრია, 17 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით. 11 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 44 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1264 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1054 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.
ბათუმში 14 აგვისტომდე იწვიმებს – ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში და აჭარის მთელს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 11 აგვისტოს 21 საათიდან 12 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი …
Continue reading “ბათუმში 14 აგვისტომდე იწვიმებს – ამინდის პროგნოზი”