განათლება,მთავარი,სიახლეები

რომელ პროგრამებზე დაუფინანსებენ სტუდენტებს სწავლას სრულად – მინისტრის ბრძანება

13.08.2020
რომელ პროგრამებზე დაუფინანსებენ სტუდენტებს სწავლას სრულად – მინისტრის ბრძანება

საქართველოს განათლების მინისტრმა, 11 აგვისტოს ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წელს სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები დაამტკიცა.

სამინისტრომ ასევე დაამტკიცა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებლებში აკრედიტებული ის პროგრამული მიმართულებები, რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

2020-2021 სასწავლო წელს პროგრამული დაფინანსებისთვის 10 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ჯამში 12 723 750 ლარს მიიღებს.

აქედან:

[checklist]

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2 524 500 ლარი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 3 966 750 ლარი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 900 000 ლარი
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2 124 000 ლარი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 967 500 ლარი
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 562 500 ლარი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 587 250 ლარი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 659 250 ლარი
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 207 000 ლარი
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 225 000 ლარი

[/checklist]

მინისტრის ბრძანების მიხედვით:

უმაღლესი სასწავლებელი შესაბამისი დაფინანსებისა და პროგრამების ფარგლებში [ეს პროგრამები იხილეთ ქვემოთ ცხრილში] არაუგვიანეს შესაბამისი სასწავლო წლის 15 ნოემბრისა და 15 აპრილისა ამტკიცებს ადგილების რაოდენობებს, რომლებზეც სტუდენტის სწავლის საფასურს დააფინანსებს სახელმწიფო.

დაფინანსება უმაღლეს სასწავლებელს ეძლევა შესაბამისი პროგრამის ხანგრძლივობის ვადით – ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში, ხოლო მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო 300-კრედიტიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე − არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში;

უმაღლეს სასწავლებელს უფლება აქვს დაფინანსება მიმართოს:

[checklist]

  •  2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ ბრძანებით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად;
  • იმ სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად, რომლებიც აღიდგენენ სტუდენტის სტატუსს ან ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან მობილობის/შიდა მობილობის საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სრულად არ შეივსება სასწავლებლის მიერ დამტკიცებული იმ ადგილების რაოდენობა, რომლებზეც სტუდენტის სწავლის საფასურს აფინანსებს სახელმწიფო.

[/checklist]

აღნიშნულ ადგილებზე ჩარიცხული ყოველი სტუდენტის [გარდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ან სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტისა] სწავლის დასაფინანსებლად:

  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ჩაერიცხება არაუმეტეს 2 250 ლარი;
  • ხოლო, თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 250 ლარისა.
  • თუ კონკრეტულ პროგრამაზე სწავლის საფასური ნაკლებია 2 250 ლარზე, სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობა უტოლდება ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს.

2020-2021 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულებები, რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო:

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: