მთავარი,სიახლეები

მახინჯაურში ავარიით დაშავებული ბავშვი მესამე დღეა მართვით სუნთქვაზეა

12.08.2020 • 1287
მახინჯაურში ავარიით დაშავებული ბავშვი მესამე დღეა მართვით სუნთქვაზეა

მახინჯაურში ავტოავარიის შედეგად დაშავებული 6 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ბავშვი მესამე დღეა იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მახინჯაურში  მომხდარი ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ტროტუართან იდგნენ. ერთი ოჯახის წევრები ბაბუას აცილებდნენ. ამის შესახებ  „ბათუმელებს“ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან შეკრებილმა ახლობლებმა უთხრეს.

დაღუპულია ერთი ოჯახის სამი წევრი – მათ შორის არასრულწლოვანი.

დაკავებულია მძღოლი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი