მთავარი,სიახლეები

მახინჯაურში ავარიის შედეგად დაშავებული მეორე ბავშვიც გარდაიცვალა

13.08.2020
მახინჯაურში ავარიის შედეგად დაშავებული მეორე ბავშვიც გარდაიცვალა

მახინჯაურში ავტოავარიის შედეგად დაშავებული 6 წლამდე ასაკის ბავშვი დღეს, 13 აგვისტოს, გარდაიცვალა. ბავშვი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციის განყოფილებაში სამი დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე  იმყოფებოდა.

დღეს გარდაცვლილი ბავშვი 10 აგვისტოს მახინჯაურში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული  3 ადამიანის ოჯახის წევრია. ავტომანქანა 10 აგვისტოს ღამეს ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ტროტუართან იდგნენ. ერთი ოჯახის დაღუპული ოთხი წევრიდან ორი ბავშვია.

დაკავებულია მძღოლი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: