ბათუმში 14 აგვისტომდე იწვიმებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში და აჭარის მთელს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 11 აგვისტოს  21 საათიდან 12 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი …

მახინჯაურში ავარიით დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

მახინჯაურში ავტოავარიის შედეგად დაშავებული 6 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ბავშვი მეორე დღეა იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში იმყოფება, იგი მართვით სუნთქვაზეა. მახინჯაურში  მომხდარი ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ტროტუართან იდგნენ. ერთი ოჯახის წევრები ბაბუას აცილებდნენ. ამის შესახებ  „ბათუმელებს“ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან შეკრებილმა ახლობლებმა უთხრეს. დაღუპულია ერთი …

დადასტურდა კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა, განიკურნა 44 პაციენტი

11 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 44 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 14 ახალი შემთხვევიდან ორი პაციენტის ინფიცირების წყაროა გაჩიანის კლასტერი, 9 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 3 შემთხვევა კი იმპორტირებულია, მათგან ორი სატვირთო მანქანის მძღოლია. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1264 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან …

„დინამო“ ბათუმი ევროპალიგაზე ისრაელის კლუბს – “ჰაპოელ ბეერ-შევას” დაუპირისპირდება

დღეს, 10 აგვისტოს, ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები გახდა ცნობილი. უეფას მიერ ჩატარებული წილისყრის შედეგად „დინამო“ ბათუმი “ჰაპოელ ბეერ-შევას” დაუპირისპირდება. “ჰაპოელ ბეერ-შევა” ისრაელის ხუთგზის ჩემპიონია. „ჰაპოელ ბეერ-შევა“ ისრაელის ბოლო ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა გუნდმა ქვეყნის თასი მოიგო, რამაც მას ევროპალიგისკენ გზა გაუხსნა. თამაში ისრაელში 27 აგვისტოს  გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო საფეხბურთო მატჩები ცარიელ …

ბათუმში ფესტივალისთვის ახალგაზრდობის ცენტრი 90 000 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

აჭარის განათლების სამინისტროსთან არსებული სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი 12 აგვისტოს ბათუმში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენციისა და კულტურული ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. ცენტრმა უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს 90 ათასამდე ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე თანხმობის მისაღებად. „ღონისძიების პირველ ნაწილში, კონფერენციაზე, გათვალისწინებულია ახალგაზრდობის სფეროს მიმართულებით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული 5-წლიანი სტრატეგიის განხილვა, რომელსაც დაესწრებიან მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები, …

რა შემთხვევაში აპატიებენ ინვესტორს პირგასამტეხლოს აჭარაში – ახალი წესი

აჭარის მთავრობამ შეიმუშავა ახალი წესი, რომლითაც ინვესტორებს პანდემიის გამო გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს. ამ წესით, ინვესტორს შესაძლოა არ გადაახდევინონ პირგასამტეხლო, თუ გარკვეული ვალდებულებები ვერ შეასრულა პანდემიის გამო, მისცენ მას დამატებითი ვადა ვალდებულებების შესასრულებლად, ასევე, გადაუვადონ საპრივატიზაციო თანხის გადახდის ვადა, ან გაათავისუფლონ გარკვეული თვეების საიჯარო ქირის გადახდისგან. ახალი წესით სარგებლობისთვის ინვესტორებმა შესაბამისი განცხადებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

ამერიკული სტეიკების ფესტივალი ბათუმში

7-21 აგვისტოს ჩათვლით ბათუმში ამერიკული სტეიკების ფესტივალი ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორცეულის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ ნამდვილი ამერიკული შავი ანგუსისა და ვაგიუს პრემიუმ ხარისხის სტეიკები.  ფესტივალი ამერიკული ორგანიზაციების – USMEF-ის, TBC-ისა და NCBA-ს მხარდაჭერით ხორციელდება მაღაზია „გასტრონომთან“ ერთად, სადაც ფესტივალის გარეშეც შეგიძლიათ აღნიშნული სტეიკების შეძენა. ფესტვალში ჩართულია სასტუმროების „ლე მერიდიენისა“ და „შერატონის“-ის რესტორნები, სადაც …

დღის ბოლოს მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 აგვისტოს დღის ბოლოდან 14 აგვისტომდე ძირითადად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელვა-ჭექა, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებს …

სვანეთში გადაადგილება შეიზღუდა – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა იზღუდება. საავტომობილო მოძრაობას პოლიცია გააკონტროლებს. იზღუდება გადაადგილება დაბა მესტიასა და მუნიციპალიტეტის სოფლებს შორისაც. დაბა მესტიასა და ლენჯერში მუშაობის უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა და დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება. შეზღუდვების დაწესების მიზეზია კორონავირუსიით ინფიცირების …

ინფიცირებულთა რიცხვი 20 მილიონს უახლოვდება, ბრაზილიაში 100 ათასი ადამიანი გარდაიცვალა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 10 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 20 მილიონს უახლოვდება. დღეის მონაცემებით მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 19 876 302 შემთხვევა. ბრაზილიაში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 100 ათასს აღემატება, დღეის მონაცემებით ამ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 101 049 ადამიანი. კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ, სადაც კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა 162 …

„ბასკოს“ შენობა და მიმდებარე ტერიტორია უკვე „ორბის“ საკუთრებაა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობა და მიმდებარე ტერიტორია დღეიდან, 10 აგვისტოდან, შპს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ საკუთრებაა. 13 540 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი და ჯამში 3000 კვ/მ-მდე შენობა-ნაგებობები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობებიან აუქციონზე 2020 წლის 23 ივლისს 19,5 მილიონ ლარად გაყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულება სამინისტროსა და „ორბი ჯგუფი ბათუმს“ შორის კი, …

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ქობულეთში დაკარგული კაცი იპოვეს

ოთხდღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, ქობულეთში, სოფელ ხალაში დაკარგული 84 წლის კაცი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს. „შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 5 აგვისტოს შევიდა, რომ ხანშიშესული მამაკაცი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. საძიებო სამუშაოებში 97 მეხანძრე-მაშველი და პოლიცია იყო ჩართული,“ – ნათქვამია გავრცელებულ რელიზში. 84 წლის მამაკაცი მდინარე დეხვას სათავის  ტერიტორიაზე, …

დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა – ავტოავარია მახინჯაურში

მახინჯაურში ავტოავარიის შედეგად დაშავებული 6 წლამდე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ბავშვი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში იმყოფება, იგი მართვით სუნთქვაზეა. „ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. თბილისში გადაყვანის საკითხი არ განიხილება“, – გვითხრეს ჰოსპიტალში. მახინჯაურში ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ორი ბავშვი, და-ძმა იმყოფება ჰოსპიტალში, ემერჯენსის განყოფილებაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მახინჯაურში გვიან ღამით მომხდარი ავარიის შედეგად …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 აგვისტოს 21 საათიდან 11 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 20 – 25 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 15 …

დადასტურდა კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა

10 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 10 პაციენტი. 10 აგვისტოს მონაცემებით, დღეს 261 პაციენტი მკურნალობს საქართველოს კოვიდცენტრებში. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1250 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1010 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 6930 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263. _____________ ფოტოზე: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს …

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ბათუმში – 10 აგვისტოს მონაცემი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ბათუმში კორონავირუსის  2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ორივე პირი კარანტინში იმყოფებოდა. ორივე ინფიცირებული კაცი საქართველოს მოქალაქეა. მათგან ერთ-ერთი სამკურნალოდ გადაიყვანეს თბილისში, მეორეს მალე გადაიყვანენ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. StopCov.ge-ს 10 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1250 შემთხვევაა სულ გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულია 1010 ადამიანი, გარდაიცვალა  – 17.

მახინჯაურში ავტომანქანა 7 პირს დაეჯახა, დაიღუპა ოჯახის 3 წევრი

მახინჯაურში წუხელ გვიან ღამით მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი. ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ტროტუართან იდგნენ. ერთი ოჯახის წევრები ბაბუას აცილებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან შეკრებილმა ახლობლებმა უთხრეს. დაღუპულია ერთი ოჯახის სამი წევრი – ბებია, რძალი და შვილიშვილი. დაშავებულებს შორის 4 ბავშვია, მათ შორის ერთ-ერთი, 13 წლის ბიჭი მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულებიც …

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, ავარიის შედეგად ავტომანქანა ამოტრიალდა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძისა და შარტავას ქუჩების კვეთაში, დღეს, 9 აგვისტოს, ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ავტომანქანა ამოტრიალდა. თვითმხილველების თქმით, ავტოავარიის შედეგად არავინ დაშავებულა: „ყველა გადარჩა“. „ბათუმელები“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ „სამედიცინო დახმარება არავის დასჭირვებია“.

უცხოელს, რომელმაც ვერ დატოვა საქართველო, შეუძლია ქვეყანაში 31 დეკემბრამდე დარჩეს – პანდემია

უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოში და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 31 დეკემბრამდე, თუ მისი საქართველოში ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: [checklist] თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში; თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი …

ორშაბათიდან ბათუმში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 აგვისტოს 21 საათიდან 10 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; დღის მეორე ნახევრიდან კი – ზოგან ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 20 – 25 …

66 ათასი ლარი დროშებისა და ალმების შესაძენად – ბათუმის მერიის ტენდერი

ბათუმისთვის დროშების შესაძენად (მონტაჟითა და დემონტაჟით), მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 66 457 ლარია. დროშებისა და ალმების მიწოდება და შესაბამისი მომსახურება ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა უზრუნველყოს. მომსახურება სატენდერო პირობებით: ალმების ტარებით (ზომა 0,9 სმ) დამზადება ატლასის ნაჭრით, ზომა 0,7X0,5 მ-ზე. მოხდება სადღესასწაულო დღეებში გამოფენა, შემდგომი …

ხვალ დილიდან წყლის მიწოდება შეწყდება ხიმშიაშვილის ქუჩა N1-ში – „ბათუმის წყალი“

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა N1-ში, ორშაბათს, 10 აგვისტოს, დილის 9:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება სარემონტო სამუშაოების გამო. ინფორმაციას შპს „ბათუმის წყალი“ ავრცელებს. „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე …

თურქეთში სამუშაოდ უკვე გადადიან, თანხმობა 101-მა მოქალაქემ მიიღო – სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 9 აგვისტოს მონაცემებით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე თანხმობა ანუ დადებითი პასუხი უკვე 101-მა პირმა მიიღო, რომლებიც შესაბამის პროგრამაში დარეგისტრირდნენ. სამინისტროს ინფორმაციითვე, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე სამუშაოდ თურქეთის რესპუბლიკაში დღეს უკვე გადავიდა. „თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების ნებართვის მიმღებ პირებს გამგზავრების თანხმობის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინენებები განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე აჭარის დასაქმების სააგენტოს …

კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა და 1 გამოჯანმრთელებული ბათუმში – 9 აგვისტოს მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსი საქართველოს ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა. 9 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის მკურნალობას აგრძელებს 18 პაციენტი. საქართველოს მასშტაბით კი, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი. მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1225 შემთხვევა …

რამდენად რეალურია ოჯახიდან 9 შვილის იძულებით წაყვანის ამბავი

დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც საქართველოში პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელია, თავის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს ინფორმაციას აჭარაში, სოფელ თხილნარში მცხოვრები 9 ბავშვის შესახებ, რომ თითქოს ბავშვები სოციალურმა სამსახურმა, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. ინფორმაცია, როგორც ახლა მომხდარი ფაქტი ისე ვრცელდება და მას სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი აზიარებს. ლორთქიფანიძე წერს, რომ ამ ოჯახის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა რუსეთშიც …

რუსეთში ყუბანის მიტროპოლიტი კორონავირუსით გარდაიცვალა

მიტროპოლიტ ისიდორეს გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას „კუბანსკი ნოვოსტი“ «Кубанские новости» ავრცელებს. რუსული სააგენტოს ცნობით, ეკატერინოდარისა და ყუბანის მიტროპოლიტი ისიდორე, დღეს, 2020 წლის 8 აგვისტოს, ხანმოკლე, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მიტროპოლიტ ისიდორეს გარდაცვალების მიზეზი კოროვირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებები იყო. ამ ინფორმაციას ადასტურებს კორონავირუსთან დაკავშირებით რუსეთის პატრიარქთან არსებული სამუშაო ჯგუფი. მიტროპოლიტი ისიდორე ამავდროულად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო …

რა მისწერა „ბათომმა“ მერს – რეკომენდაციების მოკლე ვერსია

2020 წლის 16 ივლისს ბათუმის მერთან არსებულმა მრჩეველთა საბჭომ ჩაატარა თავისი ბოლო სხდომა და მერის მოვალეობის შემსრულებელს ქალაქ ბათუმის პრიორიტეტების, პოლიტიკის და ასევე სხვა დოკუმენტთან დაკავშირებით თავისი რეკომენდაციები გაუგზავნა. არჩილ ჩიქოვანისთვის გაგზავნილი რეკომენდაციების მოკლე ვერსია, რაც ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვას უკავშირდება, საზოგადოება „ბათომმა“ მოგვაწოდა, რასაც უცვლელად გთავაზობთ. რეკომენდაცია – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021-2024 წლების საშუალოვადიანი …

ოკუპაცია დროებითია

ავტორი: სულხან ღლონტი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დღეს 8 აგვისტოა, აგვისტოს მოვლენების მთავარი დღე, ასე დამკვიდრდა ეს დღე ჩვენს ცნობიერებაში. ზოგადად, ოკუპანტის, დამპყრობლის მთავარი მიზანია, დაპყრობილი ხალხების თავისუფლების გაცნობიერების განცდების მინიმუმამდე დაყვანა და შემდეგი ეტაპისთვის საერთოდ გაქრობა. ასე იყო მაგალითად მეფის რუსეთის დროს. დაპყრობილი ერების აზროვნება დაჰყავდათ პრიმიტიულ დასკვნამდე – „ჩვენ მარტონი ვერაფერს …

BIAFF-ი ბათუმის ბულვარში თავისუფალ კინოჩვენებებს იწყებს

8 აგვისტოდან BIAFF ბათუმის კინოფესტივალი კინოჩვენებებს იწყებს. კინოჩვენები ბათუმის ბულვარში, რესტორან „ქართული/პონტოს“ ტერასაზე გაიმართება, სადაც დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნება BIAFF-ის მენეჯმენტის მიერ შერჩეული ფილმები – ახალი ქართული და ევროპული კინო. მენეჯმენტის ინფორმაციით, კინოსეანსები გაიმართება კვირაში სამჯერ – პარასკევს, შაბათს და კვირას. დასაწყისი – 21.00 საათზე.  დღეში ერთი სეანსი. კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია. ამავე წყაროს ცნობით, პროექტი …

„სილქ+” შეთავაზება მთელი ოჯახისთვის მეტ ფასდაკლებას ითვალისწინებს

სილქნეტის ტელევიზიის, ინტერნეტის და მობილური მომსახურების გაერთიანებულ პაკეტში “სილქ+ ” პირობები განახლდა და მეტი ფასდაკლებაა გათვალისწინებული.  ეს არის ახალი ერთიანი შეთავაზება  მთელი ოჯახისთვის, რომელიც ფიქსირებულ, მობილურ პროდუქტებს და დამატებით მომსახურებებს მოიცავს.   აბონენტებისთვის შეღავათიანი და მოსახერხებელი პირობების შექმნისთვის  სილქნეტმა დაიწყო სამთვიანი აქცია, რომლის პირობებით  ინსტალაცია იქნება უფასო. ყველა მსურველი, რომელიც ინტერნეტ და სატელევიზიო მომსახურებას  მობილურ კომპონენტს დაუმატებს, მიიღებს: ერთ მობილურის …

ბათუმში კორონავირუსი კიდევ 2 მძღოლს დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი კიდევ ორ მძღოლს დაუდასტურდა. მძღოლები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. ინფიცირებული პირები ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. StopCov.ge-ს 8 აგვისტოს, 12:00 საათის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1216 შემთხვევაა სულ გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულია 996 ადამიანი. კარანტინში 7 166 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 282, 17 კი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 საქართველოს მოქალაქე. …

12 წელი აგვისტოს ომიდან – ბათუმში მემორიალი ყვავილებით შეამკეს

დღეს, 2020 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან მე-12 წელი შესრულდა. ომში დაღუპულთა ხსოვნის ნიშნად, ქვეყნის მასშტაბით სამთავრობო უწყებებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ბათუმში ომში დაღუპულთა მემორიალთან მივიდნენ ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და სხვა ოფიციალური პირები. „ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ არ დასრულებულა. …

როგორ წავიდეთ თურქეთში სამუშაოდ – ნახეთ ვიდეოინსტრუქცია [ვიდეო]

ასობით მოქალაქე ბოლო დღეების განმავლობაში წერს „ბათუმელებს“, რომ ვერ ახერხებენ დარეგისტრირებას თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად. „დაგვეხმარეთ დარეგისტრირებაში“ – გვწერენ მოქალაქეები. „ბათუმელებმა“ მოამზადა დეტალური ვიდეოინსტრუქცია, თუ რა არის საჭირო რეგისტრაციის გასავლელად. მაშ ასე, როგორ მივიღოთ მიწვევა თურქეთიდან და როგორ დავრეგისტრირდეთ თურქეთში დროებით მომუშავე პირთა ბაზაში? – ნახეთ ვიდეო, რომელიც დაგეხმარებათ დარეგისტრირებაში.   3 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში …

თვეში 7 ლარი – რით ეხმარება სახელმწიფო საბჭოთა რეპრესიების 10 ათას მსხვერპლს

ბათუმელ მერი თევთიძეს გუშინდელივით ახსოვს 1951 წლის 26 დეკემბრის ღამე, როცა კარზე ბრახუნი გაისმა და ოთახში უცნობი ადამიანები შემოიჭრნენ. მაშინ 6 წლის იყო და ყველაზე დიდი სტრესიც ალბათ ამ დღეს უკავშირდება, როცა ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე თევთიძეების ოჯახი, 6 სული, სოფელი ჭარნალიდან ყაზახეთში გადაასახლეს. მერი იხსენებს, რომ დეკემბრის იმ ცივ ღამეს თავის საყვარელ ბოჩოლებთან …

რა შენიშვნები აქვს ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე სახელმწიფოს

ფოთში „ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სკოპინგის დასკვნა გასცა. დასკვნის მიხედვით, კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ ვალდებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში მოამზადოს. კორპორაციამ პროექტის სკოპინგის ანგარიში სამინისტროს 2020 წლის 14 მაისს წარუდგინა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ დაგეგმილია ფოთის პორტის ჩრდილოეთისკენ გაფართოება [სადაც კორპორაცია ფლობს 100 ჰა …

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო 10 წლამდე ბავშვების დისკრიმინაციას ეწევა – „საფარი“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ განცხადებით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო 10 წლამდე ბავშვების დისკრიმინაციას ეწევა. განცხადებაში ნათქვამია, რომ „საფარმა“ 2019 წლის 30 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარადგინა განცხადება, სადაც მიუთითებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 10 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა სასამართლო-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას გაანალიზების გარეშე გასცემდა, „რაც 10 წლამდე ასაკის ბავშვთა …

Exit mobile version